შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადის ბრალია! (თავი 6)


27-06-2016, 01:32
ავტორი S T I L I N S K I
ნანახია 2 178

დილით დათქმულ დროს ავდექი ლოგინიდან,სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებდი თითქოს ბალიში ამიფეთქდაო.აბაზანაში შევედი ერთი საათი იქ მოვუნდი თავის მოწესრიგებას, ახლა კი ტანსაცმლის არჩევაღა დამრჩა გარდერობი გამოვაღე,ლურჯი ოდნავ ფართო ჯინსი, რომლის ტოტები ოდნავ გადავიკეცე all star-ის თეთრი,მაღალყელიანი კეტები დათეთრი მაიკა წარწერით ,,moon is clear,,თვალებზე შავი ფანქარი წავისვი,წითელი ტუჩსაცხი,ყელსაბამი და პატარა ჩანთა. სანამ წავიდოდი სამზარეულოში ერთიჭიქა ყავა მოვიდუღე მაცივარი გამოვაღე და ალპენ გოლდის თეთრი შოკოლადი გამოვიღე ცოტა ხანს ვუყურე ხან გადავაბრუნე ხან გადმოვაბრუნე ყველაფერი ,,შოკოლადის ბრალია,, გავიფიქრე ჩემთვის და ჩემი ყავის დალევას შევუდექი....
ყავის დალევას მოვრჩი თუ არა ჩანთა გადავიკიდე და სახლი დავტოვე. თხუთმეტ წუთში ტაქსი დათქმულიშენობის წინ გაჩერდა, საკმაოდ დიდიკომპანია იყო კართან დაცვა იდგა უნდა შევსულიყავი, რომ დაცვამ გამაჩერა
-აქ მუშაობთ?-მკითხა მკაცრად ერთ-ერთმა
-არა იცით მე... მე... გასაუბრებაზე ვარ მოსული
გზიდან გადადგა რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობაში შესვლის უფლება მქონდა შევედი თუ არაიქვე მაგიდასთან მჯდარ გოგონასთან მივედი
-უკაცრავად შეგიძლიათ მითხრათ კომპანიის უფროსი სად ვნახო??
-თქვენ ლიზა მაჩაბელი ხართ?-მკითხა გოგონამ
-დიახ!
-გასაუბრებაზე ხართ?
-კი გუშინ გამოვაგზავნე ჩემი cv და დღეს დაბარებული ვიყავი
-იცით... სამწუხაროდ უკვე ავიყვანეთ გოგონა
-კარგით-გულში ძლიერად რაღაც ჩამწყდა ერთადერთიიმედი ისმეორე კომპანია იყო. შენობა დავტოვე და მეორე კომპანიისკენ გავემართე...
შესასვლელში ისევ გოგონა დამხვდა.
-თქვენ ალბათ ლიზა ხართ ხომ?
-დიახ-ვუთხარი მე
-ბატონი დავითი თავის კაბინეტში გელოდებათ,წამობრძანდით და მიგაცილებთ.გოგონას უკან ავედევნე, შუშის კიბე ავიარეთ და გზას გავუყევით, აქეთ-იქით ვიყურებოდი, და აქაურობას ვათვლიერებდი. საკმაოდ დიდი შემოსავლის კომპანია ჩანდა ... თან ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა ძლივს მივდევდი ჩემს წინ მიმავალ გოგონას. გზაში ვიღაცას დავეჯახე და კინაღამ მთელი ფურცლები დაბლა დავაფანტვინე, უცებ გოგონა მუქი ყავისფერი ხის კართან გაჩერდა და ნაზად დააკაკუნა
-ბატონო დავით! გოგონაა მოსული გასაუბრებაზე. გუშინ cv რომ გამოაგზავნა.
-კიბატონო სალომე შემოვიდეს
-მიბრძანდით, მითხრა გოგონამ და იქაურობას გაეცალა...
ცოტას ვნერვიულობიდ, არა ცოტას არა, ძალიან ვნერვიულობდი ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი აღარ ვიცოდი საით გამეხედა
-აქამდე სადმე გიმუშავიათ ქალბატონი ლიზა?
-რა?აჰ...არა არსად, გთხოვთ უბრალოდ ლიზა დამიძახეთ
-კარგი როგორც გნებავთ. ახლა მითხარით რამე გამოცდილება თუ გაქვთ მდივნად მუშაობის სფეროში?
-იცით მე... მე არა-მგონი გავიჭედე, მთელი იმედები გადამეწურა
-ოო, ეს ცუდია -თქვა ბატონმა დავითმა და ხელები ერთმანეთს მიატყუპა დაპირთან მიიტანა-ორი ვარიანტია,ახლა თუ აგიყვანთ მე დიდ რისკზე წავალ, რადგან სამსახურში არასდროს ამიყვანია ისეთი ადამიანი რომელსად არანაირი გამოდილება არ აქვს და მეორე, თუ აგიყვან შემპირდები,რომ ყველაფერს გააკეთებ რასაც დაგაველებ?
-დიახ, დიახ, ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ- ვუთხარი მე და თვალებგაბრწყინებულმა შევხედე
-კარგი მოდი ასე ვქნათ,ერთი კვირა საცდელი ვადით აგიყვან თუ მომეწონები მუდმივი სამუშაო შენია
-მადლობა,თანახმა ვარ
-შეგიძლია საქმეს ახლავე შეუდგე
-დიდი სიამოვნებით რა მევალება?
-პირველ დღეს დიდი არაფერი, ხოლოდ ამ საბუთებს გადახედე და სადაც დაჭიროა ხელი მოაწერე...
-კარგით-ვუთხარი და ბატონ დავითს საბუთები გამოვართვი
-უი ხო მართლა ლიზა, ეს ფურცელი გამომართვი,აქ წერია ყველაფერი რა განრიგით იმუშავებ და შენი ხელფასიც.იმედია კმაყოფილი იქნები! წარმატებას გისურვებ
-დიახ-ფურცელი გამოვართვი და კაბინეტი დავტოვე
გარეთ სალომე მელოდებიდა
-აბა რა ქენი აგიყვანეს?
-კი ოღონდ საცდელი ვადით ვარ ერთი კვირა თუ ყველაფერს კარგად გავართმევ თავს მუდმივი სამუშაოც მექნება.
-ვაუ მაგარია გილოცავ, ნუ გეშინია თუ რამეს ვერ გაიგებ მე მკითხე და დაგეხმარები .
-მადლობა ქალბატონო სალომე
-ააპაპაპააპ არავითარი ქალბატონო შენ ჩემი მეგობარი ხარ ასე,რომ სალომე დამიძახე კარგი?
-კარგი
-წამოდი ახლა შენს ოთახს გაჩვენებ?
ჩემი ოთახი ბატონი დავითის კაბინეტის გვერდით იყო, საკმაოდ კომფორტული ოთახი იყო.თეთრში და ნაცრისფერში, შესასვლელთან მარცხნივ შავიტყავის დივანი იდგა მის მაღლა კი ორნამენტების ფოტოები იყო ჩარჩოში ჩასმული, წინ შუშის მაგიდა იყო შავი ტყავის გორგოლაჭიან სკამთან ერთად წინა კედელი სულ შუშის იყო საიდანაც კარგად ჩანდა დაბლა მოსიარულე ხალხიდა მანქანები , მარჯვენა მხარეს კი თარები იყო სადაც ბევრი საქაღალდეები და საბუთები ელაგა.
-მოგწონს?
-ძალიან კარგია-ვუთხარი მე და საბუთები მგიდაზე დავაწყე
-ვოუ უკვე ორი საათია?-თქვა სალომემ და მაჯაზე გაკეთებულ საათს დახედა
-რამოხდა?
-დასვენება გვაქვს ერთი საათი,წამოხვალ დაბლა სასადილოში რამე შევჭამოთ
-იცი მირჩევნია აქ დავრჩედა საბუთებს გადავხედო
-კარგი რა მერეც მოასწრებ, თან ეგ საბუთები საღამოს უნდა ჩააბარო ასე რომ წამოდი.
-კარგი -ვუთხარი მე და კაბინეტი დავტოვეთ
-ხო მართლა საპირფარეშო თუ დაგჭირდეს პირველ სართულზე დერეფნის ბოლოშია
დამჯერი ბავშვივით უკან ავედევნე სალომეს და სასადილოში შევედით
-აბა ვნახოთ დღეს რა გვაქვს-თქვა სალომემ და ვიტრინასთან მივიდა -ლიზა შენ თავისუფალი მაგიდა მოძებნე მე კი საჭმელს ავარჩევ
-კარგი ვუთხარი მე დაიქვე ახლოსმდებარე მაგიდა დავიკავე
ცოტა ხანში სალომეც მოვიდა...
-აბა ხომარ მოიწყინე?
-არა კარგად ვარ
-აი ესეც ჩვენი სადილი მითხრა მან და შებოლილი თევზი დამიდო წინ
-ეს...ეს..ესრა არის?
-თევზია არ გიყავრს?
-კი მაგრამ...-პირზე ხელები ავიფარე, გული მერეოდა და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი სასადილოდან და საპირფარეშოში გავიქეცი უნიტაზზე ვიყავი დაყუდებული და გულისრევით ვკვდებოდი ცოტა არიყტოს თავბრუც მეხვეოდა, ვერ გამეგო რა მომივიდა არადა თევზი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საჭმელია
-ლიზა... ლიზა რა გჭირს?-შემოვარდა სალომე და მხრებში ჩამაფრინდა
-არაფერი კარგად ვარ.
-არა არ ხარ! ფერი არ გადევს.გთხოვ სახლში წადი დაისვენე.
-კარგი,მაგრამ უფროსი რასიტყვის პირველივე დღეს,რომ წავალ?
-ჩვენი უფროსი კარგი კაცია, დამიჯერე ის აუცილებლად გაპატიებს.საბუთებს რაც შეეხება ეგ საქმე მე მომანდე
-დიდი მადლობა სალომე-ვუთხარი მას და კომპანია დავტოვე
ტაქსით წასვლას ისევ ფეხით გავლა ვამჯობინე. სუფთა ჰაერმა ნამდვილად მიშველა. სახლში მისვლა არ მინდოდა ჯერ ამიტომ დედაჩემთან ასვლა ვამჯობინე. სახლში მივედი თუ არა მაშინვე საშინელი სუნი მეცა
-ღმერთო.. რასუნია ისევ გული მერევა-ვთქვი და საპირფარეშოში გავიქეცი პირზე ხელებაფარებული გამოვედი და ჩემს ოთახში ავირბინე სადაც დედაჩემი ფუსფუსებდა.
-დედა მოვედი-ვუთხარი მე და ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სახეზე
-ჩემო საყვარელო... რა გჭირს ლიზა ფერი არ გადევს-მკითხა შეშინებულმა დედაჩემმა.
-ცოტა დასვენება მჭირდება დღეს ჩემი პირველი დღე იყო დამიჩვეული,რომ არ ვარ დავიღალე.
-ანუ აგიყვანეს?-მკითხა სახეგაბადრულმა დედაჩემმა
-ჰო დე ამიყვანეს
-კარგი კარგი მერე მომიყევი ახლა დაისვენე
ლოგინზე წამოვწექი და ჩამეძინა... ტელეფონის ზარის გადაბმულად წკრიალმა გამაღვიძა არც დამიხედია ისე ვუპასუხე
-როგორ ხარ პატარავ?-ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა
გავიყინე... გავშეშდი... გავქვავდი... ცრემლები ყელში მომაწვა
-შენ...შენ როგორ ბედავ, რომ მირეკავ-ვუთხარი არა კი არ ვუთხარი ჩავყვირე ტელეფონში-რაგინდა ჩემგან? რატომ არ მანებებ თავს? ხომ დამინგრიე მთელი ცხოვრება, ახლა რაღა გინდა
-დამშვიდდი, მხოლოდ შენ მინდიხარ-მითხრა ისევ მშვილი ხმით
-თავი დამანებე, დამივიწყე, ჩემი ნომერიც დაივიწყე,მეც გპირდები რომ ყველანაირად რაც არ უნდა დამიჯდეს დაგივიწყებ...
-არა მოიცა...-ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე წამოვჯექი.
მოვიტყუე. მეც ვიცი, რომ მოვიტყუე ან როგორ შემეძლო სავიწყება... ტელეფონი ისევ აწკრიალდა ამჯერად ანა რეკავდა
-გისმენ ანა-ვუთხარი ნამტირალევი ხმით
-ლიზა სად ხარ? კართან ვდგევარ და გამიღე
-დედაჩემთან ვარ ანა წამოველ ეხლა დამელოდე
-კარგი მითრა მან და ტელეფონი გათიშა
სახლში წავედი სადარბაზოსთან ანა დამხვდა მივედი და გადავკოცნე
-გოგო როგორ მანერვიულე შენ ხომ არიცი რა აღარ ვიფიქრე-დამტუქსა ანამ, მის წინ პირზე ხელებაფარებული ვიდექი
-ანა ეს რა გასხია? რასუნი აქვს
-რაგჭირს?ეს სუნამო შენ მაჩუქე სხვათაშორის ეს ერთ-ერთი შენი ფავორიტი სუნამოა
-საშინელი სუნი აქვს... წამოდი ავიდეთ
-აუ მშია საჭმელი რა გაქვს მკითხა ანამ და საწყალი თვალებით შემომხედა
-გინდა კვერცხი შევწვათ?-შევთავაზე მე
-აუ კიი-მითხრა მან და ორივე სამზარეულოში შევლაგდით უცებ თავბრუ დამეხვა, სამზარეულოს მაგიდას დავეყრდენი წონასწორობის შესანარჩუნებლად, გონების მოსაკრებად თვალები რამდენჯერმე დავახამხამე ანა გვერდში ამომიდგა და სკამზე დამსვა
-ლიზა რა გჭირს?
-არაფერი უბრალოდ თავბრუ დამეხვა მოიცა ავდგები და გავაკეთებ
-არა, არა იყავი მე გავაკეთებ, ალბათ დღეს ჭამაც ვერ მოასწარი-მითხრა ანამ ეჭვის თვალებით
-ხო ვერ ვჭამე ვუთხარი დანანებით
ანამ კვერცხი შეწვა და წინ დამიდო. ღმერთო ეა მჭირს რა კაპრიზნი გავხდი წუთის წინ კვერცხი მინდოდა ახლა კი მარტო,რომ ვხედავ გული მერევა პირზე ხელები ავიფარე და სამზარეულოდან საპირფარეშოში გავვარდი.
-ლიზა რა გჭირს გამაგებინე -შეშინებული მომვარდა ანა როცა საპირფარეშოდან მისავათებული გამოვედი



№1  offline წევრი kaxelii

მალ-მალე დადე რაა დავიტანჯე და შენც შეგაწუხე. ცოტა თავებიც გაზარდე ძალიან პატარაა. მიყვარს ეს ისტორია და უმისობას ვერ გადავიტან

 


№2  offline წევრი tatushki1995

Male dade shemdegi tavi kargi xar dzalian

 


№3  offline წევრი S T I L I N S K I

nino k.d.
მალ-მალე დადე რაა დავიტანჯე და შენც შეგაწუხე. ცოტა თავებიც გაზარდე ძალიან პატარაა. მიყვარს ეს ისტორია და უმისობას ვერ გადავიტან

წესით გუშინ უნდა დადებულიყო საღამოს მაგრამ ადმინმა წამიშალა და რატო არ ვიცი ://

 


№4 სტუმარი etiko

vaime vgijdebi am istoriaze da shenze vapanareb <3 au ra kargia liza orsulad romaaa kargia ro lizas teleponi gaigo im bichma.. imedia bavshvs ar moishorebs da is bichic moiyvans colad martoxo ar gazrdis kargi wyvili iqneba... sheileba kompaniis uprosi im bichis mamac gamodges :D :D nu es shenze damokidebuli shen rogor dawer magram gagvixare guli mkitxvels da orsulad agmochndes liza velodebi
moutmenlad axal tavs

 


№5 სტუმარი Гость

ძალიან კარგია იმედი მაქვს რახანც გუსჰინ ცოტა სეაგვიანდა წასჰალა თუ რაგაც დგეს დადებ

 


№6  offline წევრი im a crazy girl

Exla bavshvis mamas tu daumala kvelaze debiloba eg iqneba

 


№7 სტუმარი Гость

im a crazy girl
Exla bavshvis mamas tu daumala kvelaze debiloba eg iqneba

wink არდა ზუსად ეგრე იქნება

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადეეეეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent