შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კლაინები (3)


23-06-2016, 19:22
ავტორი tatalia
ნანახია 1 591

ცოტახანს გაოგნებული იდგა, ცივმა ქარმა სახე დაუფოთლა და ცხვირი ისევ ტუჩის ფერზე აუჟღალა, სასწრაფოდ შემოყო თავი სახლში და დივანზე ჩამოჯდა, ლამაზი ნამდვილად იყო მაგრამ ახლა ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა საკუთარ თავს, ჩვეულებივად ეცვა არც იპრანჭებოდა არც ზედმეტს ხმარობდა რაიმეს, ნაირნაირ ვარცხნილობებსაც გადაეჩვია მხოლოდ გაშლილი თმა.
აღარც ძველებური ხასიათი შემორჩენოდა, მხიარული და თამამი ნორა აღარ იყო როგორც უწინ ბიჭები მის წინ რომ ემხობოდნენ, რაუნდოდა ნიკეს მისგან ?
- ნორა?
- ჰა??ხო ?რახდება?ვინ ხარ?
ისე წამოვარდა ფეხზე თითქოს ფიქრებს მიუხვდნენეო და კარებს მიატუზა
- რაგჭირს ნორა?მე ვარ მამაშენი
- ხო მამა
კარი სასწრაფოდ გამოხსნა და პირველად გაუღიმა საწყალ კაცს, რომელსაც შავი თმა ჰქონდა და შავი წვერი თუმცა მის თვალებში სულის გათეთრებასა და სიჭაღარავეს აუცილებლად ამოიკითხავდით..
- არ გშია?
კაცმა თვალი მოავლო ნორას ოთახს დაეჭვებულმა
- არა გმადლობ
- წაგიყვან ჩამოდი
- არა იყო სდღეს მეგობარი წამიყვანს
ამის გაგონებაზე ენტონი უკან შემობრუნდა და ქალიშვილს მიაშტერდა, შემდეგ ფართოდ გაებადრა სახე
- ღმერთო ნორა შენ მეგობარი გყავს?
სიხარულისგან თვალები აუციმციმდა კაცს
- ჰო რაღაც მაგდაგვარი მამა
მოკლედ მოუჭრა ნორამ და კარი მიიკეტა, აღარ დალოდებია პასუხს თუმცა კარის უკან მოესმა მამის მხიარული სიმღერა და კიბეეზე ხმაურით ჩარბენა, ისიც კი გაიგონა შტვენით როგორ გააღო მანქნაის კარი და ახალ ქალაქში ახალი სამსახურის საძებნელად გაეშურა.
ჩაეცინა ნორას მამა-ეს ხომ ის კაცი იყო ვინც ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდა ნორას
დედის-არა ნორა!-ს
მამის-მე ვუშვებ, წადი ნორა!
მოჰყვებოდა ხოლმე მუდამ, გიჟდებოდა მამამისზე, მისი კერპი მისაბაძი ადამიანი და უბრალოდ მეგობარიც ახლა კი მამა ნორასთვის მხოლოდ წოდება გახდა ენტონისსადმი და გაუფერულდა გახუნდა და გაცვდა, ესეც ნორას გამო?განა რამოხდა ასეთი?უბრალოდ ბავშვობის კოშმარების გამო ცხოვრება აეწეწა ვისარ უფიქრია ვამპირებზე, ვიასრ უფიქრია ეგზორციზმზე და მსგავს სისულელეებზე, რატომ დაძაბა ამ ყველაფერმა გოგონა?იქნებ იყო ნორაში რაღაც სხვა, რაღაც ამოუხსნელი როგორც ამას ანიკიტეს მამა, მთავარი კლაინი ამბობდა და თავად ანიკიტე?მერე და როგორი ბიჭი იყო საოცრად მიმზიდველი, მამაკაცური მაგრამ უხეში და აუტანელიც საკუთარ თავს მიმართა ნორამ.
- ჯერარ ჩაგიცვამს?არაფერია დაგიცდი
ირონიულმა და ბოხმა ბარიტონმა გონს მოიყვანა და ფანჯარასთან აყუდებული, ჭინკებ ათამაშებული ნიკე მოხვდა თვალს
- აქ რაგინდა?შიშველი ვარ
ხელები აიფარა საცვლებზე და პლედს დაუწყო ძებნა
- ამას ეძებ ?
გაუწოდა პლედი და მომაჯადოვებლად გაუღიმა ნორას, ცოტა კი დაიბნა მაგრამ წამსვე მოეგო გონს გოგონა
- არ გიშველის ეგეთები
შეუღრინა, თმა აბურდულმა და მაშინვე სააბაზანოში შევარდა, ჯერ წყალი შეისხა სახეზე და შეეცადა ახურებული გოყები როგორმე გადაეფარა წყლის წვეთებს, შემდეგ გულზე იჭერდა ხელებს რომ გულისცემა ჩაეხშო, კბილის ჩოთქს დაწვდა ხელიდან გაუვარდა - ჯანდაბა მერე საპარსი აიღო, ყველაფერს დაფეთებული აკეთებდა ბოლოს მოწესრიგდა ხალათი მოიცა და ნახევარი საათის შემდეგ ძლივს დარცხვენილმა გამოხსნა კარი, თუმცა ბიჭი იქ აღარ დახვდა, გული დაწყდა..მაგრამ არ შეუმჩნევია, შავი სადა კომბინიზონი გადმოიღო და თეთრი პერანგი გასაუთოველად, უთო შეაერთა და ის იყო დაწყებას აპირებდა ნიკემ კარი შემოგლიჯა
- აუ მიდი რა ჩემიც მიაყოლე, დილით ვერ მოვასწარი
ამბობდა და თან პერანგის ღილებს იხსნიდა, ვერ გაეგო ნორას გახარებოდა რომ არ წასულა თუ ეჩხუბა, იმის გამო რომ ახლა იხდიდა და მის წინ შიშველი აპირებდა დგომას.
- იმედია არ დაწვავ ხო?
ახლოს მიიწია გოგონასკენ შიშველი სხეულით და თმა ყურის უკან გადაუწია, ნერწყვი ორივემ ხმამაღლა გადაყლაპა, სახე ისევ აუწითლდა ნორას თუმცა ნიკეს ირონია შეპარულ სახეზე გაღიზიანდა და ხელი აჰკრა.
- მომეცი და გადი გამოგაწვდი
- იყოს აქ მირჩევნია
ურცხვად მოკლათდა სავარძელში და საათს გახედა
- ნორა ხო მართლა?15 წუთში კოლეჯი გეწყება და შენ ჯერ კიდევ 2 დღე გაქვს აქ ყოფნის
ეს პიკი აღმოჩნდა ნორასთვის, სულარ უნდოდა დედამისის სანაქეო უნივერსიტეტში პრობლემები, სულ დაივიწყა ანიკიტე, სასწრაფოდ გააუთოვა ჯერ მამაკაცის შავი პერანგი, რომელსაც საოცრად სასიამოვნო და მამაკაცური სურნელი ასდიოდა და ბიჭს მიაწოდა, შემდეგ კი სასწრაფოდ შეუდგა საკუთარის დაუთოვებას, ანიკიტე ფრთხილად იკრავდა ფოლაკებს და თან თვალს არ აშორებდა ულამაზეს გოგონას, რომელიც მოკლე ატლასის ხალათსა და ფანქრით შეკრულ თმაშიც კი საოცრად ლამაზი იყო, ნერწყვი ისევ გადაყლაპა და ღრმად ამოისუნთქა, გასვლას აპირებდა, მაგრამ ნორას დაბნეულობამ და იმან რომ სულ დაივიწყა ბიჭი და სასწრაფოდ გადაიხსნა ხალათი შეაჩერა და ყურება კვლავ განაგრძო, ხორცისფერ ბიუსჰალტერი გარკვევით შენიშნა საშუალო, თუმცა მრგვალი და სავსე მკერდი შემდეგ მისი ტანის დათვალიერაბა გადაწყვიტა, მაგრამ გაჩერდა საკუთარ თავს შესძახა -რაჯანდაბას აკეთებ ნიკიტე?შენ ვეღარ გაჩერდები. ხმა არ ამოუღია ისე დატოვა დაბნეული ნორა ოთახში და მანქანაში დალოდება არჩია.
- მზად ვარ
გაბადრული ნორა მობრუნდა, რომელსაც სახეზე მკრთალი მაკიაჯი გაეკეთებინდა და თმა მაღლა აეწია და სახეზე შეეყინა ღიმილი
- ტყუილად ვიწვალე
ამოიბუტბუტდა და კიბეებზე დაეშვა, ყვითელი პორშე ისევ უძრავად იყურებოდა მისი ეზოდან და გახარებულმა მანქანა ლამის გამოგლიჟა ისე შეხტა შიგ
- მოვედი
- ვხედავ
- წავედით?
- ხო
- ხო არ გვაგვიანდება?
- არვიცი
პასუხობდა გაღიზიანებული ნიკიტე გოგონას
- რადაგემართა?შენთვის არავის უთხოვია ადექი და წამიყვანეო, თავად გამოიჩინე ინიციატივა არც ის მითხოვია სახლში მომაკითხე თქო
გაცხარდა ნორა და ნიკეს უპასუხობამ მეტად გააბრაზა
- გამიჩერე ცავდივარ
ღვედი მოიხსნა და შუაგზიდან ჩასვლა გადაწყვიტა
- ასე არა ?
მანქანა გააჩერა ანიკიტემ და ნორას ჯიქური მზერა გაუსწორა
- რატომ გგონია არ გადავალ?
ყვიროდა ნორა
- რატომ გგონია შეგეხვეწები
- არ დააკლო ნიკემაც
გოგონა მანქანიდან გადმოხტა და ანიკიტე ადგილს მოწყდა
- ავადმყოფი
ყვიროდა ნორა და თან თვალს კალიფორნიის უცნაურ გზას ავლებდა, ტყეს შორის გადიოდა მანქნაის გზა და აქეთ იქიდან დაბურული ხეები იშლებოდა, ასე განვლო ალბათ 15 წუთი მანქანით რომ წამოეწივნენ და სამმა მამაკაცმა გაუჩერეს
- სად მიდიხართ ლამაზო ქალბატონო?
მიმართა მულატმა
- გამარჯობათ, სასწავლებელში და ნამდვილად დამაგვიანდა
- დაბრძანდი პატარა გაგიყოლებთ
ავხორცულადა გაუღიმა მეორე ბიჭმა და თან მხარი გაჰკრა მულატს, არ გამოპარვია ნორას და გზის ფეხით გაგრძელება არჩია
- ანდა იყოს, მამაჩემი გამომივლის
იცრუა და შემობრუნდა, თუმცა ვინ აცადა წასვლა, ხელი სტაცა საჭესთან მჯდომმა და მულატიც გადმოვიდა მანქნაიდან
- ან ჩაჟდები ან ძალით ჩაგსვავთ
დაემუქრა მესამე მამაკაცი და ხელი მეტად მოუჭირა, ყვირილს აზრი არ ჰქონდა არაფერს ჰქონდა აზრი..გზად არავინ ჩანდა არცერთი სულიერი, არცერთი მანქანა ან თუნდაც ცხოველი, საერთოდ არაფერი ამიტომ დანებება და მანქანაში ჩაჯდომა არჩიე, სიგნალმა ყურები რომ დაუხშო, მანქნაიდან ანიკიტე რასაც ქვია გადმოფრინდა და ის გრძელ თმიანი ბიჭიც გადმოყვა, დილით ნორამ რომ იხილა, მულატს მიმართეს
- გაბაელ?
- ნიკიტე ?დანტე?
- როგორხარ ძმაო?
- თავად ძმაო?თქვენები როგორ არიან?შენი დები, მეტად ევანგელი ?რაშვება?მოიკითხე დიდი სიყვარულით
ერთი შეხედვით იფიქრებდით კარგი მეგობრები არიანო, თუმცა არა!თუ კარგად დაუკვირდებოდით შეამჩნევდით ამ დიალობს შორის დიდ ირონიას, ცინიზმსა და ანიკიტეს დაბერილ ძარღვებს, დანტეს გაშავებულ თვალებსა და გაბაელის ტუჩებზე შეპარულ ღიმილს
- გოგონა ?თქვენ ხომარ დაკარგეთ
ანიშნეს ნორაზე ღიმილით
- კი ჩემთანარის
ამოირდღვინა ნიკიემ
- როგორც საკვები ნიკიტე?თუ უწინდებურად როგორც ქალი ისე ?
კვლავ ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს და ახლა დანტემ ითავა შუამდგომლობა.
- გაბაელ?შენი და არ ვიცოდით რომ მაშინ ადამიანი იყო არც ის ვიცოდით შენი და თუ იყო და არც ის დაგვიგეგმავს რომ ნიკეს ვინმე შეყვარებოდა თავისთავად მოხდა ყველაფერი და ოდესმე შეიგნებ ამას ?
მშვიდად ესაუბრებოდა დანტე მულატს, რომელიც ისევ ირონიით უყურებდა ძმებს
- ხო თავის მართლება ყველაზე ადვილია სტანისდანტე, ბედი თქვენი რომ ატროსების ტერიტორიაზე ვართ და მათ აგვიკრძალეს ერთმანეთთან ომი მათ მიწაზე
შEბრუნდა და გზა განაგრძო მულატმა
- და ხო მართლა გოგო წაიყვანეთ, თუმცა გული მიგრძნობს ისევ ვნახავთ
ისევ ირონიულად გაიღიმა ბიჭმა და ახლა ნორამ კარგად დაინახა მის მუქი მწვანე თუმცა ამღვრეული და ტკივილნარევი თვალები, შეამჩნია მის დის ხსენებისას წამით როგორ გაუკრთა ირონია და მარტოობა გამოეხატა სახეზე, თუმცა მხოლოდ წამით შემდეგ ისევ აიკრა დაუნდობლის ნიღაბი...ყველა წავიდა მხოლოდ გოგონა იდგა ბიჭების წინ დამნაშავე ბავშვივით და ჯერ კიდევ ერთ ადგილას გაშტერებულ ანიკიტეს უყურებდა
- მორჩა წავიდნენ ნიკე
ქერა ბიჭი მთელი სითბოთი ესაუბრებოდა ნიკეს და სახეზე ეფერებოდა
- წავიდნენ ნიკიტე ვსიო გესმის?
- რატომ დაბრუნდა?თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი?დანტე თავიდან ?
უკვე ღრიალებდა და თვალების უშავდებოდა
- არაფერი დაიწყება თავიდან წავიდა და ვსიო აღარ ვნახავთ დაივიწყე ნიკე
- არიადნა მოკვდა დანტე
ნიკე ჩაიკეცა და ნორას წამით მოეჩვენა, როგორ გადაყლაპა ობოლი ცრემლი ბიჭმა
- მოკვდა..
- მოკვდა და ამაში ყველა დამნაშავე ვართ შენს გარდ ანიკე ადექი
- შენ ჩემი ძმა ხარ და ამას იმიტომ ამბობ
ყვირილს მმოუმატა ნიკემ, ძმა ყოფილა...გაიფიქრა ნორამ და ბიჭების შედარება დაიწყო გონებაში, შავგვრემანი და მწვანე თვალება და ქერა ცისფერთვალება რა უცნაურია გაეღიმა, მაგრამ მალევე გაახსენდა ანიკიტე და გაბედა მასთან მისვლა, ჩაიმუხლა და სახე ააწევინა
- არვიცი რა დაგემართა ვინ მოგიკვდა, ვინ ადამიანი იყო ან არიყო ან ამ ბიჭთან რა გაკავშირებდა, მაგრამ არ ღირს წარსულზე ფიქრი დამიჯერე მომავალი წინარის
მზრუნველი ხმით მიმართა ბიჭს, რომელმაც ზიზღნარევი ხმით შეხედა გოგონას და მთელს ხმაზე დაწყო ღრიალი
- ეს გინდათ არა?დანტეეე მამას ეს უნდა ახლა ნორაც უნდა შევიწირო არა?რა ჯანდაბა გინდათ
- ნორა მანქანაში ცაჯექი
მზრუნველად უთხრა დანტემ გოგონას და მანქნაისკენ უბიძგა, შეშინებული და თან შეცივებული გოგონა მანქანაში დაჯდა და შორიდან დაელოდა ძმებს
- წადი გაისეირნე, ინადირე, მოკალი და გულიო გადააყოლე სახლში ვისაუბროდ
- მერე ნორა?
გულუბყვილოდ იკითხა ნიკემ და დანტეს გაეღიმა
- ვერ გიტან, მაგრამ ნორას წავიყვან კაი გოგო ჩანს
წარბები აათამაშა და ნიკეს ძლიერი მუშტიცმოხვდა მხარზე
- არც კი იფიქრო
გაეცინა ნიკესაც
- მაინც თუ არ მოგწონს ?
მხრები აიჩეჩა დანტემ და გამოასწრო ნიკეს თორემ იცოდა რაღაცას აუცილებლად მოტეხავდა ძმა, სწრაფად დაქოქა მანქანა და ადგილს მოწყდა., ნორა კი სულ უკან იყურებოდა, ბიჭს ჩაეცინა და მხარზე ხელი ნაზად დაადო.
- ნუ გეშინია გაუვლის
სულ უნდოდა ძმა ჰყოლოდა ნორას ახლა კი ეს ძმური მხარდაჭერაიგრძნო ზუსტად და ჩაეღიმა
- რა დაემართა?
- ოდესმა თავად მოყვება
- და არიადნა?
- არავინ ისეთი, როგორც შენ თქვი წარსულია, არ გშია?
საუბარი უცბად შეცვალა დანტემ და გამხიარულდა
- ძალიან
არ დაუმალავს შიმშილი გოგონას
- მოდი იცი რავქნათ?ახლა მე სასწავლებელში დაგტოვებ, მერე დაგხვდები და სასწაულ ადგილას წაფიყვან
ნორაც გამხიარულდა და დაეთანხმა, რატომღაც ნიკეს ნახვის იმედი ჰქონდა.
.....................................................................................
- ნიიიიკ?
- რა გააფუჭე?
მომაბეზრებლად უპასუხსა უმცროს ძმას ანიკიტემ
- რომ დაგირეკო მაინცდამაინც რამე უნდა გავაფუჭო?
გაიბუტა ვითომ დანტე
- "ნიიკ" უკვე ნიშნავს, რომ საოცრება ჩაიდინე დანტე.
მკაცრად ესაუბრებოდა ძმას ნიკიტე
- ისე რა.
- რას ქვია ისე რა დანტე?
- ნორა დავპატიჟე დღეს ჩვენთან?
- რააა?
კლაინები (3)




ესეც მესამე თავიიიი ..ბოდიშ გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის, იმედი ამოგწონთ ტკბილებოოოო .. ჯერ სად ხართ იმდენი რამ იმალება ოოოოოო :დდ



№1  offline წევრი tatushki1995

rogor momwons velodebi shemdeg tavs moutmenlad

 


№2 სტუმარი Nino

Auu zaan magaria. Zalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent