შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმთავრესი როლი -4-


27-06-2016, 15:40
ავტორი sopiko
ნანახია 2 091

[თავი 4]
ამ ფიქრთა აურზაურში რვა საათიც ხდება და მეც მხიარულ ტალღაზე მყოფი ცეკვა-ცეკვით ვდგები საწოლიდან... დედ-მამაზე დარდი წამში ქრება და მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავ.
-ო, ლა, ლა! ო, ლა, ლა, ლა, ლე! ო, ლა, ლა! ო, ლა, ლა, ლა, ლე! ტინკი, ტინკი, ტინკი, ტინკი...-მუსიკის ტემპს ვყვები, თან ვიცმევ და თან ტანს ისე ვარხევ, მისტერ თავხედზე ბრაზი ცოტა მივლის... ხო, ასეთ უკანალს რომ დაინახავ კაცი, იტყვი რაღაცას, აბა, რა! ანა კი მეუბნება, ის ყვითელი კაბა ჩაიცვიო... მეცოდება საქართველოს მამრთა წარმომადგენლობა, ანა, რატომ ვერ ხვდები ჩემი მოკრძალებული უარის მიზეზს?
-ჩაუწიე, დე, ცოტა მაგ მუსიკებს, თორემ გასკდა თავი!-ჩაკეტილ კარებზე მიბრახუნებს დედა.
-დედა, იცი, რა ლამაზი ვარ?-გავძახი საკუთარი სხეულით კმაყოფილი და პირველად ვგრძნობ თავს ნამდვილ ქალად. ღმერთო, ეს რა მემართება?
-ვიცი, დე, ვიცი.-მესმის მანანას ალერსიანი ხმა. მგონი წავიდა.
და უცებ ტვინი ტიტანიკივით იხრება მარჯვნივ და მეც ისეთი იდეა მომდის თავში, აქამდე მსგავსი რამ საუკუნე რომ არ მომაფიქრდებოდა!
კარადიდან ყვითელ კაბას ვიღებ და ტანზე ვიტოლებ. არა მგონია დამპატარავებოდა. ბევრს აღარ ვფიქრობ, ხელებს თამამად ვუყრი ხვრელებში და დაბლა ფრთხილად ვქაჩავ, შემთხვევით რომ არ გამეხეს. სუპერ! ზუსტად ჩემზეა შეკერილი! ანას მიზანიც ხომ ეს იყო! ჩემი საუნჯეები გაუმჭვირვალე ნაჭრითაა დაფარული და თან ძალიან მადისაღმძვრელადაც გამოიყურება! და რატომ ვაკეთებ მე ამას? დამალვას აზრი არ აქვს! ის თავხედი მინდა, რომ გადავრიო! ეს რატომღა მინდა? სულ რომ გადავრიო! და ეს? ო-ო-ო, აი, ეს კი უკვე აღარ ვიცი! ალბათ დღევანდელი დღე მიჩვენებს...
კაბა მოკლე არაა და არაფრის გამოჩენის საშიშროება არ არსებობს. უბრალოდ ძალიანაა ტანზე მომდგარი და გულიც ასე თუ ისე ამოღებულია. ისე არა, რა თქმა უნდა, ქუჩის ქალებს ნებსით თუ უნებლიედ ყველაფერი რომ ამოყრილი აქვთ ხოლმე! არისტოკრატულად, მომხიბვლელად და რაც მთავარია, გადასარევად!
მგონი ეს ჩემი პირველი სიგიჟეა და არა ბავშვური, არამედ ქალური!
დედა ჩემს დანახვაზე ნცვიფრდება, მაგრამ საბედნიეროდ ამაში პრობლ;ემას ვერ ხედავს. პირიქით, კმაყოფილიც კი რჩება. მამას კი ჯერ კიდევ ღრმად სძინავს. დღეს ისვენებს, ხვალ მივლინებაში მიდის და ამიტომ. ჩაის და შავ შოკოლადს დედა-შვილი გემრიელად მივირთმევთ და მეც ჩემი მზაკვრული გეგმების გასანხორციელებლად სამსახურის გზას ვადგები.

-არ არსებობს!-კივის ანა და მკლავზე მეჯაჯგურება.-დატრიალდი! მიდი, დატრიალდი, რა...
მის ნებას არ ვეწინაამღდეგები და ვბზრიალდები. კაბა სამწუხაროდ ისე არ ფრიალებს, როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი, მაგრამ არა უშავს...
-ეს მის გამო გააკეთე ხომ? მიპასუხე!-უნათდება გონება და ცალ წარბსაც საკუთარ ნააზრევში დარწმუნებული წევს ზევით.
-რამ სიგრძე წარბი გაქვს, გოგო... კარგად კი შეგითხელებია, მაგრამ სიგრძეში ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა ისევე, როგორც ბედკრული საქართველო შორეულ წარსულში!-ვხითხითებ ახალი აღმოჩენით გახარებული და პასუხსაც ტექნიკურად ვარიდებ თავს.
-მართლა? არ ჩამიხედავს დღეს კიდევ ერთხელ სარკეში. წავალ, ვნახავ.-იმის შიშით, რომ იგივე ვახტანგმაც არ შენიშნოს, სააბაზანოსკენ გარბის და მეც თავისუფლად ვიმართები წელში.
მკერავისთვის ეს კაბა ზედმეტად გამომწვევიცაა, მაგრამ ძლივს რაღაც ახალი ვიგრძენი და ანასი არ იყოს, ღმერთის მადლობელი უნდა ვიყო, როგორც იქნა, საშველი რომ დამადგა. ფეხებზე, რაღა თქმა უნდა, საყვარელი ბალეტკები მაცვია. თეთრი ფერის, კრემისფერი ბანტებით. ალბათ ანამ ვერ შეამჩნია, თორემ ჩანთიდან თავის მაღალქუსლიანებს ამოალაგებდა და ძალად ''ჩამათხრევინებდა'' ფეხებს ''მათში''.
-აია, აია!-ოთახიდან გამოსული რეჟისორი მეძახის და პირდაპირ ჩემკენ მოემართება.
-გისმენთ.-მოწიწებით ვეპასუხები, ფიქრით კი...
''იდიოტო, მამლაყინწა კი ხარ და ყივილი კი იცი, მაგრამ ასე რამ დაგამორცხვა, სიყვარული რომ ვერ აგიხსნია ჩემი უნაკლო მეგობრისთვის?''
-ხომ იცი, ახალი მსახიობები გვყავს. სპექტაკლის სიუჟეტიც უკვე შემომთავაზეს და მომეწონა. დღეს სათითაოდ შემოგივლიან და თავიანთი კოსტიუმების ესკიზებს და ფოტოებს განახებენ. მოკლედ მე ეს ყველაფერი კარგად არ ვიცი. შენ არ მოგერიდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ყველანაირი წვრილმანი ჰკითხე... ამ ბოლო დროს მაყურებელი თითოეულ ელემენტს აკვირდება.-მიხსნის ის და თავის კაბინეტში ბრუნდება.
-ერთ წამს არ მოცდე ზედმეტად!-იმაზე გაჯავრებული, რომ ვახტანგი ამდენი ხანია ჩემს დაქალს ტანჯავს, როგორც კი კარს იხურავს, მაშინვე ვადევნებ და კოსტიუმების ოთახისკენ ვიღებ გეზს.
რაღა დღეს არ ჩანს ის გარყვნილი!
მე ხომ საგანგებოდ მოვემზადე...

-კოსტიუმი უნაკლო იქნება. ამას მე გპირდები.-მსახიობის არჩეულ ნაჭერს სკამის სახელურზე ვკიდებ და ამდენი ლაპარაკისგან გადაქანცული მისი ოთახიდან გასვლისთანავე, სკამზე ვეხეთქები.
-იმედია ცოტა ხანს მაინც დამაცდიან დასვენებას!-ამოსუნთქვას ამ სიტყვებს ვაყოლებ და კარების ჭრაჭუნის ხმაც იმ წამსვე ჩამესმის.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... ო, როგორ მინდა, ახლა მეც ვიცინო, მაგრამ გაბრაზებაც კი სახეზე მადნება, ნაცნობ სახეს და ასევე ნაცნობ ირონიულ ღიმილს რომ ვხედავ.
-მუშტიც კარგი გქონია...-თავს ოპნავი ყოყმანით მიქნევს და მტვრიან სავარძელში დაუპატიჟებლად ესვენება.
''მეტის ღირსი არც ხარ! სულ რომ გაგიმტვრიანდება ეგ გარეცხილ-გაუთოებული შარვალი, ნახავ მერე!''-ვსისინებ გულში და მწარედ ჩაღიმებასაც კი ვეღარ ვახერხებ.
-რა გვიან გამეცი პასუხი... ბევრი იფიქრე?-თავს უკან ვაგდებ და ვხვდები, რომ ვიპრანჭები. მე ამ ბიჭს ვეპრანჭები! ბიჭს, რომლის სახელიც კი არ ვიცი და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცაში დავარწმუნო! რომ მხოლოდ უკანალი არ მაქვს კარგი? არც ესაა მთლად სულელური ვერსია, მაგრამ მგონი უფრო სხვა რაღაცაშია საქმე...
-მართალი ხარ, ვანგა! შენზე ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქ რე... გუშინაც, დღესაც და ახლაც შენზე ვფიქრობ!-გაბედულად მიცხადებს და ტუჩის კუთხეს ტეხავს.
-გგონია მაგ ჟესტით ყველას მოჯადოებას შეძლებ?
-მგონია კი არა, ზუსტად ვიცი.-დარწმუნებით ამბობს ის.
-შენი სახელი, ძვირფასო...-კარგი სათვალიანი დეიდასავით ვეკითხები.
-ბაჩანა.
-ხოდა, ჩემო ბაჩბაჩუნა, მაგ ყველაში მე არ შევდივარ!-მისი სახელის ახალ კნინობით-მოფერებით ფორმას ვიგონებ და კმაყოფილი ფეხს ფეხზე ვიდებ.
არადა ისე კოხტად შევდივარ, რომ...
ბაჩბაჩუნა ნერწყვს ძლივს ყლაპავს, რაც ყელზე გამობურცულ ძარღვებზე ეტყობა და ჩემს კაბაზე აჩერებს ქურდულ მზერას.
მაჟრჟოლებს და რას მაჟრჟოლებს! ლამისაა ფეხი მოვიჭრა და შორს გადავაგდო, სხეულის ამ ნაწილისგან წამოსულმა იმპულსებმა მთელი ორგანიზმი რომ არ დააავადონ... თავს გვერდით ვაბრუნებ და ვნანობ, ასეთ სისულელეებზე რომ წამოვიწყე საუბარი ახალ ნაცნობთან, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ იყო... თუ კოსტიუმზე შემოხვედი, კოსტიუმზე უნდა დაიწყო ლაპარაკი და არა ჩემს კარგ მუშტზე!
-კოტიუმისთვის მოხვედი?-ვეკითხები ისე, რომ ზედაც არ ვუყურებ და ჩემი შეცვლილი ხმა ძალიან მაშინებს. შეიძლება რაღაც გამოიწვია ჩემში მისმა მზერამ, მაგრამ ასეთი დაღის დასმას არ ველოდი...
-გაცივდი?-კმაყოფილება ჩემიდან მასში ინაცვლებს. რა თქმა უნდა! იმას რა დიდი სჯა-ბაასი სჭირდება, თუ რას მიშვრება ამ ბიჭის ლაპარაკის მანერა, ღიმილი და დაჟინებული მზერა, როცა ხმა ასე საშინლად მაქვს ჩამწყდარი...
-ხო... მგონი.-ვჩურჩულებ.-კოსტიუმისთვის მოხვედი?
-აი, ეს ნაჭერი მომწონს.-ჩემ უკან წევს ხელს და ნაჭერს იღებს. სულ ოდნავ მახებს თითებს და ესეც გამიზნული ქმედებაა. მიზანი მიღწეულია! ჩემს გულში მიძინებული ვულკანი იღვიძებს...
-კოსტიუმი ამით შევკერო?-ხმას ვუწევ, ჩემი ძლიერება რომ გამოვხატო.
-აი, ასეთი კოსტიუმი. ესკიზი ძმაკაცმა დამიხატა.-ფურცელს მაწვდის და ჰაეროვან კოცნას მიგზავნის.-ჩემი მეტსახელი ძალიან მომწონს... მით უმეტეს შენი პირიდან წარმოთქმული.
ყველაფერი პირიქით მოხდა!
ეს ის კი არა, მე გადავირიე!

^^^
ბოდიში დაგვიანებისთვის...
ვაგრძელებ იმიტომ, რომ ჩემთვის თითოეული მათგანი ბევრს ნიშნავთ და ვერ დაგაღალატებდით...
უყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. როგორც ჩანს, რაღაც საშინელებაა, მაგრამ ვისაც მოგწონთ, გულს ვერ დაგწყვეტდით.



№1 სტუმარი Black

Rogorc chans gushin chemi komentari ar daido magram tavidan davwer,sopachka kidev kargi mag azrze xar,dzalian kargi istoriaa ubralod xalxi garet gaixika gasartobad da sheni ertguli mkitxvelebic amitom ar chanan damijere martla kargi istoriaa da veli shemdeg tavs..<3

 


№2 სტუმარი გიული

ბაჩბაჩუნაზე ბევრი ვიცინე:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent