შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი თითები (ნაწილი 5)


26-06-2016, 03:16
ავტორი Nude
ნანახია 4 695

– გაბრიელი ახლა 3 წლის არის. გაბოს დედა ერთი რიგითი იყო, აღარ ვიტყვი, ვინ, რა საჭიროა, არაფერი განსაკუთრებული არ გვქონია. ერთი–ორი შეხვედრის მერე, ისევე ცივილიზებულად დავიშალეთ, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. რამდენიმე თვის შემდეგ დამირეკა და მითხრა ორსულად ვარ და ფული მჭირდება აბორტისო. გავგიჟდი, შვილს არ მოგაკვლევინებ და თავს მიხედე, გირჩევნია–თქო, თუმცა ის პირიქით აკეთებდა. ცდილობდა, თავისივე ძალებით მოეშალა მუცელი. ოთხი თვის რომ გახდა, ჩემთან გადმოვიყვანე სახლში საცხოვრებლად, შემეშინდა, ის არ გაეკეთებინა, რასაც მეუბნებოდა. გამიძალიანდა, მართლა, მაგრამ მაინც ვცხოვრობდით ერთად. როგორღაც გავტანეთ, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ძალიან ვინდომებდი, იმდენად მინდოდა შვილი. არადა, დაახლოებით გეცოდინება ჩემი გასიათი, მაშინ კი ისეთი დამყოლი ვიყავი... ეკა გიჟს გავდა, ისე ამწარებდა ნათია, თუმცა ბავშვის გამო ყველაფერს ვიტანდით. რვა თვის გაჩნდა გაბრიელი, ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, ძალიან უჭირდა ბრძოლა, რომ გადარჩენილიყო, თან რომ დაიბადა, მეც ვესწრებოდა, ტირილი არ დაუწყია. მაგ დროს გული გამიჩერდა, მეგონა დამთავრდა ყველაფერი და ზუსტად იმ წამს გავიგე პირველად მისი ხმა. – ბედნიერს გაეღიმა. თან საუბრობდა, თან მარიამის თმებში ხლართავდა თითებს, რომელიც გარინდული უსმენდა. – პირველადაც მე დავიჭირე ხელში. ვერ ვხვდები, დედას, როგორ უნდა სძულდეს საკუთარი შვილი, მაგრამ იმ წამს ნათიასთვის რომ შეხედა, მხოლოდ ამიტომ გაგისკდებოდა გული. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა დ ისეთი ზიზღით უყურებდა გაბროს, მინდოდა მომეკლა. გამოვედით თუ არა სამშობიაროდ, უტიფრად გამომიცხადა, შენ გინდოდა მაგ ბავშვის გაჩენა, ხოდა გყავდეს, ჩემი არსებობა კი დაივიწყეთ ორივემო. არაფერი მითქვამს, ძალით ვერ დავაკავებდი. იმის მერე კი ერთად ვართ მე, გაბრო და ეკა. – გაიცინა და მარიამს დააკვირდა.
– ასეთი ადამიანებიც არსებობენ? – გაოგნებული იყო გოგონა. – შენი შვილი, როგორ უნდა დატოვო და წახვიდე, ისე, რომ საერთოდ, ერთხელაც კი არ გამოჩნდე?
– არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ ასეთებიც... – ღრმად ამოისუნთქა და წყალი მოსვა.
– სამწუხაროა. მე ვამბობ ხოლმე, ყველაზე ჯიგარი, თბილი და გამგებიანი დედა ვიქნები–მეთქი და რაებს ვისმენ ახლა.
– შენ იქნები, ჩემო პატარა. – დაიხარა და შუბლზე ხანგრძლივად აკოცა. – ცოტა ხანში სიცხე დაგიწევს და ცოტა უკეთ იქნები, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიძინებ.
– არ მეძინება, მაგრამ კაი, ჰო. – ბუზჭუნით თქვა და საპირისპირო მხარეს გადატრიალდა. – ძილინების. – უთხრა და მის თითებს თავისი ოდნავ მოუჭირა.
– ძილინების. – გაიღიმა კაცმა და გოგონას მიბაძა.

* * *
დაქალის სახლიდან მოდიოდა გვიან ნატალი, თავი ჩახრილი ჰქონდა, სიმღერას არჩევდა მოსასმენად და უეცრად ვიღაცას შეეჯახა. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, ყურსასმენის შესაერთებელმაც ვერ დაიჭირა და პირდაპირ ეკრანით დაეცა ასფალტზე.
– ბოდიშით, ჩემი ბრალია, არ ვიყურებოდი. – ანერვიულები ხმით უთხრა, ისე, რომ არც შეუხედავს და ტელეფონს დახედა, რომელიც დამსხვრეული იყო და არ ირთვებოდა. – ვაიმე, ტელეფონი!
ცრემლიანი თვალებით დახედა და ხელში აიღო. იმაზე კი არ დაწყდა გული, რომ გატყდა და სავარაუდოთ გაფუჭდა კიდეც, ერთადერთი, რაც ანაღლებდა ტელეფონში არსებული შეტყობინებები და სურათები იყო, რომელიც მხოლოდ ტელეფონში მდებარეობდა, ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, დაჩის უკავშირდებოდა.
– ნატალი. – მიმართა კაცმა სახელით.
სახე და სხეული ერთნაირად დაჭიმა გოგონას. ნაცნობი ხმა. ეს... როგორ? რანაირად? კითხვები და კადრები ერთი–მეორეს მიყოლებით ტივტივებდა გონებაში და აზროვნების საშუალებას უკარგავდა. ერთადერთი, რაც ახსოვს ის არის, რომ წამით შეხედა დაჩის თვალებს, შემდეგ კი, არც დაფიქრებულა ისე შეახტა სხეულზე. შემდეგ იგრძნო, როგორ მოეხვია ბიჭის მკლავები ძელზე. თავი მხარზე ჩამოადო და გაიტრუნა.
– ისე მომენატრე, ისე, რომ მეტი აღარ შემეძლო უკვე. – დაიჩურჩულა ნატალიმ და ყელში ნაზად და ხანგრძლივად აკოცა. – ვგიჟდები შენზე და ვეღარ დავუშვებ, კიდელ დაგკარგო. – სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით ამბობდა და არაფრის თქმის საშუალბას არ აძლევდა კაცს.
– ვეღარ დამკარგავ უკვე, გამორიცხულია. – ასე, ხელში აყვანილმა მიიყვანა მანქანამდე და შიგნით ფრთხილად ჩასვა.
– სად მივდივართ? – ინტერესით ჰკითხა, ჯერ კიდევ ბედნიერებისაგან გაბრუებულმა და ამავე მიზეზის გამო აკანკალებული ხელები მუხლებზე დაილაგა.
– ჩემ აგარაკზე. – დინჯად უთხრა და ისეთი მზერით გადახედა, უარს რომ არ გათქმევინებდათ არაფერზე.
– ხოო? და, იქნებ არ მოგყვები? – საყვარლად ჰკითხა.
– ბატონო? – წარბები ვითომ გაბრაზებულმა აწკიპა ზევით და ოდნავ გადაიწია მისკენ.
– კარგი, ჰო. გზას უყურე!
– დამშვიდდი, შენ. სხვათა შორის, არც ისე ცოტა ხნით მივდივართ. შენი ძმა და კატო დამეხმარა შენი ბარგის ჩალაგებაში. საჭმელები და ყველა საჭირო ნივთი უკვე ატანილი მაქვს. რამე ისეთი ხომ არ გინდოდა, რაც მე არ ვიცოდი?
– რააა? – წამოიკივლა ნატალიმ და ლამის თვალები გადმოსცვივდა ბუდიდან.
– რა? – მხრები უდარდელად აიჩეჩა კაცმა.
– რას აკეთებ, ვერ ვხვდები.
– გეტყოდი, ცოლად მომყავხარ–მეთქი, მაგრამ ვიცი რომ გაგიჟდები, წივილ–კივილს ატეხავ, ამიტომ არ გეტყვი. – თვალი ჩაუკრა და მანქანა უფრო სწრაფად წაიყვანა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მალევე შეანელა, რადგან ნატალის პანიკური შიში ამოუტივტივდა.
– გთხოვ, ნელა ატარე. – ამოიკვნესა გოგონამ და დაჩის თითებს თავისი ჩაავლო.
– ბოდიში, პატარავ. არა, აუცილებლად უნდა გაგიქრო სისწრაფის შიში, თორემ სად შემიძლია ასე ნელა სიარული. – სპიდომეტრს წარბ შეკრულმა დახედა და ღიმილით გადახედა, ასევე მომღიმარ ნატალის.
– ჩემი ქმარი ხარ უკვე, წარმოგიდგენია? – ჯერ კიდევ გაოცებულმა დაიჩურჩულა და თავისუფალი ხელი დაცვარულ შუბლზე გადაიტარა.
– მე კი დიდი ხანია, რაც წარმომიდგენია, მაგრამ შენ დაგიგვიანდა, რატომღაც.
– ნეტა, რატომ? – წარბი მაღლა ასწია გოგონამ.
– არ ვიცი. შენ იცი? – ახარხარდა დაჩი და აიყოლა შეყვარებული, თუ ცოლი.
– დაჩი... იქნებ, ძალიან ვაჩქარებთ მოვლენებს? ჩემ იმედზე ნუ ვიქნებით, გათიშული ვარ ამხელა ბედნიერებისაგან და ვერ ვვაზროვნებ. იქნებ, არ ვართ ჯერ მზად ოჯახის შესაქმნელად...
– ასე ფიქრობ? – ხმა დაუსერიოზულდა ორივეს, მაგრამ განსაკუთრებით დაჩიზე იმოქმედა ამ სიტყვებმა უარყოფითად.
– მე, ხომ გითხარი, არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ, ერთ–ერთი ვარაუდია, რომელიც უნდა განვიხილოთ აუცილებლად. – სწრაფად აუხსნა. ახლა, ყველაზე ნაკლებად უნდოდა მისი გაბრაზება და გაღიზიანება.
– დამაცადე, მივიდეთ და იქ განვითრებული მოვლენების შემდეგ, კიდევ თუ მაგ აზრზე იქნები, ჩემი ხელით წამოგიყვან იქიდან. – გაიცინა და ნატალის აჭარხლებული სახის დანახვისას, უფრო მოუმატა ხარხარს.
– ცუდი ბიჭი ხარ! – გაბუსხულმა გადმოატრიალა ქვედა ტუჩი და მხარზე ოდნავ მიარტყა ხელი.
– ჩემი მორცხვი გოგო... – დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და ამდენი ხნის შემდეგ, რაც დაშორებულები იყვნენ, პირველსდ შეეხო მის ბაგეებს და იმ მომენტში, დამეფიცება, მასზე ბედნიერი არავინ იყო ამ ქვეყნად.
დიდი სიამოვნებით გააჩერებდა მანქანას და ისე აკოცებდა, როგორც სჩვევია, მაგრამ ნატალის გადაღლილი სახე აბრკოლებდა. როცა მის ბაგეებს მოწყდა, დაიძინე, დიდი ხანი დაგვჭრდება ჩასვლამდეო, უთხრა და ტუჩებიდან შუბლზე გადავიდა. ნატალიც, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გადაეშვა სიზმრების სამყაროში, რომელსაც ასე ვერ იტანს, მაგრამ რა ჰქნას, ძილი საჭირო და აუცილებელია.

* * *
დილით, მზის სხივებმა არა, მაგრამ თავის საოცარმა ტკივილმა გააღვიძა მარიამი. კვნესა–ხვნეშით წამოჯდა და წამლების პარკს ხელი დაავლო, სასურველი იპოვა, ტუმბოდან წყლის ბოთლი აიღო და საჩქაროდ მიაყოლა აბს. გათოშლი ხელი შუბლზე მიიბჯინა და ისევ წამოწვა იოანეს გვერდით. ვერ იჯერებდა, რომ შეეძლო, როცა მოუნდებოდა მოფერებოდა, ეკოცნა... ვერ მიხვდა, წინა ღამით, რა სახის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ძალიან ბედნიერია იმ ყველაფრით, რაც მათ თავს ხდება.
გრძნობს, რომ არც იოანეა მის მიმართ გულგრილი, მაგრამ ეს არ კმარა, რა თქმა უნდა, იმ სერიოზული ურთიერთობის შესაქმნელად, რომელიც ზოგადად არის გეგმაში, მაგრამ მარიამი გაუგებს, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე. ჯერ ისიც კი ვერ წარმოუდგენია, რომ შესაძლებელია იოანეს ის ოდესმე შეუყვარდეს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ჰქონია, რომ თავს შეიკავებს კაცი გაბრიელის გამო. ამ შემთხვევაში კი, როგორ გაამტყუნოს?
უსაზღვროდ ბედნიერმა დაადო მკერდზე თავი, ხელები მუცელზე და თვალები დახუჭა.
რაც იქნება იქნება. ამ წუთებს ვერ დავთმობ და ვერ ვუარყოფ, მიუხედავად დასასრულისა. – გაიფიქრა და მალევე ჩაეძინა.
გაღვიძებისთანავე, იგრძნო მარტო ყოფნა ლოგინში და რეტიანივით წამოფრინდა ფეხზე. იფიქრა, სიცხის გამო ხომ არ მომელანდა, იმდენად მინდა იოანესთან ყოფნაო, მაგრამ მალევე შეწყვიტა ფიქრი, რადგან აივანზე, სარწეველა სავარძელზე იჯდა იოანე ჩაფიქრებული. თითის წვერებზე აიწია და ჩუმად გადაჭრა მასსა და კაცს შორის მანძილი. ყველანაირად ცდილობდა ჩუმად და ფრთხილად ემოქმედა, მაგრამ იმას კი ვერ მიხვდა, რომ იოანემ დიდი ხანია მისი გაღვიძება იგრძნო.
– მარიამ, სად მოიპარები? – სიცილით ჰკითხა, ისე, რომ მისკენ არ შემოტრიალებულა.
– ოოო... – დაბღვერილმა გახედა, მაგრამ იმდენად საყვარელი იყო იმ მომენტში ჯახველაძე, ვერ მოითმინდა და ზურგზე მოეხვია, სახე მის ყელში ჩარგო და რამდენიმეჯერ ზედიზედ აკოცა.
ერთი ხელის გამოძრავებით დაისვა კალთაში მარიამი კაცმა და ისე ეძგერა ტუჩებზე, გააზრება ვერ მოასწრო გოგონამ. თავიდან დაიბნა, ძალიან დაიბნა, მაგრამ იმდენად მომთხოვნად ჰკოცნიდა მამაკაცი, რომ არ აყოლოდა ეს გამოუცდელი გოგოც კი, შეულებელი იყო. ხელები კისერზე მოხვია და კოცნაში აყვა. არც ველურულად ექცეოდა იოანე, მაგრამ არც ნაზად. რაღაც, რასაც სახელი ვერ მოუძებნა მარიამმა, ამ ორი უკიდურესობის სინთეზი იყო, რაც ძალიან სიამოვნებდა და მოსწონდა.
– ჩემი ტკბილი, თბილი, გემრიელი... – ეჩურჩლებოდა იოანე და თან პარალელურად, თავის საქმეს შესანიშნავად ართმევდა თავს.
ხელში აიყვანა, მარიამმაც სწრაფად მოხვია ფეხები წელზე, რომ უფრო მოხერხებულად და ადვილად დაეჭირა იოანეს. ნელი სვლით წავიდა უზარმაზარი ლოგინისაკენ კაცი, მჭედლიშვილი ფრთხილად დააწვინა, თვითონ კი ზევიდან მოექცა. იმდენად იყო გაბრუებული მარიამი, ვერც კი იაზრებდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები. ფეხები წელიდან არ მოუშორებია, სამაგიეროდ ხელებს ვერ აჩერებდა ვერანაირი ძალით. აქეთ–იქით დააცოცებდა და უფრო უარესად ხდიდა იოანეს, რომელსაც მეტი აღარ შეეძლო. მამაკაცი ტუჩებით და თითებით დათარეშობდა, ყელზე, ლავიწებზე, ტუჩებზე, მთელს სახეზე და ნაზად კოცნიდა, მაგრამ თავის თავში მაინც იპოვა ძალა, რომელიც შეაჩერებდა ორივეს და ძლივს, დიდი ბრძოლის შედეგად მოშორდა გოგონას. გვერდზე გადაგორდა, თუმცა ხელი მაინც არ აუღია მისი წელიდან.
გული ამოვარდნაზე ჰქონდათ ორივეს.
ცოტა ხნის შემდეგ, იოანესკენ გადატრიალდა მარიამი, რომელმაც აღარ იცოდა, როგორ დაცლილიყო იმ გრძნობებისაგან, რომელსაც იოანე იწვევდა. თვალებში უყურებდნენ ერთამენთს და იქ ხედავდნენ ყველაფერს, ზუსტად იმ თვალების მეშვეობით გრძნობდნენ ერთურთს. წამიერად, მხოლოდ წამიერად მოუნდა მარიამს ეთქვა კაცისთვის, თუ, როგორ უყვარს, მაგრამ ძალიან, ძალიან შერცხვა. თავი ძლივს შეიკავა. ზევით აიწია და თითქმის მთლიანი ტანით აფოფხდა იოანეზე, რომელმაც ხელები უმალ მოჰხვია.
– ყველაზე ბედნიერი ვარ! რომ არ მეთქვა, ვერ შევძლებდი... – დაიჩურჩულა მჭედლიშვილმა და მკერდზე აკოცა.
– უნდა გეთქვა, აუცილებლად. – ნიკაპზე ჩაავლო ორი თითი, ისე, რომ არ ტკენოდა მარიამს და თვალებში ჩახედა. – არასდროს დამიმალო შენი გრძნობები. იყავი მაქსიმალურად გულახდილი და ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე წარმოგიდგენია. – არც მკაცრი ტონით უთხრა და არც რბილით.
– შევეცდები.
– რას ჰქვია, შეეცდები?
– იმას, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხოა. შენ, ვერც კი გაიაზრებ, იმდენად მრცხვენია ჯერ შენი და შემდეგ ჩემი თავის. არ ვიცი, რა უნდა მოვუხერხო, ჩემ სიმორცხვეს, რომელიც უკვე ნერვებსაც მიშლის და ხელსაც, მაგრამ რა ვქნა, ვერანაირად ვმართავ. – დაიჩივლა მარიამმა.
– ჩემი პატალა გოგო, ვინ ალისო? ჩემი მოლცქი. – ხარხარით მოიჩლიგა ენა და ისე შეხედა თვალ მოჭუტულმა, როგორც გაბრიელს უყურებს ხოლმე. – არა, მინდოდა მე კიდევ ერთი ბავშვი? – ზევით აიხედა, თითქოს იქიდან ვინმე ჩამოსძახებდა პასუხს. – ერთს ძლივს ვუვლი ისეთი ველურია და ახლა ეს ნაზი ბროლა მინდოდა?
– აა, გასაგებია... ბოდიში, რომ ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები. – გაიბუტა მარიამი და იოანესგან მოშორება უნდოდა, მაგრამ ვინ დააცადა. მკლავებში ჩაავლო ხელი კაცმა და შეაჩერა.
– იწექი შენ მანდ, სადაც წევხარ. – დაიბუბუნა, თუმცა მალევე შეეცვალა ტონი. შედარებით თბილი და ტკბილი გაუხდა. – სულ ტყუილად გგონია, რომ ვერ შეიცვლები. ვიცი. – დამაჯერებლად დაუქნია თავი და გაიცინა. – ჩემი ნაზი ბროლა გამებუტა? – ღიმილით ჰკითხა და თავზე აკოცა.
– გაგებუტა! და საერთოდ, ნუ მეძახი ეგრე, თუ შეიძლება, რა.
– არ შეიძლება. – თავი აქეთ–იქით რამდენჯერმე გადააქნია. – ერთი დღეა ჩემი შეყვარებული ხარ და უკვე აუშვი აფრები ხო?
– ნუ დამცინი... – გაბუსხულმა უთხრა, თუმცა იოანემაც შეამჩნია, როგორ გაუბრწყინდა თვალები გოგონას ,,ჩემი შეყვარებულის’’ გაგებისას.
– ტყუილად ნუ გაგიხარდება ასე ძალიან. – ირონიულად გაიღიმა კაცმა. – დიდი ხანი არ შეგინარჩუნდება შეყვარებულის სტატუსი. დიდი ვარ მე შვილო უკვე მაგისთვის, მააშ! – მოხუცი კაცივით თქვა წინადადება და ერთდოულად ახარხარდნენ მარიამი და ის. – მალე შეგეცვლება სახელი და იყავი ამისთვის მზად, ყველანაირად, იცოდე.
– მაშინებ, ეგეთი ტონით, როცა ლაპარაკობ.
– ეგეთი, როგორია? – ინტერესით ჰკითხა და მაისური აუწია.
– ვერ გეტყვი, სანამ ჩემ სხეულზე დააცოცებ მაგ გასაგიჟებელ თითებს... – ტუჩი უნებურად მოიკვნიტა და მიიღო კიდეც იოანესგან გემრიელი კოცნა.
– რაო, სიტყვა ,,შეყვარებული’’ გავიგეთ და გავთამამდითო? – წარბი ღიმილით ასწია და თითები მაინც ვერ გააჩერა.
– იოანე!
– რა? – მეამიტი გამომეტყველებით დახედა მარიამს.
– თითები გააჩერე–მეთქი, ხომ გითხარი ერთხელ?
– მეორეჯერაც მითხარი შენ კიდე, რა იყო? – ძლივს იკავებდა გოგონას გაბრაზებულ გამომეტყბელებაზე ღიმილს.
– იოანე!
– რომ არ მოგეფერო ვერ ვჩერდები ისე და შესაბამისად ვერც ამ ,,გასაგიჟებელ თითებს’’ ვაჩერებ. – გაახსენა ცინიკურად ცოტა ხნის წინ მარიამის მიერ წარმოთქმული სიტყვები და კიდევ უფრო გაიბადრა. – კარგი, ნუ მიბრაზდები.
– დღეს, კიდევ გვაქვს შეხვედრა?
– კი, მაგრამ შენ არ წამოხვალ, რა თქმა უნდა. – თითით დაუწყო ახლა თმებს თამაში და ლამის გააგიჟა მარიამი, მაგრამ ამჯერად გოგონას არაფერი უთქვამს.
– მე, რატომ არ წამოვალ? – გაკვირვებულმა ჰკითხა და გვერდზე გადაბობღდა. – უნდა მოვწესრიგდე. – სანამ გააპროტესტებდა მანამდე უთხრა და მისი სიცილიც დაიმსახურა. – რას ვიფიქრებდი, ამდენი სიცილი თუ გეშეძლო, აა?
– აბა, აბაა. ჯერ სად ხარ. ჩავიდეთ გაბრიელთან და ჩემ საძმაკაცოსთან, მერე უნდა ნახო შენ, როგორი მხიარული ვარ.
– არააა. მაგას ვერ წარმოვიდგენ...
– შენ იმასაც ვერ წარმოიდგენდი, რომ მე მეყვარებოდი, მაგრამ არ მიყვარხარ? – მისკენ დაიხარა და ყურის ძირში მიაკრა ტუჩები. – ჩუმად ,,იფიქრე’’ ხოლმე, პატარავ.

***
მახარებთ და მაბედნიერებთ. თქვენ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია ბედნიერების ზენიტში ამაფრინოს...



№1 სტუმარი Manana

Kargia uf dazaan kargi midi gaagrdzele maleeeeeee chemo karggoo

 


№2  offline წევრი aNuGi

ვგიჟდები <3 სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს! საუკეთესოა
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline მოდერი Nude

Manana
Kargia uf dazaan kargi midi gaagrdzele maleeeeeee chemo karggoo

aNuGi
ვგიჟდები <3 სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს! საუკეთესოა

დიდი მადლობა გოგოებო. love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent