შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მამაკაცი ოცნების ქალაქში?! 2


24-06-2016, 21:20
ნანახია 2 010

ქეით მაპატიე,რომ აქამდე ვერ დაგირეკე აქამდე გადაღებები მქონდა. დღეს გცალია?
-კი მცალია.
-მძღოლს გამოგიგზავნი და ჩემს სასტუმროში ვივახშმოთ.
-კარგი 2 საათში მზად ვიქნები.
-2 საათში ჰაჰა. ოხ ეს ქალები. კარგი ესეიგი ორში. მე უფრო მალე ვიმედოვნებდი შენს ნახვას.
საღამომდე.
-საღამომდე
ტელრ გავთიშე და 1 საათი ტყუილად სირბილს მოვანდომე ოთახში.ეს ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და იმიტომ ვუთხარი სემს 2 საათი. ნინა აეროპორტში იყო თავის შეყვარებულს უნდა დახვედროდა. მალე გამოვეწყვე კრემისფერ სექსუალურ კაბაში და მაკიაჟი გავიკეთე. კლაჩი ავიღე და ოთახიდან გასვლა დავაპირე. როცა კარი გაიღო და ნაცნობი ფიგურა დავლანდე.
-სად გაგიწევია ლამაზო? პაემანზე?
-ლუკა?!
-გაგიკვირდა?
-აქ რას აკეთებ.
-ჩემს საცოლეს ჩამოვაკითხე რომელიც,როგორც აღმოჩნდა უკვე სხვა კაცთან გარბის პაემანზე.
-ჩემი განსჯის უფლება არ გაქვს როცა თვითონ ბოზთან მიღალატე.
-მეგი არ არის…
-ამართლებ? გასაგებია.მე მეჩქარება.
წასვლა დავაპირე,მაგრამ მან მკლავზე დამიჭირა.
-გამიშვი დამილურჯდება.
-ჰაჰ დაგილურჯდება? ნუ ღელავ სხვა ადგილასაც დაგილურჯება და ლამაზად გექნება.
-ლუკა!დავიყვირე და თავის გათავისუფლება ვცადე,მაგრამ მან კედელს მიმაჯახა და კისერში კოცნა და კბენა დამიწყო.
-გამიშვი.
ამოვიბურდღუნე.
-წადი. მითხრა მან და მომშორდა თუმცა სარკეში რომ ჩავიხედე კისერზე დიდი ჩალურჯება მეტყობოდა.
-როგორ წავიდე ასე დეგენერატო.
-როგორც გინდა.
ბოროტად გამიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა.
დავიწყე შარფის ძებნა და შესაფერისი ფერის მოვნახე იქამდეც ვაპირებდი მის გაკეთებას მაგრამ მერე გადავიფიქრე და საბოლოოდ ლუკამ მეტი გზა არ დამიტოვა.
ახლა გამარჯვებული ღიმილი მე ავიკარი სახეზე,რადგან შარფი კაბასაც მოუხდა და ჩალურჯებაც დაფარა.
-ნახვამდის საყვარელო. ვუთხარი გამაღიზიანებლად და კარი გავიჯახუნე.
ქვევით უკვე მელოდებოდა მძღოლი.მან კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა აივანს ავხედე საიდანაც ლუკა იყურებოდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. მანქანა დაიძრა.მალევე მივედით სასტუმროსთან და შევნიშნე რომ სემი გარეთ იდგა. კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა.
-მადლობა სემ.
ის ისეთი სიმპატიური იყო სუნთქვა შემეკრა.
-ქეით ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა სემ შენც ძალიან კარგად გამოიყურები.
-გმადლობ.
სასტუმრო და რათქმაუნდა მისი რესტორანიც არანორმალურად ძვირადღირებული იყო.მაგიდასთან სემმა სკამი გამომიწია და მას მერე დაჯდა რაც მე დავიკავე ადგილი.ასეთი ჯენლტმენი ღმერთო ჩემო უკვე ჭკუას ვკარგავ ამ ადამიანზე.
-ქეით რა ჩუმი ხარ?
-არა უბრალოდ ჯერ ვერ ვიჯერებ რაც ჩემს თავს ხდება.
მან უბრალოდ გაიღიმა.
-ქეით ანერვიულსბული ჩანხარ.
-არა სემ.
-ჩვენს ურთიერთობაზე ყოყმანობ და არ იცი გინდა თუ არა ხომ?
-ჯერ არ გიცნობ.
-როგორ არა.ეს ვარ უბრალოდ სემი.
-არა შენ უბრალოდ სემი არ ხარ.შენ ცნობილი მსახიობი ხარ.
მინდა მეტი მომიყვე შენს შესახებ.
-კარგი. მაგრამ იქნებ ნომერში განვაგრძოთ საუბარი იქ სიწყნარეა.
ბევრი არ მიყოყმანია მასთან ნომერში ასვლაზე.ხანდახან მართლა მჯეროდა რომ ეს შურისძიება იყო.უბრალოდ სემთან დაწოლა მინდოდა რომ ლუკასთვის სამაგიერო გადამეხადა.
სემმა კარი გამიღო და ოთახში შემიშვა.მისი ნომერიც ისეთივე მდიდრული იყო როგორც თავად სასტუმრო.ოქროსფერში გადაწყვეტილი შპალიერი და ფარდები რაღაცნაირ ძველებურ იერს აძლევდა ოთახს.
ოთახის თვალიერებაში გართულმა უეცრად მხარზე ნაზი შეხება რომ ვიგრძენი შევხტი.
-ბოდიში თუ შეგაშინე.
მან ყველანაირი წინაპირობის გარეშე უბრალოდ კოცნა დამიწყო. მისკენ ისე მიმიზიდა რომ სხეულის ყველა მონაკვეთს ვგრძნობდი. ის მშვიდი იყო,რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდი.
-მოდუნდი.
დაიჩურჩულა და განაგრძო ახლა უკვე კისერში კოცნა. იცოდა რომ მისი ხმის ტემბრი მკლავდა. ხელის ნელი მოძრაობით შარფი მომაშორა. მე გავწითლდი როცა შევამჩნიე მისი მზერა ჩალურჯებაზე.
-სემ აგიხსნი ეს…
-არაა საჭირო.
მითხრა ცოტა აგრესიულად და ხელი მკრა,რაზეც საწოლზე დავეცი. ამ მომენტიდან გავაცნობიერე რომ ჯენტლმენობა მისი ტაქტიკა იყო ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ის ჩვეულებრივ უხეში და უყურადღებო მამაკაცი აღმოჩნდა რომლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავის დაკმაყოფილება იყო.
გადავწყვიტე არ დავრჩენილიყავი მასთან დილამდე და როცა ჩაეძინა ჩავიცვი და წამოვედი. ქუსლები და შარფი ხელში მეჭირა და ლონდონის შხაპუნა წვიმას სახეს ვუშვერდი. არ მადარდებდა ის რომ ციოდა,რომ ვსველდებოდი,რომ ჯერ კიდევ შერჩენილი მაკიაჟის ნაკადულები სახეზე ჩამომდიოდა,არც ის რომ ფეხშიშველი მოვდიოდი. პირიქით რაღაც შვებას ვგრძნობდი. დიახ!ალბათ იფიქრეთ ჩემი თავი შევიზიზღე წუთით,რომ რაღაც იდიოტური შურისძიების ფიქრით შეპყრობილმა ჩემი პატივის და ღირსების შელახვის უფლება მივეცი ასე მარტივად ვიღაც კაცს,ვიღაც როგით ჩვეულებრივ მამაკაცს,რომელიც თავიდან ლამაზ,თვალისმომჭრელ ფუტლიარში გახვეული, შინაგანადაც ასეთივე ლამაზი მეგონა. სადღაც დილის ხუთი საათი იყო მზე ამოიწვერა. ლამაზი მოწითალო ფერი დაედო ჩემს ლონდონს და სასტუმრომდეც მივედი. ჩემდა გასაკვირად ლუკა აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. როცა დამინახა ოთახში შებრუნდა და ორ წუთში ჩემს წინ გაჩნდა. აზრი არ ქონდა თავის დაფასებას და ისე დაჭერას თითქოს მასთან აღარაფერი მაკავშირებდა. ცრემლებმა გამცეს და მთელი ძალით მოვეხვიე. მანაც ჩვეულებისამებრ ჩამიკრა გულში და თავისი ჟაკეტი მომაცვა.
-გაცივდები სულელო.
მითხრა მშვიდად.
-მთელი ღამე გელოდი.მაპატიე ჩემ გამო პაემანი თუ ჩაგეშალა.
-შენი ბრალი არაა.ჩავიბურტყუნე
თან კიბეზე ავდიოდით.
-შენ უნდა მაპატიო. წარმოვთქვი ცოტა ხნის მერე.
-ჩათვალე რომ ნაპატიები გქონდა მანამ სანამ რამეს ჩაიდენდი.
-რა?
-მე შენ გიღალატე,შენ მე ბარი-ბარში ვართ.
-ასე ფიქრობ? სერიოზულად?
მისმა ასთმა დამოკიდებულებამ გამაბრაზა და ოთახში შევვარდი სულ დამავიწყდა რომ ნინას და მის ბიჭს ეძინათ და კარის ჯახუნზე ორივემ თავი გამოყო ოთახიდან.
-კატო სულ სველი ხარ.რა მოგივიდა?
-ნინ ახლა არა გთხოვ.
მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი შევნიშნე ერთი ღერი ამოვაძრე და აივანზე გავედი.
ცოტა ხანში რაღაც შვება ვიგრძენი. თითქოს გაამართლა ჩემმა საშუალებამ.მესიამოვნა ის რომ ლუკამ გაიგო რაც მოხდა. მაგრამ მისი დამოკიდებულება… მე მის ადგილას გავცეცხლდებოდი,მაგრამ იქნებ მართალიცაა. რატომ მინდა რომ გაბრაზდეს? მე ხომ მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მინდა,მაშინ რატო მაღელვებს მისი დამოკიდებულება.
ფიქრში გართულმა გავაცნობიერე მხრებზე მისი ჟაკეტი რომ მქონდა მოფარებული.
ის ზრუნავს ჩემზე. გავიფიქრე და უნებურად გამეღიმა.
-კატო! შემოდი აშესახებნინამ დამიყვირა შიგნიდან.
როცა შევედი ის ხალათით იდგა შუა ოთახში და ხელებგადაჯვარედინებული მომჩერებოდა.
-დაიწყე.
-რა დავიწყო?
-მოყოლა იდიოტო.
-სად არიან ისინი?
-დასალევად წავიდნენ შენი წყალობით. რას ერჩით ერთმანეთს თუ არ გიყვართ თავი დაანებეთ და თუ კი მაშინ რაღაც სადისტური სიყვარული გაქვთ ერთმანეთის წვალება და წამება მოგწონთ.
-არ ვიცი ნინჩ რა ხდება ვაფშე დავიკარგე. ავირიე.
ნინას მოვუყევი მომხდარის შესახებ.
-არადა რა კაი ტიპი ჩანდა.
სველი ტანსაცმელი გავიხადე,შხაპი მივიღე და პირსახოცით გამოვედი მისაღებში იმ იმედით რომ ბიჭები ჯერ არ იყვნენ სახლში,თუმცა რათქმაუნდა ორივე დივანზე იჯდა.
-კატო!
შეჰყვირა ნინამ და ნოდარს თვალზე ააფარა ხელი.
-კარგი რა ბავშვივით იქცევი. უსაყვედურა ნოდარმა.
ლუკა წამოდგა და უკან გამომყვა როცა ოთახისკენ წავედი.
-რა გინდა?
აგრესიულად მითხრა როცა ოთახში შევედით და კარი დაკეტა. კარს თავი მიადო და ზურგით იდგა ჩემგან.
-ვერ გავიგე
-ხო რა გინდა საერთოდ რომ არ იცი ეგაა შენი პრობლემა.
მობრუნდა და ყვირილით მიპასუხა.
ამაზე შევკრთი მეშვიდე წელია რაც მას ვიცნობ.აქედან ხუთი წელი შეყვარებულები ვიყავით და არასდროს ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს.არც ასეთი დაძაბული მენახა.ალბათ მოვიდა ჩვენს ურთიერთობაშიც ამისი დრო.
-აქ ჩამოვედი,მთელი დღე გელოდი სხვასთან წასულს ვფიქრობდი გადაიფიქრებს და დაბრუნდებათქო,იმაზეც თავი შევიკავე ჩემი ემოცია გამომეხატა როცა გავიგე რომ მასთან იყავი და კიდევ შენ ხარ ნაწყენი?
-მეგისთან მე ვიწექი?
შევეპასუხე მეც?
-ერთხელ სიმთვრალეში რაღაც შეცდომა დავუშვი და მაგის გამო მთელი საათივით აწყობილ-დაგეგმილი ცხოვრება ერთი ხელისმოსმით უნდა გაანადგურო?
-ერთხელ? კარგი რა ყველა მაგაზე ლაპარაკობდა რომ ერთმანეთს ხვდებოდით.
-რა გოგო? მე და მეგი? მაგან გააბაზრა რომ დავშორებულიყავით და მიაღწია კიდეც თავისას.მარა რა აზრი აქვს თუ არ მიყვარს.
უეცრად სახე დაუმშვიდდა სივრაზემ და სიწითლემ გადაუარა და კამოკვეთილი ძარღვები კისერზე ისევ ნორმალურ ფორმას დაუბრუნდა.
-კატო 5 წლის განმავლობაში გვიჩხუბია? ჩემზე კარგად შენი ვინმეს ესმის? ვიცი რასაც ფიქრობ. აეროპორტში რატომ არ გაგაცილე. გგონია მასთან ვიყავი მარა მანდ ვაფშე სულ სხვა მიზეზი იყო,რასაც ეხლა ვერ გეტყვი.
-არც რამეს მიმალავდი ლუკა ადრე. რა მიზეზი იყო? იცოდე ვერ მოვისვენებ სანამ არ გავიგებ.
-კატო ეხლა ვერ…
-ჯანდაბა ესეიგი გინდა დავიჯერო რომ მეგისთან არ ყოფილხარ და სად იყავი იმას არ მეუბნევი.
წამოვენთე ამაზე და დავუყვირე.
-ჩემს დას ოპერაცია გაუკეთეს.
-ანას? რა ოპერაცია?
-თავზე.
-ხო მარა რა სჭირდა.
-არაფერი იმ დღეს ავარიაში მოყვა შენ რომ მოფრონავდი იმ დილით.ვერც დაგირეკე და…
-რატო არ გინდოდა ამის თქმა.
-ვიცი რომ შენ და ანა დაქალობდით და არ მინდოდა ასე უცებ მეთქვა.
-ვდაქალობდით? ლუკა ის… ღმერთო ანა.
ლუკას მოვეხვიე და ტრადიციულად მის მხარზე ავქვითინდი.
-ვწუხვარ.
-ანას დაკრძალვის მერე მივხვდი, რომ შენს მეტი აღარავინ დამრჩა ძვირფასი და ყველა წუთი შენთან მინდა გავატარო.
-მიყვარხარ!
ვუთხარი და ვაკოცე.
კარზე კაკუნი გაისმა.
ჩვენ არ შეგვიწყვეტია კოცნა,თუმცა მალე ნინამ დამიძახა.
-კატ...ქეით შენთან არიან.
-ქეით?.გაუკვირდა ლუკას.
მე ხალათი ჩავიცვი და გავედი.კართან სემის მძღოლი ვიცანი.
-მის ქეით მისტერ სემმა წერილი გამომატანა თქვენთან. წერილი გამოვართვი და ის კაცი მაშინვე წავიდა.
ლუკამ უეცრად წამართვა წერილი და გადახია.
-ჰეი იქნებ რა ეწერა?
-რა მნიშვნელობა აქვს. მითხრა ღიმილით და მაკოცა.
-ხო პრინციპში არანაირი.
ნინამ ჩაახველა.
-ვხედავ მორიგდით.
-დღეს სადმე მაგრად უნდა გავერთოთ.თქვა ნოდარმა რომელიც გამოვიდა ოთახიდან და ნინას მოეხვია წელზე.
ლუკა-კი მაგრამ რომ გავერთოთ რაღაც მიზეზი ხომ გვინდა.
ნინა-თქვენ შერიგებაზე დიდი მიზეზი რა გინდა?
მოულოდნელად ლუკამ დაიჩოქა.
-ლუკა რას აკეთებ! ვქთვი ღიმილით.
ნოდარ-კარგად დაფიქრდი ძმა?
ნინა-შენ კი არ გგავს? უყურე და ისწავლე.
ლუკა-კაროჩე ისედაც იცოდი რომ ადრე თუ გვიან მოხდებოდა ეს რადგან საცოლე გერქვა უკვე მარა ამაზე უკეთეს დროს და უკეთეს ადგილას სად უნდა ვიქორწინოთ. ლონდონი შენი ოცნების ქალაქი იყოს ჩვენი ოჯახის დასაწყისის ადგილი. გამომყევი ცოლად!
უბრალოდ თავი დავუქნიე და ვაკოცე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent