შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია.! (შეხვედრა)


18-06-2016, 15:38
ნანახია 2 010

მთელი დღით გადაღლილი, მაღაზიებში სიარულით, მარჯანიშვილის მეტროში შევიდა. ყურში ყურსასმენები ეკეთა და "slipknot"- ის "ჰარდ" ჰანგები გარეთაც ისმოდა.
ზურგჩანთა უკან ჰქონდა მოკიდებული და იმდენად მძიმე იყო, ალბათ ცოტახანში წასძლევდა და ძირს დააგდებდა.
ჭიანჭველას ჰგავდა, პატარა იყო და ორჯერ მეტი სიმძიმის ჩანთა ეკიდა.
ცალხელში მეტრომანს ათამაშებდა, ცალხელში ტელეფონი ეკავა.
კარებთან დადგა და რკინას ხელით დაეყრდნო. ხალხით გატენილ მატარებელში, ოფლის, სიგარეტის, სუნამოს, არყის და სიბინძურის სუნი ერთმანეთში ირეოდა და მასში ზიზღს იწვევდა.
აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და ყველას აკვირდებოდა, ალბათ ვინმე საინტერესოს ეძებდა, მაგრამ ვერავინ იპოვა, თუმცა ორი ხნიერი ქალბატონი, რომ მასზე საუბრობდა ნათელი იყო..
ერთმა დიდხანს უყურა, უყურა, უყურა, მისი მზერა კი აშკარად მისი ცხვირის რგოლისკენ იყო მიმართული.. კიდევ დიდხანს უყურა მერე კი მეორე ქალბატონს იდაყვით უჯიკა და ისიც მისკენ მოაბრუნა... ორივემ თავი გადააქნია და აჩურჩულდნენ..
მარიამს ამაზე მუდამ ეცინებოდა.. რადგან ყველას აზრი "ეკიდა" ისეთი იყო როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო.. ის სხვებს არ ჰგავდა.. სადაიყო და საყვარელი.. არც მთელი სხეული ჰქონდა დახვრეტილი და არც ტატუებით იყო აჭრელებული, არც თმა მიუგავდა ცისარტყელას..
ერთი პირსინგი ჰქონდა ცხვირზე, რომელიც მართლაც უხდებოდა.. თვალში საცემი იყო თავისი სისადავით..
ბიჭები ფეხქვეშ არ ეგებიდნენ და არც თაყვანისმცემლების რიგი ედგა.. თუმცა იმას ვერ ვიტყვით, რომ არავის მოწონდა.. ბევრსაც მოწონდა და ბევრსაც თვალი გაუყულებია ქუჩაში მიმავალისთვის..
შეყვარებული არასდროს ყოლია, არასდროს ყვარებია..
პირველ გაჩერებაზე ხალხი ერთმანეთში აირია.. ზოგი გავიდა და მატარებელში ახალი ნაკადი შემოვიდაა ახალი სუნებით!
მუსიკის ფონზე ეს სანახაობა მხიარულადაც კი ეჩვენებოდა.
საფეთქელი რკინას მიაყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა.. მზერა იგრძნო გვერდიდან.
მისგან ცოტა მოშორებით ორი ბიჭი იდგა, ერთი მისგან ზურგით, მეორე კი პირდაპირ მას უყურებდა.. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, შიგადაშიგ კი ერთ-ერთი მისკენ იყურებოდა...შავიგვრემანი იყო, შავი თვალებით, ოდნავ მუქი კანისფერით, და ძალიან სიმპატიური..მარიამმაც გახედა, უბრალოდ არ გაუხედავს, მთელ სახეზე აკვირდებოდა, მზერა მხოლოდ მისკენ ჰქონდა მიმართული.. უცნობმა კვლავ გამოხედა მარიამს, მარიამი დაიბა და თვალები მაღლა გაკრული წარწერისკენ გააპარა..მერე ისევ გახედა უცნობ ახლაგაზრდას და ამჯერად თვალებში ჩახედა.. თვალები ერთმანეთს "გაუშტერეს"..
ცხოვრებაში პირველად ბიჭს მზერა გაუსწორა და არც უცდია სხვაგან გაეხედა. უამრავი ბიჭი მოწონებია მაგრამ ასე ჯერ არავინ..
მოეწონა კიარა, მგონი შეუყვარდა ერთი დანახვით.
მატარებელი გაჩერდა, ხალხმა მოძრაობა დაიწყო..
"ოღონდ არ ჩახვიდე"
გაიფიქრა გონებაში, რადგან იცოდა, რომ მას ვეღარასდროს ნახავდა.. და დაჟინებული მზერა მიაპყრო უცნობს.. რომელიც მეგობართან ერთად მატარებლიდან ჩასვლას აპირებდა და ხალხს უკან მიჰყვებოდა..
ლურჯი ჯინსი ეცვა, შავი ფეხსაცმელები და შავი "საროჩკა". ხელზე მაჯის საათი ეკეთაა..
მარიამისთვის ეს, ბიჭი სრულყოფილება იყო. ასე ჯერ არავინ მოწონებია არასდროს !
სწრაფად მოსწყდა ადგილს და მატარებელი დატოვა..
ინსტიქტურად მოქმედებდა და მისმა თვალებმა უცნობ ბიჭს დაუწყეს ძებნა...
არიცოდა მას რომ გაყოლოდა ამით რა შეიცვლებოდა მაგრამ ისე მოიქცა როგორც უნდოდა, ცცოვრებაში პირველად..
ადგა და უცნობს გაყვა.. ესკალატორისკენ მიდიოდა, ჩანთამ უკან რომ სძლია და ლამის გადაიყოლა..
ძირს დაიხარა რომ ჩანთა აეღო.. როცა ნახა აამომწყდარი იყო და თავის თავზე გაბრაზდა..
სად მიდიხარ, რომ მიდიხარო..
გადაწყვიტა უკანვე წასულიყო, მიხვდა რომ ის ბიჭი უკვე ამ შენობაშიც აღარიქნებოდა..
უკან შებრუნდა და რაღაცას ან ვიღაცას ცხვირით დაეჯახა..


მოკლედ ახალი ისტორიაა, რეალური ფაქტებია.. იმედია მოგეწონებაათ <3



№1  offline წევრი qetiqetiA3

კარგია ძალიან მომეწონა ...ძალიან დამაინტრიგა და მაინტერესებს მოვლენების განვითარება თან მითუმეტეს ნამდვილი ამბავი რომ არის ორმაგად მაინტერესებს...წარმატებებს გისურვებ ველი შემდეგ თავს ოღონდ ცოტა დიდს რადგან ამ თავის მოცულობა ნამდვილად არ მეყო...შენც ძალიან მაგარი ხარ..ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით <3

 


№2 სტუმარი wilson

აუ როგორ დამაიტრიგაა❤️❤️

 


№3 სტუმარი Nino

Zalian momecona

 


№4  offline წევრი nineli

love ძალიან მომეწონა, აუცილებლად გააგრძელე... საინტერესოა

 


№5  offline წევრი nineli

recourse აუ განაგრძე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent