შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმთავრესი როლი -3-


25-06-2016, 12:45
ავტორი sopiko
ნანახია 2 334

[თავი 3]
-ანამ არ გითხრა, კარზე დააკაკუნეო?-ვიღრუბლები და კაბას ისე დაბლა ვქაჩავ, მგონი ახლა ზემოთ გამომიჩნდება ''რაღაც''.
-იცი, კარზე დავაკაკუნე, მაგრამ ეტყობა... ვერ გაიგე.-თავს იმართლებს ის და სადღაც ჩემ უკან აცოცებს თვალს. რაიმეს თუ ეძებს... მაგალითად, ჩემს უკანალს! რა იყო, უნახავია?
-კიდევ უნდა დაგეკაკუნებინა.-არ ვრდკები.-რაზე გამოგგზავნა ანამ?
საქმეზე რომ გადავდივარ, ისიც მშვიდდება. თვალს მისწორებს და საშინლად მომხიბვლელად მიღიმის. ერთი შეხედვითაც კი მიხვდები, რომ მის გარეგნობაში ყავისფერი ჭარბობს. ყავისფერი თვალები, ყავისფერი თმა, რუჯი... თუმცა ეს ცალკეული ელემენტები მეტად სასიამოვნოდ ეზავება ერთმანეთს... აია, მგონი ზედმეტია ამხელა დახასიათება ბიჭზე, რომელმაც შენი უკანალი დაინახა!
-ანამ თქვა, გარეთ გამოვიდესო. დარბაზშიო.
-შენ რა... ანას აქამდეც იცნობდი?-მის შინაურულ ტონზე ვეჭვდები.
-ხო, ასეც შეიძლება ითქვას. შორიდან.
-კარგი, ეგ არ მაინტერესებს.-ვითომ არ მაინტერესებს, ისე ვამბობ. სინამდვილეში კი უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ანას როგორც კი შევხვდები, ყველაფერი გამოვკითხო.-შენ წადი და ანას უთხარი, რომ მალე მოვალ.
ის ისევ რაღაცნაირად მიღიმის, თვალებს ჭუტავს და გასასვლელისკენ ბრუნდება.
-ისე,-კვლავ ჩემკენ ტრიალდება წამებში.-ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი!
გონებაში ალბათ ისევ ზურგით მატრიალებს, ამაზე დაკმაყოფილებულს ეღიმება და ასევე თვითკმაყოფილი იერით გადის ოთახიდან.
-ჯანდაბა, ანა! რაღა ასეთი უზრდელი და ამავე დროს უმომხიბვლელესი ბიჭი გამოგზავნე ჩემთან!-ვდუდღუნებ და ჩემს ნათქვამზე მევე მიპყრობს განცვიფრება.-მე? ამას მე ვამბობ? მგონი ბერდები, აია!
ოთახის მილაგებაში ბოლო შტრიხებიც შემაქვს და ანას სანახავად მივეშურები.
დარბაზში უამრავი ადამიანია შეკრებილი... თვით რეჟისორი, ახალი მსახიობები, ადმინისტრატორი თაკო, ფოტოგრაფები, გადამღები აპარატის ხელმძღვანელები, ანა... აი, ვინ მინდა! აქეთ-იქით მოსიარულე გოგო-ბიჭებს გვერდს მოხერხებულად ვუვლი და მეგობრის გვერდით ვჩნდები.
-მოსაკლავი ხარ!-მხოლოდ მის გასაგონად ვჩურჩულებ და ზრდილობიანად ვუღიმი ქალს, რომელსაც ანა ელაპარაკება.
-მერე გავაგრძელოთ.-ჩემს დანახვაზე დროებით ემშვიდობება მოსაუბრეს და გვერდით გავყავარ.-რა დავაშავე?
-ოცი წლის ვარ, ანა, ოცის! ეს შენ ძალიან ბევრი გგონია?-დოინჯს ცალი ხელით ვირტყამ და თვალებს ვაკვასკვასებ.-ის ბიჭი შენ გამომოგზავნე და მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა თვალებში გამოვიხედო?
-რა ბიჭი? ვინ ბიჭი? მე არავინ გამომიგზავნია.-მხრებს გაკვირვებული იჩეჩს ის და ჩემი შემოტევისგან თავის დაცვას არც ცდილობს.
-ეს როგორ? აბა, ის ბიჭი ვინ იყო?-ახლა მეც ვოცდები.
-ვინ ბიჭზე მელაპარაკები, აია? გამაგებინე ერთი!-სარგებლობს იმით, რომ ამჯერად არაფერი დაუშავებია და ჩემს მიერ წამოწყებულ ომში ჩემივე დამარცხებას ცდილობს.
-და შენ ამ ახალი მსახიობებიდან არავის იცნობ?-მის კითხვას ყურადღებას არ ვაქცევ.
-რას ამბობ? რა თქ მა უნდა, არავის. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არავინ შემხვედრია, რომ ვიცნობდე-ალალად მპასუხობს ის.
-მატყუარა!-იმის გაფიქრებაზე, რომ ასე გამაბითურეს, ვცოფდები.-ესე იგი ანა გეძახისო, არა? ანას შორიდან ვიცნობო, არა? დავიჯერო ჩემი უკანალის ხილვისთვის მოიტყუა?
-რა შენი უკანალი, აია? მთლად გაგიჟდი?-სულ ირევა ანა.
-ანა, მოდი ორი წუთით.-ჩემს ბედზე რეჟისორი ეძახის მას და ისიც თავპირისმტვრევით მიდის ოცნების პრინცთან.
მთლად დაბნეულს დეჟავუს შეგრძნება მიპყრობს. ისევ ვგრძნობ ზურგზე ორ მშიერ თვალს და წვივებზე ტაო მაყრის.
უკან ოდნავ შემცბარი ვტრიალდები და ჩემი დაბნევის ობიექტს ვხედავ. თვითკმაყოფილი გამომეტყველება ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ ვეჭვობ, მისი ვადა მალე ამოიწურება.
-ჰეი!-ხელს მიქნევს ის, თითქოს არ დამენახოს და ეს ბოლო წუთები მასზე არ ვფიქრობდე.
-გამარჯობა.-ნაძალადევი ღიმილით ვუახლოვდები და ახლა კომპლექსებისთვის ნამდვილად აღარ მცალია.
-მოდი, პირდაპირ გეტყვი! ჩემს ნალაპარაკევში მხოლოდ ორი რამ იყო სიმართლე... პირველი ის, რომ მართლა ახალი მსახიობი ვარ, რომლისთვისაც კოსტიუმების კერვა მოგიწევს და მეორე! მართლა მაგარი უკანალი გაქვს!-ირონიული ღიმილით მახლის და მეც ამ სიტუაციისთვის სრულიად შესაბამისად ვახლი მუშტს ცხვირში.
-ა, მეტკინა!-შუბლს ჭმუხნის და ხელით იზილავს დაბეჟილ ცხვირს. ესეც რა კარგი აქვს ამ ოხერს! მე კი არ მგავს, ცხვირი გვერდით რომ მომზნექია...
-მინდოდა მეთქვა, რომ არამარტო უკანალი, მუშტიც კარგი მაქვს!-კეკლუცი ღიმილით ვპასუხობ და კბილების ღრჭიალით ვაქცევ ზურგს.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა მიმზიდველად და ლამაზად გავიარო, არ გამომდის, რადგან შეურაცხყოფა ლამაზ ფეხებს მიბორკავს! პირველად მიიღო ჩემმა უკანალმა ასეთი ''კომპლიმენტი'' და ამ ბიჭს ცხვირი საერთოდ აღარ ებმევა სახეზე, მსგავს რამეს კიდევ თუ გაბედავს!

-ხოდა აი, ასე, რა. ისეთი თვალებით შევხედე, მეტჯერ მსგავს რამეს ვეღარ ამოთქვამს!-ვასრულებ მოყოლას და ფანჯრის რაფაზე თითების კაკუნსაც ვწყვეტ.
-კარგი, რა! ბიჭს მოეწონა შენი უკანალი და თქვა კიდეც! რა არის ამაში ცუდი?-ბოლო ხმაზე ხარხარებს ანა და ლამისაა მობილურს მივცხო ხელი, იქნებ მიხვდეს და მორჩეს უაზრო როხროხს.
-ცუდი ისაა, რომ ჩემი უკანალი მუზეუმში გამოფენილი ექსპონატი არ არის, ცუდია თუ კარგი, ლაწირაკმა ბავშვებმა რომ განსაზღვრონ!-მომყავს ძალიან ახლო მაგალითი.
-და შენ მგონი ეს ლაწირაკი ბავშვი მოგეწონა! ხომ მოგეწონა? აღიარე!-მიტევს ანა და უარყოფის საშუალებას ბოლომდე მისპობს.
-მოწონება ხელშეუხებელი ცნება არაა და მისმა საქციელმა ყველა სიმპათია წამში გააქრო! ჯერ მარტო შენ ხომ მაინც იცი, რომ დებილურ, ბავშვურ ხუმრობებს ვერ ვიტან?
-მე ვიცი, მაგრამ იმან არ იცის!-აღნიშნავს ის.
-ხოო... დღეიდან ხომ იცის? იმედია მსგავს რამეს აღარ გაიმეორებს და ხშირადაც არ მომედება ფეხებში!-ვამბობ და იმხელა განსხვავებას ვხედავ ჩემს სიტყვებსა და გულის ბუტბუტს შორის, რომ ლაპარაკს ვეღარ ვაგრძელებ.
-რას გაჩუმდი?
-მეძინება, ანა. ღამე მშვიდობისა!-ნაუცბადევათ ვემშვიდობები და ტელეფონს საერთოდ ვრთავ.
-შთაბეჭდილებებმა იცის ასე...-ვუმტკიცემ საკუთარ თავს და ადიელის ქვეშ ვცურდები.

დილით ექვს საათზე მეღვიძება და ვერაფრით ვეღარ ვიძინებ. ცხვრების წარმოდგენას აზრი არ აქვს, ისეთი მოუხერხებელი ვარ, ღობეზე გადახტომისას ყველას მოვტეხ ფეხს, ასე რომ... ბალიშზე თითების თამაშს ვიწყებ, იქნებ ამან მაინც მომადუნოს, მაგრამ არ გამომდის... ფიქრი! ეს ყველაზე კარგი გამოსავალია ხოლმე ჩვეულებრივ, მაგრამ რაზე ვიფიქრო? ანაზე და ვახტანგზე? ამ თემაზე ანაც ძალიან ბევრს ფიქრობს და ეს საწყალი რეჟისორი წამიერად ხომ მაინც უნდა გათავისუფლდეს სლოკინისგან... დედაზე და მამაზე? დარწმუნებული ვარ სიზმარში ერთმანეთს ხედავენ და მურმანის ეკალივით ხომ არ ჩავდგები მათ შორის... აბესალომზე და ეთერზე? რა უსარგებლო რამ ყოფილა ეს ''აბესალომი და ეთერი''! აგერ, ანამ თით ქმის ყველა პოემა თუ ნაწარმოები ჩამოთვალა, ამეებს გააერთიანებს რეჟისორიო და ერთი ეს არ უხსენებია, არადა დიდის ამბით კი გვასწავლიდნენ მეექვსე კლასში და გვატეხინებდნენ ენას ძველქართული გამოთქმებით! ისე, კარგი ჭიანი კი ყოფილა ეს აბესალომი! სიყვარულის გამო როგორ უნდა მოკვდე, თუ კაცი ხარ და კაცად ვარგიხარ? აი, ახლა მე ვთქვათ, შემიყვარდა ის უზრდელი ბიჭი, მერე მაგას თავში ყოფილმა შეყვარებულმა შეუსია ტილები, მოვიდა მერე ჩემთან და დამითმე ეგ ბიჭი, თორემ ღამით ერთად ვერ დაწვებით, ტილებს გადაგდებსო. ჯერ მარტო, როგორი მშიშარა უნდა იყო ადამიანი, ტილების გამო საყვარელი ადამიანი რომ დათმო? ისე ტკბილად ჩავეხუტებოდი, რ ო მ მ ი ყ ვ ა რ დ ე ს, ტილების დარდი სულ არ მექნებოდა, მაგრამ სულ რომ არაფერი, სიყვარულის გამო მაინც არ მოვკვდებოდი! გავფშეკდი ფეხებს, ცრემლებს გადმოვყრიდი და მერე გენახათ, თუ არ შევეცოდებოდი თუნდაც აბესალომს, თუნდაც ეთერს, თუნდაც სიყვარულს და თუნდაც სიკვდილს!
ჩემი ფიქრები სახეზე ღიმილს მგვრის. გვერდით ვტრიალდები და ახლა იმაზე ვფიქრობ, თუ რატომ გავაიგავე სიტყვა სიყვარული იმ ლაწირაკთან. არა, ჩემზე პატარა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ლაწირაკი წონასთან და სიმაღლესთან როდი ასოცირდება ჩემთვის! ხო, რატომ გავაიგავე_მეთქი... ახლა ღმერთმა რომ მისმინოს და მართლა შემაყვაროს ის ბიჭი? არა, ღმერთო! ქმარმა ყოველდღე ის რომ მაძახოს, რაც გუშინ გავიგონე, მართლა მოვკვდები! ყურებე ხელები აიფარე, ღმერთო და მსგავსი რამ არ დაუშვა, თუ... თუ რაღაც საშინელება არ მოხდა, რა თქმა უნდა!
კვლავ მეღიმება... მართალია ადრე გავიღვიძე, მაგრამ სამაგიეროდ კარგ ხასიათზე ვარ და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, იმ თავხედთან შეხვედრაც კი მინდა. მაინტერესებს, რა გავლენა მოახდინა გუშინდელმა ჩემმა მუ/შტმა მასზე და როგორ შემხვდება დღეს. თან პირველი რეპეტიციაც შუადღის ორ საათზეა დანიშნული! თუ მეცლება, დავესწრები და გავიგებ, რა ჩიტიცაა ბატონი... პეტრე!
უი, სახელი რომ არ ვიცი? არა უშავს, რისთვის მყავს ინფორმაციის წყარო, სახელად ანა! ეს პრობლემა ძალიან ადვილად მოგვარდება!

^^^
მართალია მგონი არავინ კითხულობს, მაგრამ დღეს მაინც დავდე მესამე თავი...
თუ ამაში დავრწმუნდები, შევწყვეტ კიდეც... დიდი ბოდიში იმათ, ვინც კითხულობენ და მიკომენტარებენ, მაგრამ საიტზე ვწერ მკითხველებისთვის და დღითიდღე უფრო და უფრო მწყინს ასეთი დამოკიდებულება.
ჩემს ფოლდერში უკვე დამთავრებული მაქვს, თუმცა საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ, რომ დადება განვაგრძო.
მაგრამ ეს არავითარ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რაცი გააგრძელე

 


№2 სტუმარი Black

Aravin ar kitxulobs?me aravin var?bravo sopachka!ar shewyvito ra,magari istoriaa..;)

 


№3 სტუმარი stumari #77

გააგრძელე, კარგი ისტორიაა

 


№4  offline წევრი kaxelii

სიქფიიიი გააგრძელე რა ჩემო გოგო. ხო იცი რომ მე სულ ვკითხულობ ხოლმე? (შეიძლება არ გახსოვდე.) ძალიან გთხოვ გააგრძელე რა

 


№5  offline წევრი TAKO23

[b][/b]ფფფფფფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent