შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი კარკასი (თავი 1)


27-06-2016, 01:23
ავტორი Sin Miedo
ნანახია 1 767

კაბინეტში იჯდა, უკვე მერამდენე საათი იყო ერთ ფურცელს ჩასჩერებოდა და მიუხედავად მისი დაძაბული მზერისა რომელიც ჯიუტად ცდილობდა ფურცელზე დაწერილი შინაარსის აღქმას, გონებამდე ერთი სიტყვაც კი არ მიდიოდა. ფიქრი მაინც იქ მიდიოდა, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა ყოფნა, მაგრამ ბევრ მიზეზთა გამო ცოტაოდენ ზიზღსაც გრძობდა, ყოველ შემთხვევაში ასე ეგონა. „ცხვირწინ რომ არ ჰყავდა“ და მუდამ „თვალში არ ეჩხირებოდა“ ეგონი დაივიწყა, დაამთავრა მისი წილი არსებობა საკუთარ გულსა და გონებაში. ზოგჯერ წყენა, უნდობლობა, ბრაზი ახრჩობდა, ზოგჯერ კი მის მონატრებას ებრძოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღებდა სამსახურზე გადაეტანა, უფრო მეტად იტვირთავდა თავს, მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, ერთი თვე იყო არ ენახა, მისი თვალებში საკუთარი თავი დაენახა, ერთდროულად უნდოდა და არც უნდოდა მასზე რამის გაგება, ვერ ივიწყებდა, ვერ ყლაპავდა ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვას, ხშირად გაღვიძებია თითქოს წამდაუწუმ უმეორებდა ამ სიტყვას რომ არასოდეს დავიწყებოდა. უხეშად მოიქნია მაგიდაზე დადებული კალამი, რომელიც რახუნით დავარდა ძირს. ახლა მასზე გადაიტანა ყურადღება, ფიქრები ისევ დაუკითხავად გაექცნენ. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა. უკვე იცოდა ვინც იქნებოდა, სავარძელზე გადაწვა და სანამ ოთახში შემოვიდოდა ღიმილით დახვდა.
– შენთვის სიტყვა „დასვენება“ არ არსებობს ხომ? სამუშაო დრო დიდიხანია უკვე დამთავდა. ქოთქოთით შემოვიდა შუა ასაკის ქალბატონი. ფრთხილად ამოალაგა ჩაის ტილოში გახვეული ხაჭაპურები და სწრაფი მოძრაობით ააცალა ის ერთი ფურცელი მამაკაცს, რომლის შინაარსის გაგებასაც კარგახანია ცდილობდა.
– დედა, კარგი რაა, არ დაიწყო შენებურად, ასეთი სამსახური მაქვს. მამაკაცი წამოდგა, ქალს მიუახლობდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. შვილის საქციელით გულამომჯდარ დედასაც მეტი რა უნდოდა, ისიც მოეხვია და როგორც დევი იტყოდა „ნიანგის ცრემლები“ გადმოყარა. დევი და ნინო სურგულაძეები დედა–შვილი იყვნენ, დედა, რომელიც დევის სულ სამსახურზე გადაყოლას და „დედა რაღაში გჭირდება“ ადანაშაულებდა, შვილი, რომელიც დედას სულ პირდებოდა მისთვის მეტი დროის გამონახვას. პირობა ყოველთვის პირობად რჩებოდა, სანამ მოთმინებადაკარგული დედა სამსახურში არ მიადგებოდა შვილს.
დევიმ მღელვარება შეატყო დედამისს, სიცილით ხშირად ეტყოდა ხოლმე შვილის თვალს ვერაფერს გამოაპარებოო, ქალბატონი ნინოც ბრაზდებოდა ყველაფერს უკუღმართად როგორ ამბობო. ახლაც ცდილობდა საკუთარი მღელვარება დაეფარა, მაგრამ ამავდროულად უნდოდა დევისთვის ეთქვა. ყოყმანი უცებ შეატყო დევიმ. დაელოდა სანამ თავად არ ალაპარაკდებოდა, ყოველთვის ასე იყო თავიდან უჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ ბოლოს აუცილებლად ეტყოდა დევის. საოცრად ეამაყებოდა დედასთან ასეთი
ურთიერთობა.
ქალბატონი ნინო ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ნერვიულად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე და როგორც ყოველთვის საუბრის დაწყება ახლაც უჭირდა.
– დევი... არ ვიცი უნდა გეუბნებოდე თუ არა.. მაგრამ მაინც მგონია უნდა იცოდე.. ვიცი არ გინდა.. მასზე ერთი სიტყვის გაგონებაც კი.. მაგრამ.. შვილო..ქალბატონმა ნინომ ცრემლები ვერ შეიკავა..
დევი დაიძაბა, მიხვდა „მასზე“ ლაპარაკობდა დედამისი, ერთი თვის შემდეგ უნდა გაეგო რაღაც მაინც მასზე, დედამისის რეაქციიდან გამომდინარე არცუ ისე კარგი ამბავი.
– დედა, მართალი ხარ ერთი სიტყვის გაგონებაც არ მინდა.. ისე აეშალა ნერვები დევის, თვითონაც გაუკვირდა მხოლოდ მისი სახელის ხსენებისას ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა. გულის სიღრმეში ძალიანაც უნდოდა გაგება, გონებაში მხოლოდ ერთი წინადადება უტრიალებდა, „ცოცხალი უნდა იყოს“. დედამისი ტირილს არ წყვეტდა, დევი მღელვარებამ უფრო მოიცვა.
– დედა, შეყწვიტე ტირილი და თქვი რისი თქმაც გინდა. ქალბატონმა ნინომ ცრემლები მოიწმინდა, ნერვიულად უჭერდა კაბის კალთებს ხელებს და გამბედაობას იკრეფდა შვილისთვის სიმართლე ეთქვა. დევის გონებაში მეორე „წითელი ზონაც“ გაჩნდა „გათხოვდა“, ამას პირველი ვარიანტი ჯობდა, ასე ეგოისტურად პირველს აირჩევდა მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული. უამრავი წითელი ზონა გაჩნდა დევის გონებაში ამ რამოდენიმე წუთში სანამ დედამისი სიმართლეს ეტყოდა, ყველა ერთად შეიკრიბა და ერთდროულად აფეთქდნენ დევის გონებაში. ქალბატონი ნინო მიხვდა შვილის მოთმინებით ბოროტად სარგებლობდა და ძალიან ხმადაბლა დაიწყო:
– ბოლო დროს შეწამლებს სვამდა, მელიტა უშლიდა, ერთხელ მთელი კოლოფი ტაბლეტები გადაუყარა, წამლებისგან ან სულ ეძინა ან რეალობას ვეღარ აღიქვამდა, გაბრუებული იყო. აგრესიული გახდა, სახლში ყველაფერს ამტვრევდა, მელიტას მიერ დაქირავებულ ექიმს მაკრატელი ჩაარტყა ხელში, ბოლოს მელიტასაც ვეღარ ცნობდა.. ქალბატონს ნინოს ისევ ცრემლები მოერია, თავი არ აუწევია, საკუთარ თითებს ერთმანეთში ხლართავდა, იქნებ ცოტაოდენი სიმშვიდე მოეგვარა ამას.
დევიმ დედის ნათქვამი ერთმანეთს დააკავშირა, მის მელიტაზე.. მელიტაზე საუბრობდა, დედამისიც ახსენა, საშინელების მოლოდინში კბილები ერთმანეთს დააჭირა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
– შვებულებას დედასთან ერთად აპირებდა სვანეთში, ბაბუამისი გადარეული იყო მათი ჩასვლის ამბავი რომ გაიგო.. დილით უნდა წასულიყვნენ, დედამისმა აბაზანიდან გამოსვლა რომ დაიგვიანა, მელიტამ კარი შეამტვრია, არ ვიცი როგორ მოახერხა, კარზე ერთი ზარი იყო, რომ გავაღე მელიტა იდგა, ხელში ნაჯახი ეჭირა და დანა ეჭირა, ისე მიყურებდა აშკარად შოკში იყო, ჩემს ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ, აბაზანაში... დედამისმა... თავი ჩამოიხრჩო... ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს ქალი. –ასე როგორ მოექცა საკუთარ შვილს, ასე როგორ დატოვა...
დევი გაოგნდა, გაახსენდა პირველად რომ ნახა ქალბატონი ანა, ისე უყვარდა საკუთარი თავი დევის ვერაფრით აეხსნა თავი როგორ მოიკლა, ან ეგონა რომ უყვარდა, მედიდური ქალბატონი იყო. ნაჯახი და დანა უცებ დააკავშირა სიტუაციას დევიმ, ნაჯახით კარი შეამტვრია მელიტამ, დანით თოკი გადაჭრა.
მელიტა... ახლა მხოლოდ ერთი წითელი ზონაღა დარჩენილიყო მის გონებაში, მელიტა.. უნდოდა დედამისისთვის ეკითხა როგორ იყო, ან როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. დედამისი ხმას აღარ იღებდა. დევისგან ელოდებოდა რამის თქმას. დევის ბევრჯერ უფიქრია ისეთი რამ მომხდარიყო მელიტა მასთან ბოდიშის მოსახდელად მისულიყო, მისგან დავალებულად ეგრძნო თავი, მხოლოდ მათ შეხებოდათ, მაგრამ დედა... არც ერთ ეგოისტურ, ბოროტ ფიქრში აზრადაც კი არ გაუვლია მსგავსი რამ. წარმოდგენაც კი არ უნდოდა, დედა მისთვის უბერებელი, მუდამმყოფი, დაუსრულებელი იყო, არც კი უნდოდა წარმოედგინა მელიტას მდგომარეობა, მაგრამ ყველაზე ნათლად ხედავდა, არ გამოეცადა ეს სიმწარე მარგამ ყოველთვის ხვდებოდა მელიტა რას გრძნობდა, ახლაც ასე იყო. ისე მოერია მისი ნახვის სურვილი უნებურად სკამიდან წამოდგა.
– ახლა ჯიბრის და გაბუტვის დრო არ არის დევი.. შენ უკეთ იცი როგორ უნდა მოიქცე.. ქალბატონი ნინო უხმოდ წამოდგა უხმოდვე დატოვა დევი საკუთარ ფიქრებთან..
დიდხანს ატრიალა ტელეფონი ხელში, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა, ამჯერად ფანჯრიდან მზიან დღეს უყურებდა იქნებ მისი გონებისთვის მოეფინა სინათლე... თუმცა ამაოდ...
არ წასულა... მთელი კვირა მელიტათი იწყებოდა და მთავრდებოდა.. ბოლოს ვეღარ გაუძლო, თავის ძველ სახლში წავიდა, მიზეზიც ექნებოდა დედის სანახავად მისვლა. პირველად რომ გაიგო მელიტა დედამისის მეზობელი იყო, მთელი ორი კვირა დედამისთან რჩებოდა, ახლა კი თითქოს რცხვენოდა კიდეც მისი ნახვა, აზრობრივად იცოდა უნდა მისულიყო, მხოლოდ ერთხელ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც, მაგრამ საკუთარ თავს ვერ აჯობა.. უაზრო პრინციპებს.. კონკრეტულ მიზეზს ვერც პოულობდა.. დედის კართან მდგარი ისე უცებ გამობრუნდა უკან რომ გაიაზრა მელიტას ემალებოდა, უკვე მანქანაში იჯდა.. არაფრის შეშინებია, ახლა კი ეშინოდა.. მის თვალების დანახვის ეშინოდა..
მეორე კვირას ახალწვეულთა მიღება იწყებოდა, ყურადღებას ცოტა მაინც გადაიტანდა... ფიზიკური მომზადება უნდა გაევლოთ, კარანტინში უნდა ეცხოვრათ, ასეთი დღის რეჟიმი, მისი მიდმივი ჩართულობა, საკუთარი თავისთვის არ მიეცა მოდუნების საშუალება ცოტათი ამშვიდებდა დევის..
ახალწვეულთა პირად სააქმეებს არჩევდა, თავისთვის რაღაცებს ინიშნავდა, მორიგი საქაღალდე გახსნა, ახალწვეულის პირადი ინფორმაცია წაიკითხა, ზემოთ აუყვა, სურათს დახედა, დიდხანს თვალმოუშორებლად უყურა, ერთიანად ჟრუანტელმა დაუარა, გათბა, იგრძნო ის რასაც მისი სახის ყოველი დანახვისას გრძნობდა.. ერთი ამოიხვნეშა, თითქოს დარდი ამოაყოლა ამ ამოსუნთქვას, როგორც ჩანს ეს ყველაზე რთული, მისთვის ყველაზე რთული ახალწვეულთა მოსამზადებელი წვრთნა იქნებოდა.. საქაღალდე მშვიდად დახურა და გვერდზე გადადო, შემდეგი პირადი საქმე აიღო, მარჯვნივ კი დარჩა ერთი პირადი საქმე დარჩა საიდანაც ცისფერთვალება გოგონა „უცქერდა“, მსხვილი შრიფტით მელიტა მაჩაბელი ეწერა......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent