STANDOUT/გამორჩეული (მესამე ნაწილი )
სკოლა ძალიან ძველი ჩანდა , კედლები დასველებული და ცოტა დანგრეულიც . ეჰჰ! აქ გაჩერებას თუ შევძლებდი , ალბათ ძეგლს დამიდგამდნენ. მოკლედ შენობაში შესვლისთანავე დაცვა მომვარდა და ბოხი და ჩახლეჩილი ხმით მკითხა : -გოგონა , თქვენ ახალი მოსწავლე ხართ? -დიახ , გახლავართ. -მერადენე კლასელი? -მეათე -უხეშად მივუგე მე . -კარგი . X I , X II , X III? დიახ X III კლასში აკლიათ 1 მოსწავლე . იქ მიბრძანდით !-ისე მითხრა გეგონებოდათ ახალ მოსწავლეს ყველა კლასი ზეპირად უნდა მცოდნოდა. თავი გავაქნიე და ინტუიციით მივყევი ოთახებს IV I , V III , VII I ... აუუჰჰ ! ჩემს კლასს როდის ვიპოვი? ...აიი! ძლივს ! ვიპოვე X III კლასი , ძლივს . ღრმად ამოვისუნთქე და კარები გავაღე . ვიკითხე "შეიძლება?" . იქაურობა ძალიან ნათელი და ლამაზი იყო , რაც ძალიან გამიკვირდა . ბავშვები დაღლილი სახეებით ისხდნენ , ზოგი ტელეფონზე თამაშობდა , ზოგი ერთმანეთს ელაპარაკებოდა ზოგიც კი ისტორიის მასწავლებელს ყურადღებით უსმენდა .კარების გაღების შემდეგ კი ყველამ მე მომაქცია ყურადღება . -ქალბატონო ვილსტონ , მობრძანდით?!-მკაცრად მითხრა მასწავლებელმა. -დიახ. -კარგი , კარგი შემოდი და დაჯექი . ოთახში შევედი და რიგს გადავხედე . ადგილი არ იყო . ძალიან გამიკვირდა და დაბნეულმა მივიხედ-მოვიხედე . მერეღა შევამჩნიე 1 ადგილი . რიგის ბოლოში , რომლის გვერდზეც არავინ იჯდა . არც გვერდზე და არც წინ . ერთი სიყვით ყველასგან მიყრუებული იყო . იმ ადგილისკენ გავიწიე და მერეღა შევამჩნიე ჩემს გვერდზე დამჯდარი ბიჭი . ვაიმეე! ისეთი საზიზღარი ჩანდააა! შავი ქურთუკითა და თვალებით , ტვალებზე სატვალე ეკეთა და ფეხები ჩემს მერხზე ელაგა . გავცეცხლდი და ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი :"გაწიე შენი ფეხები ჩემი მაგიდიდან". ეს ვთქვი თუ არა ყველამ მე გაშტერებული თვალებით შემომხედა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.