შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც კონკია, არც პრინცი -6-


5-07-2016, 19:39
ავტორი sopiko
ნანახია 2 579

[თავი 6]
მოახლისგან ვიგებ, რომ დედა სახლში არაა. გულდამშვიდებული ვჯდები მისაღებში მდგარ დივანზე და მაგიდაზე დახვავებული ჟურნალებიდან რამდენიმეს ვიღებ. ერთი და იგივე შინაარსის სტატიები, უაზრო კითხვებით გაჯერებული ინტერვიუები და ანეგდოტები... არაფერი საინტერესო! ჟურნალებს მაგიდაზე ვაბრუნებ და რომ ვხვდები, ჩემი ფიქრები ''მატისისკენ'' მიდის, ყურსასმენებს ვირჭობ ყურში. მიძინებული გრძნობები იღვიძებენ და ამიტომაცაა, რომ ახლა იმდენს ვფიქრობ ჩემს ბავშვობაზე და ნომერ 2 მატისზე, რამდენიც მთელი ჩვიდმეტი წლის მანძილზე არ მიფიქრია. დრომ იმედი გადამიწურა, რომ ოდესმე მას კიდევ ვნახავდი. ბექნუმაც კი, რომელიც რუსეთში წავიდა მეგობრის საძებნელად, სხვანაირად რომ ვერ უკავშირდებოდა, ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ იპოვა. მამა ჩვენს ყველა კითხვაზე დუმდა, ზოგჯერ კი ცხარედ გვეჩხუბებოდა და გვეუბნებოდა, რომ მეტჯერ აღარ გვეხსენებინა მასთან მატათა. დედა, რა თქმა უნდა, მის ნებას ადვილად დაემორჩილა და მისი ერთგული მეგობრის სახელი ლექსიკონიდან ამოიღო. მე და ბექნუც დავნებდით ასე თუ ისე. პირადად მე მხოლოდ ღამღამობით თუ ვაძლევდი ფიქრებს უფლებას, მატათას დაკავშირდებოდნენ. ის ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა... მით უმეტეს, რომ მის სიყვარულს ვიბრალებდი წარსულში. ისე მტკენდა მასზე ოცნება გულს, რომ ქვეცნობიერს აღარ ვუსმენდი.
-ის კაცი მეცნობოდა... დათა.-ხმამაღლა ვფიქრობ და ის წუთები მიდგება თვალწინ, ბატონ დათას ხელი რომ ჩამოვართვი. ძალიან ჰგავს ვიღაცას... ვიღაცას, რომელსაც კარგად ვიცნობდი და ხშირადაც ვხედავდი... მატათა! მატათასთან მისი მსგავსება ძალიან დიდია! ეს როგორ? რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამ ორს? ვიბნევი. არანაირი ვარაუდი არ მაქვს. კარზე კაკუნი მესმის და იმის შიშით, რომ დედაა, საძინებლის გზას ვადგები. მასთან საუბარს ვერ გავექცევი, მაგრამ ახლა გარეგნულად მშვიდს ისე მიღმუის მუცელში ტკივილი, რომ ცხელ გულზე რაღაც სისულელეების თქმა არ ღირს.
''სრულიად არანორმალური გშვი... არ ვიცი, ვის გავხარ...''-ელვასავით ანათებს ჩემს გონებაში ეს სიტყვები და ტუჩებს ვიჭამ, ხმამაღლა რომ არ ვიღრიალო.
წამითაც ვერ ვუშვებ იმ ნატვრას, რომ ნეტავ, სხვისი შვილი ვიყო... არა იმიტომ, რომ პრეზიდენტის ქალიშვილის სტატუსს ვერ ველევი... არა, დედის სიყვარული მენანება! ასე მგონია, ეს სხვანაირი სიყვარულია და ამნაირად სხვა ქალს ვერ შევიყვარებ... რაც არ უნდა ვძულდე დედაჩებმს, ჩემი გრძნობა არ შეიცვლება და საერთოდ, მგონი ვერასდროს შევძლებ მის განსჯას და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თავისი პირით მითხრა, სიტუაციას ისე შევატრიალებ, მართალი მაინც ის გამოვა.
-ნუღარ ფიქრობ!-ბრძანებას ვაძლევ საკუთარ თავს და ლეპტოპს ვრთავ. დათა დვალის სახელსა და გვარს საძიებო სისტემაში ვწერ და ამოგდებულ ინფორმაციას ვეცნობი. ისეთი არაფერი წერია... მდიდარი ბიზნესმენია, სხვადასხვა ეროვნების ბიზნესმენებთან აქვს ურთიერთობა, ეს ორსიტყვიანი ცნობა კი ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს გუშინ დაიბადა...
-თითქოს გუშინ დაიბადა...-ჩაფიქრებული ვჩურჩულებ და გონება მინათდება. დათა დვალი სულ სხვა პიროვნებაა, სულ სხვა სახელით და გვარით. მან რაღაცის გამო ყველაფერი შეიცვალა. სახელიც, გვარიც, წარსულიც... ყველაფერი! და რა საერთო აქვს მამას ასეთ ადამიანთან? ნუთუ ისინი ერთად გეგმავენ რამეს? ვინმეს მფარველობენ ისე, რომ მათ გარშემო ვერავინ გაიგონ, მაგრამ ეს ხომ მამას პრობლემებს შეუქმნის... ის პრეზიდენტია! ერთი შეცდომაც და... მამას უნდა დაველაპარაკო. დათა მისი დიდი ხნის მეგობარია. ესე იგი შავ-ბნელ საქმეებში ერთად არიან გახვეულნი. მწარე სირცხვილის გრძნობა მიპყრობს. პატიოსნება, ღირსება, პატრიოტიზმი! ტყუილი დაპირებები, შენიღბული შეთქმულებები... ამდენ ხანს რატომ არ გამოვიჩინე ინტერესი? სულელი ვარ! ძალიან სულელი! პრეზიდენტის ქალიშვილი ვარ და რაღაც პასუხისმგებლობა მეც მეკისრება.
ამ ახალი აღმოჩენით საგონებელში ჩავარდნილი ოთახში ბოლთის ცემას ვიწყებ. ნეტავ, ბექნუ იყოს ჩემ გვერდით... დაველაპარაკებოდი, ტკივილს გავუზიარებდი, ერთად მოვიფიქრებდით, თუ რა იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი... ცრემლები მერევა, მაგრამ თავს ტირილის უფლებას არ ვაძლევ. უნდა დავმშვიდდე და ასევე მშვიდად გავარკვიო მამასთან ყველაფერი.
დაღლილი ვარ. ფიზიკურადაც და სულიერადაც. ძილი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. საწოლზე პირით ვემხობი და თვალებს ისე მაგრად ვხუჭავ, რომ ქუთუთოები მტკივდება.

-მამა, სჯობს სიმართლე მითხრა! მე უკვე ვიცი, რომ დათა დვალი სულ სხვა პიროვნებაა!-სკამიდან ამდგარი მამას გზას ვუღობავ.
-ეს შენი საქმე არ არის, ევან! ნუ გავიწყდება, ვის ელაპარაკები...-თვალებს მიბრიალებს და ამ წუთებში მასში მამას ვერ ვხედავ.
-მამაჩემს ველაპარაკები! შენ პრეზიდენტი ხალხისთვის ხარ, ჩემთვის კი მამა...-ხმა მითრთოლდება და უკვე იმაზე აღარ ვდარდობ, რომ თავხედურად ვიქცევი.
-გადი ოთახიდან, ევან!-ღრიალებს ნუგზარი და კაბინეტის კარებს აღებს.-წადი!
-ხალხს ატყუებთ! ვითომ მათ კეთილდღეობაზე ზრუნავთ, სინამდვილეში კი ქვეყნის ბიუჯეტს აცარიელებთ... ადამიანები იტანჯებიან... შიმშილით და მომაკვდინებელი სენებით იხოცებიან, რომელთა მკურნალობაც შეიძლება... მათ ხომ მხარი დაგიჭირეს, მამა? ასე უსამართლოდ რატომ იქცევი? ნუთუ გავიწყდება შენი დევიზი? მთავარი ხომ პატიოსნება...
-ამ პატიოსნებით ვერაფერს მივაღწიე, ევან!-მაწყვეტინებს და მკლავში ხელს მავლებს.-არ დამენახო, სანამ გაბრაზება არ გადამივლის!
განვითარებულ მოვლენებს რომ ვიაზრებ, უკვე მისაღებში ვარ და კაბინეტის კარებზე მუშტებს ვაბრახუნებ. თითებზე კანი მეყვლიფება, მაგრამ არ ვნაღვლობ. ვტირი... მთელი დღის ნაგროვები ცრემლები ერთად იყრის თავს და ნიაღვარად მოედინება...
უკან ვბრუნდები სასოწარკვეთილი და დედას ვხედავ. გამარჯვებულის ღიმილით მიღიმის. ნეტავ, რა უხარია? მაინც ვერ ვგრძნობ ზიზღს... მაინტერესებს, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თავჩაღუნული ბარბაცით მივდივარ კიბესთან და ხელის მოსაკიდს ვეჭიდები, რომ არ წავიქცე.

შუაღამეა. წყლის დასალევად პირველ სართულზე ჩამოვდივარ. არეალი თავისუფალია. ონკანს ვუ/შვებ და გრაფინს წყლით ვავსებ. ნელი, მოზომილი ნაბიჯებით ვჭრი ისევ მისაღებს და კიბეს ვუახლოვდები, სახლის ტელეფონი რომ იწყებს რეკვას. ეს უჩვეულო მოვლენაა, რადგან ყველას მობილურები გვაქვს და იშვიათად, თუ სახლის ტელეფონი ამღერდა. ყურმილს ვიღებ და ყურთან მიმაქვს. სუნთქვა მესმის. სუნთქვა, რომელიც ძალიან მეცნობა. ნაცნობი სუნთქვა... ასეთი შეგრძნება აქამდე არასდროს დამბადებია!
-ევანგელია!
მატისია.
-რა იცი, რომ მე ვარ? ხომ შეიძლებოდა სხვასაც აეღო?-გაკვირვებული ვეკითხები.
-შენი სუნთქვა ვიცანი. მშვიდი, თავისუფალი...-უშუალოდ მპასუხობს. მეც იგივეთი მივხვდი მის ვინაობას, მაგრამ რომ დაეძალებინათ, ამას მაინც არ ვაღიარებდი. შემრცხვებოდა.
მიხარია, ეს უცნაურობა ორმხრივი რომაა. მეღიმება, არადა სულაც არ მინდა, რომ ვიღიმოდე.
-იღიმი ხომ?-უჩვეულოდ თბილი ხმით მელაპარაკება ის. მიკვირს. აქამდე ან ზიზღს ვგრძნობდი, ანდაც სარკაზმს.
-ვიღიმი.-ამას არ ვუმალავ. არა, მინდა, რომ ვიცრუო, მაგრამ არ გამომდის.-ასე რატომ იქცევი?
-როგორ?-მოჩვენებითად ინტერესდება, არადა იცის, რაზეც მივანიშნებ.
-როგორ და ასე.
-ასე იმიტომ, რომ ვნანობ... ვნანობ, შენც იმათნაირი რომ მეგონე!-წრფელი სინანული გამოსჭვივის მის სიტყვებში, მაგრამ თავისებური ეჭვიც... ბოლომდე არ დარწმუნებულა.
-შენ სიმართლე მითხარი. მამაჩემი და მისი ბანდა ქვეყნის გასანადგურებლად არიან მის სათავეში.-მრცხვენია მამაჩემის საქციელის, მაგრამ მატისს ვერ დავუმალავ. ახლა ვხვდები, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც მაშინ ვნატრობდი, მამას ამბავი რომ გავიგე. მატისი დამეხმარება. ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვარ.
-ხვალ სადღაც წაგიყვან.-მოულოდნელად სხვა თემაზე გადააქვს საუბარი.
-სად?
-შენს მონატრებასთან.-მოკლედ მიჭრის და უკვე მერამდენედ მაოცებს.-ტბასთან შევხვდეთ.
-კარგი.-უცებ ვეთანხმები.-ნახვამდის.
-ნახვამდის. ეგ ღიმილი არ მოიშორო, სანამ არ დაიძინებ.-მის სიტყვებზე ვხვდები, რომ იღიმის. გულში ვპირდები, რომ მის თხოვნას თუ მოთხოვნას აუცილებლად შევასრულებ და ყურმილს ვდებ.
იმ ღამეს მგონი ძილშიც ვიღიმი.

^^^
ოჰ, ეს სახელგამოცვლილები... :დ
გუშინ დადება ვერაფრით მოვახერხე, არც კომპიუტერი მქონდა, არც ინტერნეტი და აჰა, დღეს შემოგთავაზეთ ინტრიგნული თავი. შემდეგი თბილობა-ტკბილობა იქნება და ერთ საიდუმლოსაც აეხდება ფარდა.
ძალიან, ძალიან მახარებთ!
დღესაც ველი თქვენს შეფასებებს...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline მოდერი tsn

საინტერესოა.. ძალიან, ძალიან მომწონს ♥♥

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

ძალიან მომეოწნა როგოორც ყოველთვის ზალიან კარგი იყო.მიხარია ასეთი კარგი პერსონაჟი რომ გყავს და მიუხედავად ყველაფრია დედამისი და მამამისი არ ძულს,მაგრმა ვერ ვიგებ რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულებ მის მიმართ.საინტერესოა რა მოხდება შემდეგ თავებში.ველოდები დაინტრიგებული wink love

 


№3 სტუმარი Black

Sopachka u,unikaluresia! 10 qulas giwer wink :Dveli shemdeg tavs male dade ogond punqtualuro sopachka!<3

 


№4  offline წევრი cisa

chemo sakvarelo tkbilo da tbilo♥ bodishi mapatie ase ro davikarge cudi varme :( ar gegonos damaviwkdi.sanam wer me shennkoveltvis giertgulebbes ertxel mapatie ubralod..ar vici ra mchirda kovel dge vnaxulobdi shens istorias sa ver vkitxulobdi exlac ver vxsni rato..verafers vkitxulobdi..guls ver vudebdi..albar gonebrivinchavardna mqonda tu ra ar vici.gamivasworeb..dges wavikitxe esec da wina istoriac.is ar damimtavrebia jer ogond bolo tavis cotaga damrcha..davamtavreb xvale imasac..chemi sheudarebeli da unichieresi ro xar xo icii..velodebi moutmenlad..chemo sakvarelo.kidev ertxel bodishs gixdii.ar wavsulvarvarsad davbrundi sheninertguli mkitxveli..ukvarxar cisas♥♥

 


№5  offline მოდერი sopiko

[/b] ტსნ! (რა ვუყო, ინგლისური შრიფტი ვერაფრით ჩავრთე)
მიხარია, თუ დაგაინტერესე love
ნინი!
დიდი მადლობა, საყვარელო love
ხო, ვფიქრობ, შეუძლებელია მშობლები შეიძულო.
მადლობა ჩემს უერთგულეს მკითხველს lol
პუნქტუალურობას არ ვუღალატებ, სერ!
[b]
და ბოლოს! ჩემი ცისა love
ვაღიარებ, ძალიან მაკლდი, თუმცა ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს საიტის მიღმა, ასე რომ, ბოდიშები საჭირო არ არის. ძალიან გამიხარდა, რომ ეს ისტორიაც მოგეწონა feel

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

dzalian sayvarelii da ai ragacnairi istoriaaa ♡♡gansxvavebuliii da ragacnairad tbilii .kargi gogo xar... siamovnebit vkitxulob am istorias :* :* ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent