შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (24)


28-06-2016, 23:16
ავტორი Supreme
ნანახია 3 352

-ნინა-
  თბილისში წამოვედით. არ გვინდოდა, მაგრამ ლუკას ვარჯიშები ეწყებოდა, თუმცა ასე ადრე რატომ, თვითონაც არ იცოდა.
  მოკლედ, 1 აგვისტოს, საღამო, უკვე თბილისში ვიყავით. დედაჩემი მოვინახულე და მამაჩემსაც შევხვდი, ძალიან ჩვეულებრივად, თუმცა რამე არაჩვეულებრივი რომ მომხდარიყო, არც ეგ გამიკვირდებოდა. აკაკი არ იყო, ამიტომ შემდეგ დღეს შევთანხმდით შეხვედრაზე. ლუკასთან ავედი.
-რამე სტიმული მომეცი ხვალ დილით 7-ზე ადგომის.-წაიბურტყუნა ლოგინზე წამოწოლილმა, წელზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
-ნაკრებში გინდა.-გავუღიმე.
-ვიცი.
-მეც მინდა რომ ნაკრებში იყო.
-ძალიან.
-უზომოდ.
-მაშინ ხვალ 6-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიქნები.
-შენს თამაშს როდის ვნახავ?
-სექტემბერში. ანუ მოხვალ?-წამოიწია და მაგრად მიმიხუტა.
-შენი აზრით?-გამეცინა.-გასახდელში შემოვძვრები, წარმატებებს გისურვებ და მაგრად გაკოცებ, ისე რომ ყველა შენს გუნდელს შეშურდეს შენი.
-არ გამიკვირდება ეგ რომ გააკეთო.
-მართლა ვაპირებ.-ჩავიცინე და ლუკას გვერდზე მივუწექი.-დაიძინე, თორემ ადგომა გაგიჭირდება.
-ჩემთან რჩები?
-კი.-ვაკოცე და თავი მის მხარზე დავდე.
  ჯერ მხოლოდ 11 საათი იყო. ტელეფონმა დამირეკა. ფრთხილად ავდექი. სანდრო იყო.
-სანდრო-
-სანდრი,-მხიარულად წარმოთქვა ჩემი სახელი.-როგორ ხარ?-მთელ ტანზე ჟრუანტელმა დამიარა.
-კარგად, ნინ, შენ?-უნებურად გამეღიმა.
-მეც, მეც.-ისევ საყვარლად მპასუხობდა.-უი, იცი, თბილისში ვარ.
  ვერ აღვწერ ამ მომენტში რამდენად გამიხარდა. თავი უბედნიერესი მეგონა.
-მერე აქამდე არ უნდა გეთქვა?-თითქოს გაბრაზებულმა შენიშვნა მივეცი, თუმცა რეალურად უბრალოდ უსაზღვრო სიხარულს ვმალავდი.
-ძალიან დაღლილი ვიყავი, თან სახლშიც ავედი.
-და მე გამოგრჩი.-ჩავილაპარაკე სიცილით.
-არ გამომრჩენიხარ და ნუ ცდილობ ჩემს ნამუსზე აგდებას, მაინც არ გამოგივა.
-გამომივა. მნახავ?
-ახლა?
-ხო, რა მოხდა?
-არა, არაფერი. სად გამოხვალ?
-სტადიონთან.
-კარგი, გელოდები.
  სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან და ჩავიცვი. ისე მაგრად ჩავეხუტევი, ისე მაგრად რომ ლუკა სულ დაავიწყდეს.
-ნინა-
  ჩუმად გავედი სახლიდან და სტადიონის გვერდით სკვერში დავჯექი. საბედნიეროდ დიდხანს არ მალოდინა და მოვიდა. შორიდანვე გამიღიმა. წამოვდექი და მისკენ წავედი.
  მივუახლოვდი და მოულოდნელად, ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, მის გულში ჩაკრული აღმოვჩნდი. მთლიანად მომიცვა. ისე თბილად ჩამეხუტა, ამ ცხელ ღამეს, სუნთქვა შემეკრა და გული ამიჩქარდა. ხელები ავტომატურად მოვხვიე ზურგზე და მეც იგივე სითბოთი ვუპასუხე...უფრო სწორედ, ასე მეგონა.
-როგორ მოგნატრებივარ.-ვუთხარი სიცილით, როცა საუბრის უნარი დამიბრუნდა.
-უზომოდ.-გამიღიმა და თმები ამიჩეჩა.
  სასეირნოდ გავედით.
-ნაყინი გინდა?-შემომთავაზა და სასაცილო სახით შემომხედა.
-არა.
-ღამე არ ჭამ?-ჩაიცინა.-კარგს შვები, თორემ შეხედე, უკვე ღიპი გადევს.-მუცელზე მიჩქმიტა.
-შენ ვის რას ეუბნები.-მეც ვუჩქმიტე, სანდრო კი შეხტა.-აუ, შენ ხო გეღუტუნება, სულ დამავიწყდა.-დამპლურად ჩავიცინე და ღუტუნი დავუწყე.
-გაჩერდი რა, ნუ ხარ პატარა დემონი.-ხელები დამიჭირა.-თორემ ნერვები მომეშლება.-ხმა გამიმკაცრა.
  რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, სერიოზულად გამიბრაზდა-მეთქი, მაგრამ მისთვისვე სამწუხაროდ, ვიცნობ.
-ვერ გადამირჩები.-რადგან ხელები დაჭერილი ჰქონდა, კბენაზე გადავედი.
-პატარა, თავნება ბავშვი!-სანდრომ დიაგნოზი დამისვა.
  პირველ საათამდე გარეთ ვიყავით. ვსულელობდით და პატარა ბავშვებივით უაზროდ ვჩხუბობდით ყველაფერზე.
-ნამდვილი მოსიყვარულე და-ძმა.-ვთქვი ბოლოს სიცილით და სანდროს ლოყაზე ვაკოცე.
  ხვალ აკაკისთან ჩემთან ერთად წამოსვლაზე დავითანხმე. ესეც ასე, რაც უფრო მეტი, მით უკეთესი.
  ლუკასთან როცა ავედი, გაღვიძებული დამხვდა.
-სად იყავი?-მკითხა ჯერ კიდევ ძილნარევი ხმით.
-სანდრო ვნახე, ხო იცი, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-გაგეღვიძებინე მაინც.
-ვიფიქრე არ ღირდა, ძალიან ტკბილად გეძინა.
-შენ გარეშე? არა.-წამოდგა და მომიახლოვდა.
  ერთი ხელი წელზე მომხვია და მიმიზიდა, მეორე ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. მაკოცა, ძალიან მაგრად.
-შენ გარეშე არ მინდა ძილი.-მითხრა ჩუმად და ლოგინისკენ წამიყვანა.
  ვნებიანი შეხებისგან თავბრუდახვეულს მის მკლავებში ტკბილად ჩამეძინა.
  როცა გავიღვიძე, ლუკა აღარ დამხვდა. საათს შევხედე. 8 ხდებოდა, ანუ, უკვე ვარჯიშზეა. გვერდზე ყავის ჭიქა მედგა პატარა წერილით:
"შენმა იდიოტმა, უნიჭო მექალთანემ ყავის გაკეთება ისწავლა. მიყვარხარ, უკარება."
-მეც მიყვარხარ, იდიოტო.-ჩამეცინა და ყავა მოვსვი, რომელიც უკვე ცივი იყო.
  მოღრუბლული იყო, თან გრილოდა. ლუკას სახლი ჩავკეტე და ჩემთან წავედი. მარტო დედაჩემი დამხვდა. თბილი წყალი გადავივლე და აკაკისთან წასასვლელად გავემზადე.
  სანდროს ზარს ველოდებოდი, ამიტომ სანამ დრო მქონდა, მაგიდასთან დავჯექი და ხატვას შევუდექი. რამდენი ხანია ასეთი შთაგონებით არ დამიხატავს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ვერც კი შევამჩნიე როგორ წამოვიდა თავსხმა წვიმა. მხოლოდ ტელეფონის უაზრო ზუზუნმა გამომაფხიზლა. სანდრო იყო.
-ჩამოდი.
  საათს შევხედე, უკვე 2 ხდებოდა. ჩქარა ჩავირბინე კიბეები. სანდრო მანქანით მელოდებოდა. ჩავჯექი და თბილად გადავკოცნე.
  აკაკის სახლთან ძალიან მალე მივედით.
-არ მჯერა, ჩემს დას ვხედავ.-მითხრა სიცილით და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
  მალე ოთახიდან სოფიც გამოვიდა.
-თქვენ უკვე ერთად ცხოვრობთ?-ვკითხე დამპლური ღიმილით.
-12 დღე ქორწილამდე, რატომაც არა.-აკაკიმ ჩაიცინა.
  ცოტა ხანი სასტუმრო ოთახში ვისხედით და ყავას ვსვამდით, მერე სოფისთან ერთად საძინებელში შევედი.
-მიკი, ნახე ვინ მოვიდა ჩვენთან.-თქვა სიცილით და უცებ მიკი შემომახტა.
-ჩემი პატარა.-მივიხუტე და თამაში დავიწყე.-როგორ მომნატრებია ეს მინიატურა.-გამეცინა.-ხო არ გაწვალებს?
-არა, ღადაობ, პირიქით. ეს რომ არა, აკაკის ისე რა აიტანდა.-ჩაიცინა.
-ნერვებს გიშლის?-ხმა დავასერიოზულე.
-ხო იცი რა ტიპიცაა.
-თავი ყოველთვის მართალი ჰგონია.-მძიმედ ამოვისუნთქეთ.
  მიკისთან თამაშით გართული აზრზე სოფის უცნაურმა კითხვამ მომიყვანა.
-სანდრო მოგწონს?
-არა, საიდან მოიტანე.-ძალიან გავიკვირვე.
-ისე, უბრალოდ, ვარაუდი გამიჩნდა.
-რა?
-მგონია რომ სანდროს უყვარხარ.
  დაბნეულს და გაუგებრობისგან გაკვირვებულს გამეღიმა, მერე კი დავფიქრდი...

ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის^^ შევეცდები შემდეგი თავი მალე დავდო. დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ <3



№1  offline წევრი Lana Tomlinson

მომწონს,ველოდები გაგრძელებას.❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ნია

ატანა არ მაქვს სანდროსნაირი ტიპების, მეზიზღება ეგეთები. კარგად იცის გოგოს შეყვარებული ჰყავს და მაინცკუდში დასდევს. თან იცის რომ მეორე გოგოს უყვარს და მის სიყვარულსაც კი იყენებს...

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magariaa neta gaerkves grdznobebshi da sandro uyvardessss rogor gamixareba veli shemdegs

 


№4 სტუმარი etiko

dzaan magari uzaroba gamodi am bolo dros gaerkves es gogoc grdznobebshi ra ... am shemtxvevashi sandro codvaa magram yvelaze dzalian luka mecodeba mas sigijebde uyvar da mgoni jobia lukastan darches

 


№5 სტუმარი Ana

Au lukastan datove ra Nina

 


№6  offline წევრი busku

იმედი მაქვს ლუკასთან დატოვებ ნინას.

 


№7 სტუმარი Uhuu

Au ravi sandro dzaalian magari bichia kvelanairad luka ro ar ukvardes ukve sandro jobia lukas magram axla sashineleba ikneba lukas ro saashoro

 


№8  offline წევრი Supreme

მმ^^ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent