შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი თითები (ნაწილი 4)


25-06-2016, 01:14
ავტორი Nude
ნანახია 4 340

– იოანე? – იმდენად გაუკვირდა მისი იქ ხილვა, სხვა რამის თქმა ვერც მოიფიქრა და ვერც მოახერხა.
– მაინტერესებდა, როგორ იყავი. – უდარდელი ხმით უთხრა და აივნაზე გამოსულს უფრო კარგად დააკვირდა.
– ყველაფერი კარგად არის. ცუდად, რატომ უნდა ვიყო? – ისეთი სახით შეხედა მარიამმა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რატომ და რის გამო იყო დაინტერესებული იოანე.
– ნუ ცდილობ, მეც გამასულელო და თავიც გაისულელო, ვერ ვხვდები, რაში გჭირდება ეს? – როცა გაბრაზებამ პიკს მიაღწია, ერთი ტონით ხმამაღლა გამოუვიდა ბგერები.
– ვფიქრობ, – ისევ ძალიან მშვიდად განაგრძო, – არანაირი უფლება გაქვს მიყვირო, მითუმეტეს, თუ ამის საბაბი არ გაქვს. მე და შენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქმე ვაკეთოთ და არა ვიკინკლაოთ.
– უი, რას მეუბნები, მართლა? – ცინიკური ღიმილით ჰკითხა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. – არასწორად მსჯელობ. – ლამის მთელი სხეულით ეხებოდა გოგონას.
– და, მერე შენ რა შუაში ხარ? – აგდებულად ჰკითხა და არ შეიმჩნია მის ტანზე გაჩენილი ბუსუსები.
– თავში ვარ. წესიერი ტონით და გამომეტყველებით მელაპარაკე. – ბრძანებლურად გაიჟღერა იოანეს გაბრაზებულმა ხმამ.
– ძალიან, ძალიან მაღიზიანებ, ისე, რომ შენ, ვერც კი წარმოიდგენ. – გაბრაზებულმა შეხედა და აივნიდან გამოვიდა. – თუ შეიძლება, დამტოვე, უნდა დავისვენო, მეძინება.
ურეაქციოდ შეხედა უმიზეზოდ გაბრაზებულ იოანეს და ლოგინის გადასაფარებელი ოდნავ გადასწია, შიგნით შეხდა და თვალები დახუჭა, თან გემრიალად დაამთქნარა პირზე ხელ აფარებულმა. გრძნობდა, როგორი გაავებული უყურებდა კაცი, მაგრამ შეტოკებას არც აპირდებდა.
ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა, რასაც ჰქვია. როგორ შეეძლო ერთი დღის გაცნობილ ქალთან დაოჯახებულ მამაკაცს ასე მოქცევა. შეცდა, დაახლოვება რომ გადაწყვიტა, აშკარად ცუდად იმოქმედა ამან მათზე. ჯობდა ისეთი ურთიერთობა ჰქონოდათ, როგორიც ერთი საქმისთვის ჩამოსულ პარტნიორებს. სულ იმ პატარა ბავშვის ხმა ახსენდებოდა და რამდენჯერაც გაახსენდა, იმდენჯერ გახდა ცუდად. ფიქრობდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, თვითონ იოანეაზეც ფიქრობდა, თუმცა ახლა მიხვდა, რომ არაფერს აღარ აქვს აზრი და ისე უნდა განაგრძოს ცხოვრება, როგორც აქამდე. ისე უნდა დაიჭიროს თავი, თითქოს არაფერს გრძნობს, მაგრამ აქედანვე აქვს ის შეგრძნება, რომ ძალიან გაუჭირდება და ძალიან რთული გზის გავლა მოუწევს. თავს იმით იმშვიდებს, რომ სწორს აკეთებს და დანარჩენი, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია.
– შუქი ჩააქრე, სანამ გახვალ. – მიაძახა და საპირისპირო მხარეს გადატრიალდა. – თავხედი! – დაიბუტბუდა, როცა გასული დაიგულა იოანე ოთახიდან.

* * *
მეორე დღეს, დღის პირველ ნახევარში წავიდნენ საქმეზე. საერთოდ არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის მისალმების გარდა. ზუსტად ისე იქცეოდა მარიამი, როგორც ჰქონდა დაგეგმილი, – ყველანაირად აიგნორებდა და არ იმჩნევდა იოანეს, თან ხვდებოდა, რომ ამ ქცევით ძალიან აბრაზებდა, მაგრამ მიზეზს ვერ პოულობდა. კაცისთვის არავინ არ იყო მარიამი, მეტიც, არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. სწორედ ეს იყო მარიამის გაურკვევლობის მიზეზი.
საღამოს სასტუმროში დაბრუნდნენ, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა მარიამი. ძვლებში ამტვრევდა და ცხვირის წვერიც საშინლად გაწითლებული ჰქონდა. თავს იმიტომაც გრძნობდა ცუდად, რომ იოანეს და მას შორის ამხელა უფსკრული აღმოიფხვრა, ისეთი ხომ არაფერი, მაგრამ წინა დღის ბედნიერი დღე, მაინც სულ გონებაში ჰქონდა და თითქოს, სპეციალურად არ აძლევდა დავიწყების საშუალებას.
თავის ოთახთან გაჩერდა, კლაჩიდან გასაღები ამოიღო და ხელის კანკალით შეეცადა გაეღო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საშინლად სციოდა, საშინლად და ერთი სული ჰქონდა, როდის მოიცილებდა ამ ყოვლად არაპრაქტიკულ სამოსს, ცხელ შხაპს მიიღებდა და თავის დროებით ლოგინში მოიკუნტებოდა, ისე, როგორც უყვარს და ჩვევია.
– მომეცი, დაგეხმარები. – ხელი წაიღო მარიამის ხელისკენ, რომელშიც გასაღები ეჭირა.
– არა. – გააჩერა გოგონამ და ხელი უკან წაიღო, თითქოს ძალით წაართმევდა ვინმე. – არ მინდა.
– რატომ ჯიუტობ უაზრობაზე, მარიამ? – კოპებ შეკრულმა ჰკითხა, გასაღები ხელიდან ააცალა და ორ წამში გააღო კარი.
– გმადლობ. – დაიჩურჩულა და კარები მიიხურა.
თავბრუ საშინლად ეხვეოდა, ცოტა ხანი კარს მიეყუდა, დაელოდა, როდის გაუვლიდა ეს შეგრძნება. დაცვარული ხელისგული ცხელ შუბლზე მიიდო და თავის გაუსაძლისი ტკივილისაგან საწყლად ამოიკნავლა. ცუდად კი მანამდეც გრძნობდა თავს, მაგრამ ასე ცუდად არ ყოფილა მთელი დღის განმავლობაში, თუმცა ძვლები მაშინაც გაუსაძლისად სტკიოდა. ჯერ კიდევ ვერ ხვდება, ტკივილის მიუხედავად, როგორ გაძლო ამდენი ხანი ქუსლებზე.
ვერნაირად ვერ იპოვა ძალა იმის რომ შხაპი მიეღო. შხაპზე ზედმეტია საუბარი, გახდაც კი ვერ მოახერხა ტანისამოსის. ლოგინზე დაწვა და თვალები დახუჭა. დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა დ ავერ აღიქვა, როდის შემოვიდა მასთან იოანე.
– მარიამ... – გოგონას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ, მოსალოდნელზე მეტად დააფრთხო. – მარიამ, თვალები გაახილე... – ჩუმად ჩურჩულებდა გოგონას სახელს და ნელა უსვამდა თმებზე ნერვიულობისაგან გათოშილ თითებს.
ვერც იოანე მიხვდა, რატომ იმოქმედა ასე მასზე გოგონას მდოგამარეობ, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ თუ მარიამი, რაც შეიძლება მალე არ გამოფხიზლდებოდა, საშინელება მოხდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ მარიამმა თვალები გაახილა, ნელა და ძლივს, თუმცა მაინც გაახილა.
– როგორ შემაშინე, როგორ შემაშინე! – ხმაში სიხარული შეეპარა, მაგრამ გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, კოპები ისევ სასაცილოდ ჰქონდა შეკრული, ისე სასაცილოდ, რომ ასსეტ მდგომარეობაშიც კი ვერ შეიკავა მარიამმა სიცილი.
– ერთხელ მაინც გახსენი ეგ კოპები. არ მეშინია შენი, ხომ ხედავ. – სიცილს ხველაც დაურთო და ისევ ძალიან შეაშინა იოანე.
– არადა, სულ ტყუილად. უნდა გეშინოდეს, რადგან როცა კარგად გახდები, სამაგალითოდ დაგსჯი. – გაიღიმა კაცმა და მუხლებზე დაისვა გოგონა.
– დამსაჯე. – გაიბარდა მარიამი, თავი მკერდზე მიადო, ქვემოდან ახედა და თითები ნაზად ჩამოუსვა იოანეს წვერიან სახეს. – იოანე, არ შეიძლება...
ცდილობდა მოშორებოდა კაცს, მაგრამ არაფერი გადმოსდიოდა. მის მკლავებში მოქცეული, მის მუხლებზე მჯდომი, მის ყელში ცხვირ ჩარგული, ვერ ახერხებდა თავის დაღწევას. იბრძოდა მანამდე, სანამ ამის ძალა ჰქონდა, სანამ აზროვნებდა, მაგრამ ნელ–ნელა ატყობდა, რომ ასე დიდი ხანი ვერ გაძლებდა, ასე, მასთან ახლოს, მასზე მყოფი.
– შეიძლება. მეტიც, სხვაგვარად შეუძლებელიც არის, ჩემო პატარა, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, როცა მზად იქნები. – შუბლზე მიაკრა ტუჩები და თავის სხეულს ოდნავ დააშორა. – მე, ახლა ლოგინზე დაგაწვენ და ქვემოთ ჩავალ. წამლებს ამოგიტან, ასე ვერ იქნები.
– არა, რა. გთხოვ, არ წახვიდე. – შეეხვეწა მარიამი დამ ის თითებს თავისი ჩაავლო, ისე ძლიერად, რომ იოანესაც კი ეტკინა, სუსტად, მაგრამ მაინც.
– მალე მოვალ, შენ თავს ვფიცავარ, ოღონდ ახლა წავალ და 10 წუთში აქ ვიქნები.
ლოგინზე ფრთხილად დააწვინა, პლედი გადააფარა, გვერდებზე შეუკეცა და მტკივნეული მზერით დახედა სიცივისაგან მოკანკალე მარიამს.
ისე სწრაფად მოქმედებდა, არ ახსოვს, ვის და როგორ სთხოვა დახმარება, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სწრაფად იშოვა ყველა ის წამალი, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა ავად მყოფს. ჩქარი ნაბიჯებით ავიდა ნომერში და კარი ლამის ჩამოანგრია. ისე ნერვიულობდა, თავს ვერაირად აკონტროლებდა.
– მარიამ, მოვედი. – უთხრა თუ არა იოანემ, მაშინვე გაახილა თვალები გოგონამ.
ისევ იმ ფორმაში დაისვა და თვალებზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია. პარკში ჩაყრილ წამლებს დააკვირდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაეგო, ამიტომ ყველაზე კარგი რაღაც მოიფიქრა. დედამისთან დარეკვა გადაწყვიტა, არ უნდოდა, თუმცა სხვა გზაც არ ჰქონდა.
– ეკა! – როგორც კი აიღო ქალმა ყურმილი, ხმა ვერ დაიმორჩილა და ყვირილი უფრო გამოუვიდა, ვიდრე სხვა რამ.
– ხო, დე. ღა იყო, რა ხმა გაქვს, ხომ კარგად ხარ? – შვილის შეგრძნებები მთლიანად გადაედო ქალს და გაბრიელს ხელი ძლიერად ჩასჭიდა, მაგრამ პატარა, მაინც თავისი მთელი ძალით ცდილობდა ბებიას დახსნოდა. – გაბრიელ, დამაცადე მამაშენთან საუბარი, ხომ იცი, ვერ ვიტან ასე უზრდელი ბავშვივით რომ იქცევი. – ხმა გაიმკაცრა და ისევ იოანეს გამოელაპარა. – მეტყვი დღეს, რა მოხდა და რატომ გაქვს ასეთი ხმა?
– მე კარგად ვარ, მაგრამ მარიამია ძალიან ცუდად. რაღაც წამლები გამომატანეს ამათმა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვარ, მგონი კითხვა დამავიწყდამ ინსტრუქცია ვერ წავიკითხე. – ასეთ მდგომარეობაშიც კი გაეცინა თავის მგრძნობიარობაზე.
ასე მხოლოდ მაშინ არის, როცა ეკას ან გაბრიელს სჭირს რამე, ან თავის დას და მის ქმარ–შვილს. მოკლედ, ყველაზე, ვინც კი თავისი ოჯახის წევრია. მარიამი კი მისთვის მაინც ყველაზე სხვა იქნება ყოველთვის. ახლა როგორიც არის, ზუსტად იცის, რომ ასეთი ვერავისთან ვერ იქნება, ვერასდროს, რადგან მარიამი საერთოდ სხვა ფენომენია მისთვის. შვილზე, დედაზე და დაზე ზრუნვა ერთია, მაგრამ საყვარელ ქალზე, სულ სხვანაირი, განსხვავებული და რადიკალურად განსხვავებულ გრძნობებთან დაკავშირებული.
– დამშვიდდი და წამიკითხე წამლების სახელები.
იოანე კითხულობდა, ეკა კარნახობდა, შემდეგ კი ამ ყველაფრის დამახსოვრებას ცდილობდა. მარიამს წყალი დაუსხა, თავი კომფორტულად დაადებინა მის ხელზე და დაალევინა.
– კარგი, დე, წავედი მე და თუ რაიმე მოხდა, დაგირეკავ. Gმადლობ. – თბილად უთხრა და ყურმილის გათიშვას აპირებდა უკვე, როცა ეკას სიტყვები მოესმა, რომელმაც მის სახეზე ღიმილი გამოიწვია.
– დამირეკე, როგორც კი მომჯობინდება, ძალიან ვნერვიულობ, ხომ იცი, მაინც მარიამია, რა! – გაიცინა ქალმა და თვითონ დაასწრო შვილს გათიშვა.
ცოტა ხანი, ხმას არც ერთი იღებდა, მაგრამ გრძნობდა იოანე, რომ მარიამს ჯერ კიდევ ეღვიძა. იცბად წაიღო გოგონამ ცალი ხელი და მის თითებში ახლართა. გაიღიმა. ბედნიერი იყო, ბენდიერიების ღიმილი დასთანამაშებდა ულამაზეს სახეზე და კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა.
საშინლად უხდებოდა მარიამს ღიმილი,
ყველაზე მეტად.
– დავწევეთYდა მომიწექი, რა... – სთხოვა გოგონამ და იოანეს მუხლებიდან ძლივს გადაფოფხდა.
– დავწვეთ. – გაუღიმა კაცმა და გვერდზე მიუწვა.
გადასაფარებელი, თავისთვის მოხერხებულად მოარგო მარიამს და სხეულზე აიკრა. მხარზე ხელი მოჰხვია და თავი გოგონას გავარვარებულ ყელში ჩარგო. რამდენჯერმე ძალიან ნაზად და ზედმეტად ტკბილადაც აკოცა, შემდეგ კი თავი მაღლა ასწია. სიცილი ვერ შეიკავა, მარიამის გამომეტყველებაზე, რომელიც სიამოვნების ზენიტში ასულიყო.
– ნუ შვრები ეგრე, თორემ გავითიშები. – კნავილით სთხოვა, მაგრამ თვალებით სულ სხვას სთხოვდა. – რანაირად მაკოცე, დამადებილე. – გაიცინა და თავისივე სიტყვებზე ისე შერცხვა, მთლიანად ჩამალა სახე იოანეს მკლავებში. – ნუ დამცინი. – კლავზე მიკრა ხელი და თვითონაც გაიცინა.
– არ დაგცინი. რა ჩემი ბრალია, შენ თუ ჩემ კოცნაზე ითიშები? – წარბ აწეულმა ჰკითხა და ტუჩებისკენ დაიძრა. – უფრო სერიოზულიც ვცადოთ და გავიგებთ, რა დონემდე შეგიძლია აქაურობას მოწყდე. – ჩურჩულიYთ უთხრა და ცერა თითი აწითლებულ ბაგეებზე გადაატარა.
– გაჩერდი! – უცებ მოეგო გონს და ისე ენერგიულად წამოჯდა, თვითონაც გაოცდა. – როგორ შეგიძლია ასე მოიქცე? – თვალები და ცხვირი საშინლად აეწვა გოგონას.
– ასე, როგორ? – გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ მის თვალებში ცრემლის აკიაფებამ მიახვედრა ყველაფერს. – დამშვიდდი, მომენდე და ხვალ ყველაფერს მოგიყვები. – გაიღიმა კაცმა მარიამის გულჩვილობაზე და ისევ ისეთ პოზას დააბრუნა, როგორშიც იყო.
– არ შემიძლია, საქმეც ეგ არის... დღეს რომ მომიყვე, რა დაშავდება? – ქვევიდან საყვარლად ახედა და წამწამები ააფახუნა.
– ეგრე ნუ შვრები. – დაიხარა თვალებზე ნაზად აკოცა. – მოგიყვები, მაგრამ ვიცი, გაგიჟდები. – გაიცინა.
– ეგრე ცუდად არის ყველაფერი?
– არც ისე. თან კი და თან – არა.
– დაიწყე რა, აღარ შემიძლია. ცუდზე მეფიქრება. – დაიწუწუნა და წამოიკივლა, როცა იოანემ, ლამის თავის სხეულზე გადიაწვინა. – რას აკეთებ?
– ასე უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ ვარ. – სიცილით დაკრა ცხვირის წვრზე საჩვენებელი თითი დაკრა. – გაბრიელზე მერე მოგიყვები, ახლა ჩვენზე ვისაუბროთ.
– ჩვენზე? – ყურები ლამის კურდღელივით ცქვიტა მარიამმა.
– დიახ, ჩვენზე. – სერიოზულად უთხრა. – დადე თავი, რა. – თავი თავის გულ–მკერდზე დაადებინა გოგონას. – ეკა დედაჩემია, ისე, რომ იცოდე.
– რააა? – იმხელა ხმაზე დაიკივლა მარიამმა, ცოტაც და ყურებზე ხელს აიფარებდა იოანე.
– დამაყრუე ბარემ. – გაიცინა და ისე შეხედა, ვითომ ვერ მიხვდა მისი რეაქციის მიზეზს. – რა მოხდა? – მეამიტური სახით შეხედა, არადა გულში ბოლო ხმაზე ხარხარებდა, როცა მარიამის ,,ტანჯულ’’ სახეს ხედავდა.
– ღმერთო, მომიტევე, რაც კი რამე ცუდი მაქვს ქალბატონ ეკაზე ნათქვამი. – ხელები ჰაერში აღაპყრო.
– ბატონო? – წარბ აწეულმა დახედა გოგონას, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა მის გამომეტყველებაზე.
– ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში... ძალიან ცუდი კი არაფერი მითქვამს, მაგრამ ხომ იცი არა... – თითების მტვრევით იმართლა თავი და ცრემლები ვერ შეიკავა.
როგორ შერცხვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მართლაც ძალიან უხერხული მომენტი ჰქონდა, რადგან მაინც დედამისზე იყო საუბარი... ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, ქალბატონი ეკა, იოანეს დედა? კვლავ ბედის ირონია!
– არაუშავს, ვიცი მისი ხასიათი. ვერ გეტყი რომ არ მაღელვებს ეს, მაგრამ არაუშავს, მოგვარდება. ახლა, დამაცადე მოყოლა, თორე დაგსჯი–მეთქი!



№1  offline წევრი ნინა❤

გაგრძელე რა მალე დადე ახალი თავი

 


№2  offline წევრი natia-natia

Maledade ras dzaan momwons

 


№3  offline მოდერი Nude

ნინა❤
გაგრძელე რა მალე დადე ახალი თავი

natia-natia
Maledade ras dzaan momwons

მადლობა გოგოებო. love love
--------------------
bailey

 


№4  offline მოდერი Nude

eremar
აუფ , მალე მინდა ახალი თავი :D

რა საყვარელი ხარ smile ხვალ. :დ love
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი Manana

Vicodi vicodi rom ioane ragac seriozuls apirebda. Magaria.dzalian gelodebi dade axali msuye da gemrielad chasakbeci tavi

 


№6  offline წევრი kiko

ვავა საინტერესოა საინტერესოა. ნამდვილად არ მოველოდი რომ ეკა იოანეს დედა იქნებოდა თუმცა იმას ვხვდებოდი რომ იოანე და მარიამიბერთად უმიზეზოდ არ გაუშვია. ძალიან ძალიქნ კარგია

 


№7  offline მოდერი D-roni

ისე მომწონს ინტერესისგან ენა მუცელში მივარდება!
საოცრება მყავხარ და ასევე საოცრად მიყვარხარ ❤️

 


№8  offline მოდერი Nude

Manana
Vicodi vicodi rom ioane ragac seriozuls apirebda. Magaria.dzalian gelodebi dade axali msuye da gemrielad chasakbeci tavi

kiko
ვავა საინტერესოა საინტერესოა. ნამდვილად არ მოველოდი რომ ეკა იოანეს დედა იქნებოდა თუმცა იმას ვხვდებოდი რომ იოანე და მარიამიბერთად უმიზეზოდ არ გაუშვია. ძალიან ძალიქნ კარგია

უღრმესი მადლობა. love ვაიმეე, როგორ მიყვარხართ... feel
D-roni
ისე მომწონს ინტერესისგან ენა მუცელში მივარდება!
საოცრება მყავხარ და ასევე საოცრად მიყვარხარ ❤️

ჩემი სიცოცხლე! love
--------------------
bailey

 


№9  offline წევრი Serenay

რა ინტრიგაა
ყოჩაღ რა ყოველი ახალი დადებული წინაზე ბევრად უკეთესია სულ უფრო ანვითარებ
ნიჭიერო:)) მალე დადე რა

 


№10  offline მოდერი Nude

Serenay
რა ინტრიგაა
ყოჩაღ რა ყოველი ახალი დადებული წინაზე ბევრად უკეთესია სულ უფრო ანვითარებ
ნიჭიერო:)) მალე დადე რა

დიდი მადლობა... feel love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent