შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კლაინები (5)


27-06-2016, 02:19
ავტორი tatalia
ნანახია 1 506

- ცხოვრება ხანდახან ძალიან უსამართლო მეჩვენება.
დედა სულ მეუბნებოდა "ნორა?ჩემთან ერთად იმეორე ან შენთვის იმღერე, სხვებსაც დააჯერე, რომ ყველაფერი გამოვა დღეს თუ იწვიმა ხვალ მზე ამოვა"-ო როგორ მჯეროდა ამ სიტყვების, როგორ მჯეროდა, რომ წვიმას მზე შეცვლიდა, მაგრამ ეხლა არ ვიცი დედა მჯერა თუ არა..
მენატრები ..
ჰო 3 თვის განმავლობაში ამას პირველად ვაღიარებ, ძალიან მენატრები და ყველაფერს დავთმობდი ახლა აქ, რომ მყავდე.
წერა მანქანის სიგნალმა გააწყვეტინა, ქერა ევანგელი საჭესთან იჯდა და ნორას გაბუსხული მიშტერებოდა, თავით ანიშნა სწრაფდო და მანაც დღიური საწრაფოდ ჩაიდო ჩანთაში და დაბნეულმა ალიონას ძებნა დაიწყო
- ალიონა ?
გრძელფეხება ლამაზმანს შორიდანვე დაუძახა ნორამ
- რამოხდა ?
ალიონამ წამსვე გონებაში დამცავი ლოცვა წაიკითხა, ეგონა ნორას რამე დაემართა ისეთი სახე ჰქონდა
- არაფერი გარეთ ევანგელინია და
- აა ქაჯი
ლოცვა უკუაგდო, მაგრამ წამსვე დაამატა
- პრინციპში დაცვა მაგისგანაც გჭირდება, ალქაჯია
- ალიონა რაღაც მინდა გთხოვო
საბრალო თვალები მიაპყრო ლამაზმან ალიონას
- დღეს კლაინებთან დამპატიჯეს, შეგიძლია გამომყვე?
ალიონას სიცილმა მთლი კოლეჯი დააყრუა
- ახლა იხუმრე ხო?
სიცილს კვლავ ვერ წყვეტდა ალიონა, თუმცა ნორას სერიოზულ სახეზე ისიც სასწრაფოდ დასერიოზულდა
- არ გიხუმია?
გაოცებულმა ჰკითხა
- გთოვ ალიონა, მე არავინ მყავს აქ ჩემი ერთადერთი მეგობრები, თუ ამას მეგობრები ჰქვია შენ და ლუსი ხართ
- შენ არ გესმის ნორა, ჩვენ სიკვდილ-სიცოცხლის ზავი გავქვს დადებული, მაგ ოჯახში ვერ მივალ
- მესმის
თავი ჩახარა ნორამ და მობრუნდა
- გმადლობ მაინც
წამით ჩუმად იდგა ალიონა, რომელსაც გაახსენდა მთელი კლაინები, საკუთარი ოჯახი ანუ ატროსები, არონის ხალხი, ისმაელის მთელი მაქციები, არიადნეს სულიც კი და გაბაელის ბრბო ნორას გამოჩენას ელოდა და ახლა კლაინებთან მარტოს უშვებს ალიონა ?ჯანდაბასაც წაუღია საზღვრები და წესები
- ნორა?
ნორა კარის ზღურბლთან შეჩერდა და სირბილით გამოექნა ალიონასკენ
- მადლობა, მადლობა
თან ლოყებს უკოცნიდა
- რომ იცოდე ამას თუ გამიგებენ რა მელის
ამოიხვნეშა ქერამ და გასასვლელისკენ გაემართნენ
- ჯანდაბა ამ ალქაჯმა უნდა წაგვიყვანოს?
ამოიგმანა ალიონამ
- არ ჩანს ცუდი გოგო
გულუბყვილოდ უპასუხა ნორამ
- ღმერთო იდებულო, კიდევ კარგი მოგყვები რა გულუბყვილო ხარ
მანქნაის კარები გამოხსნეს და უკანა სავარძელზე მოთავსდნენ
- ერთის წაყვანა დამავალეს
დაიღრინა ევანგელიმ
- გილოცაააავ შენ მოიგე ორი კურდღელი ერთი ბაჭიის ნაცვლად
ყურში ჩასძახა ალიონამ ევანგელს და ტაში შემოჰკრა
- ღმერთო ისევ ისეთი აუტანელი ხარ
- ღმერთს შენ რომ ახსენებ, ცოტა არიყოს სირცხვილია
- ნუ მასწავლი
კვლავ კბილებში გამოსცრა ევანგელიმ
- ოოოო როგორ მომენატრა შენი მძიმე,აუტანელი, აგრესიული, შინაბერული ხასიათი შენ ხომარ იცი ევა
- ევას მხოლოდ ახლობლები მეძახიან ალიონა
- რატო მტკენ გულს?ნუთუ მეგობრად აღარ მთვლი?
კვლავ ისეთი საუბარი დაიწყეს, როგორც დილით გაბაელმა და ძმებმა და ალიონამ და დანტემ - უკვე მომბეზრდა ამოიგმანა ნორამ და კიდევ მეტად დაინტერესდა რა მოხდა მათ შორის ასეთი, რომ გადაეკიდნენ ერთმანეთს.
- ცოტა არიყოს, სირცხვილია ალიონა შენი ჩვენს სახლში გამოჩენა
- ბრილიანტის გამო საკუთარ ღირსებასაც გადააბიჯებ კაცი
მხიარულად გაიცინა და ნორას გადახედა "ბრილიანტის" თქმისას.
- რთხილად იყავით ეგ ბრილიანტი, სინამდვილეში ნაკელი არ აღმოჩნდეს
- გავითვალისწინებ ევ, უი მაპატიე ევანგელ
ერთმანეთის ნერვებზე თამაშობდა ორივე ქერა, თუმცა რაიცით მათ სულში რახდებოდა?რამ გახადა ულამაზესი ევანგელი ასეთი ბოროტი და დაუნდობელი, ასეთი ეჭვიანი და გაბოროტებულ?რა იცით ირონიით შენიღბულ ალიონას გულში რა ხდებოდა ახლა?/როგორ არ სურდა იმ მამაკაცის ნახვა, რომელიც ოდესღაც სიცოცხლეს ერჩივნა.
............................................................................................
- არ მჯერა, ეს როგორ გამიკეთე.
ატანისდანტე კლაინი ბოლთას სცემდა და თან ბოლო ხმაზე ყვიროდა, ანიკიტე კლაინი სავარძელში შავ ღვინოს მადიანად მიექცეოდა და ღიმილით უყურებდა ძმას, ნოელ კლაინს შავი თმა სათუთად გადაევარცხნა უკან და მწვანე თვალებით ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს, ზოსიმე კლაინი პიანინოზე შემხტარი კისკისებდა ძმებზე, ხოლო ილანამ...
- დანტე, ხომიცი შვილო როგორ გვიყვარს ალიონა, რამოხდა მერე?
- დედააააააააა
მისმა ღრიალმა გააბრუა სახლი
- რას მიედმოედები დედა ალიონა ატროსი დედა
- დედას ნუ უყვირი იდიოტო
თავში წაარტყა ანიკიტემ ძმას
- მააგზე იცი როდის გეფიქრა?ალიონას რომ პატიჟებდი აქ
- ალიონა არ მოვა
მტკიცედ თქვა ნოელ კალინმა
- მოვა, თანაც მალე
გაეღიმა ზოის და თვალი ჩაუკრა დანტეს
- ნორა ხომ ატროსების გასაღებია
დაუმატა ზოიმ
- ნორა ყველას გაასღებია
მტკიცედ თქვა ისევ უფროსმა კლაინმა
- მე მივდივარ
დანტე ქურთუკს დაწვდა და გასასვლელისკენ წავიდა, არ ელოდა ზოის ნათვქმ "ძალიან მალე"-ში თუ 2 წამი იგულისხმებოდა,ევას უკან ალიონა შემოყვა და შემდეგ ნორა..თუმცა დანტეს არც ერთი შეუმჩნევია მისი საყვარელი ქალის გარდა, ხომ გაგიგიათ?სამყაროს მოწყდა და არავინ აღარ არსებობდა მათ გარდაო.. ნორას წამით მოეჩვენა დანტეს თვალებიც ისეთივე სისხლიანი და შავი გახდა, როგორიც ანიკიტესი ხდებოდა ხოლმე, თუმცა მისი თვალები დიდ სევდასა და ტკივილს მალავდნენ ნიკესგან განსხვავევით. ბიჭი დაიძაფრა, კედელს მიყრდნო და სისხლიანი ამღვრეული თვალებით მიაშტერდა გოგონას, რომელმაც მზერა ცივად აარიდა. ბოლოს ასევე ცივად გავიდა ამ სახლიდან ალიონა, მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა ძალიან ბევრი...ერთი თვე?ორი თვე? 1 წელი? 5 წელი? 3 098 წელი გავიდა უერთმანეთოდ
- ალიონა
ხმაუღით მიესალნენ ოჯახის წევრები მონატრებულ გოგონას და გულში ჩაიკრეს, ხან დედა კოცნიდა, ხან მამა ზოსიმე იყო ის ერთადერთი ვისათანაც ვერ გაწყვიტა კონტაქტი ალიონამ ამიტომ ზოიმ მხოლოდ ის უთხრა მხოლოდ დღეს არ მინახიხარ და ამ კაბის ღიდვა სად მოასწარიო, ანიკიტესგან გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ქერა ყოფილი რძალი გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა მანაც ის უთხრა, მაპატიე რომ ხშირად ვერ გნახულობ, ხომიცი კოლეჯშიც არ დავდივარ ხშირადო...ხოლო დანტე ისევ კედელთან იდგა და მის ამღვრეულ ცრემლებს ახლა გრძელი თმა ფარავდა მხოლოდ.
- დედა ?მამა ?ეს ნორაა
ხელი წელზე შემოხვია ნიკემ ნორას და ამ წამს ყველა ჟრუანტელმა ერთად დაურა ჯერ ნორას...ამაზე გაეცინა ნიკეს თუმცა უცბად თავისდა მოულოდნელად იგრძნო იგივე და გაუკვირდა, თან გაბრაზდა ასეთი რაღაცეები ხომარ ემართებოდა.
ნოელიც და ილანაც 10 წუთი მაინც უყურებდნენ ულამაზეს გოგონას, სადად ჩაცმულს თმა აწეულს, უმაკიაჟოს თუმცა ასოცრად ლამაზს და დახვეწილს თოვლივით თეთრს, ცისფერ თვალებას, მაღალს, სისხლისფერი ტუჩები ყოველ წამს რომ უშრებოდა და ენის წვერით ისველებდა გაბუშტულ, მომსხო ბაგეებს, გრძელი წამწამები ლოყაზე რომ ეფახუნებოდა და აპრეხილ ცხვირს ხშირად ჭმუხნიდა
- ძალიან გავხარ ელას
- ბებიაჩემს იცნობდით ?
კიდევ მეტად დაიბნა გოგონა
- ჯობს დავსხდეთ არა ?
სიტვაცია ზოიმ განმუხტა და სასადილო ოთახისკენ შეუძღვა სტუმრებს, ნიკემ მარტო მოიგულა ნორა და თმებიდან ნაზად მოაშორა რეზინი
- მე გაშლილი მომწონს
თან თვალი ჩაუკრა და მის დაბნეულ სახეზე გემრიელად გადაიხარხარა, თუმცა თავადაც ამჩნევდა ნიკე, რომ ნორა კი არა თვითონ ებმებოდა ...
- გემრეილია
ნორამ ხორცისგან გაკეთებული სადილი გასინჯა და არც დაუფარავს შიმშილი, დანარჩენები უბრალდო კმაყოფილნი შეჰყურებდნენ მას, მხოლოდ დანტე იჯდა უხმოდ და დილანდელი ირონია ალიონასადმი სადღაც ჯანდაბაში მოესროლა, უბრალოდ მისი ყურება არ შეეძლო.
- გემრიელია?საძაგლობაა ნორა საძაგლობა, შენი აზრით ეს გემრიელია?
ევანგელიმ ქვაბში ჩააფურთხა და გარეთ გავარდა
- ყურადღება არ მიაქციო რაც გაბაელმა მიატოვა გააფრინა
სარკაძმით წარმოთქვა დანტემ და ყველას გადახედვაც დაიმსახურა
- რა ასეთი რავთქვი?როდემდე ვიტყუოთ თავი?არიადნე ჩვენს გამო მოკვდა ამან გაბაელისა და ევანგელის რომანი დაასრულა, ამან ატროსები და კალინები გადაკიდა და ხომ ხედავ ახლა მე და ალიონა ვსხედვართ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა და შეგყურებთ თქვენ იდიოტ კლანებს და ველდოებით ნორას, რომ გვიხსნის ამ წყევლსიგან
ყელში ამოუვიდა დანტეს ყველაფერი და ბოლოსდაბოლოს თქვა ის რასაც ამდენ ხანს ინახავდა გულში, პირველად იგრძნო თავი საშინლად ანიკიტემ, რომ ალიონასაც სთხოვა მოსვლა...იგრძნო ძმის ტკივილი, იგრძნო დის ტკივილი, ალიონას ტკივილი, გაბაელის ტკივილი და თავი შეზიზღდა
- რა კლანებზეა საუბარი ?
პირველად მაოიღო ხმა ნორამ
- ვიონორა ჩვენ უბრალოდ ..
სიტყვის დასრულება არ აცადა გოგონამ
- ალიონა მაცადა. რომელ კალნებზეა საუბარი რახდება საერთოდ აქ გამაკვიეთ ?ვინ არის გაბაელი?ვინაი სარიადნე?ვინ არიან ატროსები (გადახედა ალიონას) და ვინ ხართ თქვენ? ... კლაინები ?
- ნორა ?შენ რაღაც უნდა იცოდე


ვიცი პატარა თავებია, მაგრამ ისევ და ისევ გამოცდების ბრალია :((((((((((((((( არ მეჩხუბოთ და იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი Nino

Vgijdebi am istoriaze. Zalian momcons

 


№2  offline წევრი tatushki1995

Dalian dzalian magari xar yochag dzalian momwons vgijdebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent