შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმთავრესი როლი -1-


23-06-2016, 18:57
ავტორი sopiko
ნანახია 2 588

[თავი 1]
^პროლოგი^
ცხოვრება ფილმი არ არის...
სპექტაკლია...
ფილმი შეგიძლია შეაჩერო, შეგიძლია კადრი გადაახვიო, პერსონაჟები ხმის იმ ტონალობაზე ალაპარაკო, როგორზეც გინდა, დასასრულს აღარ უყურო...
სპექტაკლი ბუნებრივობის ცდაა! ზოგჯერ ფუჭი, ზოგჯერ კი შედეგიანი! შეიძლება თვალები დახუჭო, მაგრამ სცენაზე მოთამაშის ხმას მაინც გაიგონებ... თუ სკამიდან არ ადექი და გარეთ არ გავარდი, მას ვერ გაექცევი... სცენიდან წამოსულ გრძნობებს, იქ მომხდარ უბედურებას და განცდილ ბედნიერებას...
ცხოვრებაშიც ასე ხდება! გინდა ეს მძიმე დღეები გამოტოვო და ის შვება იგრძნო, რომელსაც სინამდვილეში ერთი წლის შემდეგ იგრძნობდი... გინდა სწრაფად დაეწეროს ეკრანზე the and და გსურს, რომ ეს დასასრული აუცილებლად ბედნიერი იყოს! დასასრული, რომლის შემდეგაც ზუსტად იცი, რომ მთავარი გმირები დაქორწინდებიან და ეყოლებათ მინიმუმ სამი შვილი... მერე ალბათ სასიამოვნო მელოდიაც გაისმება, მაგრამ აქამდე ბევრი გიკლია... მანამდე შენ ბევრი რამ უნდა გადალახო!
თუ ბედნიერებას ირჩევ, თუ სიყვარულს ირჩევ, თუ ნათელს ირჩევ, არ უნდა გეშინოდეს!
არ უნდა გეშინოდეს მწვერვალზე ნაბიჯ-ნაბიჯ ასვლის... ჯერ ერთს მოიპოვებ, მერე მეორეს და ერთ დღეს რეალობაც შეიძლება იქცეს კინოდ... მას შემდეგ, რაც ბედისწერის მიერ დადგმულ სპექტაკლში წარმატებით ითამაშებ, მაყურებელს თავს დაუკრავ და სცენას ბედნიერი დატოვებ!

-აია, ქალბატონი ნათელას კაბა შეკერე?-მეძახის ანა და რამდენიმე წამში მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ბაკა-ბუკიც მესმის.
-დღეს დავასრულებ.-კაბას გვერდით ვდებ და დამტვერილ სკამს ტილოს ვუსმევ, ანა რომ დაჯდეს.
-ძალიან კარგი, თორემ ხომ იცი, ხვალ პირველი რეპეტიცია გვაქვს ''მაგნოლიის'' კოსტიუმებით.-ხვნეშით ჯდება სკამზე და კაბას შორიდან ათვალიერებს.-ძალიან ლამაზი ჩანს. რომ დაამთავრებ, პირველი მე მანახე.
-მაგას თქმა უნდა?-მეცინება. ანა, ჩემი საუკეთესო მეგობარი ყველაფერს მიწევს. მეორე დედობასაც, მეორე მამობასაც, მეგობრობასაც, დობასაც, ძმობასაც და რა ვიცი, კიდევ რა არ არის ჩემთვის...
-რომ შემოგივარდეს ნათელა? დღეს შემხვდა და წუწუნებდა, რად უნდა ამდენი ხანი კაბის შეკერვასო.-ხელს იქნევს ის და ტუჩებს საყვარლად ბზიკავს წინ.
-ვერ აირჩია ნაჭერი დროზე და ჩემი რა ბრალია? ჯერ ვარდისფერი მინდა თეთრშიო, მეთქი რა დროს მაგის ვარდისფერი თეთრშია... შინაბერა კია, მაგრამ მაგის ასაკში ასეთი პრანჭიაობა? შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, ჩემზე უფროსი ქალია და ზოგჯერ ძალიანაც საყვარელი, მაგრამ მგონი მე არ მაცვია ისე, როგორც მას.-ისევ განვაგრძობ კერვას.
-მაგას ნუ იტყვი!-ფრუტუნებს ანა.-და შენ ჩაცმაზე ნუ ლაპარაკობ, ქალბატონო! უკვე რამდენი ხანია გეხვეწები, რომ ის ყვითელი კაბა ჩაიცვა!
-ძალიან ლამაზი კია, ანა, მაგრამ... ზედმეტად გამომწვევია...-ვამბობ და მაშინვე მკრავს ღაწვებზე სიწითლე. როცა ვწითლდები, გაწითლებული ადგილები მიხურდება და აქედან ვხვდები ამას, თორემ სადღაც ჰაერში ჩემდა საწყენად მესამე თვალი არ მაქვს, კაბა კი, რომელზეც ანა მელაპარაკება, თვითონ მაჩუქა დაბადების დღეზე. მაშინ კი ძალიან აღვფრთოვანდი, მაგრამ სახლში რომ მოვიზომე, ისეთი იყო... ისეთი, რომ... თუმცა პატარა სულაც არ მომსვლია! განგებ ჰქონდა ასეთი კაბა შერჩეული ანას, როგორც თვითონ ამბობს, ცოტა ქალობა რომ დამტყობოდა. ის ჯერ კიდევ იქიდან მეწუწუნებოდა იმაზე, რომ საერთოდ არ ვზრუნავდი მამაკაცების მოსაწონს იმიჯზე, სკოლა რომ დავამთავრეთ.
-დაფარული ყველაფერი უფრო გემრიელია... რთულად მოსაპოვებელი რამ ყველას ოცნებად გვექცევა ხოლმე და რა ჯობია იმას, თუ ვინმეს ოცნება ვიქნები?-ასე ვპასუხობდი მის ყოველ შემოტევას.
-არა, ეგ კი, მაგრამ რას დაგინახავენ ცუდს? წინაც და უკანაც შესანიშნავად ხარ შემკობილი! ღმერთმა ყველაფრით დაგაჯილდოვა, შენ კიდევ შენს სიმდიდრეებს არ აჩენ!-საჩვენებელ თითს დამიქნევდა ხოლმე მკაცრად, მაგრამ რად გინდა! მეორე დღეს მაინც შავი, ნაქსოვი კაბით ვცხადდებოდი სკოლაში. ლამაზი კაბა იყო, მაგრამ ზედმეტად მოკრძალებული ანას თქმით.
აწმყოში ისევ ანას სიტყვებმა დამაბრუნა.
ისევ და ისევ მისმა მოძღვრებამ.
-არა, ვამბობდი, რა! კაცი გინდა შენ, აია ლიჩელო! კა-ცი, რომ გამოგაფხიზლოს და გონს მოგიყვანოს, გამიგე? ცოტა გაიხედ-გამოიხედე! ეს ლამაზი, ნუკრის თვალები კი არ უნდა დახარო, პირდაპირ უნდა შეანათო ყველა შემხვედრს! ყველას!-დამარცვლით მეუბნება, რამე მაინც რომ დამიჯდეს ჭკუაში.
-ისე, ცნობისთვის ვანათებ ხოლმე, მაგრამ შენს რჩევას მაინც გავითვალისწინებ.-ვბუტბუტებ სულ მთლად ალეწილი და ნემსს თითში ვირჭობ. სწრაფად ვმალავ დასისხლიანებულ თითს, ანამ რომ არ დაინახოს და კიდევ რამე რომ არ ''დამაბრალოს''.
-ერთ დღეს ჩემი მუშტი გაგათვალისწინებინებს ყველაფერს! ხო, კაბა მზად იყოს საღამოს!-შარვლის ბერტყვით იზლაზნება ფეხზე და ვიწრო დერეფნის გავლით ოთახიდან გადის.
-კაცი მინდა? მე, ოცი წლის გოგოს?-ჩემთვის ვბურტყუნებ და დამალულ თითს ვაჩენ. სისხლი იმ ფერის არის, რა ფერიც ჩემი ტუჩები. ო, არა... ჯერჯერობით ჩემს ფიქრებს, ჩემს გრძნობებს და საერთოდ ყველაფერ ჩემს ვერავის გავუზიარებ!

მე აია ვარ!
დავით ლიჩელის ერთადერთი ქალიშვილი... მისი პრინცესა და მზეთუნახავი!
მანანა ბარათელის სიხარული, სიყვარული და ადამიანი, რომელსაც ის გულში, ყელში და სულში უყვარს...
მე აია ვარ!
გოგონა, რომელიც არასოდეს იცვამს ე.წ. ''შპილკებს'', რადგან მათზე დგომა ბოლოს უღებს და უკვე იმაზე დარდობს, რას იზამს მაშინ, სცენაზე მაღალქუსლიანებით გასვლა რომ მოუწევს...
აია ვარ, რომელსაც ყველაზე კარგი მეგობარი ჰყავს მთელ მსოფლიოში! ყველაზე საუკეთესო გრამატიკულად არ ითქმის, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხელი დავაფაროთ ყველა წესს და ვთქვათ ის, რაც სინამდვილეშია!
გოგონა, რომლის ოცნებაც მსახიობობაა და მე იმ თეატრში ვმუშაობ მკერავად, სადაც მომავალში სხვადასხვა სპექტაკლებში უნდა ვითამაშო... ზაფხულში თავისუფალი დრო მქონდა და გადავწყვიტე მემუშავა, მით უმეტეს კერვა, ქარგვა და ქსოვა კარგად მეხერხება. მოგროვებული ფულით კი შევძლებ უნივერსიტეტში წასვლისას გზის საფასური თავად გადავიხადო.
მე აია ვარ!

სარკის წინ ვდგები და ყავისფერ თმას ჯერ მაღლა ვიწევ, მერე კი ორივე ხელს ვუშვებ. დახვეული თმაც მხრებზე მეფინება. მომწონს საკუთარი თავი და რატომ არ შეიძლება ის, რაც ჩემში მომწონს, სხვებს რომ არ გავუყო? დავმალო? ამას ანა რატომღაც ვერ იგებს, რაც დიდად არ მწყინს, რადგან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, სანამ არ მომეპრიანება, მის რჩევას ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ გავითვალისწინებ.
მხარზე გადასაკიდებელ ჩანთას სკამის სახელურიდან ვხსნი და ოთახიდან გასვლას ვაპირებ, კარს ანამ რომ აღებს. უფრო სწორად გლეჯს.
-ახალ სპექტაკლს ვდგამთ! რა მაგარია, არა?-მეკრიჭება ის და წარბებს ათამაშებს.
ანა თეატრში მუშაობს. ჩემზე ოთხი წლით დიდია და რეჟისორის მოადგილეა. მისი რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა აქ.
-მაგარია!-მისი სიხარული მეც მახარებს.-და მსახიობები ორ სპექტაკლს ერთდროულად როგორ გაწვდებიან? ამდენი რეპეტიცია... ან მე როგორ შევკერავ კოსტიუმებს?
-კოსტიუმებზე არ ვიცი, მაგრამ სამასახიობოს ახალდამთავრებულები გადმოამისამართა უნივერსიტეტმა ჩვენთან და მსახიობებიც გვეყოლება.-მიხსნის და სარკის წინ ბზრიალდება.-ცოტა ჩვენც გავმხიარულდებით. შენც ასე მარტო აღარ იქნები. ხან ვინ შემოგივლის კოსტიუმებზე, ხან ვინ.
-იმედია პრეტენზიების თქმისთვის არ შემოივლიან.-ნათელას მაგალითი მახსენდება და მეცინება.-ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მართლა კარგი ამბავია.
-მიდიხარ შენ უკვე?-ახლაღა ამჩნევს ანა, რომ წასასვლელად მორთულ-მოკაზმული ვარ.
-ხო, მგონი დროა, არა?-მაჯაზე გაკეთებულ საათს დავყურებ.
-კი, დროა, მაგრამ მე ცოტა ხანს ვახტანგს დაველოდები. რაღაცებს ამზადებს ხვალინდელი დღისთვის და...-ერთხელ კიდევ ბროწიალდება და ოთახიდან ღიღინით გადის.
-ნეტავ, როდემდე დაელოდები მაგ შენს ვახტანგს?-ვფხუკუნებ მისი გასვლისთანავე და კარებს გასაღებით ვკეტავ.
ანას უკვე დიდი ხანია სიგიჟემდე უყვარს მთავარი რეჟისორი, ვახტანგ ძნელაძე. ეს უკანასკნელი კი დიდი ჯიუტი ტახია. არადა ანას რომ დაინახავს, თავადაც ისე აუციმციმდება ხოლმე თვალები, ვერავის ამჩნევს. მათ შორის მეც, რომელიც თვალმოუშორებლივ ვუყურებ ხოლმე შეყვარებულ წყვილს და გულში დავცინი კიდეც მათ. თუ გიყვარს, თქვი, შე კაი კაცო! რად უნდა ამას თვალების ციაგი და პეპლების ფრთხიალი, მაგას შენი მეორე ნახევარი, რაც არ უნდა ნახევარი იყოს, ხომ ვერ იგრძნობს? არა, გოგომ კი არ უნდა აუხსნას ბიჭს სიყვარული, უბრალოდ ბიჭმა რომ მოტვინოს რამე, არ შეიძლება? შეიძლება! ხოდა მეც ველი, როდის დაიშვება ამ ორ შორისაც რაიმე მსგავსი.

^^^
დავბრუნდი, ჩემო ძვირფასებო!
როგორც ყოველთვის, ჯერ დავასრულე, მერე კი შემოგთავაზეთ, ყოველდღე ნორმალური ზომის თავებით რომ გაგანებივრობთ!
თქვენ არ იცით, როგორი გახარებული ვარ ამ მინაწერის წერისას... იმიტომ, რომ ისევ ველი თქვენს შეფასებებს და ისევ შემიძლია ჩემი სიტყვები დავაბოლოვო იმით, რომ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი Black

Chveni sopachka!gamixarda ro damxvda sheni mshvenialuri istoria,makvirveb ra..yovel jerze gansxvavebul istoriebs gvtavazob:Dveli shemdeg tavs;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent