შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენდეტა - დასასრული


1-07-2016, 16:33
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 241

-რატი... რატი...- ლოლიკო დარბოდა კაბინეტიდან კაბინეტში და ეძებდა მას, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად უნდოდა. ვისთვისაც სურდა გაეზიარებინა თავისი ტრიუმფი. ვინც დაეხმარა მას არა მხოლოდ მირიანის, არამედ თავისი უსაფუძვლო შიშის დაძლევაშიც.
გარეთ მოიქუფრა. ცა გაშავდა და თითქოს მზე შუადღეს ჩავიდა, ქალაქი სიბნელემ მოიცვა. რატი კი არსად სჩანდა.
გოგონას გული ეწურებოდა. რაღაც ღრღნიდა შიგნიდან და არ აძლევდა ნორმალურად სუნთქვის საშუალებას. მალევე მიხვდა, რომ ის ძალიან განიცდიდა ბიჭის გვერდით არ ყოფნას.
-ბატონო კოტე, რატი არ გინახავთ?- ჰკითხა გოგონამ ერთადერთ ადამიანს, ვისაც ენდობოდა იმ გიენების ბუდეში.
-არა, დაგეკარგა?- ჰკითხა მამაკაცმა ღიმილით. მოზარდმა გაწამებული სახით გაუღიმა,- არ ინერვიულო. აქ იქნება სადმე. მეც დაგეხმარები მოძებნაში.
-არ მინდა შეგაწუხოთ...- დაიწყო ლოლიკომ, მაგრამ მამაკაცმა შეაწყვეტინა.
-შენ მამაკაცების საპირფარეშოში ვერ შეხვალ, ასე რომ... დაგეხმარები.
გოგონა მიხვდა, რომ ბატონი კოტე მართალი იყო, ამიტომ თავი დაუკრა, პირობა ჩამოართვა, რომ თუკი ნახავდა დაკარგულს, შეატყობინებდა და თავადაც გაიქცა ძებნის გასაგრძელებლად.
-უკაცრავად, ქალბატონო,- გაიგო მან მოხუცი კაცის ხრინწიანი ხმა.
-დიახ,- მიუბრუნდა ასაკოვან დაცვის თანამშრომელს, რომელსაც ახალგაზრდობის დამსახურებების გამო არ უშვებდნენ სამსახურიდან და ვინც ყველას ერთნაირად უყვარდა ოფისში.
-თქვენს თანაშემწეს ეძებთ?- ჰკითხა მამაკაცმა და ლოლიკომ გაიფიქრა, რომ ის გამოუსწორებელი კრეტინია, რადგან შეეძლო თავიდანვე ეკითხა დაცვისთვის, ხომ არ დაუტოვებია ბიჭს ოფისი.
-ის ექიმებმა წაიყვანეს. უგონოდ იყო,- უთხრა კაცმა.
-ვინ წაიყვანა?- იკითხა გოგონამ და ქვის იატაკზე ჩაჯდა უღონოდ.
-ექიმებმა,- მამაკაცს გაუკვირდა,- თქვენც ცუდად ხომ არ ხართ?- ჰკითხა და რაცია აიღო ხელში. ის იყო აპირებდა თანაშემწისთვის გადაეცა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახა, მაგრამ ლოლიკომ გააჩერა:
-ბატონ კოტეს დაურეკეთ, სასწრაფოდ,- თავად კი ღრმად ჩაისუნთქა. უნდა დამშვიდებულიყო და საღი გონებით ეაზროვნა, ახლა ის რატის სჭირდებოდა და იმედებს ვერ გაუცრუებდა.
-რა ხდება, ლოლიკო?- ჰკითხა მამაკაცმა, როდესაც დაინახა მოზარდის ცარცივით თეთრი სახე.
-რატი წაიყვანეს,- უპასუხა უემოციო ხმით გოგონამ.
-სად?- ვერ მიხვდა ბატონი კოტე.
-"დურკაში",- თქვა მოზარდმა ხმადაბლა და გააჟრჟოლა.
თუკი მას რატის დაბრუნება სურდა, უნდა შეხვედროდა თავის ღამის კოშმარს პირისპირ. ამის კი ძალიან ეშინოდა. სწორედ დილას გააცნობიერა, რომ ერთადერთი, რისიც უნდა შეშინებოდა, ადამიანი იყო. სხვა არაფერს უნდა გამოეწვია მასში ეს გრძნობა. ხოლო, როგორ გაექარწ....ბინა ერთი კონკრეტული ადამიანის წინაშე შიში, ეს აღარ იცოდა.
-წავედით,- თქვა მამაკაცმა და მანქანისაკენ აიღო გეზი.

...

-კეთილი იყოს შენი დაბრუნება, რატი,- გაიგო ბიჭმა საძულველი ხმა.
-აქ რატომ მომიყვანეთ?- ამოიხრიალა რატიმ. მას ჯერ კიდევ უჭირდა ხმის დამორჩილება.
-განა აქ არ არის შენი ადგილი?- მოჩვენებით გაიკვირვა მწვალებელმა.
-გამიშვით,- იყვირა ბიჭმა და სცადა ხელების გათავისუფლება, მაგრამ საიმედოდ იყო მიჯაჭვული ნაცნობ მაგიდას. თითქოს წინა ცხოვრებაში იხსნა იქიდან ლოლიკო.
-არ უნდა გაქცეულიყავი და მით უმეტეს ის ვირთხა არ უნდა წაგეყვანა თან. გმირობა რომ არ დაგეწყო, არც არავინ მოგიკითხავდა, მაგრამ შენ არჩევანი გააკეთე... იმის გამო, რომ შენიშვნა მივიღე, ცუდ ხასიათზე ვიყავი, ახლა კი შენ კი გამომიკეთებ ამ ხასიათს.
-რას აპირებთ?- ჰკითხა ბიჭმა ექიმს, რომელიც საფეთქლებზე საეჭვო სადენებიან დანადგარს ამაგრებდა.
-ცოტა შოკური თერაპია,- შეჰღიმა თეთრხალათიანმა,- შენ ზრდილობას გასწავლი, მე კი გავერთობი.
-გაგიჟდით?- ხმა აუკანკალდა რატის. ახლა უკვე სიკვდილი აღარ უნდოდა. ახლა უკვე მარტო აღარ იყო. მას ლოლიკო ჰყავდა, მასზე უნდა ეზრუნა და მის გვერდით უნდა ყოფილიყო, ამიტომაც შეაშინა ექიმის სიტყვებმა,- შოკური თერაპია ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია.
-მაინც ვერავინ გაიგებს, ჩაუკრა ექიმმა თვალი,- რაიმეს ხომ არ დამაბარებ იმ ვირთხასთან? მასაც მალე ვიხილავ კიდევ ერთხელ აქ... და მეორედ უკვე საღ გონებაზე მყოფი ვეღარ გავა.
-გამიშვით,- იყვირა დაჭრილი დათვივით რატიმ და კიდევ ერთხელ სცადა თავის დახსნა. რა თქმა უნდა, ამჯერადაც უშედეგოდ,- ჯოჯოხეთი შენზე ტირის,- დაივიწყა ბიჭმა ფორმალური საუბარი.
-ხომ იცი რომ იქ ერთად მოგვიწევს დახრუკვა?- გაეცინა ექიმს.
-ლოლიკოს უთხარი - "ბარტონს მაინც კუროსავა სჯობს"... მიმიხვდება რასაც ვგულისხმობ.
ზუსტად 2 დღის წინ საუბრობდნენ აკირა კუროსავას სიტყვებზე „ამ არანორმალურ სამყაროში, მხოლოდ გიჟები არიან ნორმალურად მოაზროვნენი“, თან ძალიან ამაყობდნენ, რომ ადრე „დურკის“ პაციენტები იყვნენ. მაშინ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერში პლიუსი უნდა დაენახათ და არ ეფიქრათ არანაირ ნეგატივზე. თუმცა ლოლიკო მაინც თავის აზრზე რჩებოდა, რომ ბარტონი ყველაზე გენიალური რეჟისორი იყო ამ ქვეყნად.
-ხუმრობ?- ექიმი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. ეს წყვილი მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული იყო. მათ თითქოს თავიანთი ტალღა ჰქონდათ და სხვა ვერავინ იჭერდა მათ სიგნალს.
-კლოუნს ვგავარ?- დაუბრუნა კითხვა რატიმ.
-უცნაურები ხართ ორივენი,- აღიარა ექიმმა და უსიტყვოდ ჩართო აპარატი.
რატიმ იგრძნო როგორ დაუარა ელექტროობამ მთელს სხეულში. ტანით აიზნიქა და ტკივილმა თითოეული ნერვი დაუჭიმა. არანორმალური ხმით იყვირა და ღრმად ამოისუნთქა, როგორც კი ეს წამება შეჩერდა, მერე კი კვლავ განმეორდა. რამდენიმე წუთში ტკივილისაგან უკვე მხოლოდ ერთი რამ უნდოდა ბიჭს - სიკვდილი. მხოლოდ სიკვდილში ხედავდა ხსნას. კიდევ რამდენიმე დარტყმა და ბიჭმა გონება დაკარგა.
-მგონი ზედმეტი მომივიდა,- თქვა თვითკმაყოფილი ხმით ექიმმა, ხოლო როდესაც ბიჭს პულსი შეუმოწმა, თვალები გაუფართოვდა შიშისგან.
მიხვდა, რომ მართლა ზედმეტი მოუვიდა. რატის პულსი აღარ ესინჯებოდა.

...

-სად არის რატი?- შეაღო რომეო ექიმის კაბინეტი ლოლიკომ. მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა გოგონას.
-აქ რატომ ხარ?- ჰკითხა დაბნეულმა.
-რატის წასაყვანად მოვედი,- განაცხადა გოგონამ.
-რატი აქ არ არის,- კაცმა ამოიოხრა,- განა ერთად არ გაიქეცით აქედან?
-კი,- არც დაუმალავს მოზარდს, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო,- მაგრამ რატი უკან დააბრუნეს.
-ლოლიკო, შენ ჭკვიანი გოგო ხარ,- გააქნია თავი ექიმმა, ახლოს მივიდა გოგონასთან და ხმადაბლა უტხრა,- არ მისცე უფლება ემოციებს დაგიმორჩილონ. რაც არ უნდა გაიგო, ყველაფერს ტვინი დააყოლე და გულით არ იმოქმედო. თუკი მოითმენ, აუცილებლად მიიღებ იმას, რაც გინდა,- მერე კი ხმამაღლა დააყოლა,- ახლა კი, გთხოვ დატოვე კლინიკა, თუ არ აპირებ უკან დაბრუნებას.
გოგონა რამდენიმე წუთი გაოცებული თვალებით უყურებდა, მერე კი ადგა და კაბინეტი დატოვა.
-რა გითხრა ექიმმა?- ჰკითხა ბატონმა კოტემ, რომელიც გოგონამ მანქანასთან დატოვა,- სად არის რატი?
-სახლში წავიდეთ, ბატონო კოტე,- უთხრა უემოციო ხმით გოგონამ და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში მისული ოთახში ჩაიკეტა, ვახშამზეც უარი თქვა და მთელი ღამე რატის საყვარელი რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმებს უყურებდა.

...

მეორე დილას კი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. თავიდან არ აპირებდა ეპასუხა აბონენტისთვის, რომელიც უცხო ნომრით ურეკავდა, მაგრამ ბოლოს მაინც უპასუხა, რადგან ტელეფონი არ ჩერდებოდა და უარესად აღიზიანებდა ისედაც გამოუძინებელ გოგონას.
-ლოლიკო,- გაიგო ნაცნობი ხმა, რომელმაც მაშინვე ღიმილი მოჰგვარა.
-კახა,- ამოისუნთქა გოგონამ,- თქვენთაა რატი?- ჰკითხა იმედით აღსავსე ხმით გოგონამ. პასუხად დიდი ხნის სიჩუმე ჰქონდა.
-ლოლიკო...- ესღა თქვა ბიჭმა.
-რაიმე დამართეს?- ლოლიკომ იმაზე მშვიდად აღიქვა ეს ამბავი, ვიდრე წარმოედგინა. ალბათ რომეო ექიმის სიტყვებმა იმოქმედა ასე მასზე.
-რატი აღარაა ლოლიკო,- ბიჭს ხმაზე ეტყობოდა, რომ ტიროდა. მოზარდმა ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და მხოლოდ ეს უთხრა:
-მალე მოვალ.
ტელეფონი გათიშა. აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა. შავი კაბა ჩაიცვა და მისაღებში ჩავიდა, სადაც შეშფოთებული ბატონი კოტე ელოდა.
-გთხოვთ, კლინიკაში წამიყვანეთ. ამასთან, ზეგისთვის ბილეთი დაჯავშნეთ, ლონდონში მივდივარ,- თქვა მან და გარეთ გავიდა.
-დიდი ხნით მიდიხარ?- დაეწია მამაკაცი.
-ჯერ 2 წლით,- უპასუხა გოგონამ,- მერე ვნახოთ.
-და კომპანია?- დაიბნა მამაკაცი. მან ჯერ არ იცოდა მტკივნეული სიმართლე, ამიტომ ვერ იგებდა ლოლიკოს მიზეზებს.
-მირიანი მიხედავს,- აიჩეჩა მხრები მოზარდმა.
-კლინიკაში რატომ მივდივართ?- ჰკითხა ბატონმა კოტემ მას შემდეგ, რაც მანქანა ცენტრალურ ტრასაზე გავიდა.
-უნდა გავიგო სად დაკრძალავენ რატის,- უპასუხა გოგონამ და თავი გაიმაგრა, რათა წინ არ გადავარდნილიყო, რადგან ბატონმა კოტემ მაშინვე ძლიერად დაარტყა მუხრუჭებს.
-დაკრძალავენ?- მთელი ტანით მისკენ შებრუნდა მამაკაცი.
-ბატონო კოტე, ძალიან გთხოვთ,- უთხრა გოგონამ და სახე ხელებში ჩამალა. თანაშემწე მიხვდა, რომ სჯობდა არაფერი ეკითხა. გოგონას ამ შემთხვევაში საკუთარი გაჭირვება ჰყოფნიდა. დეტალებს კი მერეც გაიგებდა. ამიტომაც მანქანა დაქოქა და შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიყვანა ლოლიკო დანიშნულების ადგილას.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბიჭის სხეული გოგონას არ აჩვენეს, დაკრძალვის ადგილიც კი არ გაუმხილეს. ლოლიკომ ექიმების წინაშე დამალა ცრემლით დანამული თვალები, ხოლო როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, პატარა ბავშვივით აზლუქუნდა.
-აუცილებლად გაგიგებ სად დაკრძალავენ,- დაჰპირდა მას ბატონი კოტე და უხმოდ წაიყვანა სახლში.

...

მეორე დილას ლოლიკო ჩაწითლებული თვალებით ადგა საწოლიდან. მთელი დღე და ღამე იტირა, ამიტომ სახეც შეშუპებული ჰქონდა და საერთოდ მისი შესახედაობა ნამდვილად შორს იყო მისაღებიდან. ამიტომაც მოუწია ცოტა მაკიაჟის დადება და თავის მაქსიმალურად მოწესრიგება.
მისმა ოფისში მისვლამ კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფირმის ახალი დირექტორი ასეთი ლამაზი არასოდეს ენახათ. რა თქმა უნდა ამ მითქმა-მოთქმამ დირექტორებისა და აქციონერების ყურებამდეც მიაღწიეს, ამიტომაც გოგონას მიერ მოულოდნელად დანიშნულ კრებაზე ყველა უკლებლივ გამოცხადდა.
ლოლიკო ყველაზე გვიან შევიდა, მაშინვე ავიდა მისთვის გამზადებულ პატარა პოდიუმზე და მისალმების გარეშე დაიწყო:
-როგორც მოგეხსენებათ, მირიანს ჩემთვის უნდა გადმოეცა კომპანიის მართვის სადავეები, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ჯერ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება. წლის განმავლობაში მე ვისწავლი მსოფლიოს წამყვან კოლეჯში და იქიდან დაბრუნებული შევძლებ ღირსეულად გავუძღვე მამაჩემის საქმეს. ჩემს დაბრუნებამდე მოვალეობას კვლავ მირიანი შეასრულებს. გთხოვთ გაუფრთხილდით კომპანიას და რაც მთავარია საკუთარ ჯანმრთელობას. გახსოვდეთ რომ თითოეული თქვენთაგანი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ კი მნიშვნელოვანნი ვართ იმ ათასობით ადამიანისათვის, ვინც ჩვენს კომპანიაში მუშაობს.
და მანამ, სანამ ვინმე გამოფხიზლდებოდა და რაიმეს ეტყოდა დატოვა ჯერ საკონფერენციო დარბაზი, შემდეგ ოფისის შენობა და პირდაპირ აეროპორტისაკენ აიღო გეზი.

3 წლის შემდეგ...

-ლოლიკო, ღვედი შეიკარი,- გაიგონა გოგონამ ბატონი კოტეს ხმა. გოგონას გაეღიმა, არის რაღაც, რაც არასოდეს იცვლება. ხელით ანიშნა შეკრულ ღვედზე და თვალები დახუჭა.
სამშობლოში აბსოლუტურად გადასხვაფერებული ბრუნდებოდა. იმ პატარა, ემოციური, მხიარული, მიამიტი და ცოტა ბიჭური მოზარდისაგან მასში აბსოლუტურად არაფერი აღარ დარჩა.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ტრაპზე ჩამოდიოდა საკუთარ თავში დარწმუნებული, ცივი, უხეში და სარკასტული ლოლიკო.
-სახლში წავიდეთ?- ჰკითხა ბატონმა კოტემ, როგორც კი ბარგი აიღეს.
-არა, ოფისში,- მოკლედ უპასუხა გოგონამ და მანქანაში ჩაჯდა.
მამაკაცმა გზიდან დარეკა ოფისში და გაიგო, რომ მირიანი სამშენებლო ობიექტზე იყო გუდაურში.
-გუდაურში წავიდეთ,- უთხრა ლოლიკომ თანაშემწეს და ტაბლეტში ჩატვირთა სამშენებლო კომპლექსის გეგმა.
დაახლოებით 3 საათში ადგილზე იყვნენ. უცხო მანქანამ მაშინვე მიიქცია ყურადღება, ხოლო მანქანიდან გადმოსულმა გოგონამ მაშინვე აიძულა ყველას დაეტოვებინათ სამუშაო ადგილები, რადგან ასეთი ელეგანტური სტუმარი სამუშაო ობიექტზე არასოდეს ჰყოლიათ.
-ნუთუ დაგვიბრუნდი, მამიდაშვილო,- გაიგო გოგონამ ნაცნობი ხმა. ზანტად მიბრუნდა, სათვალე მოიხსნა და ახედა ბიჭს. მირი შეკრთა კიდეც მისი მზერისაგან, რომელშიც არ იკითხებოდა არანაირი ემოცია.
-როგორც ხედავ, მირიან. სასტუმროში დავბინავდები და საღამოს რესტორანში შევხვდეთ, მინდა მშენებლობის დეტალებში გავერკვე. კარგი იქნება ფინანსურ ანალიზსაც თუ მოიტან,- უთხრა და ზურგი აქცია. ბატონმა კოტემ ჩემოდნები სასტუმროში შეიტანა და ორი ოთახი აიღო. ის არსად აპირებდა წასვლას და გოგონას მარტო დატოვებას.
ვახშამმა ცივად ჩაიარა. საუბრობდნენ მხოლოდ სამსახურის თემაზე. ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც კი არ დაინტერესებულან. სამაგიეროდ გაიარეს მთელი გეგმა. ლოლიკომ რამდენიმე ცვლილება შეიტანა დიზაინში, რითაც საკმაოდ გაამარტივა საქმე და რაც მთავარია ფინანსურად მომგებიანი გახადა რამდენიმე პუნქტი. მირიანი კმაყოფილი დარჩა გოგონას მუშაობის სტილით.
თუმცა, მეორე მხრივ, მას საკმაოდ აშინებდა ახალი ლოლიკო. ის ცივი იყო, უხეში, ზედმეტად პირდაპირი და უემოციო.
-ახლა მინდა ზაფხულის კუთხის დიზაინის ავტორს შევხვდე,- უთხრა ლოლიკომ. მირმა საათს დახედა.
-შეიძლება ამის მოწყობა,- და მობილური მოიმარჯვა. მოკლე საუბრის შემდეგ გოგონამ მიუბრუნდა,- მუშებს ვახშამი აქვთ და იქ არის, შეგვიძლია მივიდეთ. თან შენს თავსაც წარვუდგენ ყველას.
-წავედით,- მზადყოფნით წამოდგა ლოლიკო.
მუშებისთვის გამოყოფილი დარბაზი სასტუმროსთან ახლოსვე იყო. გარედანვე ისმოდა ხმაური და მხიარული შეძახილები. თუმცა, როგორც კი უფროსი შევიდა სიმპათიურ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, მაშინვე ყველა გაჩუმდა.
-ბოდიშს გიხდით ასე რომ შემოგეჭერით,- გაუღიმა მირმა დამსწრე საზოგადოებას,- მინდა ჩვენი კომპანიის პრეზიდენტი, ლოლიკო გასვიანი, წარმოგიდგინოთ.
ამ სიტყვების გაგების შემდეგ დარბაზს ჩურჩულის ტალღამ გადაურბინა,- შალვა ივანიჩს ვეძებთ,- ასაკოვანი, ბრგე მამაკაცი წამოდგა უკმაყოფილო სახით,- როდესაც მოიცლით, გთხოვთ გარეთ გამობრძანდით, პრეზიდენტს თქვენთან რამდენიმე შეკითხვა აქვს.
-თქვენ რა, გინდათ მითხრათ, რომ ამ ლაწირაკთან ერთად უნდა ვიმუშაო?- თქვა კაცმა ბოხი ხმით.
-ეს ლაწირაკი ახლავე შეგეჯიბრებათ რაშიც გნებავთ და როდესაც წააგებთ, მწარედ განანებთ ასეთ სიამაყეს,- უთხრა ლოლიკომ ცივად.
-შემეჯიბრება?- კაცს გაეცინა,- სმაში?
-დამისხით,- თქვა გოგონამ და ჩამოართვა მოზრდილი ჭიქა მათთან მისულ ოფიციანტს. უსიტყვოდ დაუსხეს ოჯახის ღვინო,- ამ ჭიქით თქვენს შერცხვენას გაუმარჯოს,- თქვა გოგონამ და ჭიქა გამოსცალა. დარბაზი აპლოდისმენტებით აფეთქდა.
-აქ მოდი, ჩემთან დაჯექი. „В ногах правды нет“ არ გაგიგია?- უთხრა მამაკაცმა ღიმილით. ლოლიკოც გერდით მიუჯდა. მირი, რომელიც დაძაბული ადევნებდა მათ დიალოგს თვალყურს, მაშინვე მოდუნდა.
იმ ღამეს გვიანობამდე ისხდნენ ყველანი დარბაზში და ისმენდნენ ივანიჩის ისტორიებს, რომელთაც ლოლიკოს კომენტარები კიდევ უფრო სახალისოს ხდიდნენ.

...

-ქალბატონო, გთხოვთ წამობრძანდით, ივანიჩი ცუდადაა?- მიირბინა მასთან ერთი კვირის თავზე ერთ-ერთმა მუშამ.
-რა სჭირს?- მაშინვე მოსწყდა ადგილს ლოლიკო და მუშას გაჰყვა.
-უგონოდ მთვრალია.
-მთვრალი?- გოგონა დაიბნა. 1 კვირის განმავლობაში ის ყოველდღე ხვდებოდა ივანიჩს და მიხვდა, რომ ის არ იყო უპასუხისმგებლო ადამიანი.
-რა მოხდა, რატომ დათვრა?- იკითხა მამაკაცის ოთახში გრიგალივით შევარდნილმა ლოლიკომ.
-დღეს მისი მეუღლის გარდაცვალების წლისთავია,- უთხრა ხმადაბლა მამაკაცის ძველმა მეგობარმა.
-ნუთუ...- ლოლიკომ ღრმად ჩაისუნთქა,- ექიმს დაურეკეთ, გადასხმა გაუკეთოს.
-გასაგებია,- უპასუხა მუშამ,- მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა...
-აბა?- გაუკვირდა გოგონას.
-მისი ამბავი ბატონმა მირიანმა გაიგო და სამსახურიდან დაითხოვა.
ლოლიკომ მუშტი შეკრა. მირიანი ისევ ის გულცივი კრეტინია, რაც 3 წლის წინ იყო.

...

მირი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და მომავალი დღის სამუშაო გეგმას ამუშავებდა, როდესაც კარი გაიღო და კაბინეტში ლოლიკო შევიდა.
-ბოდიშს გიხდით, ბატონო დირექტორო,- გოგონას ხმაში ბიჭისთვის კარგად ცნობილი სარკასტული ნოტები არ ისმოდა,- თქვენ რა, მართლა დაითხოვეთ ივანიჩი?
-და რატომ გაგაკვირვა ამ ცნობამ? ხომ ნახე მისი მდგომარეობა? ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს. მუშაობა ფაქტიურად ახლახანს დაიწყო, ის კი უკვე სვამს. რა მაგალითს მისცემს სხვა მუშებს?
-გაიგე მირიან, დღეს მისი მეუღლის გარდაცვალების წლისთავია,- ლოლიკოს სიბრაზისაგან და უღონობისაგან აკანკალებდა,- ამასთან ის შესანიშნავი სპეციალისტია და...
-და რა?- ხმას აუწია ბიჭმა,- ის უპასუხისმგებლო ლოთია, რომელიც არაფრად აგდებს წესებს, ყოველ კუთხეში ყვირის თავის გამოცდილებაზე, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, თავს უფლება მისცა უგონოდ დამთვრალიყო. მე მას არჩევანის უფლება მივეცი, შეუძლია როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ არა ჩვენი პროექტის ხარჯზე. ახლა შეუძლია სულ არ გამოვიდეს "ზაპოიდან", ოღონდ მშენებლობაზე მისი ფეხი აღარ იქნება.
-მაგრამ ხომ შეგიძლია კიდევ ერთი შანსი მისცე? გაიგე, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების წლისთავია. შენ რომ მოგსვლოდა მსგავსი რამ, შეძლებდი უემოციოდ ასეთი დღის გადატანას? ნუთუ არასოდეს დაგიკარგავს შენთვის ძვირფასი ადამიანი?- მირმა თვალები დამალა, რათა გოგონას მასში პასუხი არ წაეკითხა.
-არა, არ დამიკარგავს,- უპასუხა მირმა მტკიცე ხმით,- და მეორე შანსსაც არავის ვაძლევ. მიცვალებულები მიცვალებულებად უნდა დავტოვოთ, ცოცხლებმა კი დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ. ის განთავისუფლებულია და მორჩა, ნუ ცდილობ უგრძნობ და უგულო არსებად გამომიყვანო. მე მის გარდა ათასობით ადამიანზე ვაგებ პასუხს.
-შენ გრძნობებზე რა იცი, მირიან?- ჰკითხა გოგონამ ჩახლეჩილი ხმით,- რა იცი გრძნობაზე, როდესაც სიცოცხლე გიჭირს, ვერ სუნთქავ, რადგან შენი ნაწილიც მოკვდა მასთან ერთად, ვინც იყო შენთვის სინათლე, ჰაერი და სიხარული? რა იცი როგორი მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მისი ძლიერი მკლავები აღარასოდეს ჩაგიკრავენ გულში. ვეღარ იგრძნობ მის სუნთქვას, ვეღარ შეგეხებიან მისი ქარისგან დახეთქილი ბაგეები. და იცი რას ნიშნავს იმის გააზრება, რომ ის ამქვეყნად აღარ არის? ამბობ, რომ მიცვალებულები მიცვალებულებად უნდა დავტოვოთ? განა დანაშაულია გახსოვდეს ის, ვინც შენთვის ყველა და ყველაფერი იყო? მე არ მიმაჩნია, რომ უნდა დაივიწყო ის, ვინც შენთვის ძვირფასი იყო!- ამ სიტყვებით დატოვა ლოლიკომ მირიანის კაბინეტი.
-რა სჭირს?- ჰკითხა ბიჭმა საკუთარ თავს და წამოდგა. სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი და გეზი სადგომისკენ აიღო. იქ ეგულებოდა ადამიანი, ვისაც შეეძლო პასუხი გაეცა ყველა მის კითხვაზე.
ბატონი კოტე მანქანაში იჯდა და წიგნს კითხულობდა. მირმა უპარდონოდ გამოაღო კარი და მანქანაში ჩაჯდა. იმავე წამს მისი მზერა მამაკაცის გაოცებულ მზერას წააწყდა.
-ბატონო კოტე, რა სჭირს ლოლიკოს?- ჰკითხა პირდაპირვე. კაცმა თვალები დაახამხამა და კითხვა გაუმეორა.
-რა სჭირს ლოლიკოს?
-რატომ იქცევა ასე უცნაურად? და რატომ ლაპარაკობს რაღაც უცნაურობებს?
-გააჩნია შენ უცნაურობაში რას გულისხმობ,- აიჩეჩა მხრები მამაკაცმა.
-დღეს ლექცია წამიკითხა იმაზე, რომ ძნელია გარდაცვლილთა დავიწყება,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა.
მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა. მას შეეძლო ყველაფერი ეთქვა და ამით სხვის საქმეში ჩაეყო ცხვირი, რასაც ყოველთვის თავს არიდებდა. ან უბრალოდ განეგრძო ლოლიკოს თვითგვემის ყურება. 3 წელი ეძებდა ადგილს, თუ სად დაკრძალეს რატი, მაგრამ ვერაფერი გაიგო. ბიჭის ნათესავებმა კი ყურადღებაც არ მიაქციეს, ცხვირწინ მიუკეტეს კარი. ვერც ფულმა გაჭრა და ვერც თხოვნამ. სხვათა შორის, ვერ მუქარამ...
-რატი დაიღუპა,- გააკეთა მამაკაცმა არჩევანი და შეხედა ბიჭს, რომელსაც თვალები გაუფართოვდა.
რატი... ჯაყო... გაუნათლებელი ხეპრე... ის, ვინც ლოლიკოსთვის გახდა დამცველი, კედელი, რომლის ზურგს უკანაც შეძლო თავისუფლად ამოსუნთქვა და იგრძნო თუ რას ნიშნავს იყო დაცული. აღარაა. დაიღუპა. "რა იცი გრძნობაზე, როდესაც სიცოცხლე გიჭირს, ვერ სუნთქავ, რადგან შენი ნაწილიც მოკვდა მასთან ერთად"... რა თქმა უნდა, მირიანმა არ იცის ეს გრძნობა, რადგან ლოლიკო ჯერ კიდევ ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ეკუთვნის. "იცი რას ნიშნავს იმის გააზრება, რომ ის ამქვეყნად აღარ არის"... რა თქმა უნდა, არ იცის, რადგან ლოლიკო ჯერ კიდევ სუნთქავს, მიუხედავად იმისა, რომ სული აშკარად რატის გააყოლა.
სწორედ მაშინ გააცნობიერა, თუ რაოდენ საცოდავია ის და მისი გრძნობები. სულ ტყუილად ეგონა, რომ გულწრფელად უყვარდა გოგონა. ახლა მიხვდა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული. თავად კი უბრალოდ ეგოისტი აღმოჩნდა, რომელიც ლოლიკოს აბრალებდა თავის უღიმღამო არსებობას, სიცოცხლესაც კი არა.
-მადლობა რომ მითხარით,- უთხრა ბიჭმა და მანქანიდან გადავიდა. საკუთარ თავს გაუღიმა და სასტუმროსკენ გაიქცა.
ლოლიკო იქ არ დახვდა. შემდეგ მშენებლობისკენ გაიქცა, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე შებინდდა, იქაურობა სულ ცარიელი იყო. საბოლოოდ ტყისკენ გაიქცა, რომლის განაპირასაც დაინახა მოსეირნე გოგონა. მასთან მიირბინა, ხელი მოჰკიდა და გაიქცა. ლოლიკო ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ბიჭს მისი არ ესმოდა. ფეხები თოვლში ეფლობოდათ და ორივენი დაიღალნენ, მაგრამ ბიჭი არ გაჩერებულა, სანამ არ გაიგო ხმა, რომელსაც ასე ელოდა. ლოლიკო კი ვერ ხვდებოდა რა ხმა იყო, მხოლოდ პირველი სათხილამურო ტრასა იცნო. მალევე შეამჩნია "თოვლის ზარბაზანი", რომელიც ხელოვნურ თოვლს თანაბარ ფენებად ანაწილებდა მთელს ტრასაზე.
-მიდი იქ,- აჩვენა ბიჭმა ხელით,- აქ არავინ შეგაწუხებს. შეგიძლია იტირო, იყვირო, გამოუშვა გულის სიღრმიდან შენი ემოციები, ვერავინ გაიგებს და ვერავინ დაინახავს,- ეს უთხრა და ხელი ჰკრა ოდნავ.
გოგონამ თავიდან უნდობლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მერე კი დაუდენელმა ცრემლებმა, უთქმელმა სიტყვებმა, შეკავებულმა ემოციებმა აიძულეს სწრაფად მიერბინა იქ, სადაც უკვე თავადაც ვერ გაიგებდა საკუთარ ხმას. "თოვლის ზარბაზანი" მეტისმეტად ახლოს იყო და მისგან გამოსტყორცნილი თეთრი სუბსტანცია გოგონასაც ფარავდა გარემოსგან საიმედო ფარდით. ლოლიკომ უკან მოიხედა და შეამჩნია სილუეტი, რომელიც სასტუმროსკენ მოდიოდა თავდახრილი. ამის შემდეგ გოგონა ხმაურიანი აპარატისკენ მიბრუნდა და მთელი ხმით იყვირა. ცრემლებმა გზა იპოვეს და ლოლიკომ იგრძნო როგორ უთავისუფლდებოდა ნელ-ნელა გული და გონება.
ათი ათასობით ვარსკვლავი კი კიდევ დიდხანს უყურებდა როგორ იცლებოდა გოგონა ემოციებისაგან, რომელიც ხან ტიროდა, ხან ყვიროდა, ხანაც ხმადაბლა ჩურჩულებდა.

...

მეორე დილას მირი მთელი სიჩქარით მიჰქროდა დედაქალაქისაკენ, რათა ენახა რატის საფლავი და მუხლმორთხმულს ეთხოვა პატიება. იმ აზრს, რომ ბიჭის ადრეულ სიკვდილში მამამისის ხელი ერია, მირი თავიდან ვერ იშორებდა. კლინიკაში მისულს ადგილზე ექიმებიდან მხოლოდ რომეო ექიმი დახვდა. როგორც კი ვიზიტორის სახელი და გვარი გაიგო, ექიმმა მაშინვე მიიღო.
-ექიმო, მინდოდა რატი ბაქრაძეზე მეკითხა...
-ნუ ღელავთ, მამათქვენის მოთხოვნას პირნათლად ასრულებს ჩემი კოლეგა. რატი არასოდეს გამოჩნდება ლოლიკოს წინაშე.
-რა თქვით?- ბიჭმა ფეხებში სისუსტე იგრძნო, ამიტომ სკამზე ჩამოჯდა. მას უბრალოდ სურდა გაეგო, თუ სად იყო დაკრძალული ბიჭი, მაგრამ არანაირად არ იყო მორალურად მზად იმისათვის, რომ გაიგებდა ასეთ ამბავს.
-ის სრულიად გამოჯანმრთელდა, ამიტომ აზრი არ ჰქონდა მის კლინიკაში დატოვებას. ელექტრო შოკის გამოყენებას ვეღარავინ გაბედავდა, წამლებს კი აღარ სვამდა, ამიტომ გონება მთლიანად გაეწმინდა. თუმცა იმის შიშით, რომ ლოლიკოს რაიმეს დაუშავებენ, თუკი მასთან დაკავშირებას ეცდება, საერთოდ გაერიდა ქალაქს. ამჟამად კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და ფერმას ამუშავებს.
მირმა იგრძნო, რომ თავბრუ ეხვეოდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა. მზერა იქვე მდგარ დოქზე დაეცა. ჭიქის არსებობა წარმატებით დააიგნორა და პირდაპირ დოქის ყელიდან დალია წყალი. ექიმი გაოგნებული უყურებდა.
მას შემდეგ, რაც წყალი გამოსცალა, ბიჭმა კალამი და ფურცელი დაუდო ექიმს წინ.
-დამიწერეთ რატის მისამართი.
-მაგრამ...- დაიწყო ექიმმა, მაგრამ ბიჭის მძიმე მზერას ვერ გაუძლო, ამიტომ კალამი აიღო და დაწერა ის, რაც ბიჭმა მოსთხოვა.

...

მირი უკან, გუდაურში მშვიდად ბრუნდებოდა. მას დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ ყველაფერი გაეაზრებინა და გაეთვალა შემდგომი ნაბიჯები, მაგრამ როგორც კი ლოლიკოს მომაჯადოებელ თვალებში ჩახედა, მაშინვე გადაავიწყდა ყველაფერი.
-ლოლიკო, რატი ცოცხალია,- მიახალა პირში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგონას თვალებში სიბრაზე გაკრთა, მიხვდა, რომ მისი სიტყვები შეეძლოთ დაცინვად მიეღოთ.
-მე კიდევ მეგონა, რომ გუშინდელი შენი საქციელის მერე, შემეძლო შენი ნდობა,- უთხრა გოგონამ და ზურგი აქცია. თეთრი ფიფქები დაჰფარფატებდნენ თავზე და ზურგიდან ფრთებშეჭრილ ანგელოზს ჰგავდა.
მირმა ხელი მოჰკიდა, მანქანაში ჩასვა და სანამ გოგონა ფანჯარას ჩალეწავდა და ისე გაიქცეოდა, ბიჭი ადგილს მოსწყდა.
-მირ, რაში გჭირდება ეს ყველაფერი?- ჰკითხა ლოლიკომ. რეალურად, მას არც შეშინებია, არც გაბრაზებულა და რაც მთავარია, არც გაჰკვირვებია.
-ის ცოცხალია და თქვენ ცალ-ცალკე არ უნდა იყოთ,- უპასუხა ბიჭმა და გაჩუმდა.
-ხვალ დახურულ აუზს დაასრულებენ,- გადაიტანა თემა ლოლიკომ. მირმა ჯერ უნდობლად შეხედა, მერე კი ჩაეცინა.
-ძალიან კარგი, ანუ გეგმას ვასწრებთ. სხვათა შორის შენი ივანიჩი სამსახურში დააბრუნეს.
-პირველ რიგში, ის ჩემი არაა. მეორე რიგში კი... მადლობა მირ,- გაუღიმა გოგონამ.
დანარჩენი გზა ასეთ უშუალო საუბრებში ჩაატარეს ისე, როგორც ძველმა მეგობრებმა. ორივე კომფორტულად გრძნობდა თავს ამ ამპლუაში.
როგორც კი მანქანა გაჩერდა, ლოლიკო გაჩუმდა და შეშინებული მზერა მიაპყრო მირს.
-მიდი,- ანიშნა თავით და როდესაც მიხვდა, რომ გოგონა ვერაფერს ვერ გააკეთებდა მარტო, გადაიწია და კარი გაუღო.
ლოლიკომ ღრმად ჩაისუნთქა და მანქანიდან გადავიდა.
ერთი ნაბიჯი.
ორი ნაბიჯი.
სამი ნაბიჯი.
"ყველაფერი კარგად იქნება, ლოლიკო".
ოთხი ნაბიჯი.
ხუთი ნაბიჯი.
"ხომ იცოდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო".
ექვსი ნაბიჯი.
შვიდი ნაბიჯი.
"განა ამას არ ელოდი მთელი ამ დროის განმავლობაში?"
რვა ნაბიჯი.
ცხრა ნაბიჯი.
და კიბე.
ერთი საფეხური.
ორი საფეხური.
სამი საფეხური.
ათი ნაბიჯი.
თერთმეტი ნაბიჯი.
თორმეტი ნაბიჯი.
ხელის კანკალით დააკაკუნა კარზე ლოლიკომ. რამდენიმე წამში კარი გაიღო. სტუმრის და მასპინძლის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
-ლოლიკო...
-რატი...
ერთად წარმოთქვეს და ორივეს მომენტალურად დაენამა თვალები.
რატის ასაკი დაეტყო, მაგრამ რუჯი და კიდევ უფრო გამკვრივებული აღნაგობა არანორმალურად მიმზიდველს ხდიდა. ლოლიკო მასთან შედარებით მინიატურულ თოჯინას ჰგავდა.
-როგორ მაკლდი, ლოლიკო,- უყურებდა თვალებში ბიჭი და ვერ იჯერებდა, რომ როგორც იქნა შეძლო ისევ ჩაეხედა გოგონას მომაჯადოებელ თვალებში.
-რატი...- ლოლიკოს თითქოს ძალა წაერთვა ფეხებში და ალბათ წაიქცეოდა კიდეც, რომ არა ბიჭის ძლიერი მკლავები, რომლებმაც დაიჭირეს და გულზე მიიკრეს.
-ეს სიზმარი არაა და არც ჭკუიდან შევშლილვარ. რატი აქაა, ჩემს გვერდით. მისი გულის ცემა მესმის,- ბუტბუტებდა გოგონა, თან სახეზე ნაზად უთათუნებდა ხელებს.
-ეს სიზმარი არაა და არც ჭკუიდან შევშლილვარ. ლოლიკო აქაა, ჩემს გვერდით. მისი გულის ცემა მესმის,- იმეორებდა ბიჭი და ნაზად უფარავდა კოცნით ლოყებს, შუბლს, ცხვირს, ბაგეებს. ვერც ერთი ვერ მიხვდა როგორ აღმოჩნდნენ საწოლზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც გოგონამ ფეხით იგრძნო სხვისი აღგზნება, მიხვდა, რომ ახლა შეუძლია დარწმუნდეს, რომ ნამდვილად არ შეშლილა.
-რატი, მაჩუქე ტკივილი,- ჩაჰხედა უკვე ვნებისაგან გაშავებულ თვალებში გოგონამ,- გთხოვ, მაჩუქე ტკივილი და დაე მასთან ერთად ჩემი გულიდან წავიდეს შიში,- ბიჭს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ ორივე გაეთავისუფლებინა ტანსაცმლის მარწუხებიდან,- უკვე დამავიწყდა რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება და გამახსენე, თუ შენც გახსოვს,- რატი ნელა, აუჩქარებლად ფარავდა გოგონას იდეალურ სხეულს მსუბუქი კოცნებით,- მაჩუქე ტკივილი და სიმშვიდე, რათა მასში გავითქვიფო და ტკივილი ცრემლს გავატანო, მინდა სულ ერთი წამით მაინც ვიგრძნო, რომ ცოცხალი ვარ,- პირველი შერწყმა და გოგონას თვალებიდან ცრემლი წასკდა, რომელიც რატიმ კოცნით ამოუშრო,- მაჩუქე ტკივილი და სიამოვნება. შეიძლება სიყვარულს არ ვიმსახურებ, მაგრამ მინდა ვიცოდე, რომ ნამდვილად შენი ვარ და შენ გიყვარვარ,- სწრაფ ფრიქციებს ორივე ჭკუიდან გადაყავდა. რატი კი თითქოს დასცინოდა, ხან ანელებდა ტემპს, ხან კი პირიქით, დაუოკებლად ეწაფებოდა ლოლიკოს სხეულს,- სწორედ ამას ვგრძნობ ახლა, შენს სიყვარულს,- ლოლიკო ვეღარ ჩერდებოდა. სიამოვნებამ მთლიანად ჩაითრია და დაიმონა,- მარტოხელა, დამსხვრეული ორი ბედი, რომლებიც ბოლომდე დაცალეს ემოციებისაგან... მაგრამ ახლა ერთმანეთს ვაჩუქებთ იმდენ შუქს, ცხოვრების აზრს და სითბოს, რომ დავიწყებას მიეცემა ტკივილი და შიში. სინაზე და სიყვარული დაგვრჩება მხოლოდ. ეს წლები, კი უბრალოდ ცხოვრების ექოდ დარჩება,- აქამდე გამოუცდელი სიამოვნება მოულოდნელად აფეთქდა ათასფრად მის თვალწინ და იმავე წამს იგრძნო, რომ მარტო არ იყო. რატიც ჩაითრია სიამოვნების მორევმა.
-სულ დამავიწყდა რამდენი ლაპარაკი გიყვარს,- გაეცინა ბიჭს მას შემდეგ, რაც სუნთქვა აღიდგინა და აჩუქა ნაზი კოცნა განაბულ გოგონას,- ახლა კი კარგად მისმინე, ლოლიკო. ქორწინება - ნამდვილი ატრაქციონია და ძალიან მინდა, რომ სწორედ შენ იყო ჩემი უსაფრთხოების ღვედი.
ლოლიკოს გაეღიმა, შეხედა ბიჭს და რატიმ უსიტყვოდ ამოიკითხა გოგონას მომაჯადოებელ თვალებში ის უსაზღვრო ბედნიერება, რასაც იმ წუთას განიცდიდა მისი უკვე მეორე ნახევარი.

...

მას შემდეგ, რაც ლოლიკო რატისთან დატოვა, მირი მანქანაში ჩაჯდა და იგრძნო როგორ გაეხნა მეორე სუნთქვა. გულიდან მოესხნა ის ლოდი, სადაც თავად სიყვარულს ეძახდა, რეალურად კი მხოლოდ ეგოიზმი და წარსულის აჩრდილი აღმოჩნდა.
იმისათვის, რომ მომავლისკენ გააკეთო ნაბიჯი, წარსულს უნდა გამოეთხოვო. ბიჭმა სწორედ ეს გააკეთა და ზუსტად საჭირო დროს გაახსენდა ლოლიკოს სიტყვები: "შენი ცხოვრებისეული დევიზია, რომ ქვეყნად არსებობს მხოლოდ ორი აზრი: შენი და არასწორი. სულ ეს არის... გაახილა თვალები, რეალურად შეხედე სამყაროს და მიხვდები, რომ ბევრი რამ, რაც შენ მოიფიქრე - უბრალოდ სისულელეა, რომელსაც არ აქვს არანაირი საერთო რეალობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ლოლიკო მასზე უმცროსია, ის უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. ახლა დრო იყო თავადაც ჭკვიანურად მოქცეულიყო. დრო იყო ეგრძნო თუ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და არა ავადმყოფური ფანტაზია. მირმა საკუთარ თავს გაუღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და ნაცნობი ნომერი აკრიფა.
-გისმენ,- გაისმა გოგონას ნამძინარევი ხმა.
როგორც ყოველთვის, საშინელი ძილისგუდაა. ბიჭს გაეღიმა, როდესაც გოგონას სახე და განსაკუთრებით თმა, წარმოიდგინა.
-ჯული, პაემანზე კინოში და მერე რესტორანში რა აზრის ხარ?



№1  offline წევრი HeeChul-ah

აი, როგორც იქნა დავასრულე •.• ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობდა, მიკომენტარებდა და მამხნევებდა •.• და რაც მთავარია, მოთმინებით მელოდა

თქვენი ზარმაცი ავტორი
--------------------
Nico nico nii

 


№2 სტუმარი MAKO

კარგი იყო,ველოდებით ახალ ისტორიას

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

Manana Lomidze
დღეს მოვახერხე ამ ისტორიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა და მინდა გითხრა ძალიან მომეწონა განსხვავებულია და ემოციური.კარგად გაქვს განაწილებული სიყვარული მეგობრობა ღალატი გამეხარდა რატი რომ არ მოკალი იმსახურებდა ბედნიერებას ის რომ არა ლოლიკო ვერაფერს ვერ მიაღწევდა ყოჩაღ** ჩემო გოგო.წარმატებები

ძალიან დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი სიტყვებისათვის. მიხარია, რომ მოგეწონათ

MAKO
კარგი იყო,ველოდებით ახალ ისტორიას


გაიხარე ჩემო კარგო. აუცილებლად დავიწყებ ამ დღეებში
--------------------
Nico nico nii

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ახლა წავიკითხე ეს ისტორია და ძალიან მაგარია.ბევრი მატირე,მაგრამ დასასრული ნამდვილად კარგი ოყო
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

La-Na
ახლა წავიკითხე ეს ისტორია და ძალიან მაგარია.ბევრი მატირე,მაგრამ დასასრული ნამდვილად კარგი ოყო


ძალიან დიდი მადლობა •.•
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent