უშენოდ
მაღვიძარას ხმა ჩამესმის მინდა გავტეხო, მაგრამ მახსენდება რომ მობილურზე მაქვს დაყენებული და მუჭს ვკრავ. ჯანდაბა ! როგორ მეზარება ადგომა ,იქნებ ცოტა ხნით კიდევ ...არა არც გაბედო იოანე , ლიზი უნდა წაიყვანო სკოლაში მამას საქმეები აქვს და საუზმეც შენ უნდა გაამზადო .ოხ ლიზი რა როდის ისწავლი საუზმის მომზადებას ,სულ ნებიერა უნდა იყო? არა რას ვერჩი ბავშვს როგორიც გავზარდეთ მე და მამამ ისეთია ... საწოლიდან თვალებდახუჭული ვდგები ,მაღვიძარა აღარ „კივის „ ხვდება მგონი რომ გავიღვიძე. სააბაზანოში გავდივარ და როგორც კი წყალს ვისხამ სახეზე შემიძლია თვალების გახელაც, რამდენიმეჯერ ვიმეორებ ერთსა და იმავეს შემდეგ უკვე გამოფხიზლებული ვიწყებ დილი პროცედურებს, რაც შეიძლება სწრაფად.თუმცა უკვე შეჩვეული ვარ და ალბატ რომ მითხრან ნელა გააკეთეო ვერ შევძლებ. სპორტულ შარვალს ვირგებ და ქვემოთ ჩავდივარ. სახლში სიმშვიდეა გამეფებული, ლიზიკოს სძინავს ,მამა მივლინებაშია და ვინ იხმაურებს. მაცივრიდან რამდენიმე კვერცხს და ლორს ვიღებ. ტაფას გაზქურაზე ვდგამ და ვიწყებ. აქაც სიჩქარით გამოვირჩევი,მოკლედ რომ ვაკვირდები მშვიდად ვერაფერს ვაკეთებ ამ გრაფიკის გადამკიდე. მაგიდას ვაწყობ, ლიზიკოს ყავას ვუმზადებ მისი საყვარელი ჯემიც ადგილზეა და კიბისკენ მივდივარ . ჩემი მძინარა დაიკო ისევ მე უნდა გავაღვიძო ,აბა ბუძილნიკი არ მოქმედებს მისთვის. საძინებელში შევდივარ და თმაარეულ გოგოს დავსცქერი, ბალიში სულ მისი ხვეული თმითაა დაფარული. ხუჭუჭები ვართ ორივე თუმცა მე სად მაქ თავზე თამა სულ გადაპარსული მაქ. მოკლედ საწოლზე ვჯდები და ხმაურით ვკოცნი ჩემს ტკბილს ... აპრეხილ ცხვირს მანჭავს,ტუჩებს ბუშტავს და ბალიშში მალავს სახეს, სულ ასე აკეთებს და მინდება გავიხსენო მისი ბავშვობა ფუმფულა რომ იყო და ლოყებზე ვკბენდი. -გაიღვიძე ლი თორე გაგტყიპავ იცოდე -მმმ -ნუ ზმუი რა ..მიდი დროზე დაგაგვიანდება სკოლაში პირველივე დღეს ... ლიზა !- დიდხანს არ ვაპირებ ლოდინს, გადამეტებულად თბილად კი არ ვექცევი,საერთოდ ვის ვექცევი ეგრე ,მაგრამ როგორც კი ვიმკაცრებ ხმას იმ წამსვე მემორჩილება. არასდროს მიყვირია მისთვის ,ხმასაც კი არ ვუწევ უბრალოდ ტონზე მატყობს ალბათ.არ ვიცი ფაქტია ყოველთვის დროულად მოქმედებს. სწრაფად ჭყეტს ლურჯ თვალებს და ხმაურით მიკოცნის ლოყებს -რა კარგი ბიჭი ხარ წვერი რომ დაიდაბლე, აღარ „მკბენს“ -სულ შენ გამო შევიჭერი რა ! დროზე ჩამოდი გაცივდება ყავა -ახლავე ჩემო ბუზღუ - კოცნას მიგზავნის და კუსკუსით მიდის სააბაზანოსკენ, 18 გახდება მალე მაგრამ ისევ მარწყვებიანი პიჟამა აცვია ,ისევ თმაარეული მოძრაობს ყველგან და ამ ტავის ხვეულებს საერთოდ არ ივარცხნის მგონი კი აქვს ჩამოყრილი და სპირალივით ეხვევა მოძრაობისას განსაკუთრებით . საძინებელში შევდივარ ,ვიცვამ საჭირო ნივთებს ვიღებ და ქვემოთ ცავდივარ. ლი უკვე ადგილზეა და მიირთმევს კრუასანს და ყავას -ლორი და კვერცხი?! -არ მინდა რა ... -სულ უფრო ცოტას წამ და არ მომწონს -შენ სულ არ ჭამ დილით ეგრე -მე ენერგია მაქვს საკმარისად და შენ არა! - მოკლედ ვუჭრი და ჩუმდება. მაინც არ ჭამს , ყავის ფინჯანს იღებს და ნიჟარაში დებს . შემდეგ ოთახს ტოვებს, ერთხელ რომ აალაგოს მოკვდება . არ ეუნები და თვითონ ხო არ შეიწუხებს თავს, რა უნდა ვუთხრა ბავშვს ისედაც იმდენის ამეცადინო აქვს გაბრუებული დადის წინასწარ ღელავს , რთული წელი ელოდება და განსაკუთრებული კომფორტი უნდა შევუქმნა . ისევ ვალაგებ ყველაფერს მაცივარში,რას გამოვალაგე საერთოდ არ ვიცოდი რო არ შეჭამდა? მისაღებში გავდივარ , ლიზიკო ეზოშია ბაღში ზის როგორც ყოველთვის და იქაურებას უყურებს. ყველას გვიყვარს ეს ადგილი, თითქოს დედას სურნელი მოაქვს ... მანქანა გამომყავს სადგომიდან და ისიც სკუპდება,ღვედს მაშინვე იკრავს და ნერვიულად ხლართავს თიტებს ერთმანეთში ვიცი ღელავს, ახალ სკოლაში გადავიყვანეთ სადაც სწავლა კიდევ უფრო გაძლიერებულია,თანაც იქ მასწავლებელთან პრობლემა ჰქონდა და გადავწყვიტე დაძაბულ გარემოს მომეშორებინა,იმედია სწორად მოვიქეცი. .. მის ხელს ჩემსაში ვიქცევ და ვკოცნი -დამშვიდდი ბაჭია ყველაფერი კარგად იქნება ტუ რამე დამრიეკე,ეგრევე მოვალ, ან მოგისმენ . არ იდარდო არაფერზე,თავი მაღლა აწიე და გახსოვდეს ვინ ხარ,არავის მისცე უფლება გაგაბრაზოს - თვალებში ვუყურებ მას შემდეგ რაც მანქანა სკოლასთან გავაჩერე და ისიც მიფახუნებს გრძელ წამწამებს - ჩემი ბაჭია - ვიღიმი და ლოყაზე ვკოცნი- მიდი ახლა ,შენი დღეა დღეს -როგორ ახერხებ სულ ჩემს დამშვიდებას- მიღიმის , დედა მახსენდება მის ღიმილზე და მჩხვლეტავ ტკივილს ვგრძნობ გულის არეში ,თუმცა გამომეტყველებაზე არაფერი მეტყობა,ლი ლოყაზე ძლიერად მკოცნის და გადადის. ჩანთას ისწორებს და ამაყად,მშვიდად მიაბიჯებს უზარმაზარ ეზოში რომელიც ბავშვებითაა სავსე . დროა წავიდე ,ვიცი ამაზეც ფიქრობს რომ მე იქ ვარ და ვუყურებ , თავისუფლება უნდა ჰქონდეს ვცდილობ მაგრამ არ ვიცი რამდენად ვანიჭებ თავისუფლების გრძNობას. სამსახურში წასვლის დროა, როგორ ვერ ვიტან ამდენ ჯუჯღუნს ,როგორც ჩემი გოგო ამბობს, მაგრამ რა ვქნა თუ მოვდუნდი იმ წამსვე სისულელეებს აკეთებენ და ვერ დავუშვებ პრობლემა შეიქმნას . მამა მთელი ცხოვრება იბრძოდა ამ ყველაფრის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, ვერ დავუშვებ იმედები გავუცრუო და დაკისრებული ვალდებულება დავივიწყო. მმართველი ჩვენი სამშენებლო კომპანიის ისევ მამაა , შემომთავაზა ამ თანამდებობის დაკავება ჯერ კიდევ სამი წლის წინათ,მაგრამ მაშინვე უარი ვუთხარი განა იმიტომ რომ ეჭვი მეპარება ჩემს შესაძლებლობებში, არა უბრალოდ მინდა ისევ იმ ტემპით განაგრძოს ცხოვრება როგორითაც ადრე, სამსახურში თუ არ იქნება მეშინია ცუდად არ გახდეს, ყოველთვის ეხმარბეოდა საქმე, იმდენად უყვარს საკუთარი საქმე ამ დროს ბედნიერი ხდება , როგორც შეუძლია მისი გულის ნაწილს დედას დაკარგვის შემდეგ ... მანქანას სადგომზე ვაჩერებ და გადავდივარ. შენობაში ,დროულად შევდივარ, მე თუ დავიგვიანე სხვას როგორ მივცე გაფრთხილება ამაზე. ჯერ კიდევ მოსვლის პროცესსი არიან თანამშრომლები, მისაღებში არიან და აფიქსირებენ თავიანთი მოსვლის დროს. მიხარია როცა ვგრძნობ რიდს და არა სიძულვილს , კარგია როცა შეგიძლია ზღვარის დაცვა ,მგონი მე ეს შევძელი . ყველა პატივისცემით მეპყრობა ,მაგრამ არ ვარ ის ბოროტი უფროსი ვისაც ზურგს უკან ლანძღავენ . ჩემი მდივანი ადგილზე არ არის, იმედია აკრგადაა ლიკუნა არასდროს იგვიანებს .თუმცა ჯერ კიდევ ადრეა . კაბინეტში შევდივარ და პირდაპირ ვიწყებ წინა დღეს გაჩერებული საქმის განხილვას, რაღაც ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს და უნდა შევამოწმო რამდენიმე დოკუმენტი , ხარჯთაღრიცხვაც .სანამ მამა დაბრუნდება ყველაფერს მე ვაკეთებ და ვხვდები რატომ იყო სულ დაქანცული,რატომ არ შეეძლო არაფერზე ფიქრი . გარკვეულწილად კარგია როცა ამდენი საქმე გაქვს,ივიწყებ პირად პრობლემებს . საქმეში გართული ვარ როცა კარი შემოგლიჯეს, ვინ გაბედავდა ამას თუ არა ნიკო , ჩემი სვანი ძაკაცი უფრო სწორად ჩემი სვანი ძმა, ის სწორედ ის კაცია მისი სისხლი რომ არ გიჩქეფს და მაინც ძმაზე უფრო ძმაა. -რა გჭირს არღვლიანო?- ვცდილობ გავუღიმო და ცოტა დავამშვიდო. სულ რაღაცაზეა გაბრაზებული, აი ის კი ნამდვილად მკაცრია .ასეთია და არც უნდა შეცვლა, არც იმ წარბების გაშლა უნდა სულ რომ შეკრული აქვს და შუბლზე ნაოჭები უჩნდება. გული აქვს კეთილი,ისეთი კეთილი რომ ნებისმიერი დახმარების გაწევა შეუძლია გაჭირვებაში მყოფისთვის. -ნია მაგიჟებს ! ვერაფერი გავუგე რას ითხოვს ჩემგან . გუშინ შენთან ერთად ხო ვიყავი არა? ვერ დავაჯერე ბიჯო ,მეუბნება ამ ბოო დროს სახლში არ მოდიხარ დროულად, ისე აღარ მიყურებო ! როგორ ვუყურებ გამაგებინეთ ვინმემ -რა ვიცი შენ მგონი ყველას ერთნაირად უყურებ გააფთრებული მგელივით -ბიჯო? ! -კაი დათვივით - ხელებს ვწევ დამნაშავის პოზას ვიღებ და უფრო ვაბრაზებ მგონი. ნია მისი ცოლია, უკვე ორი წელია ქორწინებაში არიან, იმენა მაგარი რძალი მყავს ,საოცარი გოგოა . სკოლიდან უყვართ ერთმანეთი და როგორ უძლებდა ამდენი ხანი არ ვიცი , ისევ სიყვარულის ძალა თორემ ნორმალური ქალი ვერ გაუძლებს ამის გამუდმებულ ბრაზს, არა გატყუებთ ნიასთან ეს დათვი პატარა მაცვად იქცევა . მიუხედავად იმისა რომ ნია ძალიან მშვიდი და საყვარელი გოგონაა ისე მართავს ამ ველურ სვანს ვერც კი ვხვდები რა ძალა აქვს ასეთი -მე ცუდად ვარ, თავი მისკდება ამდენი ფიქრით და შენ მაღადავებ შე ჩემა? -კაი დაწყნარდი და მოყევი რა ხდება- ლეპტოპს ვხურავ და მაგიდას ვეკრდნობი იდაყვებით -ამ ბოლო დროს სულ მეჯუჯღუნება, წარმოგიდგენია? ნია მეჯუჯღუნება ,ეჭვიანი გახდა .ხშირად მირეკავდა სულ მაგრამ ახლა იმას კი არ მეკითხება როგორ ვარ და როგორ მოვენატრე კი არ მეუბნება პირდაპირ მეკითხება სად და ვისთან ერთად ვარ, როდის გავალ, სად წავალ, ვის შევხვდები -კაი შე ჩემა რა გჭირს , ეტყობა იმ გოგოს მერე ეჭვიანობს -რა აეჭვიანებს ბიჯო ჩემზე როგორ უნდა იეჭვიანოს მაგის გარდა ქალს ვერ ვამჩნევ ვერასდროს .ხო იცის რო მოვკვდებიდ ა არც კი გავივლებ გონებაში მის ღალატს-აგრძელებს ბუბუნს და მართალიცაა ისე . რაც თავი მახსოვს ნიას ერთგულია, ის გოგოო რომ ვთქვი რამე კი არ ჰქონიათ,უბრალოდ იმას ძალიან მოსწონდა ჩემი ძმაკაცი და ნიამ იეჭვიანა . -აბა რა ვიცი... -კიდე ხშირად ტირის , ადრე ვაფშე არ ტიროდა, ხო იცი მეკეტება რომ ტირის და გაუჩენარს ვუცენდი ახლა ვერც ვხვდბეი რატო ტირის , გუშინ მითხრა აღარ გიყვარვარო, წახვალ და მიმატოვებო და ატირდა, გავგიჟდები გეფიცები -რომ გაგათავისუფლო სამსახურიდან ერთი კვირით და მასთან გაატარო დრო? დააკვირდი და იქნებ მიხვდე რა სჭირს . რაშიც ვერ ვერკვევი ქალები და მათი ფსიქოლოგიაა -რა გეშველება აბაა რა იცი შენ ქალების -სხვანაირად უნდა მეთქვა თვითონ ცოლების ფსიქოლოგიას ვერ ვცნობ ,ცოლები რომ ხდებიან მერე გადიან ჩემი ინტერესის ზონიდან- ვიცინი და თიტებს ვათამაშებ ხის მაგიდის ზედაპირზე -კაი ხო მარტალი ხარ , წყნეთში ავიყვან შენთან,უყვარს იქაურობა ცოტას დავისვენებთ და დამშვიდდება. ამ ბოლო დროს იშვიათად ვარ სახლში მართლა და ალბათ მაგის გამოა ,ზაფხულშიც ვერ წავიყვანე ვერსად სამსახურში მოვკვდით მე და შენ -რა ვქნა ძმა ბევრი საქმე გვქონდა -ახლაც გვაქ ..მაგრამ იცოდე რომ დავბრუნდები მერე სულ აქ ვარ -არ გრცხვენია ბიჯო? გადი წადი მხიედე საქმეს ,რძალი არ გამიბრაზო თორე გავხდები უცებ ზურიკოს შემცვლელი -რა გინდა ზურიკო მშვენიერი ცოლის ძმაა -არაფერი არ მინდა ,პროსტა ეგ აქ არ არის და ნიას უფლებები ხო უნდა დვაიცვათ ვინმემ - ვიცინი და სავარძელს ვეკრდნობი. არღვლიანი გადის მე კი ლიკუნას ვეხმიანები, ყავა რომ მომიტანოს.ვრეკავ მაგრამ არ მპასუხობს . გავდივარ და არ არის, მაშინვე ვურეკავ , მოგვიანებით მპასუხობს -გისმენთ -ლიკა სად ხარ? -ბატონო იოანე იცით მე არ ვარ ლიკა ლიკა არ არის- ახლა ვხვდები ვიღაც სხვა მესაუბრება,ასკარად ტირის გოგონა . -რა ხდება? ლიკა სად არის?- ავრელვდი , ლიკა ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს -ლიკა მოიტაცეს... გუშინ სამსახურიდან რომ წამოვიდა სახლში არ მოსულა -ისევ ზლუქუნებს გოგო და ძლივს ვარჩევ სიტყვებს ,აშკარა სასოწარკვეტიებას ვამჩნევ მის ხმაში. მაგრამ როცა ვიაზრებ რომ მოიტაცეს ტვინში აზრები მერევა . ამის დედაც ... ყიფიანო შე გადარეულო ! -შენ ნაკო ხარ ხო? -დიახ -ნაკო დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.. შენს დას დარწმუნებული ვარ არაფერი ემუქრება - ვეუბნები და პასუხს არ ველოდები ვთიშავ , დამტოვა მდივნის გარეშე ნეტა იმ გიჟმა? არა როგორ არ მითხრა ,მოვკლავ ! ყიფოს ნომერზე ვრეკავ ,გვიან მპასუხობს -გისმენ იო, რამ გაგახსენა ჩემი თავი ბატონო -რა რამ გამახსენა შე ჩემა მდივანს რომ მტაცებდი და მტოვებდი ისე რა გეგონა ... -ვის გტაცებდი? ლიკუნა სადაა ბიჯო - ასკარად ეძინა აქამდე, ახლა გავგიჯდები ,მოიცა რა გამოდის რო ამას არ ჰყავს? - იოანე ხმა ამოიღე . არ ვარ მე თბილისში ქუთაისში ვარ ორი დღეა ჩემ დასთან, ლიკა სადაა ბიჯო -მე არ ვიცი .. მეგონა ჯანდაბა ! დროზე წამოდი მანდედან ! ლიკუნა ვიღაცამ მოიტაცა -მერე ისე იღრიალა და ისეთები იძახა იმან არ გავიმეორებ. მობილური გავთიშე და დავტოვე ყველაფერი, რა დროს საქმე იყო ძმაკაცს საცოლე მოსტაცეს და ვატყობ ჩხუბი მომიწევს .იმედია ლიკას ყველაფერი რიგზე აქ ,თორე არც კი ვიცი რას გავაკეთებ. ყიფიანის ქმედების წარმოდგენაც კი არ მინდა. რამდენიმე წუთში ლიკას სახლში ვარ, მისი მშობლებისგან სრულ ინფორმაციას ვიღებ და ირკვევა რომ ნამდვილად ვიღაც ბიჭმა მოიტაცა, თავად დაურეკავს და უთხქვამს თქვენი ქალიშვილი ჩემი ცოლია დღეიდანო . არავინ იცის სად არიან... მანქანაში ვჯდები ჩემს ნაცნობ გამომძიებელს რომ ვესტუმრო და ყიფოს მანქანაც ჩნდება,ისე სწრაფად ამუხრუჭებს საბურავების ხმა ყველგან ისმის, გააფთრებული გადმოდის ,ნამდვილ ცხოველს ჰგავს -რა გაარკვიე ...იციან ვის ჰყავს? -მათ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ შენ იცი -ვიცი მე მაგის დ.. შ... ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს,როგორ გაბედა ..როგორ გამიბედა ჩემი ლიკუნა ,ჩემი გოგოოო თითი რო დააკაროს ...რამე რომ დაუშაოს- კიდევ უფრო გავღიზიანდი, როგორ მინდა ვიცოდე ვის შეიძლება ჰყავდეს. ყიფო ცუდადაა ,არაადამიანური გამომეტყველება აქვს . ბოლოს მეუბნება ვისაც შეიძება ჰყავდეს და ერთად მივდივართ ჩვენს კლასელთან, გამომძიებელია ბიჭი მანქანის ნომერი ვიცით და მისი პოვნაც არ გაგვიჭირდება... -ზდაროვა ძმებს... აქ რამ მოგიყვანათ მშვიდობაა ხალხო?- ჯერ გვიღიმის აკო შემდეგ როცა ყიფოს ხედავს სერიოზულდება . -კაბინეტში შემოდით -არაა მსვიდობა ... შენი დახმარება გვჭირდება -ყველაფერს ვუყვებით , მანქანას ეძებს და აღმოჩნდება რომ თბილისშია,გამორციხულია იქ არ არიან, ესეიგი თავისი მანქანით არ წასულა ის გაიძვერა . კამერების ნახვას დრო სჭირდება, ვაკვირდებით ყველა ადგილს კომპანიის მიდამოებში და როგორღაც ვხედავთ როგორ გადმოდის რამდენიმე ბიჭი და მოსაცდელთან მყოფ ლიკუნას ძალით სვამს მანქანაში.ყიფიანი უმართავი ხდება , აკოც მოგვყვება, და მივდივართ რომელიღაც სოფელში,მისამართი აკომ იცოდა . ახლოს ვართ , ვკითხულობთ ბიჭის სახელს და მალევე ვგებულობთ მისი სახლის მისამართს . ვერც კი მოვასწარი აზრზე მოსვლა ისე გადახტა მანქანიდან ყიფო და სახლისკენ გაიქცა .კარი შეამტვრია და შევარდა. ჩვენც უკან მივყვებოდით ,მაგრამ ვინ დაგაცადა ხელის განძრევა უკვე დათრეული ჰყავდა ის არსება და გამეტებით ურტყავდა. ლიკუნა არ ჩანდა , მსხვრევის ხმა მომესმა და მეორე სართულზე ავირბინე , ყველა კარი გავაღე, არსად იყო, ერთი ცაკეტილი იყო და შევამტვრიე . ლიკუნა საწოლზე იყო ხელებით მიბმული, პირი ახვეული ჰქონდა, რგოროც სჩანს სანათი გადმოაგდო . თვალების სულ წითელი ჰქონდა ,ცრემლიანი და რომ დამინახა სიხარულის ნაპერწკალი დავინახე. სწრაფად გავათავისუფლე,სულ კანკალებდა -ყველაფერი კარგადაა , აქ ვართ ვაკოც აქაა - გულში ჩავიკარი და თავზე ვაკოცე. გავიგე ვაკოს ხმა და ოთახშიც შემოვარდა. გული შემეკუმშა,როგორ უყვარს ამ გადარეულს .ლიკუნა რომ დაიგულა თავის მკლავებში, ჯერ კოცნიდა, თმაზე ნერვიულად უსვამდა ხელს მერე თავზე თავი დაადო და ცრემლები წამოუვიდა, ძარღვები დაბერილი ჰქონდა მუჭით შეიმჭრალა გადმოღვრილი ცრემლი და ხელში აიტაცა დასუსტებული გოგო . სახლი დავტოვეთ, იმას აკო მიხედავდა,მაგრამ ვაკოს არ უნდოდა .ისე იყო ნაცემი ეჭვი მეპარება უარესი რამე დაემართოს. იქაურობა დავტოვეთ. ლიკუნა და ვაკო უკან ისხდნენ. ლიკას ვაკოს ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და ძალაგამოცლილი ,გატრუნული არც კი ირხეოდა. თბილისში რომ შევედით ლიკამ თქვა რომ სახლში მისვლა არ უნდოდა, ასე ვერ ვნახავ ჩემებსო და ვაკომ თავისთან წაიყვანა. როგორც კი გავიგე რომ აღარაფერი სჭირდებოდათ ჩემგან წამოვედი. უკვე საღამო იყო, დამძიმებული მივაბიჯებდი, მანქანაში ჩავჯექი და საჭეს ხელები მოვუჭირე, ჩემი გოგო ახლა გამახსენდა, ალბათ მარტოა სახლში ,სკოლიდან რომ არ წამოვიყვანე ინერვიულებდა. სწრაფად წავედი სახლისკენ. ^^^^^ ყიფომ სახლში აიყვანა ლიკუნა და საწოლში ჩააწვინა . მობუზული ცაეხუტა ბალიშს და თვალებიც არ გაუხელია და წამოუვიდა ისევ ცრემლები . -ჩემო პატარავ...ჩემო სიცოცხლე აღარ იტირო გევედრები. ყველაფერი კარგადაა , არაფერი მომხდარა ხომ? ყველაფერი დაივიწყე . მე შენთან ვარ პატარავ, სულ შენთან ვიქნები - საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას ჩაეხუტა. ისე უჭირდა საუბარი ,ყელში თითქოს ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და ბგერების წარმოთქმას არ ანებებდა. -შემეშინდა... მეგონა ,მე მეგონა ვერ მომაგნებდი , ვიცოდი რომ წასული იყავი მეგონა დაგაგვიანდებოდა და რომ შემხებოდა ,გეფიცები თავს მოვიკლავდი . ბიჭებთან ერთად იყო ,ხმაურობდნენ,იცინოდნენ, სვამდნენ .მე ოთახში ჩამკეტეს პირველ სართულზე მაგრამ გავიქეცი. გაიგეს და რომ დამიჭირა მერე მეორე სართულზე ამიყვანა აქედან ვერ გადახტებიო ,ვუპბინე და ხელებთან ერთად პირიც ამიხვია - ტიროდა და ცახცახებდა .ვაკო კი უფრო ივსებოდა ბრაზით, ხელები დაეჭიმა ,იქ რომ ჰყოლოდა ის ნაძირალა ისევ დაუმატებდა ,ამჯერად აკოც აღარ შეაცერებდა ,ვერავინ შეაცერებდა და საკუთარი ხელით მოკლავდა - მითხრა ..მითხრა შენი ბიჭი ვერ გიპოვის,მაგას რა ეგონა ერთს დამელაპარაკებოდა და მოგშორდებოდიო? ჩემი იქნებიო -ნუ ფიქრობ მაგაზე.. დაივიწყე გესმის? დაივიწყე ,თითქოს არაფერი მომხდარა ,თითქოს კოშმარი იყო და იცოდე კოშმარშიც კი არ დაგტოვებ მარტო იქედანაც კი გიხსნი . შენ ვერასდროს ვერავინ შეგეხება გესმის? ეს იქნება უკანასკნელი როცა შეგაშინებენ ჩემო სიცოცხლე ,შენ ჩემი გოგო ხარ ,ვაკო ყიფიანის გოგო . ჩემი სიცოცხლე ხარ ,ჩემი სუნთქვა - სახეს უკოცნიდა და ბუტბუტებდა. როგორც იქნა დამშვიდდა ლიკა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა მოწესრიგდა და ვაკოს მაისურით გამოტანტალდა . ბიჭი ოთახში არ დახვდა , ხმაური მოესმა მისაღებიდან ,,თუმცა შეცდა სამზარეულოდან ყოფილა . ვაკო რაღაცის მომზადებას ცდილობდა მაგრამ დაამსხვრია ყველაფერი და თან იგინებოდა -დედ.. შე.. რა გაცინებს გოგო ,დავამსხვრიე ყველაფერი -მერე რაც არ იცი არ უნდა გააკეთო -მეტის ღირსი ვარ, მშიერ გოგოს დავაპურებთქო ვიფიქრე მაგრამ ვინ გიმადლის -მადლობა - ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა -ჰმ ეს რა არი კიდე ლოყაზე მკოცნი? ნეტა მეტს როდის დავიმსახურებ - უცებ აუწითლდა გოგოს ლოყები ,ზურგი აქცია და თავად დაიწყო ბუტერბროდის მზადება . ვაკომ გაიცინა და ზურგიდან აეკრო -ჩემი მორცხვი გოგო... ხომ ხედავ რაც უფრო გვაინ დამთანხმდები მით უფრო ბევრი პრობლემა გექნება, ჩემთან რომ იქნები და ეცოდინებათ რომ დაკავებული გოგო ხარ ... -არა! -კაი რა ლიკუნა ცხრა ბავშვს და ყველაფერზე უარის თქმა ხო არ გთხოვ , ხომ იცი რომ მიყვარხარ , ხომ იცი რომ შენც გიყვარვარ და ისიც ხო იცი რომ შენს გარდა არავინ იქნება ჩემთან ,შენს გვერდით მითუმეტეს -ასე რომ მელაპარაკები მაშინებ... -კარგი რა გგონია გეჩხუბები და სულელურ ისტერიკებს მოგიწყობ? გგონია ისეთი ტიპი ვარ ცოლს არსად რომ არ უშვებს და კაბის სიგრძეს უყურებ? ნუ გამაგიჟებ ახლა ეგეთი თუ გგონივარ... -არა მაგრამ შენ ძალიან .. -მკაცრი ვარ? აი უბრალოდ მითხარი შენთან რა გავაკთე მკაცრი და ბოროტი რო ვყოფილიყავი -რომ დამეჯახე მაშინ დერეფანში ისე შემომხედე და მეჩხუბე მეგონა მომკლავდი -გაბრაზებული ვიყავი მაშინ -მეორედ რომ მნახე მაშინაც წამკბინე იოანეს უთხარი ეს მოუხერხებელი ლამაზმანი რატომ აიყვანე მდივნადო -როგორ ყველაფერი დაუმახსოვრებია,თავიდანვე ჩაგივარდი გოგონი გულში ხო - თავისკენ შეაბრუნა და ტუჩებში ნაზად აკოცა-როგორ მიყვარხარ ჩემო კრუტუნა ... რომ ინაბები ვგიჟდები ,ეს აწითლებული ლოყებიც მაგიჟებენ- ლოყაზე მიაკრა ახურებული ტუჩები და სულ დაავიწყა ლიკუნას ამქვეყნად ყველაფერი. სემდეგ ჩაიდანი „აყვირდა“ ყავისთვის რომ ედგა გაზქურაზე ყიფოს და იძულებული გახდა მოშორებოდა ,მინაბულ არსებას ^^^^ ეზოში შევედი და სწრაფად შევვარდი სახლში. კისკისის ხმა რომ გავიგე გულზე მომეშვა , ნელა ავიარე კიბეები და ლის ოთახის კართან გავჩერდი. ჩემი გოგო ვიღაცას სკაიპში ესაუბრებოდა და კისკისებდა რომ დამინახა უცებ დახურა ლეპტოპი საწოლს გადმოაფრინდა და ყელზე ჩამომეკიდა -იო როგორ ხარ? სად ხარ ამდენ ხანს? რატო არ მპასუხობდი? სკოლაში რატო არ მომაკითხე? ხომ კარგად ხარ? -უცებ მიაყარა თან სახეს მიკოცნიდა და თხელ თითებს მისვამდა -ჩემი ბაჭია, კარგად ვარ ..ყველაფერი კარგადაა .მაპატიე რა ,უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა -რა მოხდა? ისე გამოიყურები ... -გავალ გადავივლებ და მერე მოგიყვები . ივახშმე? -პიცა შევუკვეთე ცოტა ხნის წინ ...მიდი და გელოდები იცოდე - მომშორდა და სიევ საწოლზე დაბრუნდა . გადავივლე, ცოტა განვიტვირთე და ლიზუსთან შევედი.ს აწოლზე დავებერტყე და ჩავეხუტე. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი ძალიან რომ არ ენერვიულა ,მაგრამ არ გამომივიდა ლიკუნა ძალიან უყვარს . -კარგი ,ყველაფერი რიგზეა უკვე ვაკოსთანაა და არაფერი მომხდარა,დაივიწყებს ყველაფერს . ახლა მიამბე რა მოხდა სკოლაში გელოდები -კარგი იყო..ძალიან - თვალები გაუბრწყინდა- ყველანი გავიცანი.მასწავლებლები მართლა მაგრები არიან, ხასიათის რა გითხრა და ცოდნა აშკარად აქვთ, მგონი კარგი იქნება . ბავშვები კიდე როგორც ყველგან არიან სვეცკებიც, კაი ბიჭებიც, შკოლნიკებიც და უკვე ვიცი რომ მაგარი მეგობარი შევიძინე -ხო? ისე ხომ არავისთან დაგეძაბა ურთიერტობა -არა ყველანი მეტ-ნაკლებად კარგები არიან ... ნეიტრალური ურთიერთობა მექნება მაგრამ სალო საოცარი გოგოა , ვიცი ძალიან კაგრია და იცი ახლა მას ვესაუბრებოდი . ისეთი მხიარულია , ნამდვილი ქარიშხალივითაა, ყველაფერს აკეთებს აი არ ვიცი ენერგიის სადგურია - აჟიტირებული მიყვებოდა ვიღაც სალო მთელი ღამე. ეჭვი გამიჩნდა რომ ის გოგო ვერ იყო ნორმალური . სხვა ამბებიც მომიყვა ,მაგრამ ყველგან სალო იყო .დამღალა , ასე არასდროს ყოფილა, ამხელა ინტერესი არავის გამოუწვევია მასში. ზოგადად არც ისე მარტივად უმეგობრდება ვინმეს, ფაქტიურად ნამდვილი მეგობარი არც ჰყავს, ვისაც ყველაფერს უყვება და ვინაც ყველაფერი იცის მე ვარ მხოლოდ. სხვა არავინ, სხვებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ეს სალო ვინაა ასეთი ! ან რატომ გავღიზიანდი , იქნებ ვინმე გამახსენა მისმა ქცევამ და ხასიათმა ...შუაღამეს ჩაეძინა ჩემს ლიზიკოს , საბანი გადავაფარე ,შუქი ჩავაქრე და ოტახი დავტოვე. ჯერ მაინც ადრე იყო , ამიტომ წავედი კლუბში, ბიჭებს ვნახავ, ცოტას გავერთობი დავლევ და დავბრუნდები ისევ. მივდივარ, რამდენიმე მეგობარს ვხედავ და მათკენ მივდივარ,ბიჭებთან საუბარში გართულს სასმელი თანდათან მეკიდება და მგონი ამაღამ სახლში დაბრუნება არ გამომივა... დილით თავის ტკივილით მეღვიძება, თვალებს ვახელ და ქერა თმას ვხედავ პირველს, არც მახოსვ ვინ არის ,მაგრამ ამისთვის ფიქრის დრო არ მაქვს, სწრაფად ვიცვამ და მოვდივარ იქედან.სახლში სევდივარ, ვწესრიგდები და ამჯერად მხოლდო ყავას ვახვედრებ ლის -ჰმ წუხელ არ მოსულხარ სახლში?- წარბებს ათამაშებს,იკრიჭება და ისე მიირტმევს ყავას -დროზე და გავიდეთ.. მდივანს არ სცალია და ამიტომ ათასი საქმე მაქვს -მასწავლებელთან უნდა მიმიყვანო დღეს ხო იცი ... -მახსოვს ! დღეს ყველას ნახავ და დღეებს დაგინიშნავენ,გაესაუბრები რა ვიცი თუ არ მოგეწონება სხვა ხომ უნდა ვიპოვო -დარწმუნებული ვარ საუკეთესოებს აარჩევდი ... -დღეს მივალთ და მერე სახლში ივლიან -ვიცი ხო ! -თუ გინდა ,თუ გირჩევნია თავად წახვდიე და არ დაიღლები არ.. -არა სახლში მირჩევნია ...ვნახოთ .თან გასასვლელად დრო დამრჩება იმედია - სემაწყვეტინა საუბარი,ჩანთა აიღო და გაკუსკუსდდა. როგორ დადის ჩქარ-ჩქარა ,ვგიჟდები სკოლაში მიმყავს, ამჯერად სწრაფად მკოცნის და ფრინდება მანქანიდან. ვიღაც ზურგით მდგომ გოგონას ეხვევა ,მე კი მივდივარ. .. საქმეები თავზე საყრელი, თავის ტკივილი და აწეწილი ნერვები.ისეთ ხასიათზე ვარ ლიზისთან რომ მივდივარ დანა კბილს არ მიხსნის. რამდენიმე წუთი მალოდინა , კიდევ ერთი აბი გამაყუჩებელი დავლიე მაგრამ არ მშველის ,გუშინდელმა დღემ იმოქმედა. მანქანაში სკუპდება და საოცარ ხასიათზე მყოფი მკოცნის -რა გჭირს ფისოო? -რა ფისო ..ვაიმე ლიზი ცუდად ვარ გევედრები ნერვებს დღეს ნუ შეეხები. -რა გჭრს მართლა -დავიღალე ...-მანქანას ვძრავ და მივდივარ . ლიზის შეხვედრა მასწებთან გათიშულმა გავატარე. ქალბატონი ისეთი კომუნიკაბელურია ამ მხრივ რომ მოეწონა ქალბატონები . -უნარებზე და მათემატიკაზე ვისთან ვიქნები? -არ სცალია მას დღეს და პირდაპირ სახლში მოვა პირველ ოქტომბერს -მოვასწრებ? მათემატიკასი ნორმალური მეცადინეობა მინდა რომ.. -მაგაზე თავს ვდებ ... სხვებს მიხედე შენ - მოკლედ ვუჭრი და მანქანას ეზოსი ვაჩერებ,ისე ვარ დაღლილი ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ. სახლში ფეხის შედგმას ვასწრებ მობილური რომ მღერდება -გისმენ ნიკო -იო ...საავადმყოფოში ვართ მოდი რა გთხოვ - ძამაკაცის სასოწარკვეთილი ხმის გაგება მჭირდებოდა ალბათ გამოსაფხიზლებლად.ისე ჩავუქროლე ლიზს გააზრება ვერ მოასწრო.მთელი სიჩქარით წავედი, არაფერი მადარდებდა. მისაღებში შევედი და მითითების მიხედვით მეორე სართულზე ავედი. ნიკო მალევე შევნიშნე დერეფანში იჯდა გათიშული .რომ დამინახა მომეხვია ,ცუდად იყო და უცებ მომებჯინა გული ყელში, საავადმყოფო ...დედა ,დერეფანში მოლოდინე მამა და სასინელი წუთები. ყოველთვის როცა ქალს ვხედავ საავადმყოფოში ცუდად ვხვდები ,მაგრამ ახლა განსაკუთრებულად დამიმძიმდა სული. -კაი ბიჯო რა გჭირს კარგად იქნება,გადაიღალა ალბათ -გაფითრდა ,წამში გაფითრდა და მოწყვეტით წაიქცა. კართან ვიყავი ის სამზარეულოში იყო ვერანაირად დავიჭერდი, თავი მაგიდას ჩამოარტყა დაცემისას და ... სისხლმა იფეთქა ...რამე რომ დაემართოს თავს არ ვიცოცხლებ , ვეჩხუბე ...ვეჩხუბე და გამოვვარდი რომ დავრჩენილიყავი ცუდად არ გახდებოდა -რა სისულელეებს ბაზრობ ბიჯო...კარგად იქნება . მოიცადე ,დაელოდე ექიმს ..აი მოდის- მხარზე დავარტყი ხელი და ისიც უცებ მივიდა ექიმთან . მუჭი ისე შევკარი ტავის გასამაგრებლად კანში შევიდა ფრჩხილები. ერთიანად მოვდუნდი როცა გაიღიმა ექიმმა და ნიკოს ახარა ნიას ფეხმძიმობის შესახებ . ერთიანად გავთავისუფლდი , ძამაკაცტან ერთად ვიცინოდი -ნათლია გავხდები შე ჩემა -მამა გავხდები ტო..ბავშვი ვაიმე ბავშვი ..მოიცა ექიმო თავი რომ დაარტყა რამით ხომ არ იმოქმედებს -არა ნუ ღელავთ,ყველაფერი რიგზეა, ახლა სძინავს, თავი ძალიან მსუბუქად ჩამოარტყა უბრალოდ ისეთ ადგილას მოხვდა რომ სისხლი წამოუვიდა . შეგიძლიათ შეხვიდეთ, მალე გამოფხიზლდება . ნიკო პალატაში შედის , მე გარეთ ვრჩები.იქედან ნიას ცრემლნარევი ხმა მესმის და რამდენიმე წამში თავზე ვადგები წყვილს,ვეღარ მოვითმინე -რძალო თავ როგორ გრძნობ? -იოო ,ვაიმე კიდე არ მჯერა- ვეხვევი ჩემს საყვარელ რძალუკას როგორც საბა ეძახის ,ჩვენი გიჟი და თავზე ვკოვნი. რომ გააბუქა ამ გადარეულმა სულ პატარა სახვევი ედო შუბლთან . -მეც არ მჯერა როგორ მოახერხა ამან ბავშვის გაკეთება მარა ... ისე ხო არ გადავამოწმოთ ჰა?- ხასიათზე მოვედი აშკარად, მაგრამ ნიკოს არ ადარდებს, ისევ კოცნის ნიას როგორც კი გავათავისუფლე-კაი შე ჩემა რა იყო გავალ მე და აკოცე მერე რამდენიც გინდა, ვაფშე ბავშვი არ შეაწუხოთ მანდ...ჩემი ნათლული სუპერ ბიჭი უნდა იყოს -ნათლიობა უნდა თან ბიჭი,გოგო არ მიიღო თაბაგარო -გოგო ერთი გავზარდე უკვე არ მინდა კიდე ...ახლა ბიჭი მინდა -შენ ვინ გაგაზრდევინებს ბავშვს ხო არ გაგიჟდი ... საწყალი ლიზი რომ მახსენდება . ბავშვს სპარტანულად ვერ აღვზრდი -ნუ ხარ საზიზღარი ,რა სპარტანულად ხელის გულზე ატარებდა ბავშვს -ნია გაბრაზდა ჩემს ნაცვლად და უჩქმიტა ქმარს -ჯიგარი ხარ რძალო,უნდა დამიცვა აბა რა -ხელზე ვკოცნი და იქვე სკამზე ვჯდები .თავი ისევ საშინლად მტკივა,კი არ ვიმჩნევ და ,მომენტალურად საერთოდაც დამავიწყდა მაგრამ ახლა აშკარად ვერ ვარ კარგად. კიდევ ვაპირებ რაღაცის თქმას პალატაში შემოსულ ექიმს რომხედავ. უფრო სწორად მხოლოდ ფეხებს ვხედავ,საშუალო ზომის მაღლები აცვია , სწორი,გრძელი ფეხები მიტაცებს თვალს მაღლა ვაყოლებ თეთრი ხალათი ხელს მიშლის , კაბა აცვია მუხლს აცდენილი ,საშუალო წრილით მკერდთან თითქოს დაინტერესება უფრო რომ გააღრმაოს და რა? არა ღმერთი მეთამაშება ეს ორი დღე ,რა ხდება ჩემი გაგიჟება გინდა ღმერთო? უბრალოდ მეშლება , რა მეშლება აშკარად ქეთაა, არც მეტი არც ნაკლები ქეთა მაყაშვილი ! კომენტარის გაკეთებაც არ ღირს, ერთიანად ვივსები მონატრებით და ბრაზით. ისე იქცევა თითქოს არ მიცნობს . გინეკოლოგია , ნია გასასინჯად მიჰყავს და ისე მიდის მხოლოდ რამდენჯერმე მაპყრობს მზერას,ისიც რამდენიმე წამით უბრალოდ რომ თვალში ხვდები ,ისევ ისეთი მზერა აქვს გამჭოლი და გასაგიჟებელი . ... -რა გჭირს შენ ..გევასა ექიმი?- ნიკო გვერდით მიდგება და ჩუმად მეჩურჩულება -ქეთა მაყაშვილია ... ასე შევიცვალე ბავშვობის შემდეგ? -უცებ ვერკვევი და ვუბრუნდები ნიკოს -რა ვიცი შეიცვალე ,მაგრამ მე გიცნობდი -ეშმაკურად მიკრავს თვალს ,იცის ქეთას ყოფილი სტატუსი ჩემს ცხოვრებაში - ის შეცვლილია თვითონ? -უფრო დახვეწილია, უფრო სექსუალური ... უკვე ქალია მაშინ 14 წლის იყო -პირი მიშრება და ნერწყვს ვყლაპავ . ქალბატონი კაბინეტიდან გამოდის, პასუხების ფურცლით ხელში. ნიაც მოჰყვება,უკვე კარგადაა. შემდეგ ეხოს გადასაღებად შედიან მე კი დერეფანში ვრჩები და 12 წლის წინანდელი ამბები მახსენდება,ისი ტუჩების გემო ...ჯანდაბა რა დროს ეგაა ,ვერც კი მიცნო და უარესი თუ მიცნო და ასე იქცევა. კლინიკიდან მოვდივართ, წყვილს ვემშვიდობები და სახლში მივდივარ. ამჯერად ლიზის თავდასხმას ვიგერიებ, ისევ მოკლედ ვუყვები ამბავს და გათიშული ვწვები საწოლზე, ჯანდაბა ! რა გავლენა აქვს იმ გოგოს ასეთი რამდენჯერაც გამოჩნდება იმდენჯერ უნდა ამაფორიაქოს? სიზმარშიც არ მანებებს თავს ,ისე მიყურებს მისი მწვანე თვალები მაგიჟებენ ისეთი კამკამაა,ისეთი სუფთა და ბრჭყვიალა ... ერთი კვირა გადის , ლიკა უკეთაა სამსახურში დაბრუნდა ,მაგრამ ვაკო აღარ შორდება გვერდიდან,სულ ურეკავს .სამსახურში აკითხავს,კი ვეუბნები ნუ მიცდენ მდივანსთქო მაგრამ ვის ესმის. ლიზიმ მეცადინეობა დაიწყო ორ საგანში, კმაყოფილია მასწავლებლებით . უკვე დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ , თავად ბრუნდება სახლში . მგონი მოსამსახურე გვჭირდება ვინც მოამზადებს საჭმელს და დაალაგებს,თორე ლიზა არაფერს აკეთებს . დამლაგებელს კი ვიძახებ აბა მე სახლს რას დავალაგებ ,მაგრამ სჯობს ვინმე მუდმივად გვყავდეს ,უფრო დავისვენებ ... ლიკას ვთხოვე განცხადება გაევრცელებინა და დაველოდე . ჩემი ძმაკაცი ბედნიერებისგან დაფრინავს, ნიაკო ისევ წუწუნებს მაგრამ ყურადღებას აღარ აქცევს, რამდენჯერმე ვესტუმრე და მე და ნიაკომ გავაგიჟეთ სვანი. კარგად ვიხალისე ,ლამის მომკლა ისეთები ველაპარაკე ,როგორღაც დავაღწიე თავი . ნიკოს დავაღწიე მაგრამ ერთი კვირაა ქეთიზე ფიქრებს ვერ ვიგდებ გონებიდან, სიზმრებშიც მსტუმრობს და იძულებული ვხდები წარსული გავიხსენო,რაც ცუდ განწყობას მიქმნის, ბოლოს მაინც დედა მახსენდება და ვერ ვხვდები რატომ ხდება ასე . ღამეებს ვათენებ, ბოლოს კლუბში ამოვყოფ თავს და ამდენმა დალევამ გამინადგურა ორგანიზმი... რამე უნდა ვიღონო -დილამშვიდობის ქალბატონო ... გაემზადე გავდივართ -შაბათია სად გავდივართ კაი რა ... -წამოხტიდ როზე ცხელა დღეს მაინც და აუზზე წავიდეთ ...რამდენი ხანია არ ვყოფილვართ -მართლა? ახლავე ნახევარ საათში მზად ვიქნები -ჯერ არ..- ისე წამოვარდა ..მოკლედ გიჯდება ბავშობიდან წყალზე, სულ პატარა რომ იყო და მე და მამა ვაბანავებდით ვეღარ ამოგვყავდა ჯაკუზიდან, თავის იხვებს ეთამაშებოდა და გვასველებდა ორივეს თახიდან გამოვედი,კი არ იცის ჯერ რვა საათი რომაა ... სავარჯიშო დარბაზში ჩავედი და ვარჯისი დავიწყე . თავზე დამადგა და ფეხი ააბაკუნა დოინჯშემოწყობილმა -გისმენ ბაჭია.. -გვიან ვერ გამაღვიძებდი ? -ცხოვრების ჯანსაღი წესი -რა ადრე გაღვიება? -არა იმდენი ირბინე სწრაფად რომ მომზადებულიყავი ივარჯიშე კიდეც -საზიზღარო - მეჭყანება და პუფში ჯდება .უცებ იღებს მობილურს და სადღაც რეკავს. ხმა არ მესმის ისევ ყურსასმენებს ვიკეტებ . დაახლოებით პირველ საათზე,როცა ვისაუზმე კიდეც. მოვწესრიგდი,რაღაც საქმეებიც მოვაგვარე და მოჯუჯღუნე ლიზიკოც გავიდე მხარზე წავედით „ჯინო ფერედაისში“ დიდი აზიატი არსება ვხდები როცა ვამჩნევ როგორ უყურებენ ჩემს დას . თუმცა რა უნდა ვქნა , უნდა შევეგუო რომ პატარა ფუმფულა სამი წლის ბავსვი აღარაა ,რომელსაც ხელში ავიყვან და ლოყებს დავუკოცნი. თავით ვეშვები წყალში, ლიზი კი არ მოდის, სადღაც გადის.მე უკვე წყლის ქვეშ ვარ. სწრაფად ამოვდივარ და ვხედავ ზურგით მდგომ გოგოს ლ,ლიზის წინ დგას და აშკარად ესაუბრება,ისიც უღიმის,იქ კიდევ ერთი გოგონაა,მაგრამ მე იმდენად მომხიბლა ზურგით მდგომმა მივცურავ მათკენ -აი ჩემი ძმაც მოცურავს ... - ლიზის ხმა მესმის გოგონები ბრუნდებიან და მგონი ვიძირები ვერ მოვითმინე, დღეს მთელი დღე ვწერდი და როგორღაც გადავიტანე ეს დღე..იმედია ხვალინდელი დღეც მშვიდად ჩაივლის . არ ვიცი რა გამოვა ,ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.