შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -2-


11-12-2015, 11:53
ავტორი Firefly
ნანახია 3 934

გაღიზიანებული ვარ,ხელები მიკანკალებს გასაღებს გაჭირვებით ვათავსებ ჭრილში და ღრმად ვსუნთქავ რომ დავმშვიდდე.კარებს ვაღებ,შუქს ვანთებ და ფეხსაცმელებს კარადაში ვაწყობ.სამზარეულოში შევდივარ ორგანიზმი საჭმელს მთხოვს,მახსენდება რომ მთელი დღეა არაფერი მიჭამია.მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს და მისაღებში ვბრუნდები,საათის ციფერბლატი 3:14 წუთს აჩვენებს.ნახევრამდე დაყვანილ ხაჭოს მაგიდაზე ვტოვებ და სააბაზანოში შევდივარ,მხარზე ინტიქტურად დავისვი ხელი თითქოს ჯერაც შემომრჩენოდა კოცნის კვალი.-მგონი გაგიჟდი მართა!-შევუძახე საკუთარ თავს და საღამური გადავიცვი.
ძილისწინ ისევ მეფიქრება უტაქტო კაცზე თუმცა ფიქრებს ვფანტავ და დაძინებას ვცდილობ.
დილით ხმაური მაღვიძებს,ძილის შებრუნებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის საწოლიდან ვდგები და თავის მოწესრიგებას ვიწყებ.
უსაქმურობის გამო სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი,ბოლო პერიოდში ჩემი რაციონი დაირღვა და ნამდვილად არ მსურს პრობლემები.ჩემს საფირმო გემრიელობას "ტირამისუ"-ს ვამზადებ და ერთი სული მაქვს როდის დავაგემოვნებ.
დესერტში ბოლო შტიხებსაც ვასრულებ და მაცივარში ვდგამ,შემდეგ მისაღებში ვბრუნდები და ტელევიზორს ვრთავ თუმცა მალევე მბეზრდება თურქული სერიალები და ვრთავ.ჟურნალების მაგიდიდან გაზეთს ვიღებ და გუშინდელ უტაქტო მამაკაცს ვხედავ "ზურა ხერგიანი ბიზნეს აფართოვებს" ფართე შრიფტით წერია,თვალებს ვერ ვუჯერებ და ფოტოს ვაკვირდები არა ნამდვილად ისაა!გაზეთს საწყის ადგილს ვუბრუნებ დევიზით "არ მაინტერესებს ატეხილი იდიოტის ცხოვრება" .სავარძლიდან ვდგები და როიალზე ვიწყებ დაკვრას,მამაჩემის მიერ შექმნილ კომპოზიციას უკვე მეასედ ვუკრავ მაგრამ,უკმარისობას ვგრძნობ,გაუსაძლისად მტკივა როცა ვაანალიზებ რომ მამა აღარ მყავს.
...მგონია ისევ ბაქოშია,ისევ წერს მუსიკას,ისევ უკარავს საყვარელ საკრავებზე..მაგრამ მხოლოდ "მგონია",მე ისიც კი ვერ შევძელი მისი ნეშთი საქართველოში გადმომესევენებინა,ვერ შევძელი თუმცა მე აუცილებლად დავაბრუნებ მას მხოლოდ,ამ ეტაპზე არ შემიძლია ყოველივე.
როილას თითებს ვაშორებ და ფეხზე ვდგები,კარის სათვალთვალოდან ლელას ვამჩნევ და კარებს ვაღებ.თავალის უპეები ჩაშავებული აქვს,ეტყობა არუძინია კარში ვატარებ და ყავას ვთავაზობ,ისიც უმალ მთანხმდება.სამზარეულოში შევდივარ,ვხედავ როგორი უსიცოცხლოა ვიცი რომ უჭირს და სტკივა...ფინჯნებს მაგიდაზე ვდებ და გამამხნევებლად ვუღიმი.
-როგორ ხარ?-დუმილის დარღვევას ვცდილობ.
-ასე მგონია მოვკვდი-ამოიტირა ქალმა.
-ვიცი,უაზრობად ჟღერს მაგრამ უნდა გამაგრდე.
-რთულია მართა,წარმოიდგინე როგორ მეცლება ერთადერთი საყვარელი ადამიანი ხელიდან,მე კი არაფერი შემიძლია ყურების გარდა!არაფერი მაბადია რომ როგორმე სიცოცხლე გავუხანგრძლივო,უვარგისი ვარ-ატირდა ქალი,მისი შემყურე მეც ამეტირა და მოვეხვიე.
-მე შენ გვერდით მიგულე ლელა ყველანაირად დაგეხმარები.
-მადლობა მართა,ძალიან დიდი მადლობა.
-ახლა კი შეიშრე ეს ცრემლები-მოვუწოდე ლელას და ჩანთისან კონვერტი ამოვაძვრინე.-ეს გუშინ დამხვდა გასახდელში-ხელში ჩავუდე ფული.
-არა,შენ გქონდეს შენც გიჭირს.-იუარა ლელამ.
-ახლა არ გამაბრაზო გამომართვი შენ უფრო გჭირდება!
-არც კი ვიცი რაგითხრა ძალიან კარგი გოგო ხარ მართა...არ მინდა უმადურად ჩამთვალო მაგრამ იქნებ დღესაც ჩემსაგივრად იმღერო...
-კარგი დღესაც როგორმე ავიტან-დაზუსტებით ვუთხარი ლელას რადგან,მისი პრობლემა ძალიან მაფორიაქებდა და ვიმედოვნებდი ატეხილი მამალი დღეს არსად შემხვდებოდა.
ლელამ მალევე დატოვა ჩემი რეზიდენცია და საავადმყოფოში წავიდა თამარას სანახავად.
ნირწამხადრი შევდივარ სამზარეულოში და სპაგეტის მომზადებას ვიწყებ,ვახშმის მზადებისას დრო მეპარება და სწრაფი ტემპით ვიღებ საკვებს რომ არ დავაგვიანო კლუბში.
სარკის წინ ვდგები და ვარჩევ სამოსს თუ რა ჩავიცვა.საბოლოოდ ვიწრო ჯინსებს ვიცვამ და გრძელ მკლავიან ზოლებიან ტოპს,ფეხზე კეტებს.თმას მაღლა ცხენის კუდათ ვიწევ,სუნამოს ვისხამ და ოთახს ვტოვებ.მხრებზე ტყავის ქურთუკს ვისხამ ჩანთასა და მობილურს ვიღებ და სახლს ვტოვებ.
მაჯის საათს წამ და უწუმ ვამოწმებ და მიხარია რომ არ ვაგვიანებ.კლუბში საშინელი სუნია,სიგარა ალკოჰოლო და ა.შ...ვცდილობ შეუმჩნევლად შევიდე და მგონი გამომდის კიდეც,ლელას გასახდელში შევდივარ და ღრმად ვსუნთქავ მიხარია არავინ რომ არ დამხვდა,ქურთუკს საკიდზე ვკიდებ თმაზე ხელს ვისვამ და ნიღაბს ვიკეთებ.მართალი ვთქვა მომწონს ეს თამაში,ჩემს მეორე მეს კიდევ უნდა ატეხილი მამლის შეხება,თუმცა არა!მეხომ კარგი გოგო ვარ!ფიქრებს თავიდან ვიშორებ და ჩანთიდან უფერული ტუჩსაცხი ამომაქვს,მარწყვის არომატით ტუჩებს გემრიელად ვაცმაცუნებ და გარეთ გავდივარ,დროა ჩემი მისია შევასრულო.გუშინდლისგან განსხვავებით უფრო მეტი სიმღერა უნდა შევასრულო და მეც ვიღლები,მითუმეტეს არმსიამოვებს ეს სიტუაცია,არ მომწონს ჩემს გვერდით ნახევრად შიშველი გოგონები რომ არხევენ უკანალს...რაც მართალია მართალია,არასახარბიელო სიტუაციაში ვარ თუმცა მეგობრის გამო ღირს ყოველივე ეს...
როგორც იქნა იწურება ჩემი სამუშაო საათები და გასახდელში შევდივარ,ოთახი სავსეა სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით,მაგიდაზე შოკოლადის კოლოფი დევს დაუფიქრებლად ვიღებ და ჩანთაში ვათავსებ,მგონი არაფერი დაშავდება თუ ვისახსოვრებ.მითუმეტეს რომ ლელეას შოკოლადი არ უყვარს არამხოლოდ შოკოლადი სხვა ტკბილეულიც,დიაბეტი აქვს...
ოთახში ნაცნობი ქალი შემოდის და კონვერტს მაძლევს.
-ოჰ ლელა,რას მივაწეროთ შენი ასეთი ტრანსფორმაცია?ძალიან კარგი ხარ ბოლო დღეები და შეფმა დაგაწინაურა კიდეც!გულწრფელად გილოცავ!
-მადლობა-გავუღიმე ქალს და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე.
-არა ეს ნიღაბი ნამდვილად მიხდება!-შევაგონე ჩემს თავს.
-ნამდვილად გიხდება!-გაისმა უცხო ბარიტონი მეც გაოცებულმა კარს შევხედე და საოცრება!ატეხილი მამალი იდგა ჩემს წინ.
-თქევენ?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-დიახ მე!
-კარებზე ისევ არ დაგიკაკუნებიათ!აქ რა დაგრჩენიათ?
-მგონი აჯობებს შენობით ფორმაზე გადავიდეთ-გამიღიმა კაცმა.
-მე ასე არ ვფიქრობ.-ქურთუკსა და ჩანთას ხელი დავავლე და გასვლა დავაპირე მაგრამ შემაჩერა.
-გამატარეთ!
-ყოველთვის ასე იფასეფ თავს?-წარბწბი შეკრა კაცმა.
-გააჩნია თქვენ რას მიიჩნევთ თავის დაფასებათ-ოდნავ შესამჩნევად გაუღიმედა გვერდის ავლა ვცადე მაგრამ მთელისხეულით მასზე ავღმოვჩნდი აკრული.
-გამიშვით,როგორ ბედავთ რას გადამეკიდეთ?-ავყვირდი მე და თავის დახსნა ვცადე თუმცა კაცმა უფრო მიმიკრო და ყელში მაკოცა,შემდეგ ყურზე და მზერა ტუჩებზე შეაჩერა.
-არც კი გაბედოთ!-ხელი მთელი ძალით ვკარი და გარეთ გავვარდი.
ჩემდა ბედათ ამინდი გაფუჭდა და ციდან ნიაღვად წამოვიდა წვიმა,ჩემი უბედობა კიდევ ერთხელ დავწყევლე და სწრაფი ნაბიჯებით დავუყევი ტროტუარს.



ესეც შემდეგი თავი,მგონი არ მოგწონთ და აღარ გავაგრძელებ.



№1 სტუმარი ...

ჰეიი გააგრძელეე :/ არ დამაღალატო <3

 


№2  offline მოდერი X.G

გააგრძელე რა ძააან მაგარიაააა love love love

 


№3 სტუმარი darina

Uf rogor momwons, eseni ukve miyvats.

 


№4 სტუმარი marikuna

აუ,ძალიან,ძალიან მაგარია. ემოციური ფონიც მომწონს და საოცრად მმუხტავს. აუცილებლად გააგრძლე love love

 


№5 წევრი ნ ი ნ ა

რასს არ აგრძელებ?ახლა როცა აზარტში შევედი მაშინ აღAრ აგრძელებ?მიუხედავად იმისა რომ არასდროს დამიკომენტარებია შენი ნამუშევარი იცოდე ყველა ნამუშევარი წაკითხული მაქვს,ვიცნობ შენს ისტორიებს და მინდა რომ ესეც გააგრძელო.იცოდე შენს ისტორიეს სულ ვკითხულო და ბოდიში იმისთვის რომ აქამდე არ დამიკომენტარებია,ეს იმიტომ რომ 'დასჯილი'ვარ ინტერნეტზე ფულს არ მირიცხავენ,ამიტომ ახლაც დაკომენტარებას ტელეფონით ძლივს ვახერხებ,მომდევნო თავებზე რომ ვერ დავწერო ჩემი აზრი იცოდე ვკითხულობ ამ ისტორიას ა ახალ თავს ყოველთვის მოუთმენლად ველი.ასე რომ დაივიწყე ის რომ არ აგრძელებ ახალი თავი დადე! love

 


№6  offline წევრი Firefly

ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა თქვენი კომემტარები,აუცილებლად გავაგრძელებ.მადლობა რომ მომყვებით და მოგწონთ ჩემი ნამუშევარი,ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს თქვენი კომემტარები სტიმულს მაძლევს ♥
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი teo...

Pirvelad vkitxulob shens istorias hemo kargo.da dzalian momewona.unda gaagrzelo aucileblad imito rom kargia.velodebio shemdeg tavs imedia didxans argvalodineb.

 


№8  offline წევრი Firefly

teo...
Pirvelad vkitxulob shens istorias hemo kargo.da dzalian momewona.unda gaagrzelo aucileblad imito rom kargia.velodebio shemdeg tavs imedia didxans argvalodineb.

მადლობა ♥
--------------------
M.T

 


№9 სტუმარი ana

დზალიან მომწონსსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent