შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (25)


30-06-2016, 04:26
ავტორი Supreme
ნანახია 2 931

  ისევ თქეში წვიმა მოდიოდა და წესით სანდროს უნდა გამოვყოლოდი სახლში, მაგრამ ვუთხარი რომ აკაკისთან უფრო დიდი ხნით დავრჩებოდი და მარტო გამოვუშვი. არ ვიცი რატომ, მაგრამ სოფის ვარაუდი გავიგე თუ არა, რაღაც არასასიამოვნო გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში, თითქოს ეს ყველაფერი ასე არ უნდა იყოს, შეცდომაა და მორჩა. მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ასე ძალიან რატომ ამაღელვა? ძნელი დასაჯერებელია...ცოტა წარმოუდგენელიც. როგორ უნდა შევყვარებოდი? არა, არა, ნამდვილად შეცდომაა, მეტი არაფერი...
  სახლში საღამოს 8 საათისთვის წამოვედი. ცოტა გაბრუებული ვიყავი. პირდაპირ ლუკასთან ავედი და ემოციურად დაღლილმა მის დიდ და ძლიერ მკლავებში მოვისვენე.
-რა ქენი ვარჯიშზე?-ვკითხე სუსტი ხმით.
-შენი აზრით?-გაიცინა და ცხვირზე მაკოცა.
-ხო, აშკარად ძალიან დებილობა ვიკითხე.-მეც ავყევი.-მიყვარხარ.-თითქოს მუდარით სავსე თვალებით შევხედე, მაგრამ რას ვემუდარებოდი, მეც არ ვიცოდი.
-მეც მიყვარხარ.-დაბნეულმა გამიღიმა, მერე კი დაკვირვებით შემომხედა.-რა გჭირს?
-არაფერი, დავიღალე უბრალოდ.
-შენ ძმასთან ყოფნით?-ჩაიცინა.
-მოულოდნელობებით.
-აქედან უფრო კონკრეტულად.-თვალებში ჩამაშტერდა და სავარძელში ჩაჯდა.
  თავისკენ მიმიზიდა და წელზე მომეხუტა. როგორ უნდა მეთქვა ასეთი ვარაუდი გაჩნდა-მეთქი, უბრალოდ არ ვიცი. რატომღაც მეშინოდა, რომ გაბრაზდებოდა, თუმცა გასაბრაზებელი რა არის, ვერ ვხვდები. მგონი ჭკუიდან შევიშალე.
-უ-კა-რე-ბა.-ჩემი ზედმეტსახელი დამარცვლით, პატარა ბავშვივით წარმოთქვა და გამიღიმა.
  ვეღარ გავუძელი...მაგრად ჩავეხუტე და ვნებიანად ვაკოცე.
-ამ ბოლო დროს სულ ასეთი სიახლოვისკენ მიილტვი.-ჩაიცინა, როცა მის ტუჩებს მოვწყდი.
-იმიტომ რომ მეშინია შენი შორს გაშვების.
-ხო იცი რომ არსად წავალ.-შემომხედა მომღიმარი თვალებით.
-და მაინც...არ მინდა...მილიმეტრითაც კი არ მინდა შენგან შორს ყოფნა.-მის მკერდს მივეხუტე.
  ჩუმად და გაუნძრევლად ვიჯექი ნახევარი საათი. ბოლოს ეს იდილია ლუკას კითხვამ დაარღვია:
-რატომ არ მიპასუხე, რა მოულოდნელობები?
  უბრალოდ ჩამეცინა.
-არსებითი არაფერი.
  ზედმეტი კითხვა აღარ დაუსვამს. იცის როდის უნდა გაჩერდეს, რომ არ გამაღიზიანოს. მეც ვიცი...ორივემ ვიცით...
  რაღაც ფილმის ყურებას შევუდექით, სიმართლე ვთქვა, სრული იდიოტობის, მაგრამ რადგან ერთად ვიყავით, მაგრად გვეკიდა. უცებ ლუკას ტელეფონმა დაურეკა. "*ოზი #3"
-რა კარგი სახელი აქვს.-ჩავიცინე.-ვინმესთან მღალატობ?-ეჭვის თვალით შევხედე.
  ლუკამ ცალყბად და გამომწვევად გამიღიმა.
-შენი აზრით?-მისი საუბრის მანერა ზედმეტად მიმზიდველი იყო.
-ჩემი აზრით, ახლა ტელეფონს მომცემ.
  ლუკას უსიტყვოდ დამემორჩილა. ტელეფონი გაუჩერებლად აგრძელებდა რეკას. ყურმილი ავიღე.
-უკაცრავად, მაგრამ აბონენტი, რომელსაც თქვენ უკავშირდებით, დაკავებულია...სამუდამოდ.-მისი ტელეფონი საერთოდ გავთიშე.
-უსამართლობაა.-ჩაიცინა.
-რა?-გაკვირვებულმა შევხედე.
-შენი ტელეფონიც გათიშე.
  გავუღიმე და ჩემი ტელეფონიც გავაქრე ადამიანთა კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩახლართული ქსელების გზიდან.
  ისე ვნებიანად მიყურებდა, უბრალოდ ეტყობოდა რომ ჩემ გარდა არავინ უნდოდა. რა თქმა უნდა, მეც არ დავაკელი. ვიზიდავდი...ყოველთვის ასე ვიზიდავთ ჩვენ ერთმანეთს.
  ვიცი რომ მხოლოდ ლუკასთან ვარ ასეთი ბედნიერი...
  დილით, როცა გავიღვიძე, უნიჭო მექალთანე უკვე წასული დამხვდა. ამჯერად ჭკუა უხმარია და ცივი ყავა დამახვედრა, თან ნაყინით, რომელიც სამწუხაროდ უკვე ჩამდნარი იყო, თუმცა გემო მაინც კარგი ჰქონდა. ასეთი მზრუნველი მყავს, არადა პირიქით უნდა იყოს. მე უნდა ვუმზადებდე საუზმეს და ყავას და არა ის მე. უკუღმართობაა, თუმცა სასიამოვნო.
  ლოგინიდან ზლაზვნით ავდექი და სახლი ცოტა მივალაგე.
  საინტერესოა, როგორი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით? ალბათ ძალიან მაგარი...ნამდვილად, ძალიან მაგრები ვიქნებოდით.
  ადრე ქორწილზე ფიქრს საერთოდ ვერ ვიტანდი. ვფიქრობდი, რა უბედურებაა, თეთრი კაბა, შარვალ-კოსტიუმი, ყვავილების ბუკეტი, სტუმრები, ჯვრისწერა, ქეიფი, ბოლოს სავარაუდოდ ჩხუბი, მერე...თაფლობის თვე...ახლა კიდე...როგორ მინდა, მინდა ლუკას ცოლი ვიყო. რა სასაცილოდ ჟღერს, მე თვითონ ძლივს ვიკავებ სიცილს, მაგრამ მინდა და მორჩა.
  11 საათისთვის უბრალოდ ტელევიზორთან ვიჯექი და რაღაც უაზრობა ფილმს ვუყურებდი. სახლში წასვლა აზრადაც არ მომსვლია. რატომღაც ჩემი ტელეფონი ავიღე და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ გამორთული დავტოვე, მთელი ღამით.
  გამოტოვებული ზარები: დედა(2), სანდრო(8). რატომ მეშლება ნერვები? ასე მგონია ვარაუდი მართლდება და მეშინია. საშიში არაფერია, უბრალოდ რომ ვუყვარდე, მაგრამ როცა ეს სანდროა, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, არ მსიამოვნებს.
  დედაჩემს დავურეკე და ცოტა ხანი ველაპარაკე. მშობელთან დალაგებულ ურთიერთობას არაფერი ჯობია.
  სანდროს ნომერი ავკრიფე.
-დავურეკო...არ დავურეკო...დავურეკო...არ დავ...-ჩემი ყოყმანი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.
  თვითონ მოაგვარა ყველაფერი სანდრომ, ადგა და დამირეკა. ასე უფრო მარტივია.
-სანდრო-
-გისმენ.-მითხრა, თითქოს ზედმეტი თავშეკავებით.
-როგორ ხარ, ნინ?-შევეცადე მისი ხმით გამოწვეული ბედნიერება დამემალა.
-კარგად, შენ?-მპასუხობდა ცივი და მოზომილი ხმით.
-რავი, ალბათ მეც.-ჩამეცინა.-რამე მოხდა?
-არა, საიდან მოიტანე?
-ხმაზე გეტყობა...-ჩავილაპარაკე ჩუმად.
-ხო, შეიხლება მოხდა კიდეც...
-არ მეტყვი?
-გამოხვალ?
-კი.
-ნინა-
  ვერ ვიტან, როცა გაურკვევლობისგან ვიტანჯები, ამიტომ ჯობია ყველაფერი გავარკვიო. იმედია ვარაუდი ვარაუდად დარჩება...



№1 სტუმარი mtvaro svani

auff ukve vnerviulob.ar minda cudad dashordnen magram calcalke mirchevnia egeni

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარი იყოო აი როგორ მინდა სანდრისთან დარჩესსს love

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

შოკი...
ძალიან დავინტრიგდი.
ერთი სული მაქ როდის გაავრძელებ. ❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ana no

კარგი იყოოო <3

 


№5 სტუმარი etiko

auuuu mogklav .... exla imaze vpiqrob ras izam .. sandrostanac minda darches da lukastanac arada ninas gareshe orive codvaa... tan minda tan ar minda magram luka upro mecodeba ninas gareshe tan uyvart ertmeneti

 


№6  offline წევრი zaika

სანდრო, სანდრო და კიდევ ერთხელ სანდრო, რავქნა, ეს ბიჭი სულ სხვააირად მომწონს და რატომღაც, ინტერესი მიქრება, როცა ლუკასთანაა ნინა, ეს ჩემი გადმოსახედიდან. მოთხრობა უმაგრესია, მაგრამ სანდრო რაა :/ :DD

 


№7  offline წევრი Supreme

^__^ როგორ მიხარია თქვენი კომენატარებიი^^ მადლობა რომ კითხულობთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent