შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროის ირონია


29-02-2016, 00:02
ავტორი Kristy
ნანახია 2 774

მე უშენობას მელნით ვხატავ უცხო ტილოზე,
სულში დაქრიან მოგონების ურცხვი ფრაზები
და ოცნებიდან მონაბერი სიოს შეხებით
შენ უკვდავება მომიტანე, ვრცელი აზრები!

დრო უმწეობის საფლავია, როცა ხვდები, რომ
შენს საუკუნეს არ გასცლია ძველი ფერები
და ეს უაზრო უსივრცობა გეუცხოება:
მშვიდი პიანო, ურჩი ხმა და ვიწრო ხედები!

წამები წამებს მიათრევენ, წუთები წუთებს
და იკარგება საუცხოო ნდობის სურნელი,
მეჩხერ აზრებში უცაბედად იწყება თოვა
და გამომიხმობს გრძნობის წამი - უსაზღვროდ ნელი!

და რომ დაღლილი ფეხაკრეფით შენთან ვბრუნდები,
ამ კარებს მიღმა მომელიან ძველი ჩვევები!
საიდუმლოა, რომ შენთან ერთად ცხოვრება დუღდა,
რომ არ მეშვება ძველი დრო და უხმო ქცევები?!

გამოღწევაა ამ ცხოვრების გისოსებიდან,
როცა ივსება არემარე შენი ფერებით,
რომ სამზადისი შენი მოსვლის დაწყებულია
და რომ იღვიძებს ჩვენი გრძნობა ძველი ბგერებით!

ჩუმად დაგიწერ მონატრების ვრცელ შესანდობარს,
მოუსვენარი დრო რომ ცეკვავს ჩვენს საფლავებზე
და აღარც ვიცი, დაბრუნება მიღირს თუ არა,
რადგან ვოცნებობ სიყვარულის ძველ ვარსკვლავებზე

და მაგონდება მდარე შოუ - სახელად ვნება,
როცა ჩამესმის მელოდია უცხო მინორში,
ფერფლადქცეული სიყვარული იღვიძებს გულში
და ეს დღეც კვდება სინათლისგან დაცლილ მინდორში!



№1 სტუმარი Nini

ულამაზესი ლექსია, ბრავო

 


№2 სტუმარი Firestorm

აღფრთოვანებული ვარ შენით და შენი ლექსებით

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ძალიან მომწონს, ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent