შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჩე და ელენე (სრულად)


2-07-2016, 23:45
ავტორი aNuGi
ნანახია 15 995

ხდება ხოლმე მომენტი ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, ორნი ხართ, ერთმანეთისთვის არსებობთ, მთელი სამყარო გემეტებათ ერთმანეთისთვის და არა მარტო, მაგრამ ყველაფერი წამში იცვლება, ჩნდება მესამე, რომელიც გამუდმებით ცდილობს ურთიერთობა დაგინგრიოთ და ხშირ შემთხვევაში გამოსდის კიდეც, უცნაურია ეს ყველაფერი, ადამიანები რომლებიც ერთმანეთისთვის მზად არიან თავი გაწირონ, გადამწყვეტ მომენტში უკან იხევენ და არ ენდობიან საყვარელ ქალს ან კაცს. სადღაც მაინც უშვებენ რომ შეიძლება ის რასაც ეუბნებიან ჭორი კი არა სიმართლეა და ეს ღუპავს ურთიერთობას, ან წყვეტს იქამდე სანამ თვითონ არ მიხვდებიან რამდენად ძვირფასი არიან ერთუერთისთვის.
მთელ სამყაროს რომ უხაროდეს შენი ბედნიერება, სადღაც მაინც “გამოეკვეხება” ერთი “ბოროტი” არსება, რომელიც ყველაზე დაბლა დაეცემა იმისთვის რომ ორი გაერთიანებული გული ერთმანეთს დააშოროს. განა რამეს მოუტანს ეს მას? არაფერს, უბრალოდ სიამოვნებას იღებს იმით რომ სხვას ბედნიერების საშუალებას არ აძლევს.
ყველაფერი მარტივია, მთავარია ერთი “ჩორტი” ჩააგდო და ერთხელ გაბზარულს მერე მთელ შენობას ედება ბზარი, თუ არ ამოავსე, ან ხშირ შემთხვევაში ამოვსებაც არ შველის, მერე პატარა რაღაცაც საკმარისია რომ წვალებით ნაშენები წამში იქცეს ნანგრევებად.


***
- ელე რაშვები? - მხიარულად ჩამძახა გვანცამ ტელეფონში და ყური გამიხვრიტა მემგონი
- არაფერს შენ? - მობეზრებულად ავატრიალე თვალები
- გოგო იოანესთან ავდივართ სასტავი, არ წამოხვალ?
- ვინ და ვინ? - დავამთქნარე
- მე, შენ, კაწკა, გიო, დიმა, თოკა
- ხო კარგი მოვდივარ
- აუ რა გოგო ხარ რა, მისმინე რაღაც უნდა გითხრა
- მერე იყოს თუ ძმა ხარ, წავედი მოვემზადო ნახევრად არ მესმის რას მელაპარაკები
- კი მაგრ.. - საუბრის დამთავრება არ ვაცადე ტელეფონი გავუთიშე და იქვე ლოგინზე მივაგდე.
ლოგინის თავთან დადებულ სურათს დავწვდი და გულში ჩავიხუტე, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე თითქოს მას ვეხუტებოდი, გული შემეკუმშა, სისხლი ამიდუღდა ბრაზისგან, როგორ მჭირდებოდა და როგორ მიმატოვა, როგორ შეძლო ასე მომქცეოდა, იმხელა ბრაზს და სიყვარულს იტევდა ჩემი გული მეგონა გავსკდებოდი, რამდენი ხანია არ მინახავს და მაინც მკლავს მისი მონატრება, ნებისმიერი ჩემ ადგილზე დაივიწყებდა, მაგრამ მე ვერ შევძელი, ვცადე და.. მოკლედ არაფერი გამომივიდა.
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო? მეცინება, იმდენი რამე გამიკეთა და მე ვერ შევიძულე, ვერაფერი გავაკეთე რომ ეს გრძნობა ღრმად ჩამეფლა გულში. ისევ იგივე ძალით მიედინება ჩემს სხეულში, იგივენაირად მიტოკებს ყველა ნერვს და მინთებს თვალებს მის პროფილზე დადებული ახალი ფოტო, მარტოა თუ გოგოსთან ერთად სულერთია. ვათვალიერებ დაუსრულებლად იქნებ რამეს გადავაწყდე მეთქი, მაგრამ როგორი იდუმალიც თვითონ იყო ისეთივე იდუმალი აქვს თავისი პროფილი.
სურათი უხეშად მოვიშორე გულიდან და ჯერ კარგად შევათვალიერე, შემდეგ ხელი გადავუსვი, საკოცნელად გავიწიე მაგრამ გულმა არ მიქნა, ასეა ყოველდილით ვებრძვი ჩემთავს რომ სურათს არ ვაკოცო, მაგრამ ამაოდ. მაინც არაფერი გამომდის. ისევ მის ადგილზე დავაბრუნე და სააბაზანოში შევიკეტე.
ცივმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა, ჩემი ფიქრები გაფანტა და განწყობაც ამიმაღლდა.
თმები გავიშრე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სარაფანა გადავიცვი. ისე ცხელა გარეთ ასე მგონია ცეცხლი წამეკიდება და სადღაც ჩავიფერფლები, აბა რა იქნება აგვისტოს დასაწყისია მე კიდე თბილისში ვდნები ჯერ კიდევ, დღეს უნდა წამოვაყენო საკითხი ზღვაზე რომ წავიდეთ, ან მთაში.
თბილისის ქუჩებს მივუყვები და ვფიქრობ ყველაფერზე. ალბათ თავის დროზე ჩემი სიყვარულისთვის რომ მებრძოლა უფრო მეტად, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ახლა, თუმცა მარტო ერთი ადამიანის ბრძოლა ხშირად არაფერს წყვეტს, საჭიროა ორივე მხარეს უნდოდეს რომ დაბრკოლება გადაილახოს. მარტო ჩემი ცდა ამაო აღმოჩნდა.
როგორც იქნა მივაღწიე იოს ბინასთან და სწრაფად ავირბინე კიბეები.
- მოვედი - ბოლო “ი” განსაკუთრებულად გავწელე და ღიმილით შევაბიჯე მისაღებში
- ეს ვინ მოსულაა - ჭიქის აწევით მომესალმა ყველა და მეც თავი დავუკარი “გასწორებულში” ყოფმა
- რა პატივია - გავიცინე და ყველას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, გვანცას და კაწკას შორის ჩავსკუპდი - გოგოშკებოო - ორივეს მოვეხვიე და ლოყები დავუკოცნე სათითაოდ - რას შვებით?
- გოგო არაფერს, რა მინდოდა მეთქ.. - ამ დროს აივნის კარი გაიღო და ოთახში ის შემოვიდა ვისაც ნამდვილად არ ველოდი იქ, იმ სიტუაციაში, სისხლი გამეყინა სხეულში, მზერას ვერ ვაშორებდი იმდენად შეცვლილი იყო, მისი შავი თვალები უფრო ჩაშავებული მეჩვენა, ისევ ისეთი პატარა და სწორი ცხვირი, რომელზეც ვგიჟდებოდი, გემრიელი თხელი ვარდისფერი ტუჩები, ოდნავ მოზრდილი ჰქონდა წვერი და თმები გადაპარსული. ამ წამს იმაზე მეტად სიმპატიური მეჩვენა ვიდრე აქამდე იყო. 1 წელი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან და ვხვდები რომ არც არაფერი შეცვლილა ჩემში, გარეგნობა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ შინაგანად ისევ ისეთი ძალით ვიყავი ამ ადამიანზე დამოკიდებული, აი რომ იტყვიან ჭიპი გაქვს მიჭრილიო მემგონი მართლა ეგრე იყო.
როგორ მომნატრებია მისი შავი თვალები, თუმცა ის თვალები რომლებზეც ვგიჟდებოდი ახლა ყველაზე უცნაური და ცივი მზერით მიყურებენ, ფიქრებიდან კაწკას ბრწკენამ გამომიყვანა, უფრო სწორად ხორცის ამოღებამ “გამოფხიზლდიო” თვალები დამიბრიალა და მეც როგორც კარგმა მსახიობმა რაც შემეძლო მთელი ძალით გავიღიმე.
- გამარჯობა ვაჩე - ფეხზე წამოვდექი მაგრამ მისკენ არ წავსულვარ
- გამარჯობა ელენიკო - ვიცი სპეციალურად მომმართა მოფერებით, ვგიჟდებოდი მისგან რომ მესმოდა ჩემი სახელი ასე და ასეთი ტონით, ეს იცოდა და ყოველთვის ეგრე მომმართავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ირონია უფრო იგრძნობოდა მის ხმაში. - როგორ ხარ?
- კარგად - ცალყბად გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე ისე ვითომც არაფერი მომხდარა, დავინახე წამით როგორ დაეჭიმა სხეული მაგრამ შეძლო ბრაზის გაკონტროლება, მემგონი ჩემთავზე კარგად ვიცნობ.
- მიხარია - ჩუმად ჩაილაპარაკა და ჩემსწინ დაიკავა ადგილი
- აბა ყველა ხო ვსვამთ? - დაძაბულობის გასაფანტად ჭიქა აწია იომ და თითქოს უშველა კიდეც სუფრასო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიჯექით რაღაცნაირად დაძაბულები, წარსული არ გვაძლევდა საშუალებას რომ მოვდუნებულიყავით. მაგრამ 5 ჭიქის მერე არც წარსული გვახსოვდა და არც მომავალი. გაბრუებულმა აივანზე გავაჭერი პირდაპირ, კაწკა იოს ეცეკვებოდა, გვანცა კი დიმას და თოკას. ერთ ამბავში იყვნენ მოკლედ. ოღონდ არამგონია რომელიმეს ესმოდეს რა სიმღერა მღერის, რადგან არამგონია ამ მუსიკას აჭარული უხდებოდეს. გამეცინა.
როგორც კი გარეთ გავედი ეგრევე სიგარეტს მოვუკიდე, ამ ბოლო დროს დამჩემდა დალევის მერე ერთი ორი ღერის მოწევა, უფრო კარგად მერევა ხოლმე სასმელი. ჩემ ფიქრებში ვიყავი გართული ვაჩემ რომ გამოაბიჯა აივანზე და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მყუდროება დამირღვია.
- აქ რას აკეთებ?
- ვეწევი - თავი არ შემიბრუნებია ისე ვუპასუხე
- როგორ შეცვლილხარ
- ყველაფერი შენი ბრალია - ისევ ჯიუტად არ ვუყურებდი თვალებში
- არ გეცანცარა და ვიქნებოდით ახლა ერთად, რაიცი იქნებ ჩემი შვილების დედაც ყოფილიყავი - ირონია არ დააკლო, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა წყობიდან ვერ გამომიყვანდა, აზრი არ ჰქონდა მის არცერთ მცდელობას
- კარგია რომ დროზე შეგიცანი თორემ რომ გამოგყოლოდი ცოლად და იგივე გაგეკეთებინა, სად წავსულიყავი ბავშვებით ხელში? - არც მე დავაკელი ირონია და ღრმა ნაფაზი დავარტყი
- შხამი გაზრდილა შენს ორგანიზმში - თვითონაც მოუკიდა სიგარეტს და მოაჯირს დაეყრდნო
- როდესაც სიყვარულს გართმევენ ადვილად ისადგურებს შენში უარყოფითი - ისევ დავგესლე და სიგარეტი აივნიდან გადავაგდე
- ოჰო, რა პასუხები გაქვს! - აღფრთხოვანება ვერ დამალა ვაჩემ
- აბა რას ელოდი რომ შენს დანახვაზე გული წამივიდოდა? - ტუჩის კუთხე ჩავტეხე
- მინიმუმ - წამკბინა იმანაც
- ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ვაჩე, ყველაფერი - წამით მზერა გავუსწორე და ბინაში შევედი გამარჯვებულის სახით, არ შემომყოლია, დაახლოებით ნახევარი საათი იდგა გარეთ და ღერს ღერზე ეწეოდა.
როდესაც დამშვიდდა შემოვიდა, მუსიკა გამორთო და ოდნავ შემაღლებულზე დადგა.
- მოკლედ ჩემო ძმებო და დებო - მზერა გამისწორა და გამიღიმა, მეც ღიმილით ვუპასუხე
- რა ხდება? - წამოიძახა თოკამ - ვინ გაგვითიშა მუსიკაა - წაიბუზღუნა
- მე გამოვრთე, რათა ფრიად სასიხარულო ამბავი გითხრათ, მოკლედ მე მყავს საცოლე, რომელიც გავიცანი საფრანგეთში და 2 დღეში აქ იქნება, მინდა გაგაცნოთ და მიიღოთ ისე როგორც საკუთარი და - ღიმილით ჩამოარაკრაკა და მზერა გამისწორა.
მოვკვდი.
არა უფრო სწორად ჩავკვდი, გული გამიჩერდა, სუნთქვა შემეკრა, სისხლმა მოძრაობა მიატოვა, ხელები გამიოფლიანდა, გავიყინე, ყველაზე ცხელი ზაფხულის დღეს კანკალი ამიტყდა.
მაგრამ თავი ხელში ავიყვანე მაქსიმალურად, ისევ ჩემი მსახიობობის ნიჭის წყალობით და ხმამაღლა დავუკარი ტაში
- გილოცაავ! - შევყვირე და გავიქეცი მოვეხვიე - ბედნიერებას გისურვებთ - თვალებგაბრწყინებულმა ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
ისევ ისე დაუბუსუსდა კანი ჩემი შეხებისას და ვიგრძენი როგორ გააკანკალა, ალბათ წინასწარ რომ გამეფრთხილებინა ასეთი რეაქცია არ ექნებოდა, მაგრამ მოულოდნელობისგან გამოაშკარავდა ყველა მისი გრძნობა და კმაყოფილს ჩამეღიმა.
უცებ მოვშორდი და გაოცებისგან ყბადაღებულ ბავშვებს გავხედე
- რა გჭირთ ხალხო არ გაგიხარდათ? - გაბრაზებულმა დავუყვავე ყველას
- კი კი როგორ არა - წაილუღლუღა გიომ და მოეხვია - გილოცავ ძმაო!
- მეც გილოცავ ძმაო! - ოვაციებით არავინ შეხვედრია ახალ ამბავს მაგრამ მე ჩემი “გავარკვიე” რაც მაინტერესებდა დანარჩენი არც იყო საჭირო.
- აუ ბავშვებო, ერთი იდეა მაქვს - წამოვიძახე უცებ
- რა ხდება? - ინტერესიანი მზერა მომაპყრო ყველამ
- ზღვაზე წავიდეთ რაა, ვიხარშებით აქ ხო ხედავთ
- მაგას ისედაც ვაპირებდით - ხელი გადამხვია დიმამ და თავზე მაკოცა - გვინდოდა სურპრიზი გაგვეკეთებინა
- აუ როდის მივდივართ? - პატარა ბავშვივით შემოკრა ტაში კაწკამ და ყველას ჩაგვეღიმა
- ხვალ გავიდეთ, რადგან გეგმები ჩაგვიშალეთ, 10 საათზე გამოგივლით ყველას
- და ჩემი ვიოლეტა? - ჩაფიქრებულმა წამოიძახა ვაჩემ
- დახვდება აქ ჩემი მძღოლი და გამოუშვებს დასავლეთში, არ არის პრობლემა - უპასუხა გიომ და ვაჩეც “დამშვიდდა”.
გუშინ იქამდე ვსვით სანამ ერთმანეთს გაოცებული არ ვუყურებდით “შენი სახელი მაჩუქეო”, მერე გოგოები მიგვიტანეს სახლში და თვითონაც მილაგდნენ მგონი.
რავიცი დილაა და არავინ არ გვაკლია და..

***
2014 წლის 1 მარტი

- ელენიკოო - მთელი ძალით გაჩხავის ვაჩე დილის 9 საათზე ჩემ კორპუსთან და მთელი მეზობლები გადმოფენილია ფანჯრიდან “აბა რა ხდებაო”. ინტერესი კლავთ ვინ არის ეს ყმაწვილი, რომელიც ყოველ დილით მაკითხავს მანქანით და უკანვე მოვყავარ. მაგრამ ნურას უკაცრავად ყველა შეკითხვას ოსტატურად ვაიგნორებ და მათთან ლაპარაკის დროს ეგრევე სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი.
- ვაჩე გეყოფა რა ჩამოვდივარ! - ნერვებმოშლილმა ჩავძახე და კარები კი არ გამოვაღე გამოვგლიჯე, “ამას ვაჩვენებ სეირს” გავიფიქრე და ქვემოთ ჩავირბინე - რა ბზიკმა გიკბინა რა გჭირს? - გაბრაზებულმა არც მივსალმებივარ ისე მივაძახე და მანქანაში ჩავხტი
- მაგარი მეზობლები გყავს ეე - გამიცინა და თავზე ხელი გადამისვა
- კარგი რა ვაჩე, რას მეკაიფები, დროზე წავიდეთ რა ცივა ძალიან - მობუზულმა გავხედე და სიცივისგან გათოშილი ხელები ერთმანეთს გავუხახუნე, ასე რომ დამინახა გათბობა ჩამირთო და მეც სასიამოვნოდ მიმელულა თვალები როგორც კი თბილი ჰაერი მომხვდა
- მაგრა აინტერესებთ ვინ ვარ ხო? - სიცილით გადმომხედა
- მარგა რომელია, გიჟდებიან, ლამისაა სახლში შემომივარდნენ და დანით დამემუქრონ მითხარი ვინაა თორემ მოგკლავო.
- მერე შენც უთხარი რა
- რა ვუთხრა ვინ არის ჩემი მეთქი? - ვუკბინე და კმაყოფილმა მივადე თავი ტყავის სავარძელს
- მე რავიცი, მოიფიქრე რამე, შენი სიკვდილი ნამვდილად არ მაწყობს ახლა - გადაიხარხარა
- ჰა ჰა ჰა, მაგრა ვღადაობთო, მიდი და თვითონ უთხარი ვინ ხარ ჩემთვის თუ ასეთი მაგარი ბიჭი ხარ რა - ენა გამოვუყავი
- დამაცადე და ვეტყვი.
მაგ დღის მერე მართლა მისულა ჩემს კორპუსში ყველაზე ჭორიკანა მეზობელთან და უთქვამს ელენიკოს შეყვარებული ვარო.
მერე დილით ყველა ამ სიტყვებით მხვდებოდა “რა ბიჭი გყავს შეყვარებულიო”
პირველად ეს სიტყვები რომ გავიგე, წყალს ვსვამდი, გადამცდა და ძლივს მომასულიერეს, ვიფიქრე ეს ახალი ხერხია რომ დავეთანხმო ან ვუარყო ჩემი ვინ არის მეთქი, მაგრამ ჭორიკანა ციალამ რომ მითხრა შენი ბიჭი იყო მოსული და შენმაგივრად გაგვცა პასუხი ყველა კითხვაზეო, აი მაქ კი ვიფიქრე ავკუწავ ვაჩეს მეთქი. თუმცა რას გავაწყობდი, ნათქვამი ნათქვამი იყო და ვერც ვერაფერს შევცვლიდი.
ასე გავხდი მთელი საბურთალოსთვის ვაჩეს შეყვარებული და ყველა მაგის მერე მოწიწებით მესალმებოდა.

***
- წავედით? - მხიარულად შეძახა გვანცამ და აქეთ იქეთ მომიჯდა ეგ და კაწკა
- ხო რა თორემ უკვე ვეღარ ვითმენ - ადგილზე ხტოდა კაწკა და მშვიდად ჯდომის საშუალებას არცერთს არ გვაძლევდა
- კაწ დაწყნარდი რა გთხოვ - მუდარის თვალებით გადახედა გვანცამ და მანაც ეგრევე “ჩაჩუმდა” რასაც ქვია. იცოდა გვანცას გაბრაზება რომ არ ღირდა მსგავს რაღაცეებში.
ერთხელ მახსოვს კინაღამ თმებით ითრია კაწკა ვერაფრით რომ ვერ დააწყნარა, ძლივს დავაკავეთ, საოცარია გაბრაზებული გვანცა, ისე ხომ მამა აბრამის ბატკანს გავს, მაგრამ მტრისას მისი “აღზევება” ალბათ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს თავისუფლად.
ჩემს ფიქრებზე გამეცინა და გოგოებმა უცნაური მზერით გადმომხედეს.
- რა ხდება რა მაგარ ხასიათზე ხარ, რა გიხარია?
- ვაჩეს რომ ცოლი მოჰყავს - უდარდელად ავიჩეჩე მხრები
- ვხედავ შენ თვალებში როგორც გიხარია - დამეჭყანა კაწკა და ფანჯარაში გაიხედა
არაფერი მიპასუხია, ან რა მეთქვა? მთელ დედამიწას მოვატყუებდი და ბავშვობის დაქალებს შანსი არ იყო, ერთ ჩემ გამოხედვაზე ხვდებოდნენ რა მჭირდა და რა მაწუხებდა. ამიტომ სიჩუმე ვარჩიე, უდარდელად მივაწექი საზურგეს და თვალები დავხუჭე. სულ ვცდილობ დავიძინო და ზოგჯერ გამომდის კიდეც.
ხოდა ახლაც გამომივიდა, თვალები ქობულეთში რომ შევაბიჯეთ მაშინ გავახილე და გამიხარდა ამდენი ხანი რომ შევძელი დაძინება.
გიომ და დიმამ ერთდროულად გადმოგვხედეს წინა სავარძელიდან და გაგვიღიმეს
- გილოცავთ გოგოებო, ქობულეთში ვართ - ომახიანად შესძახა და გაიზმორა - უჰ როგორ დავიღალე!
- აუ პირდაპირ ზღვაზე გადავდივართ რა - ისევ დაიწყო ადგილზე ცქმუტვა კაწკამ, ამჯერად გვანცასაც არაფერი არ უთქვამს, მგონი თვითონაც ვერ ისვენებდა ისე უხაროდა.

***
2014 წლის 1 აგვისტო

ექვსი თვე დავდიოდი ვაჩეს შეყვარებულის სახელით, ისე რომ არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, გარდა იმისა რომ მაკითხავდა და მოვყავდი სახლში. არც ვსეირნობდით და ამ თემას ყოველთვის სიცილით განვიხილავდით.
თან ერთმანეთს ხუმრობით
“საყვარელო”-ს და “ჩემო სიცოცხლე”-ს ვეძახდით.
- ელენიკო - ახალგაღვიძებულს ზედმეტად ტკბილად მომესმა ვაჩეს ხმა და სასიამოვნოდ გამეღიმა
- ხო ვაჩე - ძლივს ვუპასუხე და მეორე მხრიდან მისი სიცილის ხმაც გავიგე
- გაგაღვიძე?
- ხო, გამაღვიძე - ამოვიბუზღუნე და საწოლზე წამოვჯექი
- მოკლედ, სალაპარაკო მაქვს შენთან რა - დაბნეულმა ამოილაპარაკა და მეც გული ამიფართხალდა, იქნებ რა უნდა ეთქვა? ძლივს გამოვუტყდი თავს რომ სიგიჟემდე მომწონს ვაჩე და მასთან ასეთი ურთიერთობა, მაგრამ ახლა რომ “მომიხიოს” სხვა მყავსო შეიძლება ადგილზე ჩავიკეცო შოკისგან.
ძლივს წამოვიზლაზნე და როგორც კი “პიპინი” გავიგე დაუსრულებელი ეგრევე ჩავვარდი, ვიცოდი 5 წუთში იქ თუ არ გავჩნდებოდი უეჭველი ისევ მთელ სამეზობლოს შემიყრიდა, ან უარესი სახანძროს, სასწრაფოს და პოლიციას დამაყენებდა თავზე.
არანორმალური.
- ჰა რა ხდება? - გადავკოცნე და მანქანაში ჩავჯექი, უკვე ვერ ვითმენდი ისე მინდოდა რომ საუბარი დაეწყო
- მოიცა მივიდეთ და გეტყვი.
მყუდრო კაფეში მივედით, ყველასგან მოშორებით დავჯექით და შეკვეთაც მივეცით. მაგრამ ისე გაიწელა დრო მეგონა უკვე ისტერიკებში ჩავვარდებოდი
- მოკლედ ელენიკო, არ ვიცი ამას როგორ მიიღებ, შეიძლება გეწყინოს, შეიძლება არა მაგრამ მე ასე გაგრძელება აღარ შემიძლია რა
- რა მოხდა? - ხმა ამიკანკალდა მე
- აი, მეზობლებზე გეუბნები რა ჩვენზე რომ ლაპარაკობენ, არადა არაფერი არ ხდება - დამნაშავესავით ამომხედა, გული გადამიქანდა რასაც ქვია
- ანუ, დავასრულოთ ეს ყველაფერი? - ნერვიულობისგან ტუჩები დავიჭამე
- მე სხვა იდეა მაქვს - ეშმაკურად გამიღიმა
- რ..ა.აა? - ამოვიხავლე
- სერიოზული სახე მივცეთ ამ ყველაფერს - ეს იმდენად მოულოდნელი იყო დენდარტყმულივით შევხტი ადგილზე და თვალები გამიფართოვდა
- რა..ა? - ძლივს ამოვიბლუყუნე
- იძახე ახლა რაა რაა, ხო რა, მინდა სერიოზული სახე მივცეთ ამ ყველაფერს, შენ რას იტყვი?
- თანახმა ვარ - მხრები ავიჩეჩე, მაგრამ იმ წამს ნამდვილად ვერ გავიაზრე რა მითხრა, ჩემ ნათქვამზე სიხარულმა გადაურბინა სახეზე და ღიმილი ვერ შეიკავა
- ახლა უნდა ავდგე და მთელი ძალით მოგეხვიო - ვერ მოითმინა და ისეთი ძალით ჩამიკრა გულში კინაღამ გავიგუდე.
მეც სიამოვნებით მოვხვიე ხელები, თუმცა ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული ჩემთავს რა ხდებოდა.
მერე ამიხსნეს გოგოებმა და ნახევარი დღე გათიშული დავდიოდი.
უფრო რომანტიულად ველოდებოდი ამ ამბავს, მაგრამ რა გინდა? შოკიდან ძლივს გამომიყვანეს, ეგ უფრო ეფექტური იყო ვიდრე ყვავილები და ამბები.
ნუ ჩემთვის მაინც.
ამის მერე გავიჩითეთ ერთად, მთელი დღეები ერთად ვიყავით, ვიცინოდით, ვსაუბრობდით, ვეხუტებოდით ერთმანეთს.
მაგრამ მხოლოდ მოწონება გვქონდა. ბედნიერები ვიყავით და ძალიან გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა.
ეს გვეტყობოდა კიდეც სახეებზე და ყველას უხაროდა ჩვენი ამბავი.

***

- მსუქანა - გადმომძახა ვაჩემ სანამ ტანსაცმელს გავიხდიდი - კიდევ ვერ დაიკელი წონაში?
უხმოდ გადავიძვრე გრძელი კოჭებამდე კაბა და დავტოვე პირღია.
ირონიული ღიმილით დავაჯილდოვე და ზღვაში შევირბინე გახარებულმა.

***

- ეს ნახე რა - ღრმა ნაფაზი დაარტყა ვაჩემ და იქვე მდგომ დიმას გადახედა - რა ტანზე დამდგარა
- რაიყო შე*ემა პირველად ხედავ გოგოს?
- აუ რა ს*რი ხარ რა, პირველად ვხედავ ამისთანა გოგოს ხო - თავში წამოარტყა და კიდევ ერთხელ დაარტყა ნაფაზი
- კიდე ვერ დაივიწყე არა? - გაეცინა დიმას
- რა ვერ დავივიწყე ღადაობ? პროსტა მაგარი გოგოა რა
- რამხელა შეცდომა დაუშვი ძმაო და არც გინდა აღიარება, ჩემი ძმაკაცი რომ არ იყო პირდაპირ ვიტყოდი *ლეა ასეთი მაგარი გოგო რომ დაკარგა მეთქი, მაგრამ რა გიყო? - ხელი დაკრა მხარზე და გოგოებისკენ წავიდა
ვაჩე კი იდგა ჩაფიქრებული და უყურებდა მოკისკისე ელეს რომელსაც საერთოდ არ ადარდებდა არც ვაჩე და არც მისი ვიოლეტა.

***
2014 წლის 31 დეკემბერი 23:30

- ვაჩე გეყოფა რა ნუ მიღიტინებ - მგონი მთელ ბაკურიანს ესმოდა ჩემი კისკისი
- არ გავჩერდები, ვინ აგორავე შენ თოვლში ჰა? ხო გინდოდა ჩემი გაბრაზება ხოდა მიიღე - სიცილით მეუბნებოდა და უფრო და უფრო მაწვალებდა
- გეყოს რა, ვეღარ ვსუნთქავ - ძლივს დავიხსენი თავი მისი მკლავებიდან და კართან დავდექი - გეყოფა - სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი - აღარ გელაპარაკები
- უცებ შემოგირიგებ - უდარდელად აიჩეჩა მხები
- როგორ? - ცალი წარბი ავწიე
- აი ასე - ხელები მაგრად მომხვია და მისკენ მიმიზიდა, უცებ ძალიან ნელა მაკოცა ტუჩებში და ისე გავიტრუნე რომ ლამის კრუტუნი დავიწყე მართლა, მისი ტკბილი ტუჩები პირველად ვიგრძენი მაშინ ჩემს ბააგეებზე და ლამის გავსკდი ბედნიერებისგან.
ჩემ მუცელში გაიშალა ყველა ყვავილი რაც კი არსებობს ამ დედამიწაზე, სისხლი ისეთი ძალით მოასკდა ძარღვებს რომ კინაღამ გული წამივიდა, ჩემი გული ვეღარ უძლებდა უკვე ასეთ დატვირთვას და ფეხებში ძალა მერთმეოდა.
- კარგად ხარ? - ირონიული სახით დამყურებდა ზემოდან და ამან უფრო გამაბრაზა
- იდიოტო! როგორ ბედავ პირველ კოცნას რომ მპარავ? - ხელი მოვუქნიე მაგრამ აიცდინა
- ა ეს “აბიზალოვკაა” გოგოებისთვის ვინმე თუ მოგპარავთ პირველ კოცნას უეჭველი რომ უნდა გაარტყათ? - სიცილისგან ჩაიკეცა ვაჩე
- საძაგელო! - დავუღრინე და კიბეზე ჩავრბოდი, მაგრამ დამიჭირა და საწყის პოზიციაზე დამაბრუნა
- რატო გაწითლდი ჩემო პატარა? - ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა და ისე გამიცინა მე რომ მიყვარს
- საზიზღარი ხარ და მაგიტომ! - ენა გამოვუყავი და თავი გავატრიალე
- ჩემი პატარა გოგო - შუბლზე მაკოცა და ხელიხელგადახვეულებმა ჩავედით ქვემოთ
- მალე მალე მოდით - ყვიროდა ბოლო ხმაზე კაწკა
- 10,9,8,7,6,5,4,3,2,1 გილოცავთ! - იმხელა ხმაზე შეკივლა გვანცამ რომ ყველამ ყურებზე ავიფარეთ ხელი
- ჰე ხალხო, მივულოცოთ ახლა ერთმანეთს - ყველა ერთიმეორეს ეხუტებოდა ჩვენსგარდა, ისეთი ჩაბღუჯული ვყავდი არამგონია რამე ძალას გამოვეგლიჯე მისი მკლავებიდან.
რომ ვცდილობდი განთავისუფლებას დაიხარა და ყურთან მიჩურჩულა
- ელენიკო გილოცავ ახალ წელს! მე შენ მიყვარხარ!
აი მაშინ გენახათ ციებ-ცხელება, კინაღამ შოკში ჩავვარდი, პირღია ვუყურებდი დაახლოებით 5 წუთი და აზრზე მოსვლას ვცდილობდი, არ ველოდი ამ სიტყვებს თუ მეტყოდა, თუ ასეთ სერიოზულ სახეს მიცემდა ჩვენს ურთიერთობას, დღემდე არ მჯეროდა რომ ჩემ მიმართ სერიოზული გრძნობები ამოძრავებდა. მაგრამ უბედნიერესი ვიყავი, რადგან ის სიტყვები გავიგე რომელზეც ვერც ვიოცნებებდი.
და მაინც რა უცნაურად იცის ამ ბიჭმა სიყვარულის ახსნა?!
ძლივს მოვაბი ენა სათქმელს და მეც ვუჩურჩულე
- მეც მიყვარხარ, გილოცავ - და ყურის ძირში ვაკოცე, დავინახე როგორ გააჟრჟოლა და ჩამეღიმა.
ოფოციალურად შეყვარებულები გავხდით იმ ახალ წელს და უბედნიერესი ახალი წელი იყო მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

***

- ვაჩე!
- ჰო - უემოციოდ გახედა დიმას
- წამო შევიდეთ ზღვაში, რას დამდგახარ მაქ საფრთხობელასავით
- შეხედე შეხედე როგორ უყურებს ელენეს და ვითომ ვიოლეტას ელოდება - დასცინა გიომ
- ვიოლეტა, მოფერებით ვიოს ეძახი შე*ემა? - თავი წამოყო იოანემ
- მთავარია იო და ვიო არ აგერიოს ერთმანეთში, თორემ მაგრა მიქარავ შენ ძმობას ვფიცავარ, თან იოანესაც ნუ დაუნგრევ მომავალს - ჩაბჟირდა თოკა
- მზემ მთლად გამოგა*ირათ თუ როგორაა თქვენი საქმე? - უკმაყოფილოდ გადახედა მოხარხარე ძმაკაცებს
- შენ კიდე ისეთი მუდო გახდი, არამგონია რამემ გიშველოს - ხელი ჩაიქნია დიმამ და ზღვაში შესარბენად მოემზადა
- მოიცა მოვდივარ - მაინც გატყდა ვაჩე და დიმას ამოუდგა გვერდით
- ერთი სული აქვს როდის მოხვევს ხელებს ელენეს - გადაუჩურჩულა თოკამ გიოს
- შენ კიდე ვერ ისწავლე ჩურჩული? - გადაიხარხარა ვაჩემ და ორივე 3 თვლაზე შევარდა ზღვაში
- გოგოებო მოვედით - სასაცილოდ აათამაშა დიმამ წარბები და კაწკას მოეხვია
- დიმა იცოდა არ ჩამაყვინთინო თორემ არ ვიცი რას გიზამ - აწიკვინდა კაწკა
- როგორ გეკადრება - საწყალი სახე მიიღო დიმამ და როგორც კი კაწკას გაეღიმა ეგრევე ჩააყოფინა თავი ზღვაში
- შე იდიოტო, დეგენერატო, რამდენჯერ გითხარი - ხელები დაუშინა და ძლივს გააშველეს - აღარ დამელაპარაკო
- შენც ხომ არ გინდა? - გვერდით ამოუდგა ვაჩე ელენეს
- მინდა, ოღონდ შენ რომ დაგახრჩო
- ზღვაშიც სისინის თავი როგორ გაქვს?
- შენისთანას რომ დაინახავს კაცი, პირდაპირ შხამს როგორ არ ანთხევს ეგ უფრო გასაკვირია - წაკბინა ელენემ
- არადა ამბობენ შხამს ქვაზე ტოვებს სანამ წყალში შევაო - ჩაილაპარაკა ვაჩემ
- მე განსაკუთრებული ვარ - ირონიული ღიმილით გადახედა
- შენ თუ გგონია დაყენებული ტანით რამეს შემიცვლი ძალიან ცდები - ტუჩი აიბზუა
- გაგიბურღივარ უკვე მზერით - ირონია არ დაიშურა ელენემ და მოხერხებულად გაცურა ბავშვებს შორის
- სისინა - თავისთვის ჩაილაპარაკა და უფრო ღრმად შევიდა ზღვაში.
- აბა ბავშვებო რას ვაპირებთ? - ზღვაზე ნებივრობას რომ მორჩნენ და სანაპიროზე იყვნენ წამოკოტრიალებულები ისე იკითხა ნიტამ და ყველას გადახედა
- ეე დიმკა სად არის? - თვალები მოჭუტა იქნებ სადმე დაენახა
- ეგერ არის - თითი გაიშვირა გვანცამ - ვიღაც გოგოს ეჩალიჩება უეჭველი
- ვიღაც გოგოს? - ირონიულად ჩაიცინა ელენემ - ვიღაც გოგოს კი არა იმ ძუ*ნა მერიკოს ელაპარაკება
ყველა გაფითრდა ირგვლივ, მერიკოს გახსენებაზე ყველას ის დღე გაახსენდა ელენემ და ვაჩემ ერთმანეთს რომ დაცხეს და სამუდამოდ რომ დაუსვეს წერტილი ყველაფერს.
თითქოს დრო გაჩერდაო, ვერცერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ან რა ეთქვათ?
ვაჩე გაუმართლებელი იყო იმ შემთხვევაში.
ვაჩეს რა სახე ჰქონდა?
ამის ახსნა შეუძლებელია, იჯდა და უყურებდა ელენეს რომელსაც ირონიული ღიმილი აეკრა სახეზე და მზეს ეფიცხებოდა. არაფერი ადარდებდა, ვაჩეს კი დღემდე ტკიოდა დაუსრულებლად ის დღე, არ აღიარებდა არავისთან, რადგან წუწუნის უფლებაც არ ჰქონდა.
- ჩვენსკენ მოდიან - კაწკამ შეშინებულმა გადახედა ელენეს
- მოვიდნენ - უდარდელად ჩაილაპარაკა და უფრო გემრიელად მოთავსდა შეზლონგზე
- გამარჯობათ! - დაიწიკვინა მერიკომ
- გამარჯობა მერიკო - ტუჩის კუთხე ჩატეხა ელენემ - როგორ ხარ? კიდე ბ*ზობ თუ შეეშვი?
- ელენე! - დაიგრგვინა გოგომ - შენ არ გაქვს მელაპარაკო ასე! არ დაგავიწყდეს არანაკლები ბ*ზი ხარ შენც!
- მელას ყველა თავისნაირი გონიაო - ჩაილაპარაკა და კოქტეილი დააგემოვნა
- მეორეჯერ ელენეს ბ*ზი რომ უწოდო, თმებით გითრევ შე საცოდაო ძ*კნავ! - დაუღრინა გვანცამ
- ძაან არ შემაშინოთ რა! - ამოიფრუტუნა და ვაჩეს მიუჯდა გვერდით
- თავი დაანებეთ გოგოები, მისნაირი უკვე იპოვა ჩვენს სასტავში - ირონიული მზერით გადახედა ვაჩეს და თვალი ჩაუკრა
- ელენიკო!
- ვაიმე გაბრაზებულიც ეგრე მომმართავ? - წაკბინა - წავედი მე თორემ ასეთი სცენები 25+ უფრო შეესაბამება - ირონიულად გაიღიმა და სასტუმროსკენ წავიდა

***
2015 წელი 14 თებერვალი

- ბიჭო დღეს ელენიკოს დაბადების დღეა! - ჩაყვირა ტელეფონში დიმკას, რომელსაც ხმამაღალზე ჰქონდა ტელეფონი ჩართული, ვაჩემ
- მერე რას აპირებ?
- ყველაფერი ნაყიდი მაქვს ძმაო, მთავარია რესტორანში მოიტყუოთ რა!
- კაი შე*ემა, მისამართი, დრო მოგვწერე და მაქ ვართ!
- კაი, მიულოცეთ?
- იასნად ძმაო, ყველამ
- ძალიან კარგი - კმაყოფილს ჩაეღიმა და ლოგინზე გადაწვა - ცოტაც ელენიკო ცოტაც!

***
- სად მიმარბენინებთ კი მაგრამ?
- მაგხელებზე რომ ხარ შემხტარი ვერ ჩაიცვი დაბლები? - დაუყვავა კაწკამ
- ყვავმა ყვავს უთხრაო - ძლივს გაჩერდნენ რაღაც შენობის წინ და დაირეგულირეს სუნთქვა
- შედი ახლა დროზე! - მსუბუქად უბიძგა გვანცამ და ჩაბნელებულ ოთახში შეაგდო
- სურპრიზიი! - ბოლო ხმაზე დაიღრიალეს და შიშისგან კინაღამ ჩაიკეცა ელენე, უბრალოდ შუქის ანთება დაავიწყდათ და ძალიან ცუდი მომენტი იყო
- ოე, ხო არ გამო*ირდი? აანთე დიმკა შუქი!
- ა ხო ხო, დამავიწყდა - ამას ხალხის ხარხარი მოყვა და თავიდან
- სურპრიზიიი!
ელენე გაიქცა და მთელი ძალით შეახტა ვაჩეს, იმდენი კოცნა იმდენი კოცნა კინაღამ დაახრჩო ბიჭი
- საძაგელო, ხო მითხარი ქალაქიდან გავდივარო, ოხ რა ხარ! საზიზღაროო!
- აბა ისე სურპრიზს ვერ მოგიწყობდი და - ძლიერად შემოხვია ხელები და გულში ჩაიკრა
გული რომ იჯერეს ჩახუტებით და მოფერებით, ძლივს ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ბავშებს მიუბრუნდნენ
- ძალიან დიდი დიდი მადლობა ყველას ჩემო სიცოცხლეებო! იმდენად დიდი ბედნიერება მომანიჭეთ რომ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო! - ბედნიერების ცრემლები სდიოდა და ვაჩეს ხელს ეყრდნობოდა
- ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, ეს მხოლოდ ვალენტინობის საჩუქარია - ყურში ჩაჩურჩულა ვაჩემ და ვარდებით მოფენილი გზისკენ მიანიშნა
ნელნელა თანდათან უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს და ბოლოს ისეთი კივილი გაისმა რომ ყველამ ყურებზე აიფარა ხელი
გზის ბოლოს ლამაზად იდო ოქროს ბეჭედი და დიდი ასოებით ეწერა “Will you marry me?”
- კი კი კი - კიდევ ერთხელ შემოეხვია ვაჩეს და მანაც მუხლდაჩოქილმა გაუკეთა ბეჭედი თითზე, თვალებაციმციმებულმა და ყურებამდე გაღიმებულმა
- დღეიდან ოფიციალურად ჩემი ცოლი ხარ ელენიკო - შუბლზე აკოცა და მთელი გრძნობით დაეწაფა მის ბაგეებს

***
2015 წელი 25 თებერვალი

- ჩემი ელენიკო მოვიდა - თავისი კურსელებიდან ძლივს ამოძვრა ვაჩე და ელენესკენ წავიდა ხელგაშლილი
- გაიცანით, ეს არის ჩემი საცოლე ელენე, ჩემთვის ელენიკო, გაიცანი გიო, ანა, მარია, ლუკა, ცოტნე, გაგა და მერიკო
- სასიამოვნოა - მშვიდად გაუღიმა ყველას ელენემ მაგრამ მაინც ცუდად მოხვდა ყურში ეს “მერიკო”
- ჩვენთვისაც - ერთხმად შესძახეს და ყველამ სათითაოდ ჩამოართვა ხელი. მხოლოდ მერიკო იჯდა გაქვავებული სახით და ნაპერწკებს ყრიდა თვალებიდან, თან თვალმოუშორებლად უყურებდა ელენეს.
ბავშვებმა ბევრი იმხიარულეს, იცინეს, ძველი ამბები გაიხსენეს და ელენეც ძალიან კარგად გაერთო. ყველა ისე ექცეოდა როგორც დიდი ხნის მეგოაბარს და ძალიან სიამოვნებდა.
- ძალიან უყვარხარ არა შენს ვაჩეს? - მერიკომ როგორც კი მარტო დაიგულა ელენე ეგრევე დაიწყო დაგესვლა
- საკმაოდ - გულგრილად უპასუხა ელენემ და ვაჩეს დაუწყო თვალებით ძებნა
- გეგონოს - ირონიულად ჩაიქირქილა მერიკომ - გადაამოწმე ხოლმე ვისთან დაძვრება
- შენნაირები ერთი ღამით უნდა და მეზარება ამაზე ფიქრი - თვალწინ აუფრიალა ხელი რომელზეც ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, ვითომ თმები გაისწორა და ირონიული მზერა სტყორცნა
- ელენიკო, მერიკო, საოცარია პირდაპირ რა დამთხვევაა - ვითომ მისთვის ჩაილაპარაკა
- ჩვენს მეზობელსაც ვეძახდით ნაზიკოს მაგრამ მაგაზე ხომ არ ვიეჭვიანებ ვის სახელსაც “კო”-ს მიაწეპებენ - სხვათაშორის უპასუხა და ვაჩესკენ წავიდა

***

- გოგო რას გამოვარდი იქედან? - გაუბრაზდა კაწკა დაქალს
- არა მართლა რა იყო? ეს მერიკო კიდე რას დაეთრევა, არ ეყო რაც გაგიკეთათ? - გაცხარდა გვანცა
- აუ გოგოებო დ აიკიდეთ რა! წამო დღეს კლუბში ჩავიდეთ არ გინდათ? - იდეა წამოაყენა ელენემ და გოგოებს მომლოდინე თვალებით მიაშტერდა
- წავიდეთ, რა გვაქვს საქმე? დავურეკავ სხვებსაც და ვეტყვი
- მიდი - დაეთანხმდა გვანცაც და ელენეს ჩაეხუტა - არ ინერვიულო რა
- არა უბრალოდ ხომ იცი არა? რაც გააკეთა! უბრალოდ როგორ უშვებს ასე ახლოს! - აუწყლიანდა თვალები
- აუ, სიამაყეს ვერ ახტება ვითომ, მემგონი მაგას კიდე გონია რომ დამნაშავე შენ ხარ ყველაფერში
- რა ცუდი ვქენი თმებით რომ არ ვითრიე იმ დღეს - დანანებით გააქნია თავი და ნაძალადევად გაუღიმა დაქალს
- ახლა ვითრიოთ რა პრობლემაა - გადაიკისკისა იმ წამს შემოსულმა კაწკამ და ხელები მოხვია ორივეს - ამ საღამოს მაგრად ვაჯაზებთ და არ მაინტერესებს მე მერიკო და პკერიკო - გაიკრიჭა.

***
- რას შვები ბიჭო? - დიმა გვერდით მიუჯდა ერთიანად აწითლებულ ვაჩეს
- რას უნდა ვშვებოდე - ხელი აიქნია
- ბიჭო შე სუ გამო*ლევდი ხო? - გაბრაზებული დაადგა თავზე გიო
- რა გინდათ? - გაღიზიანება დაეტყო ხმაში
- რა გვინდა კი არა, იმ *ლექალას რა პონტში მიეცი ამდენის უფლება? - დაუღრინა დიმამ
- აუ დიმა რატო მოიყვანე? - გაბრაზებულმა გადახედა ძმაკაცს
- კისერზე ჩამომეკიდა შე*ემა და რა მექნა იქ არ დაგინახო მისული მეთქი? - გაბრაზდა დიმა - მე რას მაბრალებ, ელენესთან შენ ხარ გატეხილში, მაშინ საერთოდ არ ვიყავი ქალაქში
- აუ რა *ლეობა ვქენი მართლა რა! - სიგარეტს მოუკიდა ვაჩემ - მაგის გამო.. პროსტა..
- მართალი ხარ ვაჩე! - დაეთანხმა თოკა თვალების ბრიალით - შენ კიდე ყველაფერი რომ გამოასწორო იმის მაგივრად ეხუტები ვიღაც კა*პა მერიკოს და ჩამოგყავს ვიღაც ვიოლეტა
- აუ მინდოდა მეეჭვიანებინა, ამან კიდე გამოიქცა და ზედ შემახტა სიხარულისგან - ღრმა ნაფაზი დაარტყა და ირგვლივ მჯომებს სიცილი აუვარდათ
- აუ რა ქალია ელენე რა - ღიმილს ვერ იკავებდა დიმა - იმენა ჯიგარია რა, ყველანაირად მოგსვა ერთ ადგილზე
- ღირსი არ ვარ რო? - თვალებმოჭუტულმა გადახედა და ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი - როგორი დახვეწილია - თვალები დახუჭა, კვამლი ნელნელა წყვეტილად ამოუშვა და თავი უკან გადააგდო, რაღაცას იხსენებდა და ეტყობოდა ეს სიგიჟემდე სიამოვნებდა

***
2015 წელი 8 მარტი

- ვაჩე გამიშვი რა, გეყოფა ნუ მაწვალებ - კისკისებდა ელენე და თან ვაჩეს ხელებში ხვანცალებდა - გეყოფა რა, აუ რატომ ხარ ასეთი ძლიერი რა - გაიბუსხა წამში
- გინდა რომ სუსტი ვიყო? - გაკვირვება დაეტყო ვაჩეს
- არა, მაგრამ ასე ადვილად რომ მამწყვდევ ერთ ადგილას და თავს ვერ ვიხსნი ვბრაზდები - შრეკის კატის თვალებით ახედა ელენემ
- აუ ეგრე ნუ მიყურებ რა - ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი ვაჩეს
- კარგი ხო კარგი - მეამიტურად აუფახულა თვალები - აბა თუ დამდებ პატივს და მეტყვი რატომ გამომაწყვდიე აქ შენს მკლავებში?
- გეტყვი, მაგრამ მანამდე - ჯიბიდან წითელი ლენტა ამოაძრო და თვალებზე გაუკეთა - არ გამოიხედო იცოდე, არც გაბედო
- კარგი ხო - გაეღიმა ელენეს და ფრთხილად გაუყვა გზას - აუ რა არის? - ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე ისე აინტერესებდა
- მოითმინე და ნახავ, ცოტაც და მივედით - საფეთქელზე აკოცა ვაჩემ და ლენტა მოხსნა თვალებიდან
- შენ რა.. - თვალები გაუბრწყინდა ელენეს - შენ.. გიჟი ხარ - შეკივლა და კისერზე ჩამოეკიდა
- მოგეწონა ჩემი საჩუქარი? - თვალები გაუნათდა ვაჩეს
- გავგიჟდიი! - ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ ჩამოხტა ვაჩეს კისრიდან და ფერადფერად ვარდებში ჩაჯდა გახარებული - აი არიცი რა როგორ მიყვარს ვარდები!
- მოიცა რა, მარტო ამდენ ვარდს მოგიტანდი?
- აბა? - ფეხზე წამოდგა ელენე
- აი ეს შენ - ყუთი გაუწოდა და გაუღიმა
- აუ რა არის? - ბავშვივით ატიტინდა ელენე - მითხარი რა, მითხარიი
- გახსენი და ნახავ - თვალით ანიშნა ყუთზე ვაჩემ, ელენემაც როგორც კი ნებართვა მიიღო ეგრევე გახსნა ყუთი და იქედან ულამაზესი სამაჯური ამოიღო
- აუ რა ლამაზია! - კიდევ ერთხელ ჩაეხუტა თვალებგაბრწყინებულმა ვაჩეს და ტუჩებში მთელი ძალით აკოცა.

***
- გოგოებო რას აკეთებთ? - მომაჯადოვებელი ღიმილით მიუახლოვდა დიმა გოგოებს და მათ შორის ჩაჯდა
- არაფერს შენ? დანარჩენები სად არიან? - ინტერესიანი მზერა მოავლო იქაურობას კაწკამ
- მოვლენ მალე - ჩაეღიმა დიმას და იმ წამს მოახლოვებული ოფიციანტისკენ გააპარა მზერა
- ქალბატონი ელენე რომელია?
- მე ვარ, რა ხდება? - ღიმილით გახედა ელენემ
- ეს ვარდი თქვენთან გამომატანეს - ღიმილით გაუწოდა წითელი ვარდი ელენეს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა
- ეს ვინ გამოგიგზავნა? - გაოცებულმა გადახედა დაქალს გვანცამ
- არვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი ვარდია - მიეფერა ყვავილს და მის სურნელზე სიამოვნებისგან გააკანკალა - რა სურნელი აქვს!
- ოხ, პაკლონიკები გამოგიჩნდა ელენიკო? - ნეტარებიდან ვაჩეს ირონიულმა ხმამ გამოაღვიძა და უკმაყოფილოდ დაიჭყანა ელენე
- დიახ - ამაყად გაიჯგიმა ელენე
- ლამაზი ვარდია - ხელებში შეათამაშა თოკამ
- დამიბრუნე რაა - გაიბუსხმა ელენე
- ასე გიყვარს გოგოო? - სიცილით კითხა გიომ
- ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება ვარდებზე, ერთადერთი ყვავილია რომელიც მიყვარს
- რატომ გვირილებს რას ერჩი? - გაინაზა კაწკა
- ან ორქიდეებს - ამოიფრუტუნა გვანცამ
- კარგით ხო კარგით, უბრალოდ გამორჩეულად მიყვარს წითელი ვარდი - ხელები დანებების ნიშნად აწია მაღლა ელენემ
- ნეტა საიდან იცის იმ ბიჭმა შენი გემოვნება? - ცალყბად გაუღიმა ვაჩემ
- შენ წარმოიდგინე ჩემზე კარგად იცის, თან დავინახე აი იმ კუთხეში როგორ მიაწოდა ოფიციანტს - გამომცდელად შეხედა
- როგორ დაინახავდი როდესაც გარეთ.. - მხარზე ჩხვლეტამ გააჩერა ვაჩე და უხერხული ღიმილით გაუღიმა ელენეს - მინდოდა მეთქვა რომ.. რომ - დაბნეული ალუღლუღდა
- უნდოდა ეთქვა რომ ის ბიჭი შენს დასანახად ამას არ გააკეთებდა - უხერხულობა გაფანტა გიომ მაგრამ ელენიკოს მაინც ჩაეღიმა
- ხო არ გააკეთებდა - სიცილით დაეთანხმა კაწკა და საცეკვაოდ გაიყვანა დიმა
- არ ვიცეკვოთ? - შესთავაზა ვაჩემ ელენეს და გაკვირვებისგან გოგოს თვალები შუბლზე აუვიდა ლამის
- მე მკითხე?
- ხო შენ - ისევ თვალისმომჭრელად გაუღიმა და ხელი გაუწოდა, ელენე ყოყმანობდა მაგრამ დათანხმდა.
დარბაზში ეგრევე გაისმა წყნარი მელოდია, ნაზად და მთელი გრძნობით ცეკვავდნენ, ვაჩე ზედმეტ მოძრაობებსაც არ აკეთებდა რომ არ დაეფრთხო, ელენე კი სუნთქვაშეკრული იყო მოქცეული მის მკლავებში და ცდილობდა არცერთი ემოცია არ დატყობოდა სახეზე
- ამოისუნთქე - ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში ვაჩემ
- მადლობა ვარდისთვის
- რა ა? - დაიბნა
- მადლობა ვარდისთვის მეთქი
- მე არ გამომიგზავნია
- ლოყები გიწითლდება ვაჩე როდესაც იტყუები - ჩაეღიმა ელენეს
- კარგი ხო, ვაღიარებ - დამნაშავის თვალებით ახედა ელენეს - ვნანობ ჩემს საქციელს და იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ?
- ის დღე რომ არ ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში, ახლა ბევრად ადვილად იქნებოდა ყველაფერი - სევდიანად გაუღიმა ელენემ - მაგრამ, შენი დაშვებული შეცდომა გამოსწორებადი არ არის ვაჩე, ვწუხვარ - წასვლას აპირებდა ვაჩემ ხელები უფრო ძლიერად რომ მოუჭირა და წამში მისკენ ზურგით აღმოჩნდა, თმები ყურს უკან გადმოუწია, ერთ მხარეს გადაუყარა და ბედნიერს ჯერ ვარსკვლავები აუციმციმდა თვალებში, შემდეგ კი სასიამოვნოდ ჩაეღიმა.

***
2015 წელი დაშორებამდე რამდენიმე დღით ადრე

- ელენიკოო! - ისევ მთელი ძალით გაჩხავის ვაჩე ელენეს კორპუსის წინ და ძველებურად ყველა მეზობლის ყურადღებას იქცევს
- მოვდივარ ხო! გაჩუმდი - ჩასძახა ელენემ და ისევ უკანმოუხედავად ჩაიარა კიბეები
- ძლივს რა, რას აკეთებ გამაგებინე თავიდან იბადები? - გაბრაზებულმა შეუბღვირა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში
- რა სულელი ხარ რა, აბა სურპრიზების მეფევ სად მიგყავარ?
- ხო მენდობი?
- რათქმაუნდა - ღიმილით დაეთანხმა ელენე და საზურგეს მიეყრდნო.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში სალონის წინ იდგნენ და ხელიხელჩაკიდებული შეიყვანა ელენე შიგნით, დახვეული კიბეები თავისუფლად აიარეს და შემდეგ ვიღაცას გადაეხვია ვაჩე
- როგორ ხარ ძმაო? - ყურებამდე გაიღიმა ბიჭმა რომელსაც მთელი სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული
- კარგად ვარ ძმაო, რა უნდა გთხოვო - ღიმილით გადმოხედა ელენეს - მე და ჩემს საცოლეს ერთი და იგივე ტატუ გვინდა გაგვიკეთო, ნუ ერთი და იგივე რა, მისი ნება იქნება რამეს დაიწერს თუ რამეს დავიხატავთ
- გამარჯობა, მე ლუკა ვარ, მოგიტან კატალოგს და აარჩიე რისი დახატვა გინდა
- გამარჯობა, ელენე, მე დახატვა არ მინდა, დაწერა მინდა - უხერხულად აიტუზა - ვაჩე მინდა დავიწერო
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ვაჩეს
- ჰო
- რომ დავშორდეთ?
- ჩემი გულიდან მაინც ვერაფერი ამოგშლის - ღიმილით გახედა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებში
- აბა სად იკეთებ? - ინტერესიანი მზერა მიანათა ლუკამ
- ყურს უკან, ჰორიზონტალურად - გაუღიმა ელენემ და იქვე სავარძელში ჩამოჯდა
ვაჩე იქვე იჯდა, ელენეს ხელი ეკავა და თითოეულ ელენეს წამოკვნესაზე თვითონაც ეღრიცებოდა სახე.
- მოვრჩით - გაუღიმა ლუკამ
- დიდი მადლობა რომ ამდენი ხნის ოცნება ამისრულე - ღიმილით გადახედა ელენემ
- იცოდე, ამას თუ წაიშლი ჩავთვლი რომ აღარ გიყვარვარ! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.

***
- გეყოფა ვაჩე - უკან გადმოიყარა თმები ელენემ და მომღიმარ ვაჩეს შეუღრინა - რა გიხარია
- ისევ გიყვარვარ!
- იოცნებე, სანამ მაგას იტყვი ის დღე გაიხსენე! - ხელიდან დაუსხლტა და მათი მაგიდისკენ წავიდა.

***
2015 წელი ჩხუბის დღე

- გამარჯობა ვაჩე - გველური ღიმილით ამოუდგა გვერდით მერიკო
- გამარჯობა მერიკო, რა ხდება? - ღიმილით გადახედა ვაჩემ
- გახსოვს რომ გეუბნებოდი ელენეს კურსელ ბიჭზე, მოწონს მეთქი
- ხო მერე? - სახე მოექუფრა
- მე გითხარი ელენესაც მოწონს და გატყუებს მეთქი! - ჩაეღიმა მერიკოს
- მერე? - უკვე წყობიდან გამოდიოდა ვაჩე
- აი ეს კონვერტი და თვითონ მიხვდები ყველაფერს - ირონიულად აათვალიერა და წამში გაეცალა იქაურობას.

***
- ელენეე! - მთელი ძალით აბრახუნებდა ვაჩე კარებზე და თან მის სახელს ყვიროდა ბოლო ხმაზე - გამიღე ბო*იშვილი ვიყო თორემ სასწაულს ვიზამ, შემოვამტვრევ იცოდე
სიმღერების ფონზე ძლივს გაიგო ელენემ ვაჩეს ღრიალი, წამში გამორთო ცენტრი, მეგობრებს გადახედა და უკანმოუხედავად გაიქცა დერეფანში.
- ვაჩე? რა მოგივიდა? - თვალებჩასისხლიანებული რომ დაინახა ვაჩე გული გაუსკდა ელენეს
- რა მომივიდა შე ბ*ზო? - დაიღრიალა ვაჩემ და მთელი სამეგობრო შემოსასვლელში შეიკრიბა
- რანაირად მელაპარაკები? - ხმა გაუმკაცრდა
- რანაირად? - გადაიხარხარა - როგორც იმსახურებ აი ისე! - ფოტოები სადაც ჩანდა რომ ელენე თავის კურსელ ბიჭს ეხუტებოდა სახეში შეაყარა და ამაზრზენად გაიღიმა - კარგი იყო მის მკლავებში ე ლ ე ნ ი კ ო? თუ როგორ მოგმართო?
- ვაჩე, ეს რა არის საიდან მოიტანე?
- ხმა ჩაიგდე! ბ*ზო - ბინაში შეაბიჯა, უხეშად გადაწია გაოგნებული თოკა და გიორგი და მისაღებში შევიდა - მოუწყვია გოგოს ფართი, რას აღნიშნავ გოგო? იმ ს*რის მკლავებში რომ იყავი იმას?
- ვაჩე! - დაიგრგვინა თოკამ
- შენ ჩუ - ხელი აუქნია - და საერთოდ არავის ხმა არ გავიგო აქ! - დაიღრიალა
- ვაჩე ტონი აკონტროლე მეთქი! - გააფრთხილა გიორგიმ
- თორემ რას იზამთ? - გადაიხარხარა - ელენეთი დამემუქრებით? ამით? - ხელი გაიშვირა იქვე მდგარ ელენესკენ, რომელსაც წარბიც არ შეტოკებია - ვერ ხედავთ როგორ დგას? თავსაც ვერ გაიმართლებს! ბოლო დონის ქალივით მოიქცა და კიდე ასე უტიფრად მიყურებს თვალებში!
- ვაჩე ნორმალურად ილაპარაკე, საერთოდ საიდან მოიტანე ეს ფოტოები?
- მერიკომ მომცა
- ვაჩე! - მკაცრად მიმართა ელენემ
- რაო საყვარელო?
- მერიკოსი გჯერა თუ ჩემი? - სრული სერიოზულობით გაისმა ეს კითხვა ოთახში და სანამ ვაჩე პასუხს იტყოდა ირგვლივ ყველაფერი გაიყინა. არავინ არ სუნთქავდა მისი პასუხის მოლოდინში.
- მე შენ ყველაფერი მოგეცი ელენიკო, მე შენ მოგიძღვენი მთელი ჩემი არსება, ყველას გავაცანი შენი თავი როგორც ჩემი საცოლე! ყველას! ჩემს მშობლებსაც კი, რომლებსაც ჯერ არ იცნობ და ამ კვირის ბოლოს უნდა ჩამოსულიყვნენ შენს გასაცნობად, იმხელა გზიდან! შენ კიდევ როგორ მოიქეციი? მითხარი როგორ მოიქეცი? ამას ვიმსახურებდი შენგან - ცრემლები ახრჩობდა ვაჩეს და ადგილზე ბარბაცებდა - ვიმსახურებდი მე შენგან ამას? მითხარი ელენიკო, მითხარი გთხოვ, რა ნახე მასში ასეთი? რატომ? რატომ გაწირე ჩემი სიყვარული? რატომ გაწირეე? - ბოლო ხმაზე დაიღრიალა და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი ძირს გადმოყარა - განანებ! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია - განანებ! გეფიცები, ისეთს გიზამ, ეს მონაგონი იქნება! შენთვის ყველაზე დიდი ტანჯვა იცი რა იქნება? რომ ვეღარ მნახავ! მიხვდები რამდენი რამე დაგაკლდება გვერდით რომ არ გეყოლები, თითებს დაიჭამ მონატრებისგან ელენიკო, ნახავ!
- მერიკოსი გჯერა თუ ჩემი? - ურეაქციოდ გაიმეორა ელენემ კითხვა
- მ ე რ ი კ ო ს ი ! - დაუმარცვლა ვაჩემ
- ხოდა წადი აქედან - კარისკენ მიანიშნა და მსუბუქად უბიძგა - ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს! - ცხვირწინ მიუხურა კარი.

***
- გაიგე? ვაჩე და ელენე დაშორდა
- არ არსებობს! რანაირად?
- მერიკოს ხელი ურევიაო ასე ამბობენ

***
- ბიჭო ვაჩე და ელენე დაშორდა გაიგე?
- ღადაობ ტო? რანაირად?
- ვიღაც კურსელთან უნახიაო რა
- შანსი არ არის, ელენე მაგას არ იკადრებდა!
- რავიცი, რას გაიგებ

***
- ვაჩე და ელენე დაშორდა გოგო
- მეშველა? თავისუფალია ჩემი ვაჩე? - თვალები გაუნათდა გოგოს
- გეშველა არამგონია, მერიკომ დაითრია, აი ის ხოიცი ძაან სწერვა რომ არის
- უეჭველი ეგ დააშორებდა
- აბა ისე გჯერა ეგენი რომ დაშორდებოდნენ?

***
სწრაფად მოედო თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული წყვილის დაშორების ამბავი, ყველა თითქმის მათზე ლაპარაკობდა, facebook - ზე გვერდებით შეიქმნა მათთვის
“დააბრუნეთ ვაჩე და ელენე”
“შერიგდით რა”
“ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები”
1 თვის განმავლობაში უამრავი ფოტო იდებოდა მათი, რომლის სიმცირესაც არასდროს უჩიოდნენ, ორივეს სიგიჟემდე უყვარდა ფოტოების გადაღება და ცდილობდნენ ყოველი მათი ბედნიერი წამი დაეფიქსირებინათ.
გაოცებული იყო ყველა, მერიკოს აბრალებდნენ მაგრამ ფაქტი ფაქტი იყო, არც ვაჩე იკლავდა ამის გამო თავს და არც ელენე, ორივე ჩუმად თავისთვის იყო და ყოველ ახალ პოსტს ოსტატურად აიგნორებდნენ.
ელენეს კაწკა და გვანცა ამშვიდებდა, გარეთ კი ღიმილით გადიოდნენ რადგან მისი სევდა არავის შეემჩნია.
ვაჩეს კი სიტყვასაც ვერ ეუბნებოდნენ ბიჭები იმდენად იყო გაღიზიანებული, დაათრევდა ამ მერიკოს ყველგან და იღებდნენ სურათებს ბედნიერები.
ვაჩეს თვალებში მაინც ეტყობოდა სევდა და ეს მის ხელზეც ჩანდა, ყოველდღე რომ ახალ-ახალი ნაიარევი რჩებოდა რაღაცის დამსხვრევის შედეგად.
მაინც ვერაფერს ეუბნებოდნენ და ვერც ვერავინ არკვევდა რეალურად რა მიზეზი იყო მათი დაშორების.
ყველა “ინტერვიუზე”, კითხვაზე დუმილს აცხადებდნენ და ინტერესით აღსავსე ხალხს ხახამშრალს ტოვებდნენ.
იქამდე სანამ ვაჩე საფრანგეთში არ წავიდა ბიძამისთან.
მერე თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა და თავის ადგილზე ჩადგა, მიხვდნენ რომ ვერაფერს გააწყობდნენ და ნაკლებად უშლიდნენ ნერვებს ძველი მოგონებების გახსენებით.
ნელნელა კი საერთოდ შეწყდა ყველაფერი, აქა იქ ერთი თუ გამოჩნდებოდა ვინმე ვინც ჭორს ააგორებდა მაგრამ მალევე წყნარდებოდნენ.
ელენე ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას, დადიოდა უნივერსიტეტში და წარმატებულიც გახდა ნელნელა, მთელ კონცენტრაციას სწავლაზე ახდენდა.
ვაჩე? არავინ იცის სად დადიოდა და როგორ, იქამდე სანამ საქართველოში არ გამოჩნდა ხელმეორედ 1 წლის შემდეგ.

***
2016 წელი ქობულეთი ერთ-ერთ კაფეში

- გამარჯობა - მორიდებით მიესალმა ბიჭი ვაჩეს და როგორც კი მზერა გაუსწორეს ერთმანეთს, დიდი დაძაბულობა ჩამოწვა ოთახში
- გაგიმარჯოს - უკმეხად უპასუხა და სიგარეტს მოუკიდა ანერვიულებულმა
- ვაჩე ხო? ელენეს ყოფილი
- კიდევ ელენესთან ხარ? - ირონიულად გაუღიმა ბიჭმა
- მისმინე, ვიცი ეს რთული მოსასმენი იქნება შენთვის, მაგრამ მინდა რომ გითხრა ყველაფერი
- რას ცდილობ ბიჭი? - მხარზე ხელი მოუჭირა ვაჩემ
- ვცდილობ რომ სიმართლე გაგაგებინო, ყველაფერში მერიკოს ხელი ურევია
- შეუძლებელია, რაში ჭირდებოდა ეს? - უკვე ღრენაზე გადადიოდა ვაჩე
- ბავშვობიდან უყვარდი მერიკოს, ყველგან იმიტომ იყო შენს გვერდით, შენს უნივერსიტეტში ჩააბარა, ერთად დადიოდით მასწავლებლებთან
- მერე? ამიტომ ჩადგა ჩემსა და ელენეს შორის? სასაცილოა - ირონიულად გაიღიმა ვაჩემ
- შენ გგონია ეგ მერიკო შენთვის ნამდვილი მეგობარია? - გადაიხარხარა ბიჭმა - მემუქრებოდა, თუ არ მოგატყუებდი და ეგეთ ფოტოებს არ მივცემდი ჩემს დას გააუბედურებდა, მისი საიდუმლო იცოდა.
- მერე ელენემ რატომ გადაიღო შენთან ეგეთი ფოტოები? - ინტერესიანი მზერით შეხედა ბიჭს
- აი ნამდვილი ფოტოები - რამდენიმე ფოტო მიაწოდა ვაჩეს და იქედან გაუჩინარდა ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ გვერდით არ ედგაო.

***
- მერიკო, აქ ბრძანდები? - გაცხარებული ეცა მკლავში ვაჩე
- რა მოხდა ვაჩე? - გაუღიმა გოგომ - რამ გაგაგიჟა? ისევ ის ძ*კნა ელენეა არა შუაში?
- ეგრე მეორეჯერ არ უწოდო ელენიკოს გასაგებია! მოღალატე ხარ მერიკო, მოღალატე! მე შენ ნამდვილი მეგობარი მეგონე, შენ კიდევ შენს ეგოისტობას შეწირე ყველაფერი - გაცხარებული ღრიალებდა ვაჩე
- ვაჩე, მომისმინე - ტირილამდე მივიდა მერიკო
- მომისმინე კი არა - თითი ცხვირთან მიუტანა - ეს ბოლო იყო გუშინ რაც გამოჩნდი ელენეს წინაშე, სადაც არ უნდა გვნახო, ისე აორთქლდები იქედან თითქოს არც ყოფილხარ! გასაგებია?
- გასაგებია - ძლივს ამოილუღლუღა
ვაჩემ კი მთელი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.

***
- ელენიკო, გეხვეწები გეყოფა რა! ვიცი შეცდომა დავუშვი მაგრამ..
- ვაჩე, ისევ იგივე რომ განმეორდეს შენ ისევ წახვალ და მიმატოვებ!
- გთხოვ, ბოლო შანსი მომეცი, გემუდარები, აღარ გიყვარვარ დავიჯერო?
- რთული იქნებოდა იმ ყველაფრის შემდეგ შენი გადაყვარება? - დაიკივლა ელენემ და გარეთ გააბიჯა, სადაც ისეთი ჭექა-ქუხილი და ელვა იყო, თითქოს იზიარებდა ბუნებაც მათ ახლანდელ მდგომარეობას.
- ელენეე, მუხლებზე დაგიდგები ოღონდ მაპატიე მეტი რა გავაკეთო?
- არაფერს შეცვლის ეგ ვაჩე!
- გთხოვ ელენიკო - ტკივილისგან მის მუხლებთან ჩაიკეცა ვაჩე და არაადამიანური ხმები ამოუშვა - გემუდარები მაპატიე ელენიკო, მოვკვდები უშენოდ, ისედაც ვაპირებდი შენთან დაბრუნებას მაგრამ რაც სიმართლე გავიგე იმის მერე საერთოდ მომეღო ბოლო, გეხვეწები
- ვაჩე, ადექი, გეყოფა!
- არა ელენე, აი - ჯიბიდან ზუსტად ის ბეჭედი ამოიღო, რომლითაც ელენე დანიშნა წლების წინ - გთხოვ ამ ბეჭედით მიპასუხე, გემუდარები
- არა ვაჩე არა! - დაიკივლა ელენემ და ზურგი აქცია - არ გაპატიებ, ვერ გაპატიებ!
- მაშინ - ფეხზე წამოდგა, ელენეს ხელი აიღო და ბეჭედი ხელის გულზე დაუდო - მე სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან, იმედი მაქვს ბედნიერი იქნები! - შუბლი შუბლზე მიადო და მიუხედავად წვიმისა თავისუფლად გაარჩია მის ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ელენემ - მშვიდობით, ელენიკო! - შუბლზე აკოცა და ისე გაუყვა გზას უკან არ მოუხედია.
თუმცა მის გულში იყო იმედი რომ ელენე გაეკიდებოდა და მოაბრუნებდა.

***
2016 წელი 1 კვირის შემდეგ

- ელენე! რას შვები? - სევდიანად კითხა კაწკამ ტელეფონში
- რავიცი, სახლში ვარ შენ? - ეცადა მხიარული ტონი შეენარჩუნებინა
- რავიცი, არაფერს - ამოიოხრა
- რა მოხდა?
- ვაჩე მიდის 1 საათში, გააცილე მაინც რა - ბოლო იმედს ჩაებღაუჭა კაწკა
- კაწკა, გეყოფა რა - გაბრაზებულმა გაუთიშა ტელეფონი და იქვე საწოლზე მიაგდო, ნერვიულად მიმოდიოდა 15 წუთი ოთახში. ხან რაზე გადაჰქონდა ყურადრება და ხან რაზე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ბოლოს მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა სახლიდან.

***
- კაწკა, არ მოვა ელენე?
- ვურეკავ მაგრამ არ მპასუხობს დიმ - ცრემლიანი თვალები შეანათა ბიჭს
- ესეიგი არ მოვა - სევდიანი თვალებით გადახედა თოკამ ორივეს და ეცადა გაეღიმა
- დამთავრდა რა - დაიღრინა გიორგიმ - საცოდაობაა რა მართლა!
- გეყოფათ, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით? - ვაჩემ გაუღიმა იქ მდგომებს და ყველას სათითაოდ გადაეხვია
- ვაჩე, თავს გაუფრთხილდი იცოდე!
ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობა მეგობრებს და რიგი დაეკავა რომ რეგისტრაცია გაეარა
- მოგესალმებით? - გაუღიმა მომსახურე პერსონალმა და ბილეთებზე მიუთითა.
სევდიანად მოიძია ჩანთაში ბილეთი, ცრემლიანი თვალებით მოიხედა უკან და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მის მეგობრებს, რა იქნებოდა ახლა ელენე მდგარიყო მათთან ერთად? ერთხელ მაინც შეეჩერებინა, არ დაეღუპა მათი სიყვარული. მაგრამ შეძლებდა კი რომ გადაებიჯებინა სიამაყეზე? ვაჩემ იმაზე მეტი დააშავა ვიდრე ოდესმე წარმოედგინა რომ დააშავებდა, ფაქტიურად მისი ხელით გაანადგურა ყველაფერი და ახლა იმის უფლებაც არ ჰქონდა რომ ასეთი თვალებით მდგარიყო იქ. წესით უნდა ებრძოლა ბოლომდე, მაგრამ იცოდა, საკუთარ თავზე მეტად იცნობდა მას, ელენიკოს ამით ვერაფერს შეაცვლევინებდა, სანამ თვითონ არ მოინდომებდა იქამდე არაფერი შეიცვლებოდა..
უცებ ვაჩეს მხარზე მსუბუქად დაწყობილმა თითებმა ხელები ჰაერში გაუშეშა, ჯერ თითებს დახედა და მასზე გაკეთებული ნიშნობის ბეჭედი რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა, სიხარულისგან ყურებამდე გაეღიმა და ცრემლები წამოუვიდა.
შემდეგ კი მთელი სხეულით შემობრუნდა და საყვარელი ადამიანი მთელი ძალით ჩაიკრა გულში.

დასასრული

იმედი მაქვს მოგეწონათ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის..



№1 სტუმარი Lana

DzaliAn momewona❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი qeta

Dzaan kargi iyoooo

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან სასიამოვნო წასაკითცი იყო მომეწონა love

 


№4  offline წევრი (((end)))

უმაგრესია <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra kargi iyoo magram ufro meti mindoda

 


№6  offline წევრი aNuGi

დიდი მადლობა ყველას love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyoo magram cota mets movelodii

 


№8  offline წევრი Devil Queen

ძაან კაი წასაკითხი იყო ძაან მომეწონა love

 


№9  offline წევრი aNuGi

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას request
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline წევრი irinka123

Zalian kargi iyo,Gamixarda siyvarulma ROM gaimaarjva mesame piris charevis miuxedavad....

 


№11 სტუმარი NiNi

dzalian magari xar!! yochag!! <3

 


№12  offline მოდერი zia-maria

რამდენი ბოროტი ადამიანი არსებობს ამ ქვეყნად და რამდენს შურს სხვისი ბედნიერი ცხოვრება.კარგად დაასრულე,რომ სიმართლე გაირკვა და სიყვარულმა გაიმარჯვა..კარგი იყო მომეწონა.

 


№13  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№14 სტუმარი mtvaro svani

miuxedavad imisa ar iyo girsi mainc gamixarda elenes gamo.kargi iyo

miuxedavad imisa ar iyo girsi mainc gamixarda elenes gamo.kargi iyo

 


№15  offline წევრი GT - Ucnobi

Vache gigi adamashvilis dzmas gagis magonebas <3 Dzaan Sayvareliaaaa <3 kai istoria iyoo dzalian momewona <3

 


№16  offline წევრი aNuGi

GT - Ucnobi
Vache gigi adamashvilis dzmas gagis magonebas <3 Dzaan Sayvareliaaaa <3 kai istoria iyoo dzalian momewona <3

გეშლწბა, ეს ჩემი დაწერილია, მართლა არ ვიცი რაზე ლაპარაკობ :\
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№17  offline წევრი nini :)

Dzaan magari iyooooo, dzalian momewona

 


№18  offline წევრი Hela

მომეწონა უმაგრესია

 


№19  offline წევრი dzadzamia25

მოიცა..
ვოთ?
შენ ხარ ავტორი ანა ?
OMG
ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის
საიტზე მოხვედრისას თითქმის პირველი ისტორია იყო აქ.
ვაუ.
ძალიან მომწონდა და მომწონს
და ჩემთვის შენი ნიკის დანახვა ამ ისტორიაზე ნამდვილად შოკი იყო
ვგიჟდები ამ ისტორიაზე მართლა <3

 


№20 სტუმარი Guest keke

Vaimee anukiii rogor miyvarxar sheni tkbili istorieebiiit :* yovel jerze maooceb :* kargii iyooo dzaaalian :*:* ai yvelafers rom ushecdomod wer da "sityvebis raxaruxi" rom arc ki sheimchneva, saativit rom bolomde asrulebs mushaoobas ushecdomod. Ai swored eg miyvars shens istoriebshi.. Mshvidii ritmulobaa :*:* upleba ar maqvs warmatebebi ar gidurvoo :*:*:*
P.S. Jer kidev ver gsmovedi emociebidan sheni istoriis wakitxvis mere "chemidan shenamde" ai yvelaze metad momewonaaa :*:* uumagresi iyoo:*:*

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

მოდი თავიდან დავიწყოთ..
იმდენი მსმენია შენზე. ხშირად გახსენებენ..
გადავწყვიტე რომ თავიდან ბოლომდე წავიკითხო.
ძალიან მომეწონა .
წარმატებები შენც და მეც ..
ამ ისტორიით მივხვდი რომ წინ სასიამოვნო თავები მელოდება

 


№22  offline წევრი aNuGi

nini :)
Dzaan magari iyooooo, dzalian momewona

ძალიან დიდი მადლობა <3

elle...
მოვედი აქაც :დ ელენეო ვაჩეო და აქ არ ვიქნებოდი?!
ან, დღეს უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად ნიჭიერი გოგო ხარ შენ! <3 <3

ნენეკოო, უდიდესი მადლობა ჩემო უნიჭიერესოო <3 <3 <3 <3 <3

Hela
მომეწონა უმაგრესია

დიდი მადლობა <3

dzadzamia25
მოიცა..
ვოთ?
შენ ხარ ავტორი ანა ?
OMG
ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის
საიტზე მოხვედრისას თითქმის პირველი ისტორია იყო აქ.
ვაუ.
ძალიან მომწონდა და მომწონს
და ჩემთვის შენი ნიკის დანახვა ამ ისტორიაზე ნამდვილად შოკი იყო
ვგიჟდები ამ ისტორიაზე მართლა <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის <3
როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ <3 <3

Guest keke
Vaimee anukiii rogor miyvarxar sheni tkbili istorieebiiit :* yovel jerze maooceb :* kargii iyooo dzaaalian :*:* ai yvelafers rom ushecdomod wer da "sityvebis raxaruxi" rom arc ki sheimchneva, saativit rom bolomde asrulebs mushaoobas ushecdomod. Ai swored eg miyvars shens istoriebshi.. Mshvidii ritmulobaa :*:* upleba ar maqvs warmatebebi ar gidurvoo :*:*:*
P.S. Jer kidev ver gsmovedi emociebidan sheni istoriis wakitxvis mere "chemidan shenamde" ai yvelaze metad momewonaaa :*:* uumagresi iyoo:*:*

უდიდესიი მადლობა! <3 <3 <3
ასეთი თბილი კომენტარისთვის, ჩემი სტიმული ხართ თქვენ <3 <3 <3

terooo
მოდი თავიდან დავიწყოთ..
იმდენი მსმენია შენზე. ხშირად გახსენებენ..
გადავწყვიტე რომ თავიდან ბოლომდე წავიკითხო.
ძალიან მომეწონა .
წარმატებები შენც და მეც ..
ამ ისტორიით მივხვდი რომ წინ სასიამოვნო თავები მელოდება

რა არის იმაზე მაგარი შენი საყვარელი მწერალი დაინახო საკუთარი ისტორიის კომენტარებში? <3
ძალიან დიდი მადლობა ჩემო ნიჭიერო!
იმედი მაქვს მოლოდინს გაგიმართლებ და დანარჩენებიც მოგეწონება <3 <3 <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№23  offline წევრი INGOBERNABLE

საყვარლობა იყოო❤❤ კარგი იყო ძალიან მომეწონა❤❤. ადრეც მაქვს წაკითხული მაგრამ არ მახსოვდა კარგად, თავიდან წავიკითხე ისევ❤❤❤ მომეწონა ძალიან❤❤❤

 


№24  offline წევრი mariam m.k

Mmm zalian momewona?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent