შენი ცუდი ბიჭი (2)
პირველად გამიხარდა ასე სახლში დათუნას დაბრუნება... კახა უკვე გინების რეჟიმზე იყო გადასული,ნელი კაპლს სვამდა ყოველ სიტყვაზე,როგორ ამომივიდა ეს დედამოტ*ნული ცხოვრება ყელში. - მოვედი - ჩვეული ნატიფი ხმით დაიყვირა (დაიყვირა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია) დათომ. - შენ გიშველის გამჩენი, როგორც ნუნუ იტყოდა.. - ვთქვი და სწრაფად წამოვხტი სავარძლიდან - რაღაც აღარ მინახავს ისე ნუნუ და..ხო მშვიდობა აქვს დე? ნუნუ ტვინის ბურღია, ჩვენს ზემოთ ცხოვრობს...ნუნუ ტვინს ბურღავს,ქმარი კედელს, და განსაკუთრებით ტკბილ კვირა დღეს უნდება რატომღაც „ჩალიჩი“ - არა..არა.. შენ არაფერი არ გეშველება... ვაიმე კახა უსმენ? მომავალზე ველაპარაკებით და ნუნუო..რა მოსატანია შვილო აქ ნუნუ.. - გვიანია.. დღეს მთელი დღე საავადმყოფოში გავატარე, ქალაქობანას და გემობანას თამაშში,დავიძინებ მე - რა ქალაქობანა და გემობანა შვილო, ეს დედამოტ*ნული წიგნი აიღე ხელში,წიგნი!- დაიღრიალა კახამ, ნელის შევხედე, ველოდი რეაქციას და აი ისიც: - კაახაა! ნუ იგინები ბავშვების თანდასწრებით! - დათო ყურებზე ხელი აიფარე - გავხედე კარში მდგომ ძმას - ისევ საგანი შეგეტენა უქნარა? - ეგეთია ძმაო ცხოვრება, შია, აჭამეთ, წავედი მე,მეძინება ოთახში შევედი. რაღაც მიხაროდა დებილი ბავშვივით, მაგრამ ვერ ვიგებდი რა. ნუ...ხო,კარგი,ვიგებდი. ანას გვერდით ყოფნა... არ ვიცი...რაღაც სხვა გრძნობა იყო. ის ერთი დღე...ასეთი გოგო გვერდით გყავდეს და ცუდზე არ იფიქრო... თიკუნა ლამაზია, მაგრამ მისი დანახვისას მასში მხოლოდ დიდ საჯდომს და მკერდს ვხედავ, ლამაზი თვალებიც აქვს,ალბათ, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია.ანას კი..მარტო ლამაზი თვალები?არა, ღიმილი,სულ რომ არ შორდება სახიდან...გაგი ნუ *ლევდები, ერთი დღეა რაც იცნობ.. ნუ კარგი, მეორე დღე,და ეს არაფერს არ ცვლის. შენ გყავს პონტის გოგო, რომელთანაც ატარებ დღეებს, უფრო ხშირად კი ღამეებს, სწავლობ უნივერსიტეტში,სადაც მისვლას გირჩევნია ყველა მოსაბეზრებელი საქმე აკეთო ერთად,მაგალითად... დაუკრა როიალზე, მოამზადო სადილი... და შენი ცხოვრება ასე მარტივად ერთ დღეში ვერ შეიცვლება... თიკუნა... და ანა... არა,ანა სხვანაირია... მომდევნო დღე ტრაგიკულად დაიწყო,დილის 9 საათზე დათუნას და ნელის სირბილმა გამაღვიძა. აი ასე, ძალიან ჩვეულებრივად სახლში დარბოდნენ. დათუნას სკოლაში აგვიანდებოდა (უფრო სწორად დააგვიანდა) ნელი საჭმლით დარბოდა, ჭამეო.უნივერსიტეტი მოვიმიზეზე და სასწრაფოდ გამოვედი სახლიდან. არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი... ანას სანახავად წავედი, საავადმყოფოში არ დამხვდა, დღეს დილით გავწერეთო, ნომერი მაქვს,მაგრამ... არ მინდოდა თავი მომებეზრებინა.ნიკოს დავურეკე და მთელი დღე ბიჭებთან ერთად გავატარე. საღამოს თიკუნამ დარეკა, გულნატკენი და განადგურებული ვარო... სასაცილოა, ადამიანი გღალატობდეს, თან ვისთან..და გულგატეხილი და განადგურებული ისევ თვითონ იყოს.. უბრალოდ ძალიან ფეხზე მეკიდა ეს ყველაფერი, და რატომაც არა?! ერთი ბოთლი ღვინო და მისი საყვარელი შოკოლადი ვიყიდე და მასთან ავედი. კარი გააღო,ისევ ის გოგოა, ნახევრად შიშველი, ისევ ის გოგო,მაგრამ აღარც მისი უკანალი და მკერდი იწვევს „განსაკუთრებულ გრძნობებს“ ჩემში და აღარც მისი გამომწვევი მზერა.ყველაზე უბრალო ღამე იყო თიკუნასთან გატარებულ ღამეებს შორის და თითქოს, მისთვისაც აღარ იყო ეს ის, რაც უნდა ყოფილიყო. გვიანობამდე გვეძინა, თავი ჩემს მკერდზე დაედო და ბავშვური სახით იწვა.მძინარე სხვანაირი იყო... უსუსური და უმწეო.. არ გავაღვიძე, ფრთხილად ავდექი და ჩავიცვი, კართან მისულს ხმა დამაწია უკან - შენ რა, იპარები? - არ მინდოდა გამეღვიძებინე,ტკბილად გეძინა - შენ აღარ გიყვარვარ... მინდოდა მეთქვა რომ არც ადრე მყვარებია.. და თავადაც კარგად იცოდა ეს,მაგრამ მეცოდებოდა, მეცოდებოდა რომ არ იყო სხვანაირი, ხო, თუნდაც მისნაირი...ანასნაირი..და რა ვიცოდი როგორი იყო ანა? ამის გაფიქრებამ საშინელ ხასიათზე დამაყენა,იქნებ გოგო, რომელიც მე სხვანაირად აღვიქვი, სულაც არაა ის,ვინც ერთი შეხედვით ჩანს... - დუმილი თანხმობის ნიშანია? - გააგრძელა - შენ იცი რომ ჩემგან ბევრს არ იმსახურებ - ვუთხარი და თვალი გავუსწორე. - ვიცი... - თქვა და თავი ისევ ბალიშზე დადო. თიკუნას სენტიმენტალიზმიღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.არეული ვიყავი. ამის დედაც.. რატო გამოჩნდა ეს გოგო ჩემს ცხოვრებაში, წამით თითქოს მომეწონა კიდეც აწ უკვე წარსული ცხოვრების სტილი, სექ*ი თიკუნასთან, ძმაკაებთან ერთად ქეიფი, მერე ისევ იგივე.. და ფიქრი მხოლოდ იმაზე, როგორ „დავკეროთ“ ლექტორი დაწეროს მაღალი ქულები უქნარა სტუდენტის გასახარებლად, ან ,უფრო სწორად რომ ვთქვათ, უქნარა სტუდენტის გადასარჩენათ და მშობლების ლანძღვის და გინების ასარიდებლად. სახლში გავედი, წყალი გადავივლე, ნელი დაწუწუნობდა, გაგვაცანი ეგ გოგოო.. ნელიმ რომ თიკუნა დაინახოს თავისი მოკლე წითელი კაბით, ბო*ივით ჩახატული (აქ „ვით“ უკვე ზედმეტია) გულიც დაარტყავს. ხან რას ვიმიზეზებ და ხან რას, მაგრამ ნელი მაინც არ ცხრება - დედა, როცა საჭიროდ ჩავთვლი გაგაცნობ.. - ქორწილის დღეს ნუ ჩათვლი მაგას საჭიროდ,ძალიან გთხოვ - ყველანაირად ვეცდები,ნუნუს გეფიცები - რატომ არ უსვენებ ამ ქალს,შვილო, რას გადაეკიდე.. ოთახში შევედი, ვფიქრობდი, იქნებ დრო იყო რომ დამერეკა,მაგრამ არ ვიცი, ღირდა თუ არა საერთოდ მისი კიდევ ნახვა, სასაცილოა, არ ჩანს ისეთი, ერთი დღის გაცნობილი ბიჭი რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხდება.. მაგრამ არც მე ვჩანდი ასეთი, ამის დედაც... რა უნდა ვქნა.. ბიჭებს ვკითხო რჩევა? მკითხავენ რაღაც სიბილწეს და დავჟეჟავ როგორც საჭიროა...საღამოს რვა იყო რომ ჩამეძინა, ასე ადრე 10-11 წლის რომ ვიყავი ბოლოს მაშინ დავიძინე, დილით ადრე ავდექი,ბოლოჯერ გავიფიქრე ანასთან დარეკვა,მაგრამ რატომღაც არ მინდოდა იმ ბიჭების კატეგორიაში „გავსულიყავი“ ტვინის ტ*ვნა რომ იციან. *** დადგა ნანატრი ზაფხულის არდადეგები,მართალია ორი შეტენილი საგნით,მაგრამ მაინც ხომ დადგა.. თიკუნას იშვიათად ვნახულობდი, ძირითად დროს ვატარებდი ბიჭებთან ერთად უაზრო ხეტიალში, ივლისის ბოლოს ბათუმში გადავწყვიტეთ წასვლა. გიოს არ ეცალა, შვებულება არ მისცეს, მე,ნიკო და გურიკა ივლისის 28ში უკვე ბათუმში ვიყავით. ნიკომ პირველივე დღეს გაიცნო ვიღაც რუსი თუ უკრაინელი გოგოები და რამდენიმე დღე ნომრიდან არ გამოგვიყვია თავი. ყველაფერი მეტისმეტად უაზროდ იყო. *** - ვაიმე ჩქარა!! მაშველი! იქ ვიღაც იხრჩობა, სასწრაფოდ! წყალში მუხლამდე ვიყავი შესული ქალის ყვირილი რომ გავიგე. ნელის განსაკუთრებული მოთხოვნით მთელი 4-5 წელი ცურვაზე ვიარე, მოცურავედ მზრდიდა, მხოლოდ მოცურავედ არა, სადაც კი რაიმეს გაიგებდა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო, გიჟივით დამარბენინებდა წინ და უკან. ჰორიზონტს თვალი შევავლე, მოშორებით ვიღაც აშკარად იქნევდა ხელებს. სწრაფად გავცურე, საშინელი მიმოქცევა იყო, ბიჭს უკვე ძალა აღარ ქონდა, ჩემი მიახლოვებისას ფსკერისკენ წავიდა. რის ვაი ვაგლახით და საკუთარი თავის ლანძღვით ნაპირამდე გამოვედით, ბიჭს ცალკე ასულიერებდნენ, მე ცალკე... -გონებაზეა...გონებაზე... აი ასე.. - მშვიდად საუბრობდა „მაშველი“ ფეხზე წამოვდექი , ბიჭი ქვებზე დაეწვინათ, მაშველი კი შეშინებული დასქეროდა თავზე - ლაშა? - გაოცებულმა დავხედე ბიჭს - ყოოჩაღ შვილოო, როო დავინახე ეს საცოდავი როგორ იქნევდა ხელეებსაა ლამის გული გამისკდა და ლამის მე შევცურე - გადმომხედა ქალმა, რომელიც ცოტახნის წინ შეშინებული ყვიროდა - კარგად ვარ,კარგად.. - ლაშა წამოჯდა - უბრალოდ ფეხი.. არ ვიცი რა ჯანდაბა მომივიდა, ზოგადად.. ცურვა ვიცი კარგად.. უფრო ახლოს მივედი - არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.. - ამომხედა და გაშრა - თქვენს გადასარჩენად მოვევლინე ამ სამყაროს.. - გაგი.. გაგი ხო?.. ჯერ ჩემი და.. ახლა მე.. დასაკარგი კაცი არ ხარ შენ! - კარგადაა ხალხო, დავიშლოთ.. დავიშალოთ მეთქი.. აბა თავს გაუფრთხილდი - წამოდგა „მაშველი“ და ხალხს ხელით ანიშნა ლაშას მოშორებოდნენ - არა.. მეგონა უკვე მოვკვდი თქო ტოო.. ეს რა უბედურება იყო..- გააგრძელა ლაშამ - გაგიმართლა მე რომ აღმოვჩნდი აქ - გავიღიმე და გვერდით მივუჯექი - ოჯახთან ერთად ვარ აქ, ანაც აქაა... სასტუმროში არიან,აქვე ახლოს.. დღეს ჩამოვედით და ჯერ დალაგების პროცესში არიან, მე უბრალოდ ვეღარ მოვისვენე და ... - ჰო..აშკარად ვერ მოისვენე.. მე ძმაკაცებთან ერთად ვარ, საჭმელად გავიდნენ - ერთი სიტყვით.. გადამეხადოს. - რა სისულელეა.. თავს გაუფრთხილდი... - აი ანას მოდის.. ანა მოგვიახლოვდა, ზედ არც კი შემომხედა - გაგიმარჯოს - ვუთხარი და წამოვდექი - გაგიმარჯოს.. - თქვა ისე,რომ არც კი შემოუხედავს. მოკლე სარაფანი სწრაფად გაიხადა და წყლისკენ წავიდა. ულამაზესი იყო,თვალი საჩქაროდ მოვარიდე,ლაშას მშბლები მოგვიახლოვდნენ - შენ ვერ დაიცადე ხო რომ ჩვენც წამოვსულიყავით.. - დაიწყო საუბარი ქალმა. - უი, ეს ბიჭი მეცნობა... - გამარჯობათ.. - შენ.. - კი, ეს ის ბიჭია.. - თვალი ჩაუკრა ლაშამ. ანას მშობლები ჩვენგან მოშორებით მოეწყვნენ. - ანას რა ჭირს? - ჩამოვჯექი - სავარაუდოდ ნაწყენია, ერთხელაც არ მომიკითხაო, ჩხუბობდა-სიცილით თქვა ლაშამ - მე,უბრალოდ, შეწუხება არ მინდოდა.. - დაიკიდე, მეც ეგრე ვიზავდი.. ახლა უბრალოდ ერთი რაღაც მშლის ნერვებზე.. ერთი თვე გავიდა და ის ახ*რები კიდევ ვერ მოვიმწყვდიე კარგად, ოღონდ გაგი თუ ვიპოვე.. - გამოვ*ლევდი და თუ ამიხსნი რას ამბობ კარგი იქნება - ბიჭო ის ბიჭები, ანამ რომ ზღაპარი მოყვა და ყველამ დაუჯერა.. აი ის სკეიტიო ტოო, რა სისულელეა... შენ გჯერა რო ბიჭი რომელიც ისე გარბის თავისთვის ისე დაეჯახება გოგოს რომ თავი გაუტეხოს? - ვერ მივხვდი - გუგა ჭოლაძე - და ვინაა? - ჩვეულებრივი ს*რი, რომელსაც რომ ვიპოვი ტვინს გავასხმევინებ - მოყევი აბა - სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ჩემში „ცუდმა მემ“ გაიღვიძა. ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ამ ვიღაც გუგაზე შურისძიება... ანას ვიღაცამ განგებ დაუშავა და მე ერთხელ არ მოვიკითხე.. და რას ფიქრობს ახლა ის ჩემზე..ფიქრობს რომ რიგითი კრეტინი ვარ, რომელსაც ერთი დარეკვა, ან სულაც შეტყობინების მიწერა დაეზარა... ლაშას მოყოლა უნდა დაეწყო ანა რომ მოგვიახლოვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.