შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (2)


28-06-2016, 16:06
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 306

დანიშნულების ადგილას მალე მივიდნენ. გადასვლისას მამამისს ლოყაზე აკოცა, ოცი ლარი გამოართვა და სიგარეტი და სანთებელა შეუმჩნევლად ჩააცურა ჩანთის ჯიბეში. მის მაგივრად კი ძველი, ცარიელი მარლბოროს კოლოფი დაუდო მამაკაცს. დარწმუნებული იყო, დავითი ვერაფერს მიხვდებოდა. არასდროს აქცევს ყურადღებას, რამდენი ღერი სიგარეტი რჩება, ამიტომ იფიქრებს, რომ ახალი უნდა იყიდოს.
_ ტელეფონი ხომ არ დაგავიწყდა? _ ჰკითხა, სანამ კარებს მიხურავდა. სოფიმ ხელები ჯიბეებზე მოისვა და მხრები ნერვულად აიჩეჩა.
_ მგონი, ჰო... ჯანდაბა _ ტუჩი მოიკვნიტა და მოშორებით მდგარ მანქანას გახედა, სადაც სალი და კოკა უკვე იდგნენ და დანარჩენებს უცდიდნენ. ხელი დაუქნია მეგობრებს და ისევ მამამისისკენ შემობრუნდა.
_ რა ვქნა?
_ რა უნდა ქნა მამი, მადლობა უნდა მითხრა და კიდევ ერთხელ მაკოცო _ თვალი ჩაუკრა შვილს დავითმა, სიცილით აათამაშა სოფის ტელეფონი ხელში და ლოყა მიუშვირა. გოგონა მანქანაში დაბრუნდა, ჯერ ტელეფონი გამოართვა, მერე მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და სირბილით გაემართა მარშრუტისკენ. დავითმა მანქანა დაძრა და მალე მხედველობის არედან გაქრა. გოგონა იდგა და მანამ უყურებდა, სანამ მოსახვევში არ გაუჩინარდა ვერცხლისფერი აუდი. მერე შემობრუნდა და ბავშვებს გაუღიმა.
_ პრივეტ, რას შვებით? _ სალის გვერდით დადგა და ყვითელ სამარშრუტო ტაქსს მიეყრდნო ზურგით.
_ რავი, შენ? _ კოკა მისკენ დაიხარა და გადაკოცნა. ცხელი, სავსე ტუჩები ჰქონდა კოკას. მისი კლასელი იყო, შვიდი წლის განმავლობაში. მერე სხვაგან გადავიდა, რადგან კლასში ყველა დასცინოდა. თავდავიწყებით უყვარდა კოკას სოფი, სიგიჟემდე. თავიდან ეს მარტო კოკამ იცოდა. მერე მარიამმა გაიგო, სოფის კლასელმა და საუკეთესო მეგობარმა... მერე სოფიმ. მერე მთელმა კლასმა და მათი საუბრის მთავარი თემაც სწორედ კოკას გრძნობები იყო. კოკაც გადავიდა სხვა სკოლაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ დაცინვას ვერ უძლებდა. უბრალოდ სოფის უხერხულად აწურული მხრები და დახრილი თვალები არ სიამოვნებდა კლასში შემოსვლისას. ახლა, როგორც თვითონ ამბობს, ოდნავადაც არ უყვარს სოფი, რადგან სალის შეყვარებულია.
_ სალ, ფლეშკაზე სიმღერები ჩაწერე? _ გოგონა მეგობრისკენ ნახევარი ტანით შებრუნდა და მათკენ მომავალ მარიამს და ლიკას ხელი დაუქნია.
_ მგონი, კი _ ჩანთაში ქექვა დაიწყო სალომემ, თან კოკას ანიშნა, დამეხმარეო.
_ დაგრჩა _ მოკლედ უპასუხა ნაწყენმა და გოგონებისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მარი გამოიქცა და სოფის ჩაეხუტა. ორი კვირაა, რაც არ უნახავს, სოფელში ისვენებდა და მხოლოდ ტელეფონით საუბრობდა მასთან.
_ მეხსიერების ბარათი და მუსიკები არ გვაქვს, ხალხობა _ სიცილით უთხრა ახალ მოსულებს კოკამ და სალის ხელი გადახვია. ძალიან ბუნებრივი ეჩვენა ეს საქციელი სოფის და სიამოვნებისგან ფართოდ გაიღიმა.
_ არაუშავს, სანდროს აქვს. გუშინ მასთან ჩავწერეთ, ვიცოდით რომ დაგავიწყდებოდა _ გაეცინა ლიკასაც.
_ უბრალოდ, დამავიწყდა, არც მე ვიცი როგორ დამავიწყდა _ ჩაიბურტყუნა სალომემ. ალბათ, ეწყინა, თუმცა წყენით ვერაფერს შეცვლიდა და ხასიათის გამოსწორებას ეცადა. კოკას მიეხუტა და ტუჩებზე აკოცა.
_ სანდრო მალე მოვიდეს რა, აი ლაშაც მოვიდა უკვე _ თქვა სოფიმ. გაჩერებული ტაქსიდან გადმოვიდა ლაშა, მძღოლს შეუღრინა და აგრესიულად მიაძახა რაღაც. ბავშვებმა სიცილი დაიწყეს. კოკა მისკენ დაიძრა და მეგობარს გადაეხვია.
_ აბა, ვინ გვაკლია? _ იკითხა ყველასთან მისალმების შემდეგ და სოფის ისე მოეხვია, მხრები ატკინა.
_ აუ, გაიწიე რა _ დაიწუწუნა გოგონამ და ძირს დადებულ ჩანთას დახედა. ცოტა აკლდა, რომ სიგარეტის კოლოფი არ გადმოვარდნილიყო და გული უსკდებოდა, რომელიმე ბიჭს არ დაენახა.
_ სანდრო, მოვა ალბათ მალე _ უპასუხა ლიკამ და ჯიბიდან შოკოლადის ფილა ამოიღო. მაქს ფანი გახსნა, ჩაკბიჩა და თვალები დახუჭა.
_ ღორია, რა _ გაეცინა მარიამს. სოფიმ იცოდა მეგობრის დამოკიდებულება შოკოლადის მიმართ, ამიტომ აღარაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მგზავრობის წინ შოკოლადის ჭამა ნაკლებას სასიამოვნოა. ლაშა მაგრად ეხვეოდა და მეტი არც დაუწუწუნია, რადგან ძალიან ათბობდა. ერთი სული ქონდა, როდის დაჯდებოდნენ მარშუტკაში, როდის გადაიფარებდა პლედს და კომფორტულად მოთავსდებოდა სავარძელზე. სიცივე იყო, ქარმაც დაუბერა და სოფიმ კბილები ერთმანეთს დააჭირა.
_ მოდი, ავიდეთ, სანდროც მოვა რა _ თქვა ლაშამ. სოფის გაეღიმა, რადგან ლაშა მიუხვდა, როგორ არ შეეძლო ასე დგომა და ლოდინი გოგონას. ლაშა ასე ვთქვათ, მისი არაბიოლოგიური ძმა იყო. ლუკას საუკეთესო მეგობარი და შესაბამისად, ახლოს იყო ლუკას დასთანაც. თითქმის მეოთხე წელია, ერთმანეთს იცნობენ და იშვიათად კამათობს ლაშასთან. ლუკასთან ძალიან რთული ურთიერთობა აქვს, ლაშასთან კი ყველაფერი კარგადაა. გადაჭრით შეუძლია თქვას, რომ ძალიან მაგარი სამეგობრო ყავს და საწუწუნოც არაფერი აქვს ამ მხრივ. მხოლოდ კოკა ანერვიულებს...
მარშუტკაში დასხდნენ, უკანა სავარძლებზე. სოფი ლაშას არ მოშორებია, ორადგილიანზე დასხდნენ და გოგონა მხრაზე მიეხუტა, პლედი დაიფარა და ყურსასმენები გაიკეთა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა, ლოდინით ყველა რომ დაიღალა და მერამდენედ სცადეს სანდროსთან დაკავშირება. წასვლას მის გარეშე არ აპირებდნენ, არავითარ შემთხვევაში. მძღოლმა, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოუღია, უთხრა რომ ხუთ წუთში გავიდოდნენ.
_ მოვედი _ ქოშინით გააღო მანქნის კარები სანდრომ, მერე სწრაფად მიირბინა ბავშვებამდე და კუთვნილი ადგილი დაიკავა სოფის და ლაშას გვერდით მდგარ, ერთადგილიან სავარძელზე.
_ კაი დროსია _ ძალით გაუღიმა სალომემ და მარიამმა თვალები აატრიალა.
_ შენთვის არც მითქვამს, ჩემს მეგობრებს ვუთხარი _ უპასუხა სანდრომ. სოფის არაფერი ესმოდა, თორემ აუცილებლად დაინახავდა სალომეს ჩუმ, ყველასთვის თითქოს შეუმჩნევლად მოწმენდილ ცრემლს. უბრალოდ, თვალები დაეხუჭა და ნიკაკოის უსმენდა.
_ სანდრო, შემდეგში გაითვალისწინე, რომ არ დაიგვიანო და წესიერად ილაპარაკო _ საყვედურით სავსე მზერით შეხედა კოკამ სანდროს. ბიჭმა მხრები აიჩეჩა და შებრუნდა.
_ მაგარი ხარ _ შეაქო ლაშამ _ ვაბშე არ მოსულიყავი რა, ისე, არ გიფიქრია? _ თავადაც მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა, მაგრამ უნდოდა ეგრძნო, როგორ აწყენინა სალომეს. მიუხვდა სანდრო და ლაშასგან არ წყენია, თუმცა ისევ უკან შებრუნდა და კოკას კალთაში სახეჩამალულ სალის მიაშტერდა
_ მაპატიე რა, უბრალოდ ხომ იცი, რომ არ გიკბინო, ვერ გავუძლებ _ უთხრა და თმებზე ხელი მოუსვა. მერე იფიქრა, ყველა ქერა მართლა სულელიაო.
_ აუ, პირველად ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი _ ყურსასმენები მოიხსნა სოფიმ და ხმამაღლა იკითხა. წამით ყველა დადუმდა, მერე დაძაბული მომენტის განტვირთვა გაუხარდათ და სიცილი დაიწყეს.
_ შენ, ჩემო ლამაზო _ ლოყაზე უჩქმიტა ლაშამ.
_ ოო, მართლა _ თვალები დაუბრიალა და გაეღიმა სოფისაც.

888

მე მგონი, გაგაცანით “სასტავი”.
ორი-სამი თავიც და,
უშუალოდ იმაზე გადავალ,
რასაც ასე ძალიან ველოდები.
გამიგეთ, ასე უბრალოდ არ შემიძლია
იმის დაწერა, რასაც ვგეგმავ.
მაპატიეთ რა, თუ ისეთი არ არის,
როგორსაც ელოდით
და კითხვას თუ შეწყვეტთ,
გაგიგებთ. არ მეწყინება, მართლა :დ
ლავ უ ოლ



№1  offline მოდერი Amalthea

მოგკლავ lol
ფრჩხილების დაკვნეტააზე გადავალ ახლა lol
ძალით ჩავიყვან იქ სადაც მიდიან love
გამორჩეულად არცერთი პერსონაჟი მომწონს ჯერ-ჯერობით :3
და ჰო,
კაი გოგო ხარ რომ არ დააგვიანე love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი Eleniko13

Yvavi.
მოგკლავ lol
ფრჩხილების დაკვნეტააზე გადავალ ახლა lol
ძალით ჩავიყვან იქ სადაც მიდიან love
გამორჩეულად არცერთი პერსონაჟი მომწონს ჯერ-ჯერობით :3
და ჰო,
კაი გოგო ხარ რომ არ დააგვიანე love

:დ მე კი ვცდილობ რომ,
წასვლას ავარიდო მაგრამ,
უნდათ და
ღირსებიც იქნებიან მერე
რაც დაემართებათ :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline მოდერი Eleniko13

okay
ოო, ვერ წარმოიდგენ როგორ დამაინტრიგე.
მალე მოკვდნენ რაა :დ
პერსონაჟები არ შემაყვარო!

ცუდო :დ
შენს ჯინაზე, არ უნდა მოვკლა :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

Patara tavebs rom deb, magis bralia. Shegedzlo pirveli da es gageertianebina da ise dagedo. Shemdegshi gaitvaliswine gana imistvis, rom me tavi mepataraveba, aramed imistvis, rom shen ar gagichndes iseti grdznoba, titqos es is ar aris, rasac dagvpirdi. Shesavali, ertgvari fudze yvela istorias schirdeba da damnashave namdvilad arafershi xar.
Ai maric gvyolia :-D

 


№5  offline მოდერი Eleniko13

lullaby
Patara tavebs rom deb, magis bralia. Shegedzlo pirveli da es gageertianebina da ise dagedo. Shemdegshi gaitvaliswine gana imistvis, rom me tavi mepataraveba, aramed imistvis, rom shen ar gagichndes iseti grdznoba, titqos es is ar aris, rasac dagvpirdi. Shesavali, ertgvari fudze yvela istorias schirdeba da damnashave namdvilad arafershi xar.
Ai maric gvyolia :-D

მართალი ხარ,
მაგასაც გავითვალისწინებ.
მადლობა...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ხო აქ ჯერ ვერ გავიგე რა ხდება,მთავარს ველოდები,მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს,მანქნის არა მანქანის.ხო და მარშუტკა ცუდად ხვდება ყურს.
აბა, წარმატებები და ველოდები ''იმას მთავარი რომ ჰქვია''.

 


№7  offline წევრი Metalhead

ყველა პერსონაჟი მომწონს და არ მინდა როელიმე მოკვდეს :D :D :D მალე დადე ძალიან დამაინტერესა <3 მომწონს რომ მომაბეზრებელი აღწერებით არ ტვირთავ ისტორიას <3 :* განსხვავებული და თავისებურია <3 ველოდები შემდეგ თავს არ დააგვიანო გთხოვ :D <3

 


№8  offline მოდერი Eleniko13

ლორელაი
ხო აქ ჯერ ვერ გავიგე რა ხდება,მთავარს ველოდები,მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს,მანქნის არა მანქანის.ხო და მარშუტკა ცუდად ხვდება ყურს.
აბა, წარმატებები და ველოდები ''იმას მთავარი რომ ჰქვია''.

მარშუტკა სპეციალურად დავწერე... მომბეზრდა ეს მარშრუტი და სამარშრუტო ტაქსი. მარშუტკა :დ თათ, გამახარე რომ კითხულობ. მართლა ძალიან გამიხარდა... მადლობა

Metalhead
ყველა პერსონაჟი მომწონს და არ მინდა როელიმე მოკვდეს :D :D :D მალე დადე ძალიან დამაინტერესა <3 მომწონს რომ მომაბეზრებელი აღწერებით არ ტვირთავ ისტორიას <3 :* განსხვავებული და თავისებურია <3 ველოდები შემდეგ თავს არ დააგვიანო გთხოვ :D <3

ხვალ დავდებ ახალ თავს <3 ნუ, რაც შეეხება მომაბეზრებელ აღწერას... ყველა აღწერა არ არის მომაბეზრებელი. გააჩნია მწერლის სტილს და მიდგომას ამ საკითხისადმი. მადლობა დიდი
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

შენ როგორ შეიძლება არ გკითხულობდე? ბაბუაწვერა ვერ წავიკითხე,მოვიცლი მაგისთვისაც.

 


№10 სტუმარი anuka

kargii dasawyisia da vnaxot rogor wava ...t

 


№11  offline მოდერი Eleniko13

ლორელაი
შენ როგორ შეიძლება არ გკითხულობდე? ბაბუაწვერა ვერ წავიკითხე,მოვიცლი მაგისთვისაც.

დედას გეფიცები,
ყოველი თავის დადების მერე
ვფიქრობ,
რა კარგი იქნება თათა მკითხულობდეს-მეთქი.
აი, ყოველი თავის დადების მერე.
და თავს ვაჯერებდი,
მკითხულობს,
უბრალოდ არ ცალია მეთქი.
ხოდა, რომ დამიკომენტარე ამ თავზე,
ქვეცნობიერს ვუთხარი,
აი შენ ნაძირალავ, ხომ კითხულობს თქო.

anuka
kargii dasawyisia da vnaxot rogor wava ...t

ვნახოთ. მადლობა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent