შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენდეტა - თამაში დაიწყო


7-05-2016, 13:56
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 225

-დასაბრუნებლად?- მირს გაეცინა,- განა იმას, რაც თავად დათმეს, უკან ითხოვენ?
-თავად დათმეს?- ლოლიკოს ჩაეცინა,- მომწონს შენი სარკაზმი.
-სარკაზმი?- მირი ამ სიტყვამ დააბნია. ბიჭს გაუჩნდა შეგრძნება, რომ მუნჯი და ბრმა ცდილობდნენ ერთმანეთისთვის გზის ჩვენებას.
-აირჩიე, ან შენი ნებით დამითმობ ჩემს კუთვნილ სავარძელს, ან გაგსრისავ...- ეს თქვა და თავადვე დაიმანჭა სიტყვების პათოსისაგან. ზედმეტად ბავშვურად ჟღერდა ეს სიტყვები და რომელიღაც ბრაზილიურ დაბალბიუჯეტიან სერიალს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე მათ სიტუაციას.
-გამსრისავ?- მირს გულიანად გაეცინა. ამას ეუბნებოდა გოგო, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და პასუხისმგებლობას გაექცა. გოგო, რომელიც ისეთივე უმწეო იყო, როგორც დედის გარეშე დარჩენილი ბემბი,- ნუ მაცინებ, ლოლიკო. რისი გამკეთებელი ხარ? რომც დაგითმო სავარძელი, პირველივე დაბრკოლება შეგაშინებს და ისევ დაიმალები.
-იყო დრო, როდესაც ამას მართლა გავაკეთებდი, ახლა კი გვერდით მყავს ადამიანი, ვინც დამეხმარება და ძალას შემმატებს.
-ეს ჯაყო?- ანიშნა რატიზე და ზიზღით დამანჭა მადის აღმძვრელი ტუჩები.
-კატა ხარ? ცხრა სიცოცხლე გაქვს და იმიტომ არ უფრთხილდები შენს თავს?- მუჭები შეკრა რატიმ.
ლოლიკომ ხელზე ხელი მოუჭირა და როდესაც ბიჭმა შეხედა, ნაზად გაუღიმა. ამ ღიმილმა მირი წყობიდან გამოიყვანა. ლოლიკო მას ასე არასოდეს უღიმოდა, ლოლიკო მას ასე არასოდეს უყურებდა... ლოლიკოს გული ახლა უკვე ამ გაუნათლებელ დათვს ეკუთვნოდა და ბიჭი მზად იყო საკუთარი ხელით გაეგლიჯა ის, ვინც გოგონას გული მოჰპარა, ვინც მისი ნამდვილი დამცველი გახდა. ხოლო იმაში, რომ უცნობი ლოლიკოს დაცვას შეძლებდა, მირს ეჭვი არ ეპარებოდა.
-ის ჩემთანაა და ბოლომდე ჩემთან იქნება, ამიტომ გირჩევ, შეეჩვიო და არ გააღიზიანო, დიდი მოთმინებით არ გამოირჩევა,- უთხრა ბიძაშვილს და რატის შეხედა. ბიჭს გაეცინა.
-რატომ ის?- ვერ ხვდებოდა მათი შეხების წერტილს მირი.
- გამარჯვებას აზრი არ აქვს, თუკი ის მხოლოდ შენია. რატი კი ყველაზე უკეთ მიხვდება ამ გამარჯვების გემოს,- უთხრა მოზარდმა.
მირს კიდევ ერთხელ გაუჩნდა შეგრძნება, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. თითქოს ის და ლოლიკო სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ.
-მაინც ვერ ვხვდები რა გამარჯვებაზე ლაპარაკობ,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა.
-ნუ თამაშობ სულელს, მირიან, არ გიხდება,- ირონიულად გაუცინა გოგონამ. ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
-წინააღმდეგი არ ვარ დაგითმო სავარძელი, მაგრამ ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ იმსახურებ. არ ვაპირებ შენი მოვალეობების შესრულებას მაშინ, როდესაც შენ სიძნელეებს ემალები.
-კაცმა რომ გისმინოს, იფიქრებს, რომ ზედმეტად მართალი ხარ,- ირონიულად შენიშნა ლოლიკომ. მირმა მხოლოდ ამოიოხრა ამ სიტყვებზე. მაინც ვერ ხვდებოდა გოგონას სიტყვების აზრს.
-როდის შეუდგები საქმიანობას?- გადაიტანა თემა მირმა.
-ხვალიდან,- ცოტა დაიბნა ლოლიკო. რატომ უთმობდა ბიძაშვილი სავარძელს ასე მარტივად? განა ამის თავიდან ასაცილებლად არ გამოამწყვდია "დურკაში"? თუ რაღაც ჩაიფიქრა და უნდა უსაქმურად და არაკომპეტენტურად გამოიყვანოს თანამშრომლების და აქციონერების წინაშე? "ალბათ ასეა", გაიფიქრა მოზარდმა სევდიანად.
-არაჩვეულებრივია,- გაუღიმა მამიდაშვილს ბიჭმა,- ხვალიდან სწავლას შევუდგებით. ხოლო როდესაც დავრწმუნდები, რომ მზად ხარ და შენი ნდობა შეიძლება, მაშინვე გადავდგები.
უეცრად გოგონას გაეღიმა და თამამად გადადგა ნაბიჯი ბიჭისკენ, ხელი ასწია და ლოყაზე შეეხო. მირი შეკრთა და უკან გაიწია. მოზარდს ჩაეცინა, მირმა კი იგრძნო როგორ ჩასწყდა რაღაც გულში.
-ხვალ შევხვდებით, ძამიკო,- უთხრა გოგონამ ცივად და კაბინეტი დატოვა.

...

მირს ეშინია შეხების. ეს არ არის უბრალოდ კაპრიზი, ან ხალხთმოძულეობა. მას უბრალოდ ეშინია შეხების. ეშინია ისე, რომ მთელი სხეული თითქოს უქვავდება და განძრევაც კი უჭირს.
ბიჭი მადლობელია მშობლების, რომ სწორედ ის აიყვანეს და მას აჩუქეს მომავალი, მაგრამ მისი ბავშვობა არაფრით არ განსხვავდებოდა ინტერნატთა აღსაზრდელების ბავშვობისაგან. მისი მშობლები გვიანობამდე იყვნენ სამსახურში და სახლში დაბრუნებულნი, კვლავ ბიზნესზე საუბრობდნენ. მათ არასოდეს ეცალათ ბავშვისთვის, რომელსაც სითბო და ალერსი სჭირდებოდა. ისინი მირისგან მხოლოდ შედეგებს ელოდნენ. ხოლო მისი აღზრდა მთლიანად ძიძებს მიანდეს. ბიჭი თავად ჰქმნიდა თავის სამყაროს, თავად არჩევდა რა ჰყვარებოდა და რა არა. არავისგან ელოდა დახმარებას, რადგან იცოდა, რომ არავინ დაეხმარებოდა.
ხოლო როდესაც 9 წლის ასაკში, ძიძამ, რომელიც ყოფილი პატიმარი აღმოჩნდა, გაუკეთა ის, რაზეც სტატიაა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ბიჭმა უარი თქვა აღმზრდელებზე და თავად დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა. მშობლებს დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ იმ გარემოებისათვის, რომ მათ შვილს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს, მირს კი საბოლოოდ შეზიზღდა ადამიანები. აი შეხება მას უყვარდა... რადგან შეხებითაა შესაძლებელი აღიქვა მთელი სილამაზე და სინაზე თუნდაც სულ პატარა ნივთისა... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეხება უყვარდა, მირს შეხების ძალიან ეშინოდა.
ლოლიკომ კი იცოდა ამ შიშის შესახებ... მირმა თავად გაანდო ეს საიდუმლო ბავშვობაში.
მაშინ მირი 15 წლის იყო, ლოლიკოს კი იმ დღეს შეუსრულდა 10 წელი. დაბადების დღეზე მისულ ბიჭს მამიდა მიეფერა და როგორც ასეთ დროს იცოდა ხოლმე, მირი გაშეშდა. მამიდამ კი ყურადღება არ მიაქცია მის უცნაურ ქცევას და გვერდი აუარა. გაშეშებულ მირთან კი პატარა ლოლიკო მივიდა, ცერებზე აიწია და სახეზე სული შეუბერა. ბიჭი გამოფხიზლდა.
-რა გჭირს?- ჰკითხა თავისი მელოდიური ხმით პატარამ მაშინ.
-მეშინია,- უპასუხა მირმა.
-რისი?- დაიბნა ლოლიკო და საშიშროების აღმოსაჩენად მიმოიხედა.
-შეხების,- უთხრა მირმა მოწყენილი ხმით,- არ მიყვარს როდესაც მეხებიან.
-მარტო ამისი?- გაუღიმა ლოლიკომ,- მაშინ წამოდი, ჩემთან ოთახში. იქ არავინ შემოვა და შენც მშვიდად იქნები. თან, აქ ბევრი ხალხია და შეიძლება სულ არ გინდოდეს, მაგრამ მოულოდნელად მაინც შეეხო ვინმეს, იქ კი მარტო ჩვენ ვიქნებით.
-მადლობა,- ბიჭი დააბნია პატარა ბავშვის მიხვედრილობამ,- ლოლიკო...
-მოდი ეს ჩვენი საიდუმლო იყოს,- დაასწრო გოგონამ, რითაც კიდევ უფრო დააბნია მირი,- ხელი გამომიწოდე,- უთხრა და როდესაც მისი დაბნეული სახე დაინახა, გაუცინა,- ნუ გეშინია.
ბიჭმა ხელი გაუწოდა, ლოლიკომაც იგივე გააკეთა, ოღონდ მათი ხელები ერთმანეთს არ შეხებიან, სულ რამდენიმე სანტიმეტრში გაშეშდნენ.
-ახლა კი წავედით,- უთხრა გოგონამ და წინ გაიქცა...

...

-მადლობა თქვას იმ პიჟონმა კბილები რომ არ დავათვლევინე,- ვერ მშვიდდებოდა რატი. ოთახში წინ და უკან დადიოდა გაცეცხლებული.
გაქცეულები პირდაპირ ლოლიკოს სახლში მივიდნენ, სადაც გაიგეს, რომ პატრონის არ ყოფნისას სახლსაც და მომსახურე პერსონალსაც ლოლიკოს ბიძა აკონტროლებდა და ადევნებდა თვალყურს. იმჟამად მამაკაცი საზღვარგარეთ იყო. ლოლიკომ ასევე გაიგო, რომ ბატონი კოტე სამსახურიდან დაუთხოვიათ. თავად გოგონა ყველას სოფელში ეგონა.
-თავბრუ დამეხვა შენი ყურებით,- ბოლო-ბოლო ლოლიკოსაც ამოუვიდა ყელში რატის სიარული. ის თავის საწოლზე იჯდა და ელოდა როდის მივიდოდა ბატონი კოტე მასთან,- დაჯექი.
-მაგრამ...- დაიწყო ბიჭმა განაწყენებული ხმით, მაგრამ გოგონამ შეაჩერა.
-რატი, მე ჩამოყალიბებული მამაკაცი მგონიხარ, შენ კი პატარა ბიჭივით იქცევი. გაგაბრაზეს? სამაგიერო უნდა გადაუხადო... ან იმიჯი გაუფუჭო,- მოზარდის თვალებში ელვა გაკრთა.
-მაინც როგორ აპირებ ამას?- ჰკითხა რატიმ დამცინავად.
-ეგ მე მომანდე. ერთადერთი რაც შენგან მჭირდება, ჩემი სპექტაკლისთვის მსახიობებია. უკეთესი იქნება თუ ჯიბის ქურდს მიპოვი,- უთხრა ლოლიკომ.
-რა ჩაიფიქრე?- ჰკითხა ბიჭმა შეფარვით. ლოლიკოს ასეთი გამომეტყველება მას ძალიან აშინებდა.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით,- დაიძახა გოგონამ და წამოდგა.
-ლოლიკო,- მამაკაცი, როგორც ყოველთვის, იდეალურად გამოიყურებოდა. მოზარდმა ბედნიერმა გაუღიმა, მან კი ლოყაზე ხელი მოუთათუნა,- სად იყავი ჩემო გოგო? რამდენი გეძებე. სოფელშიც ვიყავი თქვენთან, მაგრამ იქ არც გამოჩენილხარ.
-"დურკაში"- მწარედ ჩაეცინა მოზარდს.
-სად?- კი, ბატონ კოტეს ყოველთვის ასეთი დიდი თვალები ჰქონდა.
-ფსიქიატრიულ კლინიკაში,- დაუქნია თავი გოგონამ.
-იქ...- მამაკაცს არ სურდა ამის დაჯერება.
-მირიანმა გამომკეტა, რათა მამაჩემის თბილი სავარძელი დაესაკუთრებინა,- გოგონამ მუჭი შეკრა ძლიერად.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს მირიანმა გააკეთა? მამამისის ხელწერას უფრო ჰგავს.
-იმ ნაბი*ვრის გაკეთებულია,- წამოიყვირა რატიმ. ბატონმა კოტემ გაოცებულმა ახედა, მერე კი კითხვით სავსე მზერა მიაპყრო გოგონას.
-ეს რატია... ჩემი მეგობარი,- გააცნო მოზარდმა.
-სად გაიცანით ერთმანეთი?- ჰკითხა ეჭვით კაცმა.
-არ აქვს მნიშვნელობა,- აიჩეჩა მხრები გოგონამ,- უბრალოდ მინდა რამდენიმე ხელი მოხერხებული კოსტუმი და ყოველდღიური სამოსი უყიდოთ. ასევე ჰიგიენური საშუალებები და ყოველდღიური წვრილმანები.
-მაგრამ...- დაიწყო მამაკაცმა, მაგრამ ლოლიკომ შეაწყვეტინა.
-გთხოვთ, ისედაც არ მაქვს ბევრი დრო. და კიდევ, ხვალ დილის 10 საათისთვის აქციონერთა კრება მოიწვიეთ. მირიანის გაფრთხილება არ დაგავიწყდეთ,- გოგონამ ჩაიცნა.
-რა ჩაიფიქრე?- ჰკითხა მოუთმენლად რატიმ.
-კარგად მისმინეთ...

...

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირველი უღრუბლო დილა გათენდა. ღია ფანჯრებიდან ხეების სურნელი შემოდიოდა. გარშემო ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ბავშვები, რომლებიც დაუზარელმა მშობლებმა დილიდანვე სასეირნოდ გამოიყვანეს, ხმაურობდნენ.
ყველა სულიერი ხარობდა მზის გამოსვლას.
მხოლოდ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე, მირი ცდილობდა ჰალსტუხის შეკვრას და წყევლიდა ყველას და ყველაფერს.
ბიჭმა მთელი ღამე ვერ მოახერხა დაძინება, სულ მოულოდნელ ზარზე ფიქრობდა.
რაში დასჭირდა ლოლიკოს აქციონერების შეკრება?
ამჟამად რა მოიფიქრა მისმა გენიალურმა ტვინმა?
მირს ძალიან აინტერესებდა პასუხები ამ კითხვებზე და ამავე დროს აშინებდა. ის ერთდროულად აღფრთოვანებული იყო გოგონას გონებრივი შესაძლებლობებით და ამავე დროს გრძნობდა ზიზღს მის მიმართ. ვერ იტანდა იმიტომ, რომ ასე მყარად გაიდგა ფესვები მის გულში.
თვალები სულის სარკეაო, ამბობენ. საერთოდ მირს ყოველთვის შეეძლო ადამიანების აზრების და მოქმედებების გამოცნობა, ამისათვის საკმარისი იყო მათთვის თვალებში ჩაეხედა. მაგრამ შეეძლო საათობით ეცქირა ლოლიკოს თვალებში, მაგრამ მაინც ვერ ეპოვა ის, რასაც ასე ეძებდა. გოგონა თავის ემოციებს ძალიან ღრმად მალავდა. იმისათვის, რომ ჩაგეღწია მის საიდუმლოებებამდე, უნდა გაგეხსნა არა ცხრაკლიტური, არამედ ცხრაას ცხა კლიტური... და მაინც ვერავინ მოგცემდა გარანტიას, რომ იმის შიგნით კიდევ არაერთი საკეტი არ დაგხვდებოდა. ლოლიკოს ვერ წაიკითხავდი როგორც გაშლილ წიგნს. ის უფრო ჰგავდა დაშიფრულ გზავნილს, რომლის გასარჩევადაც დიდხანს უნდა იწვალო და ყველა, სულ მცირედ დეტალსაც კი მიაქციო ყურადღება, რადგან პაწაწინა შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს. და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა მირს.
როგორც იქნა გაემზადა სამსახურში წასასვლელად და სახლიდან გავიდა. ლიფტი გამოიძახა, რომელიც რატომღაც 2-ჯერ ავიდა მის სართულზე და 2-ჯერვე ისე დაბრუნდა ქვემოთ, რომ კარი არ გაიღო. წყობიდან გამოსულმა მირმა მისაღებში დაცვას დაურეკა და სთხოვა გაერკვია მიზეზები. ლიფტის მესამე ასვლაზე გაუმართლა და კარი გაიღო. მე-7 სართულამდე ჩასვლა მოასწრო, იქ კი შუქი ჩაქრა. მირმა ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად და ისევ დაცვას დაურეკა. დახმარებამ არ დააყოვნა და დაახლოებით 10 წუთში გაათავისუფლეს მექანიკური მონსტრის ბრჭყალებიდან. ხოლო როგორც კი პირველ სართულზე ჩავიდა ფეხით, შუქი მოვიდა. მირი მზად იყო სიბრაზისაგან ეყვირა.
მანქანაში ჩაჯდა და მაშინვე ჩართო საყვარელი მომღერლის Sting-ის ადრეული შემოქმედებიდან "Englishman in New York". ბავშვობიდან ნაცნობმა და საყვარელმა მელოდიამ მოადუნა და დაამშვიდა. რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვამ კი ხალისი ისევ დაუბრუნა. მანქანა დაქოქა და მაშინ, როდესაც მანქანა უნდა დაეძრა, გაიგო ქალის კივილის ხმა. ყურადღება მაშინვე გაეფანტა და მზერა იქით ჰქონდა მიპყრობილი, საიდანაც ხმა მოესმა. ინსტინქტურად გაზს ფეხი დაადგა და იმავე წამს იგრძნო, რომ რაღაცას დაეჯახა. წინ გაიხედა და დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს დასჯახებია, ხოლო როგორც კი დაზარალებულმა წამოდგომა სცადა, მირმა გულიანად შეიგინა და მანქანიდან გადავიდა.
-დავით, დავით, კარგად ხარ?- დაზარალებულთან ახალგაზრდა გოგონამ მიირბინა.
-კი, მარი, კარგად ვარ,- გაუღიმა ბიჭმა და ხელით დაიწყი ნატკენი ადგილების შემოწმება,- მოტეხილობა არ მაქვს.
-უკაცრავად, ყვირილის ხმა გავიგე და სულ ერთი წამით გამეფანტა გონება,- მოუბოდიშა მირმა,- საავადმყოფოში წავიდეთ, სჯობს ექიმმა გნახოთ.
-არა, არ ღირს,- გაუღიმა ბიჭმა, რომელიც მირზე მაღალი და ჩაფსკვნილი აღმოჩნდა ახლო დათვალიერებით.
-გზას არ უნდა უყუროთ?- გაცეცხლებულმა გოგონამ პატარა მუშტი დაარტყა მკერდზე. მირმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დახარა.
-მარი, არ გინდა,- დაიჭირა ბიჭმა გოგონა, რომელიც მის მკლავებში არც კი სჩანდა. მერე კი მირს მიუბრუნდა,- ყველაფერი კარგადაა, არ არის აუცილებელი საავადმყოფოში წასვლა. უბრალოდ შემდეგში ფრთხილად იყავით.
-აუცილებლად,- უპასუხა მირმა მაშინვე,- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიში. წარმატებებს გისურვებთ.
თავი დაუკრა და მანქანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთი უყურებდა როგორ მიჰყავდა ბიჭს გაბრაზებული გოგონა და ამასობაში აჩქარებული გულის ცემაც დაუმშვიდდა. სამსახურში უღმერთოდ აგვიანებდა, ამიტომ ჯიბეში ჩაიყო ხელი, რათა დაერეკა და აეხსნა, რომ აქციონერთა კრებაზე დააგვიანებდა, მაგრამ მობილური ჯიბეში აღარ ედო. ზუსტად ახსოვდა, რომ სახლიდან გამოსვლის წინ ჯიბეში ჩაიდო. საერთოდ ეს მისი ჩვევაა, მობილური სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ჯიბეში უდევს. ვერც მანქანაში და ვერც მანქნის გარშემო ვერ იპოვა ის, რასაც ასე გულმოდგინედ ეძებდა. სახლში აბრუნებისთვის დრო არ ჰქონდა და ამიტომ სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და ადგილს მოსწყდა.
სამსახურში ძალიან დააგვიანა. როდესაც მივიდა, კრება უკვე სრულდებოდა.
-მგონი დრო შეგეშალათ, მირიან,- უთხრა აქციონერებიდან ყველაზე უფროსმა.
-ბოდიშს გიხდით,- თავი დახარა ბიჭმა,- გაუგებრობა მოხდა.
-დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო ისტორიაა, მაგრამ ჩვენ აქ საკმაოდ სერიოზულ საქმეს განვიხილავთ,- მირმა გაოცებულმა ახედა კაცს. როგორც წესი, ტარიელი ყოველთვის მის მხარეს იჭერდა, ახლა კი მისმა ცივმა და უხეშმა ტონმა ბიჭი დააბნია,- ლოლიკომ განაცხადა, რომ აპირებს მმართველის თანამდებობის დაკავებას მას შემდეგ, რაც შენგან საჭირო ინსტრუქციებს მიიღებს. თავიდან წინააღმდეგნი ვიყავით, რადგან შენ ამ თანამდებობისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატად გთვლიდით.
-მთვლიდით?- წარსულის ფორმა არ მოეწონა ბიჭს.
-დიახ,- დაეთანმა მამაკაცი,- მაგრამ მას შემდეგ რაც ვნახეთ შენი დამოკიდებულება საქმის მიმართ, უკვე აღარ ვარ დარწმუნებული. დღეიდან ყველა ერთად ვაპირებთ გადევნოთ თვალყური ორივეს. როგორც იცით, კომპანია იწყებს დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობას ბორჯომში. ვინც უკეთეს პროექტს წარმოადგენს და განახორციელებს, ის მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას.
-ყველაფერი მესმის ბატონო ტარიელ, უბრალოდ დღეს...
-საკმარისია,- გააწყვეტინა მამაკაცმა,- კრება დასრულებულია. კრების მდივანი მოგაწვდის დეტალურ ანგარიშს,- მამაკაცი წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. მის მაგალითს მიჰბაძეს დანარჩენებმაც.
კაბინეტში მხოლოდ ლოლიკო და მირი დარჩნენ.
-რატომ დააგვიანე ასე ძალიან, ბიძაშვილო?- ჰკითხა სიცილით ლოლიკომ.
-ბევრი რაღაც ერთად მოხდა, ჯერ ლიფტი... მერე ავარია...- უეცრად ბიჭი გაჩერდა და გოგონას მიაჩერდა,- არ არსებობს,- თქვა და თავადვე გაეცინა მოულოდნელად თავში მოსული აზრისაგან,- რა აზრი აქვს მოყოლას, შენ ხომ ისედაც ყველაფერი იცი?
იმ წუთს კარზე დააკაკუნეს და ოთახში რატი შევიდა. დამცინავად შეხედა მირს და რაღაც გადასცა ლოლიკოს. გოგონამ გამოართვა და გრაციოზული ნაბიჯით მიუახლოვდა ბიძაშვილს:
-მგონი დაკარგე, მირიან,- უთხრა და მისი დაკარგული მობილური ტელეფონი გაუწოდა,- არ გირჩევ ჩემთან თამაშს, ბიძაშვილო. არასოდეს გაპატიებ იმას, რაც გამიკეთე...- ამ სიტყვებმა მირი მართლა დააბნიეს.
ლოლიკომ ზურგი აქცია ბიჭს და კარისკენ წავიდა. კართან მისულს კი მირის ხმა დაეწია:
-შენ მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგე, ომი კი წინ გველოდება,- უთხრა ბიჭმა ცივად. იმ წამს გადაწყვიტა, რომ დათმობას არ აპირებდა,- არ გეგონოს, რომ შენსას ასე მარტივად გაიტან,- გოგონამ შეხედა და გაუღიმა,
-ძალიან კარგი, უფრო საინტერესო იქნება შენი დამარცხების ნახვა,- ლოლიკომ თვალი ჩაუკრა,- დავიწყოთ თამაში, მირ და ვნახოთ ვინ აჯობებს... მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ აქამდე არც ერთი თამაში არ მოგიგია. სანამ საბოლოოდ ბრძოლას გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი. რადგან შენ დაიწყე ბინძური თამაში, ახლა უკვე მე აღარ გავჩერდები...
-თამაში დაიწყო,- უპასუხა ღიმილით მირმა.



№1  offline წევრი HeeChul-ah

მოგესალმებით ჩემს მკითხველებს •.•
ავტორს სჭირდება თქვენი, როგორც უფრო გამოცდილების, დახმარება. რომელი ფორმაა სწორი "გააკეთებია" თუ "გააკეთებინა"?
მადლობა წინასწარ •.•
--------------------
Nico nico nii

 


№2 სტუმარი salo

გააკეთებინა

გააკეთებინა

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

salo
გააკეთებინა

გააკეთებინა


მადლობა •.•
--------------------
Nico nico nii

 


№4 სტუმარი Hipo

Ramden xans macdevineb xolme :(

 


№5 სტუმარი b.j

sashinlad momwons sheni weris stilic da es istoriac. Moutmenlad velodebi shemdeg tavs.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent