შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონო, სანთებელა ხომ არ გექნებათ? (3)


26-06-2016, 00:48
ავტორი UglyBetty
ნანახია 1 547

მეორე დღეს დილით ადრე გავეშურეთ ბათუმისკენ, საჭესთან ლენკა იჯდა, მე და ნიცამ ჯერ ცოტა ვიმხიარულეთ მერე კი მთელი გზა გემრიელად გვეძინა. საღამოს უკვე ბათუმში ვიყავით, სახლის პრობლემა მოგვარებული იყო, ლენკას ყავდა ვიღაც ნაცნობი და კარგი ოთახი გვექნებოდა, რაც ყველაზე მეტად მახარებს პატარა აივნით და ზღვის ხედით. ოთახი მართაც ლამაზი დაგვხვდა, ცისფერი კედლებით თეთრი ავეჯით, და ოდნავ ძველი თეთრი ჟალუზებით. აივანზე კი რკინის პატარა მაგიდა და სკამები ეწყო, ერთ მხარეს ჩაყოლებული ყვავილებიც ძალიან უხდებოდა. მომწონს ეს ადგილი!
ბარგი ამოვალაგეთ, ცოტა ოთახიც მოვაწყვეთ შემდეგ კი ბათუმის ქუჩებში გასეირნება გადავწყვიტეთ. ხალხი უკვე მოგროვებულიყო, ქუჩები გადატვირთული, ბედნიერი გოგონები რუჯით, ბედნიერი ბავშები ველოსიპედებით... მიყვარს ეს ქალაქი და ეს სეზონი. გარემოს შეცვლა ძალიან მშველის, ყურადღება ბევრად ადვილად გადამაქვს და თითქოს მავიწყდება ჩემი პრობლემები. ალბათ ისიც მშველის რომ დათისთან ახლოს არ ვარ და სინდისის ქენჯნაც ნაკლებად მაწუხებს...
ნიცა დაიღალა და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. როდესაც დავაძინე აივანზე გავედი ლენკა ჩაფიქრებული იჯდა და ეწეოდა, მეც სკამი გამოვწიე და ზღვისკენ მიბრუნებული დავჯექი. ერთი ღერი ავიღე და მოვუკიდე, ვიცი რომ მავნე ჩვევაა მითუმეტეს როდესაც სახლში პატარა მყავს მაგრამ მაინც ვერ ვანებებ თავს.
- თე, ცუდად ხარ ხო? -მკითხა ლენკამ ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს.
-არა რა სისულელეა? რატომ მეკითხები?
- კარგი რა, ბავშვობიდან გიცნობ. ჩემთან მაინც რატო ცდილობ დამალო?
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი...
- და რატომ? იცი რომ მწყინს? მგონია რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი ვარ მაგრამ ფაქტია რომ გულახდილად არ მელაპარაკები.
- და რაზე დაგელაპარაკო ლენკა? ისედაც ხომ იცი ყველაფერი? ისედაც ხომ იცი როგორ მიჭირს ესე ცხოვრება? ხომ იცი რო ესე ვერ გავძლებ დიდხანს? დათის ესეთი ხასიათი უფრო მაგიჟებს, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ვუყვარდე ესეთი? ყველაფრისდა მიუხედავად მაინც აქვს იმედი რომ როდესმე შემიყვარდება... მე მძულს ჩემი თავი იმის გამო რომ დათისნაირ ადამიანს ვერ ვიყვარებ, მძულს საკუთარი თავი იმიტომ რომ დათის გულს ვტკენ... აღარ შემიძლია ლენკა... შენ ეს ხომ იცი?- უცებ ყველაფერი ამოვიღე გულიდან, ცრემლები ისე წამომსვლოდა რომ ვერც გავიგე. მე ეს უბრალოდ მჭირდებოდა, ვინმესთვის გული უნდა გადამეშალა. ლენკა მოიწია და ჩამეხუტა.
- ვიცი თე ვიცი, ვიცი როგორც გიჭირს... მინდოდა უბრალოდ გეთქვა, შენგან გამეგო. მაგიტომაც მინდოდა აქ ჩამომეყვანე, ვიფიქრე გულს გადააყოლებდი. უბრალოდ ყველაფერი მითხარი კარგი? ნებისმიერი რამ რაც გაწუხებს, ნებისმიერ დროს მე მოგისმენ.
- იცი, ვნანობ მამუკას რომ დავუჯერე, ვნანობ იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ეს მე უნდა გადამეწყვიტა. ყველაფერი ჩემი ბრალია, მე არ გავუწიე საკმარისი წინააღმდეგობა. გაბრაზდებოდა, ძალიან გაბრაზდრბოდა მაგრამ როდესმე შემირიგდებოდა, და მე მექნებოდა გადაწყვეტილების მიღების უფლება.
- მე მაგას ყოველთვის გეუბნებოდი თეა, მაგრამ პატარები ვიყავით. ბოლომდე ვერც ვხვდებოდით რამხელა პრობლემის წინ ვიდექით. ხანდახან ვფიქრობ ყველაფერი რომ სხვანაირად ყოფილიყო შენ და ბექა ახლა ერთად იქნებოდით.
- არა არა, მე და ბექა არ ვიქნებოდით ერთად, და თუ ვიქნებოდით ისიც ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. მე არ მჭირდება გვერდით სუსტი ადამიანი, ის რომ ისეთი ყოფილიყო როგორიც გვერდით მჭირდებოდა მამუკა ვერაფერს გახდებოდა. ის წავიდა გესმის ლენკა? ადგა და ესე უსიტყვოდ გაქრა... მე ბოლომდე ვბრძოლობდი მაგრამ ის დანებდა. ბექას წასვლამ შინაგანად გამანადგურა, ყოველდღე ველოდებოდი მისგას ზარს თუნდაც შეტყობინებას. არც უთქვამს რო სხვა ქვეყანაში აპირებდა გამგზავრებას, გამოდის რომ კარიერაზე გამცვალა. ჯობდა არ გამეგო რატომ გაემგზავრა ვიდრე ყველაფერი ესე აშკარა ყოფილიყო...
- გენატრება ხო?
- არა ლენკა, არიყო ის სიყვარული ალბათ. მე ის დრო მენატრება და არა ბექა. ალბათ მას უკვე ცოლი და შვლები ყავს და ბედნიერად ცხოვრობს. -ტელეფონს დავხედე და უკვე 3 საათი ხდებოდა. - მოდი დავიძინოთ რა...
- ეჰ! რამდენი გადაიტანე თეა. წამო წამო...

დილას ადრე ზღვაზე გავედით, ნიცა ცურვას სწავლობს და გაბრწყინებული თვალებით მიყურებს. სახლში წასვლის დროა და ვცდილობ ზღვიდან ამოვიყვანო მაგრამ აღარ უნდა ცურვის გარდა არაფერი. საბოლოოდ ძლივს დავიყოლიე. როდესაც სახლში მივედით წყალი გადავივლე და ტელევოზორთან დავსხედით, ნიცას ჩაეძინა ლოგინზე ფრთხილად გადავაწვინე და ლენკას მივუჯექი.
- წამო ეზოში დავსხდეთ. გვერძე ოთახში საკმაოდ სიმპატიური ბიჭები ყოფილან, წეღან მოვკარი თვალი.
- ლენკა ხოარ გაგიჟდი შენ -ვუთხარი სიცილით.
- წამო წამო რა გჭირს! -ხელი მომკიდა და ძალით გამიყვანა.
გარეთ ბიჭები მოგროვილიყვნენ მაგიდასთან, დაახლოებით 25-26 წლისები. ჩვენზე უმცროსები ჩანდენ, ლენკა კი თამამად მიიწევს მათკენ.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს! - ღიმილით უპასუხეს ბიჭებმა.
- აქ ცხოვრობთ ხომ? -ხელით ანიშნა ლენკამ სახლისკენ.
- დიახ დაიახ, და თქვენ?
- ჩვენც, მე ლენკა. ეს კი თეაა.
- მე ნიკა ვარ, ეს ლაშა, გიორგი და სანდრო.-ხელით გვანიშნა თითოეულზე, მაგრამ კარგად ვერ დავიმახსოვრე. - ფეხზე რატომ დგახართ?! დასხედით. - სკამები გამოგვიწოდა ერთერთმა, სავარაუდოდ ლაშამ. ამასობაში ყველა კარგად შევათვალიერე, მართლაც რომ შესაშური შესახედაობა ჰქონდათ.
- აქ მარტო ხართ გოგოებო? -კითხულობს ისევ ნიკა.
- არა, კიდევ ერთი პატარა გოგო გვყავს ნიცა, რომელსაც ძინავს.
- დაა რომელიმესი?
- არა, შვილია ჩემი. - ჩავერთე საუბარში და თბილად გავუღიმე მას.
- ვაა, ძალიან კარგი.
- ჯოკერი არ გინდათ?- ეს ისევ ლაშაა.
- რამდენი ხანია არ მითამაშია. -ვამბობ მე
- არაუშავს გაიხსენებ.-მიღიმის ნიკა
- კარგით კარგით. და ორი ბიჭი რომ ისე რჩება?
- ხო ეგ არვიცი როგორ გამოვა. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ და ვინც მოიგებს ის ითამაშებს გოგოებთან ერთდ ჯოკერს.- ყველა თავს უქნევს, თამაშში ლაშა და სანდრო იგებენ. ეს სანდრო ზედმეტად მკაცრი ჩანს, მის გარდა ყველა აქტიურობს, ის კი ჩუმად მოქუფრული სახით აკვირდება ყველაფერს.
თამაშში ჩავერთე, მთელი მონდომებით ვთამაშობდი. თამაშის დროს სანდრომ ნიკას გასძახა
- ნიკუშ სანთებელა არ გაქვს?
- აუ ბიჭო ოთახშია არ შემიყვანო რაა...
-კაი კაი. - ამ დროს მე შემომიბრუნდა -ქალბატონო, სანთებელა ხომ არ გექნებათ?











იმედი მაქვს მოგეწონებათ:)



№1 სტუმარი anita

dzaan kaia gaagrdzele da male dade raa gtxooov))))

 


№2 სტუმარი

მაგარია ძალიაა, იღობდ მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent