შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა : გამოღვიძება

25-06-2016, 00:13
ავტორი მარიამი ო.ო
ნანახია 1 251

თავი პირველი : გაფრთხილება

- მალე შენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი... ეს ერთდროულად ჯილდოც იქნება და სასჯელიც. ის უკვე ახლოსაა და შენამდეც მალე მოვა, მაგრამ დამიჯერე, არ შეგეშინდეს. დაემორჩილე და თვითონ გაგიძღვება სწორ გზაზე...

2 საათით ადრე :

ამ ადგილს თავიდან ვერ ვიშორებ! ახლაც შუა მინდორში ვწევარ, თავი ჩანთაზე მიდევს... მიხარია, როგორც იქნა განვმარტოვდი. აქ არც ხმაური მაწუხებს და არც ხალხმრავლობა. მარტოობა უფრო ადვილია. სხვაგვარად ხალხს შეეჩვევი და შემდეგ მათი დატოვება გაგიჭირდება. ვიცი, გამოცდილი მაქვს. ამიტომ ზედმეტ სადარდებელს ჯობია თავიდანვე აარიდო თავი.
არც ისე დიდი ხანია რაც ნევადაში გადმოვედით საცხოვრებლად. ადგილობრივ სკოლაში დავდივარ, რომელიც ჩემი სახლიდან ოცი წუთის სავალზეა. გადმოსვლის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მეგობარი გავიჩინე - ლილი. კარგია გოგოა. ყოველ შემთხვევაში, სხვებს ჯობს.
ბავშვობიდან მინდოდა ვინმე განსხვავებული ვყოფილიყავი, განსხვავებული ცხოვრებით. და დავიფიცე რომ ყველაფერს, რასაც ოდესმე ვინატრებდი, დამოუკიდებლად მივაღწევდი. სხვების დახმარების გარეშე.
სულ რაღაც 9 წლის ვიყავი, მამამ მე და ჩემი ძმები რომ მიგვატოვა. მის მერე 8 წელი გავიდა, მაგრამ არც ერთხელ მინახია, არც დაურეკია. იმდენი ხანი გავიდა, უკვე აღარც მენატრება.
დედა ძალიან ლამაზი ქალია. მწვანე თვალები მისგან გამომყვა, ხოლო ყავისფერი თმები - მამისგან.
სადაცაა დაღამდება და სახლში უნდა წავიდე. ძალდატანებით ვდგები, ჩანთას მხარზე ვიკიდებ და ბილიკს ნელა მივუყვები, რომელიც გზაზე გამიყვანს და იქიდან სახლში მისვლას სულ რაღაც 8 წუთი სჭირდება. თან გამიმართლა, წვიმა დაიწყო. ძალიან მიყვარს წვიმაში სეირნობა. როგორც ყოველთვის ყურსასმენები მოვირგე და გზას გავუყევი.
სახლში მისულს კარები დედამ გამიღო. ძალიან გაბრაზებული ჩანდა.
- რამე მოხდა? ცუდი დღე გქონდა?
ფსიქოლოგია ამიტომ ვიფიქრე ბევრი პაციენტი ყავდა. პასუხი რომ არ გამცა გავაგრძელე.
- დღეს ლილისთან შეიძლება წავიდე? რამდენიმე დღეა არ მინახავს და..
- და რატომ არ გინახავს?
არც შემოუხედავს ისე მკითხა.
- იმიტომ რომ, სკოლაში არ დადიოდა.
ისე ბუნებრივად წარმოვთქვი მეც გამიკვირდა.
- აჰა, ესეიგი სკოლაში არ დადიოდა არა? შენმა მასწავლებელმა კი მითხრა, რომ ეს კვირა შენ არ ყოფილხარ სკოლაში, შენი ნიშნებიც გაუარესდა. მითხარი სად დადიხარ? სად? რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ? კიდევ რას მიმალავ?
მომაყარა გაცოფებულმა.
- მე.. არსად.
- ანუ არსად. კარგი. ესეიგი აი ასე უბრალოდ გაუჩინარდი. ზუსტად ასევე გაუჩინარდება ყველაფერი შენს ცხოვრებაში, სკოლის გარდა. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. შეპასუხება არც გაბედო! ადი შენს ოთახში.
ჩემს ოთახში ავედი და კარები ისე გამოვიჯახუნე ლამის ჩამოვარდა.
- არაუშავს მაინც წავალ,- საკუთარ თავთან წამოვიწყე საუბარი,- გავიპარები! დიახ გავიპარები! ჩუმად და შეუმჩნევლად! ჩემი ოთახი მეორე სართულზეა, ხოლო ჩემი ფანჯრის წინ - არც ისე პატარა ხე. აჰა! როგორმე ხეზე გადავძვრები და იქიდან უკვე ადვილი იქნება დაბლა ჩახტომა. ახლა კი როგორმე ასე გეგმა უნდა განვახორციელო
ფანჯარა გამოვაღე და თავი გავიმხნევე.
- მიდი ემა! შენ ეს შეგიძლია! ცოტაც მოინდომე! მიდი, ახლა მეორე ფეხი და ჩათვალე ლილისთან ხარ! ყოჩაღ! ახლა ფრთხილად ჩახტი... კარგია. ახლა გაიქეცი ემა! გაიქეცი!
უკანმოუხედავად მივრბოდი, რომ რამდენიმე წამის შემდეგ უცნობმა, გამყინავმა ხმამ შემაჩერა!
- ემა ახლავე გაჩერდი! უნდა მომისმინო! უნდა გაგაფრთხილო!
მეუბნებოდა უცნობი და ჩემკენ მოიწევდა. მისი ხმა უფროდაუფრო მაშინებდა. მოახლოებასთან ერთად მთელს სხეულში უჩვეულო სიცივე ვიგრძენი. განძრევა ვერ მოვახერხე, ფეხები ვერ დავიმორჩილე. მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. უბრალოდ გაშეშებული ვიდექი, თითქოს ტრანსში ვიყავი და მხოლოდ მისი ხმა მესმოდა. უცნობმა გააგრძელა :
- მისმინე! შენ არ მიცნობ რაც შენთვისვეა კარგი. სამაგიეროდ მე გიცნობ! და ახლა შანსი მაქვს ყველაფერი გითხრა. გთხოვ, ყურადღებით მისმინე და ჩემი ნუ შეგეშინდება. მოკლედ, მალე შენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი... ეს ერთდროულად ჯილდოც იქნება და სასჯელიც. ის უკვე ახლოსაა და შენამდეც მალე მოვა, მაგრამ დამიჯერე, არ შეგეშინდეს. დაემორჩილე და თვითონ გაგიძღვება სწორ გზაზე. ახლა უნდა წავიდე მაგრამ იცოდე რომ ყოველთვის შენთან ვიქნები, რაც არ უნდა დაგჭირდეს. ნახვამდის..
შემდეგ ვიგრძენი რომ ჯიბეში რაღაც ჩამიდო და წყვდიადში გაუჩინარდა. მე კი ისევ გაუნძრევლად ვიდექი, შემდეგ დავეცი და გონება დავკარგე. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენი ხანს ვიყავი მაგრამ რომ გავიღვიძე ჩემს ლოგინში ვიწექი, მთელი სხეული საშინლად მეწვოდა და განძრევას ისევ ვერ ვახერხებდი. სკამზე დედა იჯდა და ნამტირალები სახით მიყურებდა.
- რა.. რა მოხდა?
მაშინვე ჩემთან მოვიდა.
- გთხოვ, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკე. ახლა არ შეიძლება.
- კი, მაგრამ კარგად ვარ ,- ეს რათქმაუნდა მის დასაწყნარებლად ვთქვი,- არაფერი მახსოვს.
- ორი საათის წინ გიპოვეს. უგონო მდგომარეობაში. როგორც ჩანს ლილისთან მიდიოდი. გაიპარე! შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ როგორც კი გამოკეთდები, დამიჯერე კარგი დღე არ დაგადგება! ახლა კი შეეცადე დაიძინო.
შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მე კი ყველაფერი თავში ამომიტივტივდა. უცნობი ქალის სიტყვები... შემდეგ ისიც გამახსენდა რომ ჯიბეში რაღაც ჩამიდო, მაგრამ ადგომა ვერ მოვახერხე და ვიფიქრე მერე ვნახავდი.
ტელეფონში წყნარი მუსიკა ჩავრთე და მალე ჩამეძინა კიდეც.

----------------------------------------------------------------
ძალიან ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ და მოგეწონათ თუ არა. გამაკრიტიკეთ და მიმითითეთ შეცდომაზე. მინდა წერა რაც შეიძლება გავაუმჯობესო. მადლობა!ვი პირველი : გაფრთხილება

ძალიან ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ და მოგეწონათ თუ არა. გამაკრიტიკეთ და მიმითითეთ შეცდომაზე. მინდა წერა რაც შეიძლება გავაუმჯობესო. მადლობა!

№1 სტუმარი გიოო

კარგად წერ, ბეჭდვითი შეცდომებიც არ მომხვდა თვალში
გააგრძელეე

№2  offline წევრი მარიამი ო.ო

გიოო
კარგად წერ, ბეჭდვითი შეცდომებიც არ მომხვდა თვალში
გააგრძელეე

მადლობა!:)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent