შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (9)


11-02-2016, 22:19
ავტორი elenika.13
ნანახია 2 392

მარიამმა ბარგის ჩალაგება დაამთვარა და ფიქრებში ისე იყო გართული, რომ ვერც კი მიხვდა როგორ დახურა მესამე ჩემოდანი. ჩალაგებას ყოველთვის დიდ დროს უთმობდა. ახლა კი ვერც კი მოვიდა გონს , როგორ გავიდა ერთი საათი მის დასრულებამდე. ახლა რა უნდა ქნას? დაელოდება გეგას და იმედია, დასამშვიდობებელი საღამო მაინც ექნებათ. არ იცის როგორ უნდა გაატაროს დრო თბილისში გეგას გარეშე. მართალია, იქ მეგობრებიც დახვდებიან, მაგრამ გეგა მისთვის სულ სხვა სფეროა. კარგია გოგონებს თბილისში წამოსვლის შესახებ არაფერი რომ არ უთხრა, თორემ თვითმფრინავის გაფუჭების ამბავი რომ გაეგოთ ალბათ, ფეხით ჩამოვიდოდნენ მასთან და პილოტს საკუთარი ხელით დაახრჩობდნენ. ახლა კი, აზრზეც არ არიან, რომ მარიამი ერთ-ერთ ქალაქშია გაჭედილი და ხვალ მათთან მიფრინავს. უკვე წარმოიდგინა მათი სახეები და სიცილი მოუნდა. მშობლებმა რომ გაიგეს მარიამი ქალაქში არისო გაჭედილი ყოველდღე ურეკავდნენ მას და სთავაზობდნენ კერძო თვითმფრინავით ჩასულიყო თბილისში, მაგრამ გოგონამ მკაცრი უარი განაცხადა. მაშინ თავის გრძნობებში ბოლომდე გარკვეული არ იყო, მაგრამ არ უნდოდა გეგას მოშორებოდა და განმარტოებით ყოფნის სურვილი მოიმიზეზა აქ დასარჩენად.
ცოტახანში ოთახის კარი შემოაღო და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილ გოგონას დააცქერდა. მარიამმა არ იცოდა რა უნდა ექნა. გეგა შემდეგ ქმედებებს ელოდებოდა. გეგამ კი მხიარული ტონით იკითხრა:
-ვაა ჩაბარგდი?
-კი ცოტახნისწინ დავასრულე. შენ არ აპირებ?-ნაძალადევი და სევდიანი ღიმილი დაუბრუნა.
-კი, მაგრამ მე ბევრი არაფერი არ მაქვს ჩასალაგებელი და ცოტახანშ დავიწყებ.-მხიარულ განწყობას ინარჩუნებდა ბიჭი. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და თვითონაც გგონას გვერდით წამოკოტრიალდა.-რას აპირებ თბილისში ჩასვლის შემდეგ?-ჰკითხა მან ინტერესით.
-პირველ რიგში, მონატრებულ ხალხს ვნახავ და ვეცდები კარგად გავატარო ის დრო, რომლის გატარებასაც საქართველოში ვგეგმავ. შემდეგ კი ალბათ, რუსეთში დავბრუნდები, დედაჩემთან. -სახეგაბრწყინებულმა უპასუხა თავისი მეგობრების და მშობლების გახსენებისა.-შენ რა აპირებ?-შეუბრუნა კითხვა და ინტერესით შეხედა თვალებში.
-მე ვეცდები დარჩენილი შვებულება წყნარად გავატარო და მომზადებული შევხვდე ჩემს სამუშაო გრაფიკს. მაგრამ სანამ თბილისში წავალთ, მოდი მანამდე აწმყოთი დავტკბეთ.-მრავალმნიშვნელოვნად უთხრა და მისკენ გადატრიალდა. ზემოდან მოექცა სუსტ სხეულს და გამომცდელად ჩახედა თვალებში. მარიამი ვნებამორეული თვალებით უყურებდა გეგას და შემდეგ მოქმედებას სუნთქვაშეკრული ელოდა. ბიჭმაც არ დააყოვნა და მოწყურებულივით დაეწაფა მის ტუჩებს. თურმე როგორ მონატრებიათ ერთმანეთი. თითქმის, ერთი დღე იყო გასული, რაც გეგამ მარიამის წვალების გეგმა შეიმუშავა და ცდილობდა ახლოს არ მიკარებოდა გოგონას, მაგრამ უკვე თავს ვეღარ იკავებდა. საერთოდ აღარ ანაღვლებდა თავის ადრინდელი გეგმა და მიზნები. ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარიამი და ის გრძნობები იყო, რომელსაც მის მიმართ განიცდიდა.



...
საღამო მშვიდობის. მოგესალმებით ყველას. იმედია მოგეწონებათ. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ახალ თავად ითვლება?:)))))

 


№2  offline წევრი elenika.13

Xo mgoni unda chaitvaloos :D

 


№3  offline წევრი anashka

ცოტა გაზარდე რა თავები :/ ☺ და მალე დადე ❤

 


№4  offline წევრი kiko

კარგია მომწონს მაგრამ დიდი მინუსია ის რომ ძალიან პატარაა :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent