შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამსახურებული ... (სრულად)


30-06-2016, 23:45
ავტორი D-roni
ნანახია 38 609

- მარიამ კალადბურთზე მივდივართ თუ ბიჭებზე სანადიროდ ? - თვალები მოვუჭუტე დაქალს და თავი ოდნავ გადავხარე გვერდით.
ლომთათიძემ მიყურა , მიყურა და ბოლოს ტუჩი მოიკვნიტა.
- გიყურებ და ვერ ვხვდები , რაზე წაგკბინო ! - თმაზე ხელი გადაისვა და შორტი გაისწორა. - ვაიმე ლილე ! - შესძახა და გულზე ხელი მივიდე.
- რუპორი დაიჭირე ხელში ! - შევუბღვირე და შეშინებულმა ღრმად ჩავისუნთქე.
- ვაიმე ! შენ არ იცი მე რა მაქვს ! - კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში და გარდერობისკენ გაემართა .
- კაცს მიმალავ ? - ფხუკუნით ვკითხე და თვალებმოჭუტული დავაკვირდი წითელ მაისურს , რომელიც სავარაუდოდ კალადბურთის უნდა ყოფილიყო.
- კაცს არა .... მაგრამ მგონი შენ გიყვარს ასეთი სპორტული მაიკები , წინაზე რომ ვიყავით კალადბურთელს დარჩა სკამზე , ხო და მე დავავლე ხელი და წამოვიღე ! - აღტაცებულმა მომაჩეჩა და მეც თვალებმოჭუტულმა ავათვალიეე მაისური.
- ყიფიანი 7 . - დაბნეულმა ამოვიჩურჩულე და კმაყოფილმა მოვიზომე სარკის წინ . - მხატავს ხო იცი შენ ? - ღიმილით დავისვი თითები და უკანიდან დავაკვირდი წარწერას.
...
თამაშს ჩართული და დაძაბული ვადევნებ თვალს.
გვერდით ვიხედები და თვალები მიშტერდება.
ისეთი საყვარელი ბიჭი უზის , სავარაუდოდ დედიკოს კალთაში , რომ თვალები მიბრწყინდება.
უცებ მარიამის ხმა მესმის , რომელიც ბოლო ხმაზე კისკისებს და ბავშვიც გაოგნებული უყურებს დედას.
- დედა , ამხელა ხმაზე მამა როხროხებს მარტო ! - თვალებმოჭუტული ათვალიერებს ჩემს დაქალს და მომენტალურად სცდება ჩემს ბაგეებს ფხუკუნი.
- აუ მაგარი ბავშვია ! - სიცილით ვუსვამ პატარას თავზე ხელს და ისიც რწფელი ღიმილით მიღიმის.
- ვაა , ჩვენიანების მაისური გაცვია ? -ერთ-ერთი გოგონა მიბრუნდება და სახეზე რაც კი ნაკვთი მაქვს , ჩემი დასკვნით მომსახურებიდანაა გასული.
- მ ... მე ? - დაბნეული ვითითებ საჩვენებელი თითით საკუთარ თავზე და თავს "მოგკლავს" მზერით ვაბრუნებ მარიამისკენ.
- ხო ... აბა შებრუნდი ! - ინსტიქტურად ვბრუნდები და უკნიდან გამაყრუებელი სიცილი მესმის .- ვაიმე ბოდიში , უბრალოდ ... - თავის მართლებას იწყებს გოგონა , მაგრამ ღიმილით ვაწყვეტინებ და ვანიშნებ , რომ სერიოზული არაფერია.
ლაპარაკს ისე ვაბავთ , რომ გონს ვერც კი მოვდივარ.
თამაში მთავრდება , აშკარად ჩემს გვერდით მსხდომებსაც არ უკვირთ , რომ "მათიანები" იგებენ.
თითქმის მთელი გუნდი მათკენ მოდის და მეც ფეხზე ვდგები.
მარიამისკენ ვტირალდები და ხმადაბლა ვჩურჩულებ.
- დროზე გავასწოთ , სანამ რომელიმემ დაინახა რა მაცვია ! - თვალები ვუბრიალე და ძალით გაკრეჭილი დავიძარი უკანსვლით.
ვგრძნობ , როგორ ვეჯახები ვიღაცის მკვრივ სხეულს და მომენტალურად მეწყება კანკალი.
ვიღაცის სუნთქვას ვგრძნობ ყურთან და თვალები მენაბება.
- როგორ გიხდება ჩემი ფორმა , მეც არ ვთქვი სად წავიდაქო ? - თითქოს თავისთვის ლაპარაკობს ბოხი ხმა და მეც მომენტალურად ვხრი თავს ქვემოთ.
თითქოს ყველა ჩუმდება და მეც ენა პირში მივარდება.
პირში მივარდება ... ან მუცელში .
ან საერთოდ მივარდება ... სად მივარდება ...
უკვე ვბოდავ!
ოღნდ ახლა ავვორთქლდე მეტი არაფერი მინდა !
თავზე თითებს ვისვამ და ვგრძნობ , როგორ მაბრუნებს სხეული თავისკენ წელზე მოხვეული ხელით .
დამფრთხალი ვუსწორებ მზერას და პირს რაღაცის სათქმელად ვაღებ , თუმცა ვხვდები , რომ ვერაფერსაც ვერ ვიტყვი და კოპებშეყრილი ისევ ვხურავ ბაგეებს.
- ლევან ყიფიანი ! - ხელს მიშვებს და ვხედავ , როგორ მიწვდის ჰაერში თლილ თითებს .
- თქვენს თმას , ჩემი მაისურის ფერი დაჰკრავს ... - დაბნეული ვლუღლუღებ და როცა ვხვდები , რომ ყველა ჩემს ნათქვმზე იცინის გონს მოვდივარ .
- გინდოდა გეთქვა , შენი მაისურის ფერიო არა ? - ირონიული ღიმილით ჩამეკითხა და მეც წარბები შევკარი.
- გავიხადო ? - ვეკითხები და მაისურისკენ თითებს ვაცურებ.
- მაცდური წინადადებაა ! - სიცილით მიყურებს და როცა ვხვდები რას მეუბნება , მომენტალურად ვხდები "მიჩურინის ფერი აღარ ქვია ამას" .
- შეეშვი ! - თითქმის მიასნაირი ბიჭი მიდგება წინ და ღიმილით მიყურებს . - დებილია ეს ნუ უსმენ ! - ხელს მხარზე ჰკრავს და წინ გაკრეჭილი მიდგება.
სირაქლემას პოზაში ვდგავარ და ჩემივე თავზე მეცინება.
- მგონი გაორება მაქვს ! - მარიამს გავკარი ხელი და გვერძე ამომდგარს გავუცინე . - ისეთი ერთი არ მეყოფოდა , მეორეც მელანდება ! - ვჩურჩულებ და ვცდილობ არ შევიმჩნიო.
- ისე გამოვაშტერე უკვე ვერ ხვდება რეებს ლაპარაკობს ! - სიცილით მხვდვეს ყიფიანი მხარზე ხელს და მეც გაოგნებული ავყურებ გათამამებულს . - რა ? - მეკითხება გულუბრყვილოდ.
- აბა თუ მიხვდები ! - ირონიულად ვანიშნებ გადახვეულ ხელზე და ისიც კმაყოფილი იღიმის.
- ვითომ არ უნდა ! - მეგორებს ელაპააკება და თან ჩემზე ანიშნებს.
- გამოდი ბიჭო აქეთ ! - ერთ-ერთი , რომელსაც ბავშვი უჭირავს ხელში ყიფიანს მხარზე ექაჩება. - დემეტრე ! - სიცილით მიწვდის ხელს და მეც დაბნეული ვაგებებ ჩემს თითებს.
- სასიამოვნოა ... ჩვენი წასვლის დროა , სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ... - ხელს ვიშორებ და ბღვერით მივდივარ კარისკენ , დანარჩენებს კი ღიმილით ვემშვიდობები . - მარიამ არ მოდიხარ ? - ვუყურებ , როგორ უყურებს ჩემი დაქალი ერთ-ერთს , რომელსაც კოპები ისე აქვს შეყრილი , წჭვი მაქვს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე დაშორებას ვერც კი დაინახავთ.
- ნომერი ჩამაწერინე და ჩემი მაისური დამიბრუნე ! - ღიმილით მოდის ჩემსკენ ყიფიანი . - აქვე გაგახდევინებდი , მაგრამ ტეხავს ... - გარშემო იხედება და მეც მის ნათქვამზე მეცინება.
- ნომერი ჩაგაწერინო ? - ეშმაკური ღიმილით ვეკითხები და თავს გვედით ვხრი.
- ხო ... - თავს მიქნევს და მობილურს იღებს.
- კარგი ... - საუბარს ვიწყებ მაგრამ მაწყვეტინებს.
- ოღონდ ნარგიზა მეზობლის ნომრები არ მინდა , არც მიქელასი ! - მკაცრად მეუბნება და მეც ისევ კოპებს ვყრი. - ეხა ჩემს ძმაკაცს ვიბლიანს გავხარ მაგრად ! - თითს დებილი ბავშვივით მიშვერს და მეც მარიამის ყურადღების ობიექსტს შევყურებ . - ჰა ჩამაწერინებ ნომერს , თუ ანგარიშზე არ მაქვს და ზარი გამაშვებინეთქო უნდა გთხოვო ?

ნომერს ვკარნახობ და გათიშული მივდივარ გასასვლელისკენ.
მარიამის გვერდით მომყვება , ისიც დაბნეული და გათიშული.
ნერვები მაწყდება და ადგილზე ვდგები.
- მართლა უნდა დამაბრუნებინოს ? - გაოგნებული ვუყურებ დაქალს.
- აუ რა სიმპატიური იყო ის სვანი ბიჭი ... - ტუჩებს იკვნეტს და თვალებს მიფახულებს.
- კალადბურთი კალადბურთი ! - ვბუზღუნებ და მარიამის მანქანისკენ მივიდვარ . - წავსულიყავით ჭოკითმხტომელების შეჯიბრზე , არც არავინს მომეწონებოდა ... და თუ ვინმე მოვიდოდა , იმ ჭოკს სულ თავში ვურტყავდი ! - ჯუჯღუნით ვჯდები მანქანაში და ღვედს ვიკრავ .
- აუ რა ბიჭი იყო ... - საჭესთან მჯდომი მუსიკას რთავს და სიცილით მიყურებს.
- გაჭირვებულს + გაჭირვებული = უბედურებას.
^^^
- მიდი ! - საწოლზე ვხტები და დაძაბული ვადევდნებ ბურთს თვალს . - ვაიმე მიდი , მიდი ჩააგდე ! - ვყვირი და აზუზუნებულ მობილურს მარიამს ხელიდან ვართმევ. არც ვუყურებ ისე ვპასუხობ და გოლზე ხმამაღლა ვყვირი გახარებული .
- ასე თუ გაგიხარდა ჩემი დარეკვა , აქამდე დაგირეკავდი ! - მესმის ნაცნობი ხმა და ადგილზე ვშეშდები.
- რომელი ხარ ? - ვითომ ვერ ვცნობ და დაწოლილ მარიამს ფეხებს ვკრავ ხელებზე.
- შენს თავს , ჩემი მაისურის ფერი დაჰკრავს ... იდეაში ჩემი მაისური როა ოღონდ .
- აა , ყიფიანი ? - ვკითხულობ ისე სასხვათაშორისოდ და სკამზე გადაფენილ მაისურს დავყურებ .
- ოჰ , დაგვიმახსოვრებია ! - კმაყოფილი ტონი წვდება ჩემს ყურთასმენას.
- არა , უბრალოდ მაისური მიდევს წინ და ... - ჩემი აზრით გავაბანძე .
- აა , დაჟე ჩემი მაისური გიდევს წინ ყოველ დღე და ღამე ? - "ეს ვეღარ გავითვალისწინე ".

- ვინაა ლევანია ? - გასძახის მარიამი ბოლო ხმაზე და მთელი ძალით ვკრავ ფეხს პირდაპირ მუცელში.
ლომთათიძე კვნესას ვერ იკავებს და თვალებით მიღრენს.
- მეტკინა ველურო ! - ამ გოგოს ჩუმად ლაპარაკი ვერ ვასწავლე!
- ნუ ურტყავ ცოდოა , წამოცდა ! - მესმის ყიფიანის სიტყვები და ადგილზე მომენტალურად ვშრები.
- ჩემს ბიძაშვილს გამოვატან შენს მაისურს ! - ჩემდაუნებურად
სცდება ბაგეებს და ახლა უკვე ნათლად აღვიქვავ რა მტკივა .
ფეხი მტკივა , სადაც ჩემი წინადადების გამო მარიამი მთელი ძალით მჩქმეტს.
თვალებდაქაჩული დავყურებ ჩემს დაქალს და ისიც მუშტს მიღერებს სასაცილოდ სახე დამანჭული.
მის გამომტყველებაზე მეცინება და ბოლო ხმაზე ვიწყებ კისკისს.
მობილური გავთიშე და იქვე მივაგდე.
წამი არ გასულა ისევ , რომ ისმის მობილურის ხმა.
ესემესს სიცილით დავყურებ და სულ ბოლოს თვალები მთელი არსებით მიკაშკაშდება.
- " ხვალ , წითელ ბაღთან ... 7 საათზე გელოდები ლამაზო" - შეტყობინების წაკითხვა და ჩემი ტუჩების დამანჭვა ერთია.
- ლამაზო! - ვაჯავრებ და უპასუხოდ დატოვებულ შეტყობინებას თვალებმილული დავყურებ.
მარიამის მხარზე მთვლემარეს მხოლოდ ხვალინდელი დღის მალე დადგომის მოლოდინი მაძინებს მშვიდად და მთელი გრძნობით , ვეშვები ოცნებებში.
წარმოვიდგენ , როგორ მივდივარ ერთ ადგილზე შემდგარი ქერა ყიფიანისკენ და ბაგეები ძილშიც კი ბედნიერს მეჭიმება .
^^^
- ვაიმე გადაწყვიტე დროზე , რას იცმევ თორემ მალე შემომაკვდები ! - მარიამი მთელი ემოციებით მიბღვერს და მემუქრება.
მის გამომეტყველებაზე სიცილი მიტყდება და უბრალო შავ კაბას ვიღებ გარდერობიდან.
კაბას ცალ ფეხზე ღრმა ჭრილი აქვს , თვალს სარკეში ვაყოლებ ჩემს გამოსახულებას და მოღეღილ გულმკერდზე თითებს ვიტარებ.
- თმას რა ვუყო ? - ვეკითხები და ხელით თმას ოდნავ ვიწევ .
- აი წინიდან გადაიწიე ოდნავ . - სავარცხლით ოდნავ მიწევს უკან და შორიდან ღიმილით მიყურებს.
^^^
ღრმად ვსუნთქავ და მანქანიდან გადავდივარ.
კარს ვხურავ და გასაღებით ვკეტავ შორიდან.
გულაჩქარებული მივდივარ წითელი ბაღის შესასვლელში დამდგარი ყიფიანისკენ და აზუზუნებულ მობილურს მობეზრებული სახით ვიღებ.
- დუპლეტო ! - მესმის მარიამის ხმა და თვალებვჭყიტავ. -რისთვის წახვედი ?
- შენ ხო არ გძმარავს ? -ჩუმად ვლაპარაკობ და სახეზე ძალით ვიკრავ ღიმილს . - მაიკას დავუბრუნებ და ... - მომენტალურად მიწყდება სიტყვა შუაზე და ხელებს აქეთ-იქით ვაცეცებ . - ვაიმე მაიკა ! - ჩემდაუნებურად ცდება ბაგეებს ხმამაღლა და ყიფიანიც თვალებს ატრიალებს. - მიდი ისკუპე და მომიტანე ჩემ თავს გაფიცებ !
მარიამი ოხვრით თიშავს მობილურს და მეც უხერხულად აწურული ვდგები ადგილზე.
- მაიკა დაგავიწყდა ? - ირონიული ღიმილით მეკითხება და მეც თვალებს ვატრიალებ.
- ხო ... - დამორცხვილი თავს გვერდით ვატრიალებ და ვცილობ სიცილი არ ამიტყდეს ჩემს საცოდაობაზე.
- ბევრმა პრანჭვამ იცის ! - თვალებით მჭამს და მთელს სხეულზე მათვალიერებს.
თვალებს მომენტალურად ვქაჩავ და ლოყებახურებული ვიხედები ტანზე.
"მაღაზიაში ჩავდივარ ასე" - ვფიქრობ და ვცდილობ მორეული ბრაზი დავფარო.

- წამოდი , შევიდეთ კაფეში თორემ ამ სიცხეში აქ დგომა და ლოდინი მეზარება . - კაფისკენ მიმავალს თვალებმოჭუტული ვუყურებ და ხვნეშით მივყვები ნელი ნაბიჯებით უკან.
ჩემსკენ ტუჩჩატეხილი იყურება და სიცილით აქნევს თავს.
კაფეში შესული თვალებმოჭუტული ვუყურებ წრეზე მსხდომ გოგო-ბიჭებს და ეჭვისთვალით ვუყურებ მოცინარ ყიფიანს.
- არ შეიმჩნიო , დემეტრეს ოინები იქნება ! - თვალს მიკრავს და მეც დაბნეული მივყვები სხვა მაგიდისკენ მიმავალს.
ვხედავ , როგორ მოდის "მარიამის ბიჭი" და თვალები მინათდება.
ისე საყვარლად აქვს კოპები შეყრილი ,სიცილი მინდება.
- ეე რა პონტია ტოო ასე ცალკე , რო ჯდები ! - ძმაკაცს მხარზე ხელსბ მაგრად უჭერს და ყიფიანიც სახის მანჭვით მიყურებს.
მის სახეზე მომენტალურად მეცინება და ფხუკუნით ვხრი თავს.
- ვისი ბიჭი ხარ შენ ? - ეს ბიჭი ცანცარისთვისაა დაბადებული !
- ყიფიანი , დაგლეწავ იცოდე ! - ვიბლიანი ძმაკაცს მთელი ძალით უბღვერს და ხელს უფრო უჭერს მხარზე.
- დავიშალე ბიჭო გადი აქედან ! - ხელს უქნევს და ბღვერით აგდებს უკან.
- გადმოდი ტოო ... - წუწუნს არ წყვეტს და ღიმილით მესალმება მეც.
- ხო კაი ! - ხელი ჩაიქნია ლევანმა და თითით მანიშნა გამომყვეიო.
მაგიდასთან მჯდომმა ყველა გავიცანი , მისი ტყუპი ისე გავდა გაოგნებული მივჩერებოდი ხან ერთს , ხან მეორეს.
ის ის იყო დარეკვას ვაპირებდი , მარიამმა რომ შემოაღო კაფის კარი და უხერხული ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ.
- ნეტავ ვიცოდე რაზე ფიქრობდი ! - თავზე ხელს " მისვამს ნაზად " და უცნობ-ნაცნობებს ღიმილით ესალმება .- გამარჯობა ...
- ვაა ვაა ჩემი მაისური მოვიდა ტოო ...- ყიფიანი ხელიდან პარკს მაგლეჯს და მეც ბღვერით ვუყურებ . - ნუ მიყურებ , სანამ არ დაიმსახურებ მანამდე ვერ დაიბრუნებ ! - ამჩნევს , როგორ მომწონს ეს მაისური და განგებ იწყებს ჩემს ნერვებზე თამაშს.
- მშვიდობაში "მოიხმარე" - ბოლოს სიტყვას ირონიული ტონით ვუსვამ ხაზს და ისიც ბღვერით უყურებს მოცინარ მეგობრებს.
- აუ ძაან საყვარელია ! - ხელებს კისერზე მხვევს ელენე და მარიამს თვალებმოჭუტული უღიმის.
ჩემი უბედური დაქალი ისეა ვიბლიანის თვალიერებაში გართული , რომ დემეტრეს როხროხა სიცილსაც კი ვერ მოჰყავს საღ გონებაზე.
- ბუხ ! - დემეტრე სიციილთ ჩაჰყვირის ჩაფიქრებულ და სავარაუდოდ ოცნებებში წასულ მარიამს ყურში.
ლომთათიძე გულზე ხელს უბჯენს და გაოგნებული შეჰყურებს მოცინარ მამაკაცს.
მის გვერდით აცოცებს მზერას და ხედავს , როგორ აქვს გადახვეული კვამლისფერთვალებიანს ელენეს მხარზე ხელი .
- არ მიაქციო ყურადღება , ცოტა მოუქლიავებს ! - თვალს უკრავს ვიბლიანი მარიამს და ისიც დებილი ბავშივით თავს უკრავს.
მის საქციელზე ისეთი ისტერიული სიცილი მიტყდება , ვერ დამშიდებული პულსაციით ფეხზე ვდგები და ხველა-ხველით მივდივარ კაფის გასასვლელისკენ.
გულზე ხელს ვიბჯენ და ვცდილობ ინტერვალში ღრმად ჩავისუნთქო-ამოვისუნქო.

იქვე კაფის უკან სკამზე ვჯდები და ისევ მეღიმება იმის გახსენებაზე , როგორი მონდომებული აქნევდა თავს ლომთათიძე.
პუსლსაცია კალაპოტში დგება და მეც წამოდგომას ვაპირებ , მაგრამ როგორც კი ჩემსკენ მომავალ ყიფიანს ვნიშნავ ჩემს ადგილზე ვბრუნდები და ღიმილით ვაქნევ თავს.
- ცოცხალიათქო სერიოზულად დავფიქრდი - მეუბნება და გვერდით მიჯდება. - რაზე აგიტყდა ასეთი სიცილი ?
- მიხვდები მერე ... - ვეუბნები და თითებს ერთმანეთში ვხლართავ.

- ინტრიგანი ხარ ! - თვალს მიკრავს და გრძელი სკამის საზურგეს ეყუდება , ხელს ჩემსკენ წევს და მეც ნერყვს ძნელად ვაგორებ სასულეში , ვხედავ როგორ ცდილობს ხელის გადახვევას და სიცილის დიდი ტალღა მძაფრად მაწვება შიგნიდან .
ვცდილობ თავი შევიკავო და ღიმილით ვატრიალებ თავს , დაბნეული იქნევს ხელს ჰაერში და გაკრეჭილი ისვამს თავზე ,თითქოს ამ მიზნით ჰქონოდეს გაწეული თავიდანვე.
სიცილი მიტყება და თავს გვერდით ვატრიალებ.
ხმით ჩაღიმება მესმის და შერცხვენილი ჩემთვის ვჩუმდები.
კაფეში შებრუნებულები ჩვენს-ჩვნს ადგილებზე ვსხდებით და საუბარში ევრთვებით.
მარიამის თვალების ბრიალს ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვიწყებ მასზე სასაცილო ისტორიის მოყოლას.
- სტომატოლოგის არ ვიცი მაგრამ ... მახსოვს ერთხელ მარიამი კარდიოლოგთან მიდიოდა შემოწმებაზე და მეც მივყვებოდი ... - გაგრძელება არ დამცალდა მარიამს ხველა , რომ აუტყა.
- გაჩუმდი ! - სახეზე წამოწითლებულმა მიბრიალა თვალები და მეც ფხუკუნი გამეპარა ბაგეებში ,ყველა სიცილით გვიყურებდა .
- მოიცა რა , რა არის სასირცხვილო !- ხელი ავუქნიე და მოყოლა განვაგრძე. - მოკლედ ეს ისე ნერვიულობდა , რომ წიკები დაეწყო ... ქელეხი სად უნდა გაგვეკეთებინა ეგეც კი დაგეგმა ...
- მე ვამბობდი , რომ ქელეხი არ მინდოდა ! - ბღვერით გამისწორა და ბავშვებისთვის ხარხარისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაუწყო წვალება მაგიდის გადასაფარებელს.
- ექიმმა უთხრა ჯერ ნევროპათოლოგთან შედი და მერე მოდი ჩემთანო ... - სიცილი ავტეხე გახსენებულზე და მარიამის სახეზე უფრო გამეცინა . - ანალიზები აუღეს და ექიმი ორ საათში დასკვნით დაგვიჯდა წინ ... "შვილო გულზე არაფერი არ გჭირს , მაგრამ სასიხარულო ამბავი მაქვს , ორსულად ხაარო!"
ყველა ვიცინოდით , მაგრამ ვიბლიანი თვალებანთებული და მუშტებშეკრული იჯდა ადგილზე.
მარიამს მხარი გავკარი და მანაც ჩემს მზერას თვალი გააყოლა.
- დროზე დაამთავრე , თორე აგვაცვა შამფურზე ერთმა სულიერმა ! - დიმამ გიორგის გაჰკრა მხარი და მანაც მუშტი მოუღერა ჰაერში.
- არა არაფერი ყოფილა , ანალიზები არევით ... სხვა იგივე სახელის და გვარის მოუტანია ექთანს და მარიამმა პირი , რომ დააღო იმხელა ხმაზე დავიწყეთ სიცილი , ლამის რეანიმაციაში გაგვამწესეს ... - ხელი ჩავიქნიე და ჩემს დაქალს მხარზე თავი დავადე , რომელიც ღიმილს მაინც ვერ იკავებდა.
- აუ ძალიან ცუდად ვარ ... - ელენემ მუცელზე დაიდო გაშლილი ხელის გული და თავი ალექსანდრეს მხარზე გადააგდო. - ძალიან დავიღალე ამდენი სიცილისგან ... - ამოიხვნეშა და ქმარს ლოყაზე აკოცა.
- თქვენ რას საქმიანობთ ? - დემეტრემ სერიოული გამომეტყველებით გვკითხა .
- სამსახურს ვეძებთ .... - ვამბობ ჩუმად და ღიმილით მიმაქვს ცივი ყავის ჭიქა ტუჩებთან.
- ანუ უსაქმურობთ! - ეშმაკურად ჩაიღიმა უფროსმა ცერცხვაძემ და გაშტერებულმა დავუქნიე თავს.
- ბავშვების მოვლა იცით ? - ელენე თავს ჩემსკენ ატრიალებს და შემდეგ მარიამს უყურებს გამომცდელად.
- მე არა ... - მარიამი თავს აქნევს და ხელს მხარე მხვევს. - აი ლილემ იცის უმაღლეს დონეზე , პატარა ჭინკა დეიდაშვილი ზაფხულში სულ ამასთანაა თითქმის!
- ხო ? - ელენემ ცალი თვალით ახედა ქმარს და მანაც ღიმილით დაუქნია თავი . - ჩვენ ვეძებთ ძიძას ... - ეშმაკური ღიმილით მოათვალიერა გარშემო ყველაფერი და ისე მომაჩერდა თითქოს რაღაც პასუხს ელისო.
- რა ? - ისე დავიბენი პირი დავაღე და თვალები დაბნეულმა ავაფახულე.
- თუ თანახმა იქნები , ძიძად იმუშავე ჩვენთან ... - გაარკვია და რაღაცნაირად ჩაიცინა.
- მე ? - წესიერად გონს მაინც ვერ მოვდოდი ...
- არა ბებიაჩემმა კლარამ ! - ყიფიანმა ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩუმად ჩამჩურჩულა.
ბღვერით გავხედე და მის ნათქვამზე სიცილი ამიტყდა.

- რავიცი ... რომ არ გამომივიდეს? - ეჭით ვიკითხე და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე.
- საცდელი აიღე შენც ... - მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ და ჩემს უკან , რომელიღაცას თვალი ჩაუკრა.
უკან ეჭით გავიხედე და თვალში ჰაერში ხელებაშვერილი ყიფიანი შემრცა.
რომელმაც იიგივე გაიმეორა და გაკრეჭილმა დაისვა თმაზე ხელი.
სიცილით მოვაბრუნე სახე ელენესკენ და თავი დავუქნიე.
- ანუ ? - მკითხა გადახარებულმა და ერთ ადგილზე ათამაშდა.
- ანუ ... თანახმა ვარ! - გამეცინა და საზურგეს მივეყრდენი . - როდიდან დავიწყო ?
- დღეიდანვე ! - იმხელა ხმაზე წამოიკივლა ლევანმა გაოგნებულმა შევხედე და თვალები დავქაჩე.
- დღეიდანვე ჭირდებაო ეგ იგულიხმა ... - ალექსანდრემ განუმარტა და ირონიული ღიმილით გადააქნია თავი .
- ხო ... - მარიამს სიცილით გადავხედე და მის მხარზე ჩამოვდე ნიკაპი.
- მარიამ შენ რისი კეთება შეგიძლია ? - დიმამ გიორგის მხარზე შემოდო იდაყვი და გოგონას გაუღიმა.
- ბუღალტერიის კურსები მაქვს დამთავრებული ... ბინზნესი და ტურიზმი ...
- ვიბლიანს სჭრდება მდივანი და თუ თანახმა ხარ ... - დიმამ ძმაკაცისგან შორს დაიჭირა თავი და ფეხი მაგიდის ქვეშ ააათამაშა.
- მდივანი ? - ვიბლიამა თავი ჯერ დიმასკენ შეაბრუნა და შემდეგ მარიამისკენ . - რა მდივანი ბიჭო ! - წარბები შეკრა და დაბნეული მიაჩერდა ტყუპს.
- მდივანი გჭირდება გიორგი ! - ღიმილით უბრიალა თვალები გიორგის და მის ასეთ მოქმედებაზე ფხუკუნი წამსკდა ბაგეებიდან.
- აა ... მდივანი მჭირდება ? - თითქოს თავის თავს ჩაეკითხა და შემდეგ ღიმილით დაუქნია თავი მარიამს . -ხო ... მდივანი მჭრდება ! - ისე უთხრა , თითქოს წამის წინ თვითონ არ შეიტანა ეჭვი "ჭირდება-არ ჭირდებას" საკითხში.
- სჭირდება ! - ბიჭებმა ერთხმად დაუქნიეს თავები და ჩემი დაქალიც დაბნეული გაშეშდა ადგილზე.
- რა ვიცი ... - ამოილუღლუღა და მე შემომხედა.
- კი კი თანახმაა ! - თავი დავუქნიე მის მაგივრად და მის ჩქმეტას ყურადღება არ მივაქციე ...
სახე დავმანჭე და კმაყოფილს თვალები ვუბრიალე.
- რას მჩქმეტ გოგო ! - "ესეც ჩემი სამაგიერო"!
აწითლებულმა უხერხულად ჩაიღიმა და "მიხვალ შენ სახლში" მზერით გადმომხედა.
May 26

^^^
ელენეს ჩემი ნომერი დავუტოვე და უჩვეულო შეგრნებებით დავტოვე კაფე მარიამთან ერთად.
მანქანისკენ წავედი და საჭესთან მოვთავსდი.
მყარ ზედაპირს თავი მივადე და მაგრად ამოვიხვნეშე.
- ვგრნობ რაღაც იცვლება ჩემში ... ჩვენში და საერთოდ ... - თავი გავაქნიე და მანქანა დავძარი.
- როგორ ცდილობენ ბიჭები ჩვენს დაახლოებას ... გიორგის ისე უბრიალებდა თვალებს დიმა სიცილი ძლივს შევიკავე ... - ფხუკუნით გააქნია თავი და სარკეში ტუჩსაცხზე გადაისვა თითი.
- მგონი გიორგისაც მოსწონხარ ! - დავასკვენი და აფთიაქთან გავაჩერე მანქანა.
- სად მიდიხარ ? - მკითხა და ჩანთა უკანა სავარძელზე გადააგდო.
- აფთიაქში შევალ , სახის მკვებავი გამითავდა და უნდა ვიყიდო ... - კანი სარკეში შევათვალიერე და კარი მივხურე.
^^^
მარტო ცხოვრებამ ცოტა დამაჭკვიანა.
ცხოვრების რაობაზეც დამაფიქრა და კიდევ ... კიდევ იმაზე ,რომ ასე აღარ შეილება!
საჭმლის მოზადება უნდა ვისწავლო!
მართალია ცოტა გვიან მომიწია , მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო , ხომ გაგიგიათ ?!
- რა გავაკეთო ? - სახლის ფორმაში გამოწყობილმა გადავხედე მარიამს და მოზუზუნე მობილურს ცალი თვალით დავხედე.
- გისმენთ ... - ვუპასუხე და კარადიდან მაგიდის საწმენდები გადმოვიღე , პირველ რიგში ეს ბევრი დამჭრდება!
- ლილე ელენე ვარ ... გოგონები გასვლას ვაპირებთ , ბიჭების გარეშე სადმე უნდა დავსხდეთ ... შენ და მარიამიც რომ წამოხვიდეთ არ გინდა ? - მკითხა და ისე მესიამოვნა მისი ასეთი ყურადღება , რომ გაბადრულმა გადავხედე დაბნეულ მარიამს.
- ელენე ... იცი რა გავაკეთოთ ? , თქვენ ამოდით ჩემთან ! მარიამიც აქ არის ... - შევთავაზე და უკანალით კარადას მივეყრდენი.
- კარგი რა პრობლემაა ... მისამართი მომწერე !
- კარგი ახლავე ...
- რამე ხომ არ გინდა , რომ ამოვიტანოთ ? - მკითხა ჩქარ-ჩქარად , რომ მობილური არ გამეთიშა და გამეცინა.
- არა ელენე , ყველაფერი გვაქვს ... დალევა თუ გინდათ დასალევიც მაქვს , ერთი ლუდი არ მაქვს და თუ გიყვართ წამოიღეთ ...
- კარგი ... აბა დროებით !
^^^
- რას აკეთებს? - მარიამს უკან სამივე მოჰყვა და სიცილით გავხიედე უკან.
- ვცდილობ , რაიმე ვისწავლო ! - ღიმილით ვუყურებ და მათ ფხუკუნზე სახეს "ვასერიოზულებ" .- დაცინვებს არ ვართ , თორემ წამოვიდა ეს დანა თავებში !

- საწყალი ჩემი შვილი , ვის ხელში ვაგდებ ... - ელენემ ფხუკუნით გაასავსავა ხელები ჰაერში და ჭინკაათამაშებული თვალებით გადმომხედა. - ლევანი , რომ გაიცანი მაშინ მოგინდა საჭმელების კეთება არაა ? - ცოტა ხანი გაწითლებული ვუყურებდი , შემდეგ სახე გავატრიალე , ამოვისუნთქე და გოგონების კისკისს ჩემი შევაგებე.
არა უნდა ვაღიარო სიმწრის სიცილი მხატავს !
ისეთი ლაღი და ბედნიერი ვჩანვარ , კაცს ჩემი რამეზე გადალეწვა მოუნდება "ბედნიერების" გამო რაღა თქმა უნდა!
ვიცინი შემაძრწუნებელი სიცილით და სულ ბოლოს სახლის იატაკი , მხოლოდ ჩემი და ელენე სირბილს აღიქვამს.
ვინ , ვის მისდევს ვერც დაინახავთ !
- ელენე , იოცნებე რომ არ დაგიჭირო ! - მუხლებს , ფეხზე მდგომი დაღლილი ვეყრდნობი და ქშენით ვუყურებ მოკისკისე ულამაზეს გაბუნიას. - მეგრული სისხლი კოჭებში გეტყობა ! - დაბღვერილი ვეუბნები და სამზარეულოსკენ მივდივარ. - სად გაქვს ამდენი ჯანი ... ქმარი შენ გყავს და შვილი შენ გყავს ! - თავს ვაქნევ და მის სახეს , რომ ვხედავ ახლა მე მიტყდება სიცილი. ის კი სიმწრის ღიმილით გვიყურებს ყველას.
- წაკლა ქალო ! - ენას მიყოფს და კუსკუსით ჯდება სამზარეულოს მაგიდასთან , მდებარე სკამზე.
- ელენე , რამდენი ხანია გათხოვილი ხარ ? - მარიამი ალუჩას კეფაზე ირტყავს!
- სამი გახდება მალე ... - ბედნიერი ღიმილით ამბობს და კისერს უკან აკონწიალებს.
- აუუ ... დაიწყო ! - გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს , ნათიამ კი სიცილი დაიწყო.
- როგორ გეტყობა ვისი ცოლი ხარ ! - ელენემ ბღვერით გახედა "დემეტრეს ცოლს" .
- არ დამაწყებინო ახლა, ხომ იცი დემეტრეს აქ არ ყოფნას არ გაგრძნობინებ ! - მხრები აიჩეჩა და ალუჩა პირისკენ გაიქანა.
- ყბა არ გაგძვრეს ... - ეუბნება ელენე და სიცილს ბოლო ხმაზე იწყებს.
- არა რა , როგორ ეტყობა პატარა რომაა ... ტყუილად კი არ შეიკლა ჩემმა ქმარმა ხელში ? - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ სიცილი დაიწყო.
- ჩემი საყვარელი რძალუკა ! - ელენემ ნათიას ლოყაზე აკოცა და ხეცურიანის ცოლს თვალი ჩაუკრა. - შენც რო ძაან მიყვარხარ , ხო იცი რძალო ... - კოცნა გაუგზავნა და კისკისით გადაწვა სკამზე.
- მზერაში გაეტყობ კუსკუს ... - გამოუტყდა და მანაც კოცნა გაუგზავნა .
მგონი ყველაზე წყნარი ეს გოგოა ...
***
- ერთხელ ჩვენც დაგვემართა ეგეთი რაღაც ... - დღევანდელი გაიხსენეს , როგორ შეტენეს მდივანი გიორგის და ელენემ სიცილით ამოიდგა ენა . - კაფეში ვიჯექით , ვიღაც გოგო შემოვიდა , ხეცურიანის ყოფილი ... - გამოუტყდა და რძალს სიცილით გახედა . - ყველამ თვალები ჩავმალეთ , გიორგიმ ასწია მხოლოდ თავი და ისეთი მხიარული ხმით დაუძახა კინღამ სული განვუტევეთ ! - ბოლო ხმაზე ავკისკისდი ამის გაგებაზე. - ეე სად მიდიხართ , შეხედეთ ვინ არის აქო ... იმხელა ხმაზე იკივლა ის გოგო პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა .
- ვაიმე ...ძალიან საყვარელიაა! - მარიამმა თვალები გადაატრიალა და ღიმილით ააფახულა წამწამები.

"""
კართან თათა ,რომ დამხვდა შვებით ამოვისუნთქე !
მეგონა გული წამივიდოდა და გონებას დავკარგავდი ნერვიულობისგან.
თათას მკრთალად გავუღიმე , უკვე საღამოს 6 საათი იყო ,ჩემი სამუშაოს პირველი დღე !
თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ნერვიულოისგან მუცელი მტკივა , საშინლად ამაღლებულ განწყობაზე ვარ !
თათა გადავკოცნე და მოცინარს ღიმილით გავყევი უკან.
- ისეთი დამფრთხალი თვალებით მიყურებ ,მგონია რომ ლევანი ვარ ... -ფხუკუნი გაუშვა ბაგეებში და მეც ხელი ავწიე ,რომ რამე მესროლა თავში .
- იცოდე ლევანს ... - სიტყვის დამთავრება არ დამცალდა ისე გავიგე ნაცნობი ხმა.
- ვინმემ მახსენა ?
- ჩემი მშვიდობის მტრედი ! - სიცილით გააგდო წინ ყიფიანი თათამ და მისალმება არ აცალა .
თვალი კმაყოფილმა ჩავუკარი და ელენეს გავხედე , რომელიც პატარა ჭინკას ხელში ძლივს იჭერდა.
-რამდენისაა ? - თავით წერტუილზე ვანიშნე და გადავკოცნე.
- 4 თვის ... -გამიღიმა და ბავშვს შუბლზე აკოცა .-ნიკა ჰქვია ...
-ნიკოლოზ ... -ხელიდან ფრთხილად გამოვართვი დ. შეკრებილ სასტავს მკრთალად გავუღიმე მისალმების ნიშნად .
- მარიამი როგორ არის ლილე? - მკითხა დიმამ და სიცილით გავაყოლე ვიბლიანის დაქაჩულ თვალებს მზერა , რომელიც რა თქმა უნფა ისევ დიმასკენ იყო მიმართული.
- კარგად რავიცი ...
- ლილე დიდ ხანს არ გაწვალებ ხოლმე ... უბრალოდ ახლა შუალედურები მაქვს და სამეცადინო მაყრია ! - მიხსნის ელენე თან ალექსანდრეს პერანგს უსწორებს .
- ნიკოც დაამთავრებს სკოლას , ეს რომ მორჩება სწავლას ! - დემეტრე როგორც ყოველთვის ელენეს ასაკით ერთობა .
- რა არის ალექსანდრე , ეს ხომ დილას გავაუთოვე ? - ჰკითხა ქმარს დაბნეულმა.
- მერე რაღას უკუჭავდი ? - წარბები აათამაშა ეშმაკუტად დემეტრემ .
- დემეტრე , ერთხელაც ძვლებში დაგლეწავ მაგის გამო ! - გააფრთხილა ძმა და ელენეს შუბლზე აკოცა

- დაბერდი და ჭკუა ვერ ისწავლე , ეს შენი ცოლი კია ახალგაზრა და რომ გაგექცევა მერე ნახავ ! - ენა გამოუყო ელენემ დემეტრეს და ისიც წამშივე დასერიოზულდა , ცოლს წელზე ხელი მოჰხვია და ისიც სიცილით აეხუტა სხეულზე.
- გაგაქცევ მე შენ ჯანდაბაში ! - დაემუქრა ძმის ცოლს და ნათიას გახედა , ცოლს სწრაფად მოჰხვია ხელი და ისიც სიცილით აეხუტა ქმარს სხეულზე. - სად გამექცევა , ერთი შეხედვა და დებილდება ვერ ატყობ ? - თვალი ჩაუკრა ნასიამოვნებმა და სახე დამანჭა , როგორც კი ცოლის მწარე ჩქმეტა მკლავზე.
- თუ არ გეგქცევი აგერ ნახავ ! - ჯიბრიანად ჩაიაპარაკა ნათიამ და ხელიდან დასხლტომა სცადა.
დემეტრემ ცალყბად ჩაიღიმა და ცოლს ნაზად აკოცა ბაგეებზე.
ისიც წამში გაიტრუნა საყვარელ მკლავებში .
უხერხულობის ღიმილი გამიკრთა სახეზე და თავი გვერდით შევატრიალე.
- ასე პატარა , ასე ... - ირონიულად გაუღიმა ნათიას და უკან გაიწია სიცილით .
- შენთვის ასეთების ყურება არ შეიძლება , და მაგიტომ შეატრიალე თავი ? - უცებ ყიფიანის ხმა გავიგე ყურთან ახლოს და ბავშვს ხელები მაგრად მოვუჭირე , რომ არ გამვარდნოდა.
- ნუ იცი ასე მოპარვა სულ , თორემ ერთხელაც გული გამისკდება და ... - გულაჩქარებულმა მივაყარე ერთმანეთს სიტყვები.
- და ? - ნასიამოვნებმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და ხელებგადაჯვარედინებული დამიდგა წინ.
- და ნახავ მერე ... - ლუღლუღით ვთქვი და უკან დავიწიე ერთი ნაბიჯით.
- სიამოვნებით ვნახავ ... - მკერდზე გამისწორა თვალი და მეც სახეზე ახურებულმა დავიხედე მისი ყურადღების "ობიექტებზე".
- რას უყურებ ? - წარბშეკრულმა ავხედე და მის ღიმილიან სახეზე , ფრჩხილების ათამაშება ვინატრე!
- ბავშვს ... - მხრები აიჩეჩა და მე შემომხედა სიცილით. - შენ რა გეგონა, რას ვუყურებდი ? - მეკითხება ურცხვად და მეც დაბნეული ვაქნევ თავს.
- რას შვებით ? - სამსონაძე მოვიდა ჩვენთან და ღიმილით გავხედე მშველელს.
- გავაკეთეთ უკვე !- ბავშვზე მიუთითა და მეც ხველა ავარდნილმა თვალები დავქაჩე.
- ეს თქვენ კი არა , ელენემ და ალექსანდრემ გააკეთეს ! - გულუბრყვილოდ გაიკვირვა და ყიფიანს ახედა . -ეეე ! - გაბრაზებულმა შეუღრინა და უკან გაბრუნდა.
- დეგენერატი ხარ ! - მივახალე პირში , მისი სითავხედით გულმოსულმა და უკან გამოვბრუნდი .
- ეე , ლილე ... ლილე დამელოდე , გეწყინა ? - სანამ წინ გადამიდგებოდა , გაღიმება მოვასწარი , შემდეგ კი მკაცრი და ნაწყენი მზერა ავიკარი .
- შემეშვი და მაცადე მუშაობა ! - შევუღრინე და ეზოში გასული სარწეველასკენ წავედი ბავშვიანად.
ყიფიანმა ოდნავ ჩაიღიმა და ადგილზე შემდგარს გამოყოლა არც კი უფიქრია.
ნერვებმოშლილმა შევატრიალე სარწეველა და შიდ ფრთხილად ჩავჯექი.
ბავშვი ჩემსკენ მოვატრიალე და გულმკერდზე ავიკარი.
ფრთხილად დავაკვირდი და ღიმილი მომეფინა სახეზე , როდესაც ზუსტად ალექსანდრესნაირი თვალები დავაფიქსირე.
ბავშვის კვამლისფერი თვალები და დედასავით სავსე ტუჩები ჰქონდა.
მამასავით ლამაზი ,სწორი ცხვირი და ოდნავ ხვეული თმა.
ღიმილით , ნაზად გადავუსვი პაწაწინა ქუდზე თითები და გადმოვარდნილი კულული გავუსწორე.
მანაც ტუჩები აამაცმაცუნა და პაწაწუნა თითები ნეკაზე მომიჭირა.
სახეზე ბედნიერების ღიმილით მომეფინა და ნელა , რიტმულად დავიწყე სარწეველას მოძრაობა.
მანაც თვალები მილულა და ნასიამოვნებმა ისევ ტუჩები აამაცმაცუნა.
უდაოდ სიზმარში ჭამს!
ისეთი ლამაზი , მკაცრი და მშვიდი მზერა და გამოხედვა აქვს , რომ სერიოზულად დაიბნევი , შეჭმა გინდა ამ ბავშვის თუ უბ
რალოდ ყურება და სიამოვნების მიღება!
ყველა წასული იყო , სახლში მხოლოდ მე და ნიკო ვიყავით .
მზე ძალიან აჭერდა , თუმცა ჩვენ ხის ქვეშ ... ჩრდილში ვიჯექით და ისე სასიამოვნად უბერავდა სიო , რომ სიამოვნებით დავიძინებდი მთელი ღამე აქ!
მობილური აზუზუნდა , სასწრაფოდ ავიღე , რომ ბავშვისთვის ძილი არ დამეფრთხო.
- ხო მარიამ ...
- რას შვები აბა , მოგწონს სამუშაო ? - მეკითხება კისკისით.
- კი , შენ წარმოიდგინე და ძალიან ... მისმინე ახლა ბავშვს ძინავს , ეზოში მყავს გამოყვანილი და , საწოლში რომ დავაწვენ მერე დაგირეკავ კარგი ცუნცულ ?
- კაი ცუნცულიკო ... - გაწელა და სიცილით გამითიშა.
^^^
- ნიკო ჭიჭყინებს , ალბათ შია ... - ღიმილით ვავლებ ბავშვს ხელს და მარიამს მობილურს ვუთიშავ.
ცალ ხელში აჭიჭყინებული ბავშვი მიჭირავს , მეორით კი ვცდილობ საჭმელი გავუმზადო.
უცებ ხელებში სიმსუბუქეს ვგრძნობ , ყიფიანი ნიკოს ხელებიდან ღიმილით მართმევს და საჭმელზე მანიშნებს.
- როდის მოხვედი ? - ვეკითხები და უჯრიდან კოვზს ვიღებ.
- რა ვიცი ... რამდენიმე წუთია ! - მეუბნება ისე , რომ ბავშვთან თამაშს არ წყვეტს და ზედაც არ მიყურებს.
- მერე აქამდე სად იყავი ? - გაკვირვებული ვუყურებ და წყალს გაზზე ვდგავ .
- გიყურებდი ! - ისევ იგივე "ს"-ტონით მეუბნება და ნერვებმოშლილი ვბრუნდები უკან.
- მე მიყურებდი ? - დაბნეული ვაფახულებ წამწამებს.
- ხო ალექსანდრე ... - მობილურს პასუხობს და ხელებათამაშებულ ბავშვს , ცხვირზე კოცნის. - კი ... ბიჭო შენთან ვარ მე და როგორ ? , კაი კაი ... საღამოს გაგირკვევ , მშვიდობაა ? , კი ბაზარი არაა ტო , მაგაზე გაწყენინებ ? , კი კი , კაი მიდი დავაი და თუ რამე დამირეკე!
- მზადაა , მომიყვანე აბა ... - ბავშვისკენ ხელები გაიშვირა , მაგრამ ის უცებ აეკრო სხეულზე ყიფიანს და მამაკაცმაც კმაყოფილმა დახედა პატარა კნოპკას.
- მომეცი მე ვაჭმევ ! - საჭმელზე მანიშნა და მეც დაბნეულმა მივეცი პატარა ჯამით ნიკოს საჭმელი.

- ჩემთან რატომ არ მოვიდა ? - ვიკითხე გაკვირვებულმა და ნიკოს გავუღიმე.
- იმიტომ , რომ როცა მე ვარ აქ სხვასთან არ ჭამს ... - ამიხსნა და ნათლულს შუბლზე აკოცა.
თვალები მაგრად დავხუჭე და სახე დავმანჭე.
ღმერთო , რომ დაგანახათ რა საყვარელია ... რა სიმპატიური და როგორი ... როგორი თბილი !
გულის წასვლამდე მინდა ახლა ნიკოს მაგივრად მე ვიჯდე , მის კალთაში ... მის მკერდზე ახუტებული ... ის კი თავის ხელით მაჭმევდეს.
ხო ცოტა სულელი ვარ!
რეებზე ვფიქრობ ... ნუ თუ მომწონს ?
ცხოვრებაში პირველი მომწონს და ვინ ... ასეთი ... ასეთი მასხარა!
მასხარა და ამავდროულად ასეთი სერიოზული ...
- რას აკეთებ ? - გაკვირვებული სიცილს ვერ იკავებს ჩემი შემხედვარე.
- რას ვაკეთებ ... - ლუღლუღით ვახელ თვალებს და წამწამებს ვაფახულებ.
- ხო ... რას აკეთებ ?! - კითხვას მიმეორებს და მეც ნერწყვს მძიმედ ვაგორებ სასულეში...
- არაფერს ... - თავს გვერდით ვატრიალებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
- აი ... კიდევ იგივეს აკეთებ! - თავს მატრიალებინებს , ხელის მარტივი მოძრაობით და მეც დენდარტყმულივით ვიხევ უკან დამფრთხალი.
ალბათ თვალებიც კი მიწითლდება.
ღაწვებზეც ვგრძნობ , როგორ მიკიდია ცეცხლი...
ორგანიზმში აგიზგიზებულ ცეცხლსა და გაჩენილ ხანძარს ვგრძნობ ...
ხელებს მაგიდას მაგრად ვუჭერ და ვცდილობ ჯერ არ განცილი გრძნობები უკუვაგდო.
ჩემთვის იმდენად უცხოა , რომ არ შემიძლია რამე უყურადღებოდ დავტოვო ...
თითებს შუბლზე ვისვამ და ტემპერატურას ვამოწმებ.
ყიფიანი ბავშვს პირს წმენდს და კმაყოფილს ხელში კარგად იჭერს.
არ ვიცი რამდენი ხანი გადის , ჩემს ასეთ ქცევაში ...
ვხედავ , როგორ სვამს ჭოჭინაში პატარას და ჩემსკენ მოდის.
- ლილე , კარგად ხარ ? - მეკითხება ღიმილით და მეც თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. - ეს რას ნიშნავს , ცუდად ხარ ? - კითხვას ისევ თავის ქნევით ვპასუხობ. - აბა ცუდად ვარო ? - წარბებს კრავს და მაჯებზე ნაზად მკიდებს ხელს.
ერთი ძლივს ამოვისუნთქე , მაგიდას ავეკარი და ვიგრძენი როგორ შემეკუმშა დიაფრაგმა.
- გაი... გაიწიე ... - ძლივს ვაბავ თავს ძალას , რომ წინააღმდეგობა გავუწიო ...
ყიფიანი ღიმილით მადებს შუბლს შუბლზე , წამით თვალებში მიყურებს შემდეგ კი ისე უცებ მშორდება გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
ჩემი სხეული , რომელსაც წამის წინ საყრდენად მხოლოდ მისი ხელები ჰქონდა , უსაყრდენოდ დარჩენილი ერთ ადგილზე ქანაობს .
შეშინებული წამში ვფხიზლდები და კარისკენ მიმავალს თვალს ვაყოლებ.
- წავედი მე ... საქმე მაქვს!- გასასვლელიდან მეძახის და კარს კეტავს.
დაბნეული მივდივარ ბავშვისკენ და ჭოჭინას ხელებით ვეყრდნობი.
- რა იყო ეს ნიკოლოზ ? - პატარა ცხვირზე თითს ვუსვამ და გაბადრული ვიყურები კარისკენ.
^^^
- რაო რაო ? - მეკითხება მარიამი და საწოლზე კომფროტულად წვება.
- ოო , მაცადე ორი წამი , გამოვალ და ისე მოგიყევბი ხო ! - წუწუნით გავიდვარ ოთახში და თან სახის მკვებავს ვისვამ სახეზე.
- ჰა თქვი , თორემ გამძვრა სული !
- რაო და ... აუ როგორ აგიხსნა ... - სახე დავმანჭე გაუგებრობაში ჩავარდნილმა. - ისე მექცევა ... სხვანაირად რა , არ ვიცი როგორ მიყურებს მაგრამ ფაქტია როგორც მეგობარს ისე ნამდვილად არ მიყურებს! - ვეუბნები და მკვებავს მაგიდაზე ვდგებ.
- რას ქვია როგორც მეგობარს არ გიყურებს , ანუ მოსწონხარ ?
- არა ... აუ რა ვიცი მე ! - ჯუჯღუნით ვიზელ სახის კანს.
- შეეშვი მაგას და მოდი აქ ! - ხელზე მექაჩება და მეც საწოლზე ვწვები.
- ანუ , არ ვიცი ... ისე ახლოს იყო ! - დაბნეული ვასავსევბ ხელებს ჰაერში.
- გეგონა გაკოცებდა ? - აჟიტირებული ჯდება საწოლზე.
- ხო ... ზუსტად! - მეც მას ვბაძავ და ტუჩზე კბილებს ვიჭერ.
- მოგწონს! - ასკვნის და მეც გაოგნებული ვუყურებ დაქალს.
- რა სისულელეა ... - დაბნეული ვაქნევ თავს და უხალისოდ ვიცინი ... - შანსი არაა , როგორ უნდა მომეწონოს ... - თავს ვაქნევ და წამით მის ნათქვამს ვუფიქრდები . - არ უნდა მომეწონოს ! - ვასკვნი და თავს ბალიშზე ვამხობ.
- რატომ ვითომ ? - პირდაღებული მექაჩება პერანგზე.
- იმიტომ , რომ ... იმიტომ , რომ ! - თვალებს ვუბრიალებ და ამჯერად ბალიშს ვიმხობ თავზე.
- შემწვარი კვერცხი მინდა !- ტუჩებს აცმაცუნებს და მის ნათქვამზე სიცილი მიტყდება.

ბავშვობიდან ასე იყო ...
იმაზე მეტს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი , რაღაც უმნიშვნელოზე ... ან მნიშვნელოვანზე , რომ შემეძლო ფიქრებში გამეთენებინა მთელი ღამე!
ახლაც ვწევარ და იმის მაგივრად , რომ მარიამისავით ღრმა ძილს მივცე თავი , ტვინი ფიქრებისგან მისკდება!
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ერთ უბრალო ... ან თუნდაც ბრალიან მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელო ბიჭს!
ან მნიშვნელოვანს ...
მაღიზიანებს ჩემი თავი!
რაც ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში , ყველა თხრობით წინადადებას , რომელიც ჩემი გულიდან არის წამოსული , წინ "ან" დაერთვის!
ეს კი ჩემთვის ძალიან ცუდია!
ვერ ვიტან , როდესაც ჩემს ნათქვამში მევე მეპარება ეჭვი!
ნერვები აწეწვას მაქვს , ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო .
საწოლზე წამოვჯექი და თავზე ხელები შემოვიწყვე.
ვიგრძენი , როგორ მომეხუტა მარიამი და დაბნეულმა დავხედე გამოფხიზლებულს.
- რა გჭირს ? - მეკითხება თვალებისფახულით და სანათს ანთებს.
- არაფერი ... - ჩუმად ვჩურჩულებ და თვალებს ვხუჭავ.
- ლევანზე ფიქრობ ? - დაბნეული ვუყურებ მარიამს და თითებს ვერ ვიმორჩილებ.
- ხო ...
- მოკლედ რა ... ეს კაცთა მოდგმა უნდა ამოწყვიტო ერთ დღეს! რა უნდა ჩემს გოგოს! , დამიბნია , დამიშტერა და ზის ახლა მშვიდად სახლში წყნარად ! - ამბობს და მის ნათქვამზე სიცილი მიტყდება.
- აუ ძალიან სიმპატიურია! - თვალებზე ხელებს ვიფარებ და ნერვიული სიცილი მცდება ბაგეებიდან.
- შენ ეგ არ შეგიყვარდეს , ფრთხილად იყავი ! - თავზე ხელს მიკაკუნებს და სიცილით მიჩეჩავს თმას.
- რა უნდა შემიყვარდეს გოგო , რას მწყევლი ! - ვუბღვერ და თვალებს ვქაჩავ.
- ყოველთვის ასეთი იყავი ლილე ... - ღიმილით მეფერება თმაზე . - შეიძლება სხვა მოატყუო მაგრამ მე ხომ ვიცი როგორიც ხარ ? , ზუსტად ვიცი ერთი ორჯერ გაგიღიმებს და უკვე ოგონდ იქნები შეყვარებული ! - მეპუტპუტება და მეც თვალებს ვხუჭავ. -თუ უკვე არ შეგიყვარდა ... - ფხუკუნით იწევა ოდნავ უკან და მეც სიცილით ვკრავ ხელს მკერდზე.
^^^
მეორე დღე ელენესთან , საშინლად დატვირთული და მოსაწყენი იყო!
ლექციების გამო , სახლიდან დილაადრიან გავარდა.
ალექსანდრეც სამსახურში იყო ...
დედ-მამა ქალაქში არ იყვნენ , ბიჭებიც არ ამოსულან!
რა ვაკეთო ახლა მე ? , ბავშვსაც ძინავს .
უცებ რაღაცის გადმოგდების ხმა მესმის და ფეთიანივით ვიხედები უკან.
- ლევან ? - უნებურად ვკივი და გულზე დამშვიდებული ხელს ვიდებ.
- დიმა ვარ მე დიმა ! - მეუბნება და თმაზე მიმითითებს.
- კაი ლევან რას მაიმუნობ ! - ხელს ვიქნევ და სიცილით ვჯდები სავარძელზე.
- დიმა ვართქო ! - მიბღვერს ტყუპი და მეც ეჭვნარევი მზერით ვუყურებ დიმას ... ან ლევანს!
- ხო კარგი დიმა , რა მნიშვნველობა აქვს ! - უდარდელად ვიჩეჩავ მხრებს და ჩემს დავცინი !
ხო რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს!
არა როგორ არ ვიცოდი , რომ ეს დიმა იყო ...
მაგრამ ხომ უნდა მეთქვა " რა მნიშვნელობა აქვსთქო?"
ლევანს სულ სხვანაირი სურნელი აქვს , თვალებიც ... თითქოს ერთნაირი თვალები აქვთ , მაგრამ მაინც სხვადასხვაა ...
თმაც მოკლეზე აქვს ლევანს გადაპარსული !
უცებ ვგრნობ , უკნიდან ხელის შეხებას და შიშისგან ადგილზე ვხტები.
- ვაიმე დიმა შემომაკვდები! - თვალებს ვქაჩავ და ნაცნობ, საყვარელ თვალებს "დამფთხალი" ავყურებ.
- დიმა წავიდა , ლევანი ვარ მე ... - სახე , ჩემს აყირავებულ სახესთან ახლოს მოაქვს და ზემოდან დამყურებს.
სუნთქვა მეკვრის და თავსაც ვერ ვამოძრაოვებ.
ერთი გამოძრავება და იმდენად ახლოს არის , წამის მეასედში მოვექცევი მის მკლავებში.
მზერა ტუჩებისკენ გადამაქვს და ნეწყვს დამფრთხალი ვაგორებ სასულეში.
ასეთი რაღაც არასდროს , არასდროს დამმართნია ჩემს ცხოვრებაში!
არასდროს დავინტერესებულვარ ვინმეს ტუჩებით , არასდროს შემიხედავს ვინმესთვის ასე შეშინებულს და დაბნეულს.
ერთი გამიღიმა და თავი ასწია.
მე კი იგივე პოზაში დავრჩი , ხმოლოდ მისმა ხმამაღალმა სიცილმა გამომაფხიზლა.
თავი დაბღვერილმა გავასწორე და ფეხზე წამოვდექი.
ღიმილით მომიახლოვდა და თეძოებზე ხელები ჩამავლო.
სუნთქვაშეკრული ავეკარი სხეულზე და თავი ოდნავ უკან დავწიე.
- რას აკეთებ ? - ვეკითხები შეშინებული და ლამის კისერი მოვიტეხო.
- რას ვაკეთებ ? - კითხვას მიბრუნებს და მეც თავს ვაქნევ , რომ არ დავიბნე.
- ხო რას აკეთებ ... გამიშვი ხელი ! - ხელები მხრებში ჩავავლე და ოდნავ უკან დავწიე.
რომ არა ნიკოს ტირილი , არ ვიცი რა მოხდებოდა.
სუნთქვაგახშირებული გადავხტი უკან , როგორც კი მისგან გათავისუფლებული დავიგულე თავი.
თავის ქნევით წავედი ბავშვის ოთახისკენ და ატირებული მკერდე ავიკარი.
- გიხდება ბავშვი ! - გავიგე ლევანის ხმა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
მისკენ მივბრუნდი და შეუმჩნევლად გავუღიმე.
პატარამ როგორც კი , ნათლია დაიგულა ახლოს მაშინვე გაასავსავა ხელები და მამაკაცისკენ გაიწია.
ფრთხილად გადავუწვინა ხელებში და ღიმილშეპარული სახით გავბრუნდი უკან.

- წავედი მე ... უბრალოდ დაგხედეთ , ერთ საათში თათბირი მაქვს! - შუბლე მაკოცა და გაოგნებულს ხელებში ბავშვი ჩამიწვინა. - ფხიზლად პატარავ ფხიზლად ! - ირონიული ღიმილით იხურავს კარს ზურგსუკან და გონსმოსული , გაოგნებული ვუყურებ ერთ წერტილს.
- ეს ნათლიაშენი დებილია ? - ვეკითხები ბავშვს და ისიც სიცილით მიკრავს თავს.
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი ვინ არისო ? - ლოყაზე ვკოცნი და გაბადრულს კისერზე ვუსვამ თითებს.
***
ნიკოს როგორც კი ვაჭამე , შებინებულზე გრილ ჰაერზე ეზოში გავიყვანე და ცოტა ხნით იქ ვიყავით.
2 საათში ერთხელ მაინც რეკავდა ელენე და შვილის ამბავს კითხულობდა.
მეც სიცილით ვუსხნიდი , რომ ბავშვი გიჟი "მეს" ხელში მშვნევირად გრძნობდა თავს.
მერე ორი საათი ვუსმენდი ელენეს საალერსო სიტყვებს , შვილის მიმართულებით და ბოლოს დაღლილი ვუთიშავდი აბუზღუნებულს მობილურს.
იმასაც ვაყოლებდი , ალექსანდრე როგორ გიძლებსთქო!
მერე ის მითიშავდა გაბრაზებული და ასე ვერთობოდით მთელი დღე.
საღამოს ჭიშკარი გაიღო და სამი მანქანა თანმიმდევრობით შემოლაგდა.
ჭიშკარი დაიხურა და იქვე ჩამომდგარი ელენესკენ წავედი.
გაბუნია აჟიტირებული წამოვიდა შვილისკენ და ხელებში მოიქცია მონატრებული.
- როგორ ხარ ლილე ? - ალექსანდრემ გადამკოცნა და ცოლისკენ წავიდა.
- კარგად შენ ? - ვკითხე ღიმილით და ბავთან მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ღიმილით გავაყოლე თვალი . - ელენე ... ჩემი წასვლის დროა , მარიამი უნდა ვნახო ხვალ ისევ დილით არა? - ვკითხე და კულტურულად არ შევიმჩნიე ჩემს გვერდით ატუზული ყიფიანი.
მამაკაცი აშკარად ხვდებოდა ჩემი "გაბრაზების" მიზეზს და ირონიული , ცინიკური , ცალყბა ღიმილით დამყურებდა თავზე.
- არ წახვიდე რაა , მარიამს დაურეკე და მოვიდეს ! , ხომ ხედავ ყველა აქ ვართ !- შემეხვეწა და ქმარს მხარზე მიადო თავი.
- არა , უკვე გვიანია ... -შეწინააღმდეგება ვცადე მაგრამ რა ხეირი ...
- დაურეკეთქო ! - მიბღვერს მეგობარი და მეც ხვნეშით ვიღებ მობილურს.
^^^
ბავშვები საწოლებს მიაბარეს და მეც დაღლილი ჩავესვენე სავარძელში , ახლადმოსული მარიამის გვერდით.
ჩემი დაქალი თვალს არ აშორებდა , კუშტადშეკრული წარბებით მომზირალ ვიბლიანს და მეც ღიმილით ხან ხელზე , ხანაც ფეხზე ვჩქმეტდი.
ისიც ბღვერით გამომხედავდა და წამის შემდეგ იგივეს იმეორებდა.
- ცოტა ხანი , მოაშორე თვალი თორემ შუბლზე გაწერია ყველაფერი! - ვეჩურჩულები ყურში.
- ეე , საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა დებო! - დიმა ჩვენსკენ იყურება და თითს სასაცილოდ გვიქნევს.
- ეე კაი რა ლევან ! - მარიამის ნათქვამზე ყველას გვეცინება ,დაბნეული მიყურებს და თვალებით მეკითხება რა გაცინებთო.
- დიმაა ეგ ! - ვეუბნები სიცილით და ისიც წამში იწყებს კისკისს.
- ყოჩაღ , გცოდნია გარჩევა! - ირონიულად მეჩურჩულება ჩემს გვერდით ჩამოსკუპებული ლევანი და მეც ხველა-ხველით ვიდებ გულზე ხელს.
- გამაფრთხილე , რომ მოდიხარ ორი კილომეტრის რადიუსიდან! - ვეუბნები ბღვერით და წყალს ვსვამ.

- კანკალებ ! - სამზარეულოში გასულს მეწევა და სიბნელეში , მთვარით განათებულ ოთახში თვალს მისწორებს.
დაბნეული ვაშორებ ბაგეებს ერთამენთს და ვგრძნობ , როგორ ვწითლდები სახეზე.
ჩემში მოყრილი უმართავი გრძნობების კარნავალი , მაგრძნობინებს რომ აშკარად არ ვარ კარგად!
- გეჩვენება ... - ვეუბნები და სამზარეულოს მაგიდას ვეკრი.
არ ვიცი საიდან მაქვს , ამდენი ძალა ამოვიღო ხმა და შევეპასუხო.
მითუმეტეს , როდესაც მართლაც შესამჩნევად ვკანკალებ.
- ვითომ ? - ჩემსკენ დგავს რამდენიმე ნაბიჯს და ახლოს მეკვრის.
- ხო ... - ძლივს ვამბობ ერთ სიტყვას და ვჩუმდები.
მუცლიდან მოყოლებული , ყელამდე დამთავრებული ყველაფერი მითრთის...
ორგანულად ვერ ვმშვიდდები ...
ხელები მიკანკალებს და ვცდილობ ნერვიულობისა და სიამოვნებისგან თვალები არ მიმებნიდოს.
მომატებული ტემპერატურა თვალებს მიწვავს და მეც დიდი შემართებით ვქაჩავ გუგებს , რომ არ "ჩამომეძინოს" ფეხზე მდგომს.
- დავიჯერო ? - ტუჩის კუთხეში ეღიმება და ცალ ხელს წელზე მხვევს.
- ლევან ... - ხელებს მხრებზე ვადებ და ვცდილობ თავით კარადა გავანგრიო , რომ ცოტა უკან დავხიო.
- ლილე ! - იმეორებს ჩემს სახელს და მომენტალურად ვთრთი მოსმენისთანავე. - აი კიდევ გაკანკალებს!-ნასიმაოვნები აღნიშნავს ფაქტს და მეც უფრო დიდი მონდომებით ვცდილობ სახის მიმიკები გავაკონტროლო!
- აუ ყავა მინდა ... - სამზარეულოში გოგონები შემოდიან და შუქის ჩამრთველს აჭერენ ხელს.
მომენტალურად ვიხედები ყიფიანის უკან და რამდენიმე წყვილ გაოგნებულ თვალს , როგორც კი ვაფიქსირებ ბედნიერებისგან ვიბადრები!
მგონი გ ა დ ა ვ რ ჩ ი !
ყიფიანი თავის ქნევით იყურება უკან , წარბშეკრული მზერას არ აცილებს გოგონებს.
შემდეგ მე მაკვირდება , როგორც კი ჩემს მზერას აფიქსირებს , მაშინვე ტუჩის კუთხეში , ცალყბად ეღიმება და ხელებს მიშვებს.
გოგონები განზე გადგნენ , ყიფიანი კი სიცილით გავიდა სამზრეულოდან.
ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში და "დროზე დაფქვი ყველაფერი"-ს მზერით შემომყურე გოგონებს გავუსწორე თვალი.
- ეს რა იყო ? - მარიამი კითხსვისშნინებიანი მზერით მიჯდება წინ და თვალებს ქაჩავს.
- ვაიმე , ყიფოს უყურე შენ ! - თათა კისკისს იწყებს და მუცელზე ხელს იდებს . - რაო , მოყევი სანამ ენა გადმოგაყოფინე და წავიკითხე!
- გაკოცა ? - მეკითხება ნათია და მარიამს უჯდება გვერდით.
- თუ მოგისწარით ? - სიცილით მეკითხება ელენე და მეც მეცინება მის კითხვაზე.
- საბედნიეროდ მოგვისწარით ! - ვამბობ და ხელებში თავს ვრგავ.
- ვაიმე ახალო რძალო ! - თათა ხელებს იშვერს ჩემსკენ და მეც ბღვერით ვჩქმეტ მხარზე.

დაძაბული გავედი მისაღებში და ჩემს ადგილას ფეხებაკანკალებული დავჯექი.
გვერდით მარიამი მომიჯდა და მანიშნა გიორგის გახედეო.
მამაკაცი რაღაცას გაბადრული ჩასჩერებოდა მობილურში.
მის შემხედვარე სიცილი ვერ შევიკავე და ჩემს დაქალთან ერთად დავიწყე სიცილი.
თათამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და გოგონებს ხელი გაკჰრა.
მათაც დააფიქსირეს და სინქრონში ავკისკისდით ყველა.
გაოგნებულები გვიყურებდნენ ბიჭები.
ალბათ იფიქრეს "ამდენი "დალაგებული" ერთ ოთახში ზედმეტეიაო".
- რა გაცინებთ ? - დიმამ მარიამს გაჰკრა ხელი და ვიბლიანმაც დადო მობილური თავის ადგილზე.
- რა გვაცინებს ? - გოგონებს გადმოგვხედა კითხვისნიშნებიანი მზერით. - ჩვენ ვიცინით ? -შეუბრუნა ტყუპს კითხვა და მე ისევ გამეცინა მის ლაპარაკზე.
- ჰა ახლა , თქვი რა გაცინებთ! - გაბადრული გადმომწვდა მე დიმა .
- რა გვაცინებს ? - გავიკვირვე და თავი ისე გავაქნიე , კინაღამ მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ლევანს გავარტყი .
- მასხარები ხართ რა ! - ხელი ჩაიქნია დიმამ და მის რეაქციაზე ორმაგი ძალით ავკისკისდით ყველა.
- შენ გვეუბნები მასხარები ხართო ჩვენ ? - თვალები ავაფახულე და წარბები შევკარი.
- შენ რო ჩემზე დიდი მასხარა ხარ არა ? - თვალი ჩამიკრა და ლევანისკენ მანიშნა.
დაბნეულმა გავაწკლაპუნე ტუჩები და ისევ გამეცინა.
- შენ აღარ მიდიხარ ? - ძმას გახედა დიმამ და მანაც საათს დახედა წამშივე.
- აუ ბაზარი არაა , მეთქი რა მავიწყდება ? - თავისთვის ჩაიდუდღუნა და მეც გული ამიჩქარდა.
უნდა წავიდეს?
რა ხანმოკლეა ეს ბედნიერება ეჰ ...
ტყუპი ხმაურიანი კოცნით დაგვემშვიდობა ყველას და მანქანის გასაღებს და მობილურს ხელი დაავლო.
ისე გავიდა სახლიდან არც კი შემოუხედავს.
გაბრაზებულმა გადავიჯვარედინე ხელები და ინსტიქტურად გავიხედე დემეტრესკენ , რომელიც ალექსანდრეს კრავდა ხელებს და ირონიულად მიღიმოდა.
მაშინვე შევიცვალე სახე და 2 წლის ბავშვვივით გავიბადრე.
მან ახლა უკვე ხმაურიანად ჩაიცინა და თავის ქნევით მიიზიდა ნათია ახლოს.
ერთი ამოვიქშინე და ლოყებაწითლებული მივეყრდენი საზურგეს.
- მგონი დემეტრე მიხვდა ... - ვეჩურჩულები მარიამს და ვგრძნობ , როგორ მიჯდება გვერდით ელენე.
- რას უნდა მიმხვდარიყო ? - მეკითხება ორივე ერთად და მეც დაბნეული ვაფახულებ წამწამებს.
- აუ ეს , რომ მიხვდეს რო მე ლევანი მომწონს , ალბათ აიკლებს მთელ საქართველოს ! - სატირლად ვმანჭავ სახეს.
- რაო , რაო ვინ მომწონსო ? - ეშმაკური ღიმილით მითამაშებს წარბებს ელენე და მარიამის გამოწვდილ ხელს თავისას აგებებს.
- დავაით რა ! - ვუბღვერ ორივეს და ფეხზე ვდგები.
^^^
შაბათ-კვირას ელენემ გამანთავისუფლა.
ასე მითხრა , ალექსანდრეს ადრე ბრუნდება კომპანიიდან და მეც ლექციები არ მაქვსო ...
გახარებული გამოვბრუნდი იქ მისული , მიუხედავად ელენეს დიდი მოთხოვნისა ვერც ყავა დავლიე და ვერც ცოტახნით დავრჩი.
ერთი სული მქონდა , როდის გავიდოდი და გავისეირნებდი.
ნიკო ჩავკოცნე , მისი დედიკოც მივაკოცნე და წამოვედი.
ელენემ მომაძა , საღამოს მარიამს ხელი დაავლე და მოდითო ... დავფიქრდები!
***
მთელი დღე ლიტერატურულ კაფეში გავატარე , ჩემი საყვარელი წიგნიც წავიკითხე , ცივი ყავაც დავლიე ნაყინით ... და ძალიანაც ვისიამოვნე!
ცოტა დაღლილმა ავწიე უკანალი სკამიდან , ანგარიში გავასწორე და სახის მანჭვით გავედი გარეთ.
უკვე ბნელდებოდა , ამდენი ხანი ერთ ადგილზე მიმხმარმა როგორ გავატარე გონზე არ ვარ!
გზას გავხედე და მერე ერთ ადგილზე შევდექი.
ახლა მე სახლში ფეხით წამსვლელი ვარ ? , მგონი არა!
ტრასას გავხედე და დაველოდე , როდის გამოივლიდა თავისუფალი ტაქსი.
უკან გავიხედე და ღიმილით შევხედე ძველებურ , მაგრამ ძალიან კომფორტულ ლიტერატურულ კაფეს.
გონს ჩემს წინ , მანქანის დამუხრუჭების ხმამ მომიყვანა და მეც გულზეხელმიდებული მივაშტერდი ნაცნობ სახეს.
ყიფიანი ფანჯრიდან მიღიმოდა და თან კარს მიღებდა.
დაბნეული ჩავჯექი წინა სავარძელში და ისიც კი ვერ გავიაზრე , როგორ შეეხო მისი ბაგეები ჩემს ლოყას.
- აქ რა გინდა ? - მეკითხება და მანქანას ქოქავს.
- მე ... ლიტერატურულ კაფეში ვიყავი და ... - თმაში თითებს ვიცურებ და ოდნავ ვუღიმი.
- მიყვარს ეგ კაფე ... აბა სად წაგიყვანო ? - ჩემსკენ ბრუნდება და იქვე მანქანას აჩერებს ორ ნაბიჯთან.
- მარიამს გავუაროთ და ელენესთან უნდა მივიდეთ ... - ჩუმად ჩავილაპარაკე და მობილური ამოვიღე.
- სიგარეტს ვიყიდი და მოვალ ... რამე ხომ არ გინდა ?
- არა არაფერი , ყავით გავიჭყიპე! - სიცილით ვიქნევ ხელს და მარიამს ვპასუხობ , რომელიც "ალო-ალოს" -ს ჩამძახის ორი საათია. - გოგო , ახლა გამოგივლი და ჩამოდი , ელენესთან ავიდეთ.
- კაი ამო ჩემთან და ერთად გავიდეთ...
- ლევანთან ერთად ვარ ! - მივაძახე და კოცნა გავუგზავნე .-მიდი, მიდი 10 წუთში მზად იყავი!
- უკაცრავად , გადააყენეთ მანქანა ! - ვიღაც კაცი დგება ფანჯარაში და მეც დაბნეული ვაჩერდები სახეზე.
- იცით ,ველოდები და ორ წუთი რა ...
- ორი წუთი არ ვიცი , გადააყენეთ თორემ პატრულს გამოვიძახებ ! - სიმაოვნებით გამოგიძახებდი მიქელას!
საჭეს ვუყურებ და ცალ თვალს 100კაციან რიგში მდგომ ლევანისკენ ვაპარებ.
თავის ქნევით ვბობღდები საჭესთან და გასაღებს ეშმაკური მზერით დავყურებ.
მანქანას ვქოქავ და თავისუფალ ადგილზე გადამყავს.
პატრულის მანქანას როგორც კი ვამჩნევ , ვცდილობ ჩემს ადგილას გადავბობღდე რაც რა თქმა უნდა კრახით მთავრდება!
ფორმიანი და ქუდიანი კაცი ჩემსკენ მოდის , როგორც სარკიდან ვამჩნევ და მეც უდარდელ ღიმილს ვიკრავ სახეზე.
- მოქალაქე ... - როგორც ჩანს ჩემს სახელს და გვარს ელოდება!
- ლილე ...- ვეუბნები და "გაკვირვებული" ავყურებ ჩაფიქრებულს.
- თქვენი მართვის მოწმობა და საბუთები! - ხელს მიწოდებს და სერიოზულად ვფიქრობ მეც "კევა" ხომ არ მივცე , როგორც ეს ფილმებშია ...
- ჩემი ? - ვეკითხები და თითქოს მანქანაში რაღაცის ძებნას ვიწყებ.
- დიახ ! - წარბშეკრული მომჩერებია მამაკაცი.
"ერთი წარბით მიყურებს ,მიდი ახლა და შეაგნებინე ამას რამე!"
- იცით ... ჩემი ქმრის მანქანა და საბუთებიც მისი დევს , ჩემი მართვის მოწმობა სახლში იჟანგება ... და ეს ამ ქართული მენტალიტეტის ბრალია ! - როგორც კი ვამჩნევ სიტყვის ჩაკვეტებას ცდილობს , მაშინვე პირს ვაღებ სიტყვის გასაგრძელებლად.- დიახ ! , ქალი კუხნაში ვიცითო ... ქალი ზის საჭესთან , არ ეტყობაო ?! კიდე მე მთხოვთ საბუთებს ? , სად არის ამ ქვეყანაში სამართალი ?! - "აღშფოთებულმა" შევიხხადე და ღრმად ამოვისუნთე.
- მოქალაქე ... - ისევ გავაწყვეტინე წარბშეკრულს სიტყვა.
- რას აიჩემეთ , მოქალაქე მოქალაქე ! ლილე მქვია ლილე ! - ვუსწორებ წარბაწეული.
- გადმოდით მანქანიდან !- მეუბნება გაბრაზებული.
- არა იყოს , დაღლილი ვარ და ასე მირჩევნია ... - ვეკრიჭები და სახეს ნერვიულად ვაბრუნებ მაღაზიისკენ.
- რა ხდება აქ ? - მანქანას ყიფიანი უახლოვდება და სამართალდამცავს გაკვირვებული უყურებს.
- თქვენ ქმარი ? - ისეთი შეშფოთებული სახე აქვს ყიფიანს , ლამის შევეხვეწო ცოლად მაღიარეთქო!
- რაო ? - გაოგნებულს სცდება ბაგეებიდან და მეც თვალების ქაჩვას "გაკრეჭას" ვაყოლებ .
- ქმარი ხართ თქვენ ? - კითხვას იმეორებს დაღლილი "ეს ვის გადავეყარეს მზერით".
- არა რა ქმარი , ღმერთმა დამიფაროს ! - პირჯვარს იწერს და მეც ძალით მეცინება მის საქციელზე. - მაკოცე !- მეჩურჩულება ყურში და თვალებს გაოგნებული ვაკვესებ.
- თუ შეიძლება , გადმობრძანდით და განყოფილებაში წამობრძანდით ! - მეუბნება გაბრაზებული პოლიციელი.
- რაო ? - მიშველეს მზერით ვუ

ვუყურებ ყიფიანს და ვფიქრობ რა ავირჩიო : ის , რომ წავყვე პოლიციაში ამ ... ამ ... დეგენერატს ! და ვამტკიცო , რომ მე მართლა მაქვს ჟანგვის პროცესში მყოფი პრავა სახლში თუ ... თუ ვაკოცო ყიფიანს , ავისრულე წადილი და ავიცილო თავიდან ამდენი სირბილი?!
- მე მართლა მაქვს მართვის მოწმობა , გადაამოწმეთ ! - ვეუბნები პოლიციელს და ყიფიანს მბურღავი მზერით ვუყურებ.
- გადმობრძანდით მანქანიდან და წამომყევით ! - მეუბნება მბრძანებლური ტონით და მეც მანქანის კარს ვაღებ გაბრაზებული.
ისეთი სახე აქვს ამ კაცს , მე რაც არ უნდა ვთხოვო ჩემი მართვის მოწმობის ქონა არ ქონას მაინც არ გადაამოწმებს და მგონი ერთ გზაღა დამრჩა!
ღრმად ამოვისუნთქე , წელში გავსწორდი და გაკრეჭილმა ვკარი ხელი ყიფიანს.
მანაც ირონიული ღიმილით გადმომხედა და წელზე ხელი მომხვია.
მამაკაცმა მისი ხელისკენ გააპარა თვალები და ეჭვნარევი მზერით ამატარ-ჩამატარა მზერა.
ყიფიანი ნელა დაიხარა ტუჩებისკენ და ძალიან ნაზად შემეხო.
ვიგრძენი , როგორ ავკანკალდი და თვალები წამში მიმებნიდა!
ისეთი სასიამოვნო ემოციები და გრძნობები იყრდინენ ჩემში თავს , რომ 10000იათასი კაცი , რომ მდგომოდა წინ მაინც ვერ დავთმობდი ამ შეგრძნებებს!
ხელი ოდნავ მოვხვიე კისერზე და ვიგრძენი , როგორ დაიჭიმა ჩემს წელზე მოთავსებული , მისი ძლიერი მტევანი.
გრძელი თითები ნაზად აათამაშა ადგილზე და ნასიამოვნები მომშორდა.
სიცხეში შემოპარებული ცივი ჰაერი ჩემს ბაგეებსაც მოხვდა და მეც თვალები ძალიან ნელა გავახილე.
მისი მოხვეული ხელი , ჩემს წელს არ ცილდებოდა ... არც მე ვიძროდი ადგილიდან , არც ის მესმოდა რას ელაპარაკებოდა სამართალდამცავს ჩემი თურმე "ქმარი" , არც ის ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე , ერთ ადგილზე გაშეშებული სირაქლემას პოზაში ...
მხოლოდ იმ დროს მოვედი გონს , როცა მისი ხელი წელიდან მომშორდა და ოდნავ გონს მოსულმა ავხედე ყიფიანს.
გარემო მოვათვლაიერე და პატრულის მანქანაც კი ვერსად დავლანდე.
როგორც კი წამწამები ერთმანეთს მივაწებე ,მაშინვე დამისველდა თვალის გუგები და გახელაც კი არ ვაცადე ისე გავიქეცი ჩანთით სადღაც უგზო-უკვლოდ.
ყიფიანი გამომეკიდა , არ მეგონა! , მაგრამ გამომეკიდა!
თითები მაჯაში წამავლო და თავისკენ დაქაჩული შემომაბრუნა.
თვალები გავახილე , ჩაწითლებული მზერით მივაჩერდი შავ სფეროებში და სადღაც ღრმად ყველაფერი ჩამომენგრა.
დამეფიცება , ვიგრძენი როგორ ჩამოიშალა მის თვალებშიც რაღაც ... როგორ გამოებერა ძარღვები და ხელებიც კი დაეჭიმა.
- სად მირბიხარ ... - ხმა უფრო დაბოხებოდა და მეც ვეღარ ვგრძნობდი იმდენად დიდ ბრაზს ...
ჩემს თავზე მეშლება ნერვები!
მან მე კოცნა მაიძულა ... მინდოდა მაგრამ ... მაინც ხომ იძულება გამოდის?!
რატომ ვართ ქალები ასეთები?!
ყველაფერს რატომ ვართულებთ?!
რატომ რატომ !!!
- უბრალოდ გამიშვი ... - მისუსტებული ხმა ამოვუშვი და თავი დავხარე.
- მოდი ჩემთან ! - წელზე მოხვეული ხელებით სხეულზე ამიკრა და მეც უღონოდ ჩამოვარდნილი მტევნები ჰაერში გავაშეშე.
იმდენად მსიამოვნებდა , მასთან ასეთ მდგომარეობაში ყოფნა , რომ ...
ვხვდებოდი რამდენად დიდი ძალა ჰქონდა მის მოახლოვებას ჩემთვის!
რამდენადაც დიდი არ უნდა ყოფილიყო , მის მიმართ ჩემი ბრაზი ის მაინც ... მაინც ადვილად მავიწყებდა ყველაფერს!
ადრე მეცინებოდა ... მეცინებოდა და მიკვირდა ბებიის ნათქვამი სიტყვები , ახლა კი ყველაფერს კარგად ვხვდები!
ვხვდები რას ნიშნავს ნათქვამი " ურთიერთობაში ბევრჯერ მოგიწევს რაღაცის დათმობა , საკუთარი პრინციპების გადათელვა , თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვა , თუმცა არა უსაფლძვლოდ ! "
" კარგი რა ბეე , რა უნდა იყოს ასეთი რომ ეგ გააკეთო?" - ვეკითხებოდი გაკვირვებულ-განცვიფრებული ბებიაჩემს , მას კი ეღიმებოდა.
" ლილე ბე , კარგია ასე , რომ იცავ შენს პრინციპებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებ თავმოყვარეობას , თუმცა სიყვარული ... ეს ის ერთადერთი გრძნობაა , რომლიც გამოც შეგიძლია არა მარტო ამ ორის , არამედ ... არამედ ოჯახის და ყველაზე ძვირფასის სიცოცხლის დათმობაც კი!"
" მე რაც არ უნდა შემიყვარდეს შენ არ დაგთმობ და არც უპრინციპო ქალი გავხდები , არც უთავმოყვარეოდ მოვიქცევი ბებო!"
" გაიზრდები და მიხვდები ჩემო ჩერჩეტო ბატო , ახლა კი მიდი და დაიბანე ხელები ... ივახშმე და შეწექი დასაძინებლად , ხვალ ადრე ხარ ასადგომი"
""""ორმაგი ძალით ავტრიდა ჯერ იმიტომ , რომ ბებო ძალიან მოენტრა!
მერე კიდევ იმიტომ , რომ იცის ის უსაფუძვლო სიტყვების გარდა არაფერი ყოფილა , იმის მტკიცება , რომ უპრინციპოდ არ მოიქცეოდა ეგეც აფსურდი აღმოჩნდა"""""
- ნუ ტირი ! - სახე ოდნავ შორს გამაწევინა და ცერა თითებით ცრემლები მომწმინდა.
- გამიშვი ! - თავი გავაქნიე ატირებულმა.
- ლილე ... ლილე მომისმინე ! - შემომიღრინა გაბრაზებულმა და მეც ოდნავ გონს მოსულმა შევწყვიტე ტირილი.
- რა გინდა ! - ბრაზმორეულმა ვკითხე და ხელები ავაფართხალე , რომ მისგან თავი დამეხსნა.
- დამშვიდდი და ვილაპარაკოთ! - მითხრა და მეც ღრმად ჩავისუნთქე.
- არაფერი გვაქვს სალაპარაკო , მადლობა რომ დამიხსენი ასე უპრობლემოდ! - ზიზღით ამოვთქვი და ახლა იმაზე მომეშალა ნერვები , რომ ჩემი მდგომარეობით ისარგებლა!

- კარგი , კარგი ... მართალი ხარ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი , შევცდი და ბოდიშს გიხდი ! - ხელები მომაშორა და თავზე გადაისვა ანერვიულებულმა. - მაგრამ , რომ იცოდე ... დრო რომ დამაბრუნებინა სიამოვნებით გავიმეორებდი დანაშაულს !
და ამას მეუბნება ისე , რომ ... თითქოს რაღაც სასიხარულოს მახარებდეს!
ხეპრე , დეგენერატი და გაუთლელი !!!
- შემეშვი ! - ღრენით დავუბრიალე თვალები და გზა განვაგრძე.
- ვითომ არ ესიამოვნა ! - მომესმა ირონიულად ნათქვამი სიტყვები და მეც გაბრაზებული შევდექი ადგილზე.
- რაო ? - მივუბრუნდი და წინ დავუდექი შეშფოთებული.
- ხო ! და არ მითხრა არ მესიამოვნაო ... - ისეთი ტონით მელაპარაკება , მისი მოკვლის სურვილი მთელი არსებით მიბყრობს.
- არ მესიამოვნა ! - ვეუბნები და ხელებს ვიჯვარედინებ მკერდზე.
- არ გესიამოვნა ? - მეკითხება და ჩემსკენ მოიწევს , მე კი უკან უკან მივდივარ ანერვიულებული სახით გათიშული.
- არა ... - არც ისეთი დამაჯარებელი ტონი მაქვს .
- სულ ცოტათიც არა? - მიმეორებს ირონიული ღიმილით კითხვას.
- არა ... - მანქანის ზედაპირს ვეკვრი და ვგრძნობ , როგორ მიფრიალებს გული.
- ხომ არ გამოვცადოთ ? - წელზე მოხვეული ხელით თავის სხეულზე მიკრავს და მეც ხელებს ვასავსავებ მის მხრებზე.
- გამიშვი ... ლევან გამიშვი ! - მგონი ჩემთვის ვლუღლუღებ და ამას საერთოდ არ ესმის ჩემი ნათქვამი , არც ერთი სიტყვა!
- დარწმუნებული ხარ , რომ გინდა გაგიშვა ? - მეკითხება ჩახშული ხმით და არ ვიცი სიამოვნებისგან გაგიჟებული სად წავიდე , კანიდან რომ არ ამოვძვრე.
- ჯანდაბა შენს თავს ყიფიანო ! - ნერვებმოშლილი და მოთმინება ამოწურული ვგმინავ და თვითონ ვქაჩავ ჩემსკენ.
ირონიული ღიმილით უსვამს თითებს , მის თმაში ახლართულ ჩემს ხელს და საუკუნის მწყურვალივით მაცხრება ბაგეებზე.
ვგრძნობ ,როგორ იწყებს ჩემში რაღაც ცოცხლად მოძრაობას და ლოყებზე ახურებული ვცდილობ სუნთქვის დარეჰულირებას.
ჰაერი , რომ არ მყოფნის ხვდება და ოდნავ მშორდება , როგორც კი თავისუფალმა დავიგულე თავი წყალში ჩავარდნილი თევზივით თავისუფლად დავიწყე სუნთქვა და სიამოვნებისგან გაგიჟებული ყიფიანის კმაყოფილ მზერას როგორც კი წავაწყდი , მაშინვე თავიდან მომინდა ტირილი.
- აუ , კიდე ტირილს იწყებ ტოო ? - მეკითხება საწყალი მზერით და მეც ხელებს ვიფარებ სახეზე.
- გამიშვი ... - სლუკუნით ვწელავ სიტყვას და ისიც სიცილით მიკრავს სხეულზე , თმაზე მკოცნის და მეც კანკალით ავყურებ თვალებში.
- ყველაფერზე რა პონტში ტირი ? - ისეთი სახით მკითხა ტირილს სიცილიც შევურიე და მერე ისევ ტირილი გავაგრძელე.
- ნუ დამცინი !- მკერდზე თითი მივკარი და ოდნავ დავიწიე უკან.
- ეე ნუ ფართხალებ ! - თავისკენ დამექაჩა და ისევ სხეულზე ამეკრა.
- ისე უცებ მოხდა ყველაფერი , მეშინია ... - ვამბობ ჩუმად .
- და რა მოხდა ? - ოდნავ უკან ვიწევი და მისი კითხვით გაოგნებული პირს ვაღებ. - კაი არ მცემო ვიხუმრე რა იყო ! - ახარხარებულს გაბრაზებული ვკრავ ხელს და მისი მანქანისკენ მივდივარ. - არ გამოგყვე ? - საყვარელი სახით მიყურებს და მეც გადებილებული ვცდილობ ღიმილის დაფარვას. - ეგღა მაკლია შენ გკითხო !- უკანალზე ხელს მკრავს და სირბილით მიდის მანქანამდე.
გაბრაზებული ვუღრენ და მის გვერდით ვიკავებ ადგილს ...

- ძაანაც ნუ გამითამამდები ! - ვაფრთხილებ და ვცდილობ შორი-ახლოს ჩამომდგარი მარიამის სახე გავარჩიო.
- აა უკვე გაგითამამდი ? - მეკითხება სიცილით და დაბნეული ვუყურებ მოხარხარეს.
- აუ ნერვებს მიშლი უკვე ! - ხელს ვიქნევ და ჩემს დაქალს ვკოცნი , რომელიც უცებ შემოხდა მანქანის უკანა მხარეს.
- პრივეწები ... - ხელს უქნევს მოცინარ ყიფიანს და მე მიყურებს გაბადრული.
- რა გაცინებს , რატომ ხარ ბედნიერი ? - ვეკითხები და ჩემივე კითხვაზე მეცინება.
- რას ქვია , რატომ ვარ ბედნიერი ? - ბღვერით მეკითხება და მობილურს ათამაშებს ხელებში.
- ნუ მიაქცევ ყურადღებას , გადაღლილია ამდენი ემოციისგან ! - ირონიული ღიმილით არ მაშორებს თვალს და თან ფეხზე ხელს აცურებს.
დიაფრაგმა მეკუმშება , გაოგნებულ მარიამს თვალებით დახმარებას ვთხოვ და თან ვცდილობ ნორმალური მოძრაობით მოვიშორო ყიფიანის ხელი , რომელიც ლამის ყელამდე ამოვიდეს.
- მოდუნდი ფისო ! -დამცინავი ხმით მეუბნება და თვალებს ვატრიალებ ...
- ნუ გადამირიე დაქალი ! - უკან მჯდომი მარიამი ხელს კრავს , ყიფიანის მხარს და მეც სიცილით შევყურებ მის უკმაყოფილო მზერას.
- შენ ჩუმად მანდ ! , თორე დავურეკე ვიბლიანს ! - მანქანა გააჩერა და დადუმებულ მარიამს თვალი ჩაუკრა.
- მასხარა ხარ ! - ხელს ვკრავ ყიფიანს და ვცდილობ დაქალს ვანიშნებ გადმოვიდეს.
- მოვკლავ! - თვალების ბრიალით არ აშორებს სახლისკენ მიმავალ "ჩემს შეყვარებულს" მზერას.
- ნელა ქენი ! - წელზე მოხვეული ხელით მქაჩავს თავისკენ და მარიამს სიცილით ვუკრავ თვალს.
- სალაპარაკო გვაქვს ჩვენ ! - მეძახის ღიმილით და მეც კოცნას ვუგზავნი ხმაურით.
- ჩემს გარდა ნურავის კოცნი , თორემ მოგაჭამ მაგ ტუჩებს ! - საჩვენებელი თითით მაფრთხილებს და მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე.
- ვერ ხარ შენ კარგად! - ვეუბნები და თავის ქნევით მიდვივარ კარისკენ. - აუ რამხელა ეზოა , სანამ სახლში შევდივარ სული მძვრება ! - სიცილით ვაყოლებ ეზოს სიგრძეს თვალს.
- აი ჩვენს სახლში არ იქნება მაგხელა ეზო ... სანამ შენ ჭიშკრიდან საწოლამდე მიგიყვან სული გამძვრება კაცს ! - ყურში მეჩურჩულება და აწითლებულ-ხველა ავარდნილი უნდა გავიწიო დასარტყმელად , რომ დიმა გვიხტება შუაში.
- აბა ? , რა ხდება ეშველა ცას და მიწას ? - მიყურებს და თვალებს ვატრიალებ .
- ისე გავხართ , რა მნიშვნელობა აქვს შენ დაგარტყავ თუ იმას გავუმწარებ სულს?! - ცინიკური ღიმილით ვეკითხები და მისი მხრისკენ მიმაქვს ხელი .
- არა იყოს , არ მინდა პირადულში ჩავერიო ! - ხელებს წევს ჰაერში და წინ გარბის.
- აქ არა ფისო , მერე იქით შორს მარტო რომ დავრჩებით ! - თვალს მიკრავს და "უხერხულ ღიმილს" იკრავს სახეზე.
- მასხარა ! - გაბრაზებული ვიჯვარედინებ ხელებს და ელენესკენ მივდივარ .

- როგორ ხარ ? - მეკითხება ელენე და გაოცებული უყურებს მის ხელებში აფართხალებულ ნიკოს ,ჩემსკენ რომ იწევა.
- კარგად შენ ? - სიცილით ვართმევ ბავშვს და გულზე ვიხუტებ.
- მოკლედ , დასვენების დღეებშიც არ გასვენებს ! - თავის შვილისკენ აქნევს თავს ალექსანდრე და ხელს ,ხელზე მირტყავს .
- არც ბავშვი და არც დედა ! - ხუმრობაში ვყვები და გაბრაზებულ ელენეს ლოყაზე ვკოცნი.
- მოსაყოლი გაქვს შენ ! - თვალების ბრიალით მიდგება ტრიო წინ , როდესაც წელზე ყიფიანის ხელს აღვიქვამ.
ხველა ამიტყდა და ბავშვი სწრაფად გადავაწოდე მამას.
თვალების ბრიალით ვუყურებ გვერდით ჩამომდგარ ლევანს და მინდა , რამე ჩავარტყა თავში.
ის კი სრულიად მშვიდი სახით დააცურებს თითებს ხან წელზე , ხან თეძოებზე და ხან ... " ჩახველება " !
- ასე იცის საყვარელი კაცის სიახლოვემ ! - ასკვნის ირონიული მზერით და ტყუპთან ერთად სავარძლისკენ მიდის.
- ვ ა ი მ ე ! - ნათია გაოგნებული უყურებს ლევანს და შემდეგ მე.
- რ ა ო ? ! - ახლა თათა გამოდის გაოცებული სახით.
- არა საკვანძოს მივხვდი და წვრილმანებისთვის ხორხი უნდა ამოგიღო ? - მეკითხება ელენე და მეც სიცილი მიტყდება მათ რეპლიკებზე.
- მთელი გზა შემაქანეს ჭკუიდან , ხან აქედან მივუდექი , ხან იქიდან და სიტყვა ვერ დავაძრევინე ! - სამზარეულოში ჩამომჯდარს მარიამი ჩქმეტით მიჯდება გვერდით.
- არაფერი ისეთი არ მომხდარა , უბრალოდ ... მოკლედ მაღაზიაში შევიდა თვითონ და ამ დროს უკანა მანქანამ ტვინი წაიღ

ო გადააყენეო , ბოლოს ნუ გადავაყენე და ამ დროს დამადგა თავზე პატრულის თანამშრომელი , ამ დეგენე ... მოკლედ ყიფიანმა ... - სიცილით გადავასწორე და გოგონებსაც გაეცინათ . - დაცვის სანაცვლოდ კოცნა მომთხოვა , არა მე კი ვაჩვენებდი ჩემს პრავას სახლიდან მოტანილს მაგრამ , ამდენი წვალება , იქ წაყოლა და ამის გარკვევა ... ნუ მოკლედ დიდი ფიქრის შემდეგ გადავდგი ეგ ნაბიჯი და ...
- აკოცე ? - სამივემ ერთხმად წამოიძახა და სამზარეულოში შემოსული ლევანის ერთ ადგულზე ღიმილით შედგა.
- კი კი მაკოცა გოგოებო !- კაი ჭორიკანასავით ჩამოასხა წყალი და ცინიკური ღიმილით გავიდა იქიდან.
- მერე ?
- მერე , გაბრაზებული ვიყავი და ამ შემორიგება-შემორიგებაში მოხდა ასე ... - ხელებს ვიქნევ აქეთ იქით .
- აუ რა მაგარია ! - ტაში შემოკრა ელენემ.
- ხო ... - ვწელავ სიტყვას და მარიამს ვუყურებ. -რა გჭირს შენ ?
- არაფერი ... დღეს სამუშაოს პირველი დღე მქონდა და ...
- და ? , მოხდა რამე ? - ვეკითხები შეშინებული.
- არაფერი , უბრალოდ გიორგი ... ისე ცივად მექცეოდა გავვოგნდი ! - თმაზე ხელი გადაისვა.
- ეგ სამსახურში სულ ეგეთია ! - სიცილით გაჰკრა მხარი ელენემ.
- მართლა ? - იკითხა დამშვიდებულმა და ოდნავ გაუღიმა.
- ხო , ხო მართლა ! - თავი დუაქნიეს გოგოებმა.
___
სიცილ კისკისით გავლაგდით სამზარეულოდან.
ლევანმა თავის გვერდით დაატყაპუნა ხელი და მეც ღიმილით მივუჯექი გვერდით.
- დაიღალე ? - მკითხა და მეც თავის ქნევით მივადე მხარზე ცხვირი.
- ძალიან ... - ვიგრძენი როგორ მომხვია წელზე ძლიერი ხელი და მაშინვე მომიდუნდა სხეული.
- გინდა სახლში გაგიყვანო ? - იმდენად მომინდა ძილი , რომ დაუფიქრებლად დავუქნიე თავი.
- შენ არ გინდა აქ ყოფნა ? , თუ მობრუნდები ? - ვეკითხები და თან ფეხზე ვდგები.
- მე შენთან ყოფნა უფრო მინდა ! - თვალს მიკრავს და მეც ღიმილით ვაქნევ თავს აქეთ-იქით.
- წავედით ჩვენ , დაღლილია ლილე და გავიყვან სახლში ! - ფეხზე წამოდგა ყიფიანი და ნივთებს ხელი დაავლო.
- რა გჭირს ? - მარიამი ქვემოდან მიყურებს.
- არაფერი , ცოტა თავი მტკივა ...
___
- რა მოგივიდა ასე უცებ ? - მკითხა შეშინებულმა და თმა ყურსუკან გადამიწია.
- არაფერი , უბრალოდ თავი ამტკივდა მეტი არაფერი !- თავს ვაქნევ პატარა ბავშვივით და ადგილზე ვინაბები მის ტუჩებს , რომ ვგრძნობ შუბლზე.
- გამიარა ! - სიცილით მოვხვიე ხელები კისერზე და მანაც გაბადრულმა მომხვია წელზე განიერი მკლავები.
მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი.
საზურგეს მივადე თავი და თვალები დავხუჭე.
მალევე ვიგრძენი , როგორ მომიდუნდა სხეული და გაბადრული წავედი სიზმრებში.
ყველაფერი ისეთი უცნაური და მშიდი იყო ...
ხელების სახეზე სმამ გამომაფხიზლა და თვალებმოჭუტულმა ავხედე თავზე ჩამომდგარ ყიფიანს.
- მოდი ჩემთან ... - ხელში ამიყვანა და გასაღებით მანქანა ჩაკეტა.
- მეოთხე სართულია , შავი კარი ... გასაღები ჩანთაში დევს ... - ვეუბნები ძლივს-ძვლიობით და ხელებს კისერზე ვხვევ.
მის ხელებში ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს , რომ არ მინდა წამით მაინც მომცილდეს ეს გრძნობა.
რამდენიმე წუთში ვგრძნობ ტანქვეშ რაღაც რბილს და ბალიშს განაბული ვადებ თავს.
***
თვალებს ვახელ და ფშვნეტით ვზვერავ გარემოს.
სახლში ჩამი-ჩუმი არ არის!
გაოგენბული ვსწორდები წელში და ვგრძნობ , როგორ მიდგება თვალებში ცრემლები ...
გული შიშისგან მიფრიალებს და საწოლთან ვიკეცები.
თავს ხელებში ვრგავ და თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს.
იმდენად არარეალურად მეჩვენება ჩემი ეს მდგომარეობა , მგონია რომ ცოტახნის წინ კი არა ახლა ვხედავ ჩემს თავს სიზმარში !
- ლილე ცუდად ხარ ? - თითქოს შორიდან სასურველის ხმა მესმის და გველნაკბენივით ვწევ თავს.
კარში ჩამომდგარ ყიფიანს , რომ ვხედავ სიხარულისგან ფეხზე ვდგები და "ვაიმეე"-ს ძახილით მივრბივარ მისკენ.
ისიც სიცილით შლის ხელებს და სხეულზე აკრულს მაგრად მიკრავს გულში.
- მეგონა სიზმარი ვნახე ... და ყველაფერი , ყველაფერი რაც მოხდა არარეალური იყო ... - შეშინებული მის კისერში ვსლუკუნებდი და ვგრძნობდი როგორ მკოცნიდან თმაზე განაბულს.
- ამის გამო ტირი გოგო ? - მეკითხება სიცილით და ხელებს წელზე მხვევს.
ოდნავ უკან ვიწევი და შორიდან ვუყურებ მის სახეს.
ისიც დაჟინებით მიყურებს თვალებში და მეც დაბნეული ვაცეცებ თვალებს.
ხელებს მის თმაზე ვასრიალებ , ის კი ჩემს წელზე დაატარებს თლილ თითებს.
მალევე ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემსაზე და ახლა ვხვდები რა მაკლდა!
რა მჭირდებოდა დასამშვიდებლად!
ფეხის წვერებზე აწეული ვცდილობ კოცნაში ავყვე და ჩემი გული ისეა აჩქარებული მგონია ,რომ საგულედან კი არა სხეულიდან ამოხტება.
ნასიამოვნები ვიწევი უკან და ტუჩებს ვილოკავ.
ის კი მოწყვეტით მკოცნის ისევ და ბედნიერებისგან ლამისაა შევიშალო.
- შემომეჭმევი ! - მეუბნება და ცხვირზე მკოცნის.
- ახლა მე მკითხე ! - სიცილით ვიხევ უკან და საჩვენებელ თითს ვუფრიალებ ცხვირწინ.
- მშია ! - ამბობს და ჩემსკენ მოდის ირონილი ღიმილით.
- ახლავე გავამზადებ რამეს ! - სიცილით გავრბივარ სამზარეულოში და რომ არა მაჯაში წავლებული ხელი ერთ ნაბიჯში იქ ვიქნებოდი.
- რას გაამზადებ , რა იცი მე რა მიყვარს ? - ეშმაკური მზერით მეკითხება და ისევ მოწყვეტით , ძალიან ნელა მკოცნის ტუჩებზე.
- და რა გიყვარს? - წელზე მოხვეულ თითებს ვნებდები და ჩემს თითებს მის ხელებზე ვასრიალებ.
- რა მიყვარს ? - მეკითხება სიცილით და კოცნას უფრო გემრიელს ხდის.
- ვნებიანი კოცნები , რომ გიყვარს ეგ უკვე გავიგე ! - სიცილით ვცდილობ უკან გავწიო.
- მთავარი გაგიგია , ანუ რა უნდა გამიკეთო ? - ეშმაკურად მითამაშებს წარბებს.
- კვერცს შეგიწვავ ! - ტაშს ვკრავ გახარებული და მისი ხელებიდან ვძვრები.
მის სახეზე გემრიელად გადავიკისკისებდი.
თავიდან ვერ მიხვდა რა ვუთხარი , მერე წარბები შეკრა და ჩემსკენ წამოვიდა.
- მეღადავები ? - მეკითხება და ახლოს ჯდება .
- რატო ? - გაკვირვებული ვცდილობ სიცილის შეკავებას.
- გამიკეთე კაი კვერცხი ! - ცინიკური სახით აქნევს თავს და მეც ვეღარ ვითმენ მეტს.

^^^
რუტინული ცხოვრება უკეთესობისაკენ და რაც მთავარია მრავალფეროვნებისკენ შეიცვალა.
სამსახურში მისვლაც ისე მიხაროდა , ზუსტად ვიცოდი რომ იქ მისულს აუცილებლად შემხვდებოდა ყიფიანი.
აუცილებლად ჩამეხუტებოდა და მასთან ერთად ვეთამაშებოდი ნიკოსაც.
ნიკოს იმდენად უყვარდა ნათლია , რომ მისი დანახვის დროს მე კი არა დედ-მამაც ავიწყდებოდა ხშირ შემთხვევაში.
ტყუპიც ამით გახარებული , თავაწეული დადიოდა და გაიძახოდა " ესეც ჩემი პირველი შვილობილიო".
პირველად , რომ გავიგე ნერყწვი მძიმედ გადამცდა სასულეში.
ახლაც კი მეღიმება მის ეშმაკურ გამოხედვაზე და ვგრძნობ , როგორ მიჩქარდება მის მოლოდინში გული.
ნიკოს ვეთამაშები და ბავშვის ლაღ კისკისს გაბადრული შევყურებ.
ზოგჯერ მანცვიფრებს მისი ასეთი ლამაზი და ამავდროულად მკაცრი ნაკვთები .
რომ გითხრათ ბებიას გავსთქო მოგატყუებთ , გადახატული ალექსანდრე და ერეკლეა ...
დედასაც გავს რაღაცით , ზოგი რამ ელენესიც აქვს ... თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მამისა და ბაბუის ასლია...
საქციელებითაც მათსავით დინჯი და გაწონასწორებულია.
არ არსებობს უმიზეზოდ აჭიჭყინდეს და ვინმე ამით შეაწუხოს.
ვინ შეწუხდება რო ამ პატარა ჭიკით ? , თუმცა ძალიან კარგად იცის რა არის სატირალი და რა არა ...
ამაზეც სულ იცინის ყიფიანი , მე მგავს ... მე დავანათლეო !
ზოგჯერ ისე მეცინება მის გამოხტომებზე , ღიმილს ვერ ვთოკავ და ბოლო ხმაზე ვიცინი.
ისიც მაშინვე მიბრიალებს თვალებს და მეც მისი წარბშეჭმუხნული მზერით "დაშინებული" , მაშინვე ვკუმავ პირს.
ამაზე ყველას ეცინება , თუმცა ... მაგ დროს სად მცალია საცინად , ისე მომწონს მისი ეს მზერა , რომ ლამისაა შევეხვეწო სულ გამიბრაზდითქო!
გოგონებთანაც საკმაოდ ახლოს ვარ , პირველად რომ მოვისმინე მათი სიყვარულის ისტორიები თავიდან გავვოგნდი...
ყველაზე მეტად ელენეს და თათას ისტორიამ განმაცვიფრა.
ნათიასი უბრალო , მაგრამ ძალიან ლამაზი და საყვარელი ისტორია იყო , დაუვიწყარი !
თათასი... ხო ესეც უბრალო , მაგრამ ძალიან სასაცილო და გრძელი !
ელენესი ... ელენესი ეს რაღაც ცალკე კუნძულია!
იმდენად ჩაჩუმებული და გატრუნული ვუსმენდი , რომ მთელი ყურადღება მის სიტყვებზე მქონდა გადატანილი , ვაი და რამე არ გამომრჩესთქო!
მარიმიც ძალიან დაუახლოვდა გოგონებს , ერთი სიტყვით და მათივე თქმით ... "სარძლოები ვდაქალობთ რა".
ვიბლიანის და მარიამის საქმე ცოტა რთულადაა.
ცოტა რა ... ან რთულად რა ... საერთოდ არაა მათი ურთიერთობა არანაირ ფაზაზე და ეს რა თქმა უნდა ძალიან ტკენს გულს ჩემს დაქალს.
გული მეწვის როცა ვიბლიანზე მიშტერებულს ვუყურებ, მის დაძაბულობას " ვაი და არ დამინახოს"-ზეც ძალიან შეშინებული ვხვდები.
როგორც თვითონ ამბობს , ისეთს არაფერს გრძნობს მამაკაცის მიმართ.
თუმცა მე ვინ მასწავლის მარიამს?
ერთადერთი ადამიანია , რომელსაც არ შევხედავ ისე ვიტყვი რა სჭირს , რას განიცდის და რას როდის განიცდის.
რამდენჯერ გამომიჭერია საკუთარ თავთან ხმამაღალი საუბრის დროს.
დამფრთხალი , რომ ჩუმდება და უხერხული ღიმილით მიყურებს ამაზე საერთოდ გადავდივარ ჭკუიდან.
ვიბლიანი ძალიან მკაცრია სამსახურში , არანაირი პირადი ურთიერთობა!
სამსახურის გარეთ ხომ თავს იკლავს რას ამბობთ!
ეს არის მარიამის პასუხი ამის მერე.
ფიქრებიდან მხარზე შეხება მაფხიზლებს და ღიმილით ვატრიალებ ნაცნობი სილუეტისკენ თავს.
საყვარელი მამაკაცი ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და ნათლულს ხელში მხიარულად იყვანს.
მისი დაღლილი სახე მხედველობიდან არ მრჩება და მეც დაღლილი ვადებ მის მხარს თავს.
- დაიღალე ხო ? - ვეკითხები ჩუმი ხმით და ნიკოს ბოდევს ვუსწორებ.
- არც ისე ! - შუბლზე მკოცნის და პატარას ცხვირზე ჰკრავს საჩვენებელ თითს. - ბიჭო , იცოდე ეს არ დამიღალო თორე გვერდით რო გავალთ ხო იცი ? - ბავშვი სიცილისგან იჭაჭება და გაბადრული ყიფიანიც ტუჩებს მისი კისრისკენ მიაცოცებს.
წანში მიპყრობს მისი კოცნის სურვილი და თვალებანთებული ვუყურებ მის ტუჩებს.
ვამჩნევ , რომ სახეს ჩემსკენ ატრაიელბს მაგრამ , მზერას მაინც ვერ ვაცილებ მის ბაგეებს.

ხედავ , როგორ უპობს ღიმილი ორ კონტურს და ფიქრებში ვიძირები.
წარმოსახვაში უკვე მის ტუჩებს ჩემსაზე ვგრძნობ.
არ ვიცი , ნამდვილად არ ვიცი რა მჭირს მაგრამ ... ისე მინდა მისი კოცნა ლამის ჭკუიდან შევიშალო.
თითქოს გულით გრძნობს იმას ,რაც ჩემში ხდება , მაგრამ ხელს არ ანძრევს და ირონიული ღიმილით გაპობილ მზერას არ მაშორებს.
- რაო ლილე ? - მეკითხება ნიშნისმოგებით და ბავშვს ჭოჭინაში სვამს.
- რა ? - კითხვას დაბნეული ვუბრუნებ და ვგრძნობ , როგორ მეცლება ენერგია ყველა ორგანოდან.
- რამ გაგთიშა ? - კითხვაზე კითხვით მპასუხობს , რომ უფრო მეტად დამაბნიოს.
- ცხელა ... - ვამბობ და კისერზე თითებს ვასრიალებ.
ჩემს შეხებაზე თვალები ენთება და თითებს ხელზე ნაზად მაყოლებს.
- დარწმუნებული ხარ , რომ გცხელა ? - მეკითხება და წელზე მოხვეული ხელით თავისკენ უფრო მქაჩავს.
- ლევან ... სირცხვილია აქ ... - თავს ვაქნევ და ვცდილობ მისგან განვთავისუფლდე , დასაწვავ თვლებს კი მის მადისამღვძვრელ ტუჩებს მაინც ვერ ვაშორებ.
- გინდა გაკოცო ? - მეკითხება ჩახლეჩილი ხმით და ამით უფრო აღძრავს ემოციათა კორიანთელს ჩემში.
- აქ ... აქ არა ! - ვამბობ ძლივს-ძლივობით და ტუჩებს ვილოკავ.
გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე მეწაფება ბაგეებზე და გაუზრებლად ვქაჩავ ჩემსკენ კისერზე მოხვეული თითებით.
არ ვიცი რა მემართება და სად მიდის ჩემში მოჩენილი ენერგია ასე უპრაგუნოდ , თუმცა ვხვდები რომ მასთან სიახლივის სურვილი იმდენად მიპყრობს გააზრების უნარიც კი მეკარგება.
ოდნავ ვშორდები და ხვნეშით ვიწყებ ღრმად სუნთქვას.
თვალებანთებული მომჩერებია და ცდილობს ხელი რაც შეიძლება მაგრად მომიჭიროს თეძოზე.
სახეს ტკივილისგან ვმანჭავ და ისიც თანდათან ადუნებს მოჭერილ თითებს ჩემს სხეულზე.
"ეს კოცნა დაუვიწყარ მომენტებში , მოწინავე ადგილს იკავებს"!

იმდენად ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობ , რომ ვხვდები აქამდე მხოლოდ ვსუნთქავდი !
ბედნიერება , ღირებულებები ... 180 გრადუსით შემობრუნდა ჩემი ცხოვრება უკვე ...
ახლა ვხვდები , რომ მიზანი ... ოცნება ! , ყველაფერი მქონია !
მაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი , სიყვარული !
მყავს ყიფიანი , რომელთან ერთადაც სიამოვნებით გავლევდი მთელს სიცოცხლეს!
ყიფიანი ... რომელიც დღითიდღე მიყვარდება ...
მიყვარდება და კითხვა მებადება : " შესაძლოა ამაზე მეტადაც მიყვადე?"
პასუხი კი მეორე დღის დილასვე მიბრუნდება , მაშინ ... იმ მომენტში როცა თვალებს ვახელ და ბედნიერი სახითა და კმაყოფილების ღიმილით წარმოვიდგენ , მისი ნახვით გამოწვეულ ბედნირებას ... " დღეს უფრო მიყვარხარ" " ხვალ უფრო მეყვარები" "ზეგ კი ამაზე მეტად " !
დღის თავიდან დაწყება ამის გამო ღირს მარტო ... ვიგრძნო იმ გრძნობის გაძლიერება ჩემში , რომელსაც სიყვარული ჰქვია!
^^^
თვალებს ფშვნეტით ვახელ და ვგრძნობ , როგორ მერევა ბრაზი კარზე მობრახუნის მიმართ ...
საათს დავყურებ და თვალები მიფართოვდება.
4:07 ...
გულის ცემა მიჩქარდება და შიში მომენტალურად მიპრყობს.
კართან ფეხის წვერებზე მდგომი მივდივარ და თან მობილურს ხელს ვუჭერ.
რომ ვხვდები ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს , სულ მავიწყდება საათის "მოჩვენება" და მაშინვე ვკრეფ სასურველ ნომერს.
ოდნავ უკან ვიხევ და ოთახში ვბრუნდები ...
მიკვირს , მაგრამ მალევე მპასუხობს ზარზე.
- ვაიმე , ბოდიში ... ბოდიში ჩემო სიცოცხლე , ვიცი გაგაღვიძე მაგრამ ახლავე თუ არ მოხვალ ჩემთან შეიძლება გავაფრინო !
- გააღე გოგო კარი ! - სიცილით მეუბნება ყიფიანი და მეც გაოგნებული ვაგდებ გათიშულ აპარატს საწოლზე.
სირბილით მივდივარ კარისკენ და საკეტს სწრაფად ვაბრუნებ.
კარში ჩამომდგარი სხეული ღიმილით იშვერს ხელებს ჩემსკენ და მეც მთელი ძალით ვეხვევი მის განიერ მხრებს.
ხელს არ მიშვებს ისე შევდივართ სახლში , ზურგსუკან კეტავს კარს და საკეტსაც აბრუნებს.
სავარძელში ჯდება და მეც მასზე მიხუტებული კალთაში ვუჯდები.
- რამ შეგაშინა ? - მეკითხება და ოდნავ მწევს უკან.
- საათის შესახებ გსმენია რამე ? , დაგუგლე და ამოგიგდებს განმარტებას ! - ბრაზმორეული ვეუბნები და ხელებს ვიჯვარედინებ.
- მანიაკიაო და " ჩემს მამაც ბიჭს " დავურეკავ , მისგან მიხსნისო ? - ჩემს გაჯავრებას აგრძელებს აშკარად ნასვამი და ისეთი ღიმილით მიღიმის მე , რომ თავგზას მიბნევს.
- ასე ნუ შვები ! - ტუჩებზე საჩვენებელ თითს ვაწეპებ და , როგორ კი ირონიულად მომღიმარს ვხედავ მაშინვე თვალები მენაბება !
მხურვალე ბაგეებით მკოცნის საჩვენებელი თითის ბალიშზე და ვგრძნობ , როგორ იმატებს ჩემში ტემპერატურა.
- უიმე რატო წამოიღო ? - მეკითხება და თან მთელი ემოციით იცხადებს გულზე ხელებდაკრეფილი.
ისე ლამაზად იცინის , ისე ... მისი სისხლისფერი ტუჩების იქით ვერაფერს აღიქვამს ჩემი ... ჩემი ტვინი !
იცინის და დრო და დრო ენის წვერს გამშრალ ტუჩებზე ისვამს.
"წინ დამილაგა 32 კბილი" ...
- რაო გავითიშეთო ? - ტუჩებზე ცერა თითებს მისვამს და მეც თავს ვაქნევ გამოსაფხიზლბლად.
- არა ... რამე ხომ არ გინდა ? - წამოდგომას ვცდილობ , მაგრამ მხოლოდ ვცდილობ !
ყიფიანი ისევ მის მუხლებზე მაბრუნებს , ჭინკებათამაშებული თვალებით მიყურებს ჯიქურ და მეც ვერ ვაშორებ მის თვალებს მზერას.
- არაფერი მინდა შენს გარდა ! - მეუბნება წამიერად და ვგრძნობ როგორ მეხება მისი ტუჩები ძალიან ნელა ბაგეებზე.
ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ და თითებს მის თმაში ვაცურებ.
მისი ხელი , ჩემს წელზე ისე მაგიჟებს , რომ შეწინააღმდეგებასაც ვეღარ ვცდილობ ...
თუმცა მგონი არც მინდა , არ მინდა შევეწინააღმდეგო , მინდა ყოველწამს მის სიახლოვეს ვგრძნობზე , ვიცოდე რომ ჩემთან ახლოსაა და ყოველწამს შემიძლია მივიდე და მაგრად ჩავეხუტე , ან ვაკოცო ... ან ... ახლა ეს ხელებს თუ არ გაწევს ამ ან-ს ... დიდი გაგრძელება ექნება !

ოდნავ მშორდება და მეც ღრმად ვსუნთქავ.
მინდა რამე ჩავარტყა თავში , მიყურებს და თანდათან უფრო ეღიმება.
ბოლოს სიცილს იწყებს და გაოგნებული ვუყურებ მის სახეს.
იცის ასე , რომ შეუძლია ჩემი გაგიჟება და განგებ იცინის ასე ლამაზად!
- ვაიმე ნუ შვები ეგრე ! - გაბრაზებული ვკუმავ ტუჩებს და ხელებს სახეზე ვაბჯენ.
- ჩემი ველური პანტერა ! - ხელებს მიკავებს და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის.
- დასჯილი ხარ , ორი დღე ვერ მაკოცებ ! - კმაყოფილი ვდგები მისი მუხლებიდან და თავს ვუქნევ ირონიულად მომღიმარს.
- მე მსჯი , თუ შენს თავს ჩემო ველურო ? - ნიშნისმოგებით ათამაშებს წარბებს და და მეც დაბნეული ვაცეცებ თვალებს.
- მაგდენი აღარ მიფიქრია ... - სიცილით ვიქნევ ხელს . - თუმცა დასჯით მაინც დაისჯები ! - ბოლოს ჩემებურად ვასრულებ და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი.
- დარწმუნებული ხარ ? - ჩემსკენ მოდის ვერაგული ნაბიჯებით და მეც უკუსვლით მივდივარ სამზარეულოსკენ.
- კ ... კი ! - ვამბობ დაბნეული და მის ტუჩებს ისევ ვერ ვაშორებ მზერას.
- ვცადოთ ? - ისევ ისეთი ტონით მეკითხება , მე რომ ჭკუიდან მშლის.
- არა იყოს მადლობა ! - სიცილით ვიხსნი თავს და გვერდით ვუხვევ.
- კარგი , როგორც გინდა ორი დღე დასჯილი ხარ ! - ხელებს ყრის ქვემოთ .
- მე ? , მე თუ შენ ! - გაბრაზებული ვკრავ წარბებს.
- შენ , ჩემო პანტერა ! - შუბლზე მკოცნის და კარისკენ უხვევს .
^^^
დილით ადრე მომიწია ადგომა , ელენემ მთხოვა ადრე მივსულიყავი...ბოლო გამოცდაზე მიდიოდა და ძალიან ადრე უნდა დაეწყო მეცადინობა...
კართან ვდგები და დასაკაკუნებლად აშვერილი ხელი ჰაერში მიჩერდება , გაკრეჭილი ტყუპი2 მიღებს კარს და ხელზე მექაჩება.
გაკვირვებული ვქაჩავ თვალებს და ვცდილობ ჩუმად ვილაპარაკო , მაინც არც ისე შუადღეა , დილის 11 საათია.
თუმცა გამახსენდა , აქ საათი არ იციან!
- რას აკეთებ ? - სიცილით ვეკითხები და იქვე მჯდომ ხალხს ხელის აწევით ვესალმები.
- გააშველე ეს შენი დაქალი და ვიბლიანი , თორე დახოცეს ერთმანეთი ! - ფხუკუნით მთხოვს ყიფიანის ტყუპისცალი და მეც გაკვირვებული ვუყურებ ერთმანეთის პირდაპირ მჯდომ ორ ადამიანს , რომლებიც თვალებიდან მალე ალბათ ვულკანს გადმოაფრქვევენ.
- რა გჭირს ხალხო , ცოტა პოზიტივი ! - მათ შორის ვჯდები და ვიბლიანს მხარზე ხელს ვხვევ. - რაო გიო , გაბრაზებს ეს ამორძალი ხო ? - ვეკითხები და ისიც გულუბრყვილოდ გახარებული მიქნევს თავს.
- ვერ არის ეს შენი დაქალი თავის მატროზე ! - მეუბნება სუფთა , სვანური აქცენტით და წამში მეჭიმება სახეზე ყველა ნაკვთი , ისე მინდა ბოლო ხმაზე აკისკისება.
- ვ ... ვაიმე დედა ! - ოდნავ ვიწევი წინ და ფეხზე ვდგები , ელენეს ბავშვს ვაგლეჯ ხელიდან და ეზოში გავრბივარ.
სიცილს ძლივს ვიკავებ სანამ მათ თვალს მოვეფარები , გაქრობა და წამში ბოლო ხმაზე ახარხარება ერთია!
ისეთი სასაცილო აღმოჩნდა , სვანურ კილოზე აჭიკჭიკებული ვიბლიანის მოსმენა ჩემთვის , რომ თავის შეკავება ძალიან მიჭირს.
ნიკო გაოგნებული მიყურებს , თმაზე ვკოცნი და ღიმილით შევდივარ სახლში , ბავშვს ვისვამ კალთაში ისევ საწყის ადგილზე მოკალათებული.
- სად გავარდი გოგო ! - მარიამი ხელზე მჩქმეტს და მეც გამწარებული ვატრიალებ თავს დაქალისკენ.
- რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მჩქმეტ თქო ! - ვახსენებ ხმამაღლა და კმაყოფილი მისი აწითლებული ლოყების ხილვით ადგილზე ვიჯგიმები.
- მოვკლავ , გეფიცები მოვკლავ ! - მარიამი გიორგისმენ იქნევს ხელებს და თან რაღაცას მეფიცება .
- ამას გადაეცი , ცოცხალი ვერ გამასწრებს აქედან ! - ამჯერად გიორგი მაბრუნებს თავისკენ და უკვე გაოგნებული ბავშვს ელენეს ვაძლევ , რომ კონცენტრირება ნიკოს გაოცებულ სახეზე კი არა ვიბლიანის და მარიამის სასაცილო ჩხუბზე მოვახდინო.
- არა აქეთ , რომ მეჭიმება უყურე რა ! - თვალებს აკვესებს ჩემი დაქალი.
- აბა შენ უნდა გამეჭიმო ? - გაბრაზებული დგება ფეხზე ვიბლიანი და ზემოდან დაჰყურებს ცინიკურად მომღიმარ გოგონას.
- პრინციპში შენ გაჭიმვა რაღაში გინა ! - ტუჩებს აწკლაპუნებს და სიცილს ძლივს ვიკავებ გიორგის ბრაზმორეულ სახეზე , სიკვდილს რომ უქადის ჩემს დაქალს.

- ეე , ეე რა გაჩხუბებთ ტოო ! - ღია კარში ლევანი შემოდის და მეც გაბადრული ღიმილით ვუშტერებ თვალებს , უკვე მონატრებულს.
- გიორგიმ ცოლობა თხოვა და მარიამმა სიცილი დაიწყო ... - მხრები აიჩეჩა დემეტრემ .
- რაო ? - სასულეში გადასასვლელი სითხე გადამცდა და ხველა ამტყდარმა ძლივს ამოვისუნთქე.
- რა ცოლობა ბიჭო , ხო არ ... - სამსონაძემ გარემოს მოავლო თვალი და უხერხული ღიმილით გაწელავ სიტყვა. - გძამარვს ?!
- ქენი რამე , ქენი რამეო და ჰა ! - თავზე ნერვიულად ისვამს ხელს გიორგი და მისი რატომღაც შემოჩვეული აქცენტი ბოლო რამენიდემე წუთის განმავლობაში , სულაც ვერ მაფიქრებს ისე როგორც ახლადგაგებული ამბავი.
- ვაიმე გულო ... - გულზე ხელს ვიდებ და დაბნეული გავყურებ მალულად მომღიმარ ჩემს დაქალს. - რა გაცინებს გოგო! - მისკენ ვბრუნდები გაბრაზებული.
- აი ასე იცნის რაც ვუთხარი იმის მერე , მოსაკლავი არაა ახლა ? - მე მეკითხება ვიბლიანი და მის ნერვიულობაზე წამით მთელი არსებით მეღიმება.
- აბა რა ცოლობა ადამიანო ... გამარჯობის იქით ნალაპარაკები არ გვაქვს! , ჩარჩა ეს შუა საუკუნეებში ლილე ! - მარიამი აშკარად შოკიდანაც არაა ჯერ გამოსული.
- ხო და ვსიო , ძაანაც რომ მთხოვო აღარ მოგიყვან ! - ამბობს გაბრაზებული გიორგი და სახლიდან მტკიცე ნაბიჯებით გადის.
- ეს ვერაა ... - გაოგნებული ლუღლუღებს მარიამი.
- წადი გოგო , გაყევი ! - ყველა ერთად ვკივით და ისიც დავნეული დგება ფეხზე და კარში გარბის.
^^^
- გიორგი , გიორგი ... - ანერვიულებული მირბის ჩქარი ნაბიჯებით მოსიარულე ვიბლიანისკენ და საბოლოოდ მანქანასთან უსწრებს გაბრაზებულს. - ჯანდაბა , გაჩერდი ორი წუთით და მომისმინე ! - სუნთქვაგახშირებული , ქლოშინით დგება მის წინ და მანქანას ხელით ეყრდნობა.
- რა გინდა ? , გავიგე რომ არ გინდა არ არის საჭირო არაფრის თქმა ! - ამბობს ნაწყენი და მანქანის კარს აღებს.
- მომიმინე , ჯანდაბა დახურე ეს კარი და მომისმინე ! - კარს თავისი ხელით კეტავს და მასზე აკრულ ვიბლიანს გაბრაზებული უდგება წინ. - მე არ მითქვამს , რომ შენი ცოლობა არ მინდათქო , უბრალოდ გითხარი რომ ჯერ ოჯახზე ფიქრი ადრეა ,ნორმალურადაც კი არ ვიცნობთ ერთმანეთს , იცი როგორი ვარ ? , ან მე ვიცი შენ როგორი ხარ ? , ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და მე ... - ლაპარაკის დამთავრება არ აცადა ისე ეცა ბაგეებზე.
გამოშტერებულ მაიამს ჰაერში , აქნეული ხელები ჰაერშივე გაუშეშდა და გაოგნებული აყვა ალერსში სასურველ ბაგეებს.

მხოლოდ ის დავინახე ,მოშორებული მარიამი ოდნავ განზე როგორ გადგა და გაოგნებულმა გადაისვა ტუჩებზე საჩვენებელი თითი.
სიცილით ავეხუტე უკან მდგომ საყვარელ მამაკაცს და ყველა მოვშორდით დიდი მინის ფანჯარას , როგორც კი "წყვილმა" ჩვენსკენ გამოიხედა.
დაფეთებულები გავედით სავარძლებისკენ , მხოლოდ დიმა დარჩა ადგილზე, ძმაკაცს ორივე ცერა ჰაერში აუწია , ვიბლიანმა კი შუა თითი გამოუყო .
ისეთი სიცილი წაგვსკდა ყველას , ვხედავდი მარიამიც ვერ იკავებდა ფხუკუნს.
მაგრამ გიორგიმ ისე გახედა , წამში მოკუმა ტუჩები და თვალები დაახამხამა.
სახლში , რომ შემოვიდნენ მაინც ცალ-ცალკე დადიოდნენ აქეთ-იქით.
ლევანს მხარი გავკარი და მანაც ირონიული ღიმილით მომაპყრო მზერა.
წარბი ჰაერში ავზიდე და მზერით ვკითხე რა ხდებათქო.
მან კი თავი გააქნია და გადახვეული ხელი მაშინვე მომაშორა.
წარბშეკრულმა მოვკუმე ტუჩები და მისი უყურადღებობით გადაღლილი ფეხზე წამოვდექი.
სულ დამავიწყდა აქ რისთვისაც ვიყავი , ჭოჭინაში მოთამაშე ნიკოს ხელი დავავლე და ჩემზე მოხუტებული ,თვალებმიბლენტილი ოთახში გავიყვანე.
- ეე სად მიდიხარ რძალო , იჯექი რა ჩვენთან ! - დიმამ ხელით დამიჭირა და ეშმაკურად ამითამაშა წარბები.
- ბავშვს ეძინება ... - სიცილით გამოვაცალე ხელი და გაოგნებულმა გავხედე ყიფიანს , რომელმაც ხელებიდან ნათლული ამაცალა.
ბრაზმორეული მზერა გავაყოლე , აკშარად რაღაცაზეა ნაწყენი და არ მეუბნება.
- რას აკეთებ ? - სამსონაძე ფეხზე წამოხტა და მოხარხარე დემეტრესკენ წავიდა.
- რას ვაკეთებ ? - ეკითხება დაბნეული და მის ქცევაზე წამში ვმხიარულდები. - რძალო , ჩამოდი გიკლავენ მაზლს ! - გაჰკივის დემეტრე და კისრისტეხვით ჩამოდის ელენეც.
- რა ხდება რა გაღრიალებთ ? - გაოგნებულმა გააცოცა მზერა ქმრიკსენ.
ალექსანდრემ ნიშნისმოგებით გაუღიმა და მანაც გაკვირვებულმა გადახედა ამჯერად მოღრიალე დემეტრეს.
- რა ჩემი ბრალია ,შენ თუ ბიჭები მოგწონს ტოო ... - ამჯერად მე ამომეფარა დემეტრე და სამსონაძის სახეზე ისეთი სიცილი ამიტყდა , რომ მიხვდვი ზედმეტები მომდიოდა პირზე ხელი გადავიტარე და ნაწყენ სამსონაძეს ოდნავ გავუღიმე.
- არ მიაქციო ყურადღება შენ , ეს დაკავებულია ეხა და შურს შენი თავისუფლების ... - ნათიას თვალს ვუკრავ და მერე გახარებულ სამსონას ხელს ჩემსას ვკრავ.
- მოღალატე ! - ოდნავ მშორდება დემეტრე და "გაცოფებული" მიყურებს.
- მოღალატე ! - ვაჯავრებ ღიმილით და შეყვარებულს ხელიდან ნიკოს ვგლეჯ.
- მეკავა მე ! - გაბრაზებული იწევს ჩემსკენ და მეც ბავშვი უკან მიმყავს.
- სანამ შენ დაიკავებდი , მე მეკავა ! - ტუჩებმოკუმული ვეწინააღმდეგები და ბავშვს კარგად ვიკრავ სხეულზე.
- ლილე მომიყვანე ნიკო ! - მკაცრი ტონით ამბობს და ვცდილობ ღიმილი შევიკავო მკაცრი ყიფიანის ხილვისას.
- ნიკოს მოვლა მე მევალება , ამიტომ საღამომდე ნიკო ჩემთან იქნება ! - ვამბობ ურყევი ტონით და ვბრუნდები , რომ წავიდე.
- ლილე ! - მიბღვერს და ისევ ვერ ვიკავებ ღიმილს.
- ლევან ! - ვიმეორებ მის სახელს.
- როგორ გავს თქვენი სახელები ერთმანეთს ! - დემეტრე შუაში დგება და მხარზე ხელს მხვევს. - სუფთა ელენეს პატარაობა ხარ ! - სიცილით აქნევს თავს. - ანუ ახლანდელი ასაკი რა ... - მინმარტავს და ელენეც გაბრაზებული დგება ალექსანდრეს გვერდით.
- შენი ძმა შემომაკვდება ! - ეუბნება ბღვერით.
- შენთვის ამდენი ემოცია ზემდეტია , ჯერ გათხოვდი ... მერე ბავშვი გააჩინე , ახლა კიდე მე უნდა მომკლა ! , ნუ ჩქარობ გაზრდას დაო ... - ირონიულად იღიმის მაზლი.
- შენ "ბიძიკო"-თი უნდა მომართო ! - არც ელენე რჩება ასაკზე ხუმრობაში და უფროს ცერცხვაძესაც ეტყობა მოშლილი ნერვები.
- ჩემი ბრალია რა , ბავშვი არ უნდა გააბლატავო თავიდანვე ... გაჩენის დღიდანვე უნდა მომევლო შენთვის , თუმცა არც ახლაა გვიანი ... ბოლოსდაბოლოს ჯერ თინეიჯერი გოგო ხარ ! - ჭიკჭიკებს და მეც თმაზე მისვამს ხელს.
- ე ბიჭო გაწეიე ეს ხელი რა პატარა ბავშვივით მეფერები ამ თმაზე ! - შეწუხებული ვბუზღუნებ და სიცილით ვიშორებ მის ხელს.
- ნიკოსთვის პამპერს , რომ გადმოიღებ შენთვის და ელენესთვისაც მოიყოლე , პრინციპში თათას და მარიამსაც წამოუღე ... რამდენი ბავშვი მყავს აღსაზრდელი ! - თავს აქნევს და ელენესკენ მიდის . - ჩაისვარე გოგო ? , ალექსანდრე ცოლს პამპერსი გამოუცვალე ! - ძმას მხარზე ხელს არტყავს და მის სახეზე ოდნავ უკან იხევს. - კაი რა იყო , ვიხუმრე ! - უნმარტავს და სიცილით წევს ხელებს მაღლა.
- ამხელა კაცი , დაბერდი და დაჭკვიანება არ გიწერია ! - უბღვერს ელენე და ნიკოს მართმევს . - მომიყვანე ეს , თორე შეიწირავთ თქვენ ! - ლევანზე მანიშნებს და მეც ვნებდები.

- სამსონაძე ნუ დაბორიალობ მოხეტიალე სულივით , თორე მოგიქსიე დიმა ! - შეწუხებული დემეტრე ძმაკაცს ძალით სვამს ადგილზე.
- რა გჭირს შენ ? - მარიამი ოდნავ აბრუნებს თავისეკენ ბიჭს.
- წამალზე ზის რა ... - თავს აქნევს დემეტრე და სახეზე ხელებს ისვამს შეწუხებული.
გაოგნებულს "გაოცებული" სახეც მექნებოდა , დემეტრეს ჩატეხილი ტუჩის კუთხე, რომ არ დამენახა.
- ვაიმე ვერ არის ეს კაცი კარგად რაა , გამისკდა გული ! - ვსუნთქავ ღრმად და ლევანისკენ ვიწევი , რომელიც გვერდით ჯდება და თავს მარიდებს. - რა გჭირს შენ ? - ჩუმი ხმით ვეკითხები დაბნეული. - არ გამცემ ხმას ? - ნაწყენი ვუწევ ტონს ოდნავ.
ის კი მობილურიდან თავსაც კი წევს.
გულში რაღაც ღრმად მწყდება , ფეხზე დვეგბი და კიბეებზე ავდივარ.
-შეიძლება ? - ელენეს კარზე ვაკაკუნებ და ოდნავ მიძინებული ნიკო თავს უმალვე ყოფს. - ვაიმე ბოდიში ... - უკან გაბრუნებას ვაპირებ , ელენე რომ ღიმილით მეძახის შემოდიო. - შეიძლება დღეს ადრე წავიდე ? , რაღაც ვერ ვარ კარგად , თან ღამე კარგად არ მეძინა ...
- წადი , რათ უნდა ამდენი ახნსა მაგას გოგო ! - სიცილით მკოცნის ლოყაზე.
მადლობას ვუხდი და ნიკოს ოდნავ ვეხები შუბლზე ტუჩებით.
ქვემოთ ჩასული ვხედავ , როგორ გარბის დემეტრე და მისდევს ვიბლიანი.
სევდიანი ღიმილით ვუყურებ მარიამს , რომელიც სიცილისგან ლამისაა გაიჭაჭოს.
ოდნავ ვუქნევ თავს და ალექსანდრესკენ ვაცოცებ მზერას , რომელიც რაღაცას გამწარებული ეძებს.
- მიდიხარ ? - მარიამი ფეხზე დგება , როცა ჩანთას ვიკიდებ მხარზე.
დავინახე , როგორ შეეცვალა გამომეტყველება ყიფიანს , თუმცა თავი მაინც არ აუწევია მობილურიდან.
ნერვებმოშლილმა დავუქნიე ხელი და " ნახვამდის " ძახილით გამოვედი სახლიდან.
არც კი გამომყოლია!
მომავალ ტაქსს ხელი დავუქნიე და მანქანაში უკანმოუხედავად ჩავჯექი.
ნერვებმოშლილმა გზაში ყურსასმენები გავიკეთე , ტაქსისტი რაღაც საოცარ ინდურ სიმღერას უსმენდა ... მე კი მოთმინება დაკარგული ვცქმუტავდი ადგილზე.
სახლთან მისული , სწარაფად გადმოვხტი მანქანიდან და ტაქსისტს ფული გადავუხადე.
ოდნავ ავიხედე ჩემი სახლის ფანჯარაში და ღია დამრჩენია!
თავის ლანძღვით შევაღე კარი და საკეტი გადავაბრუნე.
გასაღები იქვე მივაგდე და ნერვებმოშლილი შევდექი ადგილზე.
ფანჯარა მივხურე , ტანისსამოსი გავიხადე... წყლის ჭიქა დავიდგი ტუმბოზე და ბალიშზე საცვლების ამარა დარჩენილმა მივაგდე თავი.
ძილით ხომ ვერ დავიძინე , მთელი სხეული ოფლით დამეცვარა და გაგიჟებული წამოვჯექი საწოლზე.
იმდენად გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ ყიფიანის საქციელით არც კი ვიცი რა ვთქვა ...
ახლა რაღა დაემართა ? , ნუთუ გუშინდელზეა გაბრაზებული ...
კი მაგრამ არამგონია სერიოზულად მიეღო ის ნათქვამი ...
ანდა რა უნდა მიეღო , ორი წლის ხომ არ არის?!
იმდენად დაბნეული ვარ ... ჯანდაბა ! , ღმერთო არც კი ვიცი რა მოვიმოქმედო...
ხომ შეეძლო პასუხი მაინც გაეცა ?! , ახლა მე რომ დავურეკო ... არა , რა სისულელეა!
აქეთ შევეხვეწები კიდე ...
პირსახოცს ხელი დავავლე და სააბაზანოში შევედი , წყალს ვივლებდი როცა კარზე დააზარუნეს.
პირსახოცი მოვიხვიე და გარეთ გადავტანტალდი.
სიმართლე გითხრათ , დიდი იმედი მქონდა იმის , რომ ყიფიანი იქნებოდა...
კარი ოდნავ ნაწყენმა გავაღე და ზღურბლსიქით მარიამი , რომ დამხვდა გულში რაღაც ღრმად ჩამწყდა.
- მადლობა , პოტენციურო რძალო ... შეგიძლია წახვიდე ! - მარიამს ოდნავ მიჰკრა ხელი , გახარებულმა ყიფიანმა და ისიც სიცილით დაეშვა კიბეებზე.
ჯერ გონს არ ვიყავი მისული , შიგნით რომ შემოვიდა და დახურულ კარზე ამაკრა.
ზურგსუკან წაიღო ხელი და შეცურებული თითებით თავისზე ამაკრა , შემდეგ საკეტი გადააბრუნა და ისევ ზედ ამაკრა .
ხომ გრილად ვიყავი , ხომ ძალიან აღარ მცხელოდა ... მაგრამ მთლიანი გადატრიალება მოახინა მისმა ერთმა შემოხედვამ და უბრალოდ შეხებამ ...
სულ არ მაინტერესებდა , რომ ნახევრად შიშველი ვიდექი მის წინ და ასეთი ვნება ჩამდგარი თვალებით ვუყურებდი მის გაცხოველებულ მზერას.
- სად მიძვერები ? - წინ წასული ,ისევ კარზე ამაყუდა და ვიგრძენი როგორ დამაჟრიალა მთელს სხეულში .
- რა გინდა ? - ვეკითხები ძლივს და თავს ოდნავ გვერდით ვწევ.
მისი ხელები , ჩემს წელზე მაგიჟებენ ...
არ ვიცი რა ხდება ჩემში , თუმცა რაც ხდება ისიც კი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს მგონია , რომ გაუსაძლისობისგან ლამის ბოლო ხმაზე ავტირდები.
ზღვარზე მყოფი , მის თითებს ჩემს კისერში რომ ვიგულებ ,სიამოვნებისგან ოხვრა ცდება ჩემს ბაგეებს .
ვცდილობ თვალები დავიმორჩილო და ზენიტში აფრენილი ცოტა ხნით მაინც დავუბრუნე მიწას ...
- სად წამოხვედი ? - მეკითხება ბოხი ხმით , იმის მაგივრად რომ კითხვაზე პასუხი გამცეს.
- სახლში ... - ვლულუღებ და მისი ტუცებისკენ ვიწევი, თუმცა მალევე წევს თავს უკან და გაბრაზებული თვალებს ვქაჩავ.
- დასჯილი ხარ , დაგავიწყდა ? - მეკითხება და მეც უმალვე მიტივტივდება "გუშინდელი დასჯის მეთოდი".
- ჯანდაბას შენი თავიც და დასჯდაც , მაკოცე ! - ვამბობ მკაცრი ხმით და ჩემსკენ დაქაჩულს ნეტარედ ვეპატრონები იმ ტუჩებს , რომლებიც ასე მაგიჟებენ!
ვგრძნობ , როგორ მიჭერს ხელებს თეძოებზე და ჩემს ფეხებს მის წელზე ვუძებნი ადგილს.
უჰაერობისგან შეწუხებული ტუჩზე ვკბენ , მასაც ბაგეები ყელისკენ გადააქვს და ვგრძნობ მალე სიამოვნებისგან კანში ვერ ჩატეული იქიდან ფრენა-ფრენით ამოვძვრები.

ჩემს ფეხზე მოჭერილი მისი თლილი თითები და ჩემი გადაკონწიალებული კისერი , ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!
ოდნავ გავახილე თვალები და ვაი ამ გახელას.
ზუსტად მაშინ ამომხედა ყიფიანმაც , აწითლებული ლოყები დავიწყევლე და ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მთელი სხეული მოუთმენლობისგან.
არ ვიცი რას ვერ ვითმენ , ან ვიცი და ამის აღიარების მეშინია...
მასთან მინდა , მთელი გრძნობით მინდა მასთან!
ხელები კისერზე მოვხვიე და თავი ოდნავ დავუქნიე.
მანაც ღიმილით ამათვალიერ-ჩამთვალიერა და ცხვირზე ოდნავ მომკარა მწველი ტუჩები.
მერე ... მერე როგორც შალიკო იტყოდა , საქმე ლაპარაკის ნაცვლად ...
და ხო კიდევ , კიდევ ... კეკეს თქმის არ იყოს ... ქმედება ოცნების ნაცვლად!


^^^
- მიდი აცუნცულდი სადმე გავისერნოთ , კვირაა დღეს და არ მაქვს შეხვედრა ! - ცხვირზე მკოცნის ახალგამოღვიძებულს და თითქოს არაფერი არ მესმის. - გესმის ? - სიცილით დამყურებს ზემოდან და მეც თითებს სახეზე ვიფარებ.
სირცხვილისგან სად წავიდე აღარ ვიცი ...
არასდროს მიფიქრია , რომ პირველი ღამის შემდეგ ასეთი მორცხვი ვიქნებოდი ...
"კომპლექსებს ხსნისო" და მე უარესი დამემართა...
უკუღმართი ვარ !
- ჩემი გცხვენია ? - ცოტა აკლია ახარხარებამდე ბედნიერი სიცილით გაკრეჭილს.
- გადი ! - გაბუტული ვჩქმეტ მხარზე და წამში ვგრძნობ შიშველ მუცელზე მის თითებს.
ისევ ისე მაჟრიალებს ... არა!
უფრო , გაორმაგებულად და ლამისაა სიამოვნებისგან სული განვუტევო.
- სად გავიდე ? - მეკითხება ხრიწიანი ხმით და ყურზე მკოცნის.
მოთმინების უნარსი მეკარგება და კისკისით ვხვევ კისერზე ხელებს.
თითებს მაყოლებს შიშველ მლავებზე და ღიმილით დამყურებს ზემოდან.
ყველაზე ბედნიერი დილა გამითენდა ... ბედნიერი დილა , ბედიერი დილა ...


^^^


- მგელივით მშია ! - ამბობს და ჩმესკენ იწევა.
- აბა , აბა ! - ტუჩებზე საჩვენებლ

საჩვენებელ თითს სიცილით ვადებ და ისიც მომენტალურად მკბენს ბალიშზე.
მიმტანი გოგონა გვიახლოვდება და ბლოკნოტს იჭერს ხელში.
დაბნეულს ღიმილით ვუყურებ და ვამჩნევ , როგორი გაოგნებული მიყურებს ჯერ მე და შემდეგ ყიფიანს.
ყიფიანის ტუჩების მალევე მშორდება თითიდან და ოდნავ ეყრდნობა საზურგეს.
- რას .. რას მიირთმევთ ? - გვეკითხება და თავს ძირს ხრის.
მომენტალურად მტკივდება მუცელი შიშისგან და თმაში თითებს ვიცურებ.
ადრე ასე არასდროს დამმართნია , თითქოს ნერვები გიტარის სიმებია , ეს გოგო და მისი გამოხედვა კი თითები და ისე ადვილად უკრავს ჩემით , რომ შემიძლია აქვე და ახლავე გავწყდე შუაზე ნაფლეთებად !
მტრისას და ავისას ჩემი გაწყდომა!
მწყობრიდან გამოვყავარ ამ გოგოს ტკივილიან მზერას და ყიფიანის უდარდელ ქცევას.
- ცივი ყავა და დამამშვიდებელი ! - ცინიკური ღიმილით მიყურებს ჩემი შეყვარებული და მიმტანს აჰყურებს .
- და ბასრი დანა ! - ვამბობ გაბრაზებული.
- ახალი გალესილი , კაი ფარიც მოაყოლე ! - ისევ იმ ირონიული ღიმილით საუბრობს , მე რომ მიბნევს თავგზას.
- დანა კი არა ხმალი მომიტანეთ ! - უკვე ძალიან ვბრაზდები ...
- ხმალი და გემრიელი საწოლი ... - უტიფარი ღიმილით მიყურებს თვალებში.
- ცივი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი ... -არც ვუყურებ ისე ვლუღლუღებ.
- თქ ... ინებებთ რამეს ? - ახლა ლევანისკენ გააცოცა მორცხვი მზერა.
ვერც კი მიხვდა , როგორ უნდა მიემართა!
ვ ა ი მ ე !
- მეც იგივე ! - ამბობს კმაყოფილი და ამჯერად მას აჰყურებს. - როგორ ხარ თათია ? - მშვიდი მზერით ეკითხება გოგონას.
- კარგად , შენ ? - დაბნეული აცეცებს თვალებს. - მე ისა ... მოვიტან შეკვეთას ხო ? - პასუხს არ ელოდება ისე მიდის .
ღრმად ვსუნთქავ და თავს ფანჯრისკენ ვატრიალებ.
არ მინდა ის ემოცია , რაც სახეზე ასე აშკარად მახატია , ვინმემ და მითუმეტეს ყიფიანმა შეამჩნიოს.
- ვინ არის ? - მის ირონიულ სახეს , მზერით რომ მეუბნება " ვიცოდი მაინც , რომ მკითხავდი და გაცდიდიო" გაბრაზებული შევყურებ.
- ჩემი ეჭვიანი , გაბრაზებულიც როგორი სექსუალური ხარ ! - ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის და ოდნავ გაბრაზებული ვიშორებ .
- ვაიმე ისე გიყურებს , ისე რომ ლამისაა შემომაკვდეს ! - ღიმილით ვუყურებ გოგონას თითქოს არაფერი.
- ჩემი ყოფილია , 17 წლის რომ ვიყავი მაშინ ვიყავით ერთად ... მთვრალი იყო და რაღაცეები მოუნდა , რადგან უარი ვუთხარი ამიტომ დავშორდით , მერე შერიგება უნდოდა მაგრამ ... ვიღაც სხვაზე გათხოვდა თან იცოდა , რომ არ შევურიგდებოდი , მაგარი შარიანი ვიღაცაა , ინტრიგებს ხლართავდა იმის დედა ვატირე , სამსონას ეჩალიჩებოდა ჩემს მერე ! - სიცილით ამბობს და ახლა ვხვდები მისი უმწიკლო სახის უკან რაც იმალება.
- ასე , რომ გიყურებს ნერვები მეშლება ... - ვჯუჯღუნებ და სიამოვნებისგან მაცხელებს , როცა ჩემს გვერდით ვიგულებ გადმომჯდარს.
- ახლაც ? , ახლაც გეშლება ნერვები ? - მეკითხება და ოდნავ ეხება ჩემს ბაგეებს.
- რატომ მაგიჟებ ? - კითხვაზე კითხვით ვპასუხობ და კისკისს ვიწყებ , როცა თითებს მუცელზე მიცურებს. - მეღუტუნება ... - საყვარლად ვაგდებ კისერს საზურგეზე.
- ვგიჟდები შენზე ! - მოუთმენლად მკოცნის ლოყაზე , ტუჩის კუთხეში და ტუჩებზე მოწყვეტით მაცხრება.
- მე შენზე ! - ვეუბნები და მეც მოწყვეტით ვკოცნი ოდნავ თავწამოწეული .
- ჩემი გიჟ-მაჟი ! - ყურში მეჩურჩულება და მის სიტყვაზე სიცილი მიტყდება.
- შენი გიჟ-რა ? - ვეკითხები და ყურზე ვახებ ტუჩებს.

- თქვენი შეკვეთა ... - ამბობს მიმტანი და ძალიან ნელა იწყებს გადმოლაგებას მაგიდაზე.
- მადლობა ! - ვამბობ ღიმილით და ყიფიანს ხელს ვკიდებ ... - მგელივით მშია ! - მის სიტყვებს სიცილით ვიმეორებ და გადმოლაგებას არ ვაცდი , მაშინვე ვტაცებ ჩემს ნამცხავრს ხელს.
- რატომ არ გეშიება ... ენერგიის აღდგენა გჭირდება ! - მეუბნება და ხველა ავარდნილი მხოლოდ ყავის ხელში აღებას და დალევას ვახერხებ. - მშვიდად ჩემო ლამაზო , სიცოცხლე სიცოცხლე ! - ირონიულად "მეფერება" წელზე და მეც გაოგნებული ვატრიალებ მისკენ მზერას.
მის სახეზე ღიმილი მეფინება და ნერვებმოშლილი სწრაფად ვკოცნი ტუჩებზე.
იმაში დარწმუნება , რომ ყიფიანი თათიას გამო არ მეუბნებოდა ამ ყველაფერს საერთოდ არ მჭირდება.
საიმისოდ კარგად ვიცნობ ყიფიანს , რომ მივხვდე რა კიდია ფეხებზე და რა არა!
მისთვის ახლა მე ვარ ყველაზე მნიშნველოვანი , მე ის და ჩვენ !
^^^
- რამე ხომ არ გრჩება ? - მეკითხება დილაადრიან ამოვარდნილი და თან სამზარეულოში ამოწმებს გაზი არ დაგრჩეს ჩართულიო.
- არა მგონი , ხო ? მოიცა კიდევ გადავამოწმებ ! - ქოთქოთით დავრბივარ აქეთ-იქით და ვცდილობ ყველაფერს დავაკვირდე.
- ვაიმე ! - უკვე დაღლილი ლევანი ხელს მავლებს და მხარზე მიდებს.
კარს თვითონ კეტავს და ასე მხარზე გადებული ჩავყავარ მანქანამდე.
შიგნით მსვამს და კარს მიკეტავს.
მეგობრებთან ერთად მივდივართ ვიბლიანთან სვანეთში.
თქვენ უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა აქ , დიმა ჩემთან წავიდეთო გაიძახოდა , ვიბლიანი ჩემთანო იმას ეჯინებოდა და სრული მესამე მსოფლიო ომი დაიწყო მათ შორის.
" - მე და ჩემი საყვარელი ქალი , ჩვენთან დავრჩებით ... თქვენ ყველა კი ვიბლიანთან , მაინც გვერდი-გვერდ გვაქვს სახლები !"
ჩემი შეყვარებული "ნამეტანი" ჭკვიანი აღმოჩნდა.
ასე , რომ ასე გადაწყდა ეს საქმე!
- ჩვენ არავინ არ მოგყვება ? - ვეკითხები საჭესთან მჯდომს და მუსიკას ოდნავ ვუწევ ხმას.
- კი , სამსონას უნდა გავუაროთ ... ერთი კაცის გამო ცალკე მანქანით ხო არ წამოვა ... - მპასუხობს და მანქანას მის სახლთან აჩერებს.
ღიმილით ჯდება მამაკაცი მანქანაში უკან ...
- გინდა წინ დაგსვავ ... - ვთავაზობ და ისიც ღიმილით მიქნევს თავს უარყოფის ნიშნად. - მოკლედ შენ ყველაზე წყნარი ხარ სასტავში ხო ? - ვეკითხები სიცილით.
- გააჩნია რაში ... - ეშმაკურად ათამაშებს წარბებს და მეც სიცილით ვიყუდებ წყლის ბოთლს.
- ბიჭო , კაფეში თათია რო ვნახე გითხარი ? - სარკიდან უყურებს ძმაკაცს და საჭეს ატრიალებს.
სასულეში გადასასვლელი სითხე მცდება და თვალებჩაწითლებული ხველას , რომ ვამთავრებ დარცხვენილი ვუყურებ ცინიკურად მომღიმარ მამაკაცს.
თავს ვაქნევ და სამსონაძის პასუხს ველოდები ...
- არა , რაო რა გითხრა ? - სიცილით ეკითხება და ოდნავ წამოწეული იდაყვებით , საზურგეებს ეყრდნობა.
- არაფერი , როგორც იცოდა ... ძაან მორცხვობდა , ლამის დავიჯერე ! - სიცილი აუტყდა და ჩემს მუხლზე დადო ხელი.
მის ხელს , ჩემი დავადე და ღიმილით გავხედე ამჯერად ჩვეულებრივად მომღმარს.
- ვინაა თათია ? - ყიფიანს თვალებს ვუბრიალებ და ისიც წამში წვდება ჩემს ჩანაფიქრს.
- მე ... - სამსონაძეს უყურებს " მიშველეს " მზერით და ისიც წამში იქექავს კეფას დაბნეული.
- ერთი ჩემი ... - დაბნეული ლუღლუღებს თვითონაც და სიცილს ვერ ვიკავებ , მთელი ხმით ვკისკისებ და ბედნიერი ვკოცნი ლოყაზე შეყვარებულს , შემდეგ კი უფრო დაბნეულ სამსონას.
- რა უნდა ტოო ... - ეკითხება ძმაკაცს .
- შენ კიდე არ იცნობ ამას , რა ეშმაკია ! - ამბობს და ისე მიჭერს თითებს მუხლის თავებზე ლამისაა , იქვე განვუტევო სული.
უხეხული ღიმილითა და თვალების ბრიალით ვიშორებ მის ხელს და უკნიდან სამსონაძის ხარხარი , რომ მესმის გაბრაზებული ვაბრუნებ თავს უკან.
ისიც ხელებს დანებების ნიშნად ქვემოთ აგდებს და მეც კმაყოფილი ღიმილით ვუყურებ ცინიკური ღიმილით მომზირალ საყვარელ კაცს.
კიდევ ვამბობ და სულ ვიტყვი ... მისი ირონიული გამოხედვა ... ეს ისაა რასაც ნებისმიერ დროს , შეუძლია ჭკუიდან გადამიყვანოს!


^^^


გზაში ვწუწუნებდი რამხელა გზა არისთქო ...
თავს ვადებდი მინას და ზუსტად იმ მომენტში , როცა უკვე უნდა ჩამძინებოდა მთელი ძალით ამუხრუჭებდა ყიფიანი.
ტვინის შერყევა დამემართა , ჯერ ვითმინე ვითმინე , მაგრამ ბოლოს გამწარებული გაჩერებული მანქანიდან გადავხდი საჭესთან დავხტი.
- აბა ასკუპდი ! - ოდნავ იწევა ჩემსკენ და მეც ზურგით მივდივარ გვერდითა სავარძლისკენ.
- ნწ ... - თავს სიცილით ვუქნევ და ისიც ფეხზე ხელს მიჭერს.
- ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითა ? - მეკითხება და თავს ოდნავ გვერდით ხრის.
- ჯანდაბა შენ ! - ვისარგებლე სამსონაძე გადასული , რომ იყო ჩემსკენ დავექაჩე და ვნებიანად ვაკოცე გემრიელ ტუჩებზე. - ახლა გადავსკუპდები ! - ვეუბნები და სიტვის თქმა არ მცალდება , რომ მიჭერს და ამჯერად თავისი ინიციატივით მაცხრება ბაგეებზე.
- აბა ახლა , მოვიდა პატრული ბიძია და ... - თითს აქნევს სამსონაძე .
ყიფიანს ეცინება , მე სახეზე ვწითლდები და ჩემს ადგილზე ვბობღდები.

^^^


იმდენად მომწონს სვანეთის ბუნება , რომ ერთი კვირაა ადგილზე დავწრწივარ და უკვე ყველა წერტილს მხედველობითი მეხსიერებით ვიმახსოვრებ ...
ვცდილობ გონებაში ყველაფერი ჩავიბეჭდო , რომ არც ერთი კუთხე არ დამავიწყდეს.
ნიკოს ხელში ვიჭერ და იქვე ჰამაკისკენ მიმყავს.
განაბული ბავშვი ჩემს მკერდზე ათავსებს თავს და ლოყა ისე საყვარლად ეკეცება ლამის შევუჭამო.
გოგონები სხდებიან გარშემო და სასაცილო ამბების მოყოლას იწყებენ.
გამიკვირდა მაგრამ საკმაოზე მეტადაც კი ცხელა ამ მხარეს ... კიდევ კარგი ჰამაკს ზემოთ ბევრი ხეა და იმდენად ვერ აღწევს მზის სხივები ჩვენთან.
- მე იცით რა მახსოვს ? - დაიწყო ელენემ ღიმილით ლაპარაკი . - კოკა სამსონაძე როგორ აშველებდა ყველას , გაჩუმდით ოჯახური დიალოგები იქით ... ახლა დავსახოთ თათას მოტაცების გეგმაო ...
- ხო , საბამ რო გაიგო კინაღამ გაგიჟდა რა მოტაცება , ხო არ გაგიჟდითო ! - სიცილი აუტყდა ნათიას.
- საბოლოოდ თათა დემეტრეს სულელურ გამოხტომებს სიცილით და გაოგნებით ხვდებოდა ... - ელენემ სიცილით გაიხსენა წვრილმანები.
- ხო , მე ის მახსოვს ... ელენემ მითხრა არ მიაქციო დემეტრეს ყურადღება , 21-ე ქრომოსომა აკლიაო ... - კისკისი აუტყდა თათას.
- ხო , დიმა თავს იქექავდა რძლებო რა არის ეგო ? - ელენეს უკვე მუცელი ტკიოდა სიცილისგან.
- მერე შენ უთხარი , აი დემეტრეს შეხედე და მიხვდებიო ... - ნათიამ ფანჯრის იქით მჯდომ ქმარს გახედა სიცილით.
- კარგია მოგონებები ... - ელენემ თავი ხელებში ჩარგო და ბედნიერი ღიმილით გახედა ქმარს. - ძალიან მიყავარს ... , თათას მოტაცებისას მკითხა რატომ არ კივისო ... - ალექსანდრესკენ გააქნია თავი და სიცილი ამიტყდა ამის გაგებისას.



^^^


ყველა გახარებულ თათას ვეხვეოდით თავს.
ის კი მუცელს ეფერებოდა და გაბადრულ საბას დროდადრო თმაზე კოცნიდა.
ოდნავ წამომივიდა ცრემლები სიხარულისგან და უკან შევბრუნდი ფანჯრისკენ რამე , რომ არ ეეჭვათ.
მუცელზე ოდნავ მოვისვი თითები და ვიგრძენი , როგორ ამიძგერდა გული ორმაგი ძალებით.
გრძნობდე შენში ცოცხალს , სუნთქავდეთ ერთად ... ჭამდეთ ერთად ... ვითარდებოდეს შენში , იზრდებოდეს და ბოლოს ფეხებსაც გიბახუნებდეს ...
აჩენე , უყურებდე როგორ ამოსდის კბილები , იწყებს ბაჯბაჯს და ამბობს პირველ სიტყვას ...
ვცდილობ ცრემლები შევიკავო და ქვედა ტუჩს მთელი ძალით ვაჭერ თითებს.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს ! - მეუბნება უკნიდან მოპარული მამაკაცი და მუცელზე სულ სხვანაირად მხვევს ხელებს , ან მე მეჩვენება , რომ სხვანაირია ... თუმცა მამიკოს შეხება ხომ , ყოველთვის ამაღელვებელია ...
ზუსტად ვიცი რას გრძნობს თათა , რას გრძნობს ახლა როცა საბას ტუჩები და ხელები მის მუცელზე დაცოცავს ...
ვუყურებ გაბადრულ მარიამს , რომელიც ეჭვით უყურებს ჩემს ხელებს და ვიბლიანის მხარს მყარად ეყრნობა , სადმე რომ არ წაიქცეს.
- მეც მაქვს შენთვის სიურპრიზი ... - ვეუბნები და თავს ვაქნევ ბედნიერი .
ვგრძნობ ყველა ჩვენ გვიყურებს ...
ვხედავ , როგორ იღებს პარკიდან რაღაცას ...
გული მიჩქარდბა და მისი ნათქვამი სიტყვები წამში მიტივტივდება...
"- მართლა უნდა დაგიბრუნო მაისური ?
- როცა დაიმსახურებ მაშინ დაგიბრუნებ !"
გული მიჩქარდება და პირველი შეხვედრის სცენა მიტრიალებს გონებაში...
ვხედავ , როგორ შლის მაიკას და ნელა მიტრიალებს წინ ...
თვალები მნათობ ქვაზე მიშტერდება და მგონია , რომ ჩემში ჩემს გარდა ჩემი შვილის გულიც ძგერს უკვე ...
- დაიმსახურე ! - მეუბნება და მთელი სიყვარულით მაკრობს ტუჩებს მუცელზე. - დაიმსახურე"თ" ... - გამოკვეთს და ემოციებისგან დატვირთული ვცდილობ რაიმეს დავეყრდნო , რომ არ წავიქცე.
ბედნიერების ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის თვალებიდან ...
გონება მხოლოდ მის ხელებს და ტუჩებს აღიქვამს , რომელიც ჩემს მუცელზე დასრიალებს ...
უთქმელად მიხვდა ყვლაფერს და იმაზე მეტად მაბედნიერებს ეს ფაქტი ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ !
დამშვიდებული გახარებულ მეგობრებთან ერთად სავარძელზე ვჯდები და წინიდან ყიფიანს აღვიქვამ , უკნიდან მარიამს ...
- მარტო შენ დარჩი რძალო ! - დემეტრე მარიამს ხელს ხვევს მხარზე და ისიც ბედნიერი აჰყურებს უფროს ცერცვაძეს.
- და ვინ გითხრა , რომ დავრჩი ? - ეკითხება ეშმაკური ღიმილით და წამში მაფხიზლებს ვიბლიანის ბედნიერებისგან გამონათებული თვალები და ჩემი დაქალის დაქნეული თავი ...
წამში გახარებული ვიბლიანი ეზოში მორბენალ ხევსურ კოკას მისდევს ...
რას გაიგებ რატომ მისდევს ... იმიტომ მიყვარს ისინი ...
მთავარია , რომ მისდევს და ჩვენც ისევ ერთ ხმაში ვიცინით !
- რძალო , პატარა რძალო აბა ... 10 საათია უკვე , ბაბილინა დამთავრდა დააძინე ბავშვი ! - გაკვირვებული საახები და დემეტრეს არ გამოსროლილი რეპლიკა ელენეს ასაკთან დაკავშირებით ... - და მიყევი შენც ! - ბოლოში მაინც თავისებურად დაამთავრა და მოცინარმა აკოცა შუბლზე რძალს.
- მაინც მოგცხებ ! - ალექსანდრე სიცილით ემუქრება ძმას და ცოლს მხარზე იდებს . - აბა ჩემო საყვარელო , წავედით თორე დაგვეწიენ და არ მაწყობს მე ეგ !
...






"შემთხვევით დაქორწინებული"
მეოერე ნაწილი !


ძ ლ ი ვ ს !
მეღირსა , გეღირსათ და ყველას გვეღირსა!
საერთოდ არ ვაპირებდი ამის დამთავრებას კაი ხანი , მინდოდა რაღაც საოცრება გამომსვლოდა ...
თუმცა ... მოკლე რა გაეწყობა რაც არის არის ...
ძალიან მინდა თქვენი აზრის მოსმენა , სავარაუდოდ თუ რამე არ წამომივლის ეს ბოლო ისტორიაა , ტაიმაუტს ვიღებ !
ცოტა მერე კი აუცილებალად დაგიბრუნდებით!
მიყვარხართ ყველანი!



№1  offline მოდერი bibo

ჩემი გულის ძიდე და სულს ამოძახილოოოო :**** რა გითხრა არ ვიცი რატო ხარ ასეთი საოცრება სასწაულიიი :*****გული მაქ ისეეე რო შეიძლება გამისკდეს და იქცეს ნაფლეთებად თქმა არ გჭირდება როგორ მიყვარხარ ყოველდღე გიმტკიცებ სიყვარულს ბისკვიწ:******ჩემო ველუროოოო ჟირაფო და აღვირახსნილოოოო სპლიყვოოოო....კი ველოდი საოცრებას და სასწაულს მაგრამ მთლად ასესაც არა:*****ჩემი გულის ძაფი ხარ შენო და ნაღვლის კენჭი:******არ მეყო და რა ვქნააა არ ვიციი მე ეს პირველი თავი მეონა ტარზან მაგრამ სრული ყოფილა :დ :დ ხო ეხა გჭირდება დასვენება და შვებულების აღება დატვირთული და გადაღლილი ხარ ძან ვიციი :დ :დ დასვემება კი არა აიღე კალამი და წერა დაიწყე ახალის :დ სანამ გაგწელე ელარჯივით ან დაგამწნილე :დ დიდიხანია გპირდები კარლსონ მაგას ერთხელაც მართლა მოგივა :*****რაღაც ძან ტკბილი თბილიი ჩასაყლაპი ისტორია იყოოოო ისეთი კიდე მინდაო გულმა მე არა გულმა მითხა :*****როგორ ვაფრენ დემეტრეზე რაგაც სასწაულია ეს ბიჭიიიი რა კარგად ამწარებს რძალსსს :დ :დ მე მომწონხარ უძალიანესად და არანაირი კრიტიკა და შენიშვნაარ მაქ ნუციკუნა შმუციკუნა ჩემო ზეიკიძის ცხენოვ და შაურმია ვიროვ ^_^ მარგლიტის დედავ და ბაჯაღლოვ.პირი ჩამიკოკლოზინე სული გამითბე და გული კიდო გამინათე ჩემო ტორტო და ჰერკულესოვ:******როგორც ხაშურს ჰამაკი ისე ამ საიტა უხდები შენ :***აუ კიდე დავფრინავ ემოცისგან ვგრძნობ სიხარულისა და ბედნიერებიაგან გული არ გამისკდეს :დ იცოდე დაგედები ეს ბუმბერაზი გოგო :დ ჩემი ტორტის უდიდესი ნაჭერი და ბევრობა კრემოვ აჯაპსანდალის კრემოვ ატმია ბუაუსო და ალუჩის კურკავ ამოკაზმულო ლობიოვ დააოდღვლეფილო მარწყვო.დახრუკლო კარტიოშკავ ბევრობა ხახვით და კამითურთ.ჩახრკულო ქათამო და რათქმაუნდა ელარჯი ხარ ჩემიიიიიიი წავეთრიე მეორეჯერ წავიკითხო ვხედავ ერთი არ მეყო მალე დაბრუნდი თორე ვერ გადამირჩებიიიი :*****იცი რაც მოგივააა

 


№2 სტუმარი Pawkunia

Chemi usayvarlesi istoriaa
Ar mombezrdeba amis wakitxva
Yoveltvis karg xasiatze mayenebs
Isshviatobaa adamianshi amxela dozit pozitivi shen ragac araamqveyniurixar
Getyoba kochebshi shemogzavnili rom xar
Saocari adamiani xar
Agarc ki megona am istoriax meore nawili tu egirseboda
Vgijdebi me shenze
Super duper gogo xar
Lav <3

 


№3  offline მოდერი Nina))

არააა? არ მჯეროდა თავიდან შენი ნიკი რომ დავინახე,მეთქი მომეჩვენა,ჰმ,ჯერ არ წამიკითხავს,ახლა დავიწყებ წაკითხავს,დარწმუნებული ვარ მომეწონება! ძაან გამახარეე! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი nestanuka13

არც ვიცოდი ამ ისტორიას თუ წერდი, სახელები და გვარები კი მეცნობოდა მაგრამ გვიან მივხვდი მერე:))) საყვარელი და თბილი ნაწილი იყო ;-*

 


№5 სტუმარი eto

saocari istoriaa yochag

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე ეს რა იყო ... აი ახლა ზუსტად ეს ემოცია მჭირდებოდა ,დილა ისე მაგრად დავიწყე დარწმუნებული ვარ არაფერი გამხდის ცუდად . ვგიჟდები მე შენზე.. პირველი ნაწილი ხო საოცრება იყო ამის და იცი შენ ,მითქვამს ჩემი დამოკიდებულება. ამიტო მაინტერესებდა ძაან როგორ დაწერდი და აი ისე მომწონს ისე რო აღარ ვიცი რა დავწერო.მოკლედ ეს ლაქლაქის უნარი როცა მჭირდება მაშინ ვერ ვიყენებ wink wink wink
გყვარობ ქალბატონო love love

 


№7  offline წევრი Pepper

ეს უბრალოდ იყო საოცრება
ვგიჟდები შენს ისტორიებზე
ეს იყო უთბილესი ისტორია
ჯერ კიდევ ემოციებით ვარ სავსე
საოცარიხარ <3

 


№8 სტუმარი kati

taimauti ara raa. Samsonadze da dima? onise maxsovs kidev da elenes "sani"sad wavida? An umcrosi erekle? gabuniebzec sheizleboda ambebi. Ise zalian kargi iyo. Super...

 


№9  offline მოდერი D-roni

nirvana99
კალადბურთი არა,- კალათბურთი.
იმედია ელენამ იცის,ამის შესახებ)))


1) კალადბურთი ... ბეჭვდითი შეცდომაა და მადლობა ,რომ შემისწორე!
და 2) რა თქმა უნდა ელენამ ძალიან კარგად იცის და მეც კარგად ვიცი ეს მისი ნებართვის გარეშე , რომ არ უნდა გავაკეთო ...

 


№10  offline წევრი PARVENU

Nuciko, daadga istorias sashveli.
Miuxedavad imisa, rom nawyvetebi wakitxuli mqonda, saerto jamshi mainc sul sxvanairi gamovida. Viblianis danishvna zustad egre svanurad warmomedgina :D yifiani dachkvianebulia martalia, tumca mainc is masxara yifiania ra.
M O M E W O N A!
P.s samsonadzes unda mivxedo damechagra bichi :D
--------------------
Parvenu

 


№11 სტუმარი mako

მაგარი ხარ,ტაიმაუტი დიდი ხნით არ აიღო, გული დამწყდება ზალიან შენი ისტორიებით თუ არ გაგვანებივრებ.წარმატებები!!!

 


№12 სტუმარი ananiko

vaime cheemi baavshveeebi :o"shemtxvevit daqorwinebuli" iyo istoria romelitac davicye am saitze siaruli
iyo istoria romelsac mapatiet yvelam bevris istoria momwons, metic vgijdebi magram im istorias gansakutrebul mnishvnelovaa vanicheb! cakitxuli maqvs uamravjer titouli sityva monakveti axlac shemidzlia gavixseno igive emociit isev iseti grdznobit dzalian gamixarda axla sheni istoriis danaxva chemi mousvenari tyupebi chemi xistaviani svaani rogor gamaxare arc ki ici verc gadmovcem :(( sheileba vitiro kidec iseti emociebit var agsavse <3 dzaalian didi madloba shen imistvis rom pirvelrigshi gamaxsene chemtvis sayvareli istoria da amavdroulad gaagrdzele da chemi bichebi damiwyvile <3 gmerto rogor momnatreeebian turmee .... au ai ar vici madloba rogor gadagixada dzalian magari iyo

 


№13  offline წევრი mimimimo

შენსკენ - არა, შენკენ.
გვერძე - არა, გვერდზე.

მიყვარს მე შენი ისტორიები.
ძალიან მსუბუქი წასაკითხია.
არ არის ზედმეტი ტრაგიზმი და გადამეტებული გრძნობები.
არ არიან ძალიან ჯმუხი, "წარბგაუხსნელი" ბიჭები.

მომეწონა!
გელი შემდეგი ისტორიით.

წარმატებები! love

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა...საიდან დავიწყო?!:)))). მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ ნუციკო. უკვე მერამდენედ აღნიშნე რომ რაღაცა უფრო მეტი გინდოდა,საოცრება და ა.შ. მოდი შეეშვი რა ამ მცდელობებს. დავიწყოთ იქიდან, რომ არ გამოგდის და არც ისტორიას არ უხდება. ეტყობა ეს დაძაბულობა. შენი ისტორიები იმითაა კარგი, რომ მსუბუქად იკითხება. ერთი ხელის მოსმით წერ და ეს მეტის მონდომება, აფუჭებს ისტორიას. წინასაც დაეტყო და ამასაც. თან, ესაა შენი სტილი და არა "დინჯი" ისტორიები. ერთადერთი ავტორი ხარ აქ, ვისაც გრამატიკული შეცდომებიც კი გიხდება, თუ ძაან საოცრებებში არ გადახვედი:)))). ახლა ამ საოცრებებს რაც შეეხება. 1. "კალადბურთი" იმდენ ადგილას გეწერა ლოგიკურად არ გამოდის ბეჭდვითი შეცდომა:)). 2. ერთხელ უკვე შეგისწორე "რწფელი" არაა სწორი.3. ყბადაღებულ "ვ" და "მ"-ს აღარ ვეხები. მაგ:ვსვავ არასწორია. 4. გაფიცებ "ნუთუ" და "ხოდა"-ს ცალცალკე დაწერა რამ მოგაფიქრა?!:)))). ერთადერთი რამ სჭირდება შენს ისტორიებს: გამომზეურებამდე გადახედვა და ეგაა.
მოიშორე არასაჭირო ამბიციები და დააბრუნე ძველი ნუცა!

 


№15  offline წევრი NA NO

ძალაინ მომეწონაა,ზედმეტი სიტყვების ,,რახუნის" გარეშე იყო ის გრძნობები ჩადებული, რაც უნდა ყოფილიყო :* და უღრმესი მადლობა შენ რომ ელენეს ისტორიაც თავიდან გადამაკითხინე, ყოჩაღ მართლა ძალიან კარგი წასაკითხი იყო :* :* :* :* :* :*

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მაგარი იყო საღოლ

ეს "შემთხვევითი ქორწინება" ბოლოს როა მიწერილი რამე სხვა ისტორიაა??

 


№17  offline მოდერი ჯია

საყვარელი ისტორია იყო ❤️

 


№18  offline წევრი N7

ჩემი ნუცაჩკა.
შენ იცი, როგორი დამოკიდებულება მაქვს გრამატიკასთან და როგორ მიჭირს, ამ მხრივ გაუმართავი ისტორიების კითხვა.
თუმცა ეს ის ისტორიაა, რომლის წასაკითხად ორი დღე ვწვალობდი... ცუდი ამინდი და ჭირი ამას!
მაგრამ არც ერთი წამით არ მიფიქრია გაწყვეტა.
წვიმიან დღეს ცისარტყელასავით მქონდა ეს ისტორია.
იმდენი ვიცინე მომენტებში...
მოკლედ, კარგი ხარ! თანაც ძალიან კარგი. love
ცალკე მოხსენებებს პირადში დაგიდებ, ქალბატონო, სულ ტკბილი არ ვიქნები am

პ.ს იმედია არ გწყინს ხოლმე,რომ ვერ გკითხულობ... იცი, რატომაც, ნათელია... request
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№19 სტუმარი მარო

,,კალადბურთი" სპორტის ახალი სახეობაა და არ ვიცი?! კალათბურთი ვიცი რაც არის.

grafo
მდაა...საიდან დავიწყო?!:)))). მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ ნუციკო. უკვე მერამდენედ აღნიშნე რომ რაღაცა უფრო მეტი გინდოდა,საოცრება და ა.შ. მოდი შეეშვი რა ამ მცდელობებს. დავიწყოთ იქიდან, რომ არ გამოგდის და არც ისტორიას არ უხდება. ეტყობა ეს დაძაბულობა. შენი ისტორიები იმითაა კარგი, რომ მსუბუქად იკითხება. ერთი ხელის მოსმით წერ და ეს მეტის მონდომება, აფუჭებს ისტორიას. წინასაც დაეტყო და ამასაც. თან, ესაა შენი სტილი და არა "დინჯი" ისტორიები. ერთადერთი ავტორი ხარ აქ, ვისაც გრამატიკული შეცდომებიც კი გიხდება, თუ ძაან საოცრებებში არ გადახვედი:)))). ახლა ამ საოცრებებს რაც შეეხება. 1. "კალადბურთი" იმდენ ადგილას გეწერა ლოგიკურად არ გამოდის ბეჭდვითი შეცდომა:)). 2. ერთხელ უკვე შეგისწორე "რწფელი" არაა სწორი.3. ყბადაღებულ "ვ" და "მ"-ს აღარ ვეხები. მაგ:ვსვავ არასწორია. 4. გაფიცებ "ნუთუ" და "ხოდა"-ს ცალცალკე დაწერა რამ მოგაფიქრა?!:)))). ერთადერთი რამ სჭირდება შენს ისტორიებს: გამომზეურებამდე გადახედვა და ეგაა.
მოიშორე არასაჭირო ამბიციები და დააბრუნე ძველი ნუცა!

გაიხარე! მეგონა მარტო მე ვწუხდებოდი გრამატიკულ შეცდომებზე! ვიბრძლოთ ქართული ენის სიწმინდისთვის, თორემ წაგვლეკავენ!

 


№20  offline აქტიური მკითხველი uchveulo

martlac ro saocreba iyoo... imdenad momewonaa roo gagijebas vaar am istoriis kitxvis dros gimili ar monshorebia ❤️❤️ warmabebii

 


№21  offline წევრი casas

აი არ ვიციი რამდენი ვიცინე ამ ისტორის კითხვის დროს..ყველა ემოციას ლილესნაირად განვიცდიიდი...ლევაანიი?! ეგ არის ბიჭის იდეალი ჩემთვისსს..აი იირონიული,თბილი,საყვარელი და რავიციი უარყოფით–დადებითი თვისებებით შემკულ–შელამაზებული... winked
ასეთი მხიარული ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხაავს.ყოჩაღ შეენ.აი ამიტომ მიყვარს შენი ისტორიები.ყველაფერი ერთად რომ აქვს ხოლმე,ერთი ამოსუნთქვით იკითხება... love
ის ფაქტიც მსიამოვნებს ეგოისტურად დიდი ხნის შემოუსვლელს ბევრი ისტორია დამგროვებია შენი წასაკითხი დაა დიდი სიამოვნებით შევიჭრები ყველა პერსონაჟის ცხოვრებაში და გავითავისებ მაათ winked

 


№22 სტუმარი Nino

Xzaan magari iyo,magram erti vergavige demetre da natias bavshvi aryavt? dimas coli aryavs? Es vinaobebi iyo dzaan gaurkveveli chemtvis

 


№23  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

შენი წინა ისტორიაა ისე მომეწონა რომ გადავწყვიტეე შენიიი ისტორიები სხვებიც წამეკითხა..არ ვიცი ამ ისტორიამ რა დამმართა ..მთელი თავი გულაჩქარებულმაა წავიკითხეე ყველანაირად ისე გადმოეცი ამ თემაში ჩადებული გრძნობა,ემოციაა და სიყვარული რომ ასე მეგონა მეთვითონ ვიყავიიი მონაწილეე და რეალობას მოვწყდიიი კითხვის დროს სასწაული იყო თამამად შემიძლია ვთქვაა ..უზომოდ გამაბედნიერე ამ ისტორიით♡♡♡

 


№24  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე ელე1997 შენ თუ იყავი არ ვიცოდი scream ისე ვოცნებობდი რომ მეორე ნაწილი დაედო უკვე სიზმრად მქონდა ქცეული ისე გამიხარდა თავიდანვე რომ წავიკიტხე და მსგავსი პერსონაჟეწბი ვნახე გული Gამითბა heart_eyes

 


№25  offline მოდერი D-roni

[quote=aanamaria]ვაიმე ელე1997 შენ თუ იყავი არ ვიცოდი scream ისე ვოცნებობდი რომ მეორე ნაწილი დაედო უკვე სიზმრად მქონდა ქცეული ისე გამიხარდა თავიდანვე რომ წავიკიტხე და მსგავსი პერსონაჟეწბი ვნახე გული Gამითბა heart_eyes[/quote

ელო მე არ ვარ , მისი თანხმობით მეორე ნაწილი მე შევქმენი თყნცანმადლობა დიდი რომ მოგწონს ❤️

 


№26 სტუმარი Guest baby girl

რა საოცრებააა :D მაგარი ხარ რა heart_eyes

 


№27  offline წევრი Hela

ყველა შენი ისტორი შეუდარებელია

 


№28  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

,,შემთხვევით დაქორწინებული" შენი დაწერილია?
ნახევარზე მეტი წავიკითხე შენი ისტორიებიდან და უნდა ვაღიარო შეუდარებლა და საოცრად წერ! მართლად გაქვს წერის ნიჭი და კარგად გადმოგაქვს ადამიანის გრძნობები შენს ისტორიებში! მომწონს როგორ მარტივად და ცხოვრებისეულად უდგები ყველა შენ მოთხრობას .. შესანიშნავად წერ და გააგრძელე...რაც შეეხება ,, შემთხვევით დაქორწინებულს" ეს ჩემი პირველი მოთხრობა რაც კი წავიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ მომიდნა წაკითხვა ისტორიებს... ერთადერთი ისტორიაა რომელმაც მოახდინა ჩემზე აი არვიცი როგორი შთაბეჭდილება მაგრამ 100ჯერ რომ წავიკითხო არ მომბეზრდება და დიდისიამოვნებით ვიხილავდი კიდევ ასეთ მოთხრობას <3 რაც შეეხება ,,დამსახურებულს" აქაც საოცრად გაქვს გადმოცემული ყველაფერი და ასე გააგრძელე საოცრება ხარ <3

 


№29 სტუმარი სტუმარი თეო

რა კარგი იყო ნუცა,მსუბუქი,სიყვარულით სავსე.
მიყვარს ესეთი ისტორიები და შენც მიყვარხარ ❤

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

სირცხვილო და თავის მოჭრა ჩემო....
ეს რა დამმართნია...
ეს რა მომსვლია...
2016 წელიო???
ეს მე არ ვიცოდი...
მეგონა ყველა წავიკითხე...
თურმე როგორ შევცდი...


როგორ მომეწონა...
რამდენი ვიცინე და სიყვარულით გავიჟღინთე..
მხოლოდ ჩვენთან ხდება სასწაულები და იცი რომელი?
,,სხვისი ბედნიერებუთ შენც რომ ბედნიერდები, სხვისი სიხარული შენც რომ გახარებს და იმ ტკივილს ის რომ განიცდის შენ როგორც საკუთარს ისე ებრძვი"
მართლა მიხარია რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ბედნიერება გვაბედნიერებს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent