საკუთრება.[2]
თვალი როდესაც გაახილა ირგვლივ ჯერ კიდევ ტრიალებდა ყველაფერი,ზანტად წამოსწია თავი და თვალები მოჭუტა,ცდილობდა რაიმე სილუეტი გამოეყო ამ სრული ქაოსისგან,ბოლოს უღონოდ მიესვენა საკმაოდ რბილ ბალიშს,წამწამები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და ღრმად ჩაისუნთქა,შემდეგ ძალიან ნელა წამოიწია ისევ და ახლა უკვე მკვეთრად განასხვავა ერთმანეთისგან ყველაფერი,მართალია ბნელოდა,მაგრამ ოთახი საკმაოდ განათებული იყო მთვარის შუქით,კადრებივით გაურბინა გასულმა ღამემ და ხელი თავში წაირტყა,აქაოდა ღირსი ხარო,თუმცა საკუთარი თავი მაინც შეეცოდა,ფრთხილად გადმოჰყო ჯერ მარცხენა,ხოლო შემდეგ მარჯვენა ფეხი და როდესაც დაინახა რომ მხოლოდ მამაკაცის პერანგის ამარა იყო საშინლად შერცხვა. მაქსიმალურად ეცადა ჩუმად გასულიყო და თავისი ტანსაცმლები დაეკრიფა,თუმცა იმდენად მოუხერხებელია ჯერ სანათს შეასკდა და იატაკზე დაანარცხა,შემდეგ ტუმბოზე მდგარ საათზეც მოუხვდა ხელი და უკანასკნელი წვეთი იყო სავარძლის მხარს რომ გაჰკრა ფეხი და გმინვით დაეცა ცივ იატაკზე,გულში ოცნებობდა რომ მამაკაცს არ გამოღვიძებოდა,მაგრამ ფიქრის დასრულება და მამაკაცის შემოსვლა ერთი იყო -როგორი მოუხერხებელი ხართ,ექიმო-ირონიულად ჩაიქირქილა ხმამ და მთვარის შუქზე უფრო დაბნელებული გაუხდა მამაკაცს ყინულივით ცივი თვალები. -მე..მაპატიეთ..უნდა წავიდე..-სახე წამოუხურდა,როდესაც გაიაზრა ვის სახლში იყო,საშინლად შერცხვა იმის რომ ცოლიან მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა,საშინლად დამამცირებელი კითხვა დაუსვა და შემდეგ მის ხელებში რომ ჩაესვენა -ჰო? ჩემი პერანგით? ამ შუა ღამე?-ის იყო კარებში უნდა გასულიყო,როდესაც მამაკაცის ბოხი,ხრიწიანი ხმა მოესმა და ადგილზე გაიყინა,გაიფიქრა,ხმაც თვალების მსგავსაც გამყინავი აქვსო და არც უცდია ჰაერში გაშეშებული ფეხის უკან წამოღება,იდგა ასე გაშეშებული მანამ,სანამ მამაკაცის ხელები არ იგრძნო მხრებზე -უნდა წავიდე..-განაგრძობდა კატო ლუღლუღს და მამაკაცი მაქსიმალურად იკავდებდა თავს რომ არ ახარხარებულიყო -დამშვიდდი,დამშვიდდი,არაფერს დაგიშავებ-ხელები უკან წაიღო და თვალებში ჩახედა გოგონას.. -მე..მაპატიე..მაპატიე ასე რომ ჩამოგეკიდე კისერზე..-ფეხის თითებს დაჰყურებდა გოგონა თავჩახრილი და ცდილობდა გამბედაობა მოეკრიფა -არაუშავს,მთვრალი იყავით,ექიმო..-წოდება უფრო გამოკვეთა და ცალყბად გაიცინა -არა,არა,ჩემს ქმარს ასე რომ დაკიდებულიყო ვინმე მთვრალი ალბათ თმებს ღერა-ღერა დავაცლიდი-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა -კიდევ კარგი ქმარი არ გყავთ-გაეცინა მამაკაცს -სამაგიეროდ თქვენ გყავთ ცოლი და ჩემი აქ ყოფნა არასწორია -რას გადაეკიდე ამ ჩემს ოჯახურ მდგომარეობას,ჩემი საყვარელი ხომ არ ხარ,რამეს რომ ვაშავებდეთ-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მზერა კიდევ უფრო ირონიული გაუხდა -როგორ ბედავთ!- დაიღრინა კატომ და ხელი ასწია,რათა მამაკაცისთვის დაერტყა,თუმცა როდესაც იგრძნო როგორ საკმაოდ მოშორდა პერანგის ბოლოები მის ფეხებს და როდესაც მამაკაცის თვალებს გააყოლა მზერა,გაშეშებული ხელი ეგრევე დაბლა დაუშვა და ბოლოებს დაწვდა -ასე უკეთესია,დამჯერო ექიმო.-ჩაიქირქილა ხმამ და გოგონას საწოლისკენ მიუთითა,დაბნეული კატო არეული ნაბიჯებით წავიდა საწოლისკენ და როდესაც კვლავ უნდა დაჯახებოდა სავარძელს,სწორედ მაშინ იგრძნო მამაკაცის ძლიერი ხელების მოხვევა მუცელზე და წამებში იგი ფუმფულა საწოლში აღმოჩნდა,ბალიშზე კომფორტულად მოკალათდა და ტუჩები გააწკლაპუნა,მამაკაცს ჩაეღიმა და ტუმბოზე მდგომი სასწაულებრივად გადარჩენილი წყალი გაუწოდა გოგონას,მანაც ღიმილით წამოსწია თავი და ტუჩები გამოსწია,იმის მისანიშნებლად რომ თავისი ხელით დაელევებინა წყალი,ისევ გაიღმა ბიჭმა და წყლის ჭიქა გოგონას ტუჩებს შეახო,ღიმილით აკვირდებოდა გოგონას ნაკვთებს,მოწითალო თმებს,რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ წითლები,ერთ ხანს ჩუმად უყურა და მისთვის ამოილუღლუღა -მარწყვისფერი ქერა..-კატოს ყურთასმენას არ გამოჰპარვია ეს ყოველივე და ნახევრად მძინარებ ჭყიტა თვალები -ჰა? რა თქვი? -გაბადრული თვალები შენათა მამაკაცის ყინულივით ცივს და მგონი მცირე ნაწილი გაადნო კიდევაც -მარწყვისფერი ქერა თმები გაქვს.-დაუზუსტა მამაკაცმა და გოგონას ყურებამდე გაკრეჭილ სახეს კითხვის ნიშნიანი მზერით შეხედა-რა?-გაუკვირდა ლუკას -ერთადერთი ხარ,ვინც ჩემი თმების ზუსტი ფერი დაასახელა -ჰო?-სასხვათაშორისოდ წამოიძახა ლუკამ -ჰო..-დაეთანხმა კატოც -დაიძინე,გვიანია..-თავზე ხელი გადაუსვა მამაკაცმა და წამოდგომას აპირებდა,როდესაც სუსტმა მტევნებმა გააჩერეს -ისა...-ჩაფიქრდა გოგონა,აშკარად სახელის გახსენება სურდა,თუმცა როგორ გაიხსენებდა,როდესაც არც ჰქონდა მისთვის ნათქვამი,მამაკაციც მიუხვდა -ლუკა,ლუკა მქვია-გაუღიმა გოგონას -ჰო,ლუკა,გთხოვ,მანამ არ წახვიდე სანამ არ ჩამეძინება რა...მარტო არასდროს მძინავს..-განუმარტა სიტუაცია,როდესაც მამაკაცის გაოგნებულ თვალებს შეეჩეხა -კარგი,მაშინ სავარძელში ჩამოვჯდები,აქვე ახლოს-გაუღიმა გოგონას და სავარძელზე მიუთითა,რომელიც საწოლის გვერდით იდგა,გოგონამ თავი ისე დაუქნია რომ არც თვალები გაუხელია და მითუმეტეს მამაკაცისთვის ხელი არ გაუშვია,უშფოთველად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში და მყისიერად მოსცილდა რაღაც ნაბადი ზურგიდან... ლუკა დიდ ხანს აკვირდებოდა მშვიდად ფშვინვარეს და უკვირდა,როგორ განიცდიდა გოგონა სრულ მეტამორფოზას დილა-საღამოს. საღამოს ისეთი უშფოთველი და ბავშვური იყო. დილით კი სასურველი,სექსუალური ჩამოყალიბებული ქალი. თავი ღრენით გააქნია და როდესაც გოგონას ძილბურანში ყოფნაზე დარწმუნდა ხელი ფრთხილად გაინთავისუფლა და ფეხაკრეფით დატოვა ოთახი... დილით კატო მზის სხივებმა გააღვიძეს,თვალები არც გაუხელია ისე წაუშინა ფანჯარას ბალიში,ხოლო როდესაც ტვინმა ყველაფერი გაიაზრა,თუ სად იყო და ვის სახლში იმყოფებოდა სწრაფად წამოხტა ფეხზე,თავისი ქვედაბოლო და პერანგი მოძებნა და სწრაფად გადაიცვა,მაღლებსაც დაავლო ხელი და ნელი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე,ის იყო სახლიდან უნდა გასულიყო,როდესაც მამაკაცის ხმა მოესმა -სად მიიპარები?,უსაუზმოდ უნდა წახვიდე სამუშაოდ?-ადგილზე შეხტა გოგონა -არ მინდოდა შენი შეწუხება-მალევე იპოვა გამოსავალი და ღიმილით შებრუნდა უკან -დილით რომ არ ვისაუზმო ალბათ შუა დღემდე ცოცხალი ვერ მივასწრებ,აქამდე სულ ანინე მიმზადებდა საჭმელს,მაგამ რაც საავადმყოფოში წევს მას მერე მე მიწევს ჩემით გამზადება-აუხსნა მამაკაცმა და გოგონას ხახაში გადასასველი ფორთოხლის წვენი გადასცდა,გაახსენდა რომ იმ მამაკაცს,რომელსაც გასულ ღამეს საქმროდ ყოფნა სთხოვა ცოლიანი იყო,ლუკამ ეშმაკურად გადახედა და მოჩვენებითი შეშფოთებით ჰკითხა-ექიმო,კარგად ხართ? რა დაგემართათ? -აამ.. არაფერი,უბრალოდ უნდა წავიდე აუცილებლად -როგორ,არ ისაუზმებ?-გაკვირვებულმა შეხედა მამაკაცმა -არა,დილით ვერ ვჭამ ხოლმე-სახე დამანჭა გოგონამ -კარგი რა,გპირდები ჩემი ცოლი არაფერს იტყვის,ის კიარა მოვუყევი წუხელ ჩვენთან რომ დარჩი და გაუხარდა კიდევაც,აბა საავადმყოფოში რომ პატივს გვცემს,რომ გაუჭირდება ჩვენც ხომ უნდა ვცეთო პატივი?-მხრები აიჩეჩა ლუკამ და გოგონას ომლეტი გაუწოდა -არა,მართლა ვერ ვჭამ დილით,თორემ არ მერიდება..-გაიწელა კატო და ნერვების დასაწყნარებლად მოკრიალებულ მინის მაგიდაზე დაიწყო ფრთხილების კაკუნი -კარგი,მაშინ მე შევჭამ და შენ დამელოდე,თუ გინდა ნაყინი მაქვს მაცივარში და ჭამე-სასხვათაშორისოდ თქვა მამაკაცმა,მაგრამ როდესაც გოგონას ანთებულ ღვალებს შეეჩეხა სწრაფად წავიდა მაცივრისკენ -შოკოლადის გააქვს?-კვლავ გაიწელა კატო -მაქვს-თავი დაუკრა ლუკამ -კარგი,მაშინ მინდააა-აცქმუტუნდა ორი წლის ბავშვივით და ტაში შემოკრა,როდესაც საყვარელი ფირის შოკოლადის ნაყინი დაიგულა მის წინ,ლუკა ღიმილით აკვირდებოდა მანამ,სანამ გოგონამაც არ ჩახედა თვალებში,შემდეგ უსიტყვოს ააცილა მზერა და თავის ომლეტს შეექცა. -მორჩი? მეც მოვრჩი-უთხრა,როდესაც გოგონამ ბოლო ლუკმა ყბაში გაიქანა,კატომ თავი უსიტყვოდ დაუქნია და ფეხზე წამოდგა-კარგი წამოდი ამას მერე ავალაგებ,როოცა დავბრუნდები გაუიმა გოგნას და კარში გაატარა... კაბინეტის კარებში გაგიჟებული გიგა შეეგება და როდესაც ნაცნობი სხეული დალანდა გულში ისე ძლიერად ჩაიკრა,რომ ყველა ძვალი აატკივა -როგორ შემაშინე რომ იცოდე,კატენკა-ლუღლუღებდა და მონოტონურად კოცნიდა შუბლზე -კარგად ვარ,გიგა,მაპატიე რა.. -მეგონა დაგკარგე,მეგონა ვეღარასდროს გნახავდი და კინაღამ მოვკვდი-კვლავ განაგრძობდა გიგა და ვშიშობ აფექტის მდგომარეობაში გრძნობებში უტყდებოდა გოგონას -გიგა,დამშვიდდი რაა.. გეხვეწები,კარგად ვარ,გურამი როგორ არის მიკითხა? -კი,გიკითხა,მაგრამ ვუთხარი არ ცალია ცვლაშია-მეთქი-მალევე მოეგო გონს გიგა -კარგი,ახლა სახლში გავივლი და გამოვიცვლი და მერე ყველაფერს მოგიყვები-სახლში წავიდა გიგას მანქანით და გამოიცვალა,შემდეგ ბაბუას შეუარა პალატაში და თმებზე ხელი გადაუსვა -მოხვედი ბაბუას სილამაზე?-გაუღიმა გურამმა,აშკარად დასუსტებულა -მოვედი,ბაბუ. -მთელი გაზაფხული შემოიტანე,ბაბუ,ოთახში,მთელი გაზაფხული,გაზაფხულივით თბილი და ფერადი ხარ,შენ შემოგევლოს შენი გურამი -როგორ გრძნობ,გურამ,თავს? ხომ ხარ ჯანზე?-ოთახში გიგა შემოვიდა -კარგად ვარ,შვილებო,თქვენ გხედავთ და მე ცუდად რაღა გამხდის-ამოიბუტბუტა ცოტატი მისუსტებულმა მოხუცმა -გურამ,წამლებს ხომ იღებ?-მოჭუტული თვალებით ჰკითხა ბაბუას -კი,შენი ჭირიმე,ყველა წამალს ვიღებ,აგერ გიგას კითხე თუ არ გჯერა-თითი გიგასკენ გაიშვირა გურამმა და სამივეს სიცილი აუტყდა პალატაში -გავალ,გურამ,აგერ გიგას გიტოვებ გასართობათ,მოვინახულებ პაციენტებს და ისევ შემოგივლი -მიდი,ჩემო გაზაფხულო,მიდი.-გაუღიმა გურამმა. კატომ პალატა დატოვა და გეზი ანინე ავალიანის პალატისკენ აიღო,რაც გამონაზარდი ამოაჭრეს მკერდიდან მას შემდეგ მგონი ცუდად არ უნდა გრძნობდეს გოგონა თავს,ყოველ შემთხვევაში შემოწმება აუცილებელია რომ ანთება და სხვა დანარჩენი საშიშროებები არ წავიდეს ორგანიზმში,როგორ არ უნდა ახლა ამ პალატაში შესვლა,მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს,ესირცხვილება,თვალებში ჩახედვა არ უნდა,ასე ჰგონია უღალატა ამ სრულიად უცხო გოგონას.. არადა საავადმყოფოში ერთ-ერთი ძლიერი და მთვარი ქირურგია,ამ ადგილისთვის მთელი ათი წელი ბრძოლობდა,ჯერ მედ-და იყო,შემდეგ დამხმარე ქირურგი,საბოლოოდ კი მოვიდა ამ ადგილამდე და ასე ერთი ხელის მოსმით არ აპირებს ამ ყველაფრის დათმობას,მით უმეტესს,როცა დედ-მამის ხათრით გახდა ქირურგი,მათი ხსოვნის საპატივცემულოდ,დაიფიცა რომ მაქსიმალურად ეცდებოდა პაციენტების გადარჩენას,ღრმად ჩაისუნთქა და კარებზე დააკაკუნა,შემდეგ ფრთხილად შეაბიჯა პალატაში და როდესაც გოგონაზე აკრული ლუკა დაინახა საკუთარი თავი გულში ათასჯერ მაინც დაწყევლა -მე..ისა..მაპატიეთ,ანინე,უნდა გამესინჯეთ,არ ვიცოდი თქვენი ქმარი აქ თუ იყო-ჩაახველა და როდესაც გოგონას სიცილი მოესმა თვალები ჭყიტა,გოგონას დააკვირდა სახეზე,რამე ხომ არ უჭირსო- ანინე,კარგდ ხართ?-ფრთხილად მიუახლოვდა გოგონას -კი,კი კარგად ვარ-როგორც სჩანს სული მოითქვა გოგონამ,შემდეგ ლუკას შეუბრუნდა- როგორი თავხედი ხარ!-გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და შემდეგ ისევ კატოს მოუბრუნდა -შემიძლია გაგსინჯოთ? -კი,რა თქმა უნდა,შეგიძლიათ,ლუკა,თუ შეიძლება დაგვტოვე,საყვარელო.-თავი უხერხულად იგრძნო კატომ,როდესაც მამაკაცმა შუბლზე მოწყვეტით აკოცა გოგონას და საკუთარი თავი შეეციდა,ასეთი ბედნიერება რომ არასდროს ჰქონდა განცდილი.. -კარგი,მოდი ხელები ასწიე-მითითება მისცა გოგონას,როგორც კი ლუკა პალატიდან გასული დაიგულა,გოგონაც დაემორჩილა და ხმა მანამ არ ამოუღია,სანამ კატო პროცედურებს არ მორჩა -ყველაფერი რიგზეა?-აათვალიერა კატო -კი,ყველაფერი წესრიგში გაქვთ,თქვენ არ იცით რამხელა რაღაცას გადარჩით -შენი ოქროს ხელების გამოა ეგ,დიდი მადლობა..-ცოტა ხანს შეყოვნდა გოგონა -კატო,კატო მქვია-გაუღიმა ანინეს -ხო,დიდი მადლობა,კატო-საპასუხოდ ანინემაც გაუღიმა და ალმაცერად შეათვალიერა-წუხელ ჩვენთან იყავი არა?-გოგონას ნერწყვი სასულეში გადასცდა ლამის,როდესაც ბოლო კითხვა მისწვდა მის ყურთასმენას,ხველება აუტყდა და სახეზე წამოწითლდა-კატო,კატო,კარგად ხარ?- შეშინებული ჩაეკითხა ანინე -კი,კი,მადლობა,კარგად ვარ,უბრალოდ სხვა პაციენტებიც უნდა მოვინახულო,ბოდიში-კაკუნით ისე დატოვა იქაურობა,რომ გოგონას არც ერთ სიტყვის თქმა არ აცადა,გვერდი ისე აუარა კარებთან ატუზულ ლუკას,რომ მისთვის არც შეუხედავს,სხვა პაციენტებიც გასინჯა და ბოლოს ისევ გურამის კარებთან შეჩრდა და სახეზე ღიმილი აიკრა გოგონამ -აბა,გურამ,მზად ხარ სახლში დასაბრუნებლად?-გაუღიმა მოხუცს -ეჰ,შვილო,მაგისთვის უკვე მთელი დღეა მზად ვარ,მაგრამ აბა ვინ მიჯეებს მე?-ხელი ფარულად გიგასკენ გაიშვიდა და კატოს სიცილი აუტყდა გიგას გულუბრყვილო სახეზე კიდევ უფრო მოუმატა სიცილს და ბაბუას გაბადრული მოეხვია -კარგი,ბატონო გიგა,ამ ჯერზე ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მსურს-ტუჩები გააწკლაპუნა და ბაბუას წამოდგომაში მოეხმარა,კარებში ერთად გამოვიდნენ,შემდეგ თეთრი ხალათიდან მანქანის გასაღები ამოაძვრინა და ხალათი გიგას გაუწოდა -გიგა ექიმო,ამაღამ გელოდებით ჩვენ სახლში-თვალი ჩაუკრა გურამმა და იქაურობა მშვიდი ნაბიჯებით დატოვებს ბაბუა-შვილიშვილმა,სალხში ახალი შესულები იყვნენ,როდესაც ტელეფონი ამღერდა,ეკრანს დახედა და როდესაც საუკეთესო მეგობრის სახელი ამოიკითხა ბედნიერებისგან თვალები გაებადრა და ყურებამდე გაეკრიჭა -არაა,თეკლა,ჩამოხვედიიი?-გაიოცა გოგონამ და ტუჩებზე იკბინა -დიახ,ქალბატონო,კხმ-ჩაახველა-უკაცრავად საქალბატონე ეკატერინა,და თუ შეგიძლიათ რომ კარები გამიღოთ?-აკისკისდა გოგონა და კარს იქეთ გაიგო თეკლას სიცილი,ტელეფონი ღიმილით გაუთიშა და საკეტი გადაატრიალა,რათა კარი გაეღო -ჰა,აბა ვის მოვენატრე?-წარბები აათამაშა თეკლამ და დიდი ხნის უნახავი დაქალი გულში ჩაიკრა -ძალიან მომანატრე შე საძაგელო თავი,ასე უნდა დაქალის დავიწყება? აბა ყოველ დღე დაგირეკავ სკაიპშიო?-სწრაფად დატუქსა დაქალი და უკან აედევნა,როდესაც ხელის ქნევით გურამისკენ წავიდა თეკლა -გურამ,ეს ვერ მოარჯულეთ? -თეკლა,როგორ მომენატრე,შვილო.-გაუღიმა გურამმა და ხელები მოხვია -მეც ძალიან მომენატრე გურამ პაპა,ხო,რას გეკითხებოდი,ეს ვერ მოირჯულე-მეთქი?-თითით კატოსკენ ანიშნა -მგონი მორჯულებულია შვილო მაგი,დამპირდა ჩემს გულისწორს გაგაცნობო და ველოდები მეც-გულში გაკაწრა რაღაცამ კატოს,როდესაც გასული ღამე და საერთოდ ფუჭი დაპირება გაახსენდა,ღრმად ამოიოხრა და თეკლას მიუბრუნდა -წამო,ყავა არ გინდა? მე თან გავაკეთებ,შენ მეჭორიკნე,- თვალი ჩაუკრა დაქალს და გურამს მიუბრუნდა- გურამ არ მოიწყინო,შენც გაგიკეთებ და გამოგიტან შენს საყვარელ შოკოლადთან ერთად-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სამზარეულოსკენ წავიდნენ კურტუმოს ქნევით... &&& ესეც ასე,ესეც მეორე თავი,იმდია მოგეწონათ,მადლობა რომ კითხულობთ და თქვენ მოსაზრებებს აფიქსირებთ,ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის. კიდევ ერთხელ მადლობა. მიყვარხართ თქვეენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.