შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ამბავი (თავი მესამე)


25-06-2016, 00:29
ავტორი მავეკასტრა
ნანახია 1 274

ერთობ ენერგიულად გავიღვიძე რასაც არ ველოდი, ამდენი წევისგან უმეტესად დაბღვერილი სახე მაქვს ხოლმე უთენია, წამოვხტი წყალი გადავივლე მივდექ მოვდექი როგორც ჩემი მგზავრობის საწყის ახასიათებს და მოკლდე ლოცვით და პრჯვრის წერით დავტოვე სახლი. ცხელი დღე იყო ნაჩვენები ამინდის საიტზე და შორტით და თხელი მაისურით ვიყავი მოსილი, მაგრამ თბილი ჟაკეტიც ჩავაგდე ჩანთაში, მაინც ლისაბონია თავის დაზღვევა ყოველთვის საჭიროა, რადგან საღამოს ხშირად იცის ოკეანის ქარმა კლიმატის შეცვლა, ასე რომ გაითვალისწინეთ. მეტროში დრო ხალხთა დაკვირვებით მოვკალი, ზაფხული დგას და სასიამოვნო სანახავია მოკლე კაბიან გოგონათა მრავალფეროვნება. საინტერესო ის არის რომ ზედმეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს და უცხოა ეს ყველაფერი ჩემი ბუნებისგან, ნელანელა ავათავე გრასაზე მავალი კიბეებიც და ბიძაჩემი უკვე აქ დამხვდა და სურათების დაფებს შლიდა. რა თქმა უნდა საქმე მე გავაგრძელე და სასიამოვნოდაც, ჩემმა დღიურმა განწყობამ ვაჭრობის მსვლელობაზეც იმოქმედა და საკმაოდ კარგადაც, ისე გავიდა დრო გულის წასვლის შეგრძნებამ შემახსენა რომ ჭამის დრო იყო, ხუთი საათი ხდებოდა და მარიხუანის წევის და სიგარეტის გარდა წესივრად არაფერი მიეღო ორგანიზმს, დიახ დღეს პლანი მქონდა შესყიდული, ახლობელმა ბარიგამ თავად მომართვა, საღამოს გოგოებისთვისაც მქონდა გადანახული. გაგიკვირდებათ თუ პლანის შოვნა შემიძლია რაღას ვიკლავ თავს ტალახით მაგრამ, მიზეზი მარტივია, ორჯერ ძვირი სიამოვნებაა და მხოლოდ კარგი ვაჭრობის და განსაკუთრებული სიტუაციების დროს ვყიდულობ. რაღაც უმნიშვნელო შევჭამე და ეგ იყო, მუცელს რო ეგრძნო და მთავარი ის იყო რო უენერგიობას არ ვგრძნობდი... აშკარად რაღაც მჭირს. გოგოებიც დიდად არ გამხსენებია, მხოლოდ საქმის დამთავრების ბოლოს მომაგონდა ტელეფონიც და ელენასგან მოკითხვა და სინტრის სურათები დამხვდა, მოუვლიათ ქალბატონებს უკვე და გრასისკენ ქონდათ აღებული გეზი. თითქოს უკვე გათვლილი მქონდა მთელი ღამის პერსპექტივა გონებაში და არასტანდარტულად დავხვდი გოგონებს, არც სასმელი მქონდა შემზადებული და არც არაფერი. პირიქით თავად მომადგნენ საკუთარი აღჭურვილობით და მოწყენი სახეებით. მიზეზი ლამას უმოქმედობა იყო, როგორც მითხრეს იქეთ ყავდათ ექვსკურსიაზე წაყვანილი. დიახ ჩემი ევერესტელი მეგობრის, ანუს მეგობარი გაყოლია მათ რომელსაც მეც კარგად არ ვიცნობდი და მთლად სასიამოვნო მგზავრობა არ გამოსვლიათ, მიზეზი ისევ და ისევ ენა გამოვიდა, გოგონებმა ხო ინგლისური კარგად არ იცოდნენ და... აბა ნეპალელს რუსული სად ესწავლა. მოკლედ მათ მიერ მომზადებული შხაპუნა ღვინოს ვერაფერი გავუგე და წავედი ჩემი ღვინის საყიდლად, თან კანაფი დავუტოვე რო შეკეთება დაეწყოთ, ორთქმავალ მატარებელს ვგავდი, ყოველწამს ნაპასის დარტყმაზე ვფიქრობდი. ნაცნობ მაღაზიაში სასმელი შევარჩიე, თეთრი ალენტეჟოს ღვინო რომელიც უფრო სასიამოვნო და გემოვნებიანია ღვინოს მოყვარულთათვის, ასევე პატარა ბოთლი პორტუგალიური პორტვეინიც ავიღე რო გაესინჯათ გოგოებს, მაინც ტკბილი იზიდავვთ და იქნებ შემდეგში დაინტერესებულიყვნენ. ფული არ გადამიხდია ახლობლის მაღაზიაა, შემდეგში შემოგიტანთქო, მაინც ვფიქრობდი გრძელი ღამე მელოდა და არ მინდოდა ფული შემომლეოდა. როდესაც დავუბრუნდი ნაცნობ ადგილს უკვე მოკუნტულები დამხვდნენ ელენა და.სუზანა, როგორც გითხარით ატლანტიკის ოკეანემ დაუბერა თავისი ცივი სიო და მათმა თხლად ჩაცმულობამ ნამდვილად ვერ გაუწია წინააღმდეგობა სიცივეს, რამაც მაიძულა უფრო ახლოს დავმჯდარიყავი ელენასთან რომ ცოტა სითბო მიმეწვდინა. ერთმანეთს ნელა ნელა, ჭიქა ჭიქა ვუნდობდით ჩვენს ბიოგრაფიას, მათ თავიანთი ოჯახების ისტორია გამანდეს მე ჩემი, თუმცა სამწუხარო ის იყო რომ ევერესტელი ძაან გამოთიშული იყო ამ სიტუაციიდან, ძაანაც კი ვცდილობდი რო საუბარში ჩაგვერთო მაგრამ, ინგლისურად საუბრის სურვილი მაინც არ უჩნდებოდათ გოგოებს და საუბრის გაგრძელებაც ჩვენს შორის მიდიოდა უმეტესად, ლამა ხანდახან სადღიგრძელოების დროს თუ შემოგვეშველებოდა ერთი ორი სიტყვით. ერთი ორჯერ საკოცნელად გავიწიე ელენასკენ მაგრამ, მხიარული და მორცხვი ღიმილით მომიშორა, თუმცა გული არ ამცრუებია, ვგრძნობდი ამის დროც მოვიდოდა. უკვე სასმელი კარგი მოკიდებული გვქონდა და მეორე ტარიანსაც მოვუკიდეთ და ლამაც შემოგვიერთდა, მან აღნიშნა მანამდე რო მწეველი არ იყო და მაგიტო გამაკვირვა, ალბათ იფიქრა მოსაწევით იპოვნიდა ჩვენთან საერთო ენას და ძალიანაც შეცდა, აშკარად შევატყვე მაგრად დააბოლა. ერთი ფრაზა ქონდათ გოგოებს აჩემებული, რასაც არ შევთავაზებდი და რამის მიმართ კითხვას დავუსვამდი, მაგალითად მოსწონდათ თუ არა ამჟამინდელი სიტუაცია პასუხს ასეთს იძლეოდნენ. “უნას ვსიო იესწ ი ვსიო დასტატაჩნა" ანუ ჩვენ ყველაფერი გვაქვს და ყველაფერი საკმარისიაო, ცოტა მომაჯადოებელ ფრაზად მეჩვენებოდა ყოველი წამოძახილი ამ ფრაზისა და ვატყობდი მეც ვეჩვეოდი. უკვე სასმელიც აღარ შველოდა გრასის სიცივეს და გადავწყვიტეთ ქვემოთ წავსულიყავით, დრო იყო უკვე, რაღაც ახალი გვენახა, შეგვეგრძნო ერთად. არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავით, მ გააკეთა თავისი საქმე, ცოტა სითბო იყო საჭირო მართლა შეცივდათ გოგოებს, ავდექი და ჩემი ჟაკეტი შევთავაზე ელენას, საბედნიეროდ ჯელტმენობა არ გამომივიდა და სიამოვნებით მივიღე ორი თუ სამი უარი მისგან, აქეთ მომიფრთხილდა. როგორც იქნა გამოვედით ცენტრალურ ქუჩაზეც და გეზი ჯინჯასკენ ავიღე, ჯინჯა პორტუგალიის საამაყო ლიქორია, საკმაოდ არომატული, მის მთავარ ინგრედიენტს ალუბალი წარმოადგენს და გულს გიშაქრავს და გითბობს მისი ერთი ჭიქაც, სწორედ ამის გამო მოვვედით ამ ადგილას რომ გულიან სხეულიანად ცოტა შევთმბარიყავით, ლამამ აღარ ისურვა დალევა და ქალბატონები მივიპატიჟე მარტო და ძალიანაც მოეწონათ. მოკლედ ჯინჯამ თავისი საქმე გააკეთა, ელენა და სუზანაც გათბნენ და მეც ჩეთვის ნაცნობ, ხოლო გოგონებისთვის უცნობი ბარისკენ გავწიეთ, რაც ამ დღის მეორე ნაწილს წარმოადგენს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent