შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საკუთარი ბედნიერება (თავი 2)


8-12-2015, 16:25
ავტორი bloody
ნანახია 2 545

ერთ სურათს ვაწყდები, რომელიც ფოტოაპარატში არ მინახავს. სურათს ვადიდებ და ვოცდები, როდესაც სურათზე ალექსანდრეს ვხედავ. მისი შავი თვალები, პირდაპირ ობიექტივს უყურებს, ოდნავ შესამჩნევად იღიმის. ახლა ვხდები, რომელი სურათი იგულისხმა ალექსანდრემ. ფოტოაპარატს, კომპიუტერიდან ვაერთებ და ალექსანდრე სურათს ვაფავორიტებ. ცოტახნით სოციალურ ქსელში შევდივარ, საინტერესო არაფერი არ ხდება, ვთიშავ და მუსიკებს ვრთავ. სამზარეულოში გავდივარ, ჩაიდანს ვრთავ, ჭიქას ვიღებ, შაქარს ვყრი და ჩაის პაკეტს ვდებ. ჩემი მობილური რეკავს, ვპასუხობ, დედა მატყობინებს, რომ დააგვიანდება, ვეუბნები რომ არ ინერვიულოს, ყველაფერი კარგად მაქვს. ჩაიდანი დუღს, წყალს ჭიქაში ვასხამ და მისაღებში გავდივარ. დრო საკმაოდ ჩქარა გადის. ვგრძნობ როგორ მომიწოდებს კუჭი საჭმელად. ისევ სამზარეულოში გავდივარ, მაცივარს ვაღებ, საჭირო პროდუქტი გამომაქვს და სალათს ვიკეთებ. სალათს მივირთმევ და ფიქრები ალექსანდრესკენ გამირბის. მის გახსენებაზე მაჟრჟოლებს. ასე რატომ მემართება, ვეკითხები ჩემს თავს და პასუხს, მხოლოდ დუმილით ვცემ. თეფშს ვრეცხავ, ჩემს ოთახში გავდივარ და ტანსაცმლის ჩალაგებას ვიწყებ. ხვალ პარასკევია, მხოლოდ ერთი ლექცია მაქვს, ლექციის მერე კი, როგორც ნიკამ თქვა წყნეთში ავალთ. ეს ფაქტი საკმაოდ მახარებს, იქ უამრავ ახალ ობიექტს წავაწყდები, ასე რომ ჩემი ფოტოაპარატი უნდა მოვამზადო. აპარატს დამტენზე ვაერთებ და ისევ მისაღებში გავდივარ. დედა საკმაოდ გვიან ბრუნდება. ყავას ვუმზადებ და ხვალინდელი გეგმის შესახებ ვეუბნები. აბაზანაში შევდივარ, ცხელი წყალი საკმაოდ კარგად მოქმედებს, ერთიანად ვდუნდები. თმას ვიშრობ, საღამურებს ვიცვამ და ცივ საწოლში ვწვები.

. . .
დილა ჩვეულებრივ იწყება. ლექციაზე შევდივარ, ბავშვებს ვესალმები, ჩემს ადგილს ვიკავებ და ვიწყებ ლექტორის მოსმენას. ლექცია საკმაოდ იწელება. ლექტორი გვიხსნის ობიექტივის ფუნქციებს, ყვება როდის შეიქმნა ფოტოგრაფია, ვინ იყო პირველი ფოტოგრაფი. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ვიცი. თვალი ნატალისკენ გამირბის. ის რეზის და მარის უყურებს, მეღიმება.
- მოეშვი...(ანა)
- ვერ ვიტან...(ნატალი)
- ნუ მიაქცევ ყურადღებას...(ანა)
- მართალი ხარ...(ნატალი)
მიღიმის და მეხუტება. მე და ნატალი, ბავშვობიდან ერთად ვართ. ჩვენი მშობლები საუკეთესო მეგობრები არიან, ერთად გავიზარდეთ. ბაღშიც ერთად შევედით. ბაღში ნიკაც დავიმეგობრეთ. ჩვენ სამნი ერთ სკოლაში შევედით, სადაც რეზი გავიცანით. რეზი პირველი კლასიდან ჩვენიანია, ზუსტად ამ პერიოდიდან მიისაკუთრა ნატალიმ ის. შეუყვარდა, ჰო ზუსტად რომ შეუყვარდა, იმ გრძნობით, იმ სიგიჟით, რომელსაც ვერავინ წაართმევს. მაგრამ რეზი, არასდროს უყურებდა სხვანაირად, მისთვის ნატალი ისეთივე და არის, როგორც მე. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ნატალი დიდა არ აქცევდა ყურადღებას თავის გრძნობებს, მაგრამ როცა ჩამოვყალიბდით, როცა გავიაზრეთ ზოგადად გრძნობების მნიშვნელობა, ნატალი შეიცვალა. რეზის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. ვერ იტანდა როცა რეზი, მას დას ეძახდა, ვერ იტანდა როცა სხვა გოგოსთან ხედავდა. მერე თითქოს მიეჩვია, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და რეზის ყველა გოგოს თბილად ხვდებოდა. თუმცა, მერე მარი გამოჩნდა რეზის ცხოვრებაში. მარი რომელიც რეზისთვის ერთ დღიან გოგოზე მეტი გახდა. უკვე ექვსი თვეა რაც ერთად არიან. როდესაც ნატალიმ გაიზრა რეზის სამუდამოდ დაკარგვა, მის მიმართ ისევ უხეში და ცივი გახდა. ამ დროის მანძილზე, ნატალის და რეზის, არცერთხელ ულაპარაკიათ ნორმალურად.
ლექციის შემდეგ, სახლში ვბრუნდები. ნივთებს ვამზადებ,აბაზანაში შევდივარ და შხაპს ვიღებ. დედას ვურეკავ და ვეუბნები, რომ გავდივარ. სამზარეულოში გავდივარ და წყალს ვსვავ. ბიბლიოთეკიდან წიგნს ვიღებ და ჩანთაში ვდებ. მობილური რეკავს, ვპასუხობ, ნიკა მეუბნება რომ ალექსანდრე მომაკითხავს. ალექსანდრეს გახსენებისას სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს. ნერვიულობას ვიწყებ, არ ვიცი მასთან როგორ უნდა მოვიქცე, ვხვდები რომ საკმაოდ მაბნევს და ეს არ მომწონს. უცხო ნომერი რეკავს, ეს ალექსანდრეა, ის მეუბნება რომ მოვიდა და მელოდება. ჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ. ანერვიულებული კიბეებს ნელა მივუყვები. ალექსანდრე მანქანაზე მიყრდნობილი მეოდება, ღმერთო რა სიმპატიურია. გეყოფა ანა! თავი აკონტროლე! ვჩერდები, ალექსანდრე მიყურებს, იღიმის და ჩემკენ იწევა. ლოყაზე მკოცნის და ჩანთას მართმევს. შემთხვევით ხელს ლოყაზე ვიდებ, ნაკოცნი ადგილი მეწვის.
- როგორ ხარ...(ალექსანდრე)
- კარგად...შენ? (ანა)
- მეც, წამო...(ალექსანდრე)
ეს ღიმილი, ერთხელ მართლა მომკლავს. ჩანთას უკანა სავარძელზე დებს. წინა კარებს მიღებს და მძღოლის გვერდზე სკამზე ვთავსდები. მანქანაში საოცარი სურნელია, ვბრუვდები, ეს ალექსანდრეს სურნელია, ღმერთო სურნელის მკლავს. ამას ვეღარ გავუძლებ. დამშვიდდი ანა, რა ჯანდაბა გჭირს. ვცდილობ დამშვიდდე და მღელვარება დავმალო. მანქანაში ხმას არცერთი არ ვიღებთ. მის მზერას ვგრძNობ, ეს უფრო მაფორიაქებს. წყნეთში საკმაოდ მალე ჩავდივართ. ბავშვები ჯერ არ ჩანან, დროს ვპოულობ და ჩემს ფოტოაპარატს ვამზადებ, ვიწყებ რამოდენიმე სურათის გადაღებას. ეს ყველაფერი იმდენად მიყვარს, რომ ამის გარეშე საკუთარი არსებობა არ წარმომიდგენია. მხარზე შეხებას ვგრძნობ, ჟრუანტელი მივლის, ისევ მიჩქარდება პულსი, ისევ იწყებს მოძრაობას სისხლი.
- ალექსანდრე...
- არ მანახებ, შენს შედევრებს...
- არამგონია შედევრი იყოს...
- დარწმუნებული ვარ, რომ შედევრია...
ფოტოაპარატს მართმევს და სურათებს ათვალიერებს. მის სახეს ვაკვირდები, მის თითოეულ ემოციას ვხედავ, მეღიმება, ამ დროის განმავლობაში ვცდილობ, მისი ყველა ნაკვთი შევისწავლო.
- ხომ ვთქვი შედევრია..
- მადლობა...
- ნიჭიერი ხარ...
მიღიმის, ჩვენს შორის არსებულ მანძილს ამცირებს და ლოყაზე მკოცნის. მთლიანი სახე მეწვის, ვწითლდები და თავს დაბლა ვხრი. ჯანდაბა ანა , რა გემართება. თავს მაღლა ვწევ, მის შავ თვალებს ვუყურებ, ისე იღიმის. მობილური მირეკავს, ნატალი მეუბნება რომ დილით ჩამოვლენ. მე და ალექსანდრეს, მთელი ღამე ერთად მოგვიწევს ყოფნა. ეს უკვე მეტისმეტია, არა ამას მართლა ვეღარ გავუძლებ. სახლში შევდივართ, ალექსანდრე ბუხარს ანთებს.
- ყავა გინდა?
- კი...
სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვამზადებ. ერთ ფინჯანს ალექსანდრეს ვაწვდი, ბუხართან ვჯდები და ყავას შევექცევი. ალექსანდრე გვერდზე მიჯდება. მისი სურნელი ცხვირს მიწვავს, თვალს მისკენ ვაპარებ. არა ეს ბიჭი ძალიან მიზიდავს, მასთან მარტო დიდხანს ვერ გავჩერდები, თავს ვერ გავაკონტროლებ. ჯანდაბა, ჯანდაბა, რა მემართება. ყავას ვამთავრებ, სამზარეულოში გავდივარ და ფინჯანს ვრეცხავ. ალექსანდრეს ვემშვიდობები და ტახში შევდივა. საღამურებს ვიცვამ და ვწვები. დიდხანს ვცდილობ დაძინებას, მაგრამ არ გამომდის. ვდგები და წყილს დასალევად სამზარეულოში ჩავდივარ. ჭიქას ვიღებ და წყლით ვავსებ, უკან ვტრიალდები და ალექსანდრეს ვეჯახები. ჩემს წინ, წელს ზემოთ შიშველი ალექსანდრე დგას. მზერას მის კუნთებზე ვაჩერებ, ნერწყვს ვყლაპავ, ეს ვინაა ღმერთო, მომკლავს ეს ბიჭი შემიწირავს. თვალებს მის თვალებს ვუსწორებ. ეს შავი თვალები, ეს ღიმილი და საერთოდ ეს ბიჭი დამღუპავს. ალექსანდრე ჩემსკენ იწევა და ჩვენს შორის არსებულ მცირე მანძილს ბოლომდე ამცირებს.



№1 სტუმარი Nana

kaia gaagrdzele da ufro didi tavebi dade<3

 


№2  offline წევრი LoNdA DM

რეზი და ნატალი მომწონს, ესენიც საყვარლები არიან ველოდები სემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent