შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი თითები (ნაწილი 6)


26-06-2016, 21:45
ავტორი Nude
ნანახია 4 425

მთელი საღამო მარტო იყო მარიამი, რადგან იოანე საქმეებზე იყო გასული და ვინაიდან და რადგანაც, მარიამის მდგომარეობის გამო მისი წასვლა ვერ მოხერხდა, ორმაგად უწევდა ყველაფრის მოგვარება.
აღარ უნდოდა ეფირქრა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა, იმიტომ რომ მოხდა და მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი ორივესთვის. არ იყო მათთვის პრიორიტეტული ახსნა და ბევრი სიტყვების რახა–რუხი. რაც ითქვა, ის იყო სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვა მეტი არაფერი. არ იცის, რა ელოდება მომავალდი, როგორი ურთიერთობა ექნებათ მას და გაბრიელს, ეკას, იოანეს დას და მის ქმარს, ასევე მის ძმაკაცებსაც, როგორ შეეწყობიან მარიამს და შეეგუებიან ამ ახალ ამბავს, მაგრამ იოანეს იმედი ყველაფერში აქვს და ისიც იცის, რომ ყველაფერს კაცი მოაგვარებს.
უკვე ძალიან მობეზრდა მარტო ყოფნა, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. უცბად დარეკა კატუსასთან და როგორც კი უპასუხა გოგონამ, იმ წამსვე იგრძნო, თუ როგორ მოენატრა თავისი მეგობრები.
– კატუს, როგორ ხარ? – მხიარულად ჰკითხა და აივანზე გავიდა.
– მარიაამ... ისე კარგად, ისე, რომ მეტი არ შეიძება. – აშკარა ბედნიერება ჩანდა გოგონას ხმაში.
– რა ხდება? – დაინტერესდა უმალ გოგონა.
– გუშინ, დაჩი და ნატალი შერიგდნენ, თან ნატალი ცოლობაზეც დათანხმდა და წავიდნენ აგარაკზე. ნეტა იცოდე, როგორ და რამდენი ხანი ალამაზებდა სახლს დაჩი, ჩემ გოგოს ყველაფერი იდეაურად უნდა ჰქონდეს პირველადო. – ერთხმად აკაკანდნენ ორივე, რომ წარმოიდგინეს ნატალის განერვიულებული სახე, როგორ ,,იმის’’ დრო მოვიდოდა. – დარეკეს ღამე, მინიმუმ 2 კვირა არ ჩამოვალთ და ვინმე რომ ამოხვიდეთ აქ და მყუდროება დაგვირღვიოთ, ჩემი ხელით მოგკლავთო.
– ისე ვარ გახარებული მაგათი შერიგებით, თუ უნდათ ერთი თვე ნუ ჩამოვლენ. ჰო, შენ კიდე, ისე ნუ იქცევი, თითქოს არ ნერვიულობდე მაგ თემაზე. – კბილი გაკრა მარიამმა და არხეინად გადაიდო ფეხი–ფეხზე.
– მე, რატომ უნდა ვნერვიულობდე? კიდევ დიდი ხანი არ მექნება მაგაზე სადარდებელი, ჯერ არაფერს ვაპირებ.
– კაი, მართლა? – ირონიულად ჰკითხა მარიამმა და ეშმაკური ტონით დაიწყო მისი გაბრაზება. – შენ რომ არ აპირებ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა არ დააპირებს, ამიტომ, ასე უდარდელად ნუ იქნები, მაინც, რა იცი რა ხდება.
– რაზე მიმანიშნებ, მარიამ? – წარბები ჰაერში აზიდა გოგონამ და ნერვიულად გადაისვა თითები თავზე.
– არაფერზე საერთოდ. – ისეთი ტონით უთხრა, ეს რა მაკადრეო.
– შენი ბედოვლათი ძმა მაინც არაფერს აპირებს ჯერ და მეც ამიტომ ვარ მშვიდად. დაგაკმაყოფილა პასუხმა?
– სრულებით, მაგრამ რა იცი რომ ჩემ ძმაზე მქონდა გმახვილებული ყურადღება? ათასი ბიჭი ტრიალებს შენ ირგვლივ და რა ვიცი, იქნებ მოგწონს კიდეც მათგან რომელიმე.
– ოოო, საზიზღარი გოგო ხარ. მოკლედ, რა! ამ და–ძმას, როგორ შეგიძლიათ ასე უცბად ამაჭარხლოთ, ვერ ვხვდები.
– ვერც მიხვდები, ჩიტოო. – ჩაიცინა და ოთახში შემოსულ იოანეს მოკრა თვალი. – კაი, წავედი მე. ნიკო მომიკითხე. მოგვიანებით დაგირეკავ. – სწრაფად გაუთიშა და გადაღლილ კაცს ხელები კისერზე მოხვია. – მაპატიე, რა, სულ ჩემი ბრალია ასეთი დაღლილი რომ ხარ ახლა. – ბუზღუნით უთხრა და ქვედა ტუჩი საყვარლად გადაატრიალა.
– შენი, რა ბრალია, მარიამ? – გაიცინა იოანემ და სახე მის ყელში ჩარგო, ყელიდან კი თმებზე გადავიდა. – როგორ მიყვარს შენი კანის და თმების სუნი, ნეტა იცოდე... – დაიჩურჩულა და ასე, ფერებ–ფერებით მიიყვანა ლოგინამდე. – ნუ გეშინია, ზედმეტად ტრადიციული კაცი ვარ. ცოტას მოგეფერები, თორემ უკვე აღარ შემიძლია და გავჩერდები.
დანარჩენი ერთი კვირა ბედნიერების და საქმეების მეტი არაფერი ყოფილა. გამოჯანმრთელების შემდეგ, თითქმის ყოველ საღამოს გადიოდნენ სანაპიროზე, ერთობოდნენ, ერთმანეთს უკეთ იცნობდნენ, ბევრს საუბრობდნენ. პრინციპში, ბევრს მარიამი საუბრობდა, თორემ იოანე საერთოდ არ ლაპარაკობდა, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში. ,,ცოტას ეფერებოდა’’ კაცი ყოველ წამს, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ, შემდეგ კი, დარჩენილი დრო, საბუთებს ჩაკირკიტებდნენ ერთად.
ორი კვირა არც საჭირდათ იქ გაჩერება, რადგან ბოლო რამდენიმე დღეში იმდენი იმუშავეს, ბევრად უფრო მალე მოუწიათ ჩამოსვლა. დადგა თუ არა ფეხი მარიამმა საქართველოში, გული სხვანაირად აუფრთხილდა. მაინც ასეა, სამშობლო, მშობლიური ჰაერი, ქალაქი... ყველაფერი ის ძალიან აშინებდა, რაც წინ ელოდა. აკანკალებულ ხელზე ხელი მოკიდა მარიამს და ისეთი თვალებით გადახედა პირდაპირ რომ ამშვიდებდა.
– ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები, პატარავ. – უჩურჩლა, მისკენ გადაიხარა, ლოყაზე ნაზად აკოცა და მათკენ წამოსულ საძმაკაცოს, რომელსაც მხოლოდ ერთი გოგო მოჰყვებოდა, ღიმილით შეხედა.
იოანეს ერთი–მეორეს მიყოლებით ეხუტებოდნენ და სასაცილო კომენტარებთან ერთად თბილსაც არ იშურებდნენ. მხოლოდ მას შემდეგ შეხედეს მარიამს, როცა ერთმანეთის მოსიყვარულებას მორჩნენ, ასე თუ ისე. დაბნეულმა ააფახუნა თვალები, გოგონა რომ მოეხვია, თან ისე თბილად და განგრძლივად, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.
– გაიცანით, მარიამი. – გაიღიმა იოანემ და თვალი ისე ჩაუკრა, მგონი ვერავინ შენიშნა მისი ჟესტი. – მიშო, ლეო, ნინი, ერეკლე და გაბრიელი. ნინი ლეოს ცოლია. – გააცნო ხუთივე მათგანი.
– სასიამოვნოა. – გაიღიმა გოგონამ და სათითაოდ დააკვირდა, რომ გაერჩია, ვინ–ვინ იყო.
– ჩვენთვისაც რძალო. – გაიკრიჭა მიშო და იოანეს გახედა. – ასე, დიდი ხანი უნდა ვიყოთ? წავიდეთ ტო, გაბრიელი გიჟს გავს, ისე ენატრები. – გაიცინა და მარიამს ხელი გადახვია. – ვიცი, რომ ჯერ რძალი არ ხარ, მაგრამ სულ მინდოდა იოანეს პირიდან წარმოთქმული ,,მიყვარს’’ გამეგო და ვინაიდან და რადგანაც, გავიგე, ზუსტად ვიცი რომ ბოლომდე ეყვარები, ბარემ აქედანვე ასე მოგმართავ. წინააღმდეგი, ხომ არ ხარ?
დაბნეულმა და ერთიანად აფორაჟებულმა გოგონამ, ვერაფრის თქმა მოახერხა. იოანეს გახედა, რომელიც თვალებით უცინოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ მიშოს სიტყვებს ეთანხმებოდა. დანარჩენების მომღიმარ და ერთიანად ბედნიერ სახეს თვალი მოავლო და მხოლოდ მას შემდეგ თქვა:
– არ ვარ წინააღმდეგი.
ჟივილ–ხივილით მივიდნენ მარიამის სახლთან. იოანეს გარდა არავინ გამოსულა, თუმცა ყველა კოცნით გამოემშვიდობა. მანქანიდან გადმოიღო ბარგი და სადარბაზოში გოგონასთან ერთად შევიდა. ღილაკს დააჭირეს, რომელსაც ციფრი 7 ეწერა და გაჩუმდნენ.
– ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.– გაუღიმა კაცმა და შბლზე მიაკრო ტუჩები, როცა ლიფტიდან გამოვიდნენ.
– წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვუთხრა ყოველივე ჩემებს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, უკვე ეცოდინებათ ყველაფერი ნატალის მეშვეობით, მაინც ძალიან ვნერვიულობ. – სადარდებელი გაუზიარა შეყვარებულს.
– დავრჩები და ყველაფერს თავად ვეტყვი. – გაუღიმა კაცმა.
– მართლა? – თვალები გაუბრწყინდა მარიამს.
– მართლა. დავურეკავ ბიჭებს, რომ წავიდნენ. – სწრაფად უთხრა მარიამს, ასევე სწრაფად აუხსნა სიტუაცია ბიჭებს და ზარის ღილაკსაც მიაჭირა თითი.
მარიამისაგან განსხვავებით, იოანე საერთოდ არ დარდობა, რადგან ფიქრობდა, რომ ცუდს არაფერს აკეთებდა. ისე მალე შეუყვარდა, თავადაც კი უჭირდა დაჯერება, მაგრამ... არც მარიამი იყო პატარა რომ ამის გამო ჰქონოდათ პრობლემა თავისიანებს და მითუმეტეს არც თვითონ იყო პატარა, 29 წელს ასრულებდა მალე.
კარი ნიკომ გააღო ღიმილით, მაგრამ არც იოანეს დანახვის შემდეგ შეცვლია გამომეტყველება, თითქოს ელოდა კიდეც.
– მობრძანდით. – გვერდზე გაიწია და სახლში შეატარა და და მისი შეყვარებული.
– აი, აქ შეიტანე ბარგი. – გაუცინა იოანეს მარიამმა და თავისი ოთახისკენ ანიშნა.
იოანეც მორჩილად წავიდა ოთახისკენ, კარი გააღო და იქვე დადო. მალევე გამოვიდა.
– ნიკო. – ხელი გაუწოდა ღიმილით კაცმა.
– იოანე. – ხელი ჩამოართვა და მარიამს გახედა, თვალებით და მიმიკებით ეუბნებოდა, დამშვიდდი, თორემ არ ვიცი, რას გიზამო.
– შევიდეთ, რა, დავსხდეთ. – თქვა მარიამმა და მისაღებში შეიპატიჟა.
– ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი. – გულახდილად წამოიძახა ნიკომ. – ჩემი და ბოლოს, როდის იყო ასეთი ბედნიერი, არ მახსოვს.
– მიხარია! – გულწფელად უთხრა იოანემ.
– დედა, რას არის?
– მაღაზიაში ჩავიდე, წესით მალე უნდა ამოვიდეს უკვე.
– რაღაც მაქვს სათქმელი და დაველოდოთ მაშინ. – თქვა ჯახველაძემ.
– ჩაი, ყავა, ლუდი? რას მიირთებ?
– არაფერს, დიდი მადლობა.
სანამ ნინო ამოვიდოდა, ცოტა–ცოტა ისაუბრეს. სიცილი უკვე აღარცერთს შეეძლოთ, როცა ნიკო კატოს და თავის ამბებს ყვებოდა. მშვენივრად გაუგეს ბიჭებმა ერთმანეთს, აღფრთოვანებულიც კი დარჩნენ ერთურთით.უკვე გვძნობდა მარიამი, რომ აღარ უნდა ენერვიულა და მშვენივრად ხალისობდა იოანეს გვერდით მჯობი. მისაღებში ნინო რომ შემოვდა, მონატრებულ შვილს ისე ეხუტებოდა, კარგა ხანი არ გაუშვია, თან იმდენ საალერსო სიტყვას ეუბნებოდა, გააბრუა გოგონა. მარიამიც, მხიარულად კისკისებდა დედის მკლავებში.
– გამარჯობა. – ფეხზე წამომდგან იოანეს მიესალმდა და მის გამოწვდილ ხელს, თავისი შეაგება.
– გამარჯობა.
– დეე, იოანეს ეჩქარება და რაღაცის თქმა სურს... – ჩურჩულით უთხრა ქალს მარიამმა. – დავსხდეთ.
– დავსხდეთ. – დაეთახნმა ქალბატონი ნინო.
– გეცოდინებათ, ვინ ვარ. – დაიწყო დაძაბულმა. ლაპარაკი არ უყვარს, არადა წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა თქვას სათქმელი მოკლედ. – თქვენი ქალიშვილი რომ ძალიან მიყვარს, ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ, რადგან ისეთი რამ უნდა გითხრათ, ყველაფერი ისედაც ნათელი გახდება. დიდი ხანი არ არის, რაც მარიამს ვიცნობ, მაგრამ ეს დრო, სრულიან სამკარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ასეთი დიდი გადაწყვეტილებები მიგვეღო ორივეს. ვფიქრობ, დიდი ხანი არ დაველოდები და მალე მოვიყვან ცოლად, რადგან არც ერთი ვართ იმ ასაკში, რომ ჩვენ გრძნობებში გარკვეული არ ვიყოთ. მე და მარიამმა ვისაუბარეთ უკვე ამაზე და მგონი, არც მარიამი წინააღმდეგი. ვფიქრობ, საკმაოდ გათვითცნობიერებული აქვს ჩვენი მდოგმარეობა და როგორც მან მითხრა, მზად არის ამ ყოველივესთვის, კონკრეტულად ოჯახისთვის. არ ვიცი, გითხრათ თუ არა, მაგრამ მე შვილი მყავს, 3 წლის გაბრიელი. თქვენთვის ეს შეიძლება პრობლემა იყოს და მე ეს შესანიშნავად მესმის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, წინააღმდეგი მაინც არ იქნებით ჩვენი შეუღლების. – გაჩუმდა. ვეღარაფერს იტყოდა, სათქმელი უკვე ისედაც თქვა, ახლა, მხოლოდ მათ მოსასმენად ემზადებოდა.
– თუ მარიამი მზად არის ამ ყველაფრისთვის, ჩვენ ორმაგად ბედნიერები ვიქნებით. – თქვა ქალბატონმა ნინომ და ნიკოს გადახედა, ხომ მეთანხმებიო. მისგან თანხმობა როგორც კი მიიღო, განაგრძო. – მეც ვფიქრობ რომ თქვენ აბსოლიტურად მზად ხართ ოჯახისთვის. მეტს აღარაფერს ვიტყვი, რადგან მარიამს უკვე ვესაუბრე და ისიც ვიცი, რას ფიქრობს. გაბრიელი კი, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი არის და მე ეს ძალიან მახარებს. რაც უფრო მალე გავიცნობ მას, მით უფრო ბედნიერი ვიქნები, თქვენ კი, შვილებო, ბედნიერებას გისურვებთ. – გაიღიმა. – არა, მაინც როგორ ვემზადებოდი იმისთვის, რომ არ მეტირა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი. – ცრემლები სალფეტკით მოიწმინდა და ორივეს ძალიან თბილად აკოცა.
– აუ, ბიჭო, რას მიკეთებთ? – სასოწარკვეთილმა ნიკომ თქვა, – გავათხოვე ორივე და ორ კვირაში. – ახარხარდა და სიცილში დანარჩენებიც აიყოლა.
– მე რა მეშველება, მე, თორემ შენ კიდევ არაფერი გიჭირს. შენც რომ მომიყვან მალე ჩემ კატოს, რა უნდა ვთქვა საერთოდ? – გაიღიმა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
– ეეჰ, დედა, შენ არ იცი ის რა ალქაჯია. ასე მალე ვერ დავითახნმებ, თორემ დიდი სიამოვნებით.
– მე სულ სხვანაირად რატომ ვფიქრობ?! ასე ვერ გაგიშვებ, აუცილებლად უნდა მოგართვა რამე და ხომ დაგვეწვევი? – ჰკითხა იოანეს ნინომ.
– კი, დავრჩები. – თავი დაუქნია და ღრმად ამოისუნთქა.
ეუხერხულა ასე წამოსვლა და იმიტომ გადაწყვიტა დარჩენა. მარიამის თითები რომ იგრძნო თავის ხელზე, მომენტალურად გაიბადრა.
მთელი საღამო, საუბრობდნენ, შესანიშნავად გაიცნეს ერთმანეთი და ბევრი ინფორმაციაც გაცვალეს. არ ელოდა იოანე ამას, უფრო სწორად, შეიძლება ითქვას რომ ასეთ საღამოს საერთოდ არ ელოდა. კი იცოდა, რომ დადებითად შეხვდებოდნენ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა იმ სითბოს, რომელიც მათგან მოდიოდა, მაინც გაოცებამდე მიყავდა იოანე. ნატალი და დაჩის სატელეფონო ზარით ჩაერთვნენ საუბარში და მოკლედ, შესანიშნავად ჩაიარა ყველაფერმა. წამოსვლისას, თბილად ჩაეხუტა დედა–შვილი იოანეს და მარიამს გადახედეს.
– მარიამი ჩემთან ერთად წამოვა, თუ შეიძლება, თორემ დედაჩემს ისე უნდა მისი ნახვა, გაგიჟდება რომ არ მივუყვანო დღესვე. – გაიცინა იოანემ.
– არ არის პრობლემა. – თქვა ნინომ და სახლში შებრუნდა, გული მაქვს აჩუყებული, სად შემიძლია ამხელა ბედნიერების ასე მალე გადახარშვაო.
– შენ არ წამოხვალ? – ჰკითხა ნიკოს იოანემ.
– არა, მირჩევნია, დღეს დავრჩე და როცა გინდათ, შევიკრიბოთ სადმე, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.
– აუცილებლად.
მთელი გზა თითებს იმტვრევდა მარიამი. ყველაზე მეტად, გაბრიელთან შეხვედრის ეშინოდა. ეშინოდა, დიახ, რადგან პატარა ბავშვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ გაიგოს, მაინც რთული და დამაბნეველი იქნება მამამისის გვერდით ქალი, რომელსაც არ იცნობს და რომელიც სულ მალე მათთან იცხოვრებს. ეკატრინეზეც ნერვიულობს. ვერასდროს იტანდა და ახლა, არ იცის, როგორ უნდა შეეგუოს, თუმცა იოანეს სახლში მისულებს, სრული გადატრიალება დახვდა.
ისეთი სიხარულით ჩაეხუტა ეკა გოგონას, რომ კინაღამ თვალები ბუდიდან გადმოსცვივდა. ასეთი განსხვავებული თუ იქნებოდა სამსახურის გარეთ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. მთელი საღამო თავზე დატრიალებდა წყვილს და ხან ერთს მოეალერსებოდა, ხანაც – მეორეს, თან ეტყოდა ხოლმე გაოცებულ მარიამს:
– ვიცი რომ ასეთი ვერ წარმოგედგინე, მაგრამ სამსახურში ასეა საჭირო, თბილი უფროსი, ბევრს ვერაფერს მიაღწევდა თანამშრომელებთანო.
რაღაც მხრივ, მართალი იყო, მაგრამ ასეთი რადიკალურობა... რა ვიცი, რა ვიცი... მთელი იოანეს სამეგობრო მათთან ერთად იყვნენ, უნდა ვიგულაოთ დღესო. – სიცილით უთხრა ლეომ. გაბრიელს ჯერ ეძინა, არ უნახავს და უკვე გრძნობდა, რომ სულ მალე ნერვები უმტყუნებდა, მაგრამ ამავდროულად, იოანეს თითები არ აძლევდა ,,დანებების’’ საშუალებას.
– მამიკო მოვიდაააა! – უკნიდან მოესმა ბავშვის ხმა ყველას და მისკენ შებრუნდნენ.
თვალები გაუნათდა მარიამს. მის წინ დაპატარავებული იოანე იდგა. ასეთი მსგავსება შვილს შორის ჯერ არ ენახა. თმა აბურძგნული, ლოყებ აწითლებული, ახალგაღვიძებული გაბრიელი ისეთი საყვარელი იყო, რომ შეჭმა მოუნდა ბავშვის. ბაგეებზე ღიმილმა გადაურბინა, როცა იოანე აჟიტირებული ბავშვისკენ დაიხარა და ხელები მოხვია.
– მამიკოს, ყველაზე მაგარი ბიჭი. როგორ მომენატრე, მაა. – თბილად უჩურჩულა კაცმა და ხელში აიყვანა.
– მეც მომენატრე. რაღაცეები უნდა მოგიყვე, ნიტაზე. – ყურში ჩასჩურჩულა სხვას რომ ვერ გაეგო. მერე ხმამაღლა ატიტინდა, სანამ მარიამს დაინახავდა. – ეს გოგო ვინ არის?
– ჩემი ცოლი. – მოკლედ უთხრა. – ქალი, რომელიც მიყვარს და სულ მალე ჩვენთან იცხოვრებს.
– ცოლი? – დაიბნა ბავშვი და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ანერვიულებული , მაგრამ მაინც მომღმარი გოგონა. – შენ არ თქვი ცოლს არასდროს მოვიყვანო? – ეშმაკურად გადახედა მამამისს და კოპები შეკრა. – მომატყუე?
– არ მოგატყუე, მაშინ ასე ვფიქრობდი, ახლა კი, სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. – ღიმილით აუხსნა შვილს და ძირს დასვა.
– ბეე, შენ არ გაგიხარდა მამაშენი ბედნიერი რომ არის და მალე პატარა და–ძმები გეყოლება? – არა, რომ არ ააჭარხლოს რძალი, ისე ხომ ვერ გაუშვებდა დღეს. – რა ვქნა, იოანე, – გახედა შვილს, როცა კაცმა დაუბღვირა, – შვილიშვილები მინდა.
– როგორ არ გამიხარდა. – დიდი კაცივით თქვა და მარიამთან დინჯი ნაბიჯებით მივიდა.
საუბრის მანერა, გონება, სიარული, ყველაფერი მამამისის მსგავსი ჰქონდა. რა გასაკვირი იქნება, მარიამი ასე მალე რომ გაგიჟდა ბავშვზე.
– გაბრიელი. – პატარა ხელი გაუწოდა კოპებ შეკრულმა მარიამს.
– მარიამი. – ჩაიცუცქა და ხელი ჩამოართვა უსაყვარლეს ბავშვს.
სანამ სახლში წაიყვანდა იოანე მარიამს თავზე დაიმხეს ლამის სახლი. ეკა გაეცალათ მალევე, ბავშვებს წესიერად დაგაცდით გართობასო. გაბრიელი ხან მამას ეფერებოდა, ხან მარიამს აკვირდებოდა. ვერ ბედავდა მის მოფერებას, მაგრამ სამაგიეროდ მის კალთაში მშვენივრად იყო მოკალათებული. იმდენად თბილი და ტკბილი იყო გაბრო, არც მარიამი ერიდებოდა მის კოცნას და მოფერებას. იოანე ბედნიერებისაგან ბრწყინავდა, ასე მალე და ასე კარგად რომ გაუგეს მისმა ცოლმა და შვილმა ერთმანეთს, თუმცა სხვანაირად არც კი წარმოედგინა, ისე ჰყავდათ გაზრდილი მას და ეკას.
მუცელი სტკიოდა მარიამს უკვე ამდენი სიცილისაგან, მაგრამ მიშო არა და არ ჩერდებოდა. ნინიც ძალიან საყვარელი გოგონაა, მალევე გაუგეს ერთმანეთს, თან ძალიან კარგადაც გაუგეს, არც ლეო იყო ჯმუხი, რასაც გაბრიელზე ვერ ვიტყოდი. იმდენად სერიოზული იყო, იოანეს ვერ უჯოკრავდა, მაგრამ ძალიან ბევრიც არ ეკლდა მაქამდე, თუმცაღა მარიამი ამ უთმელობაშიც ძალიან დიდ სითბოს იჭერდა. საერთოდ, იოანეს სამეგობროდან ყველა არაჩვეულებრივად თბილად ექცეოდა, ისე, რომ ვერ გრძნობდა უცხოდ ყოფნას.
იოანემ რომ თქვა მარიამს სახლში წავიყვან და მოვალო, გამრიელმა მეც გამოვალ, მეც ხომ უნდა გავაცილოო. ამაზე სიცილი აუტყდა ყველას. ხელი ჩაკიდა და ერთად გაიარეს გზა მანქანამდე.

* * *
თითქმის ერთი თვე გავიდა იმ ამბების შემდეგ. დღეს უკვე ჯვრისწერა აქვთ. სასტიკი უარი განაცხადა მარიამმა ქორწილზე, იოანეც გახარებული დათანხმდა, რადგან არც მას უნდოდა. გაბრიელი მშვენივრად შეეწყო მარიამს, მეტიც, უკვე ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. ყველაგან, სადაც კი მარიამი დაჰყავდა იოანეს, ავტომატურად გაბრიელიც მიდოდა, რადგან გოგონა სთხოვდა სულ, ბავშვის გარეშე არ წამოხვიდეო. ბოლოს უკვე წუწუნზე გადავიდა იოანე, მარტო ვერ მოგიხელთე ვერსად, რას ვიფიქრებდი, ასე თუ გამიჩალიჩებდითო. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, თორემ სინამდვილეში უსაზღვროდ ბედნიერი იყო მათი ასეთი შესანიშნავი ურთიერთობით.
ეკასთანაც ძალიან კარგად იყო, მოუწია დაახლოვება, რადგან თითქმის ყოველ მეორე დღეს იოანეს სახლში ატარებდა მარიამი. შეეგუა იმ ფაქსაც რომ რადიკალურად განსხვავებული ეკატერინე იყო სახლში და სწორედ ამიტომ შეუყვარდა, რადგან მისი ნამდვილი სახე დაინახა და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მისით აღფრთოვანებულია.
ნინომაც გაიცნო გაბრიელი და ეკა, ისეთი გახარებული და აჟიტირებულები იყვნენ ქალბატონები იმ დღეს, იოანე და მარიამი სიცილს ვერ იკავებდნენ. გაბრიელმა მთელი მარიამის ოჯახი და სამეგობრა გააოცა, იმდენად მალე შეძლო მათთან დახლოება და სითბოს გამომჟღავნება. დაჩიც და ნატალიც მალე ჩამოვიდნენ და ორმა ,,სასტავმა’’ ერთმანეთი გაიცნეს, შემდეგ კი ერთ მთლიანობად იქცნენ.
ჯვრისწერა საოცარი იყო. თეთრ უბრალო კაბაში გამოწყობილი მარიამი და შარვალ–კოსტუმში იოანე. ორივე ძალიან კარგები, რომლებსაც გვერს მამის მსგავსად გამოწყობილი გაბრიელი უმშვენებდა. ბევრი არავინ იყო, მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანები.



№1  offline წევრი Serenay

ჩემო თბილო, ტკბილო მარმელადო. არაჩვეულებრივია მოვლენების სწრაფად განვითარებაზე აღარაფერს ვამბობ. კარგია, რომ არ აგვიანებ❤️❤️

 


№2  offline მოდერი Nude

Serenay
ჩემო თბილო, ტკბილო მარმელადო. არაჩვეულებრივია მოვლენების სწრაფად განვითარებაზე აღარაფერს ვამბობ. კარგია, რომ არ აგვიანებ❤️❤️

როგორ მიყვარხარ შენ მე და რა თბილი მყავხარ ნეტა იცოდე...
--------------------
bailey

 


№3 სტუმარი ^^^

ასეთი სიტკბო არ ჩაამწარო ზედმეტად გთხოვ რაა :დ <3

 


№4  offline მოდერი Nude

^^^
ასეთი სიტკბო არ ჩაამწარო ზედმეტად გთხოვ რაა :დ <3

არ ვაპირებ. love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent