შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესხები (14)


23-06-2016, 16:18
ავტორი (((end)))
ნანახია 1 834

-დე ნუ ნერვიულობ ? (ნუკა)
-შენ ნერვიულობ ? (მე)
-კაი რა, როდის იყო მე ვნერვიულობდი (ნუკა)

დიახ, თბილისში ჩავდიოდით ელენეს და ლაშას ქორწილში, მე და ჩემი 11 წლის შვილი ნუკა. საფრანგეთში ყველაფერი კარგად აეწყო, ვსწავლობდი და ვმუშაობდი, 2 თვეში ბინაც ვიშოვე ჩემივე ფულით,დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტომოდელი ვარ, მუშაობის დაწყების შემდეგ ძალიან პოპულარული გავხდი საფრანგეთში,ასევე ამერიკაშიც. ბავშვებს სკაიპით ველაპრაკებოდი, იმ დღიდან 11 წელია გასული და მე მაინც მაქვს გრძნობები ერეკლეს მიმართ. დღეს მონატრებულ ქალაქში მივდივარ და არ ვიცი რამოხდება. შიშის გრძნობა მკლავს. მშობლებთან ყველაფერი მოგვარებულია, ნუკა ? ნუკა არის ჩემი ცხოვრება და სიხარული, მწვანეთვალება,მუქი ქერა თმა და ღვინისფერი ტუჩები,სიმართლე გითხრათ მას არ უყვარს სხვა ბავშვებივით შოკოლადები, უფრო ჩუპაჩუპსები და ჩიფსები, სერიოზული მომენტები თუ არის ძალიან სერიოზული ხდება, ასევე სიგიჟეც ააქვს თან დაყოლილი დედისგან და დაქალებისგან :დდ ერეკლეს შესახებ იცის თუ არა ? დიახ,იცის ყველაფერი იცის, მას აქვს უფლება რომ ყველაფერი იცოდეს, გვარად მესხია, თავიდან გორგოძე იყო მაგრამ მისი მოთხოვნით მესხზე გადავიყვანე, ქართული იცოდა,ინგლისურიც და ფრანგულიც. სწავლით კარგად სწავლობდა, ჰიპოპზეც დამყავდა, ძალიან კარგად ცეკვავდა,ასევე რამოდენიმე ფოტოსესიაც ჰქონდა,ჩემგან განსხვავებით არ მოსწონდა ეს სიყვარულობები და ჩემთან აქვს ნიძლავი დადებული რომ თუ ვინმე შეუყვარდება, აუცილებლად მეტყვის. მოკლედ არაჩვეულებრივი ბავშვია. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს და ერეკლეს. ყოველედღე სკაიპით ველაპარაკებოდი ბავშვებს, მათაც დაიწყეს მუშაობა, მარიამი და ლუკა დაინიშნენ, ისევე როგორც ლიკა და ნიკა, ხოლო ელენეს და ლაშას ქორწილი კი 20 აპრილსაა, რაზეც მომიწია ჩამოსვლა, ნუკას ყველა იცნობს და ყველას ერთი სული აქვს როდის ნახონ ეს პატარა ქალბატონი. ერეკლემ ბავშვის შესახებ არ იცის, კატეგორიულად მაქვს აკრძალული ყველასთვის რომ არ ეთქვათ, მოახერხა ერეკლემ ჩამოსვლა საფრანგეთში , დამიწყო კარებზე ბრახუნი,მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი, აღარ ვიცოდი რა მექნა, ბოლოს ლაშას მივწერე ყველაფერი და ავუხსენი. მანაც მალევე მომაშორა ერეკლე,იმ დროს როგორ მინდოდა ერეკლე შემომეშვა და ჩავხუტებოდი, მაგრამ არასდროს,არასდროს მოხდება ეს. უკვე 10 წუთში დავეშვებოდით, ნუკა ჩვეულებრივ ჩიფსს მიირთმევდა და არ ნერვიულობდა, მე კი ლამისაა მოვკვდე ნერვიულობით. აეროპორტში ბავშვები და ჩემი მშობლები მელოდებოდნენ.
-აუ, დეე გამოქლიავებულ ლუკას უთხარი რო წამიყვანოს მთაწმინდაზე რა (ნუკა)
-ხო კარგი,რაიყო წაგიყვანს (მე)
-ისა და ჩემი სკოლის ამბები,საერთოდ აქ ვრჩებით,თუ ისევ მივფრინავთ საფრანგეთში ? (ნუკა)
-არა დე აქ ვრჩებით,თუ რამე ცუდად ვერ იყო წავიდეთ ისევ, ხოლო სკოლის ამბებზე ნიკა იყო და ყველაფერი მოგვარებულია, მე სადაც ვსწავლობდი იმ სკოლაში ისწავლი (მე)
-ოუქეი (ნუკა)
5 წუთის შემდეგ:
თვითმფრინავიდან ჩამოვედით,გულის ბუდიდან ამოვარდნას მქქონდა, ყველა იქ იყო,ყველა გარდა ერეკლესა, დედაჩემს და მამაჩემს ცრემლები მოსდიოდათ, ელენე ვაიმე ? ღმერთო ელენეს მაღლები აცვია ვაიმე, ბოჟე მოი, მარიამი და ლუკა ჩვეულ სტილში არიან, ხოლო ნიკა და ლიკა გაგიჟებულან,აბა ამ საწ....ბს ამ გიჟების ხელში რა ეშველებოდათ, გავიქეცით და ყველას მაგრა ჩავეხუტეთ,ყველა ტიროდა, ღმერთო ცუდად ვარ, როგორ მომნატრებიან.
-ვაიმეე (მე)
-ხო აღარ წახვალ (ლიკა)
-აბა გაბედოს კიდე წასვლა რა, მოვატეხავ იმ გრძელ ფეხებს (ლაშა)
-აჰამ (ელენე)
-ვაიმე ეს ნუკა არის ? (მარიამი)
-ხო იდიოტებო ნუკა ვარ,აბა ჟენია ხო არა, მთელი ცხოვრება სკაიპში მელაპარაკებით და კიდე სვავთ კითხვას ეს ნუკა არის ? (ნუკა)
-ნუკა წესიერად (მე)
-ხო კარგი მოდით ჩამეხუტეთ (ნუკა)
ნუკა ვერ იტანდა ჩახუტებებს და ეგეთ რაღაცეებს,ეს ყველამ იცოდა ამიტომ არავინ ეკარებოდა, სანამ თვითონ არ იტყოდა. ყველა ჩაეხუტა და მოეფერა. ნუკას აკრძალული ჰქონდა მათ მიერ რომ დეიდა ან ბიძია არ დაეძახა. ბინას რაც შეეხება საფრანგეთში და ამერიკაში გავყიდე, ჩემი ნაშოვი ფულიც მივამატე და 2 სართულიანი სახლი თავისი აუზით და ეზოთი ვიყიდე,ამიტომ პირდაპირ იქ წავედით. ძალიან დაღლილები ვიყავით,თან გვეძინებოდა,ამიტომ ნუკაც დავაწვინე თავის ოთახში და მეც გემრიელად ჩამეძინა.
დილას ნუკას და ლაშას ხარხარმა გამაღვიძა.
-აე დეგენერატებო რა გეტაკათ (მე)
-დეეე ლაშამ იცი რა მიქნა ? (ნუკა)
ნუკას ეტყობა ლაშა რაღაცაზე დააშანტაჟა.
-რა ხდება ? (მე )
-აა არაფერი, უბრალოდ ისა (ლაშა)
-უბრალოდ მთაწმინდაზე უნდა წამიყვანოს,მერე კიდე ჯინოში ხო ლაშ? (ნუკა)
-ხო აბა რა (ლაშა)
ეს თქვა და მამის მკვლელი სიფათით შეხედა ნუკას,ნუკამ კი კმაყოფილი სიფათით დაიწყო ჩანთაში საცურაო კოსტიუმის ჩადება.
-კარგი ოღონდ ჭკვიანად (მე)
-ოუქეი (ნუკა)
-არ შეჭამთ ? (ელენე)
-აუ კი (ლაშა)
-არა ვენდისში გავივლით და იქ ვისაუზმებთ (ნუკა)
-ხო (მოიღუშა ლაშა)
-ცოტახანიც გაუძელი (მე)
ნუკა და ლაშა წავიდნენ. დანარჩენები მაგიდას შემოვუსხედით და მივირთმევდით ლიკას მიერ შემწვარ კარტოფილს და კვერცხს. უი ხო სულ დამავიწყდა, სალი და ვახო მოგზაურობენ, დიახ, ისინი შეუღლდნენ :დ:დდ
-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს ? (ნიკა)
-ამ მე სააგნეტოში უნდა წავიდე, ხო უნდა გავაგრძელო მუშაობა (მე)
-ხოო,ისე არ მომწონს ფოტომოდელი რომ ხარ (ლუკა)
-აუფ, კაი რა მაგარია,თან რაც მთავარია ძალიან კარგი სამუშაოა და ფულსაც კარგად მიხდიან (მე)
-ხო რა (ელენე)
-რომელზე უნდა იყო იქ ? (ნიკა)
-3 საათზე,თან უკვე დროა მოვემზადო და წავიდე (მე)
-მე გაგიყვან (ნიკა)
-არა, არ მინდა უკვე ჩამომივიდა ჩემი მერსედეს G კლასი (მე)
-კარგი მაშინ (ნიკა)
მაღლა ავედი, შხაპი მივიღე და ჩაცმა დავიწყე. ცისფერი მუხლებამდე ქვედაბოლო,შავი ტოპი და შავი მაღლები მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,დაბლა ჩავედი და მანქანა დავძარი. გზაში ნუკასაც დავურეკე,როგორც მივხვდი ლაშას აწამებდა. სააგენტოში მალევე მივედი,ერთი,ორი ფოტო გადავიღე და წამოვედი. სკოლაშიც შევიარე და ყველაფერი მოვაგვარე. სახლში დაბრუნებას ვაპირებდი როცა ლაშამ დამირეკა.
-ხო ლაშ (მე)
-გოგო მე რესტორანში უნდა წავიდე, კაროჩე ქორწილის ამბები რა რაღაც ვერაა ხოდა ნუკას წავიყავნ ეხლა სახლში რა (ლაშა)
-არა არ წაიყვანო,მე მოვალ მანდ და კიდე სადღაც გავასერინებ რა (მე)
-კარგი (ლაშა)
უცბად გავიარე სახლში, ჩემი საცურაო კოსტიუმი ავიღე და ჯინოსკენ ავიღე გეზი.
-დეე (მე)
-კაი წავედი მე და ჭკვიანად (ლაშა)
-აუ კატო წამო რა იქიდან ჩამოვსრიალდეთ (ნუკა)
-ნუკა დე მე არ შემიძლია (მე)
-აუ კაი რა ნუ გეშინია (ნუკა)
-ხო კაი,მარა მეშინია (მე)
-კაი რა ფლზ მამ (ნუკა)
-ჰო კარგი,წამოდი (მე)
ძალიან მაღალი იყო ჩამოსასრიალებელი,თანაც გადახურული,მე 28 წლის ქალს მეშინოდა და ეს პატარა 11 წლის ჭინკა კიდე სიხარულისგან დახტის. ოღონდ ის იყოს ბედნიერი და მეტი არაფერი არ მინდა,ჩემი პატარა ჭკვიანი ჭინკა.
-ააააააააააააააააააააააა (მე,ნუკა)
-აუ ხო მაგარიაა (ნუკა)
-რა არი გოგო მაგარი (მე)
უცბად ვიღაცას ძალიან მაგრა შევასკდი.
-უკაცრავად,ბოდიშით (მე)
-კატო ? (ერეკლე)
თავი ავწიე და ერეკლე იყო,ვაიმე, არა, არა,არა მეჩვენება ხომ ? არა არარსებობს,ღმერთო ჩემო ჩვენი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს,უცბად გამოვიწიე და ნუკასკენ წავედი. ნუკა გაშეშებული იყო,ხელზე მაგრად მომიჭირა, მიხვდა რომ ის მამამისი იყო. ერეკლე გაკვირვებული გვიყურებდა, უცბად ერეკლესთან ვიღაც ნუკას ტოლა ბიჭი მოცურდა.
-მამაა (ის ბიჭი)
მამაზე ცუდად გავხდი,ამის გაგებას მირჩევნოდა სიკვდილი, ეს მისი შვილია, გული საშინლად დამწყდა, ძალიან მეტკინა, ვიცი ნუკა უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, მაგრამ რა არის გასაკვირი,მას ხომ მე არ ვუყვარდი, 11 წელია გასული,რათქმაუნდა ალბათ ეყოლება შვილი აბა რა იქნება,შვილი თუ ჰყავს, ცოლიც ეყოლება, არაუშავს, ასეც ხდება. ისევ მიყურებდა,ღერთო, მეც თვალი თვალში გავუყარე, ახლა უფრო გაშავებოდა, საშინლად შავი უკიდეგანო თვალები ჰქონდა,მის თვალებში სიხარულის და სევდის ჭინკები დავინახე,მაგრამ ალბათ ესეც მეჩვენება.
-წამოდი ნუკა (მე)
-კარგი (ნუკა)
გული სტკიოდა ვიცი,საშინელებაა როცა შენს შვილს მოწყენილს და გულგატეხილს ხედავ.
-დეე, წავიდეთ (მე)
-ხო (ნუკა)
უცბად გამოვიცვალეთ და მანქანისკენ წავედით. მანქანა დავძარი და დავიწყე ლაპარაკი.
-აუ დაიკიდე რა (მე)
-, ისე მე ხვალ მივდივარ ხო სკოლაში (ნუკა)
-ხო (მე)

ესეც 14 თავი,გთხოვთ იაქტიურეთ, ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი lile

აუცილებალდ გააგრძელე რაა

 


№2 სტუმარი kato123

ვაიმე ფიფლ რა უნდა შეწყვიტოთ, არადა ყველაფერი როგორ სხვანაირად არის <3 შემდეგ თავში ნამდვილად დაგიმტკიცებთ ერეკლე რომ კატო უყვარს და საერთოდ რა ხდებოდა მსხებს შორის <3 მე ავტორის მეგობარი ვარ <3

რატომ არ ელოდებით როგორ განვითარდება მოვლენები ?

 


№3  offline წევრი (((end)))

lile
აუცილებალდ გააგრძელე რაა

შეწყვეტაზე აღარც ვფიქრობ <3

kato123
ვაიმე ფიფლ რა უნდა შეწყვიტოთ, არადა ყველაფერი როგორ სხვანაირად არის <3 შემდეგ თავში ნამდვილად დაგიმტკიცებთ ერეკლე რომ კატო უყვარს და საერთოდ რა ხდებოდა მსხებს შორის <3 მე ავტორის მეგობარი ვარ <3

რატომ არ ელოდებით როგორ განვითარდება მოვლენები ?

კატტო <3

 


№4 სტუმარი Guest ელენე

უუუუუ მაგარია ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent