საკუთრება.[3]
-ჰა,იტყვი რა ხდება? ჩამოგტირის პირ-სახე-ფრჩხილები მაგიდაზე დააკაკუნა თეკლამ,როდესაც კატოს მოკუმული ტუჩები დაინახა,გოგონამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაქალს მიუბრუნდა,პარალელურად კი ყავას ასხამდა ფინჯნებში -გურამს ფილტვებში წყალი აქვს..-ამოილაპარაკა დადარდიანებულმა და ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან -ჩემს ტკბილ გურამს?-შეიცხადა თეკლამ და სახე წამებში მოექუფრა,დიდრონ თვალებში ცრემლები დაუდგა,თითქოს საცაა იწვიმებსო,კატომ ოდნავ შესამჩნევლად დაუკრა თავი და ასრუტუნდა -არ ვიცი,თეკლა,რა გავაკეთო,რა ვიღონო,ერთი თვეც არ დარჩა-ამოიგმინა საყვარელი ბაბუა და მუხლებზე დაემხო,თან ცდილობდა ხმის ტონის დარეგულირებას,აქაო და გურამმა არ გაიგოს და კიდევ უფრო არ ინერვიულოსო -დამშვიდდი,კატო,გაძლიერდი რაა, გურამის ხათრით გაძლიერდი..-მის გვერდით ჩაიმუხლა თეკლა და მონოტონურად დაიწყო თმებზე ფერება -არ შემიძლია,დავიღალე გეფიცები,ჯერ მხოლოდ ოცდახუთი წლის ვარ,თეკლა,რომ წარმოვიდგენ გურამის არ ყოფნას,გეფიცები სიცოცხლე მძაგს! -დამშვიდდი,საყვარელო,ერთად ყველაფერს გავუძლებთ,მაქსიმალურად ეცადე საავადმყოფოს მოერიდო და გურამთან იყო სულ სახლში -განადგურებულს რომ მხედავს გული უფრო სტკივა,მე კიდევ არ ვარ კარგი მსახიობი,არ შემიძლია,ვერ ვაკონტროლებ ემოციებს.. -დამშვიდდი..-კიდევ გაგრძელებას აპირებდა თეკლა,როდესაც მისაღებიდან გურამის ხმა მოესმათ,ორივე წამებში წამოდგა და ცრემლები მოიწმინდეს,ფინჯნები ლანგარზე დააწყვეს და თან სასუსნავებიც დაამატეს,კატომ კი გურამის წამალი და წყალიც დაამატა,ასე ხელდამშვენებულები გავიდნენ მისაღებ ოთახში,სადაც გურამი ელოდათ -მადლობა უფალს გამოჩნდით,დარეკვას ვაპირებდი უკვე,ხომ არ მომტაცეს ჩემი გოგონებითქო-ამოილაპარაკა გურამმა და კატოს მიწოდებული წამალი უხმოდ გამოართვა და დალია. -გურამ,როგორ გრძნობ თავს?-ჩაეკითხა ბაბუას -კარგად,კატო,კარგად,ნუ ამომიღე სული,შვილო,-თეკლას მიუბრუნდა ახლა-სადმე წაიყვანე რაა,ისედაც სულ მე დამყურებს თავზე,ან კიდევ საავადმყოფოშია,იქ გიგა რომ არ იყოს ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა -კარგი,გურამ,ახლა შევიყვან საძინებელში გამოვპრანჭავ და მოგტაცებ-წარბები აათამაშა გოგონამ,კატომ კი თვალები დაუქაჩა -არსად წამოსვლას არ ვაპირებ -ძალიანაც ცდებით,ქალბატონო, აუცილებლად წამობრძანდებით და ამას თქვენ არ წყვეტთ,გიგას დავურეკე და ჩვენს კაფეში გველოდება -მშვენიერია,ეკატერინე,გაყევი მე კიდევ ჩვენ მეზობელ ნათელას დავუძახებ-წარბები აათამაშა გურამმა -ეჰ,გურამ,გურამ,შენი გამოსწორება არ იქნება-ღიმილით ჩაიქნია თავი და წვერშეპარულ მოხუცს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა,შემდეგ კი საძინებელში გადაინაცვლეს,შავი კლასიკური შარვალი,თეთრი პერანგი და თეთრი კედები მოირგო ფეხზე,მარწყვისფერი ქერა თმები გაიშალა და უსწორ-მასწოროდ დაიყარა მხრებზე,მზისგან დამცავი კრემი წაისვა ფითქინა კანზე და მზის სათვალეც მოირგო -მზად ვარ-გაუღიმა დაქალს -ისევ ვერ დაივიწყე არა?-პირდაპირ,შესავლების გარეშე ჰკითხა თეკლამ,ხველა აუტყდა კატოს -არც მყვარებია -თუმცა გულგრილი არასდროს ყოფილხარ -ხო,ეგ მართალია,უბრალოდ არ მყვარებია არასდროს,შენც ხომ იცი არა? არ შემიძლია მის ახლოს ჰყოფნა,ზოგჯერ მგონია ჭკუიდან გადავდივარ,ასე მგონია ჰაერი აღარ მყოფნის -ეგ სიყვარულია,კატო.-მოწყენილმა გადახედა თეკლამ -არა,თეკლა,შენ თავს გეფიცები არ არის სიყვარული,ასე მგონია მის გარეშე ვერ გავძლებ,არადა დარწმუნებული ვარ შემიძლია მის გარეშეც.. -კარგი,არ გვინდა ამაზე,ვხედავ თანდათან როგორ იქუფრები,ჯერ კაფეში გავიდეთ,შემდეგ კი სადმე კლუბში,აშკარად გჭირდება გამოფხიზლება -როგორც იტყვი,უფროსო-მარჯვენა ხელის მტევანი საფეთქელთან მიიდო და გოგონა კვლავ გააღიმა ამ ჟესტით -წავედით მე მანქანით ვარ,მაგრამ აუცილებლად დავლევ,ამიტომ შენით წავიდეთ-თვალი ჩაუკრა დაქალს თეკლამ და კატოს გადატრიალებული თვალები საერთოდ არ შეუმჩნევია -გურამ,ჩვენ წავედით და რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე კარგი? საჭმელი გაზქურაზე დგას,თბილია,თუ გვიან გადაწყვეტ ჭამას შეგიძლია შეათბო,ხო ამაღამ გვიან მოვალთ და შეგიძლია არ დამელოდო-ჩამოურაკრაკა ბაბუას -გურამ,ნათელასთან არ იცუღლუტო-საჩვენებელი თითი დაუქნია თეკლამ მამაკაცს და აფხუკუნებული გავიდა კარში -შენი გამოსწორება არ იქნება,ასათიანო,ფხუკუნით გაჰყვა კატოც უკან და მანქანაში კომფორტულად მოთავსდნენ. მთელი გზა მოუსვენრად დაჰყავდა კატოს მანქანა,არ იცოდა როგორ მოეყვა მეგობრებისთვის თავისი პრობლემის შესახებ,რომ აუცილებლად სჭირდებოდა ვიღაც კაცი დროებით,დროებით რომ საქმროდ ან შეყვარებულად გამოეცხადებინა თავი,დარწმუნებული იყო,რომ გურამი არასდროს მოითხოვდა ქორწილს თავის სიცოცხლეში და არ "დააჩქარებდა" შეყვარებული წყვილის ურთიერთობას,ამიტომ მშვიდად უნდოდა ეპოვნა ვინმე და შემდეგ დასცილებოდა,ჩაფიქრებული მწვანეზე გაჩერებულიყო და ვერც უკან მდგომი მანქანების სიგანლი და ვერც თეკლას ძახილი ვერ გაიგო,ბოლოს როდესაც გოგონამ თავში წამოარტყა მაშინ მოვიდა გონს და გაზს ისე მაგრად დააჭირა რომ კინაღამ წინ მიმავალ მანქანას შეასკდნენ -კატო,ვერ გცნობ,რა გჭირს?-შეშფოთებული იყო თვით სიჩქარის მოყვარული თეკლაც -არაფერია,ჩავფიქრდი უბრალოდ-ტუჩზე იკბინა გოგონამ -მე დავჯდები საჭესთან გინდა? -არა,არა,მოვედით უკვე..-მანქანიდან უხმოდ გადმოვიდნენ და დაპროგრამებულივით მივიდა კატო თავიანთ მაგიდასთან,ასევე უემოციოდ გადაკოცნა გიგა და ფანჯარასთან ჩამოჯდა,კვლავ ფიქრებში გადაეშვა გოგონა,კვლავ იაზრებდა გონებაში პოტენციიურ კანდიდატებს,მაგრამ არავინ ახსენდებოდა,ბოლოს გიგას ძმაკაცი ანდრიუშა გაახსენდა და ანთებული თვალებით გადახედა სასურველ მამაკაცს -გიგუშ,შენი დახმარება მჭირდება-ხელი ხელზე მოუჭირა -როგორც იქნა გვიკადრე და დაგვიბრუნდი-მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა მამაკაცმა -ერთმანეთით დაკბობა გაცადეთ,ბიჭოო..-გაიწელა თვალების ფახულით კატო -შენ რა ხარ,ნეტავ იცოდე,დედაშენის მეგრული სისხლი ჩქეფს აშკარად შენს ძარღვებში,შემთხვევით ხარ სვანი -ახლა ის სვანი ეკატერინა გაიღვიძებს თუ არ მორჩები ლაზღანდარაობას- დაუღრინა მეგობარს და საკუთარ ნათქვამზე თვითონვე გაეცინა -კარგი,გისმენ საერთოდ ამ ბოლო დროს რა ხდება შენს თავს? -მოკლედ,ორივემ იცით გურამის ამბავი..-ცოტა ხანს შეჩერდა,თვალები დახუჭა,თითქოს ასე ცდილობდა ამ ყველაფრისგან გაქცევას,შემდეგ დაუბრუნდა აქაურობას და ღრმად ჩაისუნთქა- გურამმა მთხოვა რომ ჩემი გულისწორი გამეცნო მისთვის,მე კიდევ ისეთი დაბნეული ვიყავი უარი ვერ ვუთხარი და დავეთანხმე -კი,მაგრამ შენ ხომ შეყვარებული არ გყავს-ნერვულად გადაისვა გიგამ თმებზე ხელი და კენტს მოუკიდა,თეკლას არ დარჩენია უყურადღებოდ მამაკაცის ნერვუი ჟესტი და ჩაეღიმა -ხოდა საქმეც იმაშია რომ არ მყავს შეყვარებული,მე კიდევ არ ვიცი რა ვქნა-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ტუჩზე იკვნიტა -მე ვიქნები შენი შეყვარებული-გახარებულმა ჩაუძახა სიგარეტი საფერფლეში და თვალებაბრიალებულმა შეხედა გოგონას -ხო,აი,გიგა იქნება შენი შეყვარებული-კვერი დაუკრა გახარებულმა თეკლამაც -ეგ მეც ვიფიქრე,გიგა,მაგრამ არ გამოვა,გურამმა შენზე და თამუნაზე ყველაფერი იცის -ეშმაკმაც დალახვროს ეგ თამუნა!-ჩაიღრინა მამაკაცმა და მუშტები მოკუმა -არ ხვდებით? -ყელში ამოვიდა უკვე მისი უაზრობები.-თავი ჩაიქნია გიგამ და კატო ბედნიერებისგან ცას ეწვია,გაუხარდა საყვარელი მამაკაცი რომ აღარ იტანჯებოდა და სულ სხვანაირი თვალებითაც რომ უყურებდა -ვწუხვარ..-მოჩვენებითი დარდით გაუსვა მამაკაცს ლოყაზე ხელი,ამ უკანასკნელმაც ანთებული თვალებით გადახედა "მეგობარს" -არაუშავს,შენ ჩემს შემოთავაზე იფიქრე-კვლავ აუკიაფდა თვალებში რაღაც სხივი -არამგონია კარგი აზრი იყოს,გიგა.. -შენ იფიქრე მაინც.. -კარგი,ვიფიქრებ,-დააიმედა "მეგობარი" და ახლა კატომ გადახედა ანთებული თვალებით თეკლას,ამ უკანასკნელმა კი თვალი ჩაუკრა და ეშმაკურად ჩაიღიმა -როგორი გემრიელია ეს ნამცხვარი,ვგიჟები აქაურ ნამცხვრებზე -ხო,ეს ხომ შენი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარია-გაუღიმა გიგამ კატოს და გოგონას საშინლად ესიამოვნა მამაკაცის ყურადღება,თითქმის ყოველ დღე დადიან აქ და ყოველთვის ერთიდაიმავე ნამცხვარს უკვეთავს კატო,მაგრამ არ ეგონა მამაკაცი ამ ყველაფერს ყურადღებას თუ აქცევდა -ჰო..-გაბრუებული დაეთანხმა გიგას და მამაკაცის ღრმა ლურჯ თვალებში ჩაიკარგა, შემდეგ იგრძნო თუ როგორი დაჟინებით აკვირდებოდა ბიჭს და თავი მორცხვად დახარა,მთელი ამ დროის განმავლობაში თეკლა ჩუმად ადევნებდა მათ თვალს და ბედნიერად იღიმოდა. -უი,ანინე ავალიანი გავწერეთ დღეს და გული დამწყდა კატო რომ ვერ ვნახეო-ყავა გადასცდა კატოს,როდესაც გიგას ნათქვამი გაიგო -რაოო? მართლა ასე თქვა?-გაუკვირდა გოგონას ნათქვამი კატოს -ხო,ზუსტად ასე მითხრა,ის კიარა იმედია მალე ვნახავო -კაი,ღადაობ? რამე იცი წუხანდელზე და არ მეუბნები?-როდესაც მიხვდა რომ ზედმეტი წამოროშა გოგონამ თავი უკან გადააგდო და ღრმად ჩაისუნთქა -რა მოხდა გოგონა წუხელ?-წარბაწეულმა გადმოხედა დაქალმა -არაფერი,თეკლა.-გოგონას დაჟინებული მზერა დააიგნორა და ნამცხვარს შეექცა -ხომ იცი რომ თავს ჩემგან ვერ დაიძვრენ,დროზე მოყევი რა მოხდა!-მკაცრად ჩაილაპარაკა გიგა -არაფერიც არ მომხდარა,უბრალოდ კლუბში ვიყავი და ანინეს ქმარს ჩავუვარდი მკლავებში ჩემი ქმარი იყავი-მეთქი-მხრები აიჩეჩა გოგონამ -და ამას ასე მშვიდად ამბობ?-ყელზე ძარღვები დაბერვოდა მამაკაცს -ოფ,კარგი რა,გიგა,არ მეგონა რომ ცოლიანი იყო,გეფიცები,სახეზე არც დავკვირვებივარ,ორი ჭიქა დავლიე და მკლავებში ჩავუვარდი ვიღაც სხვა მეგონა და როდესაც საქორწინო რგოლი ვერ შევნიშნე მაშინ წამოვიბუტბუტე ეს სიტყვები,რომ ავხედე მერე უკვე გვიანი იყო,დაღლილსა და მთვრალს გული წამივიდა..-ყველაფერი დაზუსტებით მოუყვა მეგობრებს და რამდენიმე გიგას მწარე რეპლიკის მოსმენა და გადაყლაპვა მოუხდა,ბოლოს დაღლილმა ჩაიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა-იქნებ კლუბში წავსულიყავით? -იქაც რომ იგივე გაიმეორო?-გაბრაზებას ვერ იოკებდა გიგა -კარგი რაა,ნუ დაიწყებთ ძალიან გთხოვთ დიდი ხნის ცოლ-ქმარივით-მობეზრებულმა აიქნია თეკლამ ხელი -არა,შენ ამართლებ შენს დაქალს? -არ ვამართლებ,მაგრამ რაღაც ხომ უნდა ექნა? უბრალოდ გადაიღალა ემოციურად -შენც მის ნაირი გახდი!- ჩაიღრინა გიგამ და მანქანისკენ წავიდა,კატო უკან აედევნა -არ მოდიხარ?-მხარზე მოკიდა ხელი -მოდივარ,აბა ისევ კი არ დაგტოვებ მარტო!-თბილი გახდა წამებში გიგა და გოგონას შუბლზე აკოცა-უბრალოდ ჩემი მანქანით წამოვალ,მაინც მანქანით ვარ მოსული და..-კვლავ იგივე გაიმეორა და გახევებულ გოგონას მოსცილდა -აშკარად არ არის შენს მიმართ გულგრილი-უთხრა თეკლამ,როდესაც მანქანაში მოკალათდნენ -მეშინია..-ამოიკნავლა კატომ -რისი გეშინია?-გაიოცა თეკლამ -იმის რომ უბრალოდ გამომიყენოს..იქნებ ისევ უყვარს თამუნა -ვერ ნახე როგორი თვალებით გიყურებდა? ან როგორ ფიქრობ,როდესმე გატკენს გიგა?-გაბრაზდა თეკლა -მე რომ ვატკინო?-კვლავ ამოილუღლუღა გოგონამ -კი,მაგრამ შენ არ იყო კაფეში ანთებული თვალებით რომ უყურებდი? -კი,მე ვიყავი-დაეთანხმა გოგონა -აბა რა გჭირს?-გულწრფელად გაიკვირვა თეკლამ,კატომ კი უკანასკნელი კითხვა დააიგნორა და ფიქრებში წავიდა,მართლაც რა სჭირს,რატომ შეეცვალა ასე უცებ წარმოდგენა? კატო ის გოგო არ არის,უკვე სამი წელი რომ არის,რაც გიგას მიმართ რაღა სიმპატიები გაუჩნდა? მაშ რამ შეაშინა ახლა,რატომ იხევს ნელ-ნელა უკან,რატომ უხარია,მაგრამ თან რატომ სწყინს ეს ყველაფერი, რა მეტამორფოზა გაიარა კატომ? ალბათ იმიტომ წაიყრუა თეკლას ნათქვამი ,რომ პასუხი თვითონაც არ აქვს,ბოლოს მაშინ მოეგო გონს,როდესაც გიგამ მანქანა კლუბთან გააჩერა,შემდეგ თვითონაც დააპარკინგა,ტუჩსაცხი შეისწორა და მანქანიდან გადავიდა,გოგონები გვერდით ამოუდგნენ გიგას და კლუბში შევიდნენ,რაც უცებ ეცა გოგონას ცხვირში ეს იყო საშინელი სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნი,თავბრუ დაეხვა და მუცელში უსიამოვნო შეგრძნებამ იჩინა თავი,თუმცა ბართან მაინც მიჰყვა მეგობრებს და სასმელი მანაც შეუკვეთა,ოღონდ ამ ჯერზე ძალიან მსუბუქი კოქტეილი,მშვიდად წრუპავდა კოქტეილს მაშინ,როდესაც თავისი მეგობრები უკვე მესამე ჭიქა მარტინს სვამდნენ,მათზე გაეღიმა და თავი ჩაიქნია,იგრძნო მსუბუქმა კოქტეილმაც როგორ მიაღწია ტვინის უჯრედებამდე და როგორ მარტივად გადაკეტა დარდის შესაგრძნებად განკუთვნილი რეცეპტორები,სასიამოვნო სიმსუბუქე იგრძნო და ბარმენს კვლავ სთხოვა შეკვეთის განმეორება,სულ არ ადარდებდა მანქანით რომ იყო და საერთოდ არც ის რომ ალკოჰოლს ვერ იტანდა,ახლა მიხვდა რა მოსწონდა დასალევსა და ალკოჰოლში ხალხს,ხელი დაუქნია საცეკვაოდ წასულ "მეგობარსა" და დაქალს და საკუთარ კოქტეილს დაეწაფა კვლავ,ვერც იგრძნო ისე მიუახლოვდა ნაცნობი სხეული და როგორ აასრიალ-ჩაასრიაა მის მოშიშვლებულ ხელზე,ფეთიანივით წამოხტა და შებრუნდა უკან და ზუსტად მაშინ დაასკვნა რომ სისულელე იყო უკან შებრუნება,როდესაც ცხვირით ლუკას კისერში ჩაიძირა,ერთ ხანს გახევებული ისრუტავდა მამაკაცის სურნელს,შემდეგ ანინე გაახსენდა და სწრაფად გასწორდა მხრებში -უკკააცრავად..-ხმის გარდა ყველაფერი იყო ეს პირიდან წამოსული არაადამიანური ბგერები,უფრო კნავილი იყო,ვიდრე საუბარი -გამარჯობა,ექიმო,მე და შენ სალაპარაკო გვაქვს-გაუღიმა მამაკაცმა და წინ გადმოყრილი თმები უკან გადაუწია -გამარჯობა..-დაბნეულმა უპასუხა და სკამზე დაიკავა ადგილი,ლუკაც გვერდით მიუჯდა და სასმელი შეუკვეთა -ექიმო,სვამთ? საშინლად არ მომწონს ეს იდეა-ზედაც არ უყურებდა ისე საუბრობდა ლუკა,კატო კი მის თითოეულ სიტყვაზე იბნეოდა,ბოლოს ვეღარ მოითმინა მამაკაცის უტიფარი მზერა,მისი იდუმალი სიჩუმე და ეს უხერხული მდგომარეობა,შინაგანად სჭამდა სირცხვილის გრძნობა,ის ფაქტი რომ ცოლიან მამაკაცს ეფლირტავებოდა,მით უმეტეს თავისი პაციენტის ქმარს საშინლად სტკენდა გულს,ფეხზე წამოდგა,მამაკაცს მხრებში ჩააფრინდა და მისკენ შემოაბრუნა -თქვენ... თქვენ კარგად ხართ? როგორ მესაუბრებით,თითქოს ვიღაც ქუჩის ქალი ვიყო,რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებები,არ გააჩნია საკუთარი ტავის პატივისცემა და სიამაყე,თქვენ რა მართლა გგონიათ რომ თქვენს უტიფარ ფლირტში აგყვებით?-ანთებული თვალებით ეჩხუბებოდა მამაკაცს და ძლიერად სცდილობდა მის შენჯღრევას,თუმცა მამაკაცი იმაზე უფრო ძლიერი იყო ,ვიდრე მას წარმოედგინა,ძვრაც ვერ უყო,კვლავ აპირებდ აგაგრძელებას,როდესაც მამაკაცმა ზურგზე ხელი შეუცურა და თავისკენ მიიზიდა,კატო წამიერად დაიბნა,დააბნია მისმა შეხებამ და სხარტმა მოძრაობან,იფიქრა ახლა მაკოცებსო და ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა,როდესაც ლუკა მიხვდა ყველაფერს და ტუჩის კუთხე ჩატეხა კვლავ აპირებდა ჩხუბის დაწყებას,მაგრამ ლუკამ დაასწრო -საკუთარ თავს ნუ ამცირებ თავად,კატო,მე შენთვის მსგავსი არაფერი მითქვამს და ძალიან გთხოვ ეცადე თავი ხელში აიყვანო და წინასწარი დასკვებისგან თავი შეიკავო-ირონიულად გადახედა გოგონას და ჯინზე არ გაუშვა უკან მოხვეული ხელი -კარგი,მაშინ ამიხსენი რა ხდება და საერთოდ რას ითხოვ ჩემგან,საშინლად მრცხვენია შენი ცოლის და სინდისი მჭამს შიგნიდან,ასე მგონია ვიღაცის გრძნობებს ვუღალატე...-ლუკა ერთ ხანს დადუმდა,თვალებში,გამჭირვალე თვალებში,რომელიც გადაშლილი წიგნივით ყველაფერს საუბრობდა კატოზე,მის სისუფთავეზე,ჩააჩერდა და წამითაც გაიფიქრა ფრთაშესხმული ანგელოზიაო,მერე აზრები გაფანტა და გოგონას ნერვიულობისგან აკანკალებული ხელი თავისაში მოიქცია -ნუ დარდობ,კატო,ანინეს ყველაფერი ვუთხარი შენს შესახებ,ისიც ვუთხარი რა წინადადებაც დამისვი და ამის შესახებ მინდა გესაუბრო,სანამ ნერვიულობას დაიწყებდე,მინდა გითხრა რომ ანინე თანახმაა ვითამაშოთ ეს როლები..-გაგრძელებას აპირებდა,როდესაც მათ გაბრაზებული გიგა მიუახლოვდა და გოგონას თავი იმ მგელივით გამოსტაცა,რომელიც საკუთრებას იცავს და სცდილობს არავის უწილადოსო,აბრიალებული თვალებით გადახედა ლუკამ ჯერ გიგას,შემდეგ კი კატოს და ფეხზე წამოდგა,თეთრი პერანგი გაისწორა და კატოს შეუბრუნდა -კატო,სალაპარაკო გვაქვს! -კატოს არაფერი აქვს შენთან სასაუბრო -გიგა ხომ?-ამრეზით გადახედა ლუკამ მამაკაცს -დიახ!-მკაცრად მიუგო გიგამ -ძალიან გთხოვ ისე ნუ იქცევი თითქოს კატო შენი საკუთრება იყოს!- შეუღრინა მამაკაცს,გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და მშვიდი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ და კატოც თან წაიყოლა.. &&& ჰმ... ცოტა ინტრიგაც შემოვიტანეე,იმედია მოგეწონებათ,ჩემო საყვარლებო,ვიცი არეულ-დარეული იქნება,ძალიან გადაღლილი ვარ,მაქსიმაურად ვეცადე თავი გამედიდებინა,მაგრამ რა ვქნა არ გამომდის,მხოლოდ ამ დონემდე ქაჩავს ტვინი (ვიცინი) თან არ მინდა ძალიან მალე რომ განვავითარო სიტუაციაც. მადლობა რომ კითხულობთ. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.