შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეველინი!{1}


28-06-2016, 02:27
ავტორი Behandice
ნანახია 2 396

თავქუდმოგლეჯილი გარბოდა,მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა,რაც მთავარია შორს,მისი ოჯახისგან შორს,ნუ ეგონა რომ მისი ოჯახი იყო მაგრამ მწარედ შემცდარა..მთელი 18წელი ტყუილში უცხოვრია,მაგრამ ამ ტყუილში ბედნიერებაც იყო რომელიც მის დასთან ერთად გაატარა..მაგრამ ხანმოკლე ყოფილა ცხოვრება არ აცადა ბედნიერება არც ერთს..ახლა კი ზურგჩანთა მოკიდებული გარბოდა,გული ერეოდა უკვე ამ ადგილზე,ეზიზღებოდა თბილისი,ყველა ის ადგილი სადაც განავლელი ჰქონდა...ფიქრობდა სად წასულიყო...განა სად უნდა წასულიყო?ჰქონდა კი სადმე წასასვლელი?არსად!ფულიც არ ჰქონდა,მაგრამ რა ფული უნდა ჰქონოდა მის მშობლებზე იყო დამოკიდებული ისინი აძლევდნენ ფულს...ახლაც ჯიბეში სულ ბოლოს მონაცემი ფულიდან შემორჩენილი 20 ლარიანი ეგდო...სად წავიდოდა ამითი ახლა მარტო იდგა ცხოვრების გზაზე..საქართველოს ვერ გასცდებოდა ამჯერად და გადაწყვიტა ბათუმში წასულიყო,ზაფხული ახლოვდებოდა და უფრო ნახავდა სამუშაოს,ან ოფიციანტათ იმუშავებდა ან რაღაცას ნახავდა...დამღლელი მგზავრობის შემდეგ ჩავიდა ბათუმში,მშიერი იყო მთელი დღის განმავლობაში არაფერი ჰქონდა ნაჭმი ან როდის მოასწრებდა ჭამას ისეთი ამბები დატრიალდა ერთად მის ცხოვრებაში...ქუჩა-ქუჩა დადიოდა შუაღამეზე,წვიმდა ციოდა მაინც ზაფხული იყო ჯერ,მას კიდევ სიფრიფანა მაიკა ეცვა..ერთ-ერთ ბარში დაინახა აბრაზე გამოკრული განცხადება სამუშაოზე...ბარში შევიდა..ბარი უნდა გენახათ...5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მიგიქარავდა.
-გამარჯობათ.
-გისმენთ!რით შემიძლია დაგეხმარო გოგონა?გზა აგებნა?აგდებულად უთხრა მამაკაცმა..
-იცით,სამუშაოზე ვარ.
-გასაგებია..შენი სახელი?
-ეველინი.
-უცხო სახელია..ღამე უნდა იმუშაო..ბარის უკანა მხარეს პატარა ოთახია იქ დარჩები.თუ თანახმა ხარ ფორმას მოგცემ აწი იწყება მუშაობა ლამაზო კლიენტები მოვლენ.
-კარგით.
ეველინმა ფორმა ჩაიცვა და პასტა და ფურცელი მოიმარჯვა,იწერდა კლიენტების შეკვეთებს,ერთი ორმა უხამსი სიტყვებიც კი უთხრა..გამთენიისას დაიშალა საზოგადოების ნაწილი,ნაწილი კიდევ იყო და სვამდა,ეველინი ისეთი დაღლილი იყო,მშიერი,უძილარი,იმდენი რამე აწუხებდა სულიერადაც და ფიზიკურადაც.
დილის რვა საათი იქნებოდა რომ დაიძინა მშიერმა..რომ გაიღვიძა პირი უშრებოდა,ადგა და წყალი დალია,რაღაც საჭმელს მიაგნო ბარში და ერთი ორი ლუკმა ჩაიგდო პირში..მერე ისევ დაწვა და ფიქრი დაიწყო,საღამოსთვის მოემზადა და მუშაობა დაიწყო...კვირა ნახევარი მუშობდა ასე მაგრამ ეს იმდენად აუტანელი იყო მისთვის,იმდენ დამცირებას იტანდა,მაგრამ ბოლო დღეს მომხდარმა ყველაფერს გადააჭარბა..ღამის 3 ან 4 საათი იქნებოდა ბარში სასტავი რომ შემოვიდა,4 ბიჭი იყვნენ...მათგან ერთი სხვანაირად უყურებდა და უხამს სიტყვებსაც არ იშურებდა მაგრამ ეველინი შეეჩვია უკვე ამ ყველაფერს და ყურადღებას აღარ აქცევდა.
-უკაცრავად იქნებ მორჩეთ ჩემს თვალიერებას და მითხრათ რას ინებებთ?თქვენ გარდა სხვა კლიენტებიც არიან აქ და მიცდიან!
ბიჭი კი აგრძელებდა მის სხეულზე თვალების ცეცებას..
ეველინი ძალიან კარგი აღნაგობის გოგონა იყო...სუსტი,მაღალი,გრძელი ფეხებით,კარგი ფორმებიც ჰქონდა 18 წლის ბავშვის პირობაზე...მხრებამდე ქერა თმები,ღია ფერის მწვანე თვალები,კურნოსა ცხვირი,ტუჩების ულამაზესი ფორმა...ნუ რაგინდა მეტი..
-შენ გინებებ ლამაზო!სამსახურის შემდეგ რასაკეთებ!
-მემგონი შემოსვლის ადგილი შეგეშალათ..აი იქით გაიხედეთ რა აწერია..ბიჭი შემოსასვლელი კარებისკენ გაახედა რომელიც განრისხებული მზერით უმზერდა მწვანე თვალებიდან...’’ღამის ბარი’’...ჰოდა ეს არის ღამის ბარი და არა ბორდელი და არც მე მაწერია რომ ბო*ზი ვარ..ამიტომ შეკვეთა შეგიძლია მომცეთ!
-არ გაწერია მაგრამ ხარ!პირდაპირ ახალა პირში ბიჭმა ეველინი ამაზე აენთო..იქიდან გაიქცა და საპირფარეშოში შევიდა..იქიდან რომ გამოვიდა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ამ ადგილიდან წასვლა,უფროსთან მიდიოდა ახლა გასამრჯელოს გამოართმევდა და სამუდამოდ გაქრებოდა ამ ადგილიდან...
კარებზე დააკაკუნა,შემდეგ კი კაბინეტში შევიდა...
-ეველინ შენ გეძებდი..
-იცით საქმე მაქვს თქვენგან...მე წა...აღარ აცადა კაცმა დამთავრება..
-ძალიან მნიშვნელოვანი კლიანტისგან შემოგვივიდა საჩივარი შენზე,ითხოვს გაგანთავისუფლოთ ამიტომ აი შენი ხელფასი!
-მეც მაგის სათქმელად ვიყავი მოსული!კარგად!უთხრა და კარები გაიხურა და სამუდამოდ წავიდა ამ ადგილიდან...
მომდევნო 2 კვირა ზღვის პირა ბარში მუშაობდა მიმტანად,მაგრამ რადგან ჯერ ბანაობის სეზონი გახნილი არ იყო,მუშაობაც არ იყო კარგი..იქ ერთი გოგონა გაიცნო სახელაც ნუცა რომელსაც ძალიან დაუახლოვდა...კარგი გოგონა ჩანდა...კარგი სამსახურიც იყო მანამ სანამ ბანაობის სეზონი არ გაიხსნა და დაიწყო მიმოსვლა კლიენტების,იგივე სიტუაცია შეიქმნა,უტიფარი,უკულტურო,უნამუსო ხალხი გამოჩნდა,ეველინმა ვერც აქ აიტანა ეს სიტუაცია და ნუცასთან მივიდა იმის სათქმელად რომ მიდიოდა...
-ეველინ რო რამე ოჯახში იმუშავებდი?
-კიი...ბარებში მუშობას ყველაფერი მირჩევნია..რამე გაქვს?
-კიი კიი..ოჯახის მეგობარი ეძებს ვინმეს,სახლი რომ დაულაგოს და როცა სახლში არ იქნება სადილი მოამზადოს..
-აუუ კარგიაა...
-ჰოდა წადი გასაუბრაბაზე ნახე..მისამართს მოგცემ..
-მოიცა შენ რატო არ მიდიხარ?არ გირჩევნია აქ მუშაობას?
-ეველინ იციი..
-რამოხდა?
-ეს ბარი ჩემია...ნუ ჩემი ოჯახის საკუთრებიაა..მე აქ ისე ვარ თვალყურსაც ვადევნებ და ფულსაც ვშოულობ დამატებით..არ გაბრაზდე ადრე უნდა მეთქვა..
მარიამი გაბრაზდა თავიდან მარა გადაუარა,ძალიან უყვარდა ნუცა,სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო,მის დას ახსენებდა..წასვლისას ჩაეხუტა და გამოემშვიდობა და წავიდა იმ მისამართზე რომელიც ნუცამ მისცა...
კარებზე ზარი დარეკა და უცდიდა როდის გააღებდა კარებს მაგრამ არავინ აღბდა,მერე ჩანთიდან მისამართი ამოაძვრინა რომ ენახა სწორად თუ მივიდა,ამდროს კარების ხმა გაიგონა და უცებ შეეშინდა და ქაღალდი ძირს დაუვარდა,მის ასაღებად დაიხარა და თავი ნელ-ნელა მაღლა ასწია,ჯერ ფეხები დაინახა,მერე დაკუნთული სიშველი სხეული აი ტუჩებიც გამოჩნდა,ცხვირიც და აი თვალები...მოიცა სტოპ აი აქ გავჩერდეთ...ეველინი გაშეშებული იდგა და სად გაქცეულიყო არ იცოდა...

ჩემო ტკბილებო ძალიან მოკლე დროში დაგიბრუნდით ახალი ისტორიით<3 იმედია მოგეწონებათ დასაწყისი,ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა,ბევრი შინაარშის მოთხრობა მაქვს ამ გვერდზე წანაკითხი და არ მინდოდა მიმებაძა ვინმესთვის,რამეგანსხვავებული მინდოდა გამომსვლოდა და ჩანაფიქრში ასეც მაქვს...თქვენ რას იტყვით როგორ მოგწონთ?აბა ველოდები შეფასებებს ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან მომწონს,მიხარია რომ მალე დაბრუნდი.❤️❤️
აუცილებლად გააგრძელე.❤️

 


№2  offline წევრი kaxelii

გააგრძელე ძალიან კარგია. მომეწონა მაგრამ ძალიან პატარა თავი იყო

 


№3 სტუმარი etiko

dzalian momwons aucileblad gaagrdzele male dade axali tavi da cota didi... savaraudod es is bichia baridan :D

 


№4 სტუმარი მიკა

Kargia , gaagrdzele.

Oghond wlobit ar gawelo zogiertebivit. Ert tavs dadeben da mere unda elodo ori tve ro meore dadon

 


№5  offline მოდერი Behandice

ლანა ცინცაძე
ძალიან მომწონს,მიხარია რომ მალე დაბრუნდი.❤️❤️
აუცილებლად გააგრძელე.❤️

დიდი მადლობა ლანა <3 გავაგრძელებ აუცილებლად.

nino k.d.
გააგრძელე ძალიან კარგია. მომეწონა მაგრამ ძალიან პატარა თავი იყო

მადლობა<3 ვიცი სპეციალურად დავწერე ამხელა მაინტერესებდა მკითხველი თუ დაინტერესდებოდა აწი დიდ თავებს დავდებ ხოლმე.

etiko
dzalian momwons aucileblad gaagrdzele male dade axali tavi da cota didi... savaraudod es is bichia baridan :D

მადლობა <3 ახალ და დიდ თავს დავწერ.

მიკა
Kargia , gaagrdzele.

Oghond wlobit ar gawelo zogiertebivit. Ert tavs dadeben da mere unda elodo ori tve ro meore dadon

მადლობა <3 ეგ არ მჩვევია რამე პრობლემა თუ არ მაქვს ყოველდღე ვდებ ახალ თავს.

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია ტანნ დზაან
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent