მიზანდასახული 10 დასასრული
- ნიკაა?! - ანამ მიმოიხედა აეროპორტში და მხოლოდ ნიკა შეამჩნია. უეცრად ხმამაღალი მუსიკა ჩაირთო პიჭები და გოგოები გამოცვივდნენ, ბუშტები მაღლა აყარეს და ცეკვა დაიწყეს ანას წინ. ანას ეგონა რეკლამას იღებდნენ მაგრამ ის ძალიან შეცდა. მოცეკვავეებმა ქალის გარშემო წრე გააკეთეს, ნიკა წრეში შევიდა, ანას მიუახლოვდა, მიხლზე დაიჩოქა, ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გახსნა - ანა! ცოლად გამომყვებიი? - ნიკაა... - ანამ გაოცებისაგან და აღფრთოვანებისგან არ იცოდა რა ეთქვა, თითქოს გონს მოეგო, ნიკა ფეხზე წამოაყენა და ძლიერად ჩაეხუტა, სახე ყურთან მიუტანა და ჩუმად ჩასჩურჩულა - რა თქმა უნდა კი - ნიკამ ქალის პასუხი რომ მოისმინა ხელში აიტაცა დაატრიალა და ტუჩებში ეამბორა. ანა ძირს დასვა, ყუთიდან ოქროს, ბრილიანტით გაწყობილი ბეჭედი ამოაძვრინა და ქალს მარჯვენა ხელის თითზე ჩამოაცვა, ისე რომ ქალისთვის თვალი არ მოუცილებია. წყვილის სახეს ბედნიერების ელფერი გადაჰკვროდა. მოცეკვავეებმა ქალ-ვაჟი ხელში აიტაცეს და ისე გაიყვანეს გარეთ. - ვაიმეე ვაიმეეე... რა მაგარია, ანა მოდი ნახე რა ლამაზი კაბაა - აღფრთოვანებისგან დახტუნავდა თათია მაღაზიის შუაგულში. - აბაა? ვაიმე... -უეცრად ანამ ამოიკვნესა - რაშია საქმე? - იკითხა თათიამ - არ მოგწონს ეს კაბაა? -ანა ერთ ადგილზე გაშეშდა საქორწილო კაბის დანახვისას, მას გონებაში აღუდგა 4 წლის წინ ნანახი სიზმარი, ტანში ჟრუანტელმა დაუარა, საშინელმა შიშმა შეიპყრო - არა... არა თათია, ეს კაბა კი.. მართლაც ლამაზია, მაგრამ მე ამ კაბას არ ჩავიცვამ - კარგი ანა არაუშავს სხვას შევრაჩევთ - თათიამ მეგობარს თვალი ჩაუკრა და კაბების თვალიერება განაგრძო. როგორც იქნა შეარჩიეს... თეთრი, სუსტად მბზინავი, წელში კარგად გამოკვეთილი კაბა ანას ფორმებს კარგად გამოკვეთდა, ის კაბაში ბრწინავდა. - ანა შენ რო გიყურებ მეც მომინდა გათხოვება... -ხმამაღლა გადაიხარხარა თათიამ. ქორწილის დღე დადგა, სიძემ კარზე დააკაკუნა, კარი მეჯვარემ გააღო და სახლში შეიპატიჟა. - ახლა დროა დედოფალი ნახო - თქვა თათიამ და ნიკას თვალი ჩაუკრა. ანა ოთახიდან გამოვიდა, ის ბედნიერებისგან ვრწინავდა, ნიკა თავისი ღრმა მწვანე თვალებით მიშტერებოდა ანას და ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა, ისე დაატყვევა ქალის სილამაზემ - ანა... შენ ისეთი ლამაზი ხარ... - ნიკა ნელა მიუახლოვდა პატარძალს, ქალმა დაიმორცხვა და თავი დაბლა ჩახარა, ნიკამ სახე ააწევინა ხელით, ნელა მიუახლოვდა მის ბაგეებს და უნაზესი კოცნა აჩუქა. ნიკასთვის ქალი სუფთა, სპეტაკი და ხელშეუხებელი იყო, კაცს სურდა რომ ასეთი უმანკო ქალი მხოლოდ მისი ყოფილიყო, ის არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა ანას, და დიახ მან ამდენი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მიისაკუთრა ანა და მასზე ბედნიერი კაცი, ალბათ არ დაიარებოდა ამ ქვეყანაზე. მაყრიონი გაემართა ტაძრისკენ. ანა ნერვიულობისგან კანკალებდა,ნიკამ ეს შეამჩნია და ხელი ჩაჰკიდა - ანა ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება - უთხრა ეს და შუბლზე აკოცა. ანამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა. უეცრად გვერდზე მომავალი ტრაილერი შეამჩნია ქალმა - ვაიმე, მამა... მამა.. მანქანა გააჩერე მამა - მთელ ხმაზე დაიწყო კივილი ანამ. ის შიშმა შეიპყრო.. სიზმარი, ის სიზმარი მისი თავიდან არ ამოდიოდა. მამა ქალიშვილის ბრძანება შეასრულა, ავარიული ჩართო და მანქანა გვერდზე გადააყენა. მიმავალმა ტრაილერმა, ისე როგორც სიზმარში, უცნაური მანევრი შეასრულა, გზაჯვარედინიდან მეორე მანქანა გადმოვიდა მთავარ გზაზე, ისინი ცოტაც და შეეჯახებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მაყრიონმა გზა გააგრძელა, როცა ანამ იგრძნო, რომ საშიშროებამ გადაიარა მოეშვა და გვერდზე მჯდომ ნიკას მიეხუტა.მათ ჯვარი დაიწერეს. - ბედნიერი ხარ? - ჰკითხა კაცმა ქალს - კი ბედნიერი ვარ - რამდენჯერ გთხოვე ცოლობა... აქამდე რატომ არ გამომყევი? იმდენხანს გელოდი - მე ჯერ ჩემი მიზნებისთვის უნდა მიმეღწია - რა მიზნებისთვის? - ბედნიერებისთვის... მე მინდოდა რომ ვყოფილიყავი ბედნიერი და მე ამას მივაღწიე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.