გარყვნილი თითები (ნაწილი 3)
ოჯახის წევრებს, მეგობრებს, როცა უთხრა ახალი ამბავი, ვერ გეტყვით რომ გაოგნებულები დარჩნენ, რადგან იცოდნენ მარიამის შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გოგონა ვერ აფასებდა საკუთარ თავს სათანადოდ, მაგრამ მაინც... ის ორი დღე ციებცხელებაში განვლო და მხოლოდ მაშინ გაიაზრდა, თუ ვისთან ერთად მიდიოდა საქმეზე, როდესაც თვითმფრინავში ადგილი დაიკავა. მის გვერდით. არ იცოდა, მის მდგომარეობის გამო უნდა გასცინებოდა, თუ პირიქით. ერთადერთი რამ, რაც ამ საშინელი ფიქრებისგან განსათავისუფლებლად იყო – ძილი, რომელზეც გიჟდებოდა. მთელი გზა ეძინა. აეროპორტიდან ტაქსით წავიდნენ სასტუმრომდე. იქ მისულმა გაოგნებისაგან კინაღამ პირი დააღო. ასეთი მაგარი რამ, მხოლოდ ფილმებში თუ ენახა. გვერდი–გვერდ აიღეს ნომრები. მომსახურე პერსონალმა აუტანა მათი ბარგი ნომრებში და უკან მოუხედავად წავიდა. საძინებელიც სწრაფად შეისწავლა და სააბაზანოში თაროებიც მალევე აითვისა. პირსახოცი გრძელ თმებზე შემოიხვია, დანამულ სხეულზე გრილი, გრძელი ატლასის შავი ხალათი მოიცვა, ჩუსტებში შეაცურა ფეხები და აივნის კარები კააღო. გრილოდა, თუმცა სასიამოვნოდ. მოაჯირზე შემოაწყო ხელები კმაყოფილმა და ხედის თვალიერებით გაირთო თავი რამდენიმე წუთით. არ გავცივდეო, გაიფიქრა და ოთახში შებრუნდა. როგორც იოანემ უთხრა, დღეს მხოლოდ ქალაქს დაათვალიერებდნენ და ზღვაზე გავიდოდნენ. ძალიან კარგი იქნება, გული უგრძნობს, მაგრამ თან თითქოს აფრთხობს ეს ყოველივე. ცოტა ხანი დავისვენებო – თქვა და უზარმაზარ და კომფორტულ ლოგინზე წამოგორდა, მაგრამ ,,ცოტა ხანი’’ გაუგრძელდა, ბოლოს კი მშვიდად ფშინავდა ფუმფულა ბალიშთან ჩახუტებული. ისეთი საყვარელი იყო ახლა, ამ წამს, როგორც არასდროს. მარტო იმიტომ რომ როცა ძინავს თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობს და ეს მის სახეზეც ნათლად ჩანს. * * * შევიდა თუ არა ნომერში იოანე, არაფერის ამოლაგება არ დაუწყია, გარდა იმ ნივთებისა, როელის სასწრაფოდ დასჭირდებოდა. პერანგის ღილები შეიხსნა და ლოგინზე მიაგდო. სააბაზანოს კარი გამოღო და ჭავლის ქვეშ დადგა. შიამოვნებისაგან სახე გაებადრა. თავის საქმეს რომ მორჩა, ბარგი ამოალაგა, დაალაგა. ამ ყველაფერს იმდენი დრო დასჭირდა, დასრულებისას იგრძნო, რომ საშინლად დაღლილიყო. მაშინვე გადაწყვიტა მარიამთან გასულიყო. კარზე ფრთხილად დააკაკუნა რამდენჯერმე, თუმცა მარიამი არსად ჩანდა. ფრთხილად დაკაკუნებას ხმამაღალი მოჰყვა და მალე ბრაგუნზე გადავიდოდა, თმა აბურძგნულ გოგონას რომ არ გაეღო კარი. ღიმილით მოავლო თვალი მარიამს და აუცილებლად გაეცინებოდა, რომ არა მისი გამომეტყველება, რომელიც კარგს არაფერს არ უქადდა. – რამე ხდება ბატონო იოანე? – საქმიანი ტონით იკითხა, მაგრამ სახე ისეთი საყვარელი ჰქონდა, ჯერ კიდევ რომ ვერ გამოსულიყო ბურანიდან. – არაფერი, ვიფიქრე ვივახშებდით, თან სანაპიროზე გავიდოდით, მაგრამ თუ გინდა არ ჩამოხვიდე, რა პრობლემაა. – ზრდილობიანად აუხსნა სიტუაცია და ბოლოში მომხიბლავად გაუცინა. – არა, არა, რას ბრძანებთ, 2 წუთში მზად ვიქნები. – აფორიაქებულმა უთხრა და ოდნავ გაიწია გვერდზე. – შემოხვალთ? – თუ შეიძლება. ღიმილით შეატარა კაცი ნომერში და აივნის კარებისკენ ანიშნა თვალებით. – დამელოდეთ, მოვწესრიგდები და წავიდეთ. – გაიმეორე კვლავ, ტანსაცმელს ხელი დაავლო და სააბაზანოში შეიკეტა. დამშვიდდი, მარიამ, დამშვიდდი! – იმეორებდა და აკანკალებული ხელებით ცდილობდა მაისურის ჩაცმას, თუმცა, არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს, დღმად ჩაისუნთქა და ღიმილი აიკრა სახეზე. – არ უნდა შემამჩნიოს, არ უნდა შემამჩნიოს! – ჩურჩულით თქვა და სააბაზანოს კარები ფრთხილად მიკეტა. – წავიდეთ? – ჰკითხა იოანემ და ისე გაუღიმა, ისე, ისე... სულელი, ჩერჩეტი გოგოსავით მიაშტერდა. ერთად ერთი პირი არ ჰქონდა დაღებული, თორემ ტიპიური ზემოთ ჩამოთვლილთაგანი იყო. მისკენ შემოტრიალებული იოანე კი კვლავ იცინოდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა გოგონას, თითქოს დასცინოდა კაცი. იდაყვები მოაჯირზე ედო, მტევნები კი მუცელზე ეწყო, ფეხი–ფეხზე ჰქონდა გადადებული და გვერდულად უყურებდა გამოთიშულს. – მარიამ? – აა, ჰო... რა? – დაიბნა, თანაც საშინლად დაიბნა. – მზად ხარ? წავიდეთ? – გაუმეორა კაცმა. – ჰო, ჰო, წავიდეთ. – ფართხა–ფურთხით აკრიფა საჭირო ნივთები და ნომრის გასაღები ტელეფონთან ერთად ხელებში მოიქცია. იოანემ პირველი გაატარა მარიამი, დაელოდა, როდის დაკეტდა კარებს, შემდეგ კი ლიფტთან მივიდნენ. სწორედ ამ დროს გაისმა გოგონას მობილურზე ზარი. ეკრანს შეცბუნებულმა დახედა, რადგან ახლა არავისთან საუბარი არ აწყობდა, ყველაფერს გაიგებდა ავტომატურად იოანე, რასაც მარიამი ილაპარაკებდა, მაგრამ ისეთი ადამიანი ურეკავდა, რომ არ აეღო ყურმილი, ალბათ, იქვე დალევდა სულს. – დაჩი, დაჩი... – გაიმეორა ბიჭის სიტყვები და პირველივე ბგერის გაგონებისას ბედნიერების ზენიტში შეაღწია. – მარიამ, მომენატრე. – უთხრა ბიჭმა. – მეც, ჩემო სიცოცხლევ, მეც სიგიჟემდე მომენატრე. ვიცი, დაჩი, სადაც ხარ და გთხოვ ჩამოდი, რა! – ცრემლები ამოაყოლა სიტყვებს. – გვჭირდები ძალიან, გვაკლიხარ, განსაკუთრებით კი იმ ჩერჩერტ გოგოს, თითქმის ყოველ ღამე რომ მესმის მისი ქვითინი. ვერც ვამშვიდებ, ვერც ვერაფერს ვეუბნები, აღარ ვიცი, რა ვქნა. კანკალებდა უკვე, მარიამი. – ჩამოვალ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა თბილისში დაბრუნდები. მიყვარხარ, ჩემო პატარავ. – უსაზღვროდ თბილი ხმით ესაუბრებოდა ბიჭი და მარიამისთვის ეს ყველაფერს წამოადგენდა. – საიდან გაიგე ჩემი წასვლის ამბავი? – რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გავიგე. – გაიცინა ბიჭმა. – კარგი, ახლა უნდა წავიდე და მოგვიანებით, როცა შევძლებ დაგირეკავ, ან მოგწერ. – კარგი. მიყვარხარ. – მეც. გაბადრულმა გამორთო ყურმილი, მაგრამ მაშინვე იგრძნო, თითქოს რაღაც ბლაგვი ჩაარტყეს თავში. დაავიწყდა ის რომ იოანე მასთან იყო, ის კი ზედმეტად ემოციურად საუბრობდა. გაიაზრა თუ არა, რამდენად უხერხული სიტუაცია შექმნა, ლოყები საოცრად აუწითლდა. ტელეფონი ჯიბეში ჩააცურა და ისეთი მზერით შეხედა იოანეს, პირდაპირ რომ ბოდიშს უხდიდა. – არაუშავს, არაფერია. – გაუღიმა კაცმა და რესტორანში ჩასასვლელ კიბეებს მასთან ერთად დაუყვა. ნეტა ფეხი სულ შემთხვევით ამიცდეს, სულ შემთხვევით ვერ შევინარჩუნო წონასწორობა და სულ შემთხვევით მოვხვდე იოანეს მკლავებში, მაგრამ რომ ვერ დამიჭიროს? – გაიფიქრა მარიამი და რომ არა მასთან მყოფი ,,მეწყვილე’’ ბოლო ხმაზე ახარხარდებოდა. – ღმერთო, შენ მიშველე. იმ საღამოს ჩვეულებრივად ისაუბრეს, ხან საქმეზე, – ხან ზოგად საკითხებზე. სანაპიროზე გასვლამდე უთხრა იოანემ, თქვენობით ნუ მომმართავ, უხერხულად ვარო, იმის მერე მეგობრული საუბრის გარდა, არაფერი ყოფილა. მოსალოდნელი, არც ყოფილა. ძალიან ლამაზი და სექსუალური შავი საცურაო კოსტიუმი მოირგო სხეულზე, ზევიდან თავისუფალი მაისური გადაიცვა, ჯინსის დახეული შორტები მოიგო ტაქნზე, ფეხზე ბალეტკები და მზად იყო. გრძელი თმა კოსად აიწია სწრაფად, ნომერი ჩაკეტა და იოანეს კარზე დააკაკუნა. – ახლავე, ახლავე. – პირსახოცი გადაიკიდა, ერთხელ აათვალიერა მარიამი, ცერა თითი მოწონების ნიშნად ასწია და კარები ჩაკეტა. – ჩემი გასაღებიც შენ გქონდეს, რა. – ხელში მიაჩეჩა. – და ტელეფონიც. – დაამატა სიცილით. – მალე წავიდეთ, თორემ მოვიხარშე. – შესჩივლა შეჭმუხნული სახით. – წავიდეთ, ჰო, თორემ ვგრძნობ, მეც იგივე მომელის. სიცილი–კისკისით გაიარეს მანძილი სასტუმროდან სანაპირომდე. სექსუალური მოძრაობით გადაიძრო მაისური სხეულიდან იოანემ, ან შეიძლება, უბრალოდ ასე მოეჩვენა მარიამს. – არ გაიხდი შენ? – ჰო, ახლავე. – სწრაფად უთხრა გოგონამ და ყოველგვარი ,,ახლა, ამას ნერწყვებს ვაყლაპორებ’’–ის გარეშე გაიხადა. ვერაფერიც ვერ აყლაპინა, არც ელოდა რომ ასე მოხდებოდა. – ღმერთო, დამეხმარე, რა! ახლა რა ვქნა? მოვკვდები და არ ვეტყვი, ცურვა არ ვიცი, მეშინია–თქო... –ბუტბუტებდა თავისთის მარიამი. შეზლონგზე დაჯდა, ნივთები იქვე დადო და წარბ აწეულ იოანეს გაკვირვებულმა შეხედა. – რა? – იკითხა დაბნეულმა. – რას დაჯექი, არ აპირებ წყალში შესვლას? – მისკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი კაცმა. – აა, წყალში? – თავი ნერვიულად მოიქეცა გოგონამ. – ესე იგი, წყალში? – ისევ გაიმეორე, როცა ვერაფერი მოიფიქრა. – ჰო, წყალში. წყლაში ჩამოსვლას. – ისე უთხრა სიტყვები, როგორც პატარა ბავშვებს ეუბნებიან, – ხმამაღლა და გარკვევით. – კი, ჩამოვალ, ოღონდ ჯერ დედაჩემს უნდა დავურეკო, დამავიწყდა და... – როგორ არ უნდოდა ტყუილი ეთქვა, მაგრამ მოუწია. თავი ღიმილით დაუქნია იოანემ. მაისური მარიამის შეზლონგზე დადო, წყალში შევიდა, შემდეგ კი თავით ისე გადახტა, გაოგნებული დარჩა გოგონა. – დაგერხა, მარიამ! – სასოწარკვეთილმა თქვა და თავი მოიქექა. – რა ვქნა? მთელი ორი კვირა რანაირად გასულელდება, კი მაგრამ? ცოტა ხანში აღარ ჩანდა იოანე და შიშმა შეიპყრო, რამ ეარ დაემართოსო, თუმცა მალევე დამშვიდდა, პირველად ხომ არ იქნება ზღვაზეო. თან ნატალის წერდა, თან კატოს და თან ცივ ფორთოხლის წვენს გემრიელად მიირთმევდა, რომელზეც გიჟდებოდა. მოულოდნელად გაისმა მობილურის ხმა, რომელის აშკარად მისი პატარა ჩანთიდად ამოდიოდა, თუმცა მალევე გაიაზრდა ვისი ტელეფონი იქნებოდა. ჩანთაზე თითი არ დაუდია, რა წესიაო. ერთხელ დარეკეს, ალბათ, ადრესატი ელოდა, როდის უპასუხებდნენ, მაგრამ რომ არაფერი, გათიშა, თუმცა კიდევ დარეკა. მარიამმა, კიდევ ერთხელ თუ დარეკა, ვუპასუხებო – თავისთვის დაიჩურჩულა. დარეკეს. ძალიან, ძალიან ეუხერხულებოდა, მაგრამ რადგან ამდენჯერ ზედიზედ დარეკეს, ესე იგი, რაღაც სერიოზული იყო, ან, შეიძლება არც იყო, მაგრამ მაინც აღება გადაწყვიტა. მობილური ხელში მოიქცა და ეკრანს თითი გადაუსვა. – მაა, რატომ არ მპასუხობდი? – გაისმა ყურმილში პატარა ბავშვის ხმა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა გამართულად. – ვ–იინ? – გულ აჩქარებულმა დაიჩურჩულა შეკითხვა. – თქვენ ვინ ხართ? მამაჩემი სად არის? – ინტერესი დაეტყო ბავშვს ხმაზე. – მე, მე... შენი მამიკო, იოანე? – ხავს ეჭიდებოდა მარიამი. ისედაც მშვენივრად ხვდებოდა ამდენჯერ რომ არ შეეშლებოდა ნომერი ბავშვს, თან აშკარად ვიღაცამ დაარეკინა, თორემ თვითონ ვერ აკრეფდა ნომერს. – ღმერთო, ცოლი ჰყავს. – ცრემ ნარევი ხმით დაუბუტბუტა თავისთვის. – ცოლი, ან შეყვარებული. რა მნიშვნელობა აქვს. – იოანეა. სად არის? რაღაც უნდა ვუთხრა. – აქ არ არის და რომ მოვა, აუცილებლად ვეტყვი რომ დაგირეკოს, კარგი? – თბილი ხმით უთხრა გოგონამ და ცრემლები სიმწრით გადაყლაპა. – კარგი. ტუ–ტუ... თითქოს გული გაუშეშდა, თითქოს აღარ ფეთქავდა, თითქოს... ერთ ადგილას გაიყინა ისე, რომ თვალსაც კი არ ახამხამებდა. ეს, როგორ გამომრჩა, როგორ გამომრჩა რომ ოჯახი ჰყავდა, ეს, როგორ ვერ დავუშვი? – იმეორებდა ყოველ წუთს მონოტორულად, თავისთვის, ჩუმად. მანამდე ეჭირა იოანეს ტელეფონი და იყო გაშეშებული, ჩრდილში არ მოექცა. ზემოთ აიეხედა და კოპებ შეკრული იოანე დაინახა. თავის თავს მობილიზება სთხოვა, უხერხულად გაიღიმა და სწრაფად წამოჯდა. – ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში. – დაინახა, როგორ აკვირდებოდა იოანე მარიამის ხელებში მოქცეულ მის მობილურს და სანამ რამეს ეტყოდა, დაასწრო თვითონ. – გეფიცები, მეოთხეჯერ, როცა დარეკა მხოლოდ მაშინ ვუპასუხე, რადგან შემეშინდა რამე ცუდი ხომ არ ხდება–თქო, მანამდე კი ტელეფონი ჩანთიდან, არც კი ამომიღია. – ემოციურად საუბრობდა მარიამი და ცდილობდა თავისი სიმართლე დაეჯერებინა იოანესთვის. – მჯერა, მარიამ, რად უნდა ამას ამდენი ახსნა. – გაიღიმა კაცმა მის მიამიტობაზე. – ვინ იყო? – შენი შვილი. – აცახცაკებული ხმით ამოიკნავლა. როგორ არ უნდოდა მის თვალებში დაგუბებული ცრემლი ლოყებზე გადმოსულიყო, მაგრამ სულ ტყუილად. ცრემლები მუჭით სასწრაფოდ მოიშორა და ფეხზე ელვისებური სისწრაფით წამოხდა. – თვალში რაღაც ჩამივარდა, და... სულ ასე მემართება ხოლმე. – ნაძალადევად გაუღიმა და ისე რომ არც კი შეუხედავს, ზღვაში შევიდა. ნელ–ნელა მიდიოდა. ჯერ მუხლებამდე წყალი, მეორე წელამდე, მკერდამდე, ყელამდე და ამის იქით ვეღარ შეძლებდა. ცოტა ხანი ,,ინებივრა’’ წყალში და უკვე გამოსვლას აპირებდა დიდი ტალღა ასეთივე დიდი სიძლიერით რომ დაეჯახა. ეს ვეღარ გაითვალისწინა, ყელამდე წყალში შემოსვლისას და შიშისაგან შეჰკივლა, მაგრამ პირის გაღებისთავანავე იმდენი მარილიანი, საშინელი გემოს წყალი ჩაეყლაპა, ეგონა მთელი ზღვა ერთად გადაუშვა ყელში. პანიკაში ჩავარდა. ალბათ მალე გული გაუსკდებოდა, რომ არა მის წვრილ წელზე მოხვეული კაცის ხელი და ისეთ ადგილას გამოსვლა, სადაც ფეხზე დადგომას შეძლებდა, მაგრამ იმდენად იყო შეშინებული, მიწასე ფეხს ვერ დადგამდა ვერაფრის დიდებით. ტუჩები გაულურჯდა. მის წელზე შემოხვეულ ძლიერ ხელს თავისი აატარა და ყელშე მოხვია იოანეს ხელი. იგრძნო რომ ის იყო, მანამდე იგრძნო, სანამ მის სახეს დაინახავდა და მის ნაკვთებს გაარჩევდა. ფეხები წელზე მოხვია და თავი მკერდზე მიადო. ახლა, არც ათამდე დათვლამ უშველა დასამშვიდებლად და არც ღრმად სუნთქვამ. ერთიანად ცახცახებდა მამაკაცის სხეულზე გველივით შემოხვეული. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, უნდოდა მოშორებულიყო, რადგან ეს სწორად არ მიაჩნდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ესიკვდილებოდა საყრდენის გარეშე წყალში ყოფნა. – დამშვიდდი, ნახე, მე შენთან ვარ, აქ ვარ და ხელს არ გაგიშვებ, ოღონდ ნელა ისუნთქე, თორემ ამოგივარდა გული. – მონოტორულად უსვამდა სველ თავზე ხელს და ჩუმად ეჩურჩულებოდა. სხვა შემთხვევაში გაუხარდებოდა, ესიამოვნებოდა მისგან მსგავსი ჟესტები, ასეთი თბილი საუბარი, ისიც ესიამვონებოდა მასთან ასსეტ მდგომარეობაში რომ იყო, მისი ხელი მის წელზე რომ იდო, მაგრამ არა ახლა! მას ოჯახი ჰყავდა, ოჯახი. ისევ იმ პატარა ბავშვის ხმა ამოუტივტივდა გონებაში, რომელიც ბედნიერებისგან ალბათ ბრწყინავდა, ვერ ხედავდა, მაგრამ იგრძნო, რომ ასე იქნებოდა. გველ ნაკბენივით მოშორდა, გაუჭირდა, ეძნელებოდა, მაგრამ მაინც მოშორდა, რადგან ასე იყო სწორი. არაფერი უთქვამს ისე გაიქცა თავისი ადიგილისკენ. ეძნელებოდა წყლის სიმძიმის გამო ფეხების ასეთი სწრაფი გადაადგილება, მაგრამ მაინც მირბოდა. ფართხა–ფურთხით გადაიცვა ტანსაცმელი, თავისი ნივთები მოაგროვა და ისე გაიქცა სასტუმროსკენ, ერთხელაც კი არ შეუხედავს კაცისთვის. ტირილით შევარდა ნომერში, ყველაფერი ლოგინზე მიყარა და სააბაზანოში შეიკეტა. გახდილი დანისამოსი, სადაც გაიხადა, იქვე დატოვა, ჭავლის ქვეშ დადგა და მანამდე იდგა სანამ ცრემლები არ დაუშრა, სანამ არ შესცივდა. იქვე დაკიდებული ხალათი მოიცვა, თმა უკან გადაიყარა და ფეხშიშველი გავიდა სააბაზანოდან. თავის ნივთებთან მივიდა, საღამურები გადაარჩია, ახლა მხოლოდ ძილი სჭირდებოდა, მეტი არაფერი. ძილი და წოლა. ის–ის იყო უნდა გაეხადა ხალათი, რომ აივანზე იოანე შენიშნა. თავის აივანზე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.