შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[4]


3-07-2016, 23:33
ავტორი Nina))
ნანახია 3 994

გააზრებაც ვერ მოასწრო კატომ ისე სწრაფად ჩაავლო მამაკაცმა ხელი და გასასვლელისკენ მშვიდად დაქაჩა,თუმცა გოგონა მალევე მოეგო გონს და ხელი გამოგლიჯა,განზე გადგა და ღრენით გადახედა

-შენ დაწყობილი ხარ? როგორ ბედავ,როგორ ბედავ და ნივთივით როგორ მექცევი,მკითხე მაინც,იქნებ არ მინდა წამოსვლა?!
-ჩვენ სალაპარაკო გვაქვს,მე შემიძლია შენი დახმარება
-ვიცი, ვიცი რომ შეგიძლია,მაგრამ შეგვიძლია ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ,ახლა მეგობრებთან ერთად ვარ და მე მათ გარეშე არსად წავალ,მათთან ერთად მოვედი და მათთან ერთადვე დავტოვებ ამ კლუბს,მართალია დახმარება მე მჭირდება და სულაც არ ხარ ვალდებული დამეხმარო,მაგრამ ძალიან გთხოვ,თუ დახმარება გჭირდება ხვალ იცი სადაც უნდა მიპოვო..-მამაკაცს მკრთალად გაუღიმა და მეგობრებისკენ დაიძრა გიგას ირონიული მზერა დააიგნორა და ლუკასთვის განკუთვნილი ვისკი ერთი მოყუდებით ჩაცალა. ლუკა? ლუკა კი უხმოდ მიბრუნდა და გაიკვლია გზა გასასვლელისკენ.

-გეფიცები,სადმე რომ გადამეყაროს ეგ ნაგავი ალბათ შუაზე გავგლეჯ-იღრინებოდა გიგა,თუმცა კატომ მალევე შეაჩერა
-და რატომ არის ნაგავი? იმიტომ რომ დახმარება შემომთავაზა? რატომ გაგლეჯ? იმიტომ რომ ჩემი სიმთვრალით არ ისარგებლა,და მიუხედავად იმისა რომ მთვრალს არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა და შემეძლო უპრობლემოდ ავყოლილიყავი ვნებაში მაგიტომ?-თვითონაც არ იცოდა რატომ იგესლებოდა კატო,მაგრამ არა, ძალიან კარგადაც იცოდა,უსამართლობას ვერ იტანს ადამიანში,ზოგადად არ შეუძლია უსამართლოდ იყოს,ახლა კი ვერაფრით გაჩერდებოდა,მერე რა რომ თითქმის არც იცნობს ლუკას,მერე რა რომ მათი პირველი დიალოგი არ იყო სახარბიელო,მამაკაცმა იმხელა დიდსულოვნება გამოიჩინა მთვრალი ქალის მიმართ,ამით ალბათ ცხოვრების ბოლომდე იქნება კმაყოფილი,ასეთები ამ საუკუნეში იშვიათობები არიან
-შენ რა,კატო,მას იცავ?-ეჭვიანობისგან ალბათ კანიდან ამოხდებოდა გიგა,და მიუხედავად კატოს იმ ღრმა სიმპატიებისა,რომელიც მამაკაცის მიმართ ამოძრავებდა და გრძნობდა,მიუხედავად ამ ყველაფრისა საშინლად მოუნდა ერთი გემრიელი მუშტი ეთავაზებინა გიგასთვის,მხოლოდ იმიტომ რომ დაუნახავი იყო..
-მე ლუკას კი არა,სიმართლეს ვიცავ,გიგა!
-არ მჯერა,როდის მერე გახდი ასეთი?-არ ცხრებოდა მამაკაცი
-და შენ როდის მერე მიმართავ ეჭვიანობის სცენებს?-მოულოდნელად მოუჭრა გიგას,მამაკაცი ალბათ კიდევ ეტყოდა რამეს,ან იქნებ არც კი ჰქონდა სათქმელი,ნუ ყოველ შემთხვევაში მათი კამათი,რომელიც ცოტა ხანში ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა,რომ არ ჩარეულიყო თეკლა,რომელიც მობეზრებული იყო მეგობრების ჩხუბის ყურებით,მათ შორის ჩადგა და ორივეს თვალ წინ ხელი აუფრიალა
-აქ ხაართ? დამშვიდდეთ იქნებ,რაზე იშლით,ხალხო,ნერვებს? სად წავიდა ის თავქარიანი ბიჭი გიგა? ან შენ-ახლა კატოს მიუბრუნდა-სად წავიდა ის გოგო,რომელიც მეგობრებთან ყოველთვის ერთობოდა და არასდროს ცდილობდა ჩხუბს? არ გადამრიოთ,რა დაგემართათ,ასაკმა თავისი გაიტანა თუ რა ხდება?-იღრინებოდა გოგონა და გაჩერებას არ აპირებდა,როდესაც კატომ პირზე ააფარა ხელი
-ნუ ხვანცალებ,დამშვდდი და დავლიოთ-აკისკისდა მეყსეულად
-ნუ რას ვშვები?-სიტყვა ეუცხოვა გოგონას
-ნუ ხვანცალებ-კვლავ აკისკისდა
-აცადე,თეკლა,მეგრული სისხლი მაინც თავისას შვება-აუხსნა გაკვირვებულ თეკლას წამებში გამხიარებულმა გიგამ
-ღმერთო ჩემო,თქვენ შეგვიწირავთ მე და ჩემს ნერვებს-თვალებგადატრიალებულმა ჩაიდუდღუნა თეკლამ და მატრინი სწრაფად ჩაცალა
-კარგით,კარგით-ხელები აიქნია კატომ
-თეკლა,გინდა მოგიყვე იმ ისტორიის შესახებ,რომელიც არავინ იცის? კატოს პირველი დღის სესახებ საავადმყოფოში-წარბები ეშმაკურად აათამაშა გიგამ და აწიკვინებულ კატოს პირზე ააფარა ხელი,როდესაც კატომ უკბინა ფეთიანივით გამოსწია ხელები და ოხვრას მოჰყვა-ღმერთო ჩემო,სასწრაფოდ,სასწრაფოდ წავიდეთ კლინიკაში,თორემ ცოფი გადმომედო-ოსტატურად იქნევდა მამაკაცი ხელებს და კატოს მიმიკებზე ბევრს იცინოდა
-ცოფი,ცოფი გადაედო უშველეთ-გამოაჯავრა გოგონამ და ენა გამოუყო
-მიდი რა,გიგა,მოყეევიი.-გაიწელა თეკლა და კატოს ანიშნა გაჩუმებულიყო-გაჩერდი,თორემ სასწაულს გიზამ
-ოოფ,კარგი რა,გიგა,ასე არ შეიძლებააა-წარბები ააფახულა გოგონამ
-მოკლედ,ამაყად მოაბიჯებდა საავადმყოფოში,თავი ჰქონდა მაღლა აწეული,მაგრამ სახეზე ეგრევე ეტყობოდა როგორ ეშინოდა სისხლის
-ტყუილია,ისეთი სუსტი არასდროს ვყოფილვარ სისხლის რომ შემშინებოდა
-მაცადე მოყოლა,აშკარად სახეზე გეტყობოდა,პირველი ორი დღე მხოლოდ წამლებს აწვდიდა პაციენტებს,ხოლო მესამე დღეს ნანა,ჩვენი მთავარი ქირურგი დაადგა თავზე და უთხრა ადამიანს აპენდიციტი უნდა ამოაჭრაო,უნდა გენახა სახეზე როგორ გადაუბრუნა ცისარტყელაას ფერებმა,ხმა ვერ ამოიღო,ვერც კი უთხრა და ვერც არა,ისე ჩაავლო ხელი ნანამ და საოპერაციოსკენ გააქანა,ხალათი მოაცვა და ხელთათმანები მიაჩოჩა,ხუთ წუთში ვიწყებო,რა ხუთი წუთი მთელი ათი წუთი ხელებზე ხელთათმანებს იცმევდა,ბოლოს ძლივს მოიკრიფა ძალა და ხელებზე ჩამოინცო,იმდენი ხანი უყურებდა გასაჭრელ ადგილს და ბოლოს იმდენ ხანს ჭრიდა და ეძებდა, ნარკოზიდან გამოვიდა პაციენტი და როდესაც მისი გახელილი თვალები დაინახა ხელიდან გაუვარდა ყველა საჭირო ნივი და მისი მოსულიერება მოგვიწია,არ ვიცოდით ექიმი უნდა მოგვეყვანა გონს თუ პაციენტი უნდა გაგვეთიშა-ყვებოდა მუცელზე ხელ მიდებილი გიგა და კვდებოდა სიცილით,ბოლოს ცრემლებიც კი წამოუვიდა თვალებიდან,თეკლაც კი აჰყვა სიცილში,ერთადერთი კატო იჯდა გაბუსხული სახით,რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედება თიტმის გადასვლოდა,ბოლოს ნერვები მოეშალა და ფეხზე წამოდგა
-ჰა,მოდიხართ თუ აქ დაგტოვოთ
-კარგი რა,ნუ იბუსხებიი-ლოყაზე აკოცა გიგამ
-მასე ნუ შვები! -საჩვენებელი თითი აუფრიალა მამაკაცს წინ და გოგონას ხელი ჩასჭიდა წამოსაყენებლად,თეკლა ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას-ღმერთო ჩემო,ამდენი არ უნდა დაგელია-მხარზე გადმოიგდო გოგონას მკლავი და გასაღებსა და კლატჩს დაწვდა
-მე ჩემით წავალ
-გიგა,არა,მე წაგიყვან
-კარგი რა,პატარა ბავშვ ხომ არ ვარ,ჯერ თქვენ მიგაცილებთ და მერე მე ჩემს გზას დავუდგები
-არ გვჭირდება,გიგა,მიცილება მართლა,ის კი არა მე წაგიყვან რაა,ნასვამი ხარ და რამე რომ დაგემართოს..
-ჩშშ,დამშვიდდიი კატუსა,არაფერი მომივა,წამოდი თორემ ამას ჩაეძინება
-ეე,მე ჯერ კიდევ მესმისსს-ამოიფრუტუნა თეკლამ და თავი მეორე მხარეს გადააგდო- იქაურობა მშვიდად დატოვეს და ასევე მშვიდად მივიდნენ სახლამდე,გიგამ სიტყვა შეასრულა და სახლამდე მიაცილა,მერე თავის სახლშიც მშვიდად დაბრუნდა და ტკბილ ძილს მიეცა...

-გურაამ,ჩვენ მოვედით,არ გძინავს?
-არა,ბაბუ,ჩავფიქრდი
-დაიცა,გურამ,თეკლას დავაწვენ და დავბრუნდები
-გელოდები,ეკანო,ჩაის გავაკეთებ
-კარგი,ბა.-თეკლა საწოლზე მიაწვინა,ფეხსაცმელი გახადა პენუარი გადააცვა და თხელი გადასაფარებელი გადააფარა,მერე თვითონაც ჩაიცვა შორტები და მაისური და ბაბუასთან გავიდა მისაღებში,დივანზე მოკალათდა და თავი კალთაში ჩაუდო მოხუცს
-როგორ გაატარემბაბუ,დღე?
-კარგად,ბა,შენ როგორ გაერთე ნათელასთან? იმედია ბევრი არ იმაიმუნეთ-წარბები აუთამაშა მამაკაცს კატომ
-არა,ბაბუ,ჭკვიანად ვიყავით-გაუღიმა გურამმა- კატო,ის გასოვს,პირველად რომ ჩამოხვედი ჩემთან და ჩემს ცხენზე რომ დაგსვი?
-მახსოვს ,ბა,მამა არ გელაპარაკებოდა მთელი ორი დღე,რამე რომ დამართნოდა ბავშვს რას იზამდიო?
-ეჰ,რა კარგი იყო ძველი დრო-ნოსტალგიურად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კატოს თავზე გადაუსვა ხელი
-შენი ბუციფალი გახსოვს,ბა?
-ჩემს ბუციფალს რა დამავიწყებს,ბაბუ.
-ისე მაკედონელი ძალიან გიყვარს არა?
-ძალიან,ბაბუ,მაგაზე ძლიერი კაცი მე ჯერ არ მინახავს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში
-მე კიდევ შენზე უფრო ძლიერი და მებრძოლი ადამიანი,ბაა..-ასრუტუნებული მოეხვია მოხუცს და თავზე აკოცა
-ბაბუ,იქნებ შენს შეყვარებულთან ერთად ჩავსულიყავით სვანეთში კვირის ბოლოს,ვიცი რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია და მინდა ჩემს მიწა წყალზე მოვკვდე....-ამოიგმინა მამაკაცმა და გოგონას მთელი სიძლიერით გაუღიმა.კატოს გული შეეკუმშა,მაგრამ დარდთან ერთად ამაყი იყო,ასეთი ძლიერი ბაბუა რომ ჰყავდა
-გპირდები,ბა,ზეგ აუცილებლად გაგაცნობ ჩემს შეყვარებულს და კვირის ბოლოს აუცილებლად წავალთ სვანეთში
-ქალდანების სილამაზე ხარ,კატო,არ დაკარგო საკუთარი თავი,არასდროს,გულს მიყევი,ბაბუ,არასდროს მოგატყუებს,შესაძლოა გონება შეცდეს,მაგრამ გული არასდროს,გახსოვდეს შვილო,გახსოვდეს..

დილით მზის სხივებმა გააღვიძეს გოგონა,რომლებიც გზაარეული მგზავრებივით დაეხეტებოდნენ მის სახეზე,ჯერ ერთი თვალი გაახილა,ხოლო შემდეგ მეორე,ზლაზნვით წამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო,მშვიდად მფშინვარე დაქალს გადახედა და თმები აუჩეჩა,საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა,თუმცა ამ ყველაფერს განწყობის ამაღლებაში ხელი არ შეუშლია,იმდენად სასიამოვნო სურნელი შემოდიოდა გარედან,ზაფხულის სურნელი,რომელიც ყველა სუნამოს არომატს სჯობდა,თხელი შიფონის თეთრი ხალათი გადმოისრიალა მხრებზე და აივანზე გავიდა,ზაფხულის სურნელი უფრო ღრმად შეისრუტა და სიამოვნებაში გადაეშვა,თვალები დახუჭა და წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში,აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,აუცილებლად უნდა აირჩიოს რომელი უხდება პოტენციური საქმროს როლს,ლუკა თუ გიგა,მიუხედავად იმისა რომ გიგას ყოფნა ძალიან უნდა,იცის რომ ეს ყველაფერი დაუჯერებელი იქნება გურამისთვის,იმ კაცისთვის,რომელიც უკვე დიდი ხანია იცნობს გიგას და იცის მისი გრძნობების შესახებ თამუნას მიმართ,რომელიც საკმაოდ წრფელი და ძლიერი იყო,ჯერ კატომაც არ იცის როგორ გაქრა ასე უგზო უკვლოდ ეს გრძნობები,სწრაფად გამოფხიზლდა,იბანავა,მოწესრიგდა,ყავა დალია და კლინიკისკენ აიღო გეზი,შესული არ იყო კაბინეტში,როდესაც გიგა შემოვარდა

-სასწრაფოდ,კატო,პაციენტი შემოიყვანეს ფილტვების ანთებით
-ახლავე მოვდივარ-სწრაფად გადაიცვა თეთრი ხალათი და გიგას მიჰყვა ფეხდაფეხ,პალატაში გალურჯებული მამაკაცი დახვდა,რომელიც საშინლად ხურდა,ოფლი სდიოდა და პალატაში მისი გახშირებული სუნთქვა ისმოდა,საუბრითაც ძლივს საუბრობდა
-გთოვთ დატოვოთ პალატა-მიმართა იქვე მყოფთ და გიგას ანიშნა ახლოს მოდიო
-ხომ კარგად იქნება ექიმო?-მიმართა მამაკაცის ასაკისვე მყოფმა ქალმა
-თქვენ ცოლი ხომ?-მიუბრუნდა ქალს
-დიახ-დაეთანხმა დაბნეული ქალი
-თქვენ დარჩით,ვეჭვობ მამაკაცს საუბრის თავი ჰქონდეთ და რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ
-გისმენთ
-მამაკაცს დიდი ხანია სიცხეები აწუხებს?
-დიახ,ვიფიქრეთ უბრალო გრიპი იყო,შემდეგ გაუხშირდა სიცხეები,სულ ოცდაჩვიდმეტს და რამდენიმე ხაზს აჩვენებდა,კუნთებისა და თავის ტკივილს მოუხშირა
-ხველება აწუხებდა?
-დიახ აწუხებდა
-სისუსტე თუ აწუხებდა?
-დიახ,სისუსტეც აწუხებდა
-კარგით,გთხოვთ პალატა დატოვოთ გამოკვლევებს ჩავუტარებთ-როგორც კი ქალმა ოთახი დატოვა გიგას მიუბრუნდა-არამგონია ეს უბრალო ფილტვების ანთება იყოს,ასე მგონია პნევმონიაა,რენტგენოლოგიური გამოკვლევის გარეშე ვერაფერს ვიტყვი,ძალიან გთხოვ მამუკას უთხარი რენტგენი გადაუღოს და გაშუქებული ფილტვები ჩემს კაბინეტში შემოიტანე,არც ერთი წამის დაკარგვა არ ღირს,საკმაოდ მწვავე ფორმაა,ლაბორატორიაშიც შეიტანე მისი მონაცემები-ბრძანება გასცა და ქუსლების კაკუნით წავიდა კაბინეტისკენ,თავი საშინლად უსკდებოდა,რამე წამალი რომ არ დაელია ალბათ გაუსკდებოდა კიდევაც,ისევ ამ მამაკაცზე ეფიქრებოდა,აშკარად პნევმონიის გამწვავებული ფორმა აქვს,არ უნდა პაციენტის დაკარგვა,მაგრამ რომ ფიქრობს იმ სტადიაზე თუა ალბათ მოუწევს დაკარგვა,მაგრამ არა,არ დანებდება,არაფრით არ ჩახედავს იმ ქალის იმედ დაკარგულ თვალებს,არა და არა!
წამალი დალია და საზურგეს გადააწვა,როდესაც გიგა შემოვიდა სურათით ხელში,სათვალეები მოირგო და სურათს შეხედა

-პნევმონიააა-დანანებით ჩაილაპარაკა
-ხო,ლაბორატორიული ანალიზებიც მოვიდა,პნევმონიააა-დაეთანხმა გიგაც,ის იყო უნდა გაეღო კარები,როდესაც აჟიტირებული ნანა შემოვიდა ოთახში
-სწრაფად,სწრაფად მამაკცს სუნთქვა უჭირს და წნევას კარგავს-თავქუდმოგლეჯილი გაიქცა კატო მამაკაცის პალატისკენ,უკვე სასუნთქი აპარატიც მიემაგრებინათ
-ვინმემ მითხარით მამაკაცი ანტიბიოტიკებზე როგორ რეაგირებს,სასწრაფოდ უნდა შევუყვანოთ კუნთში სულფანილამიდური თორემ დავკარგავთ პაციენს
-ექიმო არ მოქმედებს პრეპარატი
-სასწრაფოდ დიაზეპამი და ლორაზეპამიც დაუმატეთ
-შეყვანილია,თუმცა არ მოქმედებს ექიმო,გული ჩერდება
-არა,არა,არა,კიდევ დაუმატე,გიგა,კუნთში სეუყვანე სასწრაფოდ
-არ მოქმედებს კატო,გული ჩერდება,ვკარგავთ პაციენტს
-ფენობარბიტალი სცადე
-ახლავე-ორი წამი დაელოდნენ თუმცა ამაო იყო ცდა
-არ მოქმედებს,კატო,რამე იღონე
-დეჰიბრილატორი,სასწრაფოდ,მუხტი-სამჯერ გაიმეორა იგივე პროცესი,თუმცა ამაო იყო ყველა ცდა,მამაკაცს უკვე დაეხუჭა თვალები და დაეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრება,მისი მუშაობის პერიოდში არ ახსოვს გარდაცვლილი პაციენტი,თვალები მიელულა და კედელს მიეყრდნო,მხოლოდ გიგას ნათქვამი გაიგო
-სიკვდილის დრო, ათი საათი და ოცი წუთი-იქაურობას გაგიჟებული გაეცალა,გზაზე კი მამაკაცის ცოლი და ასე,თხუთმეტი წლის გოგონა შეხვდა,იმედით უცქერდნენ კატოს,მაგრამ როდესაც დაინახა მათი ჩამქვრალი თვალები და ქალის წამოკივლება საკუთარი თავი შესძულდა,უკმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა,ეგონა არ გააკეთა ბოლომდე არაფერ,ეგონა მისი ბრალლი იყო ყველაფერი,თუმცა ასე ნამდვილად არ იყო,მამაკაცის მკურნალობა დაგვიანებული იყო,ასეთი პაციენტები არ ჯანმრთელდებიან,ისინი იღუპებიან,ოთახში შევიდა და საგულდაგულოდ გადანახულ არაყს მოხსნა თავი,ჭიქაც მოძებნა და ხელისკანკალით ძლივს მოხსნა თავი და ჩამოასხა ჭიქაში,ერთი მოყუდებით ჩაცალა და ჭიქა კედელს გაუქანა,ეს უკანასკნელი კი ნაკუწებად იქცა,ყველას ჰგონია რომ ექიმისთვის ამრტივია გარდაცვალების ცნობა,მაგრამ ყველაზე რთული ეს არის მისთვის,შენი პაციენტი გიყვარდება,მისი სიცოცხლისთვის ბრძოლობ,რამხელა იედგაცრუებაა ექიმისთვის დაკარგული პაციენტი წარმოიდგინეთ,შენს თავზეეა ის პასუხისმგებლობა,რომელსაც ადამიანის სიცოცხლის შენარუნება ჰქვია,ცრემლები მოიწმინდა,ამ დროს კი ოთახში თეკლა შემოვიდა,ღიმილი სახეზე შეეყინა,როდესაც დაქალი დაინახა ასეთ მდგომარეობაში,მივარდა მას და ხელები მოხვია

-კატო,კატო,კარგად ხარ?
-კარგად ვარ? საკუთარი თავი მეზიზღება
-რა გჭირს,კატო,სახეზე ფერი არ გადევს
-ვერ შევძელი,თეკლა...
-რა ვერ შეძელი,კატო,ნუ მაშინებ
-თეკლა,ვერ გადავარჩინე პაცენტი,სიკვდილმა ელიდან გამომგლიჯა-ასლუკუნდა გოგონა ისევ
-დამშვიდდი,ხომ იცი რომ ასეთი რაღაცებიც ხდება
-არა,მე ვერ დავეხმარე
დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებდი მის დაახმარებლად
-არა,თეკლა,არა,სრულყოფილად ვერვიმუშავე,რაღაც დავაკელი-სლუკუნებდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა,როდესაც გიგა შემოვიდა ოთახში,როდესაც კატო ასეთ მდგომარეობაში დაინახა მის წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელებში მოიქცია
-კატო,მისმინე,იმ კაცისთვის ყველაფერი დაგვიანებული იყო,ყველაზე რთულ ფაზაში იყო მისი დაავადება,შენ წარმოიდგინე სუნთქვაც რომ გაუჭირდა,გესმის? შენი ბრალი არაფერი არ არის,უბრალოდ დაგვიანებუი იყო მისი მკურნალობა,საუკეთესო ქირურგები ვერ გააარჩენდნენ მსოფლიოში,კატო-როდესაც გოგონას რეაქცია არ ჰქონდა ფეხზე წამოაყენა,შეანჯღრია და უღრიალა-გონზე მოდი კატო!! შენი ბრალი არ არის! -ბოლო ხმაზე აყირდა მამაკაცი და მხოლოდ მაშინ მოვიდა კატო გონს
-მაპატიე,უბრალოდ ძალიან განვიცადე-ცემლები მოიწინდა და ასრუტუნებულმა ამოილაპარაკა
-ჩვენ ამაზე უფრო სასწრაფო საქმე უნდა განვიხილოთ,კატო-თეკლა მიუბრუნდა დაქალს
-მართალი ხარ,გურამმა მთხოვა უკანასკნელი დღეების სვანეთში გატარება და უნდა ავარჩიო ვინ იქნება პოტენციური საქმრო
-ჩემსა და ლუკას შორის უნდა გააკეთო არევანი არა?
-მეუხერხულება მის ცოლთან,მაგრამ ამ მომენტში კარგი ვარიანტი ის არის,გიგა
-რატომ მაინც და მაინც ცოლიანი მამაკაცი,კატო?-საოცარი სიმშვიდით იკითხა გიგამ
-მას გურამი არ იცნობს,შენ კიი საკუთარი შვილიშვილივით ჰყავხარ,იცის რა გტკივა,ვინ გიყვარს და რა გიხარია,არ გამოვა ასე!
-ჯანდაბა-ამოიღრინა გიგამ და კაბინეტი დატოვა
-მე შენთან ვარ,კატო-მხარზე ხელი დაუსვა თეკლამ
-ღმერთო,იმედია მოვა დღეს,ლუკა,თორმ არ ვიცი რა მეშველება,ზეგ უკვე უნდა გავაცნო გურამს,დავპირდი,კვირის ბოლოს კი სვანეთსი წავალთ
-აუცილებლად მოვა,აი,ნახავ..-დააიმედა დაქალმა
-იმედია,თეკლა.
-ახლა ხომ შესვენებაა?
-კი,შესვენებაა
-მაშინ წამოდი კაფეტერიაში,ყავა დავლიოთ,ცოტას დამშვიდდები,ვინმემ რომ დაგინახოს არაყი დალიე გაგაგდებენ სამსახურიდან
-კარგი წამოდი-კაბა შეისწორა კატომ და თეკლას გაჰყვა უკან..

საღამოს უკვე ყველანაირი იმედი ჰქონდა ლუკას მოსვლაზე გადაწურული,როდესაც მამაკაცმა შემოაღო კაბინეტის კარი,სიარულისგან ფეხზე წამოდგა კატო,მაგრამ როდესაც გაანალიზა რას აკეთებდა სწრაფად დაიკავა საკუთარი ადგილი და ლუკასაც მიანიშნა დაჯექიო
-გამარჯობა,ექიმო.-სერიოზული სახით მიესალმა გოგონას
-გამარჯობა,ლუკა-ოდნავ შესამჩნევად დაუკრა მამაკაცს თავი
-მზად ვარ დაგეხმარო,შენ გამაცანი შენი გეგმების შესახებ
-იმედია ამით ანინესთან არ შეგექმნება პრობლემები
-ძალიან გთხოვ,ეკატერინა,შეეშვი ჩემს ოჯახურ მდგომარეობას!-მკაცრად ამოილაპარაკა მამაკაცმა
-კარგი,მთავარი პირობა ისაა,რომ არ შეგიყვარდები!- კისერი მაღლა ასწია გოგონამ
-მხოლოდ ეს არის?-ისე ჩაილაპარაკა მამაკაცმა თითქოსდა მის წინ სასურველი ქალის ნაცვლად,ვიღაც ბავშვი მჯდარიყო
-ჰა?-დაიბნა უცებ კატო,მაგრამ მამაკაცის ირონიულმა მზერამ მოიყვანა აზრზე-მთავარი პირობა ეს არის,ახლა დეტალურად გაგაცნობ ყველაფერს,რაც მშობლები გარდამეცვალა მას შემდეგ გურამი სვანეთიდან თბილისში ჩამოვიდა ჩემს დასახმარებლად,მას შემდეგ ჩემთან ცხოვრობს,თითქმის ექვსი წელია,თავიდან არ უჭირდა ადაპტაცია,თუმცა აკლიმატიზაცია ვერ გაიარა,ჯერ ასთმა ჰქონდა,შემდეგ კი ფილტვებში წყალი ჩაუდგა,სულ რამდენიმე კვირა დარჩა და მთხოვა რომ მისთვის ჩემი გულისწორი გამეცნო,ის ვის გამოც მიბრწყინავდა თვალები
-თუმცა ის მამაკაცი სხვაზეა არა შეყვარებული?-შეაწყვეტინა ლუკამ
-ჰო,სხვაზეა შეყვარებული...-დაუქნია თავი და მოყოლა განაგრძო-ასეც რომ არ იყოს ჩემს ერთადერთ მამაკაცს მეგობარს,გიგას ვთხოვდი დახმარებას,მაგრამ მის შესახებ გურამმა ყველაფერი იცის და ასე არ გამოვა,ამიტომ გადავწყვიტე პირველივე შემხვედრისთვის მეთხოვა,მისთვის ვის ხელზეც საქორწინო რგოლს ვერ ვნახავდი,ასეთი მეგონა შენ იყავი,იმ დღეს კლუბში ხელზე რომ დაგეყრდენი და ასე ვფიქრობდი მანამ,სანამ შენს სახეს დავინახავდი-ამოიგმინა გოგონამ და თვალი გაუსწორა მამაკაცს- შენ უბრალოდ გევალება რომ სანამ გურამი ცოცხალია ჩემს საქმროდ გამოაცხადო თავი და ეს თვე სვანეთში წამოხვიდე ჩვენთან ერთად-თავი ჩახარა და მორცხვად ამოილაპარაკა ბოლო წინადადება-იმედია ანინე..-რაღაცის თქმას აპირებდა,როდესაც ლუკამ გააჩერა
-არ თქვა არაფერი,არანაირი პრობლემა არ არის,მაგრამ სანაცვლოდ რაღაცას ვითხოვ-გოგონა ცოტათი შეიშმუშნა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა დასთანხმებოდა მამაკაცს
-კარგი
-სანაცვოდ ორ სურვილს ვითხოვ
-კარგი,ანუ თანახმა ხარ ქმრობაზე ორი სურვილის სანაცვლოდ.
-ქმრობა ორი სურვილის ნაცვლად,კარგად ჟღერს-პირველად გაეცინა ლუკას და მისმა თვალისმომჭრელმა სიცილმა დააბნია კატო
-შევთანხმდით?-ხელი გაუწოდა კატომ
-შევთანხმდით-თავის მტევნებში ჩამალა გოგონას უსუსური ხელები,ერთმანეთს თვალებში ჩააშტერდნენ და არ ვიცი რა მოხდებოდა,მაგრამ მათი დუმილი კარის გაღებამ და ჩახველებამ დაარღვია,გიგა იყო
-კატო,კატო,კიდევ ერთი მძიმე პაციენტი შემოიყვანეს,დაჭრილია,სისხლდენა შევაჩერეთ,თუმცა კრუნჩხვები მაინც აწუხებს პერიოდულად-კატომ სასწრაფოდ გამოსტაცა ხელი მამაკაცს და გიგას აედევნა

-რა ხდება?
-დაჭრილია,ტყვიებია ამოსატანი
-ფრთხილად ამოიტანეთ და სასუნთქ აპარატზე მიაერთეთ,არ იყოს დაზიანებული რომელიმე ვენა ან არტერია,ფრთხილად-იძლეოდა მითითებებს და სხვადასხვა ხელსაწყოებს ითხოვდა
-სისხლდენა შეჩერებულია
-კრუნჩხვა მეორდება
-რაღაც ხდება,რატომ აწუხებს კრუნჩხვები თუ სისხლდენა შეჩერებულია-იფიქრე კატო,იფიქრე,თავის თავს ამხნევებდა და სწორედ ამ დროს ამოუტივტივდა გონებაში- შიდა სისხლდენა!
-ვერ ვუშველით,წნევა ეცემა,დეჰიბრილატორი გვჭირდება ისევ
-არა,არა,არა,გთხოვ გაუძელი,გამაგრდი,დიაზეპამი შეუყვანეთ კუნთში
-შეყვანილია
-რეაქცია არ არის
-კიდევ ერთხელ
-გული ჩერდება,კატო,დეჰიბრილატორი-კატოს მიაწოდეს დეჰიბრილატორი
-მუხტი-მიაყვირა,თუმცა კაცს რეაგირება არ ჰქონდა-ისევ ორასზე მოამზადეთ-ისევ ურეაგიროდ
-გული გაჩერდა-ანერვიულებულმა ამოილაპარაკა გიგამ-სიკვდილის...-გაგრძელება უნდოდა,მაგრამ არ დააცადა კატომ
-სამას ოცზე მოამზადე მუხტი,დღეს არ დავკარავთ არავის-იყვირა-არა,არა,კვლავ მუხტი,გთხოვ გონს მოდი,გონს მოდი,კიდევ დამუხტე,გონს მოდიი-იღრიალა ბოლო ხმაზე-დამუხტე-მეთქი - მიაყვირა,როდესაც დაინახა რომ გოგონა გაშეშებუოლი იყო,ეს უკანასკნელიც მიჰყვა მის ნებას
-გთხოვ,მოდი,არ დანებდე..
-წნევა იმატებს-წამოიძახა გიგამ და კატომ ამოისუნთქა
-ღმერთო ჩემო-ისევ გამოვარდა რეამინაციიდან,იქვე ახლოს მდგომი ლუკა შენიშნა და მისკენ გაიქცა,უსულოდ ჩაესვენა მამაკაცის მკლავებში და ისე ძლიერად უჭერდა ხელს გეგონებოდათ ვინმე ართმევდაო მის თავს

-გამომივიდა,ღმერთო,გამომივიდა-იძახდა ასრუტუნებული და მამაკაცის მკლავებში მალავდა სახეს
-დამშვიდდი,გადაარჩინე,დამშვიდდი..-მონოტონურად ეფერებოდა გოგონას ლუკა თმებზე და თან ეჩურჩულებოდა-ძლიერი ქალი ხარ,ეკატერინა,საოცრად ძლიერი ქალი..მანამ ისხდნენ კორიდორის იატაკზე,სანამ გიგა არ გამოვიდა რეამინაციიდან
-შენ ეს შეძელი,კატო,სიკვდილს გამოტაცე ხელიდან მამაკაცი-ფეხზე წამოაყენა გოგონა და გულში ჩაიკრა-არ მიეცი სიკვდილის უფლება,ბოლომდე იბრძოდი-ძლიერად იკრავდა გულში და საერთოდ არ აქცევდა ლუკას დამუშტულ ხელებს ყურადღებას..
კატო ფრთხილად მოსცილდა გიგას და უხერხულად გაიღიმა
-დღეს ემოციური დღე მქონდა,თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-გაუღიმა ორივეს და საკუთარი კაბინეტისკენ დაიძრა,ფრთხილად ჩამოჯდა სავარძელში და კისერი უკან გადააგდო,ღრმად ამოიხვნეშა და თვალები მილულა...


&&&
მაქსიმალურად ვეცადე გამეზარდა თავები.
იმედია მოგწონთ,გამიხარდება თუ ყველა დეტალზე გაამახვილებთ ყურადღებას და რადმდენიმეს განიხილავთ კიდევაც.
არა,არ ვწუწუნებ,პირიქით,ძალიან ძალიან მიარიხართ!
მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხართ ძალიან!



№1  offline მოდერი bibo

ვაიმეეეეეე ეს რა იყო ცუდად მაქ გულიიი request request ის კაცი რო მოკვდა გეგინება ნაცნობი იყო მე ჩამწყდა გულის ძაფი იდრ გავიცადე მარწყვი love love როგორ გამიხარდა რო გადარჩინეს ის ბიჭი უხ რა კარგობა ხარ ტკბილი თბილი ალუბალი ანანასიიი request request აუ რაღაც გიგა მომწონს მე უფრო ვიდრე ლუკა და რა ვქნაააა request request უფ მსუყე თავი იყო დაძაბული და ემოციურად დატვირთული.ერთი წუთი თუ ვივინოდი მეორეწამს ვბღაოდი ატმის ბუსუსინოოო ძალიანზე მეტად მომწონსსსს ფაქტიაოოოო ჩემო ვაშლის ყლორტოვ და კივის ბუსუსო უდიდესო ტორტის ნაჭEროოოო request request კაობა ხარ ნაზუქოოოო love love ლუკა გადაწყვიტე ხო მთავარ პერსონაჟად recourse recourse დაგაყარე ლვები და კისებიიი გყვარობ მე ძალიანზე მეტადდდდ ჩემო გულის ძგიდევ request love

 


№2  offline მოდერი Nina))

bibo
ვაიმეეეეეე ეს რა იყო ცუდად მაქ გულიიი request request ის კაცი რო მოკვდა გეგინება ნაცნობი იყო მე ჩამწყდა გულის ძაფი იდრ გავიცადე მარწყვი love love როგორ გამიხარდა რო გადარჩინეს ის ბიჭი უხ რა კარგობა ხარ ტკბილი თბილი ალუბალი ანანასიიი request request აუ რაღაც გიგა მომწონს მე უფრო ვიდრე ლუკა და რა ვქნაააა request request უფ მსუყე თავი იყო დაძაბული და ემოციურად დატვირთული.ერთი წუთი თუ ვივინოდი მეორეწამს ვბღაოდი ატმის ბუსუსინოოო ძალიანზე მეტად მომწონსსსს ფაქტიაოოოო ჩემო ვაშლის ყლორტოვ და კივის ბუსუსო უდიდესო ტორტის ნაჭEროოოო request request კაობა ხარ ნაზუქოოოო love love ლუკა გადაწყვიტე ხო მთავარ პერსონაჟად recourse recourse დაგაყარე ლვები და კისებიიი გყვარობ მე ძალიანზე მეტადდდდ ჩემო გულის ძგიდევ request love


ბიბოო,ძალიან დიდი მადლობააა,საოცრად ტკბილი და თბილი ხარრ.
ხო,ლუკა გადავწყვიტე საბოლოო პერსონაჟად,გიგა უფრო მეგობრის როლში წარმომიდგენია და ვერრ ვხედავ მათი ურთიერთობის განვითარებას მომავალში.
მადლობა ძალიან ძალიან დიდი love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე კატომ რომ დაიცვა ლუკა ისე გამიხარდა ერთი ათად ამაღლდა ეგ გოგო ჩემს თვალში...
რაც სეეხება ბიჭებს მომკალი და მე მაინც ლუკას ვანიჭებ უპირატესობას მიუხედავად იმისა რომ გიგისაც ასკარად მოსწონს,ლუკას რეაქციები ქცევა, ეს ორი სურვილი ყველაფერი გააზრებული გამიზნული და ჩამოყალიბებული მამკაცის ქცევა მგონია რომელსაც მოსწონს ქალი და გიგაზე დავაფიქსირე წინა კომენტარში და აღარ განვმეორდები...
ველი შემდეგს და მაინტერესებს რას გააკეთებ ..არადა გიგაც არ მემეტება გულის სატკენად და ორივე რო ჰყავდეს რა დაშავდება wink wink wink

 


№4  offline წევრი aNuGi

საოცრებაა როგორც ყოველთვის!
კატო რომ ხელებში ჩაუვარდა ლუკას როგორ გამიხარდა, არადა გიგა იქვე ედგა და მაინც ლუკასკენ გაიქცა love მოკლედ რა იმედია მალე მიხვდება კატუსი როგორ უღვივდება ნელნელა გრძნობები love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline მოდერი Nina))

sameone crazy girl
ვაიმეეე კატომ რომ დაიცვა ლუკა ისე გამიხარდა ერთი ათად ამაღლდა ეგ გოგო ჩემს თვალში...
რაც სეეხება ბიჭებს მომკალი და მე მაინც ლუკას ვანიჭებ უპირატესობას მიუხედავად იმისა რომ გიგისაც ასკარად მოსწონს,ლუკას რეაქციები ქცევა, ეს ორი სურვილი ყველაფერი გააზრებული გამიზნული და ჩამოყალიბებული მამკაცის ქცევა მგონია რომელსაც მოსწონს ქალი და გიგაზე დავაფიქსირე წინა კომენტარში და აღარ განვმეორდები...
ველი შემდეგს და მაინტერესებს რას გააკეთებ ..არადა გიგაც არ მემეტება გულის სატკენად და ორივე რო ჰყავდეს რა დაშავდება wink wink wink


ჰმ,მთავაზობ კეტრინ პირსის ორეულად ჩამოვაყალიბო ჩემი კატუსიაა? არამც და არამც! ღირსეული ქალბატონია ჩემი კატო,თავისი ღირებულებებითურთ რიაა! wink მოკლედ, ერთი სული მაქვს როდის გათენდება და როდის ჩამოღამდება ისევ კომპიუტერს რომ ჩავუჯდე და დავწერო ახალი თავიიიი ^_^
იმედია გაიზარდა თავის მოცულობა ქალბატონო,და გეყო კიდევაც wink love

aNuGi
საოცრებაა როგორც ყოველთვის!
კატო რომ ხელებში ჩაუვარდა ლუკას როგორ გამიხარდა, არადა გიგა იქვე ედგა და მაინც ლუკასკენ გაიქცა love მოკლედ რა იმედია მალე მიხვდება კატუსი როგორ უღვივდება ნელნელა გრძნობები love


ძალიან სწრაფადაც არ მინდა მოვლენები განვავითარო,ჯერ ნელ-ნელა აღიქვან ერთმანეთი და გაიცნონ :D wink love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე მე კი ვიცი ვისთან იქნება ისე გაიქცა ეგ მაგრამ ნუ მაინც ვთქვი რას ვერჩი გიგას ,მე ხო კეთილი და მიმტევებელი ბავშვი ვარ თუ რამე ძაან არ დამიშავეს. wink wink არაუშავს დავიტოვებ მე გიგას ჩემთვის ისე დავამუშავებ ბრილიანტად იქცევა wink wink wink wink
თავის მოცულობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო love

 


№7  offline წევრი niino

Emocia xo aris da ariiss....Rogorc gindt ise gamigeet magram giga teklastvis mindaa..katusia lukastvis..magarivar raa ra uceb davawyvileee:)sashinlad momwoons da moutmenlad velii shemdeg tavss..warmatebebiiiii

 


№8  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა,ბავშვებო,მართლა,რომ კითხულობთ და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებთ.

პ.ს დეფიბრილატორის ნაცვლად დეჰიბრილატორი მიწერია რატომღაც,ამერია სიჩქარეში ალბათ,ყურადღება არ მიაქციოთ,ახლა გაავიკითხე მეც love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

კეტრინ პირსიო?თვდს მაყურებელი ხარ?
shock.
მაინც ლუკა მომწონს,მიუხედავად იმისა რომ გიგაც არანაკლებია.
ვფიქრობ კატოს არც აქამდე ქონია გრძნობები გიგასადმი,თორემ ასე მალე ვერ გაქრებოდა.
ჰო,კიდევ ვფიქრობ რომ ლუკას ცოლი არ არის ანინე.
ასევე ვფიქრობ,რომ ეს 2 სურვილი ძაააალიან საინტერესო იქნება.
პ.ს კატო უძლიერესი პერსონაჟია,კარგი იქნებოდა რეალურადაც რომ არსებობდეს.
და ჰო,ძალიან შემიყვარდი.❤️

 


№10  offline წევრი kora

როგორ ვერ შევნიშნე და აქამდე როგორ გამომრჩა ეს ტკბილი ისტორია არ ვიცი... ახლა წავიკითხე ყველა თავი და ავივსე საოცარი ემოციებით, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. პირველივე შთაბეჭდილებით სიმპატიებით ავივსე ლუკასადმი და ვფიქრობ, კატოსნაირ ძლიერ პერსონაჟს სწორედ ლუკასნაირი საყრდენი შეეფერება. გიგა ცუდი ადამიანი არ ჩანს, მაგრამ კატოსთან მიმართებაში მხოლოდ მეგობრად აღვიქვამ. გიგა შედარებით სუსტი მეჩვენება, ასე გიჟდებოდა სხვაზე და ახლა რა გადაუტრიალდა ისეთი რო ერთ დროს საყვარელ ადამიანზე იძახის "თავი მომაბეზრაო"?! სწორედ მისი ეს სიტყვები არ მაძლევს იმის გაფიქრების საშუალებას, რომ კატო და გიგი ერთად წარმოვიდგინო. მეეჭვება ანინე ლუკას ცოლი იყოს, თან პირველ თავში კატოს სიტყვები მახსენდება პაციენტს მის დად ან ცოლად რო იაზრებს, მგონია ანინე ლუკას დაა. რაც შეეხება ტყუილს, ლუკას არც დაუდასტურებია კატოს მსაზრებები. თანაც, ანინემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებები დატოვა, დადებითი გოგოა და მართლა ქმარი რო ყოფილიყო ასე მშვიდად კი არ დაელაპარაკებოდა ექიმს wink
ჯერ კიდევ წინა ისტორიიდან ვარ შენს ნიჭიერებაზე შეყვარებული, ძალიან მაგარი გოგო ხარ! ყოჩაღ! love
--------------------
kira.G

 


№11  offline წევრი ketia

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ რამაგარიაააააა მიდი ბევრი წერე რა დზაან ბევრი

 


№12  offline მოდერი Nina))

ლანუკა,კი ვუყურებდი,სანამ ნინა თამაშობდა,არ შემიძლია ნინას გარეშე მაგ სერიალის ყურება და მომკალი თუ გინდააა.
და არ გაგიხარდეს,კეტრინს ვერ ვიტან,რაც ელენას გაუკეთა მას შემდეგ,ჩვეულებრივი ძუკნაა,როგორებიც მე არ მოწონსს love
მადლობა ძვირფასო,რომ კითხულოობ. love

კოორაა,ძვირფასო,ენით ვერ აღვწერ ისე გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა,მაგარი გოგო ხარ ძალიან და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი მუხტი რომ მაჩუქე,თან რამდენიიიი. თვალი ახლა გავაღე და რომ წავიკითხე შენი კომენტარი ყურებამდე გავიღიმი,მაგარი გოგო ხარ ძალიან და მადლობა რომ კითხულოობ. love

კეტია,მადლობა,მადლობა საყვარელო,იმედია არ გაგიცრუებთ იმედებს. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№13  offline წევრი Lana Tomlinson

Nina))
ლანუკა,კი ვუყურებდი,სანამ ნინა თამაშობდა,არ შემიძლია ნინას გარეშე მაგ სერიალის ყურება და მომკალი თუ გინდააა.
და არ გაგიხარდეს,კეტრინს ვერ ვიტან,რაც ელენას გაუკეთა მას შემდეგ,ჩვეულებრივი ძუკნაა,როგორებიც მე არ მოწონსს love
მადლობა ძვირფასო,რომ კითხულოობ. love

კოორაა,ძვირფასო,ენით ვერ აღვწერ ისე გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა,მაგარი გოგო ხარ ძალიან და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი მუხტი რომ მაჩუქე,თან რამდენიიიი. თვალი ახლა გავაღე და რომ წავიკითხე შენი კომენტარი ყურებამდე გავიღიმი,მაგარი გოგო ხარ ძალიან და მადლობა რომ კითხულოობ. love

კეტია,მადლობა,მადლობა საყვარელო,იმედია არ გაგიცრუებთ იმედებს. love

ისე არც მე მომწონს კეტრინი :დდ ჯერ-ჯერობით მეორე სეზონზე ვარ და კარგი არაფერი გაუკეთებია ;დ

 


№14  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგი იყო მაგრამ როდის გაიგებს ეკატერინე რომ ლუკა უცოლოა.. და ეს ორი სურვილი დამაინტრიგებლად ჟღერს და ძალიან მომწონს.
"ქმრობა ორი სურვილის ნაცვლად"
ძალიან მაგარი იყო!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent