შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორსაკოვის სინდრომი ანუ ამნეზია (1 თავი)


4-07-2016, 22:35
ავტორი nasia
ნანახია 1 961

„მონატრება ყველაზე საშინელი ფორმაა,როდესაც ხარ მასთან და გრძნობ,რომ ის არასდროს იქნება შენი“
_გაბრიელ გარსია მარკესი-
გამოფხიზლებისთანავე მხოლოდ სხეულის ტკივილი ვიგრძენი.თითქოს დამტვრეული ვიყავი.განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი და ხელი მაწუხებდა.რამდენიმე ცდის შემდეგ თვალების გახელაც მოვახერხე, გარემოს აღქმა გამიჭირდა.თუმცა თეთრი კედლების და სპეციფიკური სუნის შემდეგ მივხვდი ეს საავადმყოფო იყო.ვერ მივხვდი აქ რა მინდოდა ან რა მჭირდა.ცოტა ხანში ქალის ხმა შემომესმა
-გესმით ჩემი?თუ გესმით და ლაპარაკი არ შეგიძლიათ ხელი მომიჭირეთ-ქალის ნაზი ხმა ჩამესმა და შემდეგ ხელზე შეხება ვიგრძენი,მეც შეძლებისდაგვარად ძლიერად მოვუჭირე-კარგი,ახლავე მოვალ,მადლობა ღმერთს გამოფხიზლდი-მითხრა და კარიდან გავიდა.
ოთახი თეთრი იყო.ორი საწოლით,მე კედლის მხარეს ვიწექი.ასევე ერთი ოდნავ აღებული სარკმელი,რომლიდანაც ოდნავ ისმოდა ხმაური.“ალბათ ეს საავადმყოფი გზააზეა“ გავიფიქრე და გამოძრავება ვცადე,მარამ სულ ტყუილად,ადგილიდანაც ვერ დავიძარი,ხელი კი უარესად ამტკივდა.
ოთახის კარი კვლავ გაიღო და ისევ ის გოგონა დავინახე,რომელსაც შუა ხნის ქალი მოჰყვებოდა.
-გილოცავ.ნამდვილი სასწაულია,რომ გაიღვიძე-გამიღიმა და გოგონას მიუბრუნდა-მარიამ ანალიზები აუღეთ და გამოკვლევები ჩაუტარეთ-უთხრა და ჩემს ვერდთ სკამზე ჩამოჯდა
-უკვე ორი კვირაა აქ ხარ,არანაირი საბუთი არ გქონდა,როცა გიპოვეს,პოლიციამაც ვერ გაარკვია ვერაფერი ჯერ,მაგრამ იმედი მაქვს მალე მოვლენი შენი ოჯახის წევრები და გნახავენ.რა გქვია?
„რა მქვია?“ კითხვა ონებაში გავიმეორე და გავშეშდი “ღმერთო!რა მქვია?მე....მე მქვია....“
-რამდენი წლის ხარ?-ექიმს შეშფოთება და ცოტა დაბნეულობაც დაეტყო და ახალი კითხვა დამისვა,პასუხის მოლოდინში კი გაისუსა
-მე...ვერ ვიხსენებ-ხმამაღლა ამოვთქვი და ტირილი ამივარდა-ღმერთო არ ვიცი რა მქვია,ვერ ვიხსენებ-ერთი და იგივეს ვიმეორებდი და ტირილს უფრო ვუმატებდი.მალე ისტერიკაში ჩავვარდი და ექთანი იძულებული იყო დახმარება გამოეძალებინა.
იმ მომენტიდან,როცა დავასკვენი,რომ არაფერი ვიცი საკუთარი თავის შეშახებ თითქმის არაფერი ახსოვს,მხოლოდ ადომის უშედეგო და საცოდავი მცდელობა,გოგოს შეშინებული თვალები და შემდეგ ნემსი,რომელმაც დამაძინა.
* * * * *
-პაციენტს 402 პალატიდან ამნეზია აქვს-უთხრა ექთანმა ექიმს
-ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია?
- ნანა დეიდა,პოლიცას ამ გოგოს შესახენ ინფორმაცია არ აქვს,რადგან საბუთებიც არ აღმოაჩდა მის ბოლომდე გამოჯანმრთელებას უნდა დაველოდოთო,ფოტოსურათით მაინც,რომ ამოიცნონ.
-ოჯახის წევრებს,მეგობრებს ან ვინმესაც არ უკითხავს?-გაოცდა ექიმი
-სამწუხაროდ არა.შეიძლება საქართველოს მოქალაქე არც არის
-ნინო,რადგან საქმე ასეა თორნიკეს ვთხოვ იქნებ დამეხმაროს
-კარგი აზრია,მარამ მანამდე სანამ იპოვნიან რა ეშველება?-ნინოს შეეცოდა გოგონა
-არ ვიცი ჯერ-მძიმედ ამოისუნთქა ნონამ და ქაღალდები მაგიდაზე დადო-ქუჩაში ხომ ვერ ავაგდებთ,ბოლოს და ბოლოს ჩემია საავადმყოფო და აქ იქნება.რამეს მოვიფიქრებ
-ღმერთი გაგახარებთ ასეთი კეთილი,რომ ხართ ნანა დეიდა
- შენ ჩემ ქებას ,ჯობია დედაშენი გააფრთხილო ამ საღამოს მოვა შენი და და ალუბლის ტორტი დამახვედროს,ხო იცი როგორ მიყვარს მისი ნახელავები-თბილათ გაიღიმა ქალმა და დისშვილს მოეხვია
-აუცილებლად დეიდა-ნინო ექიმს დაემშვიდობა და კარს უკან გაჩინარდა.
ნანა სანდომიანი და დახვეწილი ქალია.ადამიანების დახმარება ბავშვობიდან უყვარდა და ამიტომაც გადაწყვიტა ექიმი გამოსულიყო.მისი მომავალი ქმარიც საავადმყოფოში გაიცნო და ერთად შექმნეს იმპერია.საავადმყოფო დიდი იყო,ექვსი სართული და განიერი ფართობი,რომელიც ყველანაირად კომფორტულად იყო მოწყობილი.ხშირად ისეთ პაციენტებსაც მკურნალობდნენ ვისაც სახსრები არ ჰქონდათ,ამიტომ სახელანთქმულებიც იყვნენ და კარგი სახელიც ჰქონდათ. დემეტრე ყანჩაველი ოჯახის ბურჯი,საუკეთესო მამა და ქმარი იყო.5 წლის წინ დაიღუპა სიმსივნით.3 წელი ებრძოდა ამ ვერაგ დაავადებას,მაგრამ ვერაფერი უშველეს ფესვებგადგმულ კიბოს.მისი გარდაცვალება ოჯახისთვის მეტად მძიმე გადასატანი იყო.მარამ ნანა ძლიერი ქალია და ამასაც გაუმკლავდა მისი შილის დახმარებით.მისი ვაჟი თორნიკე მშობლების კვალს არ გაჰყოლია,მაგრამ შესანიშნავი და სახელგანთქმული გამომძიებელი ახდა.მართლაც,რომ მისი საქმის მცოდნე.ნანას შვილის იმედიღა ჰქონდა ამ საქმეში,იქნებ ამ საწყალ გოგოს დახმარებოდა კიდეც,ვინ იცის?!
თუმცა მანამდე თავად უნდა ემოქმედა,არ დაუშვებდა ეს გოგო ქუჩაში ან თუნდაც თავშესაფარში აღმოჩენილიყო.
თავის გადაწყვეტილებით ნასიამოვნები და გახარებული ფეხზე წამოდგა,ხალათი გაისწორა და კაბინეტიდან გავიდა.
* * * *
როცა გამომეღვიძა ფანჯარა ბოლომდე დაკეტილი იყო,მარამ ნათლად ცანდა,ომ დაღამებულა.
რა უნდა ქნა მაშინ,როცა აღმოაჩენ,რომ არ იცი ვინ ხარ.ბედის უკუღმართობაზე უნდა გაბრაზდე თუ საკუთარ თავზე?!ასე ვარ მეც,გაურკვევლობაში მყოფი,რომელმაც სკუთარი სახელიც კი არ იცის.კითხვები მოსვენებას არ მაძლევს.ამდენი ხანია უონოდ ვიყავი და არც კი მომაკითხეს.იქნებ ოჯახი საერთოდ არ მყავს?!
ფიქრებში გართულმა ვერც კი ვაიგე,როორ შემოაღო პალატის კარი ექიმმა
-შვილო,ალბათ ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება,მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და აუცილენლად გამოჯანმრთელდები და შენს ვინაობასაც გავიგებთ.ჩემი შვილი გამომძიებელია და ვთხოვ დაგეხმაროს-თბილად მითხრა და სკამზე ჩამოჯდა
-ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო...
-ნანა დამიძახე
-ქალბატონო ნანა,რომ ჩემზე ასე ზრუნავთ-გაგრძელებას ვაპირებდი მაგრამ ისევ შემაქყვეტინა
-რაღაც მოვიფიქრე და მინდა დამთანხმდენ -მშვიდად დაიწყო საუბარი და ხელი ხელზე დამადო-მინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად სანამ ყველაფერი გაირკვევა,მარტო ვარ მაინც.მხოლოდ ორი დამხმარე ქალი მყავს,იქ უკეთ მოგხედავ,დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერს გაიზსენებ-გაოცებული ვუსმენდი ამ კეთილ ქალს,რომელიც პირველივე დანახვიდან მომეწონა
-კი მაგრამ ეს რა საჭიროა? თქვენ არ ხართ ვალდებული ასე მომექცეთ,თანაც არ მინდა ვინმეს ტვირთად დავაწვე,მე ვერც კი ვდგები ჯერ
-შენ მაგაზე არ იდარდო,მე არ შემაწუხებ და არც ტვირთად დამაწვები,ექთანს ავიყვანთ და ის მოგივლის.
-თქვენი შვილი რას იტყვის,იქნებ არ უნდა რომ...
-ჩემი ბიჭი ისშვიატად მოდის ხოლმე სახლში,დამიჯერე არაფერს იტყვის, ძალიან კეთილი ადამიანია.
-არ ვიცი რიტ გადაგიხადოთ მადლობა,რომ ასე ზრუნავთ ჩემზე
-ყველაფერი კარგათ იქნება-გამიღიმა და წამოდგა-სამ დღეში გაგწერენ მანამდე ცოტა კიდევ მომჯობინდები და სახლშიც გადმოხვალ,ახლა დაიძინე ბევრი დაღლა არ შეიძლება, მე გავალ.
* * * * * *
მას შემდეგ რაც გამოვფხიზლდი ორი დღე გავიდა,ნანა ექიმი თავს მევლება და მისი დისშვილი ნინოც გამაცნო,ისიც მასავით კარგი და მხიარული გოგოა.ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უკეთესობისკენ მიდის,ახლა უკვე წამოჯდომაც შემიძლია და ხელსაც ვამოძრავებ,როგორც გავიგე ხელი დაჟეჟილი მქონია,ფეხი კი მოტეხილი.ასევე ტვინის შერყევა და სხვადასხვა გარე დაზიანებები.არც სახე მაქვს მტლად კარგ მდგომარეობაში,მაგრამ ვცდილობ შევეგუო ჩემს ამ მდგომარეობას.
იმის ამო,რომ ექიმებმა და ექთნებმა ჩემი სახელი არ იციან ხშირად ძნელია წამლების მიღება ან საჭმლის მოტანა ხოლმე.ამიტომ ნანამ მთხოვა რაიმე მომეფიქრებინა რითაც მომმართავდნენ,რატომღაც ბევრი არც მიფიქრია და სარა-თქო ვუთხარი.ახლა სარას მეძახიან.
პირველად ნინოს,რომ ვთხოვე ჩემთვის სარკე მოეტანა თავიდან ყოყმანობდა,მგარამ არ მოვეშვი და ისიც იძულებული გახდა ჩემი თხოვნა აესრულებინა.
უცნაური შეგრძნება მქონდა,ვერაფრის გახსენება ვერ მოვახერხე,მხოლოდ ჩემს მწვანე დიდ თვალებს ვუყურებდი და მეუცხოვებოდა.წითური თმების და სახეზე სამი-ოთხი ჭორფლის დანახვისას გამეღიმა,მაგრამ არ ვიხი რატომ.კურნოსა ცხვირის წვერზე კი პატარა ხალი მეჯდა.
აქაური სხვა ექიმების გაცნობაც მოვასწარი,მაგალითად ტრამვატოლოგი ნოდარი,რომელიც 45 წლისაა და საკმაოდ სიმპატიურიც თავის ასკთან შედარებით.ასევე გინეკოლოგი ლალი,ისიც ამავე ასაკისაა და ვატყობ ამ ორს ერთმანეთის მიმართ გრძნობებიც გააჩნიათ.
მესამე დღეს სილას ნანამ შემოაღო პალატის კარი და ღიმილით მითხრა
-იმედია ისაუზმე და გუშინდელივით არ დატოვე ხომ?-თითქოს ბრაზით მითხრაო და თან გაეცინა
-ნანა ექიმო არა,სულ შევჭამე და კომპოტიც დავაყოლე
-ძალიან კარგი,მაშინ შეგვიძლია უკვე წამოვდგეთ და გავიაროთ კიდეც
-მართლა?-გახარებულმა ვთქვი და სახეც გამიბწყინდა
-დიახ მართლა-აეცინა ნანასაც-ნინო შემოვა და მოგამზადებთ,ხვალე კი ჩემთან გადაგიყვან უკვე,იქ უფრო გაერთობი აქ სულ მარტო ხარ თითქმის და იქნებ გახსენებაც სშძლო-დანანებით ჩაილაპარაკა და მომიახლოვდა.
ჯერ წამოვჯექი,შემდეგ ნინოც შემოვიდა და მათი დახმარებით ნელა წამოვდექი,თავიდან თავბრუსხვევა ვირძენი და ისევ დამსვეს
-ცოტა ხანი მივევა გჭირდება და მერე აღარ გაგიჭირდება ხოლმე-გამამხნევა ნინომ
-მიდი კიდევ ცდადოთ-ახლა ნანა ექიმმა ისევ მომკიდა ხელი და კვლავ წამოვდექი,შედარებით გამიადვილდა და ნელა გადავდგი კიდეც რამდენიმე ნაბიჯი,მაგრამ მალე დავიღალე და დამსვეს
-ყოჩაღ,ძალიან კარგია,ახლა შეგიძლია დაისვენო,დღეს კიდევ აგიღებენ ანალიზებს,ადასხმასაც მოგხსნიან და სახლში გავაგრძელებთ მკურნალობას
-ძალიან დიდი მადლობა,სიტყვები არც მყოფნის ამის გადმოსაცემად ქალბატონო ნანა
-სარა ასე ნუ ამბობ გთხოვ,შენ კარგათ გახდები,ყველაფერსაც გაიხსენებ-თბილად გამიღიმა და მომეხვია.მეც შემოვხვიე ნელა ხელები და გულზე მივეკარი.საოცარი სითბო ვიგრძენი.თბილი სურნელი ასდიოდა,დარწმუნებული ვიყავი ამ დღის შემდეგს ეს სურნელი და სითბო,რომელსაც ეს ქალი ჩემს მიმართ ამჟღავნებდა არასდროს დამავიწყდებოდა.
* * * * * *
დილას კარი ნინომ შემოაღო,ხელში ტანსაცმელი ეჭირა და,როგორც ყოველთვის მიღიმოდა
-ოჰ გაიღვიძე უკვე?კარგია ეხლა ისაუზმებ ჩაგაცმევ და ნანა დეიდასტან წავალთ-სიხარულით ჩამოარაკრაკა და ნივთები სკამზე დააწყო
-ნინო ძალიან საყვარელი და მხიარული ხარ-გავუცინე და ისევ ვუთხარი-შენს დანახვაზე სულ კარგ ხასიათზე ვდგები
-შენ რომ გამიცნობ მერე უნდა თქვა ეგ,თოკო მეუბნება ნამდვილი გიჟი ხარო
-შენი ძმაა?-ბკითხე ინტერესით
-არა,ნანას შვილია.
ნანას შვილი,ნეტავ როგორია? იმედია არ გაბრაზდება და თავს უხერხულად არ იგრძნობს ჩემი იქ ყოფნით.
ვისაუზმე,სპორტულების ჩაცმაში ისევ ეს გიჟი გოგო დამეხმარა და ნელა გადამსვეს ეტლში,მანქანამდე შორი არ იყო.
გარემოს ვაკვრდებოდი და ხალხს,თითქოს უცნაურად ამიფრთხიალდა გული,როცა გარეთ ავედით.
გზაში მანქანის ფანჯრიდან ვაკვირდებოდი არემარეს დავხვდებოდი ეს ყველაფერი აქამდეც მქონდა ნანახი.
დიდ ორსართულიან სახლთან შევჩერდით,შავი ღობე იმხელაზე იყო აზიდული სახლი კარად არ ჩანდა.შინით შესული კი გავოცდი,როცა ლამაზად გაფორმებული ეზო და მოწესრიებული გარემო დამხვდა.
შიგნითაც ასეთივე ლამაზი იყო ყველაფერი,დიდი მისაღები,ღია ფერის კელები და ტანამედროვე ავეჯი.
-ლალი ჯერ სარა ავიყვანოთ ზემოთ და შემდეგ მისი ნივთები მოვაწესრიოთ-მიმართა ნანამ ჩემს მომვლელს და ჩემსკენ დაიძრნენ.
კიბეზე ასვლა ცოტა გამიჭირდა,დაღლილი წამომაწვინეს საწოლზე და ფანჯრები ააღეს
-ძალიან ლამაზი ოთახია-ვუთხარი ნანას და ტან იქაურობა მოვათვალიერე,ღია ვარდისფერი კედლები და თეთრი ფარდები ეკიდა,ასევე ერთი დივანი,კარადა,პატარა მაგიდა და ტუმბოები იდა.სააბაზანოც თავის ჰქონდა
-მადლობა,მიხარია,რომ მოგეწონა.
-ჰო,მეც მომწონს ამ სახლის ინტერიერი-სიცილით თქვა ნინომ და დეიდას შეხედა
-დღეს აქ დარჩები ქალბატონო?-სიცილით ახედა ნანამაც
-არა დეიდა დღეს არ შემიძლია,აი ხვალიდან კი თქვენი ხშირი სტუმარი ვიქნები
-იმედია,ძალიან ამიხარდება მეც თუ მნახავ ხოლმე-ვუთხარი და ბალიში ავისწორე
-უყურე ეხლა მას რა,აბა არ მოვალ გოგო?-მისაყვედურასავით და თან ჩაეცინა
-ეხლა გადასხმას დაგიდგამს ლალი,და მერე ლეპტოპს შემოიტან,რამით ხომ უნდა გაერთო.
ოთახი დაცარიელდა,ვენაში ნემსი უკვე შემიერთეს,ლეპტოპიც მუხლებზე მიდევს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მულტფილმს ვუყურებ სახელად „კონკია“
მალე მოსაღამოვდა კიდეც,ნანა ექიმი არ მტოვებს და ხშირად მკითხულობს,ლალიც შემოდის ხოლმე,როცა რაიმე დამჭირდება.
ძილის წინ ლალი მოწესრიებაში დამეხმარა და წავიდა,ღამეც დარჩენას ვერ მოვთხოვდი,ამიტომ ნელა ვიცალე გვერდი და გვედულად დავწექი,მალევე ჩამეძინა,მაგრამ საშინელმა სიზმარმა გამომაღვიძა, ტყეში მივრბოდი და ძალიან მეშინოდა.ტალახიანი სარაფანი ძირს ეთრეოდა და ფეხებშიმებლანდებოდა,შემდეგ ვითომ ხევში გადავვარდი და გამომეღვიძა.
სულ ოფლიანი ვიყავი,უი სწრაფად მიცემდა და ჰაერი არმყოფნიდა.
ნელა წამოვიწიე საწოლიდან,ფეხები იატაკზე დავდე და წამოდგომა ვცადე,მეორე ჯერზე ამიმართლა და კედელს დავეყრდენი,ხელები მიკანკალებდა და ფეხიც მტკიოდა,მაგრამ საშინლად მინდოდა სუფთა ჰაერზე გასვლა.კედელს ხელი მოვაშორე და მაგიდას უნდა დავყრდნობოდი,როცა იქვე მდგარ ჭიქას გავკარი ხელი და ხმაურით დაენარცხა იატაკზე,მე კი თავი ვერარ შევიკავე და ჭიქას მივყევი,ტკივილისგან ხმამაღლა წამოვიყვირე და წამოჯდომა ვცადე,მაგრამ ამაოდ.
სულ რამდენიმე წამში ჩემი კივილიდან ოთახის კარი ვიღაცამ შემოაღო და მეც იქით მხარეს გავიხედე.მაღალი,შავ თმიანი და ოდნავ წვეროსანი ახალგაზრდა ბიჭი იდგა,“ალბათ ესაა თორნიკე,ნანას შვილი“გავიფიქრე და ხელით იატაკს დავეყრდენი,მაგრამ მაინც ვერ ავდექი.
-მოიცა მოგეხმარები-გავიგე ბოხი,ოდნავ ცივი ხმა და მალე წელზე ხელის შეხებაც ვიგრძენი,წამომაყენა და ხელში აყვანილი საწოლში ჩამაწვინა
-ვაიმე ხელი-ამოვთქვი და სახე დავმანჭე
-როცა არ შეგიძლია, არც უნდა ადე-შემომიბღვირა და ოთახიდან გავიდა.
დავრჩი ასე მტკივან ხელთან ერთად,მეგონა მიმაგდებდა და არც დაინტერესდებოდა ჩემი ბედით.მაგრამ მალევე შემოვიდა ნანასთან ერთად
-სარა შვილო ხომ კარგათ ხარ?-შუქი აანთო და საწოლზე ჩამოჯდა-რატომ ადექი,ვერ დაგვიძახე?
-მე,ცუდი სიზმარე ვნახე და..არ ვიცი სიზმარი იყო თუ რაღაც გამახსენდა,მაგრამ ძალიან შემეშინდა და ჰაერზე გასვლა მინდოდა,ბოდიში
-ხელი გეტკინა?
-ხო ცოტა მტკივა,უფრო ფეხიი ამტკივდა და შეიძლება ფანჯარა გავაღოთ? -მუდარით აღსავსე მზერით შევხედე ნანა ექიმს
-რა თქმა უნდა,თოკო გააღე რა-შვილს მიუბრუნდა დ იმანაც დაბღვერილი სახით გამოაღო.
-წავალ გამაყუჩებელს მოვიტან და გაგიკეთებ-წამოდა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
ის კიდევ კარზე მიყრდნობილი მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა
-სხვებზე მიშტერება,რომ უზრდელობაა არ იცი?-ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე
-მადლობა მაინც გეთქვა დახმარებისთვის გოგო-კვლავ ცივი მზერა მომანათა და გასვლა დააპირა როცა სიტყვები დავაწიე
-მადლობა.
ქალბატონი ნანა,რომ შემოვიდა ოტახში უკვე მარტო ვიყავი,გამაყუცებელი ამიკეთა და მეც ცოტა მოვეშვი.დავწყნარდი და ჩამეძინა ხვალინდელ დღეზე ფიქრში.


პ.ს .შეაფასეთ,გამაკრიტიკეთ,მომეცით შენიშვნეი :დ მაინტერესებს თქვენი აზრი და თუ დააფიქსირებთ ამიხარდებაა.



№1  offline წევრი Nini123456

ვაუ ძალიან მომეწონა მალე დადე შემდეგი ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი natia-natia

მომეწონა ძაან

 


№3  offline მოდერი tsn

მომეწონა, ძალიან კარგია.. ♥♥

 


№4 სტუმარი ………

male dadee :3

 


№5  offline წევრი nasia

ძალიან დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის love დღეს ღამე დავდებ ალბათ ან ხვალ wink

 


№6 სტუმარი manana

ძალიან მომეწონა მართლა გელოდები მალე დადე რა ახალი თავი ხვალლლლ? აუ კაი რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent