შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალება (სრულად)


30-06-2016, 22:40
ავტორი zia-maria
ნანახია 10 756

ყოველთვის იმას ვაკეთებ , რაც მინდა . დედის ერთას და მამით გათამამებულს , არავინ არასოდეს მიშლიდა არაფერს , თუმცა ზომიერებაც კარგად ვიცი . ამ ბოლო დროს მშობლებთან დამეძაბა ურთიერთობა და ყოველთვის ვცდილობ ამ საუბარს თავი ავარიდო , მაგრამ ყოველ დღე თითქმის ერთი და იგივე მეორდება . იკითხავთ ალბად , რა ქმნის ამ ყოველდღიურ დაძაბულ სიტუაციას . გაგიკვირდებათ , მაგრამ გეტყვით , რა გაეწყობა . ყოველდღიური კითხვაა , 22 წლის ასაკში რატომ არ მყავს შეყვარებული . წარმოგიდგენიათ ? გამოსავალი უნდა ვიპოვო , მაქვს ერთი იდეა და ვნახოთ რა გამომივა . თუ რამე ამოვიჩემე , მოვკვდები და მაინც შევასრულებ . ბევრი ვიფიქრე და დახმარება ბავშობვის მეგობარს გიორგის ვთხოვე , რომ რამოდენიმე თვით ვყოფილიყავით შეყვარებულები . შემდეგ , ვითომ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და დავშორდით . გეგმა ასეთია , ვნახოთ გიორგი რას იზამს , ძალიან მრცხვენია და მერიდება , მაგრამ მეტი გზა არ მაქვს , უნდა ვუთხრა ... ერთ დღესაც , მივწერე გიორგის , ლექციების შემდეგ ,,მნახე , სალაპარაკო მაქვს , შენი დახმარება მჭირდება , აუცილებლად უნდა მოხვიდე და ველი პასუხს დადებითს , უარყოფითი არ მიიღება'' და თან , სიცილის სმაილი მივაყოლე .
--- რა ხდება თეო ? იმ წუთში მომივიდა პასუხი .
--- შეგხვდები და გეტყვი . ტელეფონით ვერ აგიხსნი .
მე , თეონა დრიაშვილი ვარ , თბილისელი . ბიზნესის მართვაზე ვსწავლობ , მესამე კურსზე ვარ . გიორგი კი , ჩემი ბავშვობის და მერხის მეგობარია , პირველი ჯგუფიდან . მყავს აგრეთვე , ორი , ძალიან ახლო მეგობარი , არაბიოლოგიური დაიკო და ძამიკო , დავით დავითაშვილი და ანამარია მიქაბერიძე.
--- თეონა , რა გჭირს რა მოგივიდა . შემეკითხა ანამარია .
--- ანამარია , ცუდად ვარ . ჩემებმა , ტვინი შემიჭამეს და გიორგის უნდა ვთხოვო დახმარება . საწყალი თვალებით ავხედე ანამარიას .
--- რაში გჭირდება დახმარება გოგო , მე ვერ დაგეხმარები ?
--- შეეენ ? -ავხედე თვალებ გაფართოებულმა და სიცილი ამიტყდა .- მაპატიე საყვარელო , მაგრამ შენგან ვერ მივიღებ დახმარებას . ქალებისკენ მიდრეკილება არ მაქვს ,- ვუთხარი სიცილით ანამარიას , რომელიც გვიან მიხვდა , თუ , რა ვუთხარი და შემომიბღვირა , მაგრამ შემდეგ თავადაც კარგად იხალისა . ამ მხიარულებაში.
მესიჯი მომივიდა დავხედე და გიორგი იყო.
--- გიორგი მოვიდა , უნდა წავიდე და წარმატებები მისურვე .- საწყლად გადავხედე ანამარიას .
--- მე კი გისურვებ წარმატებებს თეო , მაგრამ რაღაც გული მიგრძნობს ამ თამაშმა სერიოზული სახე არ მიიღოს . სიძეს ვერ დავიწუნებ, ყველა გოგო აბოდებს გიორგიზე.
--- ნუ მიხეთქავ გულს , რამოდენიმე თვე მინდა და შემდეგ , ჩვენი გზები გაიყოფა.
--- კი არ გაიყოფა , გენაცვალოს ანამარიამ , უფრო გადაიკვეთება . მითხრა და თვალი ჩამიკრა .
--- ყოვლის მცოდნე , ჩავილაპარაკე ჩემთვის , ჩანთა მოვიგდე ბეჭზე და წავედი გიორგისთან შესახვედრად . გავედი ეზოში და გიორგი მანქანაზე მიყუდებული მელოდა , ხელში სიგარეტით , რომ მივედი სათვალე ჩამოიწია და სათვალის ზემოდან გადმომხედა.
--- დაცემა ბიჭი ხარ , ვუთხარი სიცილით გამიკვირდა დაჟინებით რომ მომჩერებოდა , თან სერიოზული სახით .
--- რას მიყურებ , რამე მაცხია? ვუთხარი და სახეზე მოვისვი ორივე ხელი.
--- რა გჭირს გოგო . შენ , მე დახმარება მთხოვე , რამე სერიოზული ხდება ? ვინმე გაწუხებს ? მითხარი , ვინ არის , ვის მოენატრა მთვარეზე გაფრენა ან მფრინავი თეფშების ნახვა?
--- კარგი რა , ისედაც ცუდად ვარ გიო , დამეხმარე რა? შეწუხებული სახით შევხედე.
--- ოოოხ , მართლა სერიოზულადაა საქმე . რა გჭირს , რა მოხდა , აღარ იტყვი? მკითხა გაკვირვებულმა .
--- აქ ვისაუბროთ ? დამაჭირა მზემ და სადაცაა ტვინიც გამოასხამს გარეთ .
--- რა გაქვს , გარეთ რომ გამოსხას ? მითხრა სიცილით . მიდი დაჯექი , სადმე წავიდეთ და ვისაუბროთ . შენ მე დახმარება მთხოვე , 7 წლიდან გიცნობ და ეს პირველი შემთხვევაა , მართლა დამაინტერესა , რაში დაგჭირდი დასახმარებლად
--- კარგი , წავიდეთ და გეტყვი . მეც , დავჯექი თუ არა , ხმამაღლა ამოვიოხრე , თითქოს , ამ ამოოხრებას , გულიც თან ამოვაყოლე . ჩემს ქცევებზე , გიორგი ძალიან გაკვირვებული და გაოცებული მიყურებდა .
--- საქმე სერიოზულადაა ... მდაა , არ ველოდი , ასე სერიზულად თუ გჭირდებოდა დახმარება , მე მეგონა მატყუილებდი . სად წავიდეთ ? გადმომხედა და პასუხს დაელოდა .
--- სადაც გინდა გიორგი , საითაც გული მიგიწევს . ჯერ მომაჩერდა , შემდეგ ჩემსკენ გადმოიხარა და ტუჩები შუბლზე მომადო
--- სიცხე არა გაქვს, მაგრამ ალბად , სექტემბრის მზემ მართლა იმოქმედა შენზე , თუ შიმშილი შემოგაწვა და აგაფორიაქა . წავედით და ერთ მყუდრო კაფეში მივედით , ლამაზი ადგილი იყო , ძალიან მომეწონა.
--- კარგი გემოვნება გქონია გიორგი , ლამაზი ადგილია . წარბაწევით გადმომხედა და მითხრა .
--- ახლა შიგნით შევალთ და კითხვის დასმაც არ დამჭირდეს , ისე დაიწყებ მოყოლას , რაც გჭირს , კარგი ? მე , თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად . გადავედით , ხელი გადამხვია და ასე ხელი-ხელ გადახვეულები შევედით ბარში . ერთი , მყუდრო მაგიდა ავარჩიეთ , განაპირას და იქ მოვკალათდით . შეკვეთა მივეცით , მოლოდინით და ინტერესით , სავსე თვალებით მომაჩერდა . მივხვდი , რომ უნდა დამეწყო და უნდა გამერკვია , თუ , რაში მჭირდებოდა მისი დახმარება
--- გიოო , ძალიან მიჭირს ამის თქმა , მაგრამ შენ თუ მიშველი და სხვა არავინ .
--- მითხარი , რა გიშველო , რა გიჭირს , რაში დაგეხმარო . შემდეგ , თვალებში ჩამაჩერდა და მითხრა --- თეონა , რა გააფუჭე , გამარკვიე რა ხდება ? ხმა , ძალიან მკაცრი და შეუვალი გაუხდა . თვალები დავხუჭე და ჩქარ - ჩქარა მივაყარე .
--- შეყვარებულობანა უნდა ვითამაშოთ , სულ ცოტა ხნით . შევხედე და თვალებ გაფართოვებული მომჩერებოდა და შემდეგ ხმამაღალი სიცილი მორთო , ისე , რომ მთელი კაფე ჩვენ მოგვჩერებოდა .
--- ღმერთო ჩემო , რა სირცხვილია , ყველა ჩვენ მოგვჩერებია , გაჩუმდი , შე საძაგელო , რომ მოაღე პირი , დამუწე ცოტა ხნით . შეუბღვირე მე .
--- ვაიმე , დედა მიშველე , ცუდად ვარ . მუცელზე ედო ხელი და სითბო ჩამდგარი თვალებით მიყურებდა. - თეონა , რა , თამაშში გინდა ჩამითრიო , ვიღაც არ გასვენებს და ჩამოშორება გინდა ? ისე , უნდა ვაღიარო , რომ მაგარი წყვილი ვიქნებით . არ წყვეტდა დაცინვას , ეს საზიზღარი ადამიანი.
--- კარგი რა გიო , განა სამუდამო სიყვარულს გთხოვ ? დროებით რა? --- ხო , კარგი , ჯანდაბას შენი თავი და ვის უხვევთ თვალებს , ის მაინც მითხარი . მკითხა ინტერესით .
--- ჩემს მშობლებს . ვუთხარი დაფიქრებულად და მანაც გაოცებულმა შემომხედა .
--- შენ გააფრინე გოგო ? გინდა მშობლებს მოატყუილო ?
--- სულ ცოტა ხნით რა? სულ რაღაც , 6 თვე და შემდეგ გაგანთავისუფლებ ჩემი მარწუხებიდან .
--- კარგი და კოცნა რომ მოგვიწიოს ერთმანეთის? მკითხა ეშმაკური ღიმილით .
---ტყუილად ნუ აგიციმციმდა თვალები ,ლოყაზე გაკოცებ . შენ , ჩემს კოცნას ვერ ეღირსები ყმაწვილო . ვიტყვით , რომ ქორწილამდე არ ვჩქარობთ ახლო ურთიერთობას , რომ ზედმეტად პატიოსანი ბიჭი ხარ .
--- ყველაფერი დაგეგმილო გქონია და და მარტო სიძის პოვნა გინდოდა ? ჰოდა სიძეც აქაა . მითხრა სიცილით .
--- კარგი რა გიორგი , ბავშვობიდან ერთად მოვდივართ , ერთად ვართ , ერთმანეთს ვიცნობთ . ხომ იცი , ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვიქნებით სასურველი , ისე , უბრალო ურთიერთობა უნდა გვქონდეს , თვალის ასახვევად მხოლოდ .
--- კარგი , კარგი , როგორც შენ გინდა , მაგრამ იცოდე დიდი ხნით არ გაიწელება ეს თამაში , მე გაფრთხილებ იცოდე . როდიდან ვიწყებთ თამაშს ?
--- დღესვე უნდა ვუთხრა მშობლებს .
--- კარგი , მე უნდა ვუთხრა თუ შენ ეტყვი ?
--- ორივე ვეტყვით ერთად .
--- მაშინ , კარგად ჭამე საჭმელი , იქნებ , ორივე გამოგვაგდოს შენებმა გარეთ . გიორგი დაცინვას არ წყვეტდა.
კარგად მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა , გიორგი სასწავლებელშიც მაკითხავდა . ჩემს მშობლებს უხაროდა , გიორგის და მის მშობლებსაც იცნობდნენ და ძალიან მოწონდათ . გიორგიმ ისიც კი თქვა , თეონა მეხუთე კლასიდან მიყვარს და შორიდან სულ ვაკონტროლებდი , ახლოს მისვლის ნებას არავის ვაძლევდიო . ჯერ გამიკვირდა , მაგრამ ექვს თვეში კი გამომიტყდა , რომ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ და ეს , ამ შენს თამაშს , არ დააბრალოო . მე , დიდი ხანია , მაქვს შენს მიმართ სიმპატიები და უკვე თავს ვეღარ ვერევიო . გაოცებული მივჩერებოდი და ვერაფერს ვერ ვამბობდი .
--- თეონა , იცი რომ შენმა გიჟურმა გეგმამ გაამართლა და ჩემმა დიდი ხნის მიძინებულმა გრძნობამ გაიღვიძა ? ეს , თამაში აღარ არის . მე, შენ მიყვარხარ თეონა და შენზე დღეც და ღამეც სერიოზულად ვფიქრობ . ჩემსკენ დაიხარა და უნდოდა კოცნა , მაგრამ საპასუხოდ , ჩემგან გარტყმა მიიღო და ლოყაც აუწითლდა . იმედგაცრუებული დარჩა ყმაწვილი . ორ კვირაზე მეტი , არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს . ვბრაზობდი , ეს როგორ კადრა ჩვენს ამდენ წლიან მეგობრულ ურთიერთობასთქო . ერთ დღეს , მე და ანამარია გამოვედით სასწავლებლიდან და გიორგი და დავითი დაგვხვდა გარეთ . მე გვერდის ავლა მინდოდა , მაგრამ მკლავში ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა , მაგრამ არ დავნებდი და არ გავყევი . ერთმანეთს ვუბღვერდით და არ ველაპარაკებოდით.
--- ჩაჯექი მანქანაში , სალაპარაკო მაქვს . მითხრა გიორგიმ .
--- არა , მე არაფერი არ მაქვს სათქმელი. გავჯიუტდი მე.
--- ანამარია დაგვტოვე სალაპარაკო გვაქვს . უთხრა ანამარიას .
--- ანამარია არ წახვიდე , ერთად წავალთ . ვუთხარი მე .
--- ანამარია წადი . თანდათანობით ბრაზდებოდა გიორგი .
--- ანამარია , არ წახვიდე . არც მე უგდებდი ტოლს სიბრაზით .
---კარგით რა,მართლა რა ბავშვებივით იქცევით . ზრდასრული ხალხი ხართ , ვერ ხვდებით მაგდენს , რომ მართლა უნდა გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა? ანამარია გაგვიბრაზდა ორივეს .
--- მე და ანამარია დაგტოვებთ და გაარკვიეთ ერთმანეთში რა გინდათ . თუ დახოცავთ ერთმანეთს გავიგებთ სხვისგან და თუ შერიდგებით დაგვირეკე და თქვენი შერიგების აღვნიშნოთ . გვითხრა დათამ . ანამარიას ხელი მოკიდა და დაგვტოვა ორივე სასწავლებლის ეზოში , რომლებიც ერთმანეთს უტეხად ვუყურებდით თვალებში და არცერთი არ ვინძრეოდით ადგილიდან . მაინც მოახერხა გიორგიმ და შევრიგდით , როგორც დათამ თქვა დაურეკა და ბარში წავედით , ჩვენი შერიგების აღსანიშნად . ლურჯ - მომწვანო განათების ქვეშ , ათასი ნაცნობ - უცნობი სახეები ირეოდა . ბარმენი , ხელების მარტივი მოძრაობით , საოცარ კოქტელებს ქმნიდა და მეც მომინდა დამელია . იმ ღამით , 22 წლის მანძილზე პირველად დავლიე და დავლიე უგრძნობლად . დილით კი , რბილ საწოლში გამეღვიძა , სასიამოვნო ვარდის სურნელი შევიგრძენი . ცალი თვალი გავახილე და მოვავლე ოთახს , ვერ ვიცანი და მეორე თვალიც ნელა გავახილე , არ მეცნო ოთახი , ჩემთვის უცხო გარემოში ვიყავი . ტანზე დავიხედე და მხოლოდ საცვლებით ვიწექი.გავშრი, გავშეშდი და ჩემს წელზე შემოხვეულ ძლიერ ხელებს დავაკვირდი. შამფურზე წამომცმული მწვადივით ამოვტრიალდი უცხოს მკლავებში და ჰოი საოცრებავ , გიორგის წინ , პირისპირ აღმოვჩნდი . ჩემი ღამის სიგიჟე , გიორგი ყოფილა , ღმერთო , რა სირცხვილია . მშვიდად სუნთქავდა , ჯერ , კიდევ ეძინა . დავაკვირდი მის სახის ნაკვთებს და გულში გავიფიქრე , რა ლამაზი ყოფილხარ ახლოდან , შე ოხერო ჰმ.
--- არ იცი რომ მძინარე ადამიანს ასე ახლოდან არ აკვირდებიან ?
--- აქ რატომ მომიყვანე გიორგი ? სახლში რატომ არ წამიყვანე . უმადურობა გამომივიდა , მაგრამ მაინც არ დავიხიე უკან .
--- შენ გოგო , აზროვნებ საერთოდ? ისეთი გალეწილი მიმეყვანე სახლში შენს მშობლებთან ? მითხრა ძალიან გაბრაზებული ხმით . იქ უნდა დამეტოვებინე იმ მგლების ხროვაში , ყველა დამშეული რომ გიყურებდა ... აი ეს იქნებოდა ძალიან კარგი და ჭკუის სასწავლი შენთვის . ხელს არ მიშვებდა და მის შიშველ სხეულზე ვყავდი აკრული , მე კი , უკვე სული მეხუთებოდა და გული მიკანკალებდა . ეს ნერვიულობა , რომ დამეფარა ენას არ ვაჩერებდი და რას ვტლიკინებდი , მეც არ ვიცოდი.
--- რატო არ დამტოვე მერე,რატომ წამომიყვანე . შემომხედა წარბაწეულმა და მითხრა .
--- არც ახლაა გვიან , წაგიყვან და დაგსვამ იქ ასე შიშველს . დღეს ასე მოვიქცევი , ასე საცვლებით დაგტოვებ იმ მგლებში , უცებ გამახსენდა და ისევ შევეკითხე.
--- გიოოოო შენ გამხადე ? ვუთხარი და თვალები მაგრად დავხუჭე , ლოყებაწითლებულმა.
---არა , დაცვა რომ მყავს გარეთ ლექსო , იმან გაგხადა და მე მერე შემოვედი . ჩემს შემოსვლამდე რას აკეთებდით ღმერთმა იცის . მითხრა სერიოზულად . თვალები დახუჭული ქონდა და მიხვდა,რომ მე თვალებ გაფართოვებული მივჩერებოდი , სიცილი ვეღარ შეიკავა და გულიანად ახარხარდა .
--- რა ცუდი ხარ გიორგი, მე მართალი მეგონა .
--- ხო ხარ ღირსი , ეხლა , მართლა დავუძახო ლექსოს . ისე რას ერჩი , რა აქვს , შენი დასაწუნი , მშვენიერი ბიჭია . იქნებ მასთან მაინც გამონახო საერთო ენა . მარჯვენა ხელს დაეყრდნო და ზემოდან დამაჩერდა . ცეცხლი წამეკიდა მთელ სხეულზე , მის თმიან მკერდს რომ შევხედე , შემდეგ , თვალებში შევხედე და იქ , ძალიან დიდი ვნება და სიყვარული ერთად ამოვიკითხე . ვეღარ გავუძელი მისი შავი თვალების უფრსკულს და საცოდავად ამოვიკრუსუნე .
--- მხოლოდ ერთი პირობით .
--- რა პირობით?
--- იმ პირობით , რომ ეხლა ხმას არ ამოიღებ და ერთ კოცნას მაჩუქებ .
--- არააა . ვიყვირე უცებ და ორივე ხელები ტუჩებზე მივიკარი . რამაც , ძალიან გაამხიარულა და გულიანად იცინა .
--- თეო , წუხელის რომ გადაგარჩინე და წამოგიყვანე სახლში , არ მეკუთვნის ერთი კოცნა მადლობისთვის ? შენ მაკოცე აბა , სადაც გინდა .მითხრა ეშმაკურად .
--- მართლა ? ხელი ჩამოვიღე და მისი გაუპარსავი ლოყისკენ წავიწიე საკოცნელად , რომ მან , უცებ თავი მოაბრუნა და ტუჩებზე დამაცხრა . ვაიმეეეე, თვალებში დამიბნელდა , ვერაფერს ვერ ვაკეთებდი . ხელები მომხვია და უფრო მაგრად მიმიკრა . ჩემი კოცნა კიარა , ჩემი სიკვდილის მიზეზს ეძებდა ნამდვილად , რადგან , ერთიანად ამაკანკალა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია . ჩემში , უკვე ეს კოცნა ვნებაში გადადიოდა , რაც , ძალიან არ მინდოდა მას ეგრძნო , მაგრამ რას გამოაპარებ გიორგისთანა კაცს , როცა ზეპირად გიცნობს წაღმაც და უკუღმაც . არადა , მისი ტუჩების შეხება ჩემში იწვევდა მთელი ორგანიზმის ამოტრიალებას , ნათლად ვიგრძენი მისი ტკბილი სუნი რომელიც არ დამავიწყდებოდა დიდი ხანი . თითქოს , ფრთები გამომესხა და ცაში ავფრინდი , ისე , როგორც კოკაინის მომხმარებელი აფრენს ხოლმე , მეც გამაფრენინა ამ პირველმა და დაუვიწყარმა კოცნამ .
--- ესეც ასე , პირველი კოცნაც ჩემია . ზედ ტუჩებზე დამჩურჩულა და ისევ ვნებიანი კოცნა დამიტოვა . შემდეგ კი მითხრა - ფერიას ზღაპარი დამთავრდა , გაახილე თვალები და ადექი თორემ , ცოტა ხანში , თავს მართლა ვერ შევიკავებ და მოხდება საოცრება ჩვენ ორს შორის . უცებ დავჭყიტე თვალები და საწოლიდან წამოვფრინდი . სულ დამავიწყდა საცვლების სამარა რომ ვიყავი , ამისრიალდა ფეხი და ძირს დავეცი
--- ვაი დედააა . ვიყვირე და ასე შიშველი გავწექი საწოლის ქვეშ . ჩემი გასაჭირი მყოფნიდა და საწოლიდან გადმომხედა გიორგიმ,რომელმაც სიცილით მითხრა. --- როგორი რკინის ნერვები უნდა გქონდეს კაცს , ასეთ ფორმაში რომ იქნები მის წინ გაწოლილი და ასეთ პოზაში , რომ რამე არ მოგინდეს . უბრალოდ ყოჩაღ მე , კიდევ დიდხანს აპირებ მანდ წოლას ? გრილია იატაკი ? ასე გცხელა? თუ , საწოლში წოლას მანდ წოლა ჯობია , ცოლად , რომ მოგიყვან , მანდ შენ დაგაწვენ . დაცინვას არა და არ წყვეტდა გიორგი .
--- აბა თუ მიხვდები გაჩუმდე და მომეხმარო რომ ავდგე , შევუღრინე გაბრაზებულმა . წამოდგა , საწოლს შემოუარა და ორივე ხელებით ციმ ციმ ამაფრიალა. მის შიშველ მკერდზე მიმიკრა და მითხრა.
--- შენ , ჩემი სულელი გოგო ხარ თეო , ჩემი გიჟი . რაც არუნდა იბუზღუნო , ეს , შენი წამოწყებული თამაში სერიოზულობაში გადადის უკვე , რაც მე ძალიან მსიამოვნებს . კიდევ , ერთხელ დამაცხრა ტუჩებზე და თბილად მითხრა - მიდი , მოემზადე და გაგიყვან სახლში . ისე საყვარლად მითხრა ეს ბოლო ფრაზა , ალბად რომ ეთქვა დარჩი ჩემთანო , არც დავფიქრდებოდი და იმ დღესვე დავრჩებოდი . მოვემზადე და მანქანით გამიყვანა სახლში , როცა მანქანიდან გადავდიოდი , ხელი მომკიდა , სევდა ჩამდგარი თვალებით შემომხედა და მითხრა , უჭირდა საუბარი მაგრამ მაინც შეძლო.თავს ძალა დაატანა და გაბედა სათქმელის ბოლომდე თქმა .
--- თეონა , მე და შენ , ბავშვობიდან ერთად მოვდივართ , ერთმანეთის დაბადებას არ დავსწრებივართ , თორემ 5 წლიდან ერთად ვართ . ეს , ცოტა დრო არ არის , ადამიანის გასაცნობად , მაგრამ მე დავფიქრდი ბევრ რამეზე და შენ მართალი ხარ . შენ , მე სასურველ მამაკაცად ვერასოდეს ვერ აღმიქვამ , მე არ შემიძლია გიყურო შორიდან , როგორ იქნები სხვასთან და გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავიდე . ბიზნესს იქედან მივხედავ , აქ ბექას დავტოვებ . წარმატებებს გისურვებ და გამართლებას, გეპოვნოს შენი გულის სწორი და რაც მთავარია შენი ღირსი . შემდეგ ტუჩებზე დამაკვირდა და ისევ მომპარა გემრიელი და ვნებიანი კოცნა .-თუ , ოდესმე ამ კოცნას ვინმე დაგავიწყებს და ამაზე გემრიელი კოცნას გაჩუქებს შენი გულის სწორი , ის მართლა შენი ბედის იქნება თეო . მშვიდობით .
მე , მისმა სიტყვებმა გამაშეშა და ადგილიდან ვერ ვინძრეოდი . ნუთუ , განშორება უნდა ყოფილიყო ჩვენი დამაკავშირებელი ძაფი? ღმერთო ჩემო , ჩემში სულ სხვა გრძნობა იღვიძებს და რა ქვია ამ გრძნობას , თუ არა სიყვარული ? მე ის გავუშვი და გავუშვი სამუდამოდ . რა მქონდა სათქმელი და ვერც ვერაფერი ვუთხარი . როგორც იქნა , ჩემი თავი ხელში ავიყვანე და ხმა დავიმორჩილე , მაგრამ ვერ შევძელი მტკიცედ მეთქვა საბოლოო სიტყვები .
--- შენც , წარმატებებს გისურვებ , იმედია ჰპოვებ ბედნიერებას ისეთს , როგორსაც შენ იმსახურებ . ჩამწყდარი და აკანკალებული ხმით ვუთხარი და კარები გამოვხსენი . როგორ ავედი სახლში აღარ მახსოვს . ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა , მე მის შემდეგ გიორგი აღარ მინახავს . როცა , თეონა გადავიდა მანქანიდან და არეული ნაბიჯებით სახლისაკენ მიდიოდა , გიორგის შეეცოდა მაგრამ ის ეშმაკური ღიმილით უყურებდა . მიხვდა , მისმა არეულმა ნაბიჯებმა და აკანკალებულმა ხმამ მიახვედრა , რომ სიყვარულის გრძნობამ თვით თეონაშიდაც გაიღვიძა , მაგრამ არ უტყდებოდა არც თავის თავს და არც სხვას , იმდენად ჯიუტი და ამავ დროულად ამაყი არის.
--- სულ მალე მოგიყვან ჭკუაზე , მაგ სიჯიუტის რქებს , შენივე ხელით დაგამტვრევინებ . აი , ნახავ თუ არა , ჩაილაპარაკა გიორგიმ და ის ადგილი ღიმილით დატოვა . დრო გადიოდა , გიორგი კი აღარსად არ ჩანდა . მე კი , სწავლა გავაგრძელე და ჩემს გულს არავინ არ ეკარებოდა . დღეს და ღამეს გიორგის ნატვრაში , მისი ხმის გაგონებაში ვათენებდი და ვაღამებდი . მეოთხე კურსიც დავხურე , ცხელი ზაფხულია , სადღაც უნდა წავიდე და გავერიდო თბილისს , უნდა დავისვენო და ოცნებაც ამიხდა . სწავლაში, ჩემი კარგი მონაცემებით მამამ ერთ საღამოს სიხარულით მითხრა .
--- გადაღლილი ხარ შვილო და დაისვენე , სად გინდა წასვლა , მითხარი პრინცესა.
--- მამა სადმე შორს . ძალიან გთხოვ , მარტო მინდა წასვლა და ნუ ამკიდებ ნურავის , ვთხოვე მამას .
--- კარგი , როგორც შენ გინდა საყვარელო , ისე იქნება ყველაფერი . მითხრა ჩემმა თბილმა მამამ და შუბლზე მაკოცა .როგორ მიყვარს მე ეს ადამიანი , ჩემი სულის ეტალონია . ამ დროს დედა მოგვიახლოვდა და ჩაგვერთო საუბარში .
--- თეონა , შვილო , მე , ჩემს ყოფილ უფროსებს ველაპარაკე და ოთახი დავჯავშნე იმ სასტუმროში , სადაც 5 წელი ვიმუშავე . ირინა , ძალიან კარგი ადამიანია შვილო , მისი მეუღლე გიორგოც , შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და გაუხარდა ორივეს , რომ გაიგო ჩემი შვილი მოდისმეთქი .
დამავიწყდა , რომ თქვენთვის მეთქვა , ჩემი მშობლები რამოდენიმე წელი საბერძნეთში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ . იქ , გაიცნეს ერთმანეთი და შეუღლდნენ კიდეც . დედას დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბერძენ მეგობრებთან . არ მჯეროდა , რომ ერთ კვირაში , საბერძნეთში კუნძულ ,, მიკონო “ - ზე მივდიოდი . ძალიან მიხაროდა ის ფაქტი , რომ სრული 10 დღე , უჩვეულო გარემოთი , უნდა მესარგებლა და სრულ იდილიაში უნდა გამეტარებია . არც დავფიქრებულვარ , მეორე დღეს , დიდი შემართებით ავდექი და მშობლებმა გამაცილა აეროპორტში . მხოლოდ ანამარიას და დავითს დავურეკე ტელეფონზე და ვუთხარი რომ 10 დღით გავდიოდი თბილისიდან . იცოდა ანამარიამ , რომ სიმშვიდე მჭირდებოდა და წარმატებები მისურვა . ძალიან მომეწონა კუნძული , თავად სასტუმროც და მისი მფლობელებიც . მომსახურეობა , გრილი ჰაერი , ლაჟვარდოვანი ცა , გამჭირვალე წყალი და დასახლებული ადგილისათვის უჩვეულო სიმშვიდე , რაც , ჩემს სულს წამალივით სჭირდებოდა . კუნძული ,,მიკონოს'' აქ , მხოლოდ მდიდრების დასასვენებელი ადგილია . მსახიობები , მომღერლები და მათი განტვირთვის ბუდეა .
ზღვის სანაპირო ახლოსაა , აივანზე მდგომს , ნათლად გესმის ზღვის წყნარი და მშვიდი სუნთქვა . არ შეგიძლია დადგე და მხოლოდ უყურო შორიდან ამ საოცრად მოლივლივე ზღვას ,რომელის ცის ფერთანაა შეხამებული და თუ , ცოტა შორს გაიწევი , ისე მუქდება წყალი , უკუნ სიშავეში გადიხარ და მისი მშვიდი ტალღები , მშვიდად ერწყმება ნაპირს . ყველაზე ნაცნობი სანაპირო არის ,,ფსარუ''. ზამთარში - წყნარი და ზაფხულში - ხმაურიანი . არის , აქა - იქ დადგმული ქარის წისქვილები , რომლებიც არეგულირებს ქარის მიმართულებას . ეს ადგილი , მოგაგონებთ პატარა ,, ვენეციას'' ანუ ,(იტალიას). ათენიდან , გემით 12 საათის სამგზავროა . აქ სამანქანო გზა , მხოლოდ იშვიათ ადგილებშია , ძირითადად , უნდა იარო ვიწრო ქუჩებით და საცალფეხო ბილიკებით , თავად შიგ ქალაქშიც კი . არასოდეს , მოგინდება ამ წყნარი სამყაროს დატოვება . აქ , ორ - სამ სართულზე ზემოთ , სახლს ვერ ნახავთ და ყველა სახლი ერთნაირია , ერთმანეთს გავს . თუ , ქუჩის სახელწოდება არ იცი , ვერ მიაგნებ იმ ადგილს , სადაც მიდიხარ , მთელი დღეც , რომ იარო . ამ კუნძულის მეორე სახელია ,, onemos '' -ეს ნიშნავს , რომ აქ , ნაზი სიო ქრის და ლამაზად აშრიალებს მწყობრში ჩამწკრივებულ ხეებს . ზღვის სანაპიროზე კი , ამაყად დასეირნობენ მაღალყელიანი თეთრი თოლიები.
სასტუმროში , ჩემი ნომრის გვერდითა ნომერში , არაბი ტურისტები ცხოვრობდნენ . არაბი - იამანი და ამერიკელი - გრეტა , ძალიან ლამაზი წყვილი არიან და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან . ეს , ახალგაზრდა წყვილი იმ დროს საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ . გავიცანით ერთმანეთი და ძალიან დავვახლოვდით . ერთ საღამოს , გადავწყვიტეთ ბარში წავსულიყავით . მეც , მომეწონა აზრი და დავეთანხმე იამანს . მუხლს ზემოთ , შავი მოტკეცილი კაბა ჩავიცვი , მკერდთან ოდნავ შეხსნილი . ორ - ორი ჭიქა ვისკი დავლიეთ,მესამე რომ უნდა დამელია , ვიღაც გორილამ , მკლავზე ძლიერად მომიჭირა ხელი და , როგორც იტყვიან , ბარიდან გამათრია , მანქანაში ჩამტენა ძალით . სახეს ვერ ვხედავდი , მის , მკაცრ პროფილს ვუყურებდი შეშინებული და მოულოდნელად , გამომხედა გორილამ სარკიდან და მითხრა ინგლისურად
--- ნუ მიყურებ ცივი თვალებით , არ მიცნობ და არც მე გიცნობ , მე უბრალოდ მეგობრის დავალებას ვასრულებ . მინდა , გაგაბრთხილო მეგობრულად . ყველა კუთხეში დგას ხალხი , რომლებიც თვალს გადევნებს და ჭკუით იყავი . ეს , ჩემი ბოლო მეგობრული რჩევაა . მითხრა ბოლო სიტყვა და თვალი ჩამიკრა . დავიბენი , გამოვშტერდი . ვინ მითვალთვალებს ? ან რატომ ? სულ ამერია თავში ყველაფერი .
--- ვინ , ვინ არის თქვენი მეგობარი , ხომ მაქვს უფლება ვიცოდე ?
--- ეს , საიდუმლო ინფორმაციაა და ვერ გავცემ . მითხრა წყნარად.
--- თქვენ , რა საიდუმლო აგენტი 007-ი ხართ? ვუთხარი სერიოზულად და გავხედე შეშინებულმა . მან , გამომხედა და გემრიელად გაიცინა , რამაც ძალიან , მაგრად გამაბრაზა.
--- ადი ნომერში და დაიძინე . არ შეგეშინდეს ჩემი , მე , თავად ბერძენი ვარ , ხრისტოს გაბრიელ - მორაგიანი და უფრო მეტიც უნდა გითხრა ,ირინას და გიორგოს პირმშო ვარ . შენს მშობლებს , ძალიან კარგად ვიცნობ და ვაფასებ . არ გეგონოს , გიღალატო , მაგრამ არის რაღაც , რასაც ჯერ-ჯერობით ვერ გაგიმხელ . ბრთხილად იყავი , საბერძნეთი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და ნუ ენდობი უცხოს და უცნობს . ეს მეგობრულად , სხვა , ზედმეტების გაგება ჯერ - ჯერობით გაწყენს , დრო მოვა , თავად მიხვდები ყველაფერს . მითხრა ეს ყველაფერი , მეგობრულად გამიღიმა ხრისტომ და ასე გამოშტერებული მიმაცილა ჩემს ნომრამდე . -ხო , კიდევ დამავიწყდა . მომიბრუნდა უცებ და მითხრა --- შენი სახელი ვიცი , შენ დაგავიწყდა რომ გეთქვა , მაგრამ მე ვიცი -- ტეონა თუ რაღაც ამდაგვარი . აბა, ტკბილი ძილი ტეონა . მითხრა , თვალი ჩამიკრა , დამემშვოდობა და წავიდა . ნომერში შევედი და რობოტივით ვმოძრაობდი , თან ჩემთვის ვბურდღუნებდი . ტეონა , ტეონა , ტეონა . ისიც არ იცის , როგორ გამოთქვას ჩემი სახელი თეონა და არა ტეონა , იდიოტი . გამოვიცვალე და შევწექი საწოლში . თხელი პლედი მეფარა , აივნის კარები ღიად დავტოვე და ქარი ფარდას ნელა არხევდა , ოთახი კი , გრილი და სასიამოვნო ჰაერით ივსებოდა . ნელ - ნელა , ფიქრმა წამართვა ფიქრის უნარიც და ჩამეძინა . სიზმარში კი ახალგაზრდა და ძალიან კარგი აღნაგობის მამაკაცი ვნახე , რომელიც შორს იდგა ჩემთან და მიყურებდა . მე , სინათლეში ვიდექი . სახის გარდა ვხედავდი , რომ აღნაგობით ძალიან სიმპატიური უნდა ყოფილიყო . შიშმა შემიპყრო და მისგან გაქცევა დავაპირე , გავრბოდი კიდეც , გავრბოდი ძალიან ჩქარა , ის კი დინჯი ნაბიჯებით ფეხ და ფეხ მომყვებოდა . არ ჩქარობდა დამწეოდა , მე კი , იმდენად მეშინოდა , გავრბოდი რაც ძალა და ღონე მქონდა და დრო და დრო უკან ვიხედებოდი , ვამოწმებდი , თუ მეწევათქო . ერთხელ ,დავეცი მწარედ და ტირილი დავიწყე . ვეღარ გავრბოდი და შიშისგან იქვე ჩავიკეცე , მომიახლოვდა , ხელი შემაშველა , წამომაყენა , ცრემლებიც მომწმინდა და ტირილში ჩემს აკანკალებულ ბაგეებს მისი თბილი და რბილი ბაგე შეეხო . ჩემდა უნებურად , ისე მესიამოვნა ის რბილი მასა , რომ მეც კოცნით ვუპასუხე . ვიგრძენი , მას როგორ ჩაეცინა და ისე გამომთიშა სამყაროსთან , ყველაფერი დამავიწყდა და ლამის იყო თავი დამეკარგა. შემდეგ კი , ჩემს ბაგეზე მისი ბაგის მოუშორებლად წამჩურჩულა ,, მელოდე , მე მალე მოვალ ''. დილით , გაბრუებული ავდექი და ღამის სიზმარზე ვფიქრობდი . ღმერთო ჩემო , ეს კოცნა ძალიან ნაცნობიც და შორეულიც მომეჩვენა . ეს რა მემართება , რა ხდება ჩემს თავს . მე დასამშვიდებლად ჩამოვედი და აქ უფრო ავირიე . ეს კოშმარები რაღა ჯანდაბაა , მგონი ფსიქიურად ვიშლები . იმ დღეს , არასად არ გავსულვარ ,მხოლოდ აუზში ჩავედი და ვერც იქ გავჩერდი დიდი ხნით . ნომერში ავედი და მშობლებს დავურეკე .
--- ჩემი გოგოოო , როგორ ერთობი მამას პრინცესა . მხიარულად მითხრა მამამ .
--- ისეთი საოცარი ადგილია მამიკო , რომ ალბად , ყოველ წელს აქ წამოვალ . ვუთხარი მამას გულახდილად .
--- კარგია , მართლაც , ლამაზი კუნძულია . სულ ფეხით მაქვს დავლილი ეგ მიდამოები , რასაც ხედავ . მთის წვერზეც ვიყავით ერთხელ ასული , აი , იქედან უნდა დაინახო მთელი კუნძული , რა საოცრებაა . დაისვენე შვილო , განიტვირთე და ენერგიით სავსე დაბრუნდი . მითხრა მამამ და გაბრწყინებული თვალებით მომიყვა მცირე ამბები , მისი ცხოვრების ისტორიიდან . შემდეგ , კი შემეკითხა -- გაიცანი ვინმე ? ასე მეგონა , მამამ ყველაფერი იცოდა და მეც ეჭვნარევი თვალით შევხედე , მაგრამ მერე გადავიფიქრე , არაფერი აღარ მითქვამს . .
--- არა , არავინ არ გამიცვნია . მხოლოდ , ჩემს მეზობელ ნომერში , წყვილი ცხოვრობს და ისინი გავიცანი .
--- ქართველებია ? მკითხა დედამ , რომელიც საუბარში შემოგვიერთდა მე და მამას .
--- არა , არაბები არიან და ყოველ წელს აქ ვისვენებთო .
--- კარგი , ჭკვიანად იყავი , არ გადიხარ სადმე ? ღამით , ძალიან ლამაზია თეონა სანაპირო , ღამე ერთობიან და მხიარულობენ ახალგაზრდები .საერთოდ , საბერძნეთი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს , ულამაზესია ღამის კუნძული . მითხრა დედამ .
-- არა დე , არასად არ გავდივარ , უნდა დავწვე მეძინება . ვუთხარი და დავემშვიდობე . ვიჩქაროდი დაწოლას , რადგან , მინდოდა წინა ღამის სასიამოვნო სიზმარი გაგრძელებულიყო და არასდროს არ დასრულებულიყო . ამ ფიქრებში მართლა ჩამეძინა და ოი საოცრებავ , ისევ , ის ახალგაზრდა მოვიდა ჩემთან . სადღაც , ტრიალ მინდორზე ვიყავი ,უამრავი , ფერადი მინდვრის ყვავილები ყვაოდნენ ჩემს გარშემო . ძალიან ლამაზი ადგილი იყო , სამწუხაროა , რომ ხატვა არ შემიძლია , თორემ საოცრად ლამაზ პეიჟაზს შევქმნიდი . ჩემთვის , მინდორში ვიჯექი და მინდვრის ყვავილებისგან გვირგვინს ვაკეთებდი . ისე ვიყავი ჩემი საქმით გართული , ვერ გავიგე , ისე მომიახლოვდა უცნობი . მზე დამიჩრდილა , დაიხარა და სახეზე მომეფერა . ერთ ხელში , გვირილებისგან დაწნული გვირგვინი ქონდა და თავზე მომარგო . შემდეგ , მიყურა და ნელა-ნელა მაიკის ბრეტელები გადამიწია , როგორ მინდოდა მისი სახე დამენახა ვინ იყო , ვინ მაწამებდა უკვე ეს ორი ღამე სიზმრებში , მაგრამ ისე მესიამოვნა მისი თლილი თითების შეხება სიამოვნებისგან თვალები თავისით დამეხუჭა . შუბლზე მაკოცა , შემდეგ ლოყაზე , შემდეგ ყელი დამიკოცნა და მკერდამდე ჩავიდა . სისხლი - თავში ამაწვა , ლამის გამაგიჟა , მკერდზე მისი ხელების შეხებამ . დრო და დრო , კი ვეჩურჩულებოდი .
--- ვინ ხარ , რა გინდა . არ გიცნობ და რატომ მაწამებ .
---შენ ჩემი გვირგვინოსანი დედოფალი ხარ ,მიცნობ როგორ არ მიცნობ და თან ძალიან კარგად . დამჩურჩულა ბაგეზე და ცხელი ვნებიანი კოცნაც გამომტაცა .
--- ძალიან გთხოვ , ნუ მომექცევი ასე სასტიკად . მე ბ.....ი არა ვარ....
--- ჩუუუ , გაჩუმდი ჩემო მზეო , ეს მეორედ არ თქვა . შენ , ჩემი ცხოვრება ხარ , სიგიჟემდე მიყვარხარ . მეფერებოდა , მისმა ფერებამ , ტვინი საერთოდ გამითიშა და დილით თვალი რომ გავახილე , აივნის კარები დაკეტილი იყო .
--- კარი , ხომ ღია დავტოვე , ვინ დაკეტა ? ვაიმე , მგონი ვგიჟდები . როგორი ნაცნობი სურნელი აქვს სიზმარში , იმ უცნობს და რატომ საიდან მეცნობა ეს სურნელი ? ფიქრებმა დამღალა , ძალიან აირ - დაირია თავში ყველაფერი . არ მინდოდა დღის უაზროდ გატარება და აივანზე გავედი . აივანზე , ჩემი არაბი მეზობლები ყავას მიირთმევდნენ წყნარად და სასტუმროს აივნიდან ულამაზეს ხედს გადაჰყურებდნენ
--- HAI TEONA გახარებულმა მომესალმა იამანიმ.
--- HAI IAMAN,HAI GRETA მეც მივესალმე ღიმილით წყვილს .
--- მოდი ყავა ერთად მივირთვათ . შემომთავაზა წყვილმა და მათ ვერანდაზე მიმიწვიეს მეც .
--- მყუდროებას დაგირღვევთ . ვუთხარი წყვილს ღიმილით .
--- მოდი , მოდი . მითხრა გრეტამ ღიმილით და მეც შევუერთდი წყვილის კომპანიას .
--- არ გავიდეთ დღეს სადმე ? გვკითხა იამანიმ .
--- რატომაც არა ? გავიდეთ ,მხოლოდ საღამოს უფრო გრილია სანაპირო . ვნახოთ ულამაზესი საბერძნეთი . მეც ღიმილით დავეთანხმე იამანს .
--- მაშ მოემზადეთ და 5 -ზე გავიდეთ . მოვილაპარაკეთ რომ 5-ზე მზად ვიქნებოდი . დავბრუნდი ჩემს ნომერში , ცოტა წავუძინე და შემდეგ აბაზანა მივიღე , საღამოსთვის მზადებას შეუდექი . მალე მოვიდა 5 საათი და კარებზე მომიკაკუნა გრეტამ . მეც , ერთი შევავლე სარკეში ჩემს თავს თვალი და კარიც გავაღე რომ ორივემ ერთხმად დაუსტვინა .
--- ოოოოო სუპერ ტეონა ხარ ამ საღამოს . გამეცინა მათ აღტაცებულ წამოძახილზე . ცისფერი , მუხლამდე გაშლილი კაბა ჩავიცვი და თმები მაღლა ავიწიე , ცხენის კუდივით . ძალიან მიხდება , საერთოდ ფერი ცისფერი .
--- აჭარბებთ , არც ისე გადასარევად გამოვიყურები . ვუთხარი მორცხვად წყვილს.
--- ეს თვალები მიხატული გაქვს ? თუ შენს ნომერში სარკე არ არის , ჩემთან შემოდი . გაკვირვებულმა მითხრა გრეტამ . იოანემ კი , ხელი ჩაიქნია და გვითხრა ორივეს თითის ქნევით .
--- წამოდით , წამოდით და დღეს არ დალევთ , მე უნდა გავერთო თუ თქვენ გიყუროთ? ძალიან კარგი სამეგობრო იყო ორივე და მსიამოვნებდა მათ გვერდით ყოფნა . ჯერ ლამაზი გარემო დავათვალიერეთ და შემდეგ ბარში შევედით სადაც , ალკოჰოლისა და ნაირნაირი სასმელების სუნი ერთიანად დამეტაკა . თავბრუსხვევა ვიგრძენი და უცებ ცხირზე მოვიკიდე ხელი და უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი .
--- თეო , აი იქით წავიდეთ , კუთხეში თავისუფალი ადგილია . თქვა იოანემ და ჩვენც გავყევით უკან , მინიშნებულ ადგილისკენ . დავსხედით თუ არა ახალგაზრდა გოგონა მოვიდა ჩვენთან და თბილად გაგვიღიმა . თითო ჭიქა კოქტეილი შევუკვეთეთ და მუსიკას ვუსმენდით , მოულოდნელად საცეკვაოდ გამიწვია ვიღაც უცნობმა , ეს ხომ ბარია და გასაკვირიც აქ არაფერია , ავხედე და არ მომეწონა რატომღაც , და უხეშად მოვიშორე .
---არ ვცეკვავ მადლობა.რაღაც უსიამოვნო გრძნობა შემექმნა უცნობის მიმართ. ერთი ჭიქა კოქტეილს მეორე მოყვა,მეორეს მესამე და ამ დროს ხრისტო დავინახე, თითქოს გაბრაზებული მიყურებდა, მაგრამ თვალი ავარიდე და არ შევიმჩნიე რომ დავინახე. გრეტა და იოანე საცეკვაოდ გავიდნენ, მე კი მარტო დავრჩი ობოლი ბავშვივით. დალევა მინდოდა, მინდოდა იმ ღამით უგრძნობლად დავმთვრალიყავი და ბარისკენ წავედი და წინ ხრისტოდ გაცნობილი ვამპირი გადამიდგა ირონიული ღიმილით .
--- საით მიბრძანდები ქართველო ქალო ? მითხრა წარბაწეულმა და მომაჩერდა .
--- საითაც , ქართველ ქალს მიუწევს გული და მის შეჩერებას ვერავინ ვერ შესძლებს . მეც ირონიულად მიუგე .
--- ეხლა უხმოდ და უხმაუროდ , პანიკის გარეშე გამომყვები გარეთ , ლამაზად და კოხტად , ამავე დროს , უხმაუროდ გახვალ და ჩაჯდები მანქანაში . მითხრა ხრისტომ წყნარად , მაგრამ მკაცრად .
--- და შენ ვინა ხარ შემახსენე? შენი ბრძანებები რატომ უნდა შევასრულო? დავჭყიტე თვალები . უცებ, ხელზე ხელი მომკიდა უხეშად და მე კი ცივი ხმით დაუყვირე .
--- ხელი გამიშვი იდიოტო , რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ? უცებ შემიშვა ხელი და დაბღვერილი სახით შემომხედა , მე კი , ბოლი ამდიოდა სახეზე სიბრაზისგან . არც დავფიქრებულვარ , ბართან მივედი მაგარი და ძლიერი სასმელი შევუკვეთე , იქვე ჩამოვჯექი მაღალ სკამზე და ბარმენს დაველოდე . სულ მალე , ჩემს წინ მოცისფრო სითხე დაიდგა , არომატიული სურნელით და საშინლად ტკბილი გემოთი . ერთ გადაკვრაზე ჩავცალე , მეორე მოვითხოვე და ისიც ჩავცალე . უკვე კარგად მქონდა მოკიდებული , მაგრამ მაინც ვსვამდი . სიბრაზემ , არ გამიარა , თავში ამერია ყველაფერი და სასმელმა უცნობი ამოატივტივა სასიამოვნო ფიქრებით . თითქოს , იგრძნო რას ვფიქრობდი მასზე და ჩემამდე მისი სასიამოვნო ნაცნობი , მაგრამ უცნობი სურნელი მოდიოდა , რომელიც თავბრუს მიხვევდა და გონებას მითიშავდა . კიდევ მოვითხოვე სასმელი , სასიამოვნო ფიქრებში ვიყავი ჩაძირული , რომ მარცხენა ხელის გული გამიხურდა და ვიგრძენი , ვიღაცამ მოიქცია ჩემი სუსტი ხელი მის ძლიერ ხელში . ისეთი სითბო მოდიოდა და დადებითი მუხტი , ხელის გაშვება არ მინდოდა . მის ხელს დავენდე , ასე თვალებ მინაბულმა და საცეკვაოდ გავყევი . უკნიდან მომეკრო , სახეს ვერ ვხედავდი , ვერ შევხედე ვინ იყო , მაგრამ მომკალით , რა ვქნა , რომ ასე ძლიერ მიმიზიდა მისი სახის უნახავად , მაგნიტივით მიმიზიდა მისმა სიმხურვალემ . ასე ტანზე აკრული და ნელი მოძრაობით გამიყვანა გარეთ ცეკვა - ცეკვით და ნაზი მოძრაობებით . გულზე აკრული მიმიყვანა მანქანასთან ,თვალებზე ხელი ამაფარა და შემომაბრუნა. ნაზად შემეხო ტუჩებზე და საშინლად მესიამოვნა მისი კოცნა . ეს კოცნა და სიზმარში ნახული კოცნა , საოცრად გავდა ერთმანეთს . თვალებახვეული ჩამაჯინა მანქანაში და სადღაც წამიყვანა . ხმას არ იღებდა , არც ის და არც მე . არადა , მოუსვენრობა მკლავდა , გამეგო ვინ იყო , ვგრძნობდი , ჩვენ ორ შორის რომ ცეცხლოვანი გრძნობა გიზგიზებდა . ჩვენი სხეულები ერთმანეთის სიახლოვეს ითხოვდნენ და მიისწრაფვოდნენ ჩვენს დაუკითხავად ერთმანეთისკენ . თითქოს ჩქარობდნენ ერთმანეის შევსებას , სულ ცოტაც და ალბად თავს დავკარგავდი .
-თვალები რატომ ამიხვიე ? არ გინდა შენი სახე დავინახო ? ნუთუ ასეთი მახინჯი ხარ ? ჩემდაუნებურად შევეკითხე უცნობს .
--- ხმაურს გამოგარიდე და სიმშვიდეში მოგიყვანე . ეს რამოდენიმე სიტყვა მითხრა და მესიამოვნა მისი თითქოს ნაცნობი , ბოხი და მკაცრი ,განსხვავებული ბარიტონი . სადღაც გააჩერა , გადმომიყვანა და თავად მოშორებით დადგა . ჩემამდე ზღვის სურნელი მოდიოდა და საღამოს გრილი სიო სახეზე მეფერებოდა . ფეხის ხმა მომესმა და მივხვდი ჩემთან ახლოს იყო დამდგარი , მის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს სახეზე , თმები ჩამომიშალა და მხრებზე დამაყარა ჩემი გრძელი ლოკონები . სუნთქვა გამიხშირდა , ვიცოდი მაკოცებდა , ვგრძნობდი და მაკოცა კიდეც . ჯერ ზედა ტუჩზე შემეხო , მერე ქვედა ჩამიკოცნა და შემდეგ ორივე ტუჩი სასიამოვნოდ დამიკოცნა . განსხვავებულად ვიგრძენი თავი , დადებითმა იმპულსებმა დამიარა და კოცნაში ავყევი , სასიამოვნოდ გამაკანკალა რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია და ხელები ოდნავ მომიჭირა წელზე , თითქოს მეუბნებოდა გგრძნობ მთელი ჩემი არსებით და ვიცი , შენც იგივეს განიცდიო . უცებ მოწყვეტილად მომშორდა და ალბად ჩემს სიამოვნებისაგან ოდნავ გაპობილ ბაგეს აკვირდებოდა . მე ვერაფერს ვერ ვხედავდი და ხელი თვალებისკენ წავიღე რომ სახვევი მომეშორებინა ,მაგრამ შემაჩერა და მითხრა.
--- ნუ ჩქარობ , მომენდე . ყურში ჩამჩურჩულა სასიამოვნოდ და საფეთქელზე დამიტოვა ტკბილი კოცნა.
--- მოგენდობი,მაგრამ არ ვიცი რატომ . ალბად იმიტომ , რომ ძალიან მიყვარს ,, იდუმალება ''. ვუთხარი მე .
--- ჰოდა , მომყევი აუჩქარებლად , იდუმალებავ . ხელი მომკიდა , ისევ მანქანაში ჩამაჯინა და ცოტა ხანში სადღაც გააჩერა . გადავიდა და ისევ დაჯდა და ისევ წავედით . მივხვდი განსხვავებას , სუნი მეუცხოვა და თვალები ავიხსენი . ირგვლივ მიმოვიხედე და დავზვერე მიდამო , შევამჩნიე სარკიდან ეშმაკური ღიმილით ხრისტო ანუ გორილა მიყურებდა . მივხვდი ,რომ მძღოლი შეცვალა და ჩემი ინტერესი უფრო გააღრმავა . როგორ მაინტერესებს ვინ არის ? მკლავს ინტერესი , ან რატომ მეთამაშება . დაბნეული ავედი ნომერში და დასაწოლად მოვემზადე , რომ კარებზე ფრთხილი კაკუნი მომესმა . კარი გავაღე , ჩემს წინ სასტუმროს მოსამსახურე გოგონა იდგა და ხელში , ულამაზესი ყვავილების თაიგული მომაწოდა დაბნეულს.
--- ეს თქვენთვის მოიტანეს და გვითხრეს რომ ახლავეს მოგვერთმია .
--- მადლობა მაგრამ აქ ვაზა არ მაქვს არანაირი , უწყლოდ კი მალე დაჭკნება ეს სილამაზე . ვუთხარი მოწყენილმა .
--- ეხლავე მოვიტან . მითხრა და სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა . სულ ცოტა ხანში კი უზარმაზარი ვაზა მომიტანა წყლით სავსე . ყვავილები ლამაზად ჩავაწყვე და ფიქრებში ჩავიძირე . ვფიქრობდი , ვინ უნდა ყოფილიყო გამომგზავნი , ან ვინ იყო ჩემი დღევანდელი დღის იდუმალი სტუმარი . დავწექი და მალე ჩამეძინა , ძილში ვიგრძენი კოცნა და უცებ თვალები დავაჭყიტე ,მაგრამ სიბნელე იყო ირგვლივ და არავინ არ იყო ახლომახლო . თითქოს , გულიც კი დამწყდა , რომ ვერ ვნახე ჩემი იდუმალება . სასმელმა მაინც იმოქმედა და ღრმა ძილს მივეცი თავი .
--- ქრონიკული უძილობა და უგუნობა მტანჯავს , ჩემი სიცოცხლის ნათელი წერტილი ხარ ჩემო პატარავ . ჩემი მანათობელი ვარსკვლავი , სავსე მთვარესავით მშვენიერი ხარ და თბილი როგორც მზის სხივი . ნეტავ უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო . ჩემი ბრაზიანი ხარ, რომ გაბრაზდები ჩემი მრისხანე ძუ ვეფხვი ხარ. ჩემი ვნებიანი, როგორ მაგიჟებს შენი ჩუმი კრუსუნი. ბოლოს მსუბუქად მიკბინა ტუჩებზე და სიზმარიც გაქრა . ყველა სიტყვას , განაბული და უსაზღვრო ნეტარებით ვისმენდი , სხეულს კი , თანდათან სიმხურვალე ეპარებოდა მაღალი გრადუსით . სისხლი , მთელი სისწრაფით ამოძრავდა და რაღაც , ჯერ არ ნახულ გრძნობას ითხოვდა . ცეცხლი ეკიდა მთელ სხეულს , მეგონა , ცოცხლად ვიწვოდი . გამომეღვიძა , ძალიან ნასიამოვნებს და გაბადრული ღიმილით წავედი სააბაზანოში . უეცრად , ჩემს თავს მოვკარი თვალი სარკეში და შიშისაგან ტუჩები დაწითლებული მქონდა ველური და უხეში კოცნებისგან .
--- ღმერთო ჩემო , ეს ჩემი იდუმალება მგონი მანიაკია და ასე ნელა ნელა მომიღებს ბოლოს . შიშმა მოიცვა მთელი სხეული და პანიკაში ჩავარდი .გარეთ გავედი , მარტომ ვისეირნე სანაპიროზე . ოოო , ეს წყეული სიყვარული , ღმერთო , ვინ შემიყვარდა , არც კი ვიცი ვინ არის . გამანადგურა ამ გაუგებრობამ , რატომ მტანჯავს ასე , ეს ხომ უსამართლობაა . გთხოვ , წადი , წადი ნუ მაწამებ , წადიიი . მთელი დღე ვიხეტიალე , არც ჭამა გამხსენებია და არც არავინ , ისე ჩავიკეტე ჩემს თავში . შემომაღამდა , დღე ფიქრებში გაილია და თავზე უზარმაზარი სავსე მთვარე დამადგა . ავხედე ვარსკვლავებით სავსე მთვარეს და ვფიქრობ , ამდენ ბრჭყვიალა ვარსკვლავში რომელი ხარ ჩემი ბედის ვარსკვლავი ? როგორ მომენატრე გიო , ნეტავ სადა ხარ ახლა , რას აკეთებ , იქნებ გაიცანი ვინმე და ბედნიერი ხარ . მე ხომ ბედნიერება გისურვე . ღმერთო როგორ გაგიშვი ასე დაუფიქრებლად , როგორ . ან რატომ დამიჯერე , სიყვარული თუ გქონდა გულში , ხომ გაიბრძოლებდი ცოტას მაინც . რა ვქნა , რომ ამ უცხო , უცნობ იდუმალებას შენთან რომ ვაიგივებ ? შენი სუნი აქვს , შენი მსგავსი კოცნა . ღმერთო შევიშლები სადაცაა . მოუთმენლად ველოდები დაღამებას , ის რომ მოვიდეს და ვნახო სიზმარში . ნუთუ , ეს მართლა სიზმარია ? რატომ მეძინება ღამეები ასე გათიშულს ? ანამარიას უნდა დაველაპარაკო ,მარტო ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს . არეული ნაბიჯით წავედი სასტუმროში . შეშფოთებული დამხვდა სასტუმროს მეპატრონე ქ-ნი ირინი და მისი გორილა შვილიც , რომელსაც დაბღვერილმა შევხედე .
--- ტეონა სად ხარ შვილო მთელი დღეა დღეს , დედაშენმა , რამდენჯერმე დამირეკა შეშინებულმა . მითხრა ქ-მა ირინიმ.
--- ვსეირნობდი , ისე გავერთე სეირნობით და მიდამოს სიმშვენიერით , ვერც კი გავიგე როგორ შემომაღამდა ... ვუთხარი წყნარად და დაღლილი ხმით . გორილა კი ირონიულად მიყურებდა .
--- გაიცანი თეონა, ხრისტო , ჩემი შვილი . თუ სადმე იქნება საჭირო წასვლა , ამიერიდან ხრისტო გაგყვება . ეხლა ადი , დედაშენს დაურეკე , ნერვიულობს ძალიან .
--- სასიამოვნოა ბ-ნო ხრისტო თქვენი გაცნობა , (ბ-ნო ირონიულად , რა თქმა უნდა) ხელი ჩამოვართვი , ვითომ ჩემთვის უცნობს და ჩუმად კი ვუთხარი ,, გორილა '' , ვერ წარმოიდგენ როგორი სასიამოვნოა შენი ახლოს გაცნობათქო . თუ დამჭირდი აუცილებლად შეგაწუხებთ.
--- სიამოვნებით მოვემსახურები თქვენისთანა ლამაზმანს , მაგრამ ჯერ უნდა კარგად გავიცნოთ ერთმანეთი . წამოდი , გავიაროთ და სულ ცოტაც ვისაუბროთ . მითხრა წყნარად .
--- დღეს არა რა, დედას უნდა დავურეკო. ვცადე თავის არიდება. რაც არ გამომივიდა.
--- დედაშენს ირინი დაურეკავს და ეტყვის, რომ ჩემთან ერთად ხარ. უცებ მომიჭრა გზა და დედამისს გასძახა.
--- დედააა , დაურეკე რა ქ-ონ კეტის , რომ არ ინერვიულოს . წამოდი , გხედავ დაღლილი ხარ ,რამ დაგღალა ასე . მითხრა და გამომცდელად მომაჩერდა . დავლიოთ რამე ?
--- არა რა , არ მინდა ბარში . სადმე დავჯდეთ წყნარად . თხოვნით გავხედე .
--- ტეონა , გხედავ რომ დაფიქრებული დადიხარ , თვალს არ გაშორებ , რა გჭირს ? მართლა გამეხარდა შენი გაცნობა , შენს მშობლებს კარგად ვიცნობ , აქ ამ ეზოში ვატარებდი დროს მათთან ერთად . მითხრა ღიმილით .
--- ხრისტო , შენ იცი , მე რატომაც ვარ ასე , შეგიძლია ამიხსნა , რა ხდება ჩემს თავს ? ნუ დამიმალავ , ვიცი და ვხვდები , რომ ყველაფერი იცი . მუდარით შევხედე .
--- მომისმინე ტეონა , ნუ ნერვიულობ , ცუდი არავის არ უნდა შენთვის . სულ მალე , თავად დარწმუნდები ამაში . ჩემი იმედი გქონდეს . მე , შენ არ გიცნობ , მაგრამ გჯეროდეს , რომ შენს მშობლებს ცუდს არასოდეს არ გავუკეთებ . წადი დაიძინე და ხვალ მე წაგიყვან კარგ ადგილას , უნდა განახო საბერძნეთი , როგორი ლამაზი ქვეყანაა და ვინ იცის იქნებ ერთი დღეს საქართველოშიც ჩამოვიდე და დაქალიც კი აგაწაპნო გვერდიდან . მითხრა და თვალი ჩამიკრა.
--- აქ გორილას სახით მეჩითები წინ და იქაც გინდა დამიფრთხო გოგოები ? მეც გამახალისა ცოტა ხრისტოსთან საუბარმ ა.
--- დარწმუნებული ვარ , ყველაფერი კარგად იქნება . ადი ეხლა მაღლა და დაიძინე , ხვალ დილას დაგადგები თავზე და ადრიანად წამოგაგდებ .
--- ახლა მართლა დაღლილი ვარ , თორემ შენს სიტყვაზე ნამდვილად არ გავივლიდი .
--- მართალი ყოფილა , რომ მითხრეს , ძალიან ჯინიანი და თავნება არისო , მაგრამ ესეც მოგვარდება . აბა , ტკბილი ძილი მეგობარო , ბეჭზე მსუბუქად დამარტყა ხელი და წავიდა . მეც ღიმილით გავაყოლე თვალი და დავრწმუნდი , რომ არ იქნება ხრისტულიკო ცუდი სამეგობრო . სულაც არაა გორილა როგორც შევარქვი , მაგრამ მაინც გორილაა . გამეცინა და წავედი ჩემს ნომერში . ღმერთო , ისეთი დაღლილი ვარ , მკვდარივით დამეძინება . როგორც იქნა , მივაღწიე ჩემს ნომრამდე და შუქი ავანთე . ნომერში ყვავილების სასიამოვნო სურნელი იდგა . ჩანთა დავდე და სააბაზანოში შევედი . ცივი წყალი გადავივლე და დაღლილობა მოვიხსენი
მოკლე ღამის პენუარი გადავიცვი და შევწექი გრილად საწოლში . ფიქრის თავიც არ მქონდა და მალე ჩამეძინა . სადღაც , ბურუსით მოცულ ადგილზე ვიყავი , უკუნი სიბნელე იყო . ირგვლივ კი , სრული სიჩუმე . მე რომ მიყვარდა განმარტოვება სიჩუმეში , ისეთი სიწყნარე და სევდიანი მუსიკა აფრქვევდა სასიამოვნო სონეტებს .უცხოური მუსიკა იყო , არ მეცნობოდა , მაგრამ სასიამოვნო მოსასმენი და მეც ვუსმენდი განაბული ,მთელი გულისყურით . ვიგრძენი , ხელზე ნაცნობი ხელის შეხება და ჩემი ხორბლისფერი კანი დამეხორკლა . თითქოს ველოდი და არ გამკვირვებია , პირიქით მესიამოვნა . ჩემთან ერთად , ისიც უსმენდა სევდიან სიმღერას . ხელი მომხვია თმებზე , მომეფერა და გულზე მიმიკრა . ასე ვიდექით ორნი , ღამის სიმყუდროვეში , სევდიანი მუსიკის ფონზე . თითქოს მიხვდა ჩემი სიჩუმის მიზეზს და მითხრა .
--- მომენატრე თეო . ეს ორი სიტყვა , ისეთი სითბოთი იყო ნათქვამი , ცრემლი მომერია და ტირილით ვუთხარი .
--- ნუ მომექცევი ასე , შემიბრალე . დავიღალე უკვე , ნუ მაწამებ , არ ვიცი , რის მიღწევას ცდილობ , ამ შენი იდუმალებით .
--- მიყვარხარ , ძალიან მიყვარხარ , გესმის ჩემი ? დაგეძინა ? მითხრა თბილად და თან ხელის ზურგი ლოყაზე ჩამომისვა . თავზე ხელი მომკიდა და მის მხარზე დამადებინა . ასე ვიყავით კარგა ხანს და სიმღერას , სიმღერა - ცვლიდა , მელოდიას - მელოდია და ვუსმენდით ორივე , ჩუმად და არაფერს არ ვამბობდით .
--- არ დამეძინა და რა საჭიროა მესმოდეს და გხედავდე , როცა მთელი არსებით გგრძნობ . ვუთხარი ჩუმად .
--- ვფიცავ საყვარელო , რომ ერთგული ვიქნები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე . მე ამ ბეჭედს გიკეთებ და ვატაროთ ჩვენი სიყვარულის სიმბოლოდ . მეც , იგივე ბეჭედი მაქვს და ერთ დღეს , გეფიცები , ყველა შენს გაუგებრობას ფარდა აეხდება . --- მეც მხოლოდ შენთან მინდა , შენს სიახლოვეს .რა მიყავი , რას მიშვები ,დამატყვევე და შენს ციხეში გამომკეტე .
--- ჯერჯერობით , უჩინარი კედელია ჩვენს შორის , ჩემო იდუმალებავ . როგორ მიყვარხარ, შენ ვერც კი წარმოიდგენ .
--- მეც მიყვარხარ . არ ვიცი ვინ ხარ , მაგრამ შემიყვარდი შენი იდუმალებით . რა არის სიყვარული მეტყვი ? შეგიძლია ახსნა მოუძებნო ამ ერთ ძალიან საინტერესო სიტყვას?
--- სიყვარული ეს არის გენეტიკური მოთხოვნილება , უფლის მიერ ნაჩუქარი დაავადება . ეს არის , ყველაზე ლამაზი და ყველაზე საშინელი გრძნობა , რომელმაც გაიდგა ფესვები ღრმად ჩვენში და მოედო მთელ ორგანიზმს . გულზე კი მარწუხებივით გვიჭერს და სუნთქვას გვიკრავს . მითხრა წყნარად და დალაგებულად .
--მომეხვიე გთხოვ , ძალიან მომეხვიე . მჭიდროდ და მაგრად შემომხვია მისი ძლიერი ხელები და მე მის მკერდზე თავმიდებული გავინაბე . მისი სხეულიდან , სასიამოვნო სურნელმა გამაბრუა და ხარბად ვისუნთქავდი . მინდოდა , ამ სურნელის მარაგი მომეგროვებია ჩემში , ჩემთვის . მხოლოდ ჩემთვის .
---ცხოვრებაში მხოლოდ სამი რამ მინდა შენთან ურთიერთობაში , მხოლოდ სამი რამ , თვალები - რომლებიც არ ტირიან , ტუჩები - რომლებიც არ იტყუებიან , სიყვარული - რომელიც არ კვდება და მარადიულია . მპირდები ამ სამ რამეს , რომ შეძლებ შემისრულო ? შემეკითხა და პასუხის მოლოდინში თითქოს სუნთქვ შეწყვიტა .
--- გპირდები , რომ ამ სამ სურვილს შევასრულებ , თუმცა , არ ვიცი როგორ . ვუპასუხე გულწრფელად მის შეკითხვას და კმაყოფილი ჩემი პასუხით თავზე მაკოცა , მაგრამ მითხრა .
--- შენ გზას გამონახავ იდუმალებავ , მხოლოდ გახსოვდეს , მამაკაცებს მილიონი გოგონა არ უყვარს , იმ მილიონში ამორჩეული ერთი უყვარს , მხოლოდ ერთი და ეს ერთი , შენ ხარ ჩემს გულში . მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ჩემთან ასეთი ვნებიანი და ცეცხლოვანი . დაიხარა და ვნებიანად და ჩემს გასაგიჟებლად მაკოცა , მისი რბილი ტუჩებით , უფრო დიდი გრძნობა ჩააქსოვა ამ კოცნაში . ოდნავ შემეხო კბილებით ყურის ბიბილოზე და დამაჟრიალა , კოცნით ყელს ჩამოყვა და ნელა - ნელა მკერდისკენ გაიკვლია გზა . მეც , გავინაბე და მერე ჩუმი კვნესა აღმომხდა . დღეისთვის საკმარისია საყვარელო , მე არ ვჩქარობ . მითხრა და გამეცალა . თითქოს , სიცივე ვიგრძენი და უსასრულობაში გადავარდი .
*****

დილით , ისევ გაბრუებული ავდექი , ავდექი რა კარებზე კაკუნმა გამაღვიძა და გაბრუიებული , ჯერ კიდევ სიზმრიდან გამოუსვლელი წავლასლასდი კარის გასაღებად . კარი გავაღე და იქ ხრისტო დამხვდა , რომელიც თვალებგაფართოებული მიყურებდა . ბოლოს , შეუსტვინა და ასე სტვენით შემოვიდა ნომერში, თან რაღაცას ბურტყუნებდა ბერძნულად . მე , წარბი აუწიე და მივაჩერდი , ადგილიდან არ ვიძროდი .
--- არ მოდიხარ ? მომიბრუნა გაოცებულმა შემეკითხვა და გაკვირვებული თვალებით მომაჩერდა ...
--- ხრისტულიკო , თუ გინდა , რომ კარგი მეგობრები ვიყოთ , მითხარი რა ჩაილაპარაკე შენს ენაზე , რომელიც მე საერთოდ არ მესმის . ვუთხარი მკაცრად და დაველოდე .
--- ძალიან ლამაზი ხართქო , რა უნდა მეთქვა სხვა . გაინძერი , მოემზადე და წამოდი . დღეს ჩემთან ერთად გაერთობი. მითხრა და თვალი ჩამიკრა
--- შენი , უჩინარი მეგობარიც იქნება ? შევეკითხე მოულოდნელად .
--- შენ გინდა რომ იყოს ? გადმომხედა ღიმილით .
--- ხრისტო , მითხარი რა ვინ არის ? სახელი მაინც მითხარი , რომ ვიცოდე ვინ მკლავს ნელი წამებით.
--- გკლავს წამებით ? რას გიშვება ამისთანას . მითხრა , ჯერ გაოცებულმა სერიოზული სახით და შემდეგ გულიანად ახარხარდა . მის ხარხარში , მე კიდეც მოვემზადე და ჩავედით ერთად პირველ სართულზე . იქ ირინის დაუბარა
--- ტეონა მე მიმყავს დღეს , რომ დარეკოს კეთიმ , უთხარი არ შეეშინდეს .
--- კარგი და მალე მოიყვანე სიცხეში არ ატარო , დღეს დიდი სიცხეა გამოცხადბული .
--- არა უშავს , ტვინი აუმუშავდება . მიაძახა სიცილით ირინის და მასაც გეცინა . კარგად გავერთეთ , ის ადგილები შემომატარა სადაც მხოლოდ ფეხით დადიან ტურისტები . მივყვებოდი ხრისტოს და ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს , მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი . დავიღალე იმდენი ვიარეთ , გადავიღეთ ფოტოები და ძალიან , ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით უკან . სასტუმროს რომ მივუახლოვდით უეცრად მომიბრუნდა და მითხრა
--- ტეონა , რომ არ ვიცოდე , ჩემი მეგობარი შენით დაინტერესებულია და თან , სერიოზულად , აქედან არსად არ გაგიშვებდი . მომწონს ქართველები და კერძოდ ქართველი ქალი . თქვენში არის რაღაც ისეთი , რაც არა აქვს სხვა ეროვნების ქალს . შორიდან იზიდავთ მამაკაცებს და ამიტომ გადავწყვიტე მეც ქართველზე ვიქორწინო . გაიმეტებ ვინმეს ჩემთვის ? შემეკითხა ბოლოს . ძალიან გამახარა იმ ფაქტმა , რომ ქართველი ქალი ასეთი მიმზიდველია უცხოელებისთვის , ამ , გულწრფელმა აღიარებამ , რაღაცნაირად უფრო ამამაღლა და გული ამიფრიალა სიხარულისგან . გამახსენდა , ჩემი ანამარია და არც დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი .
--- გავიმეტებ ხრისტო ერთ ძალიან კარგ გოგონას . ვუთხარი და ანამარიას ფოტო ვაჩვენე .
--- ვაუუუ , m g , ეს , რა საოცრად ლამაზია ტეონა . მითხარი რა , როგორ დავეკონტაქტო.შემომხედა საწყალი თვალებით , ეს ისე გამოვიდა რომ მეუბნებოდა ,, წყურვილი მოუკალით მწყურვალ მონას, წინასწარმეტყველო . “ გამეცინა და ვუთხარი .
--- სოციალურ ქსელში მოძებნე ჩემთან , მაგრამ მე ნუ დამიმატებ . მოდი , სიურპრიზად დავტოვოთ , რომ ვიცნობთ ერთმანეთს . ინგლისური იცის და ძალიან კარგად , ასე , რომ ამიერიდან , საქმეს თავად მიხედე .
--- რა საზიხღარი გოგო ხარ ტეონა , მასწავლე , მასთან ახლოს რომ ვიყო , ბიზნესი უნდა წამოვიწყო საქართველოში . ნუ , ეს მომავლის საკითხია , ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ . შედი შენს ნომერში , მე სხვაგან მივდივარ , იმედია კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღით . მითხრა ხრისტულიმ და წასავლკელად მოემზადა.
--- სად მიდიხარ , არ დაიღალე ? კმაყოფილი კი ვარ , თუ , შემერგო დღევანდელი სიზმარი და ეს დღე . თუ არ მესტუმრა სიზმრებში , ჩემი ბოროტი მწამებელი და მანიაკი . გადავხედე ხრისტოს , რომელსაც ღიმილი მოერია , ღიმილი კიარა , შევატყვე ერთი გულიანი გადახარხარება უნდოდა , მაგრამ თავს მოერია , მომიბრუნდა და შეკავებული სიცილით მითხრა .
--- სიზმრებში გსტუმრობს შენი მანიაკი ? ააა , ეხლა გასაგებია , რატომ დადიხარ ასე გამოშტერებული და ძალა გამოცლილი . მითხრა , მაგრამ ვეღარ შეიკავა სიცილი და გემრიელად გადაიხარხარა .
--- ნუ დამცინი , რაც აქ ვარ , წესიერად ვერც დამიძინია . ტვინს განვიტვირთავ , დავისვენებმეთქი და აქ , სულ ამერია თავში ყველაფერი და გამოვშტერდი . უნდა წავიდე ხრისტო , დავიღალე ფსიქოლოგიურად , ძალიან დავიღალე . სიზმარში , ბეჭედიც კი გამიკეთა და მითხრა - არასოდეს არ მოიხსნა , ეს ჩვენი სიყვარულის სიმბოლოაო , მაგრამ ხედაავ , აქ შენ სადმე ბეჭედს ? ვიღაც ავადმყოფი გადამეკიდა და არა უბრალოდ ავადმყოფი , ტვინით ავადმყოფია და სულით ავადმყოფი . მართლა ვბრაზობდი ჩემს თავზე , რატომ ვითიშებოდი მის სიახლოვეს ისე , რომ ვერ ვხედავდი და ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს , როცა მის სურნელს ვიგრძნობდი და ის ჩემთან იყო ახლოს და მეხებოდა .
--- ტეონა , შეგიყვარდა ? მკითხა ხრისტომ გაოცებით .
--- გინდა გულახდილად გითხრა ? მან , თავი დამიქნია . შემიყვარდა , მართლა შემიყვარდა . ასე უნახავად , თავგზა ამიბნია , გზებიც ამირია და ვფიქრობ , როგორც უეცრად და უცნაურად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში , ასე უცნაურად შემიყვარდა , ასე უეცრად და უთქმელად გადამიყვარდება , რადგან ჩვენ ორს შორის რეალობა არ არსებობს , ეს სიზმრების წარმოსახვაა მხოლოდ და მეტი არაფერი . თვალები დავხუჭე და ცრემლებმაც გადმოხეთქა ჩემი თვალის ჯებირები . ქარმაც დაუბერა და თმები ამიშალა . სუნი , მისი სასიამოვნო სურნელი მოიტანა ჩემამდე ნაზმა სიომ და მივხვდი , რომ იქვე , ახლოში იყო და გვისმენდა.
--- წადი ხრისტო , ის , ახლა აქ ახლოშია და შენ გელოდება
--- შენ რა იცი, რომ აქ არის ? გამომხედა გაოცებულმა .
--- ქარმა , ჩემთვის სასიამოვნო და კარგად ნაცნობი სურნელი მომიტანა და არა მარტო სურნელი , ნათლად მესმის მისი აჩქარებული გულის ძგერა . ვუთხარი თვალებ დახუჭულმა
--- ვააახ ჩემი, არ მეგონა სიყვარულს ასე გამოშტერება თუ შეეძლო ადამიანისა . წადი დაისვენე , შენ მართლა გადაღლილი ხარ ტეონა . ეს გრძნობა ცხოვრებას მთლიანად სცვლის და შენც მიყევი მოვლენებს , ბოლოს კი სიხარული დაგიმშვენებს მაგ სევდიან თვალებს . ცხელ გულზე კი , ნურასდროს ნუ მიიღებ გადაწვეტილებებს მეგობარო , შიში არ დაანახო შენს მწამებელს . თვალებში ჩამხედა , გვერდულად გაიღიმა , თვალი ჩამიკრა , ეშმაკური ღიმილით გამშორდა ხრისტო . ხო ეშმაკურად იღიმოდა , მაგრამ ამ ღიმილში იყო რაღაც სევდა ... რა საინტერესოა , რატომა აქვს , ხრისტოს ამოდენა სევდა ? ნუთუ , სიყვარულში გაუმართლებლობის გამო ?დაღლამ და ძილმაც გადამიარა და გზას ავუხვიე , გავყევი ქვაფენილს და არ ვიცი ეს გზა სად მიმიყვანდა , მაგრამ მივდიოდი . რაც უფრო წინ მივიწევდი , მით უფრო მატულობდა ქარი და სახეში მირტყამდა . ისეთ ადგილზე შევჩერდი , საიდანაც ლამპიონებით განათებული კუნძული ხელისგულივით მოჩანდა . მომნუსხა ამ სილამაზემ და ერთ დიდ ქვაზე ჩამოვჯექი , ჩავიძირე ამ სილამაზის ცქერაში , თან ჩემს გულს ვუსმენდი . არ ვიცი , რამდენი ხანი ვიჯექი მდუმარედ , ჩემს თავთან მარტო მყოფი , რომ უკნიდან ხელის მოხვევა ვიგრძენი . ეს უცნობის ძლიერი , მაგრამ ხელები იყო . არ შემშინებია რადგან , მისი სიმხურვალე შორიდან ვიგრძენი .
--- მთელი ცხოვრება , ასე რომ გავატაროთ , არ გინდა ? შემეკითხა და კისერში მაკოცა ფაქიზად .
--- ჩვენ ერთმანეთის , სახელებიც არ ვიცით უცნობო . რაღაც , არასწორად მიმაჩნია ვიოცნებო ადამიანზე , რომ მასთან გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება . ვუთხარი წყნარად.
--- ეს , შენ არ იცი არც სახელი და არც ასაკი ,თორემ მე გიცნობ და სახელიც ვიცი შენი ძვირფასო და ასაკიც . მე კი გეტყვი რომ , სულ ახლახანს შევასრულე 50 წელი , თმაც გამცვივდა და მელოტი ვარ , თუმცა სიყვარულის გრძნობა იმდენად დიდია ჩემში , რომ ორივეს გვეყოფა . ვიცოდი , რომ ტყუილს ამბობდა და პანიკას არ ავყევი .
--- რა გჭირს თეონა , რა გაწუხებს შეგიძლია მენდო , მითხრა მოგისმენ .
--- რა უნდა გითხრა უცხოს და უცნობს . დამიჯერებ რომ გითხრა , მე თავად ვთქვი , ჩემს ბედნიერებაზე უარითქო ? დამიჯერებ , რომ გითხრა , ვერასდროს ვერ ვიქნები ბედნიერითქო ? მე , თავად ვკარი ხელი და წავედი მისგან . ვატკინე , ის თბილი გული , ვატკინე . აქ მოვედი და შენ მტანჯავ , მაწამებ . მეც გავინადგურე თავი და ისიც გავანადგურე . ჩვენი გზები გაიყო და ორი უცხო ადამიანი გავხდით ერთმანეთისთვის . აი , ეს მაწვალებს და მაწამებს ჩემო უცნობო .
--- რატომ არ დაურეკავ და არ ეტყვი , რომ შეცდი და გიყვარს . შემეკითხა და შევატყვე ხელებზე , რომ დაიძაბა პასუხის მოლოდინში ,
--- არა , ამას ვერ ვიზამ , უფრო სწორად , არ ვიზამ . ჩემი სიამაყის გადაბიჯებას მირჩევნია , ასე ვიტანჯო მისგან შორს .
--- გიყვარს ? ეს კითხვა დამისვა და დაძაბულობასთან ერთად სიხარულიც შევატყვე . მეც არ შევიმჩნიე და ვუთხარი .
--- მიყვარს , მაგრამ გვიან გავიგე ეს გრძნობა ჩემში . რას ვიზამთ , ასეც ხდება , ცხოვრება რთულია . ყოველ დღიურად უფრო და უფრო განვიცდი ძლიერ ტკივილს . მის სიყვარულით სავსე გულს , მე ტკივილი მივაყენე , მაგრამ ამ ტკივილმა , მე უფრო გამტეხა და გამანადგურა . მაგიჟებს , მასთან სიშორე , მაგიჟეეებს . მე , მას გზა დავულოცე ბედნიერებისაკენ და იმედია ჰპოვა მისი ბედი , ამიტომ აღარ გავხსენებივარ , უბრალო მოკითხვითაც კი . იმედია ბედნიერია , მეც ხომ ეს მინდოდა . დავიცალე უცნობის წინაშე , რაც გულში მქონდა ტკივილად ვუთხარი და დავასრულე სათქმელი . თითქოს დამძიმებულმა გულმა შვება იგრძნო და თავისუფლება ვიგრძენი .
--- ძალიან გულახდილი ხარ უცხოსთან .მითხრა ჩუმად .
--- როგორც თქვენ ამბობთ უცნობი , ახლა აქ , არ უნდა იყოს , მაგრამ არის . შემეკითხე რა გჭირსო და მეც გითხარი , იმედია დავაკმაყოფილე თქვენი ინტერესები .შეკითხვაზე არ მიპასუხა და უცებ გადაუხვია თემიდან . აი ისევ ჩემი გათიშვა უნდა , ღმერთო , ალბად დღეს მომკლავს და აქ ვინ მომაგნებს . კანკალმა ამიტანა და სულ განაბული ვუსმენდი მის დიდი გრძნობით ნათქვამ თვითოეულ სიტყვას .
--- იცი რომ მარწყვის სურნელი გაქვს და მაგიჟებ ? მე ყოველ დღე შენზე ვოცნებობ . მითხრა მოულოდნელად და მის ყოველ სიტყვაზე , ყოველ შეხებაზე მაკანკალებდა , მტანჯავდა მასთან შეხვედარა სიზმარშიც და ცხადშიც , ჭკუას ვკარგავდი და თავს ნეტარების უფლებას ვაძლევდი . სიგიჟემდე მივყავდი მის ჩურჩულით ნათქვამ თბილ და სასიყვარულო სიტყვებს . თვალ დახუჭულს და მის განიერ მკერდზე თავმიდებულს ყურში ჩამჩურჩულა
--- მოასწარი , ჩქარა ჩაიფიქრე , შეხედე ცაზე ვარსკვლავი ჩამოვარდა . მე არ მინდა ჩაფიქრება , იმიტომ , რომ ისედაც ვიცი ბოლოს ჩემი იქნები . შენ კი , რასაც ჩაიფიქრებ , ის აგისრულდება . დახუჭე თვალები და შენი ჩაფიქრის მიხედვით იოცნებე , ჩემო იდუმალებავ . მეც დავუჯერე ოცნებებში ჩავიზირე , არ ვიცი , რამდენი ხანი ვიყავი ასე , მაგრამ თვალი რომ გავახილე ჩემს წინ ხრისტო იდგა და სევდიანად მიყურებდა .
--- სანამ თვალს გავახელდი , უკვე ვიცოდი , რომ აქ იყავი ხრისტული . ვუთხარი ღიმილით და მასაც გაეღიმა .
--- უკვე , მეც სუნზე მცნობ ტეონა? აუციმციმდა თვალები და მომაჩერდა გაღიმებული .
--- ნუ მიყურებ ხრისტულა ასე ეშმაკურად , ჯობია , მოდი დაჯექი აქ და ვილაპარაკოთ . არ დავაკელი მეც ჩემს თვალებს ციმციმი , რაზეც ორივეს გაგვეცინა .
--- გვიან არის ტეონა უკვე , ხვალ ვილაპარაკოთ . წამოდი არ დაიღალე ? სახლში მიგიყვანო , თორე არც ირინი და არც გიორგო სახლში არ შემიშვებენ უშენოდ . თქვა გაღიმებულმა .
--- მერედა , როგორი დაღლილი ვარ ხრისტულა . არ მეძინება , მოდი ძალიან ,ძალიან მინდა მოგისმინო . ხომ გინდა , რომ ვიყოთ მეგობრები , ჰოდა მოდი , მოგისმენს შენი მეგობარი . ხელი გაუწოდე და ჩემს გვერდით დავსვი , დაიწყე გისმენ. ხრისტოს ნაამბობი.
--- ყოველთვის ვცდილობდი , შეცდომა არ დამეშვა და გული არ ტკენოდათ ჩემგან , ჩემს გარშემო მყოფთ . არასოდეს არ ჩამიდენია ისეთი რამ , რომ ჩემს საძმოში , სამეგობროში და საახლობლოში შემრცხვენოდა , მაგრამ მან , ჩემს ტკივილზე ითამაშა და გული გამიტეხა . მან , ჩემი სიცოცხლით სავსე დღეები შეჭამა , ჩემი გულიც შეჭამა , იმ სასიხარულო დღეებთან ერთად . ჯერ კიდევ , ვერ გადავლახე სიყვარული , ჯერ კიდევ , მიყვარს , მტკივა , ძალიან მტკივა , მაგრამ მან , არჩევანი ჩემსა და ჩემს საუკეთესო მეგობარს შორის გააკეთა . დამთავრდა და აღარ არსრბობს ჩემთვის . ალბად , გამივლის ეს ტკივილიც და სიყვარულს - ზიზღი შეცვლის . ყოველ შემთხვევაში , ვცდილობ ასე გავაკეთო , თუმცა , ჯერ ჯერობით ვერაფერი ვერ შევცვალე ჩემში .
--- რა მოხდა ასეთი თქვენს შორის ხრისტო , შეგიძლია მენდო და გაიხსნა ჩემთან . იქნებ გიშველოს გულის დაცლამ და დარდის ამოღებამ გულიდან . ვუთხარი გულწრფელად . უკვე მივხვდი რომ ხრისტო სიყვარულში ერთი უტვინო გოგოს მსხვერპლი იყო . დარწმუნებული ვარ , არ უღირს ასეთ გოგოზე ამდენი დარდი და ტანჯვა .
--- ერთი გოგო მიყვარდა , მიყვარს და არ ვიცი , კიდევ როდემდე გასტანს ჩემი მისდამი სიყვარული . სკოლაში , ერთად ვსწავლობდით და მე-9-ე კლასიდან მიყვარს . სკოლას რომ ვამთავრებდით , სიყვარულში გამოუტყდი და ისიც დამთანხმდა სიხარულით . დროთა განმავლობაში , ცვლილება შევატყვე და ჩემი ნახვა მხოლოდ საჩუქრების გამო უხაროდა . დამაინტერესა , მისი ასეთი შეცვლა და ცივი მოპყრობა , რისი ან ვისი ბრალი იყო და მინდოდა გამეგო , სიყვარული ჩემს მიმართ მართლა ქონდა თუ მეთამაშებოდა . ერთ დღესაც , დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე . მეც შეხვედრის ადგილზე ტაქსით მივაკითხე , რა თქმა უნდა დავიგვიანე , რომ შეეხედა მას ჩემი იქამდე ტაქსით მისვლა . სევდიანი და ნატანჯი სახე მივიღე და პირდაპირ დავუჯექი . შევხედე , გაოცებული მომჩერებოდა , რადგან არც ყვავილი მიუტანე და არც არანაირი საჩუქარი , მე კი , მივახალე , რომ თითქოს გავკოტრდით და ყველაფერი რაც გაგვაჩნდა უძრავ - მოძრავი ქონება , ბანკმა დაგვიყადაღა . გადაირია და მოყვა ყვირილს . მე , შენთან აღარ გავჩერდები ერთი წუთითაც კი , უფულოდ რა უნდა გავაკეთოთ , ვერსად ვერ წავალთ სამოგზაუროდ , ამიტომ მე , მაინც მინდოდა მეთქვა შენთვის რომ აღარ მიყვარხარ და დიდი ხანია შენთან დაშორებას ვფიქრობ , აი მოვიდა მომენტი კიდეც . მე , შენს მიმართ სიყვარული აღარ მაქვს , მე შენი ძმაკაცი მიყვარს და მას ვხვდებოდიო . ამის გაგონებაზე ლამის სისხლი ჩამექცა ტვინში , მაგრამ თავი მოვთოკე და შევეკითხე
--- ვის ხვდები ელეონორა , ესაა შენი სიყვარული ? შენ , მე გიყვარდი თუ უფრო ფულის გამო იყავი და საჩუქრების გამო ჩემთან ? ვუთხარი გაბრაზებულმა .
--- მე , უკვე დიდი ხანია სპიროს გოგო ვარ და უკეთესად ვარ მასთან , ვიდრე შენთან , ხრისტო . კარგი წავიდა , წავიდა . მიჭირდა და მიჭირს , მაგრამ კარგია მისი ნამდვილი სახე რომ დავინახე , ნიღბის გარეშე . მაშინ 19 წლის , გამოუცდელი ბავშვები ვიყავით . მისი დაბადების დღე მოდიოდა , ჩვენი დაშორებიდან ,თითქმის წელიწადი იყო გასული და დავურეკე . არა , არ იფიქრო , რომ მომენატრა , მინდოდა , მისი სახე დამენახა ჩემი თვალით და როგორც იქნა მიპასუხა . მე ნომერიც შევცვალე გაბრაზებულ გულზე და რათქმა უნდა ჩემი ნომერი ეუცხოვებოდა .
--- გისმენთ , მომესმა მისი წკრიალა ხმა . ამაფორიაქა , მისი ხმის გაგონებამ . ღმერთო , ისევ ის ხმა . თავი მოვთოკე და როგორც შორეული ნაცნობი ისე მოვიკითხე .
--- გამარჯობა , ელეონორა , როგორ ხარ ? ვცდილობდი ხმაში მღელვარება არ შემტყობოდა.
--- გამარჯობა ხრისტო , კარგად ვარ , მადლობა , რამ გაგახსენა ჩემი თავი , ქონება დაიბრუნე და ქონებასთან ერთად ჩემი დაბრუნებაც გადაწყვიტე ? გავიგონე , მისი ირონიით სავსე ხმა და გოგონების დაცინვა , რომ აუ , რა დებილი ვარ და არ გაებედა ჩემთან დაბრუნება . მეწყინა რა თქმაუნდა , მაგრამ მე , ჩემი უნდა გამეკეთებია რაც მქონდა ჩაფიქრებული და აუღელვებლად ვუთხარი .
--- ელეონორა , მალე შენს სასწავლებელთან მოვალ და გამოდი უნდა გნახო, მხოლოდ 5 წუთით გნახავ და წადი , არ შეგაჩერებ , გზა ხსნილი გაქვს . კი ჩამოვალო . მეც მიუახლოვდი მის სასწავლებელს და ვხედავ , კიბეებზე ჩამოდიოდა და თან მათვალიერებდა სად ვიდექი და ველოდებოდი . მეც , მის ფეხებთან გავაჩერე მანქანა და გადმოვედი . მაშინ , “კოროლა “ მყავდა , შავი ფერის და დავდექი მანქანასთან . შავი შარვალი მეცვა და თეთრი მაიკა , თხელი პიჯაკი მქონდა მოსხმული , თვალზე კი , შავი სათვალე . გათეთრდა , რომ დამინახა , არ მელოდა , ასეთ ფორმაში , თან მანქანით . გოგოები კი , ფანჯრებიდან იჭყიტებოდნენ. ცოტა ვისაუბრეთ , მერე საათს დავხედე 4 წუთი მთავრდებოდა ჩვენი საუბრიდან და ვუთხარი . მადლობა , ეს 5 წუთი რომ დამითმე , მაგრამ დრო ამოიწურა . აბა , კარგად და სამუდამოდ . მანქანის კარები გამოვაღე და უცებ შევუტრიალდი.
--- ხო , მართლა , დღევანდელი დღე არ დამვიწყებია , შენთვის საჩუქარი მაქვს და ლამის დამავიწყდა . მანქანის უკანა კარი გამოვაღე და ოცი ცალი , ჰოლანდიური ვარდი გადმოვიღე და მივეცი . ოცი წლის შესრულდა იმ დღეს .
--- ეს ჩემგან საჩუქრად , იმედია , შენი ბიჭი უკეთეს გაჩუქებს . მშვიდობით ელეონორა , სამუდამოდ . სათვალე გავიკეთე და წამოვედი . ვხედავდი , სარკეში , სანამ არ დავიმალე იქ იდგა და მანქანას მისჩერებოდა , დავინახე , მის თვალებში დიდი სინანული , მაგრამ ის მოკვდა ჩემთვის , აღარ არსებობს . ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ . ასე რომ არ მომქცეოდა , დღეს ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა იქნებოდა . არც შემყვარებია მას შემდეგ არავინ და არც მომწონებია , ყველას უნდობი თვალით ვუყურებ . არ მინდა , კიდევ იმედგაცრუება ტეონა , არ მინდა ფულზე და ქონებაზე დახარბებული გოგოები , მინდა უბრალო და მოსიყვარულე , როგორც შენ ხარ. გამაოგნა , ხრისტოს სიყვარულის ისტორიამ და შემეცოდა . დამუნჯებული ვიჯექით ორივე კარგა ხანს კიდევ . მე , მის ბეჭზე მქონდა თავი ჩამოდებული და ორივე ვფიქრობდით ჩვენ თავზე და ჩვენს წარსულ - მომავალზე . ბოლოს ვუთხარი
--- წავედით ხრისტო , ახლა კი მართლა მეძინება . მივედით სასტუმროში და იმ ღამით ისე დამეძინა , არც სიზმარი მინახავს და არც მოჩვენება გამომცხადებია . დღეები ნელ - ნელა იწურებოდა და ჩემი დასვენების დღეები დასასრულს უახლოვდებოდა . გამოვიდა ჩემი დასვენება ? არა , უფრო ამირია უჩინმაჩინმა ტვინი და სერიოზულად დამაფიქრა ჩემს ჯამრთელობაზე . ხანდახან ვფიქრობდი , რომ არ ვიყავი სრული ჭკუაზე და ფსიქოლოგის ხომ არ დავლაპარაკებოდი . ველოდი , მაგრამ რას ,ეს თავადაც არ ვიცოდი . ის კი ვიცოდი , რომ უცნობს , ჩემს უჩინმაჩინ იდუმალებას ველოდი . ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე , რომ კარზე ფრთხილი კაკუნი მომესმა .
--- მობრძანდით , ღიაა . გავძახე და თან კარებისკენ წავიწიე , რომ გამეღო , მაგრამ კარი თავად გაიღო და ჩემს ნომერში გაღიმებული ხრისტული შემოვიდა .
--- რაო ხრისტული , მეგობარი ვერ მოიძიე და მეორე მეგობარს მოაკითხე ? შემოდი , გამეხარდა შენი ნახვა და უფრო მეტიც , მიხარია ასე მხიარულს რომ გხედავ . ვუთხარი გულახდილად ხრისტოს .
--- ტეო , იცი , რომ ძალიან შეგეჩვიე და არც გაშვება არ მინდა შენი აქედან ? არა , არა ცუდი არაფერი არ იფიქრო . მითხრა სიცილით . შენ , ძალიან კარგი მეგობარი ხარ და უნდა ვაღიარო , რომ მომენატრები .
--- შეგიძლია ჩამოხვიდე საქართველოში , შენ მაინც არ გჭირდება ვიზები და მოწვევები . ძალიან გამახარებ , აი ძალიან და ვინ იცის , იქნებ იქაა შენი ბედი . ვუთხარი და თვალიც ჩავუკარი .
--- ტეო არ გინდა დღეს დავლიოთ ? მკითხა ხრისტომ
--- დამშვიდობების ? დავლიოთ ხრისტო და ვიმღეროთ ორივემ უბედობის . ზეგ მივფრინავ , მოდი , ხვალინდელ დღეს ჩემს მეგობარ ხრისტულის დავუთმობ . ვუთხარი ღიმილით . აბა, რა ჩავიცვა ? სად მივდივართ , რას მთავაზობ ? შევხედე ხრისტოს , რომელიც ღიმილით მიყურებდა , შემდეგ თავზე თმები გადაისწორა მარჯვენა ხელით (ეს ჩვევად ჰქონდა , როცა რამის თქმა ერიდებოდა) და მორიდებით მითხრა
--- შეიძლება შევხედო შენს გარდერობს ?
--- მობრძანდით.ხელით ვაჩვენე უკვე თითქმის ჩალაგებულ ჩემოდანზე . საყვარელი , წითელი კაბა ამოიღო და შავი ფეხსაცმელი , რომელსაც საშუალო ზომის ქუსლი ქონდა . შემომხედა და მითხრა
--- ტეონა , ძალიან გთხოვ ესენი ჩაიცვი და თმები გაიშალე . დღეს , სადღაც უნდა წაგიყვანო . არ დაგიფარავ , იქ , ისიც იქნება და ეს იქნება ჩვენი საბოლოო შეხვედრა . წამომყვები ? არ იფიქრო , შენი გამოყენება მინდა . შემეკითხა და პასუხის მოლოდინით სავსე თვალებით მომაჩერდა .
--- ესე , ის უნდა ვაეჭვიანოთ ? კარგი , ვაეჭვიანოთ . ასე თუ ისე , ზეგ მაინც მივდივარ და ვერ მოასწრებს ჩემს მოკვლას . ვუთხარი სიცილით . ახლა კი , ქვემოთ ჩაბრძანდი და დამელოდე . იყოს დღევანდელი საღამო ისე , როგორც შენ იტყვი . ხრისტო წავიდა და მეც მომზადების პროცედურას შევუდექი . თმები გავიკეთე , გავიშალე და ბოლოები დავიხვიე , მკრთალი მაკიაჟიც გავიკეთე და ჩემი საყვარელი კაბაც ჩავიცვი . სარკეში რომ ჩავიხედე , სარკიდან სულ სხვა თეონა მიყურებდა . აბა , შენ იცი , დღეს ხრისტულის უნდა დაეხმარო და იმედები არ გამიცრუო , თორემ სარკის ლანდს არ გაღირსებ . ღიმილით ვუთხარი სარკეში ჩემს თავს და თვალიც ჩავუკარი . გამოვიხურე კარები და დაბლა ჩავედი , სადაც ხრისტო მელოდებოდა , რადგან არც ისე მაღლები მეცვა , მეც კიბეებს ჩავყევი და დავინახე , ხრისტო ნერვიულობისგან , როგორ გადი - გამოდიოდა და თან საათს დასჩერებოდა . მე ვიდექი და სიცილით მივჩერებოდი , რომ მობეზრდა შემობრუნდა და ამოსვლას აპირებდა , რომ მეც წინ დავეხატე და ჩემს დანახვაზე დაუსტვინა ხმამაღლა და მითხრა
--- მარტო შენ სვამ ამ საღამოს? მე არ დავლიო და შენ გითვალთვალო ? შემდეგ , გაიცინა და მითხრა . სუპერ გოგო ხარ , დღეს კლუბის სილამაზე იქნები და მიხარია ეს სილამაზე , რომ ჩემს გვერდით იქნება . აბა წავედით , მითხრა და ხელი გამომიწოდა .მეც მხიარული სახით რევენანსი გავუკეთე , ხელმკლავი და ვუთხარი
---წავედით მბრძანებელო, როგორც თქვენ იტყვით ხრისტულა :
--- იქ , ხრისტულა არ დამიძახო .შემომხედა გაბრაზებულმა.
--- რატომ ? გადავწყვიტე , ხრისტოს ნერვებზე ცოტა მეთამაშა . შემომხედა და ბერძნულად რაღაც ჩაილაპარაკა.
--- popopooo avtos tatotrelati apofse,otan na sedi toso omorfi iste.fotizis,koricimu fotizis.(ოჰოჰოოოო , ის გაგიჟდება ამ საღამოს , რომ შეგხედავს , ასეთ ლამაზს ... ანათებ ჩემო გოგო , ანათებ ). --- ამიხსენი ახლა სიტყვა სიტყვით რა თქვი , არადა ვიცი , ჩემზე თქვი რაღაც . მითხარი ჩქარა , რა თქვი.გავჯიუტდი და ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი . გაბრაზდა და მიყვირა მოჩვენებითი სიბრაზით .
--- წამოდი , წამოდი . რა გგონია , რამე ცუდი ვთქვი? შენც ხომ ბურდღუნებ ხანდახან შენს ენაზე რაღაცას . წამოდი ახლა და გაიღიმე , ნუ ჩამოგტირის სახე . პანაშვიდზე კიარ მივდივართ , უნდა ვიმხიარულოთ .
--- როგორც თქვენ ბრძანებთ , ბ-ნო ხრისტული . განგებ ვუთხარი ბოლო სიტყვა .
--- ოხ ტეონა , ოხ ტეონა . ვატყობ , უკვე დღეს სისხლის გათეთრება დამეწყება .
--- დღეს , მხოლოდ დღეს უნდა გამიძლო ხრისტული და ზეგ ამ დროს უკვე სახლში ვიქნები . თვალი ჩავუკარი და წავედით . ერთ , დიდ ბარში მივედით , ხრისტოს ვერცხლისფერი ფერარით და ისე დააყენა მანქანა რომ ფანჯრიდან გვიყურებდნენ . თვალი მოვკარი , ერთი გოგონა , როგორი გაოცებით აკვირდებოდა ხრისტოს და უფრო დიდი გაოცება , მაშინ გამოესახა , როცა ხრისტომ მანქანას მოუარა და მე მომეხმარა , მანქანიდან გადმოსვლაში . გასაღები , იქვე მდგომ დაცვას ჩააბარა ,წელზე ხელი მომხვია მორიდებით და შესასვლელისკენ მიბიძგა . ძალიან ბევრი ხალხი იყო შიგნით , რაღაც ღონისძიება ტარდებოდა . ჩემთვის , ხრისტოს გარდა , ყველა უცხო და უცნობი იყო . ხელი მაგრად ჩავჭიდე და ვთხოვე არ დავეტოვებინე მარტო .
--- ხრისტული , მარტო არ დამტოვო , სადაც წახვალ წამიყვანე გესმის ? ვუთხარი ცოტა შეშინებულმა .
--- ტუალეტშიც თან წაგიყვანო? მითხრა თვალებ გაფართოებულმა და შემდეგ გაეცინა . ნუ გეშინია , ჩემს მეგობრებს გაგაცნობ და ნახავ მოგეწონება ყველა , იმ ერთის გარდა . ცოტა ხანში , ეს წყნარი ღონისძიება ხმაურიან დისკოთეკად გადაიქცა . ერთ-ერთ მაგიდასთან მივედით და ხრისტომ მეგობრები გამაცნო . შევამჩნიე , ის ერთი კი აგრესიულად განეწყო ჩემს მიმართ . ხრისტომ თვალი ჩამიკრა და მივხვდი რომ ,,ის , ის იყო ''. კარგი მეგობრები ყავდა , მხოლოდ , ის ერთი აფრქვევდა ზიზღის , ჩვენს ორის მიმართ და არც მალავდა აგრესიას . სვამდა და ცდილობდა წყობილებიდან გამოვეყვანე , მაგრამ მე , რკინის ნერვები დავაწყნარე , რომ არ ღირდა , ასეთი ქარაფშუტა ქალებთან ჭკუის გაცვლა და ძალიან თავისუფლად ვიყავი . ვიცინოდით , ვხუმრობდით და კარგ დროს ვატარებდით , რომ ელეონორა წამოდგა და ხრისტოს დაუდგა წინ . ხრისტომ , ერთი ახედა და მე მომიბრუნდა .
--- საყვარელო , ხომ არ დაიღალე ,თუ გინდა წავიდეთ .
--- მე კარგად ვგრძნობ თავს , მაგრამ შენ თუ ჰაერი არ გყოფნის აქ და წასვლა გინდა , წავიდეთ . ვუთხარი . ჩემი სიტყვები არაფრად ჩააგდო ელეონორამ და ხროსტოს უთხრა ჩემს გასაგონად :
--- ხრისტო , მომენატრე .
--- რაო ელეონორა , ძველი სიყვარულის შემოტევა გაქვს ? რატომ ხარ მარტო , ალბად , სპიროსაც ატკინე ჩემსავეთ და ისიც მიატოვე . რაც დრო გადის , მით უფრო ვრწმუნდები რომ ტყუილად დაგითმე ის დრო , რაც ერთად ვიყავით . მე , არ მიყვარხარ , ჩემში გაქრა ის გრძნობა , რაც გამაჩნდა შენს მიმართ . დაგაგვიანდა შეცდომის გამოსწორება ,უკვე გვიან არის სინანული .
--- სხვა ნახე და ახლა გაგახსენდა რომ არ გიყვარვარ? ღვარძლიანად გადმომხედა და ალბად უფლება რომ ქონოდა არ დამინდობდა.
--- მე , დიდი ხანი დამჭირდა , ეს რომ გამეგო ელენ , ეს შენ ახლა გაიგე და მიხვდი , რომ ჩემსავით , შენ ვერავინი ვერ შეგიყვარებს . უკვე , ჩემს ნაკვალევს მოყვები , მაგრამ ჩემთან მოსასვლელი კარი შენთვის ხუთი წლის წინ დაიკეტა . ეხლა , ნუ მიწყობ სცენებს . მე , შენ პირველად ხუთი წლის წინ დაგემშვიდობე და ახლა მეორედ გემშვიდობები . მშვიდობით ელეონორა ... ნახვამდის მეგობრებო და შევხვდებით სხვა დროს , სხვა ვითარებაში . დავემშვიდობეთ ყველას და ხელგადახვეული გამომიყვანა ბარიდან . ჩავჯექით მანქანაში და გამეცინა , გადავხედე ხრისტოს და ჩაფიქრებული იყო .
--- ეჭვიანობს და თან ძალიან . ვუთხარი და შემომხედა .
--- ხოდა იეჭვიანოს და ეტკინოს , ისე , როგორც მე მტკიოდა . ეხლა წავიდეთ და ვიქეიფოთ .იქედან წამოსული სხვა ადგილზე წავედით . ძალიან მყუდრო ბარი იყო , თქვენ წარმოიდგინეთ და ის სამეგობრო ელეონორას გარდა, ყველა იქ მოვიდა იმ ბარში . გამიკვირდა და ყველას თვალებგაფართოებული ვუყურებდი . --- თქვენ ? თქვენ , ხომ იქ დაგტოვეთ . ვკითხე ბიჭებს და გოგონებს გაკვირვებულმა .
--- ჩვენ ვართ იქ , სადაც ნამდვილი მეგობრები არიან , ჰოდა მოვედით ჩვენც . მითხრა სიცილით ერთერთმა გოგონამ . როგორც გავიგე , ეს დადგმული სცენა იყო , ამიხსნა ხრისტომ .
--- ტეონა , ეს უნდა გამეკეთებია და მეგობრები მომეხმარა , ამ პატარა სცენის მოწყობაში .ეხლა კი გაგაცნობ ჩემს მეგობრებს , მითხრა ხრისტომ ხმამაღლა : მეგობრებო , გაიცანით ტეონა . ჩემი ქართველი მეგობარი . ჩვენი საყვარელი ქართველი მომღერლის ,, ტამტას ' 'ქალაქიდან , რომელსაც თბილისი ჰქვია . ტეონა გაიცანი : მარია , ელი , დიანა , ფიქსო , კონსტატინე , იანი . ესენი , ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან.
კარგადაც ვიმხიარულეთ და კარგადაც დავლიეთ . ვცეკვავდი ხრისტოსთან , რომ ჩემთვის ნაცნობი , სასიამოვნო , დამათრობელი სურნელი მოვიდა ჩემამდე და თვალები მისდაუნებურად დამეხუჭა ემოციებისაგან , რომ ის , ჩემთან ახლოს იყო . ხრისტოს მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი , რამაც გააკვირვა , მაგრამ უცებ მოეშვა , სამაგიეროდ , ჩემი საყვარელი სურნელი ამეკრა უკნიდან და ასე ვცეკვავდით ნაზ მუსიკაზე ნაზი რხევით . თან ყურში მეჩურჩულებოდა.
--- იცი როგორი ცხელი ხარ ? განუმეორებელი ვნება მოდის შენგან . ცეცხლი ხარ, საყვარელო და ირგვლივ წვავ ყველას . მითხრა ყურში , სასიამოვნო , ვნებიანი ხმით . უშენოდ - მოვკვდები , უშენოდ - ცხოვრება არ მიღირს . ისევ დამიბინდა გონება , მისმა სიტყვებმა ,,ღმერთო რას მიშვება , ამ ადამიანის სიახლოვე . ნელ - ნელა გამიყვანა გარეთ , მესიამოვნა გრილი ჰაერი , რამაც ცოტა დააცხრო ჩემში აგიზგიზებული ცეცხლი . საკმაოდ შორს წამიყვანა , თითქოს , მომწყვიტა ცივილიზაციას . ისევ ვერაფერს ვხედავდი , რადგან თვალები ისევ ახვეული მქონდა. სუნით ვიგრძენი, რომ ახლოს იდგა ჩემთან , ალბად მიყურებდა და მითხრა .
--- არ გაინტერესებს ვინ ვარ ? არ გინდა გაიგო ასე ვის ენდობი ?
--- რომ გითხრა - არათქო , დაიჯერებ ? რა თქმა უნდა , მაინტერესებს , რადგან თავად ასე თვლი , დღესაც თვალახვეულს მელაპარაკები , მე ვთვლი , რომ ალბად , ჯერ დრო არ მოსულა პირისპირ დადგომის . ვუთხარი მე .
--- მართალია , ჯერ დრო არ მოსულა . ხელი ყელზე მომკიდა და მისკენ მიმწია , მის გულზე მიმადებინა თავი და ასე ვიყავით დიდი ხანი . შემდეგ დაიხარა და მაკოცა . ეს კოცნა იყო ყველა კოცნასთან შედარებით უფრო გრძნობით ნაკოცნი და გავიფიქრე ალბად იცის ზეგ რომ მივდივარ და ეს კოცნაც გამოსამშვიდობებელიათქო .
---ზეგ მიდიხარ , არ გინდა , მითხრა შენი ოცნება რა არის ? რაზე ოცნებობ ხოლმე . --- არ ვიცი , ამას შენ რატომ გეუბნები , მაგრამ თეთრი ქათქათა საქორწილო კაბა მინდა . წელში გამოყვანილი , ამოქარგული მძივებით . ფატა კი , მაქმანებით , ესაა , ჩემი ოცნება და არა მარტო , ეს ყველაფერი საყვარელი ადამიანის გვერდით მინდა და ქართულად ჩავილაპარაკე ,,ჩემი გიოს გვერდით ''. სასმელი მომეკიდა და ხელში აყვანილი ჩამსვა მანქანაში . ჩამეძინა , ვიგრძენი , თავზე ხელი როგორ გადამისვა და თქვა.
--- ჩემი მეოცნებე , ყველაფერი ისე იქნება , როგორც შენ გინდა . როგორც შენ ოცნებობ საყვარელო , ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და გპირდები რომ ვიქნებით , ვერ დაგთმობ , ვერანაირ სიმდიდრეზე ჩემო ჯიუტო , ჩემო იდუმალებავ . მეტი აღარაფერი მახსოვს მანამ , სანამ , ხრისტომ არ მიმიყვანა ჩემს ნომრამდე ხელში აყვანილი . საწოლზე დამსვა და სახეზე სველი ხელები მომისვა .
--- ტეონა კარგად ხარ ? შემეკითხა შეშინებულმა .
--- ნუ გეშინია კარგად ვარ,მგონი რომ კარგად ვარ . თუმცა არც მე ვიცი როგორ ვარ . ვუთხარი გულწრფელად ხრისტოს .
--- შეგიძლია , რომ თავს მოუარო და გამოიცვალო? თუ მოსამსახურეს დაუძახო რომ მოგეხმაროს . სერიოზული შეშინებული ჩანდა ხრისტო .
--- ხრისტო , ნერვებს ნუ მიშლი , მე , გული გამომიცვალეს და ეს ნაჭრები ვერ გამომიცვლია? კარგად ვარ ხრისტო , ხვალ გნახავ და არ დამცინო , თორემ , ამ ხელებით მოგგუდავ ადგილზე სადაც იქნები.
--- ვიმახსოვრებ და ხვალ გაგახსენებ ყველაფერს , აბა ტკბილი ძილი მეგობარო და ვნებიანი ღამე . მითხრა და თვალი ჩამიკრა .
--- ვნებიანი ღამე , ვისთან მექნება შე არანორმალურო . ვუთხარი სიცილით .
--- გექნება , მერადა როგორ გექნება ? მოგაკითხავს შენი სასიამოვნო მწვალებელი.
--- ნუ მახსენებ მაგ მანიაკს და წადი ახლა . კარები გავუღე და გარეთ გავუძახე ხრისტო . თავი მოვიწესრიგე და შევწექი ჩემს გრილ საწოლში . ფიქრებმა თავი ამატკივა , სასმელმა თავისი ქნა და ძილი მომგვარა . არ გავუჯავრდი სიმშვიდეს და ტკბილ ძილს მივენდე . ბურუსითაა მოცული ყველაფერი . უზარმაზარი სახლის შუა ცენტრში ვდგავარ , სულ მარტოდ-მარტო , არ ვიცი , ვისი სახლია და აივანზე გავედი ფრთხილი ნაბიჯებით . აივნის მოაჯირს მივეყრდენი და საოცარ ხელს რომელიც ჩემს წინ გადაიშალა მომნუსხული გავსცქეროდი . ჩემს წინ ,, თითქმის მთელი თბილისის სილამაზე გადაიშალა . ჩემი თბილისი , რომელიც , ღამის ლამპიონებში ციცინათელებივით , რომ ანათებენ .მომხიბლა ჩემი ქალაქის სილამაზემ . ღმერთო ჩემო , რა სილამაზე გამოიმეტე ამ პატარა ქვეყნისთვის , აქ ხომ პატარა სამოთხეა . ხელებგაშლილი დავდექი ვერანდაზე და თვალცრემლიანი მივესალმე ჩემს მონატრებულ ქალაქს . მოულოდნელად , ძლიერი ხელები ვიგრძენი წელზე რომლებმაც მსუბუქად ამიყვანა ხელში და ძირს ჩამომსვა ვერანდიდან და ყურში კი სასიამოვნო ჩურჩულით მითხრა.
--- შენს სილამაზეს , ვერავინ და ვერაფრის სილამაზე ვერ შეედრება . რა ლამაზი ხარ საყვარელო , სამყაროს დასასრული ხარ . რა გამიკეთე ბავშვობიდან - დღემდე , რომ არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა .სიამოვნებით შეგჭამ ფერებაში , მოგიქცევ ჩემს მკლავებში , გავძღები შენი ფერებით , მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გაწვალო ჩემო ჯიუტო . ვინ იფიქრებდა ასე გამეგო ეგ , შენი პატარა გული , რამხელა სიყვარულს ინახავდა თურმე . თითქმის მოგარჯულე , მაგრამ ჯერ , კიდევ საჭიროა ეს ნიღაბი მოვირგო . გპირდები აქ , კუნძულზე ნათქვამი შენი თითოეული სიტყვა და აქ გატარებული დღეები , შენი სიზმრები , მალე რეალობად იქცევა ... მაგიჟებ თეო . იცი, რომ ზოგჯერ ვერ ვიკავებ თავს , მინდა მოვიდე ახლოს , შენს მოწყენილ სახეს რომ ვუყურებ შორიდან , მაგრამ ჯერ არა , ჯერ არ არის დრო . არ ვნანობ თეო, ეს რაც გავაკეთე , შენს თავს გეფიცები , არ ვნანობ . შენ , მე სხვა გზა არ დამიტოვე . მიყვარხარ სულელო . მიყვარხარ , ნუთუ ეს , ასე ძნელი გასაგებია შენთვის ?
--- შენ , ჩემი , ჩემი ოცნება ხარ გიორგი. მენატრები , საშინლად მენატრები . შენ , ჩემთვის სულერთი არასდროს არ ყოფილხარ , ყოველთვის , სხვაზე მეტი იყავი , მაგრამ ვერ გაგრძნობინე , მეშინოდა გიო , შენი დაკარგვის მეშინოდა და ბოლოს შიში გამართლდა და მე შენ სამუდამოდ დაგკარგე .
--- შენ , მე მეორედ მიპოვნე , შენ, მე გიპოვნე თეო . არ იფიქრო , რამეს უჭკუოდ ვაკეთებ . ამ ღამეების საუბრებს , ყველაფერს მოგასმენინებ სიტყვა - სიტყვით . როცა დრო მოვა , ახლა კი გემშვიდობები შენი მწვალებელი და ვამპირი, მანიაკი წავა . ვერ წარმოიდგენ , შენი სიტყვებით მე , შენ როგორ გამახარე და კიდევაც გამაოცე . მიყვარხარ სულელო . სიყვარულს გთხოვ და ყველაფერი დადებითად დამთავრდება , მაგრამ არა აქ , იქ თბილიში , ჩვენს ლამაზ ქალაქში , სადაც დაიწყო პირველად ... დაე , იქ გავშალოთ დღემდე დაკეცილი ფრთები და ვიფრინოთ ერთად . მხოლოდ , ოცნებები გადავდოთ გვერდზე და რეალობაში ვიფრინოთ . ახლა მივდივარ და გელოდები საყვარელო , მე - შენ და შენ - მე დამელოდე. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა . თავი მისკდებოდა , წინა ღამე გამახსენდა , გამახსენდა ჩემი სიზმარი . არა , დარწმუნებული ვარ ეს სიზმარი არ არის . ვიღაც მაწამებს , მწარედ ვაზღვევინებ , თუ გავიგე ვინ არის . მთელი დღე , მოშხამულ ხასიათზე ვიყავი , არც წასვლა მინდოდა და არც დარჩენა . მეც , თავად არ ვიცოდი რა მინდოდა , მხოლოდ , ის ვიცოდი , გამეგო ვინ იყო ჩემი ყოველი ღამის სიზმრის თუ რეალობის პრინცი . გაბრუებული ავდექი , ყავა ნომერში შევუკვეთე და ვერანდაზე გავედი . მაღლა , ცას ავხედე და მაღლიდან დამყურებდა ლურჯი ცა და ისეთი კარგი,ისეთი სუფთა და კამკამა თავბრუ დამახვია მისმა სიწმინდემ . ახლა რომ ჩემთან იყო ,ჩემს გვერდით , შენთან ერთად დავტკბებოდი ამ სილამაზით . შენთან ერთად მინდა გიორგი , ძალიან ცუდად ვარ უშენოდ . ოცნება - ოცნებად რჩება და ცხოვრება კი ხანმოკლეა . როცა , ცხოვრებაში რაიმე გადაწყვეტილებას იღებს ქალი, მისი ცხოვრების ზღაპარი , ოცნებებში ხდება ხოლმე კარგი დასასრულით, მაგრამ რეალობაში ბევრ ზღაპარს ცუდი დასასრული აქვს .ეს სიტყვები ხმამაღლა ვთქვი და......
--- არა , არ მჯერა . მომესმა ხრისტოს ხმა .
--- რა არ გჯერავს ხრისტული? შევხედე გაკვირვებულმ .
--- არ არსებობს ზღაპარი ცუდი დასასრულით ტეონა . მითხრა მისი ლამაზი ღიმილით და წარბაწეულმა . დავხუჭე თვალები . ტეონა , მითხრა და თვალებზე ხელი მომაფარა . ასე შემიყვანა ოთახში და ხელი გამიშვა . საწოლზე , ძალიან ლამაზი თეთრი ფუმფულა ლეკვი იყო . საოცრად საყვარელი და იქვე მისი პასპორტიც იდო , რათა ადვილად შემძლებოდა საქართველოში წაყვანა.
--- ეს , ეს , ეს ... შენ , საიდან იცოდი ხრისტო , რომ ჩემი ოცნება იყო , თეთრი , ფუმფულა ძაღლი მყოლოდა ? ვკითხე გაოცებულმა . დედაჩემმა გითხრა ხომ ?
--- ნწუ , არა , ჩემთვის არავის , არაფერი არ უთქვია . არც მე მიყიდია ეს, ფუმფულა არსება . აი , აქ წერია ყველაფერი.ხელში ქაღალდის ფურცელი მომაწოდა , გავშალე და წავიკითხე .
--- საყვარელო , ძალიან მომწონს , არა , კი არ მომწონს , მაგიჟებს შენი გაოცებული და გაოცებისგან გაფართოებული თვალები, როცა საყვარლად მიყურებს . ახლა , სწორედ , ასე ხარ და როგორ მინდა დაგიკოცნო ეგ ლამაზი თვალები . იცი რა , სასიხარულოა , როცა შენს სახეზე , ბავშვურ ღიმილს ვხედავ და დაუფარავ სიხარულს? უნდა გაგიმხილო , რომ შენ , მე ამ დღეებში ძალიან ბევრი რამ მასწავლე და ამასთან ერთად ბედნიერიც გამხადე . ხვალ , ამ დროს უკვე შენი ნომერი ცარიელი იქნება , რაც ძალიან გულდასაწყვეტია . იმედია , შევხვდებით ერთმანეთს და რაც არ უნდა მოხდეს , რაც არ უნდა გაოცებული დარჩე , მაპატიებ ამ სიშორეს , ამ შენს თავბრუდახვევებს და ამ ჩემით გამოწვეულ ,, იდუმალებას ,'' რაც ჩვენ ორ შორის არის .შევხვდებით ერთმანეთს , აქ თუ არა,იქ აუცილებლად . ღმერთო ჩემო , იქაც მომყვება და იქაც ასე წამებას მიპირებს? გამთენიის 5 საათზე იყო ფრენა . 4- ზე უნდა გავსულიყავით სახლიდან . დავემშვიდობე ყველას და აეროპორტში წავედი . ტაქსი გამოვიძახე , ბოდიში მოვუხადე ყველას და არ გავიყოლე არავინ , რადგან , არ მიყვარს დამშვოდობების სცენები, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა , როცა იქ , მისულს უკვე ყველა დამხვდა ადგილზე მისული . ეს იყო , საოცარი შეგრძნება , მათმა ამ სიყვარულმა , გული ამიფარიალა და ცრემლიც კი მომადგა თვალზე .
--- ტეო , მომენატრება შენი , სულ სევდიანი თვალები . მითხრა ხრისტომ , რამაც გამაცინა და ვუთხარი .
--- მეც მომენატრება ჩემი , იდუმალი ღამის მძღოლი ,,გორილა''. ორივეს გაგვეცინა და მაგრად ჩამიხუტა გულში , შემდეგ სათითაოდ ჩამკოცნა ყველამ და თვალცრემლიანი დავემშვიდობე . გულით დავპატიჟე ყველა ჩემს პატარა სამოთხეში, ჩემს საქართველოში .
--- შენს ქორწილში ჩამოვალთ აუცილებლად . მითხრა მარიამ და ფრიქსომ . ჩემი აფრენის დროც მოვიდა და ნელ - ნელა დავიძარი და მოვშორდი მეგობრებს . ხელს ვუქნევდი და მიხაროდა , რომ ვბრუნდებოდი , მაგრამ გულიც მწყდებოდა , ასეთ თბილ და კარგ მეგობრებს რომ ვტოვებდი . მართლა მომენატრებოდა ყველა.
გაუფრთხილებლად დავადექი მშობლებს თავზე , დილის 9 საათზე . ზარი მივეცი და დაველოდე კარის გაღებას . კარი , მამამ გამიღო რომელიც გაოცებული იდგა და მიყურებდა . გამეცინა , მის გაოცებულ სახეზე და ვუთხარი .
--- ბამ იქედან და ბუმ აქ . ასე , რომ რეალურად მხედავ , უკვე აქ ვარ , მამიკოოო და მომენატრეეეე . შევახტი მამიკოს და მანაც სიხარულისგან მომხვია ხელები მაგრად ჩამიხუტა გულში და სიყვარულით მითხრა :
--- ღმერთო , როგორ მომენატრე პრინცესა . ქეთი , სად ხარ , ქალიშვილი დაგიბრუნდა . გასძახა დედას , რომელიც არანაკლებ გაოცებული გამოვიდა და ცრემლიანი თვალებით მეფერებოდა . მოვისიყვარულე მშობლები , საჩუქრები გადავეცი და ჩემს ოთახში ავედი . ანამარიას და დავითას დავურეკე , რომლებიც უცებ გაჩნდნენ ჩემთან .
--- აბა , მოყევი ყველაფერი, არ გაწუხებდით , იმიტომ რომ გვინდოდა კარგად დაგესვენა , იმედია , კარგად დაისვენე და ენერგია მოზღვავებული დაგვიბრუნდი . მე კი , გავხედე საწყალი თვალებით ჯერ , თავად მას და შემდეგ დათას , რომელიც მიხვდა ჩემს გამოხედვაზე , რომ ვერ ვიყავი კარგად და გვერდით მომიჯდა , მომეფერა და მითხრა.
--- რა ხდება . შენ , რომ ასე , კნუტივით გამომხედავ , ან გაფუჭებული გაქვს რამე , ან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გვითხრა .... დაიწყე , გისმენთ . აზრი არ ქონდა , არაფრის დამალვას და მეც , თავიდან - ბოლომდე მოვყევი ყველაფერი . დავასრულე და შევხედე , ორივე თვალებდაჭყეტილი მიყურებდა . შემდეგ , ანამარია დავითას მიუბრუნდა და უთხრა.
--- დათიკო რასაც მე ვფიქრობ,იმასაც ფიქრობ შენ ?
--- ჯერ ერთი , დათიკოს ნუ მეძახითქო , რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო საფრთხობელა . შეუღრინა ანამარიას და მეორე , ხო ზუსტად რომ მასეა,როგორც ვიფიქრეთ.
--- და , თქვენ ფიქრობთ , რომ ეს პიროვნება გიორგია ? და , რაში ჭირდება ასეთი იდუმალება გიორგის? გულაფართხალებული დაველოდე მათ პასუხს.
--- იმისთვის უტვინო და უაზრო , რომ ხარ , გძინავს და გამოგაფხიზლა . მითხრა დავითამ .
--- აი,აი,აიიი ... როგორ მომწონხარ სიძე კაცო , უკვე შენ ვერც კი წარმოიდგენ . თქვა გაბადრულად ანამარიამ . კლასს . სუპერ ბიჭია !.. არ გინდა , არავის დაანახო შენი სიყვარული ჩემო თეონა , მაგრამ გარწმუნებ ,, რომ შენი სული , ამ გრძნობით უკვე მოწამლულია . მოდი , ახლა რას ვიზამ , მე გიორგის დაურეკავ და ვეტყვი , რომ შენ დაბრუნდი და საღამოს ბარში შევიკრიბოთთქო . დააწყო გეგმები ანამარიამ და გიორგის ნომერი აკრიფა . გიორგიმაც ვე უპასუხა ზარს.
გიორგიმაც მალევე უპასუხა ზარს.
- ალო , გიორგი , ანამარია ვარ. როგორ ხარ , სად დაიკარგე ?
--- კარგად ვარ , ანამარია , შენ როგორა ხარ.
--- მეც კარგად ვარ, გიორგი . ეხლა რისთვის გირეკავ , თეონა დაბრუნდა დღეს და გვინდა ერთად ავღნიშნოთ , რას იტყვი ხომ წამოხვალ ?.სიხარულით უთხრა ანამარიამ
. --- მერე , მე რა? რა ჩემი საქმეა დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა , ან სად წავა და სად იქნება , მე რა , როდის მერე ვიბარებ , თეონას გასვლითი რეისის ანგარიშებს ? დაუბრუნა, ცივად გაოცებული პასუხი ანამარიას.
--- ასეთი სიცივე რატომ გიორგი? ვერ გავიგე . რა შავმა კატამ გაირბინა თქვენს შორის ? რა თვალით დაცილდით იმ დღეს ერთმანეთს , რომ ერთმანეთის დანახვაც არ გინდათ ? თქვენ , ხომ ბავშვობიდან ერთად მოდიხართ და ერთმანეთს წყლის წვეთებივით იცნობთ.
--- როგორც ხედავ , თეონასკენ არ წვიმს ხშირად და დაივიწყა ის ბავშვობაც და ის მოგონებებიც .
--- აი , შენ კი ცდები ახლა გიორგი , თქვენ აუცილებლად უნდა შერიგდეთ , ამიტომ ხმა არ გამაგონო ზედმეტად ნათვამი და დღეს ერთმანეთს შეხვდებით ბარში .
--- და მას თუ არ უნდა ჩემთან შეხვედრა? აგრძელებდა გიორგი მსახიობობას .
--- მოუნდება და მოვა , აი ნახავ . მტკიცედ უთხრა პასუხი ანამარიამ .
--- შენ საოცრებების გჯერავს ანამარია ? მე კი არა ძვირფასო . უთხრა გიორგიმ ბოლო პასუხი ანამარიას და ტელეფონიც გაუთიშა . მე კი , ვიდექი და საწყალი თვალებით მივჩერებოდი ჩემს ორ უსაყვარლეს მეგობარს.
--- ანამარია თავი მტკივა , ახლა რა ვქნა ?
--- ახლა , ადექი და საღამოსთვის მოემზადე . დათკა შენ რას იზამ ?
--- მე წავალ ახლა და 9-ზე გამოგივლით , გვითხრა დათკამ და წავიდა . ჩვენ კი , მარტო დარჩენილებმა საღამოსთვის კაბების არჩევა დავიწყეთ . ანამარიამ , მოკლე მუხლამდე , თეთრ - შავკოპლიანი კაბა აირჩია , მე კი ზღვისფერი და ღრმა დეკოლტე ,მუხლამდე უბრეტელო , ასეთივე მაღლებით. თმები , ორივემ დავიხვიეთ ბოლოებში და გავიშალეთ . სარკიდან , ორი ზღაპრის ფერია გვიყურებდა . ჩვენ უკვე მზად ვიყავით და დავითს ველოდებოდით . აი , მესიჯიც მოვიდა და ორივე ერთად გავედით გარეთ . დათკა , ხან ერთს და ხან მეორეს თვალებდაჭყეტილი გვიყურებდა , ბოლოს თქვა .
--- დღეს , გეფიცებით არ ვსვამ საერთოდ და თქვენ ჩემგან შორს ფეხს ვერ გაადგამთ . მკაცრად იყო ნათქვამი მისი სიტყვები და ორივეს მართალი გვეგონა.
---მანქანით ვარ , ისედაც ვერ დავლევ და ასე , რომ მინდა თუ , არ მინდა , მაინც უნდა გითვალთვალოთ . გვითხრა და თვალი ჩაგვიკრა ორივეს . როგორც იქნა , მივაღწიეთ ბარში და შევუერთდით ჩვენს სამეგობროს . ღმერთო , როგორ მომნატრებია ყველა . დავჯექით და ერთმანეთს ჩვენს ამბებს ვუცვლიდით , რომ ბარში გიორგი შემოვიდა . მისმა დანახვამ ,ცხლად დამიარა ტანში და სხეულზე ტაომ დამაყარა , თითქოს ვერ შევამჩნიე და გოგოებს მივუბრუნდი , რომ გავიგონე , როგორ გადაუჩურჩულეს ერთმანეთს გოგოებმა .
---გოგოებოოოო , გაიხედეთ , გიორგი მოდის . ეს , ხათუნას ხმა იყო . მეც გავაპარე , სხვასთან ერთად თვალი და შევხედე . ვაიმეეეე , როგორ მინდოდა ახლოს მივსულიყავი და მონატრებულ სახეზე მოვფერებოდი . გაშეშებული ვიჯექი და ვუყურებდი , როგორ გვიახლოვდებოდა ნელ - ნელა . ვუყურებდი და გული მტკიოდა , გულს კი, მისი მონატრება კლავდა და ტანჯავდა .მოგვიახლოვდა , ყველას მიესალმა და შემდეგ მე გადმომხედა . რეალობაში ,ანამარიას ხმამ დამაბრუნა .
---დაბრუნებას გილოცავ თეონა,როგორ ხარ.საერთოდ არ შეცვლილხარ . თვალებში მიყურებდა და მის თვალებში დავინახე , ჯერ თითქოს მემუქრებოდა და შემდეგ ისევ ძველებური გიორგი გახდა . ისევ დაბრუნდა ის თბილი და მოსიყვარულე გიორგი , მაგრამ უცებ ირონიული გაუხდა სახე და შემეკითხა : ჩუმად სხვებს რომ არ გაეგონათ.
---რა ქენი თეონა , უჩემოდ , ევროპაში ვერ იპოვნე ბედნიერება ? თავდახრილი ვუსმენ მის სიტყვებს და თეთრი უფერული ცრემლი ლოყებზე ჩამომდის , პირი გამომშრალი მაქვს და თეთრი ცრემლების კვალი სახეზე მრჩება. ავდექი მაგიდიდან და საპირფარეშოში გავედი , ცივი წყალი შევისხი სახეზე და ცოტა გამოვფხიზლდი . თავი მოვიწესრიგე და დავწყევლე ჩემი თავი, რომ ანამარიას დავუჯერე , საღამოს ბარში წამოსვლაზე , ეს არ იყო კარგი იდეა . იმ ღამით , გადავწყვიტე დამელია , ბრაზის გამო ვსვამდი , შეუკავებელი ცრემლების გამო , ვსვამდი . ვიცოდი და ვხვდებოდი , რომ ზედმეტი მომდიოდა იქ ყოფნით , უკვე სული მეხუთებოდა ,ჰაერს ვეღარ ვსუნთქავდი , ავდექი და ვერანდაზე გავედი . ფეხი მერეოდა , მაგრამ მაინც მივდიოდი . როგორ მინდოდა , ახლა აქედან , შეუმჩნევლად გავმქრალიყავი , ავორთქლილიყავი . ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი , ჩემი ბრალია ყველაფერი , ბედნიერებას , სიხარულს ,სიყვარულს , მე თავად ვკარი ხელი , ახლა რა გინდა , რატომ გტკივა ის ასე ძალიან ,ვინც თავად გაუშვი?
--- ნუ მიეყრდნობი ვერანდას, რა იცი სიმთვრალეში რას მოიფიქრებ და ჯერ ადრეა შენთვის სიკვდილი . ჯერ სიყვარულის გრძნობა არ გამოგიცდია . ყურთან მისი ჩუჩულით ნათქვამი ირონიული სიტყვები მომესმა . უცებ შევბრუნდი და ყოველგვარი მორიდების გარეშე ვუთხარი :
--- მომენატრე , მართლა მომენატრე . მომიახლოვდა , ძალიან ახლოს დადგა ჩემთან და ხელი ჩამომისვა სახეზე , ისე მესიამოვნა მისი ხელი ,სიამოვნებისაგან თვალებიც კი დამეხუჭა .თვალი გავახილე და მის თვალებში ჩავიხედე . იქ დიდი ტკივილი დავინახე , ეს ტკივილი არ იყო სულის ტკივილი , ეს მონატრების ტკივილი იყო . შუბლი , შუბლზე მომადო და მითხრა.
--- მე რომ მენატრებოდი და გეუბნებოდი არ მიჯერებდი , ეხლა , შენ თავადგამოცადე , როგორ მიჭირდა მე შენს გვერდით ყოფნა და ამავე დროს შენთან სიშორე . ეს გრძნობა , ჩემში აღარ არის თეონა , მის გაქრობას , შენ შეუწყვე ხელი, შენ გააქრე ყველაფერი რაც შენს მიმართ მქონდა . შენ და შენმა უარმა გააქრო . სურნელი , რომელიც მე ასე მიყვარდა , მიზიდავდა და უფრო მეტიც , მათრობდა , ახლა აღარ მახსოვს . მაკოცა შუბლზე და წავიდა ... ისედაც არეული ტვინი,უფრო ამირია და ისე დამტოვა. რეალობაში ანამარიას ხმამ დამაბრუნა .
--- რა ქენით გოგო , შერიგდით? გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა?
--- ჩვენ არ გვიჩხუბია ანა , მან კარგად მომიგო ნიშნი და მისგან უკვე , საბოლოოდ და დაუფიქრებლად გამაგდო . ჩემი ადგილი მის გულში საერთოდ აღარ არის , მე , მისთვის აღარ ვვარსებობ . ის გული უკვე ჩემთვის დაიკეტა ანა , დაიხშო . დავბრუნდით მაგიდასთან მე და ანა . სისხლივით წითელი ღვინო დავისხი , ჩემთვის ვიჯექი და ნელა-ნელა ვსვამდი . ვიგრძენი , გიორგის დაჟინებული გამოხედვა, მწვავდა მისი მზერა , მაგრამ თავს მოვერიე და მისკენ არ გამიხედავს.თითქოს გაბრაზდა.ფიქრებში ჩაძირულს მისი ბოხი ხმა მომესმა :
--- კარგი დასალევი ღვინოა , მაგრამ მატყუარაა . სმაში შეგიტყუებს და უცებ ერთიანად გაგაბრუებს ისე , რომ ვეღარ იგრძნობ რას აკეთებ . გაბრუებულს კი , შენს გარშემო , ირგვლივ ყველაფერი იდუმალებით არის მოცული . ყურები დავცქვიტე და მივაჩერდი. რაო რა თქვა? რა სიტყვა თქვა? იდუმალებაო? ოხ ღმერთო , ნუთუ ანამ და დავითამ მართალი თქვეს? გიორგის გავხედე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და თვალი ჩამიკრა . ეს ახლა ნორმალურია? შევხედე , ადგა და ჩემსკენ წამოვიდა,მოვიდა და მითხრა.
--- ვიცეკვოთ ? შემეკითხა და თან დაჟინებით მიყურებდა . სუნი , სუნი მეცნო , ეს ხომ ჩემი იდუმალი ღამის სტუმრის სუნია . გიორგის რატომ აქვს ეს სუნი ? არ შევიმჩნიე არაფერი და ერთი გავხედე და ვუთხარი.
--- მე არ ვცეკვავ .შეუვუბღვირე და თვალი ავარიდე.
--- რატომ ? ასე შეგცვალა ევროპამ ? ავხედე წარბაწევით და გავყევი საცეკვაოდ . ვცეკვავდით ნელა , ჩვენი სხეულები , ნაზად ირხეოდა . ერთი დამაბრზიალა და ისე მომიქცია რომ ჩემს უკან დადგა და უკნიდან შემომხვია ხელები და ასე მიმიკრა მის სხეულზე . დავხედე ხელებზე და ღმერთო , შენ მიშველე , ეს ხელები , რა ნაცნობია , ეს სურნელი ხომ , მისი სურნელია , რომელიც მე ასე მთიშავდა და მიწყვიტავდა სამყაროსთან არსებობას . შემდეგ , ისევ შემომაბრუნდა და მისკენ მიმიზიდა . როგორ ახლოსაა , ერთი ხელის მოხვევა და მის მკერდს მივესვენები . მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა , ჩემი სუნთქვა კი , ყელში ეფრქვეოდა . უხმოდ ვცეკვავდით , უემოციოდ , მოვალეობის მოხდის მიზნით , ისე , როგორც უცხო და უცნობი ადამიანები . ვეღარ მოვითმინე და შევეკითხე :
--- გიორგი ის სიტყვა ,,იდუმალება'' რატომ თქვი? რამე კავშირშია ეს სიტყვა შენს ცხოვრებაში ? გულის ფანცქალით დაველოდეთ მის პასუხს.
--- შენთან რა კავშირშია ეს სიტყვა ,რატომ არის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? მე უბრალოდ ვთქვი , იმ წინადადებას , ისე უხდებოდა . რატომ მეკითხები ? რამ აგაფორიაქა ასე , კარგად ხარ ? შემეკითხა , თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაშტერდა , თითქოს მთხოვდა ,,მიდი გაბედე და თქვი რაც გაქვს სათქმელი, დაიწყე და მე დავამთავრებო , მაგრამ ვერ გავბედე და წყნარად ვუთხარი.
--- არა , არაფერი ისე . დაივიწყე . ვუთხარი გულდაწყვეტილმა . თითქოს გული დამწყდა, მეტკინა რომ იმ იდუმალების მთავარი გმირი გიორგი რომ არ აღმოჩნდა და ისევ დავლიე რამოდენიმე ჭიქა მაგიდასთან მიბრუნებულმა . თითქოს გული დამწყდა , მეტკინა , იმ იდუმალრების მთავარი გმირი - გიორგი რომ არ აღმოჩნდა და ისევ დავლიე რამოდენიმე ჭიქა მაგიდასთან მიბრუნებულმა .
--- თეონა , რატომ მოიწყინე? შემეკითხა გიორგის მეგობარი , რომელსაც კარგად ვიცნობდი . მეც გადავხედე სევდიანი ღიმილით და ვუთხარი.
--- გარედან რომ ვჩანვარ ბედნიერი ძვირფასო , მოდი , ნუ დაინტერესდები ნურც შენ და ნურც სხვა , ჩემი შინაგანით . ის ყველასთვის არ არის ღია ,იქ შეღწევა ყველას არ შეუძლია . მიუგე მე და გაოცებული მომაჩერდა.
--- თეონააა , რა გჭირს შეგიძლია მითხრა. იქნებ შევძლო შენი დახმარება , შენ , სული გტკივა ახლა , რადგან ის უიარაღოდაა დაჭრილი როგორც ჩემი . მითხრა სევდიანად .
--- შენ რა გჭირს ? ვკითხე გაოცებულმა და მივაჩერდ.
--- ერთი გოგო მიყვარს , შენს კურსზეა და ვერ ვეუბნები . მითხრა სევდიანად.
--- ვინ არის ,მე ვიცნობ ? მაქვს ახლო ურთიერთობა?
--- თამარი , არა არ მეგობრობ ახლოს . რაღაცნაირი ჩაკეტილი გოგოა და მისი უბრალოებით მაგიჟებს ეს გოგო თეო.
--- უუუფ ეგ საქმე , მე მომანდე , აგერ მაგის მასტერი ანამარიაა . შენ , არ ინერვიულო . ვუთხარი ღიმილით და მასაც გაეხსნა სახე . გიორგიმ , რამოდენიმეჯერ გადმოგვხედა და შევამჩნიე , რომ ბრაზობდა . ვერ მოითმინა და ჩვენთან მოვიდა.
--- რაზე იცინით , მეც გამაცინეთ , მომწყინდა მარტო ჯდომა . გვითხრა , შეკავებული სიბრაზით.
--- კარგ ხასიათზე ვიყავი აქამდე , მაგრამ გამოხტა ის ერთი ადამიანი , ვინაც შეძლო ამ სიხარულის ჩაშხამება . ვუთხარი და ავხედე გაღიზიანებულმა . არც მან დამაკლო ცინიზმი და მითხრა :
--- შენ , ვინ რას ჩაგაშხამებს , შენ , თავად აშხამებ ცხოვრებას ხალხს . ამაზე მეტი სიძლიერე არ არსებობს , როცა გეტირება და მაინც იცინი . მწარე იყო, იმ წუთებში ჩემი ღიმილიც , ჩემი სიცილიც , მაგრამ მაინც შევძელი და გავიცინე.
--- მე მივდივარ უკვე გვიან არის,ასპარეზიც და საღამოც თქვენთვის დამითმია . ჩანთას ხელი მოვკიდე და სახლში წასასვლელად მოვემზადე , როცა ჩემს ტელეფონზე მესიჯის ხმა გავიგონე და დავხედე . უცხო ნომერია , გიორგის გავხედე და ის ირაკლისთან ლაპარაკობდა , თითქოს , მე არც კი მამჩნევდა . ვინ უნდა იყოს ? გავხსენი და თვალები გამიფართოვდა .
--- ყველაფერზე ვარ წამსვლელი , რომ შენ , ბედნიერი იყო . შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და ნუ მაჩვენებ თავს , თითქოს გაღიზიანებს ჩემი სიახლოვე . არაფერი არ მინდა ისე , როგორც შენთან ყოფნა და შენით ტკბობა . დღევანდელმა დღემ კი დამარწმუნა , რომ ასევე ხარ შენც ჩემს მიმართ . ამ სიყვარულის დავიწყება არ შემიძლია ,მე , შენ ვერ დაგივიწყებ , რომელ დავიწყებაზეა საუბარი , როცა შენს დასასაკუთრებლად, საოცარი შოუს მოწყობა დამჭირდა ამ ათი დღის მანძილზე . არც იფიქრო ჩემგან წასვლა , მე არსად არ გაგიშვებ . მე ვიბრძოლე და მოგტეხე ეს ჯიუტი რქები , საბოლოოდ ჩემად გთვლი უკვე ჩემო იდუმალებავ . ნამდვილი სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია , ღირს , მისთვის ბრძოლა . ასე რომ მე ეს ბრძოლა მიღირდა ... შენ , ის შეუფასებელი ქვა ხარ , რომელსაც ვერავინ , ვერ ეკარება საყიდლად სიძვირის გამო . მარტო ჩემი ხარ , ჩემი . ეს გახსოვდეს ყოველთვის . წავიკითხე წერილი და მთელი სხეულით ავკანკალდი.თავდაყირა დადგა ყველაფერი , ვეღარაფერს , ვეღარ ვარჩევდი და არც არაფერი არ მესმოდა . აზრზე ანამარიას ნჯღრევამ მომომიყვანა.
--- ნუ , მაშინებ , რა გჭირს გოგო , კარგად ხარ? სახლში გინდა წასვლა ? შემეკითხა ანამარია . ტელეფონი მივეცი , წაიკითხეთქო . რა ხდება , რისი თქმა გინდა თეონა .
--- ვის უნდა მოეწერა ეს მესიჯი,ვინ უნდა იყოს , რატომ არ მანებებს თავს ეს დღეებია.
--- არ ვიცი თეო,რა გითხრა არ ვიცი . ორივე , ერთმანეთს გაოცებული მივჩერებოდით და ამ დროს ჩემი ტელეფონი ახმაურდა . დავხედე და ამჯერად გამეღიმა ხრისტო მირეკავდა :
--- რაო ხრისტული , როგორ ხარ? გახარებულმა ჩავძახე ტელეფონს .
--- როგორ ხარ ტეონა , დამშვიდდი?
--- ხრისტულიიი , ცუდად ვარ, ძალიან ცუდად .
--- რატომ , რა ხდება ? მკითხა გაკვირვებულმა .
--- იმარჩიელე ახლა და გამოიცანი, ვინ მომწერა . მანიაკი , ვამპირი , აქაცაა ხრისტო და რა მეშველება ? ვუთხარი ჩუმად.
--- ვინააა ? რა ხდება , რა მანიაკი გოგო. ჩამოსვლა მინდოდა ტიფლიდაში და თუ მანიაკები დადიან მანდ თავისუფლად , არა , ვერ გავბედავ . ჯერ ახალგაზრდა ვარ ტეონა , ვამპირ-მანიაკს ვერ ვაწამებიებ თავს . მითხრა, მხიარული ხმით ხრისტომ.
--- ხრისტოოო , ეს , ის მანიაკია მანდ რომ იყო . შევახსენე მე , ვითომ არ იცოდა და არ ახსოვდა , რომელ ვამპირზე და მანიაკზე ვამბობდი .
--- ტეონა , მომისმინე . შენ მაგ მანიაკს როგორც შენ ეძახი , უყვარხარ და ფრთხილად იყავი არ შეგჭამოს ? მითხრა და გადაიხარხარა , მაგრამ მერე დაამატა სერიოზულად . საყვარელო მეგობარო დარწმუნებული ვარ , აქ დაწყებული ვამპირობა , მანდ მანიაკობაში გადავა და დროა უკვე , მე ქორწილისთვის ვემზადები . ქართულ ქორწილში უნდა გავიჩითოოოო . მითხრა სიცილით, ჩემმა მხიარულმა მეგობარმა.
--- რა ქორწილზე ოცნებობ ადამიანო , არც კი ვიცნობ ვინ არის . გაოცებულმა ვუთხარი მე .
--- აი სად ყოფილხარ , მე კი შიგნით გეძებდი . მომიახლოვდა ჩემთვის სანატრელი ხმა .
--- რა ხდება , არ მითხრა ახლა თვალში დამაკლდიო . ვუთხარი ირონიულად . ხრისტოს კი ვუთხარი ხვალ დაგირეკავთქო და გავუთიშე.
---შენ წარმოიდგინე და კი . თვალში დამაკლდა თქვენი სიბრწყინვალე ძვირფასო თეონა . არც მან დამაკლო ირონია. შევბრუნდი მისკენ და შევხედე ხელში ორი ბოკალი ეკავა , წითელი ღვინით , ნახევრამდე სავსე , თავს რომ იწონებდა , ბროლის მაღალ ყელიანი სასმისიდან . ერთი , გამომიწოდა და მითხრა.
--- მოდი ჩვენ ჩვენებურად აღვნიშნოთ ცალკე შენი დაბრუნების სადღეგრძელო . გაოცებულმა ჩამოვართვი ბოკალი და მოვსვი . მაოცებდა მისი ქმედებები და მისი დაჟინებული მზერა . რაზე ფიქრობ თეონა . დუმილი , ჩვენს შორის ისევ მან დაარღვია და შემეკითხა.
--- ვფიქრობ , რომ ძალიან შეცვლილი ხარ , თითქოს საუბარიც კი გიჭირს .ვუთხარი გულწრფელად.
--- მართალი ხარ , შევიცვალე , ჩემში იდუმალმა გრძნობამ დაიდო ბინა . ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა ...... სიტყვა ვერ დაასრულა,რომ გიორგის ტელეფონი ახმაურდა . დახედა და უხალისოდ ჩაიღიმა.
--- გისმენ .უპასუხა და თან მე გადმომხედა. მე არ შევიმჩნიე , მაგრამ ერთიანად დაძაბული ვიდექი და საოცრად მაინტერესებდა , ასე გვიან ვინ ურეკავდა . თითქოს მიმიხვდა მიზეზსს და ჩაეღიმა კმაყოფილს . ისე , ახლოს იდგა ჩემთან , გოგონას ნაზი ხმა მოწვდა ჩემს ყურს , რაც ძალიან არ მესიამოვნა .
--- გიორგი მეშინია , მალე მოხვალ ? ეტყობოდა , რომ ეშინოდა , რადგან ხმა უკანკალებდა .
---მომისმინე, რისი გეშინია. მალე დამთავრდება შეხვედრა და მოვალ.
--- იჩქარე რა, გთხოვ მალე მოდი , მართლა მეშინია . ცოტა აკლდა გოგონას , ატირებულიყო ანდა , კიდევაც ტიროდა ჩუმად და იმიტომ კანკალებდა ასე მისი ხმა.
--- გპირდები , მალე მოვალ პატარავ . დაწექი , შენ და ნუ დამელოდები . ტელეფონი გათიშა და მომიბოდიშა . ბოდიში უნდა მეპასუხა .
--- არა უშავს , გიორგი ძალიან დიდი დრო გავიდა , თითქმის , ორი წელი რაც ჩვენი გზები გაიყო . ვიცი , რომ მარტო არ იქნები , ასე , რომ მეტს ნუ სვამ , სახლში გელოდებიან . ძალდატანებული ღიმილით ვუთხარი და გავეცალე . დავტოვე ვერანდაზე ღვინიანი ბოკალით ხელში.
--- ეჭვიანობ ? თუ გეტკინა , ჩემი სხვასთან ყოფნა თეონა , მითხარი გულწრფელად . მეტკინა, საშინლად მეტკინა და ბოღმა მახრჩობდა მაგრამ რა აზრი ქონდა უკვე ჩემს თქმას . ძალა მოვიკრიბე , მივუბრუნდი და ვუთხარი :
--- უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა გიორგი .დრო როგორც ჩიტი გაგვიფრინდა და ჩვენც დროა, უკვე ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ. წარემატებები გიორგი, შენი ბედნიერება , მე ყოველთვის გამახარებს.
--- მე ერთს გეტყვი თეონა .სანამ არ შეგიყვარდება , მანამ ვერ გაუგებ შეყვარებულ ადამიანს . სანამ სიყვარული არ აგატირებს , მანამ , ვერ გაიგებ სხვის ტირილს , თუ რატომ ტირის ის . სანამ არ გეტკინება , მანამ , ვერ გაიგებ სხვის ტკივილს . სანამ , ღამეებს არ გაათენებ თეთრად მასზე ფიქრში , მანამ ვერ გაუგებ , უძილობისგან ჩაშავებულ თვალებს . გრძნობა, თუ არ მოვიდა შენთან და შენს გულში არ ჩაიბუდა, მანამ , ვერ გაიგებ ამ გრძნობის ფერად ფერებს . იმედია ოდესმე გაუგებ იდუმალ შეყვარებულის ,იდუმალ კოცნას . მითხრა ეს , ახლა თავად გამეცალა და დამტოვა ვერანდაზე წითელი ღვინით სავსე ბოკალით , გაშტერებული , გაშეშებული და ყბაჩამოვარდნილი.
--- თეონა კარგად ხარ? არ წავიდეთ? ანამარიას ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე .
--- არა , არავარ კარგად . მას , უკვე ყავს ვიღაც და უფრო მეტიც , ერთად ცხოვრობენ . ცრემლიანი თვალებით შევხედე ჩემს წინ მდგარ ანას.
--- შენ რა იცი თავად გითხრა? სევდიანად შემეკითხა.
--- თქმა რად მინდოდა როცა თავად მოვისმინე ყველაფერი . ტელეფონზე დაურეკა და უთხრა , ნუ დამელოდები მე , შენ დაწექი , მე შეხვედრაზე ვარ და დამაგვიანდებაო , მაგრამ მას მოატყუილა , ტყუილი უთხრა . ანა , მე ის მიყვარდა და დავაგვიანე,ძალიან დავაგვიანე.
---თეო ეს შენ ხარ? შენ აღიარე რომ გიორგი უკვე წლებია რომ გიყვარს? ახლა გაუგებ მის გულს თუ როგორ ყვარებიხარ . წამოდი , წამოდი , წავიდეთ სახლში . როგორ მოვედით სახლში ,აზრზე ვერ მოვედი.
--- ანა , მე ის საბოლოოდ დავკარგე ,რა უნდა ვქნა , რა უნდა გავაკეთო?
--- იქნებ , არც მასეა საქმე თეო , როგორც შენ გაიგე ? იქნებ , ნათესავია და მასთან ცხოვრობს . მაწყნარებდა ანა , მაგრამ არ გამოდიოდა.
--- არა , ანა არა , ყველაფერი ძალიან კარგადაც გავიგე .პატარა ბავშვი ხომ არა ვარ არა?კომპიუტერი მომეცი , ჩემს cv-ი უნდა შევავსო და გაცვლითი პროგრამაში უნდა გავაგზავნო. ანა , მე აქ ვეღარ გავჩერდები, ვერ ავიტან მის გვერდით სხვა ქალს . კომპიუტერთან დავჯექი , ცრემლიანი თვალებით შევავსე ის გვერდი, რაც საჭირო იყო და სანამ გავაგზავნიდი , ანამარიამ ხელი დამიკავა და სევდიანად მითხრა :
--- ცხელ გულზე , არასოდეს არ მიიღო გადაწყვეტილება , ისე , რომ მერე ინანო . დარწმუნებული ხარ ყველაფერში? ეს მართლა გულით გინდა , თუ სიბრაზის გამო აკეთებ ამ ყველაფერს თეონა . დაფიქრდი , გთხოვ . მეც ძალიან მიძნელდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო .
--- არა , ანა, ეს უკვე გადაწყვეტილია ,აქედან უნდა წავიდე . ვუთხარი და შევსებული cv-ი გავაგზავნე . პასუხი , ალბად სასწავლო წლის დაწყებამდე მომივიდოდა.
ღამეები ჩემთვის კოშმაად გადაიქცა . მელანდებოდა მისი ხმა , მისი საუბარი , მისი გამოხედვა და იმ გამოხედვაში , რაღაცნაირი , ჩამჯდარი ირონია. ღმერთო , რა საშინელი რამ ყოფილა ეს სიყვარული . მხოლოდ, უპასუხო სიყვარული , მტანჯველი და გამანადგურებელი . ბედნიერება არსებობს თუ არა? არ ვიცი , ვერ გავცემ ამ კითხვას პასუხს . მე , ის ვიცი , რომ ბედნიერებას , ჩემამდე მე თავად დაუკეტე მოსასვლელი გზა . დარწმუნებული ვიყავი , რომ მზად ვიყავით ერთმანეთის გრძნობებში გამოვტყდომოდით და ცხოვრებაში ერთმანეთის გვერდით ვპოვებდით შვებას , მაგრამ ერთმა საღამომ ყველაფერი შეცვალა . ის , უკვე ბედნიერია სხვასთან და მე არ მაქვს უფლება , მას ავურიო ცხოვრება . ამიტომ , ჯობია მე გავერიდო , გავეცალო და წავიდე წავიდე შორს , ძალიან შორს . ძალიან გთხოვ ანა , არაფერი არ მითხრა და დამტოვე მარტო . ანა უხმოდ ადგა და წავიდა . კარებში , რომ გადიოდა მომიბრუნდა და მითხრა :
--- თეო , თუ რამე ,რა დროც არ უნდა იყოს, დამირეკე და შენთან გავჩნდები . არ ვიცი , რა დრო გავიდა , მაგრამ ის ვიცი , რომ დროის შეგრძნება დავკარგე . ჩემთვის , არც წყალი არსებობდა და არც საჭმელი.
--- თეო შეიძლება შემოვიდე? დავითამ შემომაკითხა ჩემს ოთახში და საწოლზე ჩამომიჯდა. თეო , ბოდიში , მაგრამ ასეთი თეონას ყურებას აღარ ვაპირებ ,ადექი და გარეთ გავიდეთ . იცი რას ამბობდა ჩემი დიდი ბებო ხანდახან ? მიწა , წყლის გარეშე მკვდარია და ადამიანი მეგობრის გარეშეც იგივე არისო . მითხარი , გიორგის უყურადღებობის გამო ხარ ასე ხომ ? მითხარი , მე რა გავაკეთო , იქნებ შევძლო შენი დახმარება და დაგეხმარო . ძალიან განიცდიდა დავითა ჩემს ცუდად ყოფნას და ისიც ცუდად იყო.
--- არავინ და არაფერმა დათკა . პასუხს ველოდები და იმედია დადებით პასუხს მივიღებ ... აი , შემდეგ კი გავქრები , სექტემბრიდან - ყველას თვალთახედვიდან.
--- მერე ჩვენ ,მე და ანა ? შენ რა გგონია, +იოლი იქნება ჩვენთვის უშენობა?
--- ცოტა ხანი, შეიძლება გაგვიჭირდეს ერთმანეთის სიშორე და შემდეგ მივეჩვევით ვირტუალურ ცხოვრებას და უერთმანეთობას ასე დავძლევთ.
--- წასვლამდე , გულს მოუსმინე და დაუბრუნდი სააქაოს , არ მოგშივდა მაინც? ძალიან ჯავრობს დედაშენიც და მამაშენიც , შეიცოდე ისინი , ცოდვები არიან.
--- ვსიო , დამთავრდა , დღეიდან ფიქრი იმაზე რასაც აღარაფერი აღარ ეშველება . დღეიდან , ჯანსაღ ცხოვრებას ვიწყებ დათკა . ვუთხარი მხიარულად.
-- ვოუუუ , აი ასეთი თეონა მიყვარს მე , მიხარია , რომ დამიბრუნდა ჩემი გიჟი და სიცოცხლით სავსე მეგობარი . იცი , როგორ ძალიან მოგვენატრე ყველას? ადე , გელოდებით ყველა , მე და შენ დღეს , ხომ დღეს სამზარეულო უნდა დავიპყროთ და ჩვენი ხერხებით , მარწყვის ტორტი გამოვაცხოთ . გავიხსენოთ ძველებური , ხალისიანი დღეები . მითხრა მხიარულად დათკამ და დამტოვა რომ ავმდგარიყავი და მოვწესრიგებულიყავი . მეც წამოვდექი და ამდენი წოლისგან და უჭმელობისგან თავბრუ დამეხვა , რადგან ძალიან დასუსტებული ვიყავი , მაგრამ თავს მოვერიე .სარკეში ჩავიხედე და ჩემს ანარეკლს , რომ შევხედე , ჩემდაუნებურად ვთქვი : რას დაამსგავსე ,შენი თავი თეონა . ქალი - როგორც ყვავილი , ისე ხარობს , მას მორწყვა უნდა , რომ არ დაჭკნეს . ქალი - უსიყვარულოდ ჭკნება და ყვავილი - უწყლოდ . უუუფ , რა ფილოსოფიის გაკვეთილი მოგინდა თეონა და თან სარკეში . წადი გარეთ გადი და თავს შემოუძახე . მხიარული ნიღაბი ავიკარი და გავედი სამზარეულოში , სადაც , ყველამ დრამატიზირებული სახით შემომხედა . ყველას გადავხედე სათითაოდ და მოჩვენებით ღიმილით გავიღიმე , ხელები გავშალე და მხიარული ხმით წარმოვთქვი.
---აი , მეც მოვედიიი , მზად ხარ დათკა ?წარბაწეულმა გავხედე დათკას.
--- მე მზად ვარ , მაგრამ ჯერ აქ დაბრძანდი . ყავა , რძე , ჩაი ... რაც , გინდა მიირთვით და შემდეგ მივხედოთ საქმეს , დანაყრებულ გულზე . ყველაფერი მზადაა და სამზარეულოც ჩვენ გველოდება . მითხრა დათკამ და გვერდით მომიჯდა.
--- ჩემო დათუნიკა , ყველაფერი კარგი , რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა , შენს ირგვლივ ტრიალებს . კარგია , თქვენთან ერთად , მაგრამ მე , გადაწყვეტილება მივიღე და ამას ვერავინი ვერ შემაცვლევინებს .დედიკუნა და მამიკუნა , მე გადავწყვიტე , ახალი ცხოვრება დავიწყო და შეიძლება ჩემი ბედნიერებაც იქ ვპოვო . ახლა კი ,მივირთვათ და მივხედოთ საქმეებს . ვისაუზმეთ და ბევრიც ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე . თითქოს , გულზე მომეშვა ის დიდი დარდი , რაც მქონდა მთელი ეს დრო და თავისუფლად დავიწყე სუნთქვა , ყოველგვარი წარსულის გარეშე . სიმსუბუქე ვიგრძენი სულში და დავითას გადავხედე .
--- დათ , დავიწყოთ?
--- აბა დავიწყოთ და უფალი ჩვენთანაა . მითხრა დავითამ და საქმეს შეუდექით . არც კი ვსაუბრობდით და დიდი მონდომების და გრძნობის მიუხედავად , ჩვენი საფირმო ტორტი ერთ საათში მზად იყო . სიამაყით გადავხედეთ ერთმანეთს და ხელი - ხელს დავარტყით , ჩენ ერთი გუნდი ვართ . მითხრა დავითამ და გაიცინა . ისეთი მხიარული საღამო იყო , ჩემში არსებული სტრესი, საერთოდ გაქრა , დროც სწრაფად გავიდა და მოსაღამოვდა . დათკაც , წასასვლელად მოემზადა.
--- აბა , ნახვამდის და არ ინერვიულო , მე კარგად ვარ , ხვალ გელოდები და ერთად მივირთვად ჩვენი ნახელავი , უშენოდ ხომ იცი ხელს არ მოვკიდებ . ვუთხარი წასასვლელად გამზადებულ დათკას.
--- დიდი იმედი მაქვს, რომ არ მატყუებ , შენ ამ ბოლო დროს მაგრად გაჭედე და დროა გამოფხიზლდდე . რაც შეეხება კი ტორტს, ხვალ მოვალ და არც გაბედო მთლიანად რომ შეჭამო , თორემ წაგამწარებ იცოდე.
--- აბა , ნახვამდის და არ ინერვიულო ,მე კარგად ვარ . ხვალ გელოდები და ერთად მივირთვად ჩვენი ნახელავი , უშენოდ , ხომ იცი , ხელს არ მოვკიდებ .ვუთხარი წასასვლელად გამზადებულ დავითას .
--- დიდი იმედი მაქვს , რომ არ მატყუილებ . შენ , ამ ბოლო დროს მაგრად გაჭედე და დროა გამოფხიზლდე . რაც კი ტორტს შეეხება , ხვალ მოვალ და არც გაბედო მთლიანად მისი ჭამა , თორემ წაგამწარებ იცოდე.
--- ვიცი , რომ მაგას იზამ და ამიტომ საერთოდ არ მივეკარები შენს მოსვლამდე , თუ ზურაბმა არ დაატერორა მაცივარი . ვუთხარი სიცილით . გამოფხიზლებით კი მართლა დროა რომ გამოვფხიზლდე და საჭიროა უკვე , თავს მივხედო . წარსულზე ფიქრი არაფერს არ მომიტანს და დროა მომავალისკენ გავიხედო . გპირდები , ამიერიდან კარგად ვიქნები .მივხვდი , რომ არ ღირს იქ დაბრუნება , სადაც აღარ გელოდებიან გულით . გულში ჩამიხუტა და მომეფერა .
--- ვიცი და დარწმუნებული ვარ , რომ ყველაფერი კარგად იქნება თეო . მთავარია , რწმენა არ დაკარგო , ჩვენ შენთან ვართ , ჩვენ ერთი გუნდი ვართ , ერთი სამეგობრო და ერთი გულით მოვედით აქამდე . ასე , რომ ეს არასდროს არ შეიცვლება , მთავარია , ძალა მოიკრიბე და გადმოდი იმ ბილიკიდან , სადაც მხოლოდ ტკივილია . დაადექი ცხოვრების ახალ გზას და მიენდე უფალს ... მიყვარხარ , ეს გახსოვდეს ჩემო მეგობარო . გული ამიჩუყა დავითას სიტყვებმა, მაგრამ მივხვდი , რომ მართალს ამბობდა . დროა უკვე , მეც ჩემი გზა ვიპოვო ცხოვრებაში და ჩემი მიზნებისათვის ვიბრძოლო . უგრძნობლად , უსიზმროდ მეძინა იმ ღამეს , ყოველგვარი ფიქრის და შიშის გარეშე . დილით ენერგიით სავსემ გავიღვიძე . ძალიან კარგი და ლამაზი დილა იყო , მოვემზადე და სარბენად წავედი . უნდა ვივარჯიშო და ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრებით გავაგრძელო . ნელი სირბილით დაუყევი გზას და ჩემთან ერთად მზის სხივებიც თანდათან ამძაფრებდნენ მხურვალებას , ცაზე კი , ცირატყელა ისევ კაშკაშა ფერებით ანათებს . დრო , შეუმჩნევლად გარბის და ამ დროის შუალედში , ვიღაც ეძებს სიყვარულს , ვიღაც სიყვარულით ბედნიერია , ვიღაცამ უკვე ნაპოვნი სიყვარულიც და ბედნიერებაც თავად დაკარგა და მისტირის ჯერ კიდევ მის სიყვარულს , რომელიც ,რომელ მატარებელს გაყვა , ეს მხოლოდ უფალმა იცის . მთავარია , რომ ცხოვრება გრძელდება და თავად ცხოვრება გვასწავლის ამ რთულ ბილიკებზე , როგორ გავაგრძელოთ სვლა, ნაბიჯ - ნაბიჯ და დაკვირვებულად. ჩვეულებრივად თენდებოდა ყოველი დილა, ზედმეტი ემოციების და სიხარულის ,მოლოდინის გარეშე , ისევე როგორც ღამე . ყველაფერი ერთფეროვანი გახდა და მხოლოდ ერთის მოლოდინში ვიყავი ,მხოლოდ , თანხმობა მომსვლოდა და რაც შეიძლება მალე გავცლოდი ხალხს , რომლებისთვისაც , ღიმილსაც კი ძალით ვიმეტებდი . მომბეზრდა მოჩვენებითი სიხარულით ცხოვრება.
ღამე ისევ შემომაწვა სიზმრების ტკივილები , თითქოს , ცხადში არ მყოფნიდა ტკივილი . ჩემსკენ მოიწევს ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა ბიჭი , სახე - ისევ არ უჩანს და რაც უფრო მიახლოვდება მით უფრო მაკანკალებდა და გონებას მაკარგვინებს მისი თითქოს ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი. როგორც იქნა მომიახლოვდა , ჯერ ყელში მაკოცა და ნელ - ნელა მკერდისკენ ჩავიდა . ტუჩებს ვიჭამდი , არ მინდოდა ჩემი კვნესის ხმა გაეგო , მაგრამ ვერ შევიკავე და ხმამაღლა აღმომხდა ჩემთვის უცნობი ხმა ყელიდან ... უცებ გამოვფხიზლდი , ისევ ჩემმა ხმამ გამომაღვიძა , საწოლზე წამოვჯექი და სულ სველი ვიყავი ოფლით . ოთახი მოვათვალიერე შეშინებულმა და გული დავიმშვიდე , რომ არავინ არ იყო ოთახში , მაგრამ ნერვიულობისგან ვცახცახებდი და ტირილით შევთხოვე , ჩემს იდუმალ სტუმარს.
--- ნუ მესიზმრები გთხოვ , უკვე გადავიღალე . ძალიან ძნელია , გამოღვიძებულს რომ ვერ გპოულობ და იმას , რასაც სიზმარში განვიცდი , ასე მგონია რეალობაში ხდებათქო . ან გამოჩნდე , ან გაქრი ჩემი ცხოვრებიდან . ნუ მტანჯავ , ნუუუუ . ასე ტანჯვაში , მაგრამ მაინც , სასიამოვნო სიზმრების მოლოდინში გადიოდა ღამეები და ერთ დილას ჩემს ემაილზე სასიამოვნო და სასიხარულო ამბავი დამხვდა. ახალი სასწავლო წლიდან , კემბრიჯის უნივერსიტეტი მიხმობდა ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად , მხოლოდ ერთი წლით . ყველანაირი უსიამოვნება დამავიწყდა და ხმამაღლა გავიცინე . ჩემი სიცილი კი , დიდი დრო იყო გასული ,არ გაეგონა არავის და შეშინებული თვალებით მიყურებდა დედაც და მამაც . დავსერიოზულდი და სევდაჩამდგარი ხმით ვუთხარი :
--- ნუ მიყურებთ ასე შეშინებულები , კარგად ვარ , არ გავგიჟებულვარ . მივდივარ! ინგლისიდან , დადებითი პასუხი მომივიდა და ისევ ხმამაღალი ხმით გავიცინე .
--- არ მეგონა შვილო , ჩვენგან წასვლა , ასე თუ გაგახარებდა . სევდიანად მითხრა მამამ .
--- თქვენგან არა მამა , თქვენ ძალიან მომენატრებით . მე , ჩემს იდუმალ ცხოვრებას გავურბივარ . უნდა გავეცალო აქაურობას და იქ ვპოვო ჩემი ბედნიერება , სადაც გარემო და უცხო ხალხია . მოვეფერე ორივეს და ცრემლიანი თვალები დავუკოცნე . შემდეგ კი , დავითას და ანამარიას დავურეკე და ვახარე სასიხარულო ახალი ამბავი.
--- ან , პასუხი მომივიდა დადებითიიიიი . შეკრიბე ბავშვები, ყველა და დავემშვიდობები. დავითას ვერ ვუკავშირდები და თუ დაურეკო უთხარი რომ ჩვენს ბარში მოვიდეს.
--- კარგი თეო და საღამოს შევხვდებით , ჩვენს ბარში . გამოვეწყვე საღამოსთვის , არც ისე გადამეტებულად და ჩემი საყვარელი ადგილისაკენ გავწიე ნელი ნაბიჯით . მარტო მინდოდა ფიქრებთან ვყოფილიყავი და ასე ნელი სვლით მივაღწიე ჩვენს ბარს , რომელიც ძალიან მომენატრებოდა . ბარში შევედი და დავინახე , ჩემი საყვარელი სამეგობრო რომლებიც მე მელოდა . სიამაყის გრძნობა დამეუფლა და სიხარული სევდამ შეცვალა, ბავშვებს რომ გავხედე და გავიაზრე ის , რომ ერთი წელი მათ ვეღარ ვნახავდი , სევდა და დარდი ერთად მომერია . ყველა იყო მოსული , მხოლოდ გიორგი არ ჩანდა მათ შორის . გამეღიმა , მაგრამ არ დავფიცავ , ტკივილის მიუხედავად , ძალიან მინდოდა მენახა და საბოლოოდ შემეხედა მისთვის და შორიდან მაინც მეგრძნო მისი იქ ყოფნა.
--- რა ხდება ასეთი , ყველა რომ აგვყარე თეო? გიორგიზე სევდიანი ფიქრი ირაკლიმ შემაწყვეტინა.
--- ჩემო ირაკლიოს, ის ხდება , რომ ყველა მომენატრებით . ინგლიში მივდივარ , სასწავლებელი მიშვებს 1 წლით . ამის გამო , შეგკრიბეთ ყველა ამ საღამოს აქ ,რომ დაგმშვიდობებოდით , რომ არ მენახეთ ვერ წავიდოდი , მიყვარხართ ყველა და პირობას გაძლევთ , რომ ზუსტად ერთ წელში აქ , ჩვენს ადგილას,ჩვენს საყვარელ ბარში შევხვდებით ერთმანეთს.
--- ვაუუუ თეოფილეეეეე , გვტოვებ გოგოოო ? ღიმილით მითხრა ირაკლიმ , მაგრამ იმ ღიმილის მიღმა დიდი სევდა ბუდობდა .
--- გტოვებთ , ირაკლი გტოვებთ . იმედია არ დამივიწყებთ . ვუთხარი ხუმრობით. --- ნუ გეშინია , ერთი წელი ძალიან მალე გავა , აი ნახავ . სამაგიეროდ , ნასწავლი და განათლებული ქალი დაგვიბრუნდები . საღამომ კარგად ჩაიარა და სახლში გვიან დავბრუნდი . ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ გიორგი მოვიდოდა , მაგრამ არა, არ მოსულა . საღამომ კი ნორმალურად ჩაიარა და იმ ღამიდან ვოცნებობდი რაც შეიძლებოდა მალე გასულიყო ეს დარჩენილი დრო .
დრო კი ნელა ძალიან ნელა და ზანტა გადიოდა. და აი , ჩემთვის ნანატრ დღესთან ერთად ვზივარ ჩემს ოთახში და წინ ორი უზარმაზარი ჩემოდანი მიდევს .წუთების მოახლოვებას ველოდები და სულ მალე მოვწყდები ამ სიზმარ - რეალურ ცხოვრებას .
--თეონააა. მესმოს მამიკოს ხმა .ხმა , რომელსაც არ უნდა გაუშვას ერთადერთი შვილი შორს და უნდა მის გვერდით ყავდეს სულ , მუდამ.
--- ჩემს ოთახში ვარ მააა . ომახიანად გავძახე , რადგან , არ მინდოდა ჩემში დარჩენილი სევდა ეგრძნო მამას .
--- სად ხარ , ყველაფერი მზადაა შვილო . ბილეთები ნაყიდია , ასე რომ , ჩაფრინდები თუ არა დაგხვდებიან . მე და დედა საახალწლოდ ჩამოვალთ -ბილეთი მომცა და გულში ჩამიხუტა , ჩემმა თბილმა მამიკომ . დამიკოცნა მთელი სახე და მითხრა :
--- მომენატრები მამას პრინცესა და მარტო მამას სიმდიდრე . როგორ გავძლო უშენოდ შვილო . ცრემლიანი თვალებით შემომხედა და თითქოს ჩემი ნაკვთების დამახსოვრებას ცდილობდა . მეც ცრემლი მომერია და ხმაჩამწყდარმა ვუთხარი.
---ყოველდღე დაგირეკავ მა, არ ინერვიულო , კარგად ვიქნები . შენ დედას მიხედე და მოეფერეთ ერთმანეთს . ისე ახლა ხელის შემშლელი არავინი არ გეყოლებათ და იქნებ ამ სიბერეში კი გააგოროთ გვარის გამგრძელებელი .ვუთხარი და გემრიელად გადავიხარხარე .ამ დროს დედა შემოვიდა და როგორც ჩვევია თვალები დამიბრიალა.
---რა დღეში ხარ თეონა, მამას ამოუდგა გვერდში და არ მიაქცია ყურადღება მამიკოს ეშმაკურ თვალებით ციმციმს .სიყვარულით ანთებული თვალებით შევხედე ორივეს . ახლოს მივედი და ხელი მოვხვიე და ვუთხარი.
--- როგორ მიხარია , თქვენ ორი რომ მყავხართ და ამ დიდი სიყვარულის ნაყოფი ვარ, როგორ ძლიერადაც არ უნდა გაგაბრაზოთ, ვიცი რომ ეს სიბრაზე გულიდან არ მოდის. თქვენი გულიდან მხოლოდ სიყვარული და სითბო მოდის, რომელიც ძალიან მომენატრება. ვიდექით, სამივე ერთმანეთზე ჩახუტებულები და სიჩუმით ვემშვიდობებოდით ერთმანეთს.
--- უკვე დროა, გავიდეთ. საცობში რომ მოვხვდეთ დავაგვიანებთ აეროპორტში . სიმწრით თქვა მამამ და ჩემს ჩანთებს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა . კარებთან მისული კი ერთხელ კიდევ შემომხედა და შევამჩნიე მის თვალს ცრემლიც კი მოწყდა, ცრემლი რომელშიც იყო შვილის უსაზღვრო სიყვარული.
კიდევ ერთხელ მოვავლე ჩემს ოთახს თვალი და კარებიც გამოვიკეტე . ისეთი შეგრძნება დამრჩა , თითქოს , იმ კარებს შიგნით ჩემი ლამაზი ბავშვობის წლები გამოვკეტე , რომელსაც არ შეეხებოდა ჩემს მოსვლამდე არავინ და ჩემი მოგონებები ხელუხლებელი დამხვდებოდა . მივდიოდით მდუმარედ და ცრემლებს ვყლაპავდი . იქ მისულს , სამეგობრო დამხვდა, რამაც გული ამიჩუყა და ტირილი ვეღარ შევიკავე. რეგისტრაცია გავიარე და ყველას დავემშვიდობე . ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ცხოვრების ახალი ფურცელი გადავშალე . ავდიოდი თვითმფრინავის ტრაპზე და იქედან გადმოვხედე ჩემებს . ვიდექი მაღალ საფეხურზე და ქარი თმებს მიფრიალებდა, თითქოს ისიც მემშვიდობებოდა, რადგან არ იცოდა აქ ,ამ ადგილას კიდევ როდის მნახავდა . გავიფიქრე , რომ ცხოვრება , აქ არ მთავრდება, ყოველი დასასრულის უკან, ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან, ახალი მიზანია. ვიდრე ცოცხალი ხარ, იცოცხლე და წინ წადი. ხელი ავუწიე საბოლოოდ ჩემებს და სულ ცოტა ხანში ჰაერში ვიყავი და კადრებად ჩამრჩა გონებაში ჩემი სამშობლოს მაღლიდან დანახული სილამაზე.
--- მომენატრები, ჩემო თბილოსო. ჩუმად ჩავილაპარაკე, თავი მივადე საზურგეს და გავითიშე.
ანამარიას საუბარი გიორგისთან.
--- პრივეტ , ანამარია , როგორა ხარ? გიორგიმ გადაკოცნა ანა.
--- პრივეტ გიო , თავად როგორა ხარ, სად დაიკარგე . სად იყავი მთელი ეს დრო . მიაყარა კითხვები გიორგის და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
--- შეუკვეთე რამე ? კითხა გიორგიმ , რომ გადახედა ანას არაფერი არ ედო წინ მაგიდაზე.
--- არა ,შენ გელოდი და დათკაც მოვა. სევდიანად უპასუხა ანამარიამ.
--- რატო მარტო დათკა? შენი დაქალი სად ბრძანდება , აღარ გვკადრულობს , რაც ევროპიდან დაბრუნდა მის შემდეგ ? ირონიულად უთხრა გიორგიმ.
--- ვინ ჩემი დაქალი გიორგი . გაოცებული შეეკითხა ანამარია .
--- თეონა , შენი დაქალი თეონა დრიაშვილი , გოგო რამ გამოგაშტერა . გაოცებული იყო გიორგი ანამარიას დაბნეულობით.
--- გიორგი , შენ ჩემი მესიჯები არ მიგიღია, არ წაგიკითხავს? უფრო და უფრო მატულობდა გიორგის გაოცება.
--- იმ ღამით კლუბში რომ შევიკრიბეთ ყველა, შენც გელოდით . ბოლო წუთამდე ქონდა იმედი თეოს , რომ მოხვიდოდი ,სულ კარებს მისჩერებოდა , მაგრამ არ მოხვედი გიორგი.
--- კარგი არ მოვედი , არ მოვედი , მაგრამ რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი , რომ ჩემი მოსვლა იყო საჭირო , ან რას აღნიშნავდით , მითხარი რა მოხდა ანა , ნუ ამოხადე სული . ამ დროს დათკაც მიუახლოვდა მათ და გაოცებული დარჩა , როცა მიხვდა , რომ გიორგიმ არაფერი არ იცოდა , თეონას წასვლის შესახებ.
--- მდააა , გასაგებია და ვხედავ , რომ შენ არ იცი არაფერი გიორგი . ამიტომ პირდაპირ გეტყვი რომ თეონა ინგლისში წავიდა სწავლის გასაღრმავებლად , სასწავლებელმა გაუშვა ერთი წლით . ამბობდა დავითი და გიორგის შიგ თვალებში უყურებდა , რადგან . აშკარად დააბნია გიორგის რეაქციამ.
--- მე არაფერი არ ვიცოდი , ან ეს , რომ გამეგო იმ საღამოს როგორ არ მოვიდოდი . არ ვიყავი თბილიში ანა.
--- სად იყავი გიორგი გყავს ვინმე , ვინც წაშლიდა ჩემს მიერ გამოგზავნილ მესიჯებს შენ რომ არ გენახა ? შეეკითხა ანა და ძალიან აინტერესებდა რას ეტყოდა გიორგი ამ კითხვაზე , რა პასუხს გასცემდა , რადგან ეს ძალიან საინტერესოც იყო და ძალიან მნიშვნელოვანიც.
--- არა , რას ამბობ .სოფელში ვიყავი, ტელეფონი ჩემს პატარა ბიძაშვილს ქონდა და ალბად იმან წაშალა მესიჯები. აქ რომ ვყოფილიყავი არ გაუშვებდი, მე მისდამი სიყვარულს გზადაგზა სანთლით ვანთებდი აქამდე , მან კი რა გამიკეთა , ანთებული სანთლები ჩამიქრო და ტკივილად აქცია . მისი უარის შემდეგ, რა არ გასვაკეთე და მაინც გამეპარა შორს. ანამარიამ და დავითამ ყურადღება გაამახვილა გიორგის ნათქვამ ბოლო სიტყვებზე და შეეკითხა ორივემ ერთდროულად გიორგის.
--- რა გააკეთე გიორგი თეონასთვის?- გიორგიმ მოუყვა ყველაფერი ანას და დავითას, ვითომ სიზმრებში ნახული ახალგაზრდა , რომელსაც თეონა სიზმრების ვამპირად იყენებდა.
--- ვაიმეეე ცუდად ვააარ , ეს შენ იყავი ? მაშ , შენ ხარ მისი სიზმრების ვამპირი? ანამარია სიცილისაგან ვეღარ ჩერდებოდა და გულიანად კისკისებდა . სამივე კარგ ხასიათზე დადგა , გაუხარდათ ის , რომ თეონას სიზმრების ვამპირი გიორგი აღმოჩნდა.
--- შენ რა გითხარი გიორგი , ეს რამ მოგაფიქრა , ასეთი სისულელე . იცი , რომ ლამის გაგიჟდა? ღამე ვეღარ იძინებდა, .ვამპირი მოვა და მეშინია ,მგონი ტუჩებიდან იწყებს ჩემს შეჭმასო . ანამარიას ,დავითაც აყვა და როხროხობდა მისი ბოხი ხმით.
---მასე მოუხდება. აბა რად მითხრა, მე შენ ვერასდროს ვერ შეგიყვარებო? გიორგიც იცინოდა .
---კარგია ეს ყველაფერი , მაგრამ ეხლა რას აპირებ , რას შვრები? ცხოვრება , გიორგი გაკეთებული არჩევნებისგან შედგება . ვირჩევთ იმ გზას , რაც გვინდა და მოგვწონს . ეს სწორია თუ არასწორი ,მხოლოდ უფალმა იცის. ცხოვრება თავად მიდის და ჩვენ არ გველოდება თუ გაუნძრევლად დადექი ერთ ადგილზე , ისე ჩაგივლის, შეიძლება ვერც კი მიხვდე შენსადგილს, ამ სამყაროში. კაცი , რომელიც უბრძოლველად დანებდება და საყვარელ ქალს გაუშვებს მისგან , ასეთი კაცი , არცერთ ქალს არ უნდა , რომ გვერდით ჰყავდეს . გიორგი , იბრძოლე და დაიბრუნე თეონა . იმის შემდეგ ,რაც შენ გააკეთე , მიკვირს როგორ მიეცი წასვლის ნება. წადი, წადი მოძებნე ,ნუთუ ვერ ხვდებოდი როგორ ძლიერ უყვარხარ ? საკუთარ თავზე ძლირადაც კი უყვარხარ გიორგი . ვერ მიხვდი , მის გამოხედვაზე? ის ხომ თვალებით გელაპარაკებოდა მის სათქმელს. ავადმყოფურად შეუყვარდი გიორგი , ის შენ გაგერიდა . რადგან ეგონა , შენ სხვა გყავდა .
--- ვინ მყავს ანამარია , ნუ გადამრიე და გამაგიჟე . ის ჩემი მამიდაშვილი იყო , ქუთაისიდან ჩამოსული , იმ ღამით რომ დამირეკა და მე ვუთხარი შენ დაიძინე , არ დამელოდო , მე დამაგვიანდებათქო . ღმერთო ჩემო , ეს გაიგონა და ამიტომ გადაწყვიტა? იეჭვიანა , ნამდვილად იეჭვიანა . გაუხარდა გიორგის , თეონას ეჭვიანობა მის მიმართ . მის სიყვარულში კი ჯერ კიდევ საბერძნეთში ყოფნის დროს დარწმუნდა , რომ ავადმყოფურად და გიჟურად უყვარდა თეონას გიორგი.
---ჩვენი ეს სიშორე საჭირო იყო მეგობრებო, რადგან უფრო მივხვდით ორივემ რომ ჩვენში, ჩვენზე დიდი არის ჩვენი გრძნობა ერთმანეთის მიმართ. დედამიწა ასეა შექმნილი ჩემო კარგებო, ის თავისთვის ბრუნავს და ჩვენც დავაბიჯებთ ნელ-ნელა ზედ და შეჩერება არ შეგვიძლია. აუტანელი ადამიანი ვარ, არ ვიყავი ასეთი დავითა. მაგრამ თეონას უარმა, რომ მან ის სიტყვები მითხრა ფოცხვერად მაქცია. არ ვნანობ ჩემს ამ ნაბიჯს, დავრწმუნებული ვარ უკვე დიდი ხანია, რომ თეონას ის დიდი და უზარმაზარი, უთქმელი და უპასუხო სიყვარული კლავს და ანადგურებს, როგორც მე გავნადგურდი მაგის უარით.მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს და აუცილებლად დავიბრუნებ,მე ვერ ვიცხოვრებ მისგან დიდი ხნით შორს.
--ეეეხ ჩემო გიორგი, ცხოვრება ჯერ წყნარად მიედინება და შემდეგ დიდ აზვირთებულ ტალღებს ემსგავსება. თუ ვერ შეძელი ამ ტალღების გადაცურვა, ჩაგითრევს და ჩაგძირავს სიღრმისკენ, საიდანაც ვეღარასოდეს ვეღარ ამოხვალ და თქვენ ძვირფასებო ორივე ჩაძირულები ხართ, არათუ ზღვის ფსკერზე სიღრმეში, არამედ სიყვარულის მორევში და მის ტალღებში დაცურავთ ორივე, მაგრამ ცალ-ცალკე და არა ერთად. უნდა იბრძოლო, რომ ამ ძლიერ ტალღებს ორივემ ერთად გაუმკლავდეთ. გესმის შენ? ტყუილად ვილაპარაკე მგონი ამდენი, ეს სხვა სამყროშია გადასული. ხელი აუქნია თვალებთან დათკამ გიორგის.
---აქ ვარ აქ და გისმენ დავითა. თქვენი დახმარება მჭირდება. ნუ მე კი გავიგებ მივალ ქეთისთან და ზურაბთან მაგრამ, თეონას ყოველდღიური ცხოვრების გეგმა მინდა. მინდა ვიცოდე მისი ყოველი ნაბიჯი და სხვას მე მივხედავ. ჯერ აქეთ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი კომპანიაში და მერე მაგ საკითხს. მანამდე არ გინახივართ, არ იცით სად ვარ და რას ვაკეთებ გესმით? მომყვებით და ხართ ჩემს გვერდით? გადახედა ღიმილით გიორგიმ მეგობრებს.
---მოგყვებით გიორგი და ყველაფერს ერთად დავგეგმავთ. პირობა მიცა მეგობრებმა და დაიშალენ.
დრო მიდის და ახალგაზრდობაც ისე მიაქვს ჩვენი , არც კი გვეკითხება . გარეთ ლამაზად თოვს, დიდი თეთრი და ფაფუკი ფანტელები ცვივა ციდან მიწაზე და გადათეთრებულია ირგვლივ ყველაფერი . ძალიან ლამაზია , ისე როგორც ზღაპარში. გიორგიმ თეონას ყველა კოორდინატები გაიგო და ძალიან ადვილად მიაგნო იმ ციხე სიმაგრეს ,სადაც თეონა ცხოვრობდა . ახალი წელიც მოახლოებულიყო და სტუმრად თეონას მშობლებიც ეწვია დაპირებისამებრ . ტკბებოდნენ , მონატრებული შვილის ფერებით ზურაბი და ქეთი . ხელის კანკალით მისცა კარებზე ზარი და კარი ჭაღარათმიანმა , ასაკოვანმა მამაკაცმა გაუღო რომელმაც ვერ იცნო სტუმარი და შეეკითხა :
--- უკაცრავად ,თქვენ გელოდებიან?
--- მე თეონასთან ვარ , საქართველოდან ჩამოვედი , მის სანახავად . გაბედულად უთხრა გიორგიმ ან რა ქონდა დასამალი.
--- თეონა არ არის ყმაწვილო სახლში , ამ წუთში . უთხრა , ჭაღრათმიანმა გიორგის , რამაც ის ძალიან დააღონა.
--- დააგვიანდება ? აუცილებლად უნდა ვნახო , ეს ძალიან მნიშვნელოვანია . გიორგი , იმედიანი თვალებით შეჩერებოდა თბილად მომღიმარ მამაკაცს.
--- მგონი მოდის , მშობლებთან ერთად , ქალაქში არიან გასულები . მათ საუბარში, ასეთივე ჭაღარა თმიანი მანდილოსანი ჩაერია . ამ საუბარში კარებში თეონა შემოვიდა მშობლებთან ერთად და გიორგის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა . ჯერ ტუჩებზე იკბინა , ყველას შეუმჩნევლად , მაგრამ ქეთის ვერ გამოაპარა მისი ეს რეაქცია , რომელსაც ეშმაკურად გაეცინა . უყურა გიორგის მდუმარედ და შემდეგ გაბრაზებულმა უყვირა.
--- შენ აქ რა გინდა , რას აკეთებ?... თან მუშტები ქონდა სიბრაზისგან შეკრული . გიორგიმ არ მიაქცია მის გაბრაზებულ სახეს ყურადღება და იქვე მდგარ ქეთის და ზურაბს მიუბრუნდა , რომლებსაც ძალიან უხაროდათ გიორგის დანახვა . მათ ხომ ის ძალიან უყვარდათ და უნდოდათ სიძედ.
--- ქ-ნო ქეთევან , ბ-ნო ზურაბ , თქვენ კარგად იცით , მე თეონა როგორ მიყვარს , ძალიან გთხოვთ , გაგებით მოეკიდეთ ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზს და ჩემს თხოვნას . ჩამოვედი , იმისთვის , რომ ჩემი საყვარელი ქალი არ იყოს ასე შორს ჩემგან და გთხოვთ თქვენი ერთადერთი ქალიშვილის ხელს !
--- არა , არა და არა . ჩემი ყურით გავიგონე როგორ უთხარი : ,, დაიძინე პატარავ არ დამელოდო დამაგვიანდებაო '' და თან ტყუილიც უთხარი : ეხლა შეკრებაზე ვარ და ვერ დაგელაპარაკებიო''. მექალთანევ , აქ რისთვის მოხვედი . ბობოქრობდა თეონა , გიორგი კი იდგა და სიცილს ძლივს იკავებდა , ასეთ გაცეცხლებულ და ეჭვებით სავსე თეონას რომ ხედავდა . ახლა უნდოდა ხელში აეყვანა და ის გაბრაზებული სახე კოცნით დაემშვიდებია , მაგრამ თავადაც გაბრაზებული სახე მიიღო და მკაცრად უთხრა . არ აინტერესებდა ახლა რას ეტყოდა თეონას იქვე მდგარი ზურაბი და ქეთი ,რომ მოისმენდნენ მის სიტყვებს . წარმოიდგინა რომ თეონას წინ მარტო იდგა და მხოლოდ ისინი იყვნენ , მხოლოდ ორნი მის მიერ შექმნილ სამყაროში.
--- თეონა , შენ ჩემი სიყვარული ხარ . ჩემი ნათელი ოცნება , მხოლოდ , შენ ერთი ხარ , ამ ჩემს სიყვარულით ანთებულ გულში . მე შენს წინაშე მუხლებზეც დავდგები და თუ დამჭირდა ასე გთხოვ პატიებას . მხოლოდ შენთვის და მარტო შენთვის, გავაკეთებ ამას . შენ ხარ ჩემი მუსიკა და შენ ხარ ჩემი ჯადოქარი . ხო , ჯადოქარი ,რადგან ბავშვობიდან დღემდე მომაჯადოვე . არ შემიძლია , მე შენზე უარი ვთქვა , რადგან ჩემი გული მხოლოდ შენთვის სუნთქავს , თვალს გავახელ - შენ ხარ ,თვალს დავხუჭავ - შენ ხარ, ყველგან - შენ ხარ , სადაც მე ვარ . გულში მყავხარ , გულით დაგატარებ და ამ გულს ვერ ვუბრძანებ საყვარელო , რომ შენს სიტყვას დავუჯერო და დაგივიწყო , აქ იმისთვის ჩამოვედი , რომ უკვე საშინელებაა უშენობა და ვერ ვძლებ ჩემი იდუმალი ქალის გარეშე.
--- რა? შენ რა სიტყვა თქვი ახლა, იდუმალება? ღმერთო ჩემო , შენ,შენ ხარ ის მანიაკი და ვამპირი? არ დაფიქრდა ისე წამოიყვირა, რომ ყველა გაიგონებდა , მაგრამ პირზე აიფარა უცებ ხელი , რომ არ დაენახა გიორგის როგორ გაუხარდა . ცდილობდა დაემალა ეს სიხარული , მაგრამ გიორგიმ მოასწრო და შეხედა მის კმაყოფილ და ბედნიერ თვალებს.
---რა ხდება აქ , რა ვამპირი და მანიაკი, რა იდუმალება .... შეგიძლიათ ამიხსნათ , თქვენ ორი , რა საიდუმლო სიტყვებს ურტყამთ ერთმანეთს? წყვილის საუბარში ზურაბი ჩაერია ცოტა გაბრაზებული სახით.
--- შენ ნუ ჩაერევი,თავად მოგვარდებიან . ხელი მოკიდა ქეთიმ და გაარიდა წყვილს , განრისხებული ზურაბი .
--- თეონა , ახლა მაგის გარკვევის დრო არის , რატომ გითხარი ეს სიტყვა ? იქნებ დაფიქრდე და მიხვდე , რომ არის რაღაც კავშირში ჩვენ ორთან , რაღაც იდუმალი გრძნობა - ჰა? ეს მერე გავარკვიოთ . ახლა კი , აქ მოდი და ჩემს გვერდით დადექი, ცოლობა უნდა გთხოვო შენი მშობლებლების თანდასწრებით.
--- არა, არა, არა. მე არ მიყვარხარ . გაჯიუტდა თეონა.
--- არც გაბედო და ეს სიტყვა , არც გაიმეორო და არა მარტო თქვა, გონებაშიდაც არ გაიფიქრო . გაბრაზდა გიორგი და მიუახლოვდა ,თვალებში ჩახედა და ყურში კი ჩასჩურჩულა : ყველა თითოეულ სიტყვას აქ ავაჟღერებ , რასაც მეუბნებოდი ძილში . თეონამ გაბრაზებულმა შეხედა გიორგის და გიორგიმ გამარჯვებულად თვალი ჩაუკრა და ტუჩებით კოცნა გაუგზავნა , რამაც თეონას ტანში გააჟრიალა.
--- მაგ ამბებზე შემდეგ ,შენ კიარა მე დაგელაპარაკები, მაგრამ ახლა მაინც არ მიყვარხარ . თავის სიჯიუტეს არ თმობდა თეონა.
--- კარგი , ეხლა აღიარე , რომ გიორგი გიყვარს . რომ შეხედე ტუჩები ლამის მოიჭამე სიხარულისგან . მე შეგხედე , არ უარყო თეონა ,აი ამ ჩემი ორივე თვალით , უთხრა ქეთიმ თეონას და გიორგის თვალი ჩაუკრა . გიორგის დიდი იმედი მიეცა და თეონასთან ბრძოლა გააგრძელა.
--- დედაააააააა, ამის არცერთი სიტყვა არ დაიჯეროთ . თვალებგაფართოებულმა თეონამ უთხრა დედას.
--- მოიცადე და შენ უარყოფ რომ გიყვარვარ? გაოცებული სახით მიჩერებოდა გიორგი თეონას და პასუხს ელოდა.
--- არა , ხო , კი . ვუარვყოფ დიახაც . დაიბნა თეონა და აბლუკუნდა . რამაც იქ მყოფთა სიცილი გამოიწვია.
--- ჩამოყალიბდი და ისე თქვი , კი თუ არა . სიცილით უთხრა გიორგიმ.
--- თეონა , გაჩუმდი აღარაფერი თქვა . რაც აქ ხარ ღამეები არ გძინავს , ტირიხარ და თუ ჩაგეძინა გიორგის ეძახი ძილში . სიყვარულით თუ არ გიყვარს , როგორც ამბობ მაშინ , რატომ ეძახი ძილში? გამომცდელად შეხედა ზურაბიმ შვილს.
--- ძილში მე არ ვიცი რას ვაკეთებ და დედაააა, მამაააა ვის მხარეს ხართ თქვენ გამაგებინეთ , მე თქვენი შვილი არ ვარ ? მიუბრუნდა გაბრაზებული თეონა მშობლებს.
--- ჩვენი შვილი ხარ საყვარელო , ჩვენი ერთადერთი სიხარული , მაგრამ ჩვენ სიყვარულის მხარეს ვართ . ღიმილით უთხრა ზურაბმა შვილს.
--- ქეთი დეიდა , ზურა ძია , დიდი ბოდიში ამ აურზაურისათვის ,მაგრამ კიდევ უნდა გითხრათ, რომ მე მიყვარს ეს პატარა თავნება გოგო და ბრძოლის ველს არ ვთმობ . თქვენ კი ძალიან გამახარებთ თუ თქვენგან დალოცვას მივიღებთ . უთხრა გიორგიმ ქეთის ზურაბს.
--- ღმერთო ჩემო , არა, არა, არა, არ მინდააააა. ყვიროდა თეონა და მის ყვირილს კი არავინი არ უსმენდა , რადგან იმ არას მიღმა , ძალიან დიდი ვნებიანი სიყვარულით იმალებოდა .
--- გიორგი , ჩვენ თანახმა ვართ და პატივს ვცემთ თქვენს სიყვარულს , მარტო იმისთვის , რომ ამხელა გზაზე ჩამოდი , შენი სიყვარულის დასაბრუნებლად.
--- რა ჯანდაბა ხდება , მე უარზე ვარ და თქვენ მიყვებით? ყვიროდა თეონა რადგან ჯერ კიდევ არ გადაევლო სიბრაზეს.
---ჩვენგან დალოცვილები ხართ შვილებო , მთავარია თავად პატარძალი შემოირიგო და მოგვცეს უფლება ქორწილისთვის მზადება დავიწყოთ . სიცილით უთხრა სასიძოს ქეთიმ.
--- თეონა , ახლა თეონასკენ მიბრუნდა გიორგი.
--- არ მესმის , ყრუ ვარ , გაგულისებული საუბრობდა თეონა.
--- თეონააა.თავის პოზიციას არ თმობდა გიორგი.
--- ???
--- თეონა.
--- ???
--- თეონა .სიყვარული თუ ცოდვად ითვლება, დაე ვიყო მე ცოდვით სავსე და ამ ცოდვებთან ერთად მე სულს შენი სიყვარული დამიმძიმებს . თეონამ ცრემლიანი თვალებით გახედა , მაგრამ მაინც არ დათმო მისი პოზიცია. თეონა ყველაფერი მაქვს შენთვის ნათქვამი და ახლა მხოლოდ შენი თანხმობა მჭირდება .მუხლზე დადგა და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო . საყვარელო , მინდა მთელი ცხოვრება ვისმინო შენი ჭირვეულობა და ვუცქირო შენს სიბრაზისგან ანთებულ თვალებს , რომლებიც უფრო დიდ სიკაშკაშეს აძლევს შენს სახეს . თეონა გახდები ჩემი ცოლი? იქნები სიკვდილამდე ჩემს გვერდით და ასე მომიშლი ნერვებს? ბოლო სიტყვა ღიმილით უთხრა გიორგიმ.
--- არა, არც იოცნებო.
--- კი. ოცნება არ მიყვარს, რეალობა უკეთესია.
--- არა.
---კი,კი,კი.მინდა შემაწუხო შენი წუწუნით.მაინც ჩემი გახდები და ვიქნებით ორი იდუმალი არსება ერთ გულში . დაიღალა ამდენი ყვირილით და თამაშით . თამაშით რომელითაც არ გამოუვიდა არაფერი და ბოლოს მაღლა , ორივე ხელებ აწეული და ძალა გამოცლილი დათანხმდა.
--- კარგი ჯანდაბას , შენ მოიგე . მე ხელს გკიდებ , მაგრამ დამპირდი , რომ არასოდეს არ გამიშვებ ხელს.
---არასოდეს საყვარელო . ბედნიერებისგან ანთებული თვალებით მოეფერა გიორგი.
--- ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო და ჯობია ახლავეს დავიწყოთ რაღაც,რაღაცეების ახსნა .
--- ვიცი და მზად ვარ.მხოლოდ ჯერ გარეთ გავალ, რომ კარგი ადგილი მოვძებნო, დიდი ჯვარი რომ დავასო.
--- ჯვარის დასობა რად გინდა ? გაუკვირდა თეონას.
--- იმას რასაც მე მოგიყვები და შენ გაიგონებ , ვიცი რომ ჯვარზე გამაკრავ და კარგია თუ აქედანვე შევარჩევ ადგილს.არაფერი არ მკითხო , უბრალოდ ეს ასე მოხდა და არც ვნანობ.გიორგიმ ყველაფერი მოუყვა თეონას რა,როგორ დაგეგმა და უფრო მეტიც , ეს ყველაფერი თვით ბ-ნმა ზურაბმა და ქ-ნმა ქეთევანმა იცოდა და ხელი შეუწყო ორივემ ერთად საყვარელ სასიძოს . გაოცებული დარჩა თეონა ამ ყველაფრის მოსმენით და გულში პირობა დადო,რომ მშობლებს ვერ დახოცავდა,მაგრამ ხრისტოს მძინარეს დაახრჩობდა . ეს მუდო კაცი როგორ ცოდნია ყველაფერი თავიდანვე და არც მინიშნებით არ უთხრა არაფერი.
--- ეს ყველაფერი კარგი , მაგრამ მაინტერესებს , როდის მითხარი სიმართლე . თვალი რომ ამიხვიე და გამარიდე ხმაურს ? თუ , ქალაქს რომ გადავყურებდი ღამის სიმყუდროვეში . რომელი ღამის სიზმარი იყო სიმართლე , მხოლოდ რეალური სიმართლე გიორგი . და რატომ ვითიშებოდი ასე შენთან ყოფნისას.
--- მარტო მაგ კითხვებზე გაინტერესებს პასუხი და სხვა არაფერზე?
--- დიახ , მინდა ვიცოდე ამ კითხვების პასუხი, რომ ცხოვრება გავაგრძელო . არ იმჩნევდა სიხარულს და თითქოს გაბრაზდა და გაბრაზებული თხოვდა პასუხს . მიუხვდა გიორგი თამაშის წესებს , ან რას გამოაპარებდა , ის ხომ თეონას ბავშვობიდან იცნობს და იცის როდის ამბობს ტყუილს და როდის მართალს.
--- თავად პრინცესას როგორ უნდა რომ ვუპასუხო ? რომ ვუთხრა ყველა ის სიტყვები და ის ქმედებები , გულიდან მოდიოდა და გულის კარნახით ვაკეთებდი და ვამბობდითქო , რას მეტყვის ან რას მოიმოქმედებს? ველოდები სასჯელს . მე , მზად ვარ ყოველგვარი სასჯელისთვის. თვალებში ვუყურებდი გიორგის , ახლოს მიუახლოვდი .ხელები კისერზე შემოვხვიე და ვუთხარი.
--- ხოდა . აი ეს არის შენი სასჯელი.მოვითხოვ რომ მაგრად ჩამეხუტო , ისე მაგრად რომ შენგან წასვლა რომ არ მომინდეს , ყოველი დილა შენს გვერდით მინდა გავიღვიძო და შეგიგრძნო , მთელი დღე , შენი სურნელი რომ მენატრებოდეს , ღამე შენივე მონატრებული სურნელი მათრობდეს და მთიშავდეს . მე მხოლოდ შენი მინდა რომ ვიყო , მე მხოლოდ , შენთან მინდა.
--- მეც მინდა დილა შენი ლამაზი თავალების ყურებით დავიწყო , რომელიც , მხოლოდ ბედნიერებას გამოასხივებს. დილის აისის მხოლოდ შენთან ერთად მინდა შევხვდე , ჩემო იდუმალებავ .
--- მეც, მხოლოდ შენთან ერთად შევხვდები დილის განთიადს, დილის ლამაზ აისს და საღამოს ასეთივე ლამაზ დაისს , მთვარიან ღამესაც , ვარსკვლავებს შენთან ერთად დავითვლი , მხოლოდ შენთან ერთად ჩემო იდუმალო მანიაკო . გულში ჩამიხუტა და ასე ჩახუტებული მიმიყვანა მანქანასთან, არც შევეკითხე სად მიდიოდა , მე მას მივენდე მთელი არსებით.ბედნიერებისაგან თითქოს ვანათებდი , არ შემეძლო , ვერ ვმალავდი ჩემში ამდენი ბედნიერების დაფარვას. მანქანა ერთერთ სასტუმროსთან მიიყვანა და იქაც ჩახუტებული შემიყვანა . მეშინოდა , მაგრამ მისგან წამოსულმა სითბომ მომაჯადოვა . მეც მოვხვიე ხელები , მის სხეულზე მიმიკრა და ძალიან ნაზად მაკოცა .მეც ავყევი კოცნაში და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა . ძალიან თბილი იყო მისი მოფერება, რომელიც ჭკუას მაკარგვინებდა და მისი დაკუნთული შიშველი სხეული,მთელ ტანზე სასიამოვნოდ მეხებოდა. კოცნებით გამაბრუა, იმდენად ნაზი იყო , რომ ფერებით დამავიწყა ტკივილი . ვერ ვიკავებდი და ვკვნესოდი.ჩემს კვნესაზე კი ის უფრო გიჟდებოდა და უფრო ძლიერად , მომთხოვნად მკოცნიდა ტუჩებში . როგორც იყო , ჩაცხრა მოძალებული ვნებები. ვიწექით და ერთმანეთს უხმოდ ვეფერებოდით. ამ ფერებაში ჩამეძინა მის გულზე თავდადებულს . დილით რომ გავიღვიძე ჩემს გვერდით საწოლი ცარიელი დამხვდა , რამაც ძალიან დამწყვიტა გული და ტირილი დავიწყე . ცოტა ხამში კი , ისევ მომიწვა გვერდით და გაკვირვებულმა მითრა : --- რა გატირებს ჩემო სიხარულო.
--- მეგონა , ჩემმა მანიაკმა მიმატოვა , მარტო დამტოვა და წავიდათქვა .
--- არასოდეს , არასოდეს არ იფიქრო ეს სისულელე მეორედ . ჩემი ტელეფონი ახმაურდა და უნომროდ შემოსულმა ზარმა გამაკვირვა..მეც გავხსენი და ვუპასუხე უცხო ნომერს.
---გისმენთ.
--- ტეონა , როგორა ხარ , შენ მანიაკთან ერთად?
-- ხრისტული როგორ გამახარე,შე საზიზღარო, საძაგელო . იცოდე ვერ გადამირჩები . ხრისტო ხარხარებდა და უფრო მახელებდა მისი მხიარული ხასიათით . გიორგიმ ტელეფონი გამომართვა და უთხრა რომ ორ კვირაში , საქართველოში ველოდებოდით ქორწილში. მართლაც , ძალიან ლამაზი ქორწილი გადავიხადეთ , ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად ვიწრო წრეში და არც ბერძენი მეგობრები არ დამვიწყებია . დღეს , 4 თვის ფეხმძიმე ვარ და პატარა პრინცესას ველოდები , ჩემი საყვარელი , იდუმალი ვამპირისაგან .
ე პ ი ლ ო გ ი .
ნათქვამია : “ ვინც მოითმენს ის მოიგებსო ... “ შეიძლება ეს მართალიცაა ,მაგრამ სიყვარული რომ ძალიან ბევრ მსხვერპლს მოითხოვს , არც ეს არ უნდა დაგვავიწყდეს . ჩემგან კი , მან სულიერი სიმშვიდე მიიღო მსხვერპლად , მაგრამ ამ მოთმინებამ და იდუმალმა სიყვარულმა , მე ცხოვრება მასწავლა .დრო გავიდა მას შემდეგ და ამდროის მანძილზე არ შეცვლილა ხრისტულის იუმორი და ჩემი იდუმალი სიყვარული . ვითმინე , ვეძებე , ველოდე და ვიპოვე ჩემი ადგილი ცხოვრებაში . ის , ჩემს გვერდითაა და არა ოცნებებში . ჩემი ღამის იდუმალი მანიაკი. ჩემი ,,ი დ უ მ ა ლ ე ბ ა''.



№1 სტუმარი Teo...

Pirvel rigshi vetyvi rom dzalian gamexarda sheni nikis danaxva. Dzalian momewona es idumaleba.gtxov didxans nu agvianeb xshirad were imito rom dzalian kargad wer.warmatebebi

 


№2 სტუმარი რომა

ველოდები კიდევ უფრო საინტერესო ნაწარმოებებს

 


№3 მოდერი zia-maria

Teo...
Pirvel rigshi vetyvi rom dzalian gamexarda sheni nikis danaxva. Dzalian momewona es idumaleba.gtxov didxans nu agvianeb xshirad were imito rom dzalian kargad wer.warmatebebi

როგორ გამახარე,რომ აეთი ლამაზი სიტყვებით სავსე კომენტარი რომ დამხვდა.ძალიან დიდი მადლობა საყვსრელო ამ ლამაზი და სასიამოვნო სიტყვებისთვის.ისტორიის ხშირად დადებას კი რაც შეეხება ვეცდები რომ ხშირად გავახარო ჩემი საყვარელი და ერთგული მკითხველი. love

რომა
ველოდები კიდევ უფრო საინტერესო ნაწარმოებებს

love შემოგევლე,ჩემი დიდი სტიმული ხარ რომა.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

აი, რაღაცეები ხომ ვიცოდი, მაგრამ ეს ძალიან მაგარი იყო. ყოველგვარ მოლოდინს გადაააჩარბა.
იმდენი ემოცია იდო თითოეულ თავში, აბზაცში. სიყყვაში რომ შეუძლებელი იყო თავი არ დაგეკარგა, რომ ეს ძალით შეკოწიწებული თავისუფლება ერთი ხელის მოსმით დაგენგრია. თავი დაგეკარგა და ვნებათაღელვას მიცემოდი. მახარებს შენი ყოველი ახალი ისტორია.
წარმატებები. და გაგვანებივრე ახალი ისტორიებიით სუულ... აბა შენ იციი...
ველოდები შემდეგს...
და იცი როგორს? ჯერ რომ არ დაგიწერია...
განსხვავებულს, გამაოგნებელს და გასაოცარს.

 


№5 სტუმარი დალი

მართლაც , რომ ცხოვრების , ლამაზი ისტორიაა აღწერილი .... სახელწოდებაც , ისე კარგად არის შერჩეული “ იდუმალება “ . მზიკო , ისე ლამაზად ასახავ უცხო ქვეყნის სილამაზეს , ადგილმდებარეობას , ბუნების მშვენიერებას , ადამიანების სიკეთეს , მათ ცხოვრებას ... ხრისტოს პერსონაჟი , რა დიდებული ახალგაზრდაა , როგორი სათნო და ერთგული , უცნობი ქვეყნის შვილების სიყვარულის ხელის შემწყობი ... იცი , რა მიხარია ? ახალგაზრდების კეთილი დამოკიდებულება , სპეტაკი , სუფთა , ლამაზი სიყვარული , მეგობრობის - ერთმანეთზე მზრუნვა , რომელიც სამაგალითოა და მისაბაძი . დიდად ვისიამოვნე , ამ ნაწარმოებით , მისი კარგი დასასრულით ... რა , კარგი იქნებოდა , ყველა ახალგაზრდების ისტორიები , ასე ზრაპრულად , კეთილად და ბედნიერად დასრულდებოდეს , როგორც აქ არის გადმოცემული ...

 


№6 მოდერი zia-maria

terooo
აი, რაღაცეები ხომ ვიცოდი, მაგრამ ეს ძალიან მაგარი იყო. ყოველგვარ მოლოდინს გადაააჩარბა.
იმდენი ემოცია იდო თითოეულ თავში, აბზაცში. სიყყვაში რომ შეუძლებელი იყო თავი არ დაგეკარგა, რომ ეს ძალით შეკოწიწებული თავისუფლება ერთი ხელის მოსმით დაგენგრია. თავი დაგეკარგა და ვნებათაღელვას მიცემოდი. მახარებს შენი ყოველი ახალი ისტორია.
წარმატებები. და გაგვანებივრე ახალი ისტორიებიით სუულ... აბა შენ იციი...
ველოდები შემდეგს...
და იცი როგორს? ჯერ რომ არ დაგიწერია...
განსხვავებულს, გამაოგნებელს და გასაოცარს.

ჩემი te-ro როგორ მიხარია რომ ასეთი ლამაზი სიტყვები წავიკითხე.მართლა არ ვიცოდი რა გამოვიდოდა,მაგრამ რაღაც გამოვიდა.უკეთესიც შეიძლებოდა,ვეცდები და ვცდილობ შემდეგი ისტორია იყოს ისეთი განსხვავებული და საინტერესო, როგორიც შენ და სხვა ჩემს მკითხველს გაახარებს.მადლობა რომ ჩემთან ხარ,დასაწყისიდან დასასრულამდე.

დალი
მართლაც , რომ ცხოვრების , ლამაზი ისტორიაა აღწერილი .... სახელწოდებაც , ისე კარგად არის შერჩეული “ იდუმალება “ . მზიკო , ისე ლამაზად ასახავ უცხო ქვეყნის სილამაზეს , ადგილმდებარეობას , ბუნების მშვენიერებას , ადამიანების სიკეთეს , მათ ცხოვრებას ... ხრისტოს პერსონაჟი , რა დიდებული ახალგაზრდაა , როგორი სათნო და ერთგული , უცნობი ქვეყნის შვილების სიყვარულის ხელის შემწყობი ... იცი , რა მიხარია ? ახალგაზრდების კეთილი დამოკიდებულება , სპეტაკი , სუფთა , ლამაზი სიყვარული , მეგობრობის - ერთმანეთზე მზრუნვა , რომელიც სამაგალითოა და მისაბაძი . დიდად ვისიამოვნე , ამ ნაწარმოებით , მისი კარგი დასასრულით ... რა , კარგი იქნებოდა , ყველა ახალგაზრდების ისტორიები , ასე ზრაპრულად , კეთილად და ბედნიერად დასრულდებოდეს , როგორც აქ არის გადმოცემული ...

მადლობა დალი დეიდა აღფრთოვანებული ვარ თქვენი ლამაზი და თბილი კომენტარით.კუნძული ,,მიკონო-ს'' ასეთი აღწერა და ლამაზად გადმოცემა,სწორედ რომ ხრისტოს გაბრიელ-მორაგიანის დამსახურებაა და ის რეალური პერსონაჟია ამ ისტორიაში.თქვენ კი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემო ერთგულო მეგობარო და მკითხველო.

 


№7 სტუმარი Nino kvirikashviloi

Chemooo mshia..zxovrebiicc ertii ictoriia ..icee lamasadd gaqqvcc gadmoozemuuli..roomm emoziicc gsreshee ardheizlebaa zaikitxocc adamiannma..vgrznobdii.....kiara da suctadd ace mindoda ecc lamasii ixtoriia acee lamasadd daccruulebuulikoo...netas zxovrebashizzkvela shekvarebuuli zkvilicc ictoria acee lamazadf dacruuldech..
Gotxrsdf cimartlee emooziebifann jer kidevv vergamovculvarr.....magaria da gilozavv cakvareloo ..kidevv velodebii axalcc...

 


№8 მოდერი zia-maria

Nino kvirikashviloi
Chemooo mia..zxovrebiicc ertii ictoriia ..icee lamasadd gaqqvcc gadmoozemuuli..roomm emoziicc gsreshee ardheizlebaa zaikitxocc adamiannma..vgrznobdii.....kiara da suctadd ace mindoda ecc lamasii ixtoriia acee lamasadd daccruulebuulikoo...netas zxovrebashizzkvela shekvarebuuli zkvilicc ictoria acee lamazadf dacruuldech..
Gotxrsdf cimartlee emooziebifann jer kidevv vergamovculvarr.....magaria da gilozavv cakvareloo ..kidevv velodebii axalcc...

მადლობა ნინიკო,გაიხარე საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი Leni

გამარჯობა ყველას, მე მქვია ლენი გერმანიიდან და მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გაგიზიაროთ ჩემი ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ დააბრუნა დიდმა დოქტორმა ოკპამ ჩემი შეყვარებული თავისი ძლიერი შელოცვით 24 საათის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული კვლავ დამიბრუნდა მას შემდეგ, რაც მან 2 წლით მიმატოვა. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც ის ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა. მე ნამდვილად მინდა მადლობა გადავუხადო დიდებულ დოქტორ ოკპას ჩემი ბედნიერების აღდგენისთვის და ძალიან დიდი ღიმილი ჩემს სახეზე. თუ ვინმეს აქვს მსგავსი პრობლემები სასიყვარულო ცხოვრებაში, გირჩევთ, დრო არ დაკარგოთ და დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს ოკპას და ის აუცილებლად აღადგენს თქვენს ურთიერთობას ან ქორწინებას. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დოქტორ ოქპას ელფოსტით: [email protected] ან whatsapp: +27653527813.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent