შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (1)


28-06-2016, 02:23
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 865

სუსტი გულის პატრონებმა უბრალოდ არ წაიკითხოთ .

888

გამთენიის ექვსი საათი იყო, როცა გაეღვიძა. მზე ჯერ კიდევ არ ჩქარობდა ამოსვლას. ზამთრის სიცივემ თავისი ქნა, სოფიმ გადავარდნილი საბანი კანკალით აიღო იატაკიდან და დაიფარა. გათბა. სიამოვნებისგან გაეღიმა და ინატრა, მალე მოსულიყო გაზაფხული. ვერ უძლებდა გაუთავებელ ყინვას, როცა სიცივე ძვლებში ატანს და მთელს სხეულს ედება.
_ სოფი, ადექი, წასვლის დროა უკვე _ კარი გააღო დავითმა და ქალიშვილი აათვალიერა. სოფიმ უბრალოდ თავი დაუქნია და იფიქრა, რა მოხდებოდა, რომ არ წასულიყო. უნდოდა, პიკნიკზე წასვლა ნამდვილად უნდოდა მაგრამ მაინცდამაინც ამ სიცივეში... ის ვერ ხვდებოდა, რატომ აიკვიატეს ბავშვებმა ასე. ჯერ გამოზაფხულებულიყო, ცოტა დამთბარიყო და უყოყმანოდ დანახმდებოდა მეგობრებს. თანაც, მან ხომ ზუსტად არ იცის, სად აპირებენ წასვლას. ბრმად ენდობა ბავშვებს, რომლებსაც ჯერაც არ გადაწყვეტილი, სად მოაწყობენ პიკნიკს.
უკმაყოფილოდ გადაიძრო საბანი, ფეხები ცივ იატაკაზე დადგა და თითები აათამაშა. რამდენიმე წამი ფეხის გულებს აჩვევდა სიცივეს, მერე წამოდგა და ოთახის კუთხისკენ მანძილი სირბილით დაფარა. ჩუსტებში ფეხები გაუყარა და სითბომ ტალღებად დაუარა მთელს სხეულში. ჯერ კოჭებს მოედო, მერე მაღლა, მაღლა, მუხლები, ბარძაყები, წვივები... სკამზე გადაკიდებულ, წინასწარ გამზადებულ ტანსაცმელს დაწვდა და საწოლზე გადაალაგა. ჩაიცვა ნაქსოვი, ფერადი სვიტერი და ჯინსის შარვალი. ფეხზე თეთრი ადიდასები. საწოლზე წამოჯდა, დაიხარა და თასმები შეიკრა. მერე იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და ხელის გულები სახეზე მოისვა. ისეთი სიცივე იყო, პირის დაბანაც კი ეზარებოდა.
_ მალე დედა, გელოდებით _ ნინამ მიუკაკუნა კარებზე და მერე ოდნავ შეაღო.
_ მოვწესრიგდები და წამოვალ _ უპასუხა დედას და შეამჩნია საკუთარი გამოუძინებელი ხმა. ჩაახველა, მუშტი პირთან მიიტანა და თვალებო დახუჭა.
_ მალე ქენი, ჩანთის ჩალაგება არ დაგავიწყდეს _ გაუღიმა სოფის და კარები მიიხურა. გოგონა წამოდგა, დაამთქნარა და სააბაზანოსკენ დაიძრა. ოთახიდან გასულს ყიყლიყოების სუნი ეცა და სიამოვნებისგან ჩაეღიმა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე სააბაზანოში შევიდა და კარი დაკეტა. ინტიმური მოწესრიგების შემდეგ, ფეხები და იღლიები გაიპარსა, ყოველი შემთხვევისთვის, არ ენდო ეპილაციას და საპარსი ისევ თავის ადგილას დააბრუნა. სარკეში ჩაიხედა და ნიჟარას ორივე ხელით დაეყრდნო. არეული თმების დანახვაზე თვალები აატრიალა, მაგრამ სახეზე ამოსულმა უცნაურმა რაღაცამ უფრო მეტად შეაშინა. იმდენად არ ეტყობოდა, სხვებსაც რომ შეემჩნიათ, მაგრამ თავს არაკომ(ნ)ფორტულად გრძნობდა. დედამისის კრემი წაისვა, რომელზეც თავის დროზე უარი განაცხადა, საპნით გაისუფთავა ხელები და სახე, შემდეგ კი თმები დაივარცხნა და კოსად შეიკრა.
სააბაზანოდან გამოსულმა კიბეები სწრაფად ჩაირბინა და სამზარეულოსკენ წავიდა დიდი ნაბიჯებით.
_ დე, წვენი დამისხი რა, მე ვეღარ ვითმენ _ სიცილით მიუჯდა მინის მაგიდას და ჩანგალი ყიყილიყოს დაარჭო. (ვიცი, რომ მამალოებია სწორი ფორმა, მაგრამ ასე უკეთესია. ავტ.შენიშვნა).
_ უი, ცოტა დარჩენილა _ წვენის ყუთი ამოაყირავა და ნახევრად შევსებული ჭიქა წინ დაუდგა სოფის.
_ არაუშავს _ თავი დაუქნია, ლუკმა დაღეჭა და მძიმედ გადაუშვა ყელში.
_ ჩანთა ჩაალაგე? _ მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი ნინამ, ხელები მაგიდაზე დაალაგა და ცალი წარბი აუწია ქალიშვილს. სოფიმ ამოხედა, ანშნა ვჭამო და ორივეს სიცილი აუტყდათ.
_ კარგი, მე ჩაგილაგებ _ თვალები დაუელამა და სკამიდან წამოდგომა დააპირა.
_ არა, უბრალოდ დამავიწყდა, არ მეზარება _ გააჩერა დედა და ჩანგალი თეფშზე დადო, ჭიქაში წვენის არცერთი წვეთი არ დატოვა და სამზარეულო დატოვა. მისაღებში დივანზე მჯდარ მამას ხელი აუწია, კაცმა თვალი ჩაუკრა და სოფიმ კიბეები ისევე აირბინა, როგორც ჩამოირბინა. მაღლა, ოთახში დაბრუნდა და გაუსწორებელი საწოლი დაალაგა. მერე კარადიდან ჩანთა გადმოიღო და წუთით შედგა. ბოლოს მოიფიქრა, რომ პირველი კბილის პასტა და ჯაგრისი უნდა ჩაედო. თერმოსი მიაყოლა, სავარცხელი და ერთი ქინძისთავი, ყოველი შემთხვევისთვის. ჯიბის, დასაკეცი დანა ჩააგდო, სატენი და ყურსასმენები, თბილი სპორტული მოსაცვამი და სპორტული შარვალი. თხელი, თავისი საყვარელი თეთრი ზედა დაკეცა და ზედ მიაყოლა. თითქოს რაღაც აკლდა... ფიქრის გარეშე გაახსენდა ძმაკაცის ნაჩუქარი ჯვრის დაკიდება გულზე, ჩანთაში ასპირინი და რამდენიმე ამდაგვარი წამალი ჩააგდო, ბინტი და სპირტიც არ დავიწყებია. იცოდა, რომ აუცილებლად წამოედებოდა რამეს და ტყეში მუხლის დაზიანებასაც ვერ გადაურჩებოდა. ჩანთის ელვა დაკეტა და წინა ჯიბიდან რამდენიმე კალმის და ფურცლის ამოღება დაეზარა. ჩანთა ზურგზე მოიკიდა და ოთახის კარები გასაღებით დაკეტა. გასაღები სააბაზანოში, ერთ-ერთი უჯრის სიღმეში შემალა და მისაღებში, მამასთან ჩავიდა.
_ წავედით? _ ჰკითხა დავითმა და დივნიდან წამოდგა, ტელევიზორის გადამრთველი კი იქვე დააგდო.
_ წავედით _ უპასუხა გოგონამ და მამამისის გადახვეულ ხელს სიცილით დახედა.
_ მოგენატრები ხო?
_ კაი რა, ძლივს დავისვენებ ერთი ღამით _ სიცილით უჯიკა მამაკაცმა. სოფიმ ენა გამოუყო და ერთად გავიდნენ სახლიდან. უკვე მანქანაში ისხდნენ, ნინამ რომ დაუკაკუნა ჩაწეულ ფანჯარაზე. მამამისს ანიშნა, ფანჯარა ჩაეწია და შემდეგ ქალს გაუღიმა.
_ დედი, თუ შეგცივდა, გაქვს წაღებული რამე?
_ კი, ნინაჩკა, კი...
_ კარგი, რამე ხომ არ გავიწყდება? _ ვერ ისვენებდა ნინა. საჭესთან მჯდარი დავითი ახარხარდა.
_ გაგვაცილე ახლა, ნინაჩკა, ბედნიერი მგზავრობა გვისურვე _ ცოლს შესცინა და კოცნა გაუგზავნა.
_ ბედნიერი მგზავრობა, ჭკვიანად სოფი _ გაუღიმა და ხელი დაუქნია. სოფიმ თბილად შეავლო თვალი, გაუღიმა და სწრაფად აკოცა ლოყაზე.
_ მიყვარხარ ძალიან _ უთხრა დედას, თითქოს გულმა უგრძნო, რომ რაღაც ელოდა. რაღაც ისეთი, რის გამოც ეს სიტყვა ბევრისთვის უნდა ეთქვა. ქალმა ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან დავითმა ავტომობილი დაძრა და სოფიმ კარგა მანძილს დაშორებულმა დედამისისგან, მაინც მოახერხა ნინას პირის მოძრაობით წაეკითხა “მეც, ძალიან”.
_ მეც მიყვარხარ მა, მარტო დედაშენს კი არა _ გაუღიმა დავითმა.
_ ხომ იცი, ორივე მიყვარხართ. ლუკასაც გადაეცი, რომ ვგიჟდები მასზე, და მალე ჩამოვალ. ერთი წამოარტყი თავში, რომ არ გამაცილა _ ძმაზე გაბრაზებულმა ტუჩები აიბზუა და ხმამაღლა დაიწყეს სიცილი.

8888

მოკლედ,
ვიწყებ.
ხო, და კინაღამ დამავიწყდა.
ფორთხოხალს მადლობა, სათაურისთვის. მიყვახარ ისე, რო იცოდე.







№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

საქართველოს არ ველოდი :დდ
სოფის ჩაბარგებამ მაუწყა, რომ ნივთები, რომლებიც ჩააწყო კარგად გამოადგება :დდ
ვნახოთ ერთი რას გვიმზადებ...
მამალო არ ვიცი, სამაგიეროდ ის ვიცი, რომ ყიყლიყოს მთელი საქართველო ყიყლიყოს ეძახის...
სწორი ფორმაა კომფორტული :დდ wink
ველი მეორე თავს

 


№2  offline მოდერი Eleniko13

lullaby
საქართველოს არ ველოდი :დდ
სოფის ჩაბარგებამ მაუწყა, რომ ნივთები, რომლებიც ჩააწყო კარგად გამოადგება :დდ
ვნახოთ ერთი რას გვიმზადებ...
მამალო არ ვიცი, სამაგიეროდ ის ვიცი, რომ ყიყლიყოს მთელი საქართველო ყიყლიყოს ეძახის...
სწორი ფორმაა კომფორტული :დდ wink
ველი მეორე თავს


ვეცდები, დღეს დავწერო მეორე :3
ოო, საქართველოში რომ იცოდე რეები ხდება... ხო, ზურგჩანთაში ჩალაგებული ნივთები ნამდვილად გამოადგება ;დდ მადლობა, რომ კითხულობ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

აი რო გაიპარსა, ეგ მომენტი აბსოლუტურად ზედმეტი იყო. ანუ შენ რეალურად არ წერ ისეთ რაღაცას, რასაც ეგ დეტალი ჭირდება. დანარჩენი, ასე გააგრძელე :)

 


№4  offline მოდერი Eleniko13

ფორთოხალი
აი რო გაიპარსა, ეგ მომენტი აბსოლუტურად ზედმეტი იყო. ანუ შენ რეალურად არ წერ ისეთ რაღაცას, რასაც ეგ დეტალი ჭირდება. დანარჩენი, ასე გააგრძელე :)

მეც ვიფიქრე, არ დავწერ მეთქი,
მაგრამ მჭირდებოდა,
ეს დეტალიც საჭიროა მომდევნო თავებისთვის.
ისე, გავითვალისწინებ. მადლობა ❤️
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5 სტუმარი მიკა

Momewona , kargia, gaagrdzele

 


№6  offline მოდერი Amalthea

ისე ჯერ წვივია, მერე მუხლი და შემდეგ ბარძაყი lol
ფორთოხალმა ზუსტად თქვა, გაპარსვა და მსგავსი ამბები ნაღდად არაა ამ ისტორიისთვის. (ისე სადმე რომ დაამწყვდიონ დიდი ხნით იმას ხო არ მიუწერ დათივით გახდაო lol lol )
სათაური ძალიან მომწონს, ამ გოგოს სახელი ხო ვაფშე request
ისტორიაზე ვერ გეტყვი რამეს, ჯერ საშიში არაფერი მომხდარა ;დ
"მოვლენებამდე" ან "როგორ დაიწყო ყველაფერი" უფროა.
მაინტერესებს რა მოხდება იქ სადაც მიდის winked
არ ვივარაუდებ არაფერს, მაინც არ იქნება ისე როგორც მე მინდა lol
პირველად ვკითხულობ შენს ნაწერს, ვაღიარებ ძალიან მომწონს love
წარმატებები love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№7  offline მოდერი Eleniko13

Yvavi.
ისე ჯერ წვივია, მერე მუხლი და შემდეგ ბარძაყი lol
ფორთოხალმა ზუსტად თქვა, გაპარსვა და მსგავსი ამბები ნაღდად არაა ამ ისტორიისთვის. (ისე სადმე რომ დაამწყვდიონ დიდი ხნით იმას ხო არ მიუწერ დათივით გახდაო lol lol )
სათაური ძალიან მომწონს, ამ გოგოს სახელი ხო ვაფშე request
ისტორიაზე ვერ გეტყვი რამეს, ჯერ საშიში არაფერი მომხდარა ;დ
"მოვლენებამდე" ან "როგორ დაიწყო ყველაფერი" უფროა.
მაინტერესებს რა მოხდება იქ სადაც მიდის winked
არ ვივარაუდებ არაფერს, მაინც არ იქნება ისე როგორც მე მინდა lol
პირველად ვკითხულობ შენს ნაწერს, ვაღიარებ ძალიან მომწონს love
წარმატებები love

სხვათაშორის, ყვავი რომ ფიგურირებს ამ მოთხრობაში,
შენი დამსახურებაა.
მერე, ფორთოხალმა რომ ეს სათაური მომაფიქრებინა,
ვიფიქრე,
ბარემ სოფისაც დავარქმევ თქო.
თან სოფიკოსიცაა, თან შენიც.

მადლობა,
მადლობა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline მოდერი Eleniko13

okay
საინტერესოა.
ველოდები, იცოდე

მადლობა,
ელენე, (თ.)
მიყვარხარ ძალიან.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent