შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[1]


1-07-2016, 01:53
ავტორი Nina))
ნანახია 5 720

^^
უპირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ,ძალიან მომენატრეთ..
მინდა გითხრათ აგრეთვე ის,რომ ისტორიის მამაკაცი იქნება მამაკაცური ხასიათის მატარებელი და არა ბაბულიკური,ვინაიდან და რადგანაც სათაურმა არ დაგაბნიოთ ამიტომ გავაკეთე ეს წინა წარწერა,ახლა შეგიძლიათ მშვიად განაგრძოთ კითხვა,ძალიან მიყვარხართ!

&&&
ზოგჯერ ცხოვრება იმაზე მეტად დაუნდობელია,ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანი წარმოიდგენს ამას.
ცხოვრება ქაოსია და რა უფრო ვცდილობთ მის დალაგებას,მით უფრო მეტად გვერევა,
ერთ დღესაც,როდესაც ეგონა რომ ცხოვრება დაალაგა,რომ აღარაფერზე იყო სანერვიულო,სწორედ მაშინ აღმოჩნდა უდიდესი ქაოსის წინაშე.
გული ყურძნის მტევნის მსგავსად მაშინ დაეწურა,როდესაც მისი კაბინეტის კარი აქოშინებულმა და შეშინებუმა ლელამ შემოაღო და ტკივილიანი თვალები თვალში კიდევ უფრო მტკივნეულად გუყარა
-კატო.. კატო,გურამი ცუდადაა.-უკვე აღააფერი ესმოდა,ყურებში შუშხუნის მთელი არმია გამეფდა,გულის ცემა ცხადლივ ესმოდა,თითქოს მოსასმენი აპარატი ჰქონოდა მიმაგრებული,გააზრებით კი ვეღარაფერს იაზრებდა. სხარტად წამოხტა ფეხზე და სირბილით გაიქეცი იმ პალატისკენ,სადაც ბაბუამისი ეგულებოდა,გზად ვიღაცას შეასკდი,მგონი ის მამაკაცი იყო ცოლის თუ დის სანახავად რომ არ შეუშვა,თვალები მკაცრად მოეჭუტა და მთელი გესლი ჩასდგომოდა შიდ,რაღაცის თქმას აპირებდა ხელიდან რომ დაუსხლტა და კვლავ ფეთიანივით,აქოშინებულმა განაგრძო სირბილი,მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა საწოლზე ღიმილით მიწოლილმა გურამმა,რომ შემოანათა მასავით ზღვის ფერი თვალები,მუჭით ცრემლები მოიწმინდა და გურამს გაუღიმა

-როგორ შემაშინე,გურამ,ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა? რა დაგემართა?-კითხვები სულმოუთქმელად მიაყარა და სულ დაავიწყდა ის წესები და კანონები,რომელიც საავადმყოფოშია დაწესებული,პაციენტის არ გადაღლის,ახლა გაიგო მამაკაცის სიბრაზე,რითიც აივსო,როდესაც არ შეუშვა სანახავად,მის ადგილზე რომ ყოფილიყო ალბათ მთებს გადადგამდა და თავისი საყვარელი ადამიანის სანახავად აუცილებლად შევიდოდა
-დავბერდი,ეკატერინა შვილო,დავბერდი,სხვა რა უნდა იყოს,ნუ გეშინია-კვლავ სანდომიანად გაუღიმა და საწოლზე დაატყაპუნა ხელი,ამით მიახვედრა ჩამომიჯექიო,ისიც ნელი და გაუბედავი ნაბიჯებით წავდა მისკენ,გულის სისტოლა-დიასტოლა კვლავ დარღვეული ჰქონდა,გურამს რომ რაიმე დამართნოდა ალბათ მოკვდებოდა. თიკას,რომელიც ექთნად მუშაობსნღიმილით თავი დაუკარა და ანიშნა გასულიყო პალატიდან,შემდეგ კი თავის ტკბილ ბაბუას მიუჯდა გვერდით
-გურამ,დღეს ფილტვებს გაგიშუქებთ,აშკარად ცუდად მოქმედებს შენზე თბილისის დაჭუჭყიანებული ჰაერი
-არაუშავს,ბაბუ,ასთმის ბრალია ალბათ-სევდიანად გაუღიმა და იგრძნო კვლავ როგორ შეეკუმშა გული,ფიქრობს რომ თავისი ბრალია გურამის ავადმყოფობა.. რაც მშობლები გარდაეცვალა,უფრო სწორად,რაც ვიღაც ლოთმა მამამისი,შემდეგ კი დედამისი და ვერ დაბადებული ძმა შეიწირა,მას შემდეგ სვანეთიდან გურამი მასთან ჩავიდა თბილისში,ჩემს ერთადერთ გოგონას მარტო როგორ დავტოვებო,უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ და დღითიდღე ხედავს,როგორ უჭირს ამ დაბინძურებულ ჰაერთან შეგუება მის ფილტვებს,ჯანსაღ ცხოვრებას მიჩვეული კაცი,ერთ უცებ აღმოჩნდა სიბინძურით სავსე ქალაქში,თავიდან ცუდად იყო,მერე დაადგინეს რომ ასთმა ჰქონდა,დღეს კი ალბათ შეტევა მოუვიდა,კატო ვერ ახერხებს სულ მასთან ყოფნას და ალბათ მარტოობამაც თავისი ქნა..
-გურამ,იქნებ დაბრუნდე სვანეთში? ამ სიცხეში აქ რას იზამ,მე მაინც არ ვარ სახლში,სულ საავადმყოფოში ვარ.-იმედით სავსე თვალებით გადახედა ჭაღარაშეპარულ მოხუცს
-მეორედ აღარ თქვა,ეკატერინა,ეგ,ხომ იცი არ დატგტოვებ აქ ასე!
-კი მაგრამ,გურამ,ხომ ხედავ არა? უარესობისკენ მიიწევს ყველაფერი,საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ იცოდე რამე რომ დაგემართოს! -მკაცრად ამოიხნავლა
-ეკატერინა,რა შუაშ ხარ შენ?! ასაკმა იცის ყველაფერი
-არა,გურამ,არ იცის ასთმა ასაკმა,არ იცის..-კვლავ აუკიაფდა თვალებზე ცრემლი და ამ უკანასკნელმა დაბრკოლებების გარეშე იპოვა გასასვლელი,მთელი სიფრთხილით ჩამოუგორდა მლაშე სითხე ლოყაზე,თითქოს ეშინოდა რამე არ ეტკინა სათუთი კანისთვის
-არ იტირო,კატო,რა.. ძალიან გთხოვ,ხომ იცი რომ ვერ ვუშველით ასე ვერაფერს და ვერც მოვგვარდებით,სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები,ბაბუ..-აღარ უცდია ცრემლების შეკავება,ასლუკუნებული მიეხუტა ტკბილ მოხუცს და თავი მის კისერში ჩამალა...
-კარგი,მაშინ ახლა დაისვენე,დაიძინე და გიგას შემოვუშვებ,რომ მოგამზადოს ფილტვების გასაშუქებლად,მე კაბინეტში ვიქნები,ახლა წესით მიღება უნდა მქონდეს-ჭაღარა თმები მანჭვით აუჩეჩა და გაუღიმა
-უფალი შეგეწიოს,შვილო-მანაც გაუღიმა საპასუხოდ და კაბინეტი ქუსლების კაკუნით დატოვა,ცრემლები შეიმშრალა და დერეფანს დაუყვა,როდესაც კაბინეტში შევიდა ხველება აუტყდა სიგარეტის კვამლისგან,ხელები ფეთიანივით გააქნია,რათა მიმომეფანტა კვალმი და თვალები ჭუტა იმის დასანახად თუ ვინ იყო ოთახში,თუმცა ამას დაზუსტება რად სჭირდებოდა,ფანჯარასთან გიგა იდგა,წარბაწეული მიუახლოვდა და ტუჩებთან მიტანილი სიგარეტი სხარტად ააცალა ხელიდან,კვლავ დაუქაჩა წარბები და სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა,შემდეგ ფანჯარა დაკეტა და გიგას გაბრაზებული მიუბრუნდა,თუმცა იმხელა დარდი ამოიკითხა მის თვალებში ეგრევე უკუაგდო სათქმელად გამზადებული სიტყვები,სავარძლისკენ მიუთითა და კაყტოც მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში

-გიგა,რა ხდება?-წარბებს ქვევიდან ამოხედა და მზერით გაყინა,გიგა ის ადამიანია ვინ აქ მოსვლისას პირველად დაიმსახურა გოგონას სიმპატია,პირველად მოეწონა მამაკაცი,თუმცა ცხოვრებამ აქაც არ გაახარა და მათი გაცნობის მეორე დღიდანვე ყველა ოცნებას მოჭრა ფრთები,მამაკაცი უგონოდ იყო შეყვარებული
-კატუსა,კატუსა,რა ბედნიერი ქალი ხარ რომ იცოდე არავინ რომ არ გიყვარს..-დანანებით გააქნია თავი და გულმა კვლავ გამოტოვა რამდენიმე ფეთქვა. "ნეტავ რა იცი.." გაეფიქრა გოგონას და მანაც დანანებით გააქნია თავი
-რა მოხდა,გიგა?
-ეჰ,თამუნია,თამუნია..-კვლავ დანანებით გააქნია თავი,მაგრამ წამებში გამოცოცხლდა-არაუშავს,არაფერია,მაპატიე რა,შენს კაბინეტს არ ამოწმებენ ერთადერთი და მეც სხვა გზა არ მაქვს აქ უნდა მოვწიო..-გიგა ის ერთადერთი ადამიანია,რომელსაც თავის კაბინეტში მოწევის ნებას რთავს
-არაუშავს,გიგა.-გაუღიმა და კვლავ სევდა ჩაუდგა ზღვის ფერ თვალებში
-შენ რა გჭირს,კატო? სევდიანი მეჩვენები
-გურამი მოიყვანეს დღეს სასწრაფოთი,სუნთქვა გასჭირებია,ასთმური შეტევაა-მეთქი,დავამშვიდე,მაგრამ არამგონია ასთმური შეტევა იყოს,ვაკვირდები და პერიოდულად ძალიან უჭირს სუნთქვა,გთხოვ რა ფილტვები გაუშუქე,ღმერთო,ოღონდ ის არ იქნებოდეს რასაც მე ვფიქრობ-შიშისგან ჟრუანტელმა დაუარა და პირჯვარი გადაიწერა
-ჩემი გურამ პაპა?-შეიშფოთა გიგამ-ახლავე ვნახავ-დროებით-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და ოთახში გახევებული დატოვა გოგონა. არააა... თუ არ მოერიდა ამ მამაკაცს აშკარად ვეღარ მოთოკავს ვნებასა და რაღაც დოზით გაჩენილ სიმპატიებს... ის ის იყო უნდა წამომდგარიყო კატო,როდესაც ირონიული სახით შემოუვარდა ის მამკაცი,რომელსაც წეღან შეასკდა,კატომაც ეგრევ იცნო მისი ყინულივით ცივი შავი თვალები,ეს ის მამაკაცია,რომელიც ვიღაც გოგონას სანახავად არ შეუშვა,შემოსვლისთნავე აშკარად იგრძნო სიგარეტის სუნი და მზერა კიდევ უფრო ირონიული და ბნელი გაუხდა,კატოსკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით და სავრძლების ხელებს დაეყრდნო მაჯებით,თვალი თვალი გაუყარა და მერე ნელა აატარ-ჩამოატარა კატოს უნაკლო სხეულზე,სიბრაზისგან სახეზე მთლიანად წამოწითლდა,სისხლმა აასხა თავში და იმის ნაცვლად რომ დასხლტომოდა ხელიდან ადგილზე გაიყინა,არა,უფრო სწორად გაყინა ყინულივით ცივმა,ირონიულად მომზირალე შავმა თვალებმა

-ქალბატონო ექიმო-ირონიულად ჩაიქირქილა ხმამ და წელში გასწორდა-თქვენ რა ეწევით?-ეს კითხვა კი არა,დამცინავი ჟესტი იყო,რაც არ უნდა ეწეოდეს ექიმი,იგი ამას თავის კაბინეტში არ უნდა აკეთებდეს,ალბათ დაემთხვა მათი აზრები,ეს არაესთეთიკურია,სწორედ ამან შეაშფოთა,არა,უფრო დაამცირა გოგონა
-როგორ ბედავთ!-ძლივს-ძლიობით ამოუშვა არაადამიანური ხმით ბგერები და საკუთარი უსუსურობის შერცხვა-როგორ ბედავთ და მეჭრებით კაბინეტში,შემდეგ კი მამცირებთ და მითელავთ ჩემს თავმოყვარეობას!
-უკაცრავად?-ცალყბად გაიღიმა მან-თქვენ თავმოყვარეობაც გაქვთ?-ეს ალბათ უკანასკნელი წვეთი იყო,თვალები აუწყლიანდა და ალბათ კვლავ რომ გაეგრძელებინა ატირდებოდა,მგონი იგრძნოო,სამარედ იქცა და სახე დაუსერიოზულდა - ანინე ავალიანის სანახავად მინდა შესვლა
-უკაცრავად,ბატონო,თქვენი ცოლი მოიცდის,ახლა სძინავდეს იქნება ალბათ,თან მონახულების საათები ამოწურულია და ხვალ დილით შეგეძლებათ ცხრა საათიდან ექვს საათამდე მისი მონახულება-ახლა კატო წამოვდექი სავარძლიდან და ოდნავ აქაჩული შავი ქვედაბოლო პირვანდელ სახეს დაუბრუნა
-არ მადარდებს,აუცილებლად უნდა ვნახო!
-თქვენ ვერ გაიგეთ ალბათ! იქნებ მიბრძანდეთ ოტორინოლარინგოლოგთან და გაესინჯოთ,აშკარად სმენა გაქვთ დაქვეითებული-ყელი მოიღერა გოგონამ და ახლა თავისი ადგილი დაიკავა მაგიდასთან,სახეზე დაეტყო მამაკაცს,როგორ დაეჭიმა ყბა და შუბლთან მფეთქავი ძარღვი,ხელებიც მომუშტვოდა და აშკარად მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას
-თქვენ!..-ამოიღრინა და ალბათ კვლავ მიწასთან გაასწორებდა გოგონას თავმოყვარეობას აქოშინებული გიგა რომ არ შემოსულიყო,მამაკაცისთვის არ მიუქცევია ყურადღება ისე მივარდა და ჩაეხუტა,გული საგრძნობლად აუჩქარდა,მიხვდა,რაღაც რიგზე კი არა,არაფერი რომ არ იყო კარგად,მუხლები მოეკვეთა და სავარძელში უღონოდ ჩაესვენა,გააზრების უნარიც დაჰკარგვოდა გოგოას
-არაუშავს,კატო,ყველაფერი კარგად იქნება,ღვთის წყალობით ეშველება გურამს..-არ იცის როდის შეწყვიტა ტვინმა მუშაობა,მაგრამ ერთი იცის რომ გონება არ დაუკარგავს,აზრზე რომ მოვედა დივანზე იყო ჩამომჯდარი და ხელებით გიგას პერანგის საყელოს ებღაუჭებოდა,ის კი მთელი სიფაქიზით ეფერებოდა თმებზე,ამან უფრო აუჩუყა კატოს გული და კიდევ უფრო უმატა ცრემლებს
-გიგა,გიგა..-წამოვარდა,მაგრამ ადგილზე დააბრუნა გიგამ
-გამომართვი,ყველა კითხვაზე თვითონ იპოვი პასუხს-გაშუქებული ფილტვების ფოტო მიაწოდა და სრულმა ქაოსმა მოიცვა კატოს გონება,გურამს ფილტვებში წყალი ჩასდგომოდა და გადარჩენის შანსი ნულამდის დადიოდა,კვლავ გადმოსცვივდა ცრემლები და გიგას მხრებში ჩაიმალა,ალბათ ასე ცდილობდი ამ ქაოსიდან,ამ ცხოვრებიდან გაქცევას,დიდ ხანს მოსთქვამდა მამაკაცის მხრებში თავჩამალული გოგონა,ხოლო როდესაც თავი ხელში აიყვანა წამოდგა და იმ პალატისკენ წავიდა სადაც გურამი იწვა,გზად ისევ შეეჩეხა შავ თვალებიან მამაკაცს,მაგრამ ამ ჯერზე,მის თვალებში ირონიის ნაცვლად მწუხარება და სინანული ამოიკითხა და საკუთარი თავი შესძულდა ადამიანები მის მიმართ სინანულის გარდა რომ არ განიცდიდნენ არაფერს,პალატაში კვლავ გაღიმებული გურამი დახვდა და ჰაერი ეცოტავა ოთახში,მიხვდა როგორ უჭირდა სუნთქვა,სახეზე დასტყობოდა თითოეული ვერ ჩასუნთქული ჟანგბადის მოლეკულა,მიხვდა რომ მზად იყო,მზად იყოსუნთქვის შეწყვეთისთვის და თავისი წილი ჟანგბადის გურამისთვის გადაცემისთვის,თუმცა იცოდა რომ ეს ალოგიკური იყო, გურამისკენ გაიქეცა და მოეხვია,მამაკაცის გულს მიადო ყური და ეცადა ეს ფეთქვა დაემახსოვრებინა,რომ ცხოვრების საზრდოდ გაჰყოლოდა,იცოდა,იცოდა დაუნდობელი ცხოვრება მალე მის თავსაც რომ წაართმევდა,ცრემლების ახალი ნაკადი გადმოუშვა და უფრო ძლიერად ჩაეჭიდა გურამს,თავის ჭაღარაშეპარულ მოხუცს..
-შენ რომ დამტოვო,გურამ,ღმერთს გეფიცები ჭკუიდან გადავალ..-ებუტბუტებოდა მამაკაცს და თან მუჭებით ცრემლს იწმენდდა
-ჩემი წასვლა გარდაუვალია,ეკანო.-მოფერებით ასე ეძახდა გურამი შვილიშვილს
-ის ფაქტი,რომ ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდება ჭკუიდან მშლის,ბაბუ.
-შვილო,ათასი სიცოცხლე რომ მქონოა,ათასჯერვე იგივეს გავაკეთებდი ჩემთვის,ერთადერთ ნათელი წერთილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და როგორ შემიძლია ამ ყველაფერს გავექცე?! იცოდე რომ ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან და არასდროს დაადანაშაულო შენი თავი ამ ყველაფერში,ჩემი წასვლა გარდაუვალია,ვინ ცხოვრობს უსასრულოდ? შვილო,იქნებ.. იქნებ გამაცნო შენი ცხოვრების მეგზური,ის ვის გამოც გიბრწყინავს ხოლმე თვალები,იქნებ იმ ქვეყნად ბოლომდე ბედნიერი გამიშვა,კატო,თუ არ გინდა გაგიგებ.-ამოიგმინა მოხუცმა და კატოს კვლავ შესძულდა საკუთარი თავი,რას ეტყოდა გურამს,მისთვის რომ ეთქვა გიგას მიმართ ჰქონდა რაღაც სიმპატიები და ის იყო მისი ღიმილის მიზეზი გურამს ალბათ მოუსწრაფებდა აღასრულს,რადგან გურამმა ყველაფერი კარგად იცოდა გიგას ცხოვრების შესახებ,თუ როგორ იყო შეყვარებული სხვაზე,მიხვდა კატო,რომ ტყუილის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა
-გპირდები,ბაბუ,აუცილებლად გაგაცნობ ხვალ..ახლა კი დაისვენე,შენთვის გადაღლა არ შეიძლება-ესღა უთხრა,შუბლზე აკოცა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა...
თავის კაბინეტში შეიყუჟა და საკუთარი ცხოვრება ამოიტირა,ახსენდებოდა ძველი,ღონიერი და ძანმრთელი გურამი და უფრო იტევდა ზიზღის შეგრძნება,რამდენიმე პაციენტი შეამოწმა და,როდესაც მიხვდა რომ ახლა ვერაფერს იზამდა გიგას სთხოვა მის ნაცვლად დარჩენილიყო და ცვლა გაეგრძელებინა,თვითონ კი სახლში წავიდა,გამოიცვალა,კლუბისთვის შესაფერისად ჩაიცვა და ახლოს მდებარე კლუბში შევიდა,დახლთან ჩამოჯდა და ბარმენს მარტინი შეუკვეთა,დაეფიცება,აქამდე არც ჰქონია სურვილი ალკოჰოლის გასინჯვის,პირიქით ალკოჰოლიც და მისი მომხმარებლებიც სძულდა,ვინაიდან და რადგანაც სწორედ ალკოჰოლიკმა შეიწირა თავისი მშობლები,თუმცა ახლა იმ გადაწყვეტილების მიღებაში,უფრო სწორად სისრულეში მოყვანისთვის სჭირდებოდა გამბედაობა და მეგობრებისგან იცოდა რომ გამბედაობას აშკარად განიჭებდა ალკოჰოლი,ნუ გათათხავთ კატოს მანამ,სანამ ამ ყველაფრის მიზეზს არ გაიგებთ,არ არის ისეთი გოგო,რომელიც გადაწყვეტილებას უაზროდ იღებს.ერთი ჭიქა მარტინი ერთი გადაკვრით დალია და ზეთისხილიც დააყოლა,იგრძნო როგორი ხმაურით გაიარა ალკოჰოლმა მთელი სისხლძარღვები და გააჟრჟოლა,თეთრი ლოყები წამოუწითლდა და თვალების ააფახულა,მარწყვისფერი ქერა თმები უკან გადაიყარა და წელში გასწორდა,მეორეც შეუკვეთა და,როდესაც მეორეც ბოლო წვეთამდე დალია ფეხზე წამოდგა,აშკარად ერეოდა ნაბიჯები,სილუეტები გაორმაგდა,შემდეგ გასამმაგდა და ერთმანეთში იწყეს მონაცვლეობა,რამდენიმე ნაბიჯი ძლივს-ძლიობით გადადგა და როდესაც ვიღაცამ დასახმარებლად ჩასჭიდა ხელი,ამ უკანასკნელის ხელებს ჩაეჭიდა და ჩაბღაუჭებულ ხელებს დახედა,როდესაც საქორწინო რგოლი ვერ შენიშნა ამოილაპალაკა
-გთხოვ..გთხოვ,იყავი რამდენიმე კვირით ჩემი საქმრო-იმედიანი,მაგრამ საკმაოდ სევდიანი თვალებით ახედა მამაკაცს და როდესაც ნაცნობი დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა..-მაპატიე..მაპატიე,არ უნდა მეთქვა-თავი გაინთავისუფლა,მაგრამ ალკოჰოლმა თავისი ჰქნა,ფეხები აერია,თავბრუ დაეხვა და ვიღაცის ძლიერ ტორებში ჩაესვენა...


&&&
მჰმ.. დავბრუნდი მეც ახალი ისტორიით, ამ გამოცდების ციებ-ცხელება გადავაგორე და ეს ივლისი მთლიანად თავისუფალი ვარ. ვიმედოვნებ მოეგწონებათ და ახლაც ბოლომდე გამომყვებით,გთხოვთ დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება.
ძალიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი isterichka123

აჰაჰა რამაგარი ტავი იყო მომეწონა გაგრდზელე

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

მომენატრა შენი ისტორია ზალიან wink აუ როგორ მინდა კიდე წაკითხვააა ,მალე ხომ დადებ? ძალიან მომწონს wink

 


№3  offline მოდერი Nina))

მოიისფრო
ორთოგრაფიაში და პუნქტუაციაშია ხარვეზები.
მიხედე ხო?
ისე არაუშავს. სათაურმა დამაინტრიგა. სიუჟეტმაც.
თავად შენც მომეწონე. ცდილობ სიღრმისკენ სვლას. ეს კარგია. ძალიან.

გელოდები!


ეჰ.. გრამატიკა თავიდან ბოლომდე ჩემი პრობლემაა.. სკოლაშიც სულ ამაზე გვაქვს მე და ქართულის მასწავლებელს ჩხუბი..
მადლობა რომ კითხულობ და აგრეთვე შეფასებებსაც არ იშურებ.^^ აუცილებლად გავაგრძელებ love

sameone crazy girl
მომენატრა შენი ისტორია ზალიან wink აუ როგორ მინდა კიდე წაკითხვააა ,მალე ხომ დადებ? ძალიან მომწონს wink


შენთვისვე აჯობებს შენი ისტორიის ახალი თავი დამანახო,თორემ არ ვიცირას გიზამ(ვიღრინები) ..
მადლობა,საყვარელო,რომ კითხულობ,რა თქმა უნდა,მალე დავდებ და არ დავაგვიანებ ^^
შენ გამოცდებზე არ უნდა იყოო? ^_-

isterichka123
აჰაჰა რამაგარი ტავი იყო მომეწონა გაგრდზელე


მადლობაა,აუცილებლად გავაგრძელებ ^^
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

და შენ დაბრუნდი ^______^
უკვე ძალიან მომწონს ეს ისტორია.❤️❤️
ველოდები გაგრძელებას.❤️❤️

 


№5  offline მოდერი Nina))

ლანა ცინცაძე
და შენ დაბრუნდი ^______^
უკვე ძალიან მომწონს ეს ისტორია.❤️❤️
ველოდები გაგრძელებას.❤️❤️



მადლობა,ლანუკა,ძალიან დიდი
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№6  offline მოდერი Eleniko13

იე, ნინაჩკა,
შენ აქ ხარ.
გამიხარდი.
სამჯერ გაგიხსენე ამ თვეში და გაიგონე ალბათ.
Lav u
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline მოდერი Nina))

Eleniko13
იე, ნინაჩკა,
შენ აქ ხარ.
გამიხარდი.
სამჯერ გაგიხსენე ამ თვეში და გაიგონე ალბათ.
Lav u


ver aghvcer rogor gamixardi me!! dzaan didi madloba rom kitxulob martla.. mabednierebt tkven me! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ხვალ მაქ გამოცდა დილით და ისეთი რამე გააკეტეთ წინა დღეს რაც გსიამოვნებთო და მე კარგი ისტორიის კითხვა რო მომწონს ისე არაფერი შემიძლია ამჯერად ... დადებ დღეს?

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Kargia dzaliaaan male dade ra

 


№10  offline წევრი niino

მალე დადეეეე რაა:( გამძვრა სულიიი...ემოციური თავი იყოო მომეწონა ძაანნ..წარმატებებიიი და მოუთმენლად ველიიიიი შემდეგ თაავვსს:))

 


№11  offline წევრი natia-natia

Esvin dabrunebula gamixarda sheni dabruneba :) kargi dasawyisia warmatebebi

 


№12  offline მოდერი Nina))

sameone crazy girl
ხვალ მაქ გამოცდა დილით და ისეთი რამე გააკეტეთ წინა დღეს რაც გსიამოვნებთო და მე კარგი ისტორიის კითხვა რო მომწონს ისე არაფერი შემიძლია ამჯერად ... დადებ დღეს?


წარმატებები ხვალ,ძვირფასო, კი,კი აუცილებლად დავდებ ამაღამ,როგორცკი გადასცდება თორმეტს.

ანი ანი
Kargia dzaliaaan male dade ra


მადლობა,აუცილებლად დავდეებ <3

niino
მალე დადეეეე რაა:( გამძვრა სულიიი...ემოციური თავი იყოო მომეწონა ძაანნ..წარმატებებიიი და მოუთმენლად ველიიიიი შემდეგ თაავვსს:))


მადლობა რომ კითხულობ,არ დავაგვიანებ არავითარ შემთხვევაში love

natia-natia
Esvin dabrunebula gamixarda sheni dabruneba :) kargi dasawyisia warmatebebi


ნათუშკი,ძაან გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა, მადლობაა love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№13  offline მოდერი bibo

ვაიმე ეს ვინ დაბრუნებულააოოოო love love მარწყვი გყვარობ მე შენ ძალიანოოოო feel feel შენი ისტორიები ყველა წაკითხული მაქ ალუბალო ძალიანზზე მეტად მომწონხარ ატმის ბუსუსოოოო tongue tongue ოჰოოო მამაკაცურიები და ვაჟკაცურები ჩემი სუსტი წერტილია wink wink wink wink გელი გელი მოგელიიი ალუჩის კურკავვვვ love love უძალიანესად მალე დაბრუნდი კარგი კარგობავს დაგაყარე კისები და ლავებიიიი love love

 


№14  offline მოდერი Nina))

bibo
ვაიმე ეს ვინ დაბრუნებულააოოოო love love მარწყვი გყვარობ მე შენ ძალიანოოოო feel feel შენი ისტორიები ყველა წაკითხული მაქ ალუბალო ძალიანზზე მეტად მომწონხარ ატმის ბუსუსოოოო tongue tongue ოჰოოო მამაკაცურიები და ვაჟკაცურები ჩემი სუსტი წერტილია wink wink wink wink გელი გელი მოგელიიი ალუჩის კურკავვვვ love love უძალიანესად მალე დაბრუნდი კარგი კარგობავს დაგაყარე კისები და ლავებიიიი love love


ჩემო ტკბილო და თბილოო!! ბიბო, მახარებ მე შენი პოზიტივითა და ტკბილი სიტყვებიით love
გადაცდა თორმეტს და ვტვიტთავ ახლა,მიყვარხარ ძაალიან love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent