შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესხები (15)


24-06-2016, 10:57
ავტორი (((end)))
ნანახია 1 896

ემოციებისგან დახუნძნული სახლში მალევე მოვედით, რადგან ბიჭები წასულიყვნენ, თავისუფლად მოვუყევით გოგოებს ყველაფერი.
-აუ სერიოზულად ? (ელენე)
-ხო (ნუკა)
-და რას აპირებ ? (მარიამი)
-აუ არვიცი რა,კისერი უტეხია,ყველაფერი დავასრულე მე მაგასთან (მე)
- ნუკა წადი საჭმელი ჭამე, უი, პიცა მოგიტანა ნიკამ (ლიკა)
-აუ მერე შევჭამ (ნუკა)
-ვაიმე ნუკა ორი წამით მოგვშორდი რა (მე)
-კარგი (ნაღვლიანი ხმით ნუკა)
ნუკა მაღლა ავიდა, ვიცი რომ ვაწყენინე,მაგრამ სასტიკად ვერ ვიტან როცა ბავშვები უფროსების საქმეებში ცხვირს ჰყოფენ და მათთან ერთად განიხილავენ მნიშვნელოვან თემებს.
-აწყენინე (ლიკა)
-ვიცი ფსიქოლოგო (მე)
-ისევ გიყვარს ხო ? (ელენე)
-ჰა ? გიყვარს ხო ? (მარიამი)
-ჰო მიყვარს,ამის დედაც მართლა რა მიყვარს, უკვე 12 წელია მიყვარს,12 ! გესმით, არ ვიცი, არ ვიცი მაგრამ ისევ უნდა გავაგრძელო ცხოვრება (მე)
-კარგი,მიდი ეხლა ადი ნუკასთან და დაამშვიდე (ლიკა)
-ჰო ავალ (მე)
ნუკას ოთახში ავედი, ფანჯარას უყურებდა.
-ნუკ,დეე მოდი რა ჩემთან (მე)
-მიყვარხარ (ნუკა)
-მეც ჩემო პრინცესავ (მე)
ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა, რადგან ნუკას საწოლი დიდი იყო მეც კარგად მშვენივრად ვგრძნობდი თავს.
დილას ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა,რაღაცნაირად ხალისიანი,ნათელი და კარგი ამინდი იყო,გავიზმორე და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი,როცა გამახსენდა რომ ნუკა სკოლაშია წასაყვანი,ღმერთო რომელი საათია ? ფუ ამის, ცხრას აკლია 20 წუთი.
-ნუკააა,დროზეე,გაიღვიძეე (მე)
-დედა რა გაკივლებს ? (ნუკა)
-რადა გოგო დროზე სკოლაში გვაგვიანდება (ნუკა)
2 წუთში დილის პროცედურები ჩავიტარეთ, ნუკამ დახეული ჯინსი,ცისფერი საროჩკა და კეტები მოირგო, ხოლო მე შავი მუხლებზე დახეული ჯინსი,თეთრი მოკლემკლავინი მაისური და კეტები. კისრის ტეხვით ჩავჯექით მანქანაში. სწრაად დამყავდა მანქანა, გაკვეთილზე მხოლოდ 10 წუთი დაგვაგვიანდა. საკლასო ოთახის კარებზე დავაკაკუნე, შევიჭყიტეთ მე და ნუკა.
-შეიძლება ? (მე)
დამრიგებელმა თანხმობის ნიშნად გაგვიღიმა,ნუკას ჩავეხუტე და წამოვედი. აშკარად ვიცი რომ დღესვე გაითქვამს სახელს სინაგლითა და სიგიჟით, ასევე იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ახალ მეგობრებასაც გაიჩენს. მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი როცა ვიღაცა მკლავში მეცა და შემომატრიალა,ეს, ეს ერეკლე იყო.
-გამიშვი ხელი (მე)
-არა, დავიღალე კატო,დავიღალე შენი სიჯიუტით, ერთი წამით მომისმინე,მომეცი უფლება აგიხსნა ყველაფერი, რატომ იტანჯავ თავს და ან მე რატომ მტანჯავ,გამაგებინე (ერეკლე)
-რაა ? რაღაც არ გეტყობა ტანჯვის, ბავშვი გყოლია,ალბათ ცოლიც გეყოლება,რა გაქვს შენ სანერვიულო და დასატანჯი (მე)
-ოხ კატო, ძალიან გთხოვ, ადამიანურად წამოდი კაფეში დავსხდეთ და მომისმინე (ერეკლე)
-კაფეში არ მინდა (მე)
-მაშინ წამოდი აქვე პარკში (ერეკლე)
-კარგი (მე)

************ნუკასთან**********
-ბავშვებო გაიცანით, ეს ჩვენი ახალი მოსწავლეა ნუკა მესხი საფრანგეთიდან, ვიმედოვნებ მალე დაუახლოვდებით,ახლა კი წამოდი საყვარელო შენი ადგილი მოვნახოთ,მოდი შენ საბასთან დაჯექი (დამრიგებელი)
ახლა შევამჩნიე ის ბიჭი, ის ჯინოში იყო, არა უეჭველი ისაა, მანაც მიცნო, ღმერთო რატომ ვარ ასეთი უბედური,მაინც და მაინც მასთან რატომ ?! ბავშვები გაკვირვებული თვალებით გვიყურებდნენ,მასწავლებელიც კი, ალბათ გაუკვირდათ ორივე მესხი რომ ვიყავით გვარად,რათმქუნდა ის ხომ ჩემი ნახევარძმაა. როგორც მივხვდი მათემატიკის გაკვეთილი გვქონდა,ჩანთიდან სახელმძღვანელო,პენალი და რვეული ამოვიღე. დაფიდან გადაწერა დავიწყე,უცბად კალამი გადამივარდა საბას მხარეს,აღებას ვაპირებდი,როცა ვაჟბატონმა დასტაცა ხელი და გამომიწოდა.
-აიღე (საბა)
-მადლობა (მე)
კალამი ავიღე და ისევ დაფას მივუბრუნდი. უცბად მასწავლებელმა ჩემი გვარი ახსენა.
-მესხი გამოდი (მასწ)
-მე ? (მე და საბა)
-არა ნუკა, შენ არა,საბა შენ გამოდი (მასწ)
საბა გავიდა, განტოლება ამოხსნა,მასწავლებელმაც მოუწონა, მაგრამ მოიცა,მოიცა აქ მგონი შეცდომაა,არა მგონი კი არა, უეჭველად შეცდომაა.
-მას, იქ შეცოდმაა (მე)
-სად შვილო (მასწ)
-აი იქ მიმატება კი არა გამოკლება უნდა იყოს (მე)
-უი მართალი ხარ შვილო,გამოდი ჩაასწორე,საბა შენ დაჯექი (მასწ)
რაღაცნაირად გამიხარდა რომ მართალი ავღმოჩნდი, საბას ეტყობოდა რომ გაბრაზდა,მე მასწავლებისკენ მივდიოდი,ის კი მერხისკენ, მხრებით მივეჯახეთ ერთამენთს,იდიოტი,რადგან მას ვაჯობე მხარი უნდა მგლიჯოს ?? შტერი,დაუნი. შეცდომა ჩავასწორე და ათიანიც მივიღე,ამასობაში ზარიც დაირეკა. მათემატკის წიგნს ვალაგებდი,როცა ჩემთან ერთი გოგო მოვიდა.
-გამარჯობა (გოგონა)
-გამარჯობა,რა გქვია (მე)
-ანასტასია (ანასტასია )
-მე რომ ტასო დაგიძახო ხომ არ გეწყინება ? (მე)
-არა რას ამბობ (ტასო)
-ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით,არ ვართ მე და ბატონი საბა და-ძმა (მე)
-იცი შენ პირველი ხარ ვინც საბას აჯობა (ტასო)
-ჰმ, ესეიგი განთქმულია ? (მე)
-ჰო და არ გირჩევ მასთან დაპირისპირებას,იმიტომ რომ ის დაუმარცხებელია,ის ახლა შენზე ფიქრობს,ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეგარცხინოს კლასის წინ (ტასო)
-ძალიან შემეშინდა (მე)
-მართლა გეუბნები (ტასო)
-კარგი რა, დამიჯერე არაფერი მოხდება (მე)
-კარგი,წამო გინდა სასადილოში,მეორე სპორტი გვაქვს და სპორტი ყველა გოგოს კიდია ფეხებზე,ამიტომაც მხოლოდ ბიჭები შედიან ხოლმე დარბაზში,ჩვენ ან სასადილოში ან კლასში ვართ (ტასო)
-აუ რა მაგარიაა (მე)


************კატოსთან**********
მე და მესხი პარკში დავჯექით, მოყოლა ვაცადე და მოვუსმინე.
-კატო ადრე როცა 14 წლის ვიყავი მიყვარდა ერთი გოგო ანა, მასაც ვუყვარდი და შეყვარებულები ვიყავით,ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ, სანდროს ჩემი შურდა,იმიტომ რომ მე ყელაფრის მოგვარება შემეძლო,იმიტომ რომ მამას ყოველთვის მე მივყავდი მის ძმაკაცებთან,ასევე იმის შურდა რომ მყავდა ულამაზესი ანა, ამასთან დაკავშირებით ვცადე მასთან საუბარი,მაგრამ არ გამოვიდა. ერთ დღეს, ანას უნდა შევხვედროდი, შეხვედრის ადგილას მივედი,ველოდე, ველოდე,მაგრამ ანა არ ჩანდა, მესამეჯერ უნდა გადამერეკა,როცა თვითონ დამირეკა,საშინელი,განწირული ხმა ჰქონდა,სადაც იყო ძლივს მითხრა. მალევე მივედი იმ ადგილას და იცი რა დამხვდა ? სანდროს დანა ჰქონდა ანას ყელთან, ის მემუქრებოდა, თუ მე, მას დავუთმობდი ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა,ხოლო თუ არა და აანაა მოკკვდებოდა, რათქმაუნდა დავუთმე,მის დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთე,მაგრამ თურმე იმ ნაძირალას ანა გააუპატიურებია,საწყალი ანა ისედაც მორცხვი გოგო, სირცხვილით არ მეკარებოდა,ბოლოს ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო, სანდრო 2 წლით ჩავსვი ციხეში,კიდეც დიდხანს უნდა ყოფილიყო,მაგრამ დედაჩემმა გამოიყვანა ნაცნობების დახმარებით, შენ მეორე ხარ ვინც კი შემიყვარდა, კატო 12 წელია უკვე მიყვარხარ,გაიგეე ? 12, ვიცი რომ შენც გიყვარვარ, მიყვარხარ,მიყვარხარ (ერეკლე)
ცუდად ვიყავი, მონაყოლით შოკი მივიღე,ის ისეთი ემოიცებით ჰყვებოდა,მან მე მთელი გული გადამიშალა.
ჩავეხუტე, მანაც ჩამიკრე გულში. ჩუმად ჩურჩულით ვუთხარი.
-ნუკა ჩვენი ქალიშვილია (მე)
-საბა ნაშვილებია (ერეკლე)
გზაში ერეკლემ ყველაფერი მომიყვა, თურმე საბაში თავისთავი დაუნახავს, უშვილებია და ზრდის,არანაირი ცოლი არ ჰყავს.


*************ნუკასთან**********
სპორტის გაკვეთილი იყო და სადაც გვინდოდა ვბოდიალობდით,ტასომ ყველაფერი მომიყვა,თურმე ბატონი საბას თავისი ბანდა ჰყოლია, ჰმ მეხუთე კლასელი ლაწირაკი ამდენს რომ ბედავს აღარაფერი უნდა ვთქვათ რა.
-აუ წამო რა სპორტზე (მე)
-კაი ვნახოთ იქაც რა ხდება (ტასო)
სპორტის დარბაზში შევედით,ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. უცბად საბამ ბურთი თავში გამარტყა.
-ეეი კრეტინო (მე)
- მადამ ბურთი პირდაპირ თქვენსკენ გამოიქცა,ისეთი თავი გაქვთ გასარტყმელია ნამდვილად (საბა)
-აბა კარგად მომისმინე შე ხისთავიანო იდიოტო, ჯერ ეს ერთი უკვე ყელში ხარ,მერე მეორე ჩემი თავი შენი სარტყმელი არაა და ახლა კი გამატარე (მე)
-არ გაგატარებ (საბა)
-გამატარე კრეტინო (მე)
-გინდა სანაძლეო დავდოთ ფეხბურთზე ? (საბა)
-რაზე? (მე)
-რადა კარიდან კარში შენ თუ მოიგებ მე მოგიხდი ბოდიშს კლასის წინ,ხოლო თუ მე მაშინ შენ მოგიწევს (საბა)
-no problem (მე)
თამაში დაიწყო.

ესეც 15 თავი <3 იმედია მოგეწონებათ <3 ველი თქვენს შეფასებებს <3



№1 სტუმარი lana

კარგია love გააგრძლე

love
ველი შემდეგ თავს

Yvela tavi ertad wavikutxe, dzalian magaria

[quote=lana]კარგია love გააგრძლე

love
ველი შემდეგ თავ

 


№2 სტუმარი ლიზ ი

კაია კაია მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent