შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი კარკასი (თავი 2)


28-06-2016, 18:07
ავტორი Sin Miedo
ნანახია 1 432

როგორ იწყება „ვეფხისტყაოსანი“ „ნახეს უცხო მოყმე ვინმე“, თუ „იყო არაბეთს როსტევან“? გაახსენდა როგორი ბავშური აღფრთოვანებით ეკითხებოდა ამ „მარადიულ“ კითხვას, ისიც „შემთხვევით“ მცდარ პასუხს გასცემდა და იწყებოდა ასე გაუთავებელი დავა, რომელიც ორივეს სიცილით მთავრდებოდა. ისიც გაახსენდა პირველად რომ მიხვდა „რაღაც ისე რომ ვერ იყო“ მის თავს. მანამდე ფიქრსაც გაურბოდა, მეგობრის „ბოროტმა „ ხუმრობამ კი საკუთარ თავთან აღიარება მოუტანა, რომ მარტო ყოფნა აღარც შეეძლო და აღარც უნდოდა.
– დევი, გაიგე ახალი ამბავი თუ მე გახარო? როგორც ყოველთვის მისი ბავშობის მეგობარი დაუკაკუნებლად „შეიჭრა“ მის ოთახში და ხმის ამოღება არც აცადა ნერვიულად გააგრძელა
– მელიტა თხოვდება. დევიმ მაშინ გაუგო იმ ადამიანებს რას გრძნობენ როცა გულის შეტევა ემართებათ, გულის არეში ისეთი მწვავე ტკივილი იგრძნო, წამით ეგონა მართლა გულის შეტევა ჰქონდა. მხოლოდ ერთი წინადადება ესმოდა, „თხოვდება“. არც მისი მეგობრის ღიმილიანი სახე დაუნახავს და არც ის გაუგია რასაც ეუბნებოდა. მხოლოდ იმას ხვდებოდა რომ მისი ადგილი მასთან აღარ იქნებოდა, იმას მიხვდა რომ დაიგვიანა, რომ დაასწრეს. კოშმარულ სიზმარში ეგონა თავი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერს მეტისმეტად რეალურად გრძნობდა.
– კარგი ძმაო, გეხუმრე, ახლა მაიც აღიარე რომ შენთვის სულ ერთია ეგ გოგო. მხარე ხელი ღიმილით დაკრა გიორგიმ. წლებია მას იცნობდა, ამ ერთი შეხედვით „უწყინარ“ ტყუილს კი ვერ მიუხვდა.
– ასე არ ჯობია, ადამინის ფერი დაგიბრუნდა სიცილის არ წყვეტდა გიორგი.
გული საგულეს რომ დაუბრუნდა დევის სახეც ღიმილმა მოიცვა, თუმცა ნერვიულმა ღიმილმა
– ხუმრობა შენი ძლიერი მხარე რომ არაა არ მითქვამს? ოდნავ დამშვიდდა და მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დააკვირდა, სიტყვებს ხედავდა, თუმცა შინაარსი ვერაფრით გაეგო.
– უგრძნობივით ნუ იქცევი ძმობას გაფიცებ, ის რომ ვიღაც შენთვის ძვირფასია და ეს სიძვირფასე მასაც აგრძნობინო სისუსტე არაა. გიორგი განიცდიდა დევის მდგომარეობას, თქმით არ ეუბნებოდა მაგრამ მასთან წლების მეგობრობამ სიჩუმის „წაკითხვა“ ასწავლა.
– ასეც კარგად ვარ. ყოველთვის ამ ფრაზით „ამართლებდა“ ხოლმე საკუთარ საქციელს
– კი, ისე კარგად ხარ რომ არ მეთქვა გეხუმრე–მეთქი რეანომობილით მომიწევდა შენი გადაყვანა.
დევიმ ისე ახედა მეგობარს, გიორგი მიხვდა საუბარი ამ თემაზე დასრულებული იყო.
– შენი საქმისა შენ იცი მაგრამ... კიდევ რარაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მიხვდა აზრი არ ჰქონდა და უხმოდ გავიდა ოთახიდან. დევიმ რამოდენიმე წამით უყურა კარს, რომელიც გიორგიმ დახურა, შემდეგ ისევ მაგიდაზე დაყრილ ფურცლებზე გადაიტანა ყურადღება.
ბოლო დროს ხშირად ახსენდებოდა წარსული. ახლაც არ იცოდა მომავალი რას მოუტანდა. ისიც იფიქრა უარი ეთქვა ამ ოცეულის მომზადებაზე, სადაც მელიტა იყო. თუმცა სისუსტედ და საქმის ღალატად ჩათვალა და ხელი მოაწერა ბრძანებას მიეღო ოცეული.
პირველად....
დამოუკიდებლობის დღეს ნახა, ისეთი ინტერესით ათვალიერებდა სამხედრო ტექნიკას გაეღიმა. კითხვა ვერ გაებედა, თუმცა გარშემო უვლიდა და ათვალიერებდა უზარმაზარ ტანკს. დევიც ყოყმანობდა ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა, თავიდან მის გვერდით მამაკაკს ეძებდა, ეგონა ქმარ–შვილთან ერთად იქნებოდა, ან მინიმუმ ქმართან ერთად. აკვირდებოდა და როცა მიხვდა რომ ნამდვილად მარტო იყო, გადაწყვიტა მასთან მისულიყო. დილიდან დაიღალა გოგონების აზრს მოკლებული კითხვებით, სელფებითა და მის მარჯვენა უბეჭდო არათითზე დაჟინებული მზერით მიშტერებული თვალების ყურებით. ეს გოგონა კი ისე იყო გართული ტანკის თვალიერებით დევი სულ არ შეუმჩნევია.
- ეს „დიდგორია“ , ღიმილით უთხრა დევიმ. გოგონა დაიბნა, ისეთი სახით ამოხედა ეგონა დანაშაულში ამხილა
აპირველად ვნახე ქალის ასეთი გულწრფელი დაინტერესება ჯარის და ტანკის მიმართ განსაკუთრებით
- რატომ? ოდნავ გაღიზიანებული ტონით შეეკითხა გოგონა
- საწყენად არ მითქვამს. დევი დააბნია მისმა ტონმა
- მაგრამ გამოგივიდათ. დევის გაეღიმა.
- დევი. ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- დევების დიდიხანია არ მეშინია. გოგონასაც ღიმილისგან სახე გაუნათდა.
დევიმ სიცილი ვერაფრით შეიკავა. მისი სახელის გაგებისას ყველას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ.
– დედაჩემს დღემდე ვსაყვედურობ ასეთი სახელის დარქმევისთვის.
– სახელის? ანუ... თქვენ... მართლა... გოგონა დაიბნა
– მართლა დევი მქვია. უნებურად ცერა თითი გადაუსვა მის ხელში მოქცეულ გოგონას ნაზ ხელს.
– ამართლებთ ამ სახელს, ასე რომ დედას ნუღარ უსაყვედურებთ.სითბო დაინახა დევიმ მის თვალებში, თითქოს მასაც გადადო, უნებურად შუბლზე მოისვა ხელი
– თქვენ რა გქვიათ?
– მელიტა.. მელიტა მაჩაბელი.
ეს არ იყო არც ერთი ნახვით შეყვარება, არც ფლირტი, უბრალოდ ორივე საოცარ სითბოს გრძნობდა.
შემდეგ... ხშირად ხვდებოდა დევი მელიტას სიახლოვეს, ხშირად უწყრებოდა საკუთარ თავს და ტუქსავდა „ამხელა კაცი რამ ამაცანცარა“ მისი გადაწყვეტილება წამში ბათილდებოდა როგორც კი მელიტას დაინახავდა ხოლმე. დედამისის მეზობელი რომ აღმოჩნდა ამან უფრო მეტად გაათამა. იყო არასტანდარტული პაემნები, მინდორში სირბილი, ღამით ვარსკვლავების ყურება და მთელი გულით ჩათქმული სურვილი დიდხანს, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს წუთები.
დევი წარსულს ალაგ–ალაგ იხსენებდა. ასე ერთიანად რომ მიყოლა და გაეხსენებინა გაგიჟდებოდა. უიმედობას გაედგა ფესვები მის გულში. მისი ხელმეორედ გამოჩენა კი ჩამქრად ნაკვერჩხალს ისევ ანთებას უქადდა.
ჯერ უნდა გასაუბრებოდა, სანამ მათ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას შეუდგებოდა. როგორც სჩვეოდა დინჯად, ყოველგვარი აღელვების გარეშე შევიდა დიდ ოთახში, სადაც ცნობისმოყვარე კურსანტებს მოეყარათ თავი და კედელზე გაკრულ სურათებსა თუ განცხადებებს ყურადღებით ათვალიერებდნენ. საშინელი ხმაური იყო. ერთი შეავლეს თვალი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ დევის, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტიათ ხმაური. დევი მშვიდად დაჯდა სკამზე.
– დასხედით. ყურადღება არ მიუქცევიათ მისთვის.
– მეორედ ამავე ტონით არ გავიმეორებ.
დევი ფეხზე წამოდგა, უხმაუროდ მივიდა ოციოდე წლის ბიჭთან, რომელსაც ფეხები მაგიდაზე შემოეწყო, ხელის ერთი მოძრაობით ჩამოაღებინა მაგიდიდან ფეხები და ისე დასჭექა, წამში ისეთი სიცუმე ჩამოვარდა თითქოს ოთახში არავინ ყოფილიყო. ორიენტაციადაკარგული ბიჭი რამის ამოყირავდა, რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ დევის გამომეტყველებით მიხვდა მისთვის აჯობებდა გაჩუმებულიყო.
დევი ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა, ერთი მოავლო თვალი ახალგაზრდებს, „ის“ არ იყო. სახეზე არაფერი შემჩნევია, გადაიფიქრა ეს გაიფიქრა თუ არა კარზე კაკუნის ხმა და მორიდებულად ნათქვამი „უკაცრავად, შეიძლება შემოვიდე?“ გაიგონა. უცებ აიყვანა საკუთარი თავი ხელში, კართან გამხდარი,სახეზე ფერშეცვლილი მელიტა იდგა, თვალებში სევდა ჩასდგომოდა, თუმცა ის სითბო ისევ იგრძნო რაც მასში უყვარდა.. ამ სიტყვის თქმას ყოველთვის ერიდებოდა, მელიტასთვისაც არ ჰქონდა ნათქვამი, გრძნობდა, ეს კი მისთვის სრულიად საკმარისი იყო. წამში გადახარშა ყველაფერი. მკაცრი იერი დაიბრუნა და მკაცრადვე დაიწყო
– დაგვიანება არცერთ კურსანტს არ ეპატიება, არ აქვს მნიშვნელობა წამი, წუთი თუ საათი დააგვიანდება სასჯელი ერთია. მელიტას გამომეტყველება არ შეცვლია
– გასაგებია, ბატონო სერჟანტო, აღარ განმეორდება. მელიტა თავისუფალი სკამისკენ წავიდა, რომ დამჯდარიყო.
– მე არ მითქვამს რომ დამჯდარიყავით.. შეყონდა.. ფურცელს ჩახედა მის გვარს ეძებდა
– მაჩაბელი.. მელიტა მაჩაბელი..
– სახელი არ მიკითხავს.. გვარი სრულიად საკმარისია..
მელიტა გაღიზიანებამ მოიცვა, სულა სე იყო მოსწონდა ასე ადვილად რომ აბრაზებდა მერე სიცილით ირიგებდა, ახლა ასე არ იყო რა თქმა უნდა.
– დავჯდე თუ წავიდე საიდანაც მოვედი? რამოდენიმე წამი უყურეს ერთმანეს თვალებში
– დაჯექით. დევიც დაჯდა
გასაუბრებამ ორ საათს გასტანა, ოცივე დატოვა, ყველა ერთნაირი ძალისა და შესაძლებლობის რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ ცდად ღირდა „რა გამოვიდოდა მათგან“.
ყაზარმაში მოუწევდათ ცხოვრება კარანტინში, ვერ ნახავდენენ ოჯახებს. თეორიულ კურსებს ისმედნენ, ვინც ჩააბარებდა პრაქტიკულ კურს დაიწყებდა.
მელიტა გაფაციცებით უსმენდა დევის, იმახსოვრებდა მის თითოეულ სიტყვას, ხმის ტემბრს. ორივეს გულს უმძიმებდა ზერელე, მოვალეობის მოხდის მიზნით ერთმანეთთან ურთიერთობა. არ მოეცათ საშუალება ესაუბრათ, ან ორივე თავს არიდებდა, არ იცოდნენ რითი და საიდან დაეწყოთ.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მზიანი დილა გათენდა. ათი წუთი ჰქონდათ მოსამზადებლად. დილის ჩვეული ვარჯიშის შემდეგ დევიმ გადაწყვიტა საკუთარი ოცეული მეორე ჯგუფთან წაეყვანა, რომლებიც უკვე პრაქტიკულ კურსს გადიოდნენ. ცნობისმოყვარე და ოდნავ შეშინებული თვალებით უყურებდნენ მათთვის სრულიად უცხო და ახალ საქმიანობას.
– ხელი არაფერს მოკიდოთ, უბრალოდ უყურეთ. მკაცრად უთხრა დევიმ და ცოტა ხნით გავიდა მეორე სერჟანტთან
კარვიდან უყურებდა დევი მელიტას მშვიდ, სევდანარევ სახეს. კარის ხმაზე სკამზე დაჯდა
– ცოტა შემაგვიანდა დევი, დიდხანს ხომ არ მელოდე? ვერ გავაგებინე ჩემს ცოლს რომ სამსახურმა ბავშვის სიცხე არ იცის. ნერვიულად მიაყარა სერჟანტმა აფაქიძემ. დევის გაეღიმა
– ასეთია ოჯახური ცხოვრება, წუწუნიც უნდა აიტანო ზოგჯერ. ღიმილითვე უთხრა მეგობარს
– შენ როდის უნდა უნდამოეკიდო ოჯახს ამის გახსენებაზე? დევის ღიმილი გაუქრა სახლიდან. და „ისევ არ დაიწყო“ სახით შეხედა სერჟანტი მიხვდა გაჩუმებულიყო
– შენთვის რისი თხოვნა მინდოდა. ვიცი დაკავებული ხარ, დამატებითი ჯგუფის აყვანაზე რას იტყვი?
– ნიკა, კარგი რაა ისეთი სახით დაიწყე მეგონა რამე სერიოზული იყო.ახლა მეორე ჯგუფს ვერ ავიყვან, ამათმაც გადამრიეს.
ნიკამ უკმაყოფილოდ მოიხსნა სათვალე და მაგიდაზე დადო.
– მე პირველი არ ვიქნები. სიცილით დაკრა მხარზე ხელი დევიმ
– არავის უნდა მასაც გადაედო ღიმილი
ისევ გახედა დევიმ კარვიდან მელიტას, ისეთივე ინტერესით აკვირდებოდა ამჯერად იარაღს, როგორც მაშინ პირველად რომ ნახა. მზერა მისგან ცოტა მოშორებით მდგარ ბიჭზე გადაიტანა, რომელიც რაღაცის გახსნას გამეტებით ცდილობდა. მზერა დაძაბა პატარა ვერცხლისფერი რგოლი დაინახა, ყუმბარა გაიფიქრა და წამის შემდეგ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა. იქაურობა კვამლს დაეფარა. მელიტა იქ აღარ იდგა. წამში მოწყდა ადგილს, სანამ იქამდე მივიდა თვალებით მელიტას ეძებდა, იქნებ მოესწრო გაქცევა, უამრავი აზრი ცვლიდა ერთმანეთს. ყველა იმ ადგილას იყო. ის ბიჭი ვისაც ყუმბარა აუფეთქდა აფეთქების სიძლიერეს უკან გადაესროლა, მძიმედ იყო თუმცა გონზე იყო. მელიტა ისევ ვერ დაინახა. მოშორებით გიორგი დაინახა, რომელიც ხელს უქნევდა და რაღაცას ანიშნებდა, შემდეგ ძირს დავარდნილი ჯარისკაცის ფორმით ადამიანი დაინახა, სახეზე რომ დააკვირდა ეგონა გული გაუჩერდა. რამოდენიმე წამი ვერ მოძრაობდა. წამში იქ იყო, ყუმბარის ნატეხი ხელში ჰქონდა ჩარჩენილი. ჭრილობა ღრმა არ უნდა ყოფილიყო, თუმცა სისხლი არ უჩერდებოდა. ფრთხილად მოკიდა ხელი, ჭრილობა უნახა.
– ექიმი.. სწრაფად ექიმს დაუძახეთ.
– ნუ გეშინია. სახეზე ნაზად შეეხო, ორივეს ჟრუანტელმა დაუარა. მელიტას ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. მაგრად მოჰკიდა ხელი, თითქოს ახლა ჰქონდა უფლება, არავინ არაფერს ეტყოდა, ფიზიკურ ტკივილს დააბრალებდა. ექიმი იგვიანაებდა. დაჭრილი ბიჭი მალევე გადაიყვანეს.
– არ მეშინია.. რისიღა უნდა მეშინოდეს.. კანკალმა აიტანა მელიტა, ტუჩები გაულურჯდა
ფრთხილად აიყვანა ხელში, ცდილობდა ხელზე არ შეხებოდა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე, იქამდე არ გავიდა სანამ ყუმბარის ნატეხი არ ამოუღეს, ნაკერები არ დაადეს. მისი ხელი ეჭირა, თავზე ეფერებოდა..
უცნაურია საყვარელი ადამიანის ტკივილი, საკუთარს გვავიწყებს, ჯანმრთელად მყოფი გვინდა ცუდად იყოს, მასაც ისევე ეტკინოს როგორც შენ, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები ყველაფერს გაიღებ ოღონდ ისევ ჩახედო თვალებში, გათბე, საკუთარი თავი დაინახო. წყენის მიუხედავად ყველაფერი დალაგდეს და საკუთარ ადგილსაც მიაგნო ამ ცხოვრებაში..
მიხვდე ასე მარტივად.. შენი ადგილი მის გვერდითაა.. მისი ადგილი შენ გვერდით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent