შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც კონკია, არც პრინცი -2-


1-07-2016, 15:10
ავტორი sopiko
ნანახია 3 514

[თავი 2]
-ვინც პირადად არ იცნობთ, ეს ჩემი ქალიშვილია, ევანგელია გედევანიძე. სანამ თვრამეტი წლის გახდებოდა, საზოგადოება არ იცნობდა და მე და ნუგზარს გვინდა ეს შეცდომა ახლა ნელ-ნელა გამოვასწოროთ. ეს წვეულებაც ერთი მხრივ ამისთვისაა გამიზნული. თანაც დღეს მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს. ნუგზარის მეგობარი, დათა თავისი ოჯახით. სანამ ჩემი მეუღლე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, დათა და ნუგზარი ბიზნესპარტნიორები იყვნენ.-მონოლოგს ასრულებს დედა და წელზე ხელს მხვევს. მამა სავარძელში ისე ზის, თითქოს კეისარი იყოს და თავზე გვირგვინი ეხუროს. ვხედავ, მალულად როგორ უქნევს დედას თავს მოწონების ნიშნად და ამაზე ფიქრი ცოტა ხნით მწყვიტავს რეალობას.
-დათა დვალი. მამაშენის მეგობარი.-ფეხზე დგება ორმოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი და ხელს მიწოდებს. მე ჩემსას ვაგებებ. თბილი ხელი აქვს, მაგრამ უხეში. უხერხული მოძრაობით ვწევ ხელს უკან და ასევე უხერხულად ვიღიმი. ყველაფერი მეუხერხულება. ის, რასაც ვაკეთებ, რასაც ვამბობ და როგორც ვიღიმი...
-სასიამოვნოა. მე თქვენ არასდროს მინახიხართ და ეს შეხვედრა დიდი პატივია ჩემთვის.-საოცრად უნიჭოდ გამომდის ტყუილი და მგონი ამას სტუმრებიც ამჩნევენ, თუმცა რამის თქმას ვინ გაბედავს. მეც ეს მამშვიდებს.
-იგივეს ვიტყოდი. ახლა ჩემს ოჯახს გაგაცნობ, ევანგელია.-უკვე წამომდგარ ოჯახის წევრებს უტრიალდება ''ძვირფასი'' სტუმარი.-ეს ჩემი მეუღლეა, სოფო, ესენი კი ჩემი შვილები: გვანცა და ნია.
ახალგაცნობილებს ზერელედ ვავლებ თვალს. ქალბატონ სოფიოსა და დედას შორის დიდ მსგავსებას ვხედავ. გადაჭარბებული მაკიაჟი ნაოჭების და ასაკის დამახასიათებელი ღარების დასაფარად, ბრწყინვალე ყელსაბამი და კაბა, რომელიც სავარაუდოდ იმდენი ღირდა, ერთ ოჯახს მისი ღირებულების ტოლი თვიური შემოსავლით თავისუფლად შეეძლებოდა თავის გატანა.
გოგონები მშობლებთან შედარებით დაბლები არიან. დედის გვერდით რომელიც დგას, ეტყობა აღნაგობაზე, რომ დაზე უფროსია. ეს გვანცაა. თვალები ისე უცინის, როგორც პატარა, ანც ბავშვს. წამიერად მეღიმება მის შემხედვარეს, მაგრამ უმცროსი დის დანახვაზე ღიმილის სურვილი მიქრება. ჩემზე რამდენიმე წლით პატარა იქნება. ასე ჩვიდმეტი წლის და სახეზე ათი ფენა ტონალური თუ პუდრი უსვია. ტუჩებზეც იგივეს ვიტყოდი, თანაც ისე მიბღვერს, თითქოს მისთვის რამე დამეშავებინოს.
-ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, გოგონებო. იმედია დღეის შემდეგ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და დავმეგობრდებით.-ჩემი სიტყვები და ასეთი ქცევა იმ პატივისცემის ბრალია, რომელსაც წესით მამის მიმართ უნდა ვგრძნობდე, მაგრამ არ ვგრძნობ. თავს ამაში ვიდანაშაულებ და ამიტომაცაა, დღეს თავი სპექტაკლზე რომ მგონია.
-რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დავმეგობრდებით.-სახე ებადრება უფროს დას და მეტად სასიამოვნოდ ვინმსჭვალები მის მიმართ.
-ჰმ...-თავს გვერდუთ აბრუნებს უმცროსი და ვერ ვხვდები, ამით რისი თქმა უნდა.
ბატონი დათას ოჯახიდან სხვა სტუმრებზე ვინაცვლებ და ნახევარ საათში უკვე ისე ვიქანცები, ერთი სული მაქვს, როდის ავალ ჩემს ოთახში და საწოლზე დავებერტყები. მამა იმ ადამიანებს ესაუბრება, რომლებიც მის პარტიაში არიან და მასთან ერთად მართავენ ქვეყნის საგარეო თუ საშინაო საქმეებს. აქ ზოგი უცხოელია, მაგრამ მე მათთან მიკარების საშუალება არ მაქვს, რადგან როგორც წესი, ყოველი წვეულება სატყუარასავით არის. მხოლოდ რამდენიმე წუთით უსხდებიან ხოლმე სუფრას და მერე უკვე ჩემი სახლი ნამდვილი პარლამენტია. აქ ნახავთ უამრავი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რომლებიც ოპონენტებს მტრებად აღიქვამენ და ამ დროს სადმე უნდა შეიკეტო, თუ გინდა, რომ არ გაგიჟდე.
ტრადიციულად ქურდივით ვიპარები მისაღებიდან და კიბეებზე ისე ავრბივარ, ლამისაა კაბა გამეხეს. მოსამსახურეები გზად არ მეფეთებიან, რაც ცოტათი ხასიათს მიკეთებს. კიდევ ერთხელ ვიხედები უკან და საძინებელში შევდივარ. კარებს ვკეტავ და დამშვიდებული ვდგები ოთახის შუაგულში.
-ევანგელია გედევანიძე! პრეზიდენტის ქალიშვილი!-ვამბობ მოწყენით და საწოლზე ვგორდები. ადამიანების თვალში ალბათ ძალიან მოსაწყენი და სერიოზული პიროვნება ვჩანვარ, მაგრამ სინამდვილეში მალულად იმდენ ეშმაკობას ვიდენ, ეს რომ ვინმემ გაიგოს, შეიძლება გაგიჟდეს. განსაკუთრებით კი დედამ ან მამამ. პრეზიდენტის ქალიშვილმა საშინლად ჩვეულებრივად უნდა იცხოვროს. მისი ყოველი მოქმედება, სიტყვა თუ ღიმილი წინასწარ შემუშავებულმა გეგმამ უნდა განსაზღვროს. ის, თუ როდის ისაუზმებს, ისადილებს, ივახშმებს, დაიძინებს, განრიგზეა დამოკიდებული, ხოლო დღე ისე არ გავა, ერთ შეხვედრაზე მაინც რომ არ წამაბრძანოს მამამ. წვეულება კი კვირაში ერთხელ აუცილებლად იმარეთება. რაიმე ''სისულელე'' რომ ჩავიდინო, მაშინვე გაზეთში ''გამომაჭენებენ'', რის შემდეგაც მამას საათივით აწყობილი საქმე ისე ჩაფლავდება, ფეხზე ვეღარასოდეს წამოვდგებით.
სწორედ ამიტომ ძალიან ფრთხილად და მოხერხებულად ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა და როგორღაც თავს ვიხსნი იმ ფათერაკებიდან, რომელშიც უცნაური ხასიათის გამო ვებმევი. ვცდილობ ყოველი უსიამოვნება სასიამოვნოდ ვაქციო და შემიძლია დავიფიცო, რომ ეს უსიამოვნებები რომ არა, რობოტად ვიქცეოდი. მაშინ, როცა თავისუფლებას ვგრძნობ... როცა არარსებულ ფრთებს ვშლი და იმას ვაკეთებ, რაც მსურს, თავიდან ვიბადები და ჩემი ცხოვრების ამ წესის შეცვლას არც ვაპირებ.
-ევანგელია გედევანიძე! ერთი ჩვეულებრივი გოგონა!-ამას შედარებით ხმამაღლა ვაცხადებ და დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ.

^თოთხმეტი წლის წინ!^
რვა წლის რომ გავხდი, ძმამ, ბექნუმ კასეტა მაჩუქა. მუყაოს ყუთს, რომელშიც ის იდო, კონკია ეწერა. საღამოს ჩემი მეგობრები რომ მესტუმრნენ, კარგად რომ მოვილხინეთ და ტორტიც მივირთვით, გამოვაცხადე, ბექნუს ნაჩუქარ კასეტას უნდა ვუყუროთ_მეთქი, ჩემი ახირების შეუსრულებლობა კი იმ დღეს არ იქნებოდა. ხო, მარტო იმ დღეს არა, ჩემი ჯიუტობის გამო ხომ ძიძა იძულებული იყო თითქმის ყველაფერი შეესრულებინა, რადგან იცოდა, მალულად სურვილს მაინც შევისრულებდი და თვლიდა, რომ ტყუილების თქმას ისევ სჯობდა მეგობრული ურთიერთობა გვქონოდა.
ასე და ამრიგად მე, ლილუ, ნიცა, თიკა და თათა დივანზე გემრიელად მოვკალათდით და ტელევიზორის ეკრანს მოუთმენლად მივაჩერდით. იმ დროს ტელევიზორი ახალი ხილი იყო და ბავშვებს მასთან მიკარების უფლება არ გვქონდა. ძიძამ კასეტა სპეციალურ ''ყუთში'' შედო და მულტფილმიც დაიწყო.
სიუჟეტმა დაქალები ისე დაგვაინტერესა, რომ ლამის თავით შევძვერით ტელევიზორში. კონკიას მთელი გულით ვგულშემატკივრობდით და თუ რომელიმე ხმას ამოიღებდა, მაშინვე ვაჩუმებდით.
მულტფილმი დასრულდა, ჩემს გონებაში კი დიდი აურზაური იყო. მათ უყვარდათ ერთმანეთი და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად! სიტყვა ''უყვარდათ'' ახალი იყო ჩემთვის... არა, მეც მიყვარდა ლილუ... თათაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ არასდროს მითქვამს ვინმესთვის რომელიმე ბიჭზე, რომ მის მიმართ სიყვარულს ვგრძნობდი. ნუ, ბექნუ არ ითვლებოდა, რადგან ის ჩემთვის სუპერგმირი იყო, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო, თუმცა იმ დღეს გადავწყვიტე, რომ მეც უნდა მყვარებოდა ვინმე, კონკრეტულად ბიჭი და იმისთვის, რომ მასაც შევყვარებოდი, ცალი ქოში უნდა დამეტოვებინა სადმე... თბილისში სასახლეს რომ ვერ ვიპოვიდი, ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო ჩემი ცხოვრების ''სიყვარული'' მეპოვა და მასთან ერთად მეც დიდხანს და ბედნიერად მეცხოვრა!
ვიპოვე კიდეც და ეს იყო ბექნუს განუყრელი ძმაკაცი, მატათა, რომელსაც მატისს ვეძახდი. რვა წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ენას არავინ უჩლექს, მაგრამ მე უბრალოდ ჟღერადობა არ მომწონდა მატათასი, მატისსს კი მათისს ვამსგავსებდი, რომელიც ჩემი უსაუვარლესი მულტიგმირი იყო.
რატომ მატათა? რატომ და... ასეთ გაწამაწიაში რომ ვიყავი და სიყვარულს ყველგან და ყოველთვის ვეძებდი, მატათამ გადამარჩინა. ის და ჩემი ძმა ტოლები იყვნენ და აქედან გამომდინარე ჩემზე ხუთი წლით დიდი იყო. ბექნუ ექსკურსიაზე რომ წავიდა, მეც გამიყოლა, რაც ჩემი სამდღიანი ხვეწნის დამსახურება იყო. ყინწვისში გზად ერთ მდინარეს მივადექით, რომელიც წვიმების გამო ცოტა არ იყოს ადიდებული იყო, თუმცა ისე არა, მაცხოვრებლებისთვის სადრთხე რომ შეექმნა. ბექნუს კლასის დამრაგებელი წინ მიდიოდა, მის შემდეგ ბავშვები, ჩამორჩენილებს კი ორი მშობელი გვაკონტროლებდა. დედას უნდოდა, რომ ჩემთვის ძიძა გამოეყოლებინა, მაგრამ ბექნუმ თქვა, თუ ამას იზამ, არც მე წავალ და აღარც ევას წავიყვანო და თეიეც დანებდა. ასე რომ, ბექნუ იყო ჩემზე პასუხისმგებელი. ხიდზე რომ გადავდიოდით, თვალსა და ხელს შუა გავუსხლდი ხელიდან ძმას, დიდ ლოდზე ავხტი და იქიდან გადავხედე მდინარეს. უცებ თავბრუ დამეხვა და ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, პირდაპირ თავით რომ გადავეშვი წყალში.

^^^
შუადღე მშვიდობისა!
დიდი, დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებებისთვის...
აი, ამ თავში ზედაპირი შევამზადე და მესამედან უკვე დაიწყება ინტრიგები და რამე-რუმეები...
ჰოომ, მალე გაიგებთ, რა ხდება პრეზიდენტის ოჯახში და მის გარეთ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი (((end)))

მომეწონა love გააგრძელე, წარმატებები love

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

აუ როგორ მომეწონა.სახელი მატათა ძალიან მომწონს,ბექნუ პირველად გავიგე მაგრამ ეგეც მომწონს wink ძალიან კარგიაა...წარმატებები ! love love

 


№3  offline მოდერი Amalthea

ძალიან ცოტა დიალოგია, (უფრო სწორედ, თითქმის არაა)ამიტომ ძალიან ვიღლები. გამოგიტყდები და გეტყვი რომ წინადადებებსაც ვტოვებ კითხვისას. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაინტერესებს მოვლენების განვითარება, არ ვიცი რაა.
ცოტა მრავალფეროვნება კარგი იქნებოდა.
ჯერ მხოლოდ ორი თავია დადებული და მოქმედება ერთი და იგივე ადგილას ხდება, განვითარების გარეშე.
არ ვიცი ალბათ ასე გქონდა ჩაფიქრებული. lol
მიუხედავად ამისა მესამე თავს მაინც მოუთმენლად ველოდები love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline წევრი mimimimo

და სადაა ახლა ჩვენი მატისი?
ოჰ, როგორ დამაინტრიგე.

მოუთმენლად ველოდები მესამე თავს.

მოდი მეც გამოგიტყდები და ვიტყვი, რომ ეს ოფიციალურობა ძალიან მოსაბეზრებელი...
შენებურად მინდა მე...
და იმედია მესამე თავიც შენებური იქნება. wink

წარმატებები! love

 


№5  offline წევრი Ignifex

მხოლოდ ის არ მომწონს,რომ პატარა თავებია :D
დანარჩენზე ხმა არ ამომეღება,საინერესოდ მეჩვენება და ისევ გელი ^^
მატათა მაინტერესებს ისე,ისეეე :D

 


№6  offline მოდერი sopiko

დიდი მადლობა თქვენ! love
დიალოგებს რაც შეეხება, იქნება და თანაც საკმარისზე მეტი...
მოვლენებიც შემდეგი თავიდან განვითარდება!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent