შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ(2)


5-07-2016, 22:59
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 518

-აი ჩემი ძმაც მოცურავს ... - ლიზის ხმა მესმის გოგონები ბრუნდებიან და მგონი ვიძრები ...ქეთა , საიდან იცნობს ჩემს დას .მიყურებს და ღიმილი სახეზე ეყინება. აი ხომ გამოვიცანი ,მაშინაც მიცნო ამ პატარა გაიძვერამ ,მაგრამ ხომ ვიცი რატომაც მაშორებდა ზმერას .სულ ცდილობდა გრNძობების დამალვას ადრე არ გამოსდიოდა ,ახლა უსწავლია. ვუღიმი ის კი აშკარად არ უყურებს ჩემს სახეს, ოჰ ქალბატონს ჩემი სხეულის აღწერა მოსურვებია . წყლიდან ამოვდივარ და ლიზიკოს ვუდგები გვერდით- იოანე გაიცანი სალო და მისი უფროსი და ქეთა
-სასიამოვნოა - ამჯერად მე ვუღიმი ირონიულად და სალოს რომელიც გაკვირვებული მიყურებს ხელს ვუწოდებ.
-შენ ... ძმა ხო სასიამოვნოა მიყვებოდნენ შენზე
-ალბათ ლიზი გიყვებოდა
-დიახ ...დიახ რა თქმა უნდა - ოხ პატარა ეშმაკუნა, ესე იგი ქეთაც გიყვებოდა. საინტერესოა
-ქალბატონო ქეთევან სასიამოვნოა ... - მოწიწებით ვუწოდებ ხელს და ზედმეტად ახლოს ვდგები მასთან , კრთება
-ჩემთვისაც...
-თქვენი ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი ვარ და
-ისაა ნიას ექიმი?
-ნია ... ცოლი გყავს ..გყავთ?- უცებ გადააკეთა,თვალები კი გაუფართოვდა ,დიდი სიამოვნებით ვეტყოდი მყავსთქო მაგრამ ამდენ ტყუილს ვერ ვიტან
-არა ცოლი არ ჰყავს ... მარტოხელაა ,ვიღაც ერთს ელოდება და ვერ გავარკვიე ვის ..არადა როგორ მაინტერესებს შეყვარებული იო როგორია - ჩემი ენაჭარტალა დაიკო,როცა არ მინდა მაშინ იწყებს ქოთქოთს. ქეთა იღიმის ,კმაყოფილია ცოლი რომ არ მყავს? რა გიხარია ნეტავ...თუმცა კარგი არაფერი. შეზლონგზე ვჯდები და წვენს ვიღებ , გოგონები გვერდი-გვერდ წვებიან ამიტომ ქეთას ჩემს გვერდით უწევს ადგილის დაკავება. როგორც მახსოვს წყლის ეშინოდა..როგორც სჩანს ახლაც ასეა ,მზეს ეფიცხება და მაგიჯებს აქ . სჯობს მე ჩავიდე წყალში რუჯი არ მჭირდება ,გაგრილება მინდა მხოლოდ. რომ მივდივარ აშკარად თვალს მაყოლებს . ცურვისას ნაცნობ გოგონას ვხვდები და იქვე ვიწყებთ საუბარს. ქეთას ვუყურებ, აშკარად ცდილობს მზერა მომარიდოს მაგრამ არ გამოსდის . რამდენ რამეს ვაკვირდები, რა მჭირს ,რაში მაინტერესებს ახლა როგორ შემომხედავს. 14 იყო ბოლოს რომ ვნახე ერთადერთხელ ვაკოცე ისიც სულ ვჩხუბობდით და რა ჯანდაბა დამემართა არც ვიცი, როგორ არ ვიცი ქეთა სიგიჟემდე მიყვარდა ,ალბათ ჩემი იქნებოდა მშობლებს გერმანიაში რომ არ წაეყვანათ . ზედმეტად ჯიუტი ვიყავი 16 წლის ასაკში, უხეშიც არც ახლა ვარ ნაკლები მაგრამ მაშინ ვერავინ ამოიცნობდა ჩემს ნამდვილ სახეს, ერთ დღეს სკოლის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული,მეორე დღეს რიგითი ყალთაბანდი რომელმაც ჩხუბი დაიწყო და ჩატეხილი ნეკნით იწვა რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში,რომელსაც უჩიოდნენ დაზარალებულის მშობლები და დირექტორი სკოლიდან აგდებდა. არ მინდა ბავშობის გახსენება , დროა ამოვიგდო ყველაფერი თავიდან რაც იმ წლებთანა დაკავშირებული. არც ვცდილობ მასთან საუბარს, თუ უნდა რომ დამივიწყოს და თავი მომაჩვენოს თიტქოს ვერ მცნობს იყოს ასე.
გოგონები წყალში არიან და კისკისებენ , მათ ვუყურებ და ლუდს მივირთმევ .მიყურებს , ვგრძNობ სადაცაა იფეტქებს. როგორ არასდროს ვცდები
-ასე აპირებ გაგრძელებას დიდხანს?- ხმაში ბრაზი ჩანს , მკაცრი გოგო . მისკენ ვბრუნდები , ზის და გაბრაზებული მიყურებს
-არა ქეთრინ ,თუ შემომთავაზებ რამეს ვიფიქრებ დღის დასასრული როგორი იქნება
-ქეთრინ ... „სასიამოვნოა ქალბატონო ქეთევან“
-ვერ გავიგე რა გინდა ,ერთი კვირის წინ თავად დამაიგნორე თითქოს არც გახსოვდი და ახლა რატომ მიბღვერ?- ვბრაზდები, მაგრამ ტონს მაინც ვაკონტროლებ . რაღაცნაირად ჩაიცინა
-აჰა ესეიგი სამაგიერო გადამიხადე .. აბა რა მექნა
-მოსულიყავი ჩამხუტებოდი და გეთქვა მომენატრე ურჩხულო იოანეო
-კიდე რამე ხო არ გინდოდა
-კოცნისას არ გაგიძალიანდებოდი მაინდამაინც - ირონიულად ვიღიმი და ტუჩს კილებს ვასობ .
-შეცვლილხარ , ურჩხული ანდრო ამას არ მეტყოდა
-შევიცვალეთ ორივე ..აშკარად- სხეულზე ვატარებ მზერას სახეს რომ ვუბრუნდები ვხედავ როგორ ეპარება მის ღაწვებს სიწითლე და მივხვდი ისევ ის პატარა ქეთრინი იყო შინაგანად . ჩემი მორცხვი ქეთრინი, სულ რომ ბრაზდებოდა და უწყლიანდებოდა დიდრონი მწვანე თვალები
-უტიფარი გამხდარხარ ყველაფერთან ერთად -ცხვირს იბზუებს და ისევ წვება . მისი პროფილი სულ მომწონდა ,ნაზი და ქალური . ყველა კონტური ისეთი ზომიერი ჰქონდა ,ისეთი ფაქიზი იყო და ამავე დროს საოცარი შარმი ჰქონდა .
-საოცარი გოგოა ლიზი ... ჩემმა დამ რომ მითხრა ვიფიქრე დამთხვევა იყო -დუმილი დაარღვია , ასკარად გაახსენდა ჩემი ამბავი - მიშო როგორაა
-კარგად ...გაუხარდება რომ გნახავს .მივლინებაშია და ჩამოვა ამ დღეებში. შენი მსობლებიც ჩამოვიდნენ?
-არა მხოლოდ მე და სალო ... ეს ყველგან დამყვება არ მშორდება - გაიცინა და წვენი მოსვა
-ლიზიმ რომ დამიხასიათა რაღაცეებით გგავს..შენც ეგეთი მხიარული და ლაღი ბავში იყავი
-შენ კიდე საერთოდ არ გგავს ლიზა
-მართალია ...
-მეთანხმები?
-სიმართლეს არასდროს ამბობდი ადრე თორემ მაშინაც დაგეთანხმებოდიპმივხვდი რატოც შეიცხადა. უცებ ისევ აენთო
-რას არ ვამბობდი, რა მოგატყუე
-იმ ბიჭზე მომატყუე რა ერქვა .. არ მახსოვს არ მოვწონვარო რომ მითხარი
-არც მოვწონდი ,ვუყვარდი
-ღმერთო ჩემო, კიდე მეუბნება არ მომიტყუებიხარო
-რამდენი ვინმემ მითხრა მომწონხარო მეორე დღეს ყველა საავადმყოფოში იყო და რა მექნა
-~შენ რა გგონია შენს გამო ხვდებოდნენ იქ?- უცებ დაიბნა, არ ელოდა
-მე .. მე უბრალოდ
-ხო უბრალოდ რა
-ასე ნუ მიყურებ
-როგორ ასე
-ასე.. ასე დაჟინებით
-თემა გადაგაქვს ...
-ანუ ჩემს გამო არ ჩხუბობდი , იმ ბიჭს რომ დაარტყი რესტორანში თიკას დაბადების დღეზე რა იყო ალბათ
-თიკა რომელი სანიკიანი ხო/ ეგ რა მაგარი გოგო იყო ნეტა სად არის ახლა - ასე თუ გავაღიზიანებდი რას ვიფიქრებდი ბოლი აუვიდა, წარბები შეკრა და ტუჩები მოკუმა. საყვარელი ...
-რას ჟღურტულებთ ტქვენ მანდ ...
-ლიზა რამდენ ხანს იქნები შენ ზეოთ? დაიწვი უკვე და გააგიჯე ხალხი ჩადი წყალში
-ოოოო სულაც არ ვარ ეგეთ ფერზე ახლა არაა ეგეთი მზე ...
-ლი
-კაი ხო კაი - ატიტინდა საყვარლად და წავიდა. სალომე ესმაკურად იცინოდა.სანამ მე ამათ ვუყურებდი ვიღაც არსება გამოჩნდა ჰორიზონტზე ,იკრიჭებოდა და მოდიოდა ჩვენკენ, ჩემკენ რა ქეთას უმიზნებდა. ისიც უცებ წამოფრინდა და სანამ მოვიდა ბიჭი მანამ შეაფრინდა. რა თბილი შეხვედრაა წამომივიდა ცრემლები ...
-ქალბატონო მაყაშვილო..თქვენო აღმატებულებავ მომენატრე ძალიან,ძალიან პატარავ- წელზე მოხვია ხელი და ისე ჰყავს აკრული სხეულზე ბრაზისგან ვინთები,მოენატრა თურმე
-მეც მომენატრე ..სად დაიკარგე
-რავი გასული ვიყავი თბილისიდან ბორჯომში ავიყვანე ბავშვები და ლანა
-რამდენი ხანია არ მოსულა კონსულტაციაზე-მოიცა რა გამოდის ამას ცოლ-შვილი ჰყავს? მერე რას ეხვევა ვერ გავიგე . რომელი ბიძაშილ-მამიდაშვილები ესენი არიან. მოიცა იოანე ვიინ? ბიძაშვილი ჯაბა
-ჯაბა მაყაშვილი
-იოანე? იო შე ძველო სად დამეკარგე ბიჯოო-უცებ მოსორდა ქეთოს და მომეხვია
-რა ვიცი არსად წავსულვარ მე .. თქვენ ბიძაშვილები მოძრაობთ სხვადასხვა ქვეყანაში თორე
-რამდენი ხანია არ მინახავხარ ეე
-ცოლი მოიყვანე ?- ბეჭედსაც ვხედავ უკვე
-ცოლიც მოიყვანა და მესამესაც ელოდებიან უკვე - ქეთო ეხუტება და ლოყაზე კოცნის
-ვიყოჩაღე- იჯგიმება და იცინის
-გილოცავ რა ჯობია ბავსვებს
-შენკენ რა ხდება?
-რავიცი არაფერი ისეთი.. ლი ამო ერთ წამს - ჩემ გოგოს ხელი დავუქნიე და ისიც წამოვიდა. სალომ ამოასწრო და ჯაბას მოეხვია
-ჯაბა ჯაბა ჯაბუნაა აქ რა გინდა ბიჭო ბორჯომსი არ იყავი? დატოვე ლანა და გამოიგულავე ხო? მაგას ვეტყვი მე ლანაჩკას
-გაჩერდი გოგო არ გამაგიჟო. ბიჭებთან ერთად ვარ დავიწვი აბა სახლში სექტემბერია და როგორ ცხელა მაინც
-ხო ხო ვიცი მე შენი ბიჭებთან ..
-ვაიმეე ლანას რო რამე უთხრა ენას ამოგაცლი იცოდე...ისედაც სულ წუწუნებს
-ოჰ აღარ მოსწონს ახლა
-მოკლედ რა რძალს იცავენ ბრჭყალებით,თავიანთი ბიძაშვილი კი არ ეცოდებათ რო შეიწირა იმ აფთარმა მეგრელმა- ისე თქვა სიცილი ამიტყდა. გოგონებიც კისკისებდნენ.უცებ გაჩერდა ჩემს გვერდით ატუზულ ლიზის შეხედა და გამომეტყველება შეეცვალა, სევდა გაუკრთა თვალებში - ეს ლიზაა? რამხელა გოგოა უკვე, როგორ გავს ტო -ჩუმად ჩაილაპარაკა და გაუღიმა ლიზიკოს- მე ჯაბა ვარ ამ ორი ანგელოზის ბიძაშვილი და შენი ძმის ძველი მეგობარი
-სასიამოვნოა - ლიზამაც შეაგება ხელი და გაუღიმა
-დღეს ჩამომყავს ისინი და მესტუმრეთ მერე ... ის ორი ვერსად გამყავს გიჯები არიან თორე მე დაგადგებოდი
-ნეტა ვის გვანან... გოგონები გყავს თუ ბიჭები
-ორივე ბიჭია ..იმედია ახლა იქნება გოგო თორე მომიკლეს ცოლი ტო . შენ არ იცი რა გადარეულები არიან,მე სად ვიყავი ეგრე
-მეგრელი და კახელი რო იქნება ერთად აბა რა იქნება - სალო აკისკისდდა
წამოსვლამდე ჯაბას ვესაუბრებოდი, ძველი დრო გავიხსენეთ. ჯაბა ჩემზე ორი წლით დიდია,სკოლის პერიოდში სასტავში ბევრნი ვიყავით.მერე დასრულდა სკოლა და დავიფანტეთ,თბილისში ვინც დარცა ისევ ვმეგობრობთ მაგრამ ბევრი წავიდა ,ერთ-ერთი მათგანი იყო ჯაბაც.
სახლში კარგ განწყობაზე მყოფი დავბრუნდი, ლიზისთან ერთად ეზოში ვიჯექი და ცივ ყავას მივირთმევდით. ქალბატონს სამეცადინო ჰქონდა და ბოლოს წავიდა მაინც. ზოგადად არ ვაძალებ მეცადინეობას, უბრალოდ ისე გავზარდეთ იცის რომ უნდა ისწავლოს, სწავლობს იმდენს და იმას რაც სურს, საკუთარი მომავლის განსაზღვრა ნაწილობრივ უნდა შეეძლოს, მან იცის რომ თუ არ ისწავლის ვერ იქნება შემდგარი პროფესიონალი .იმდენად არ უნდა სხვაზე დამოკიდებული ყოფნა მუშაობის დაწყებასაც აპირებდა ,მაგრამ გრაფიკის გამო გადაიფიქრა , სიმართლე გითხრათ არ მინდოდა გადაღლილიყო და გამიხარდა . ახლა აიჩემა დედას მსგავსად ექიმი უნდა გავხდეო , თავიდან გამიკვირდა არასდროს ინტერესდდებოდა ამ სფეროთი,მათემატიკა უყვარს ძალიან და ვიფიქრე ეკონომიურს აირჩევდა ან არ ვიცი ნებისმიერ რამეს ექიმობის გარდა. ერთხელ დედიკოს ფოტოებს ათვალიერებდა და განგვიცხადა ექიმი უნდა გავხდეო . თითქმის სულ საავადმყოფოში ვიყავი სანამ დედა მუსაობდა ,ისე ვიყავი ამ გარემოს შეჩვეული ოდესღაც მეც მინდოდა ქირურგი გავმხდარიყავი, ადამიანები გადამერჩინა და ბედნიერება დამებრუნებინა იმ ხალხისთვის თვალცრემლიანი რომ ელოდნენ პაციენტს. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...
მოკლედ ასე ჩემი გოგო მეცადინეობდა , მე კი წავედი ისევ ფიქრებში. შემდეგ გავღიზიანდი ამდენს რომ ვფიქრობდი ქეთაზე და არღვლიანებთან წასვლა გადავწყვიტე. ნიას საყვარელი ტორტი ვიყიდე და დავადექი წყვილს. ლიფტი დაკავებული იყო და ავირბინე კიბეები.ღრმად ამოვისუნთქე და ღილაკს დავაჭირე
-ვაა ნათლია მოსულა ...მმ რა მოგვიტანე?- ნიამ გამიღო ლოყაზე მაკოცა და უცებ გამომართვა ყუთი-ჩემი საყვარელი ტორტიი...აი ეს მინდოდა ზუსტად
-ვაჟბატონი სად ბრძანდება?
-აბაზანაშია ..მოდი რას დადექი მანდ დაჯექი- მაგიდაზე დადო ყუთი , სამზარეულო იქვე იყო და ვუყურებდი . დაჭრა და მაგიდაზე დადო დივნის წინ - ყავა ,წვენი ,წყალი
-დაჯექი მოდი აქ ..არ მინდა არაფერი . მარტო ყოფნა მომბეზრდა და წამო...
-ნიაააა სადაა პირსახოციი
-ვაიმე ეს გამაგიჟებს ყოველთვის როგორ ავიწყდება შეტანა - უცებ გავარდა ნია . მალე კი გამობრძანდა ვაჟბატონი შორტით
-გამარჯობა იო
-როგორ დატანტალობ ბიჭო
-ჩემ სახლში დამიშალე ახლა ..ოჰ ტორტი მოგვიტანე
-შენ მოგიტანე კი.. ჩემს მომავალ ნათლულს და დედიკოს მოვუტანე . როგორ ხა მომიყევი ახლა ..იყავი კიდე ექიმთან?
-ერთი კვირა გავიდა ჯერ ადამიანო ... ისე კარგად ვართ - გაიცინა ,ახლა უფრო საყვარელი მეჩვენება,ან მე მაქ ფეხმძიმეების განსაკუთრებული აღქმა .რომ ვხედავ ფეხმძიმეს ათასჯერ ნაზი და ლამაზი მეჩვენება . დედა როცა ლიზიზე იყო ფეხმძიმედ სრულიად შეიცვალა , სხვანაირად უბრწყინავდა თვალები, არასდროს დამავიწყდება შეგრძნება როდესაც ლიზიკოს ფეხის დარტყმას ვგრძნობდი. პირველად მე რომ ვეფერებოდი მუცელზე მაშინ გაინძრა, დედა ბედნიერებისგან კისკისებდა . მიშო გვიან ჩამოვიდა კიბეებზე და ელოდა როდის დაარტყამდა ,მაგრამ ამაოდ. თურმე რომ ელაპარაკებოდა შემდეგ მოადო ხელი . რაც უფრო ეზრდებოდა მუცელი მით უფრო კარგად ჩანდა ხელს ურტყამდა თუ ფეხს, ერთხელ თავის ფორმაც დაეტყო მუცელს, გაგიჟებული ვიყავი ,სიხარულისგან მიფართხალებდა გული.ვერ ვხვდებოდი იქ როგორ აღმოჩნდა და საერთოდ რა მოხდა ,უბრალოდ სასწაულად მიმაჩნდა და სულ ველაპარაკებოდი მუცელში მყოფ დაიკოს ან ძამიკოს, მე ძმა მინდოდა მახსოვს, დედა კი ამბობდა რომ გოგონა ეყოლებოდა ,ლურჯთვალა გოგო ! დამესიზმრა და ზუსტად ვიცი ლურჯთვალა ყავისფერთმიანი ხუჭუჭა გოგო იქნებაო. მამა არ უჯერებდა ,მაგრამ მართლაც ასეა . ლიზი იმდენად ემსგავსება თანდათან დედას რომ მგონია მას ვუყურებ ისევ...
ნიას ვესაუბრებოდი, არღვლიანიც ავალაპარაკე.გეგმებს აწყობდა, როდის რა უნდა ეყიდათ. არჩევას ვიწყებთო ,სახელი უნდა მოვიფიქროთ სქესს რომ გავიგებთო . მოკლედ დიდ აჟიოტაჟში იყვნენ, ერთი სული მაქვს როდის დაიბადება,წარმომიდგენია ნიკო როგორ ელოდება , ალბათ საოცარი გრძნობაა როცა საკუთარ შვილს ელოდები, შენი და შენი საყვარელი ქალის ნაწილს ,სიყვარულის ნაყოფს .
გვიან დავბრუნდი სახლში, ლიზიკო ისევ მეცადინეობდა,თან სიმღერა ჰქონდა ჩართული ეტყობა გადაიღალა და თან განტვირთვას ახდენს. ოთახის კარი შევაღე და ხილი შევუტანე..ერთი ფილა შოკოლადიც . მეცადინეობის დროს ნახშირწ....ბის მიღება დაეხმარება,თან უყვარს სასუსნავები .
-მობრძანდით ბატონო იოანე? რა ხდება არღვლიანებთან?
-ბატონობს ნია - გავიცინე და მიყრილი ტანსაცმელები აბაზანაში გავიტანე. -რა ზარმაცია ეს გოგო
-მესმის
-რომ გაიგო იმიტომ ვამბობ ... შენს ასაკში სვილები ჰყავთ ქალბატონო
-მეც გავაჩენ თუ გინდა რა პრობლემაა ერთ..
-გონებაშიც არ გაივლო .. ნუ მომაკლევინებ ვინმეს -უცებ წამომიგო ანკესზზე,როგორ აკისკისდდა ეს გადარეული
-კაი ხო არასდროს გავთხოვდები მე, სულ ვიქნები შენთან - მოვიდა და ჩამეხუტა
-ღმერთმა დამიფაროს მთელი ცხოვრება შინაბერა ქალს ვუყურო ,მერე ჯუჯღუნა გახდები და გამიმწარებ სიბერეს- უცებ გავაბრაზე და ძლივს შვეიკავე სიცილი ისე მოკუმა ტუჩები და შეკრა წარბები
-ბოროტო - პრესზე მიჩქმიტა ამომაცალა ხორცი
-მეტკინა ქაჯანა - მტკივანი ადგილი დავიძილე და „გავებუტე“ - მოდი აქ ,შენ როგორ უნდა მომაბეზრო თავი, ჩემი სიცოცხლე რო ხარ არ იცი? ჩემი პატარა გოგო ,ჩემი პაწაწინა
-შენს ადგილას სხვანაირად ვიფიქრებდი - ჩუმად მითხრა დიდი ხნის დუმილის სემდეგ, უცებ მოვიშორე და თვალებში ჩავხედე
-რას გულისხმობ!
-არაფერს ..ჩამეხუტე ახლა და წაბრძანდი მაცდენ ვაჟბატონო
-ოჰ მომიტევეთ ქალბატონო ... რას კითხულობ
-ჰაგიოგრაფიას ...
-„ოდეს ყოფილ არს აქამომდე დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური „ თქვა ეგ უკვე შუშანიკმა? - სად გამახსენდა ახლა ეს .
-იყო კი -გაიცინა ,ჩემი ყელიდან აიღო თავი და გამაგდო
-რა ცუდი ბავში ხარ ..წავედი მე ისევ ,აბა რა გავაკეთო სახლში
-იბრზანდით ... ხვალ დილით იცოდე გავლილი არ გნახო ოთახთან
-გეგონოს... - ხმაურით ვკოცნი შუბლზე და ისევ ვტოვებ სახლს. მოცლილი რო იქნები ადამიანი.
გზაში ყიფიანს და აკოს ვურეკავ.ისინიც მოდიან და კლუბში მისულს უკვე მსხდომები მხვდებიან.
-მოიცალე შე ჩემა და დაგულაობ ხო?
-დავბროიალებ ერთი მთელი დღეა
-მარტო იყავი კიდე დიდხანს და ასე იყიალებ სულ
-შენ ვის რას ეუბნები
-რა გინდა ცოლი სანამ მყავდა რო წამოვიდოდი სამსახურიდან კი ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა
-მშვენიერი ბავშვი გყავს მერე- ვაკომ გაიიცნა და ჩვენკენ მომავალ იკუნას გახედა- მაგ საქმით დაკავების საშუალებას ნეტა მე როდის მომცემენ -ისე თქვა მე და აკო ერთ ხმაში ავხარხარდით
-ასე გაგიჭირდა ბიჯო?
-ახლაც არ მტანხმდება ცოლობაზე... მეც მოვიტაცებ და ვინღა დაიხსნის მერე ვნახავთ
-ვის მოტაცებას აპირებ ყიფიანო?
-ჩემი მეზობელი რომაა ლამზირა იმის
-არა ლიკუნა რა ..არ მეგონა ასე თუ მიწამებდი ძმაკაცს კაცი ადამიანს აღარ ჰგავს როგორ ჩამოხმა
-ჰ ოჰ ოჰ ბატონო იოანე სამსახურის გარეტ რა მხიარული ხართ და გუშინ მეგონა მომკლავდით
-შემოგეტანა დროულად ის საბუთები და ვიქნებოდი მხიარულად
-ერთმა არსებამ შემაფერხა - ყიფოს გადახედა ,მან კი გაოცებულმა აწკიპა წარბები
-ვინ არსებამ? რა არსებამ?
-უიმეე შემეშვი შენი ჭირიმე ..რამეს არ დამალევინებთ? საშნელი უფროსი მყავს დამდო სულზე
-ამას უსმინეთ ერთი რა ..რძლობას მიპირებს მოწვა და გამიბლატავდა .იცის რძლების მიმათ როგორი დამოკიდებულება მაქვს ,თუ გგონია საქმეს შეგიმცირებ ძალიან ცდები ლიკუნ
-ვაკოო
-მე ნუ მიყურებ, ეგ სამსახურში თავის თავს არ იცოდებს და ჩემთან გაურკვევლ ურთიერთობაში მყოფ ქალს შეიცოდებს?
-გაურკვევლ ურთიერთობაში მყოფს ანუ ხო? დიდხანს იქნები კიდე ეგრე
-აუ დაიწყებენ ახლა..ხო დავიტანჯე , ქორწილში მეჯვარე მე ვარ ბიჭის ..შენ საპოვნი გყავს თუ იცი
-ვიცი !
-ოჰ იცის ... ხედავ ყიფო? ტყუილად გიშლის ნერვებს
-რა უცებ გამოგტეხა და ჩემთან რა გჭირს
-შეყვარებული კაცი დამთმობი ხდება
-მართალია..რაც გავეყარეთ აღარაფერი მაიძულებს უკან დახევას- აკო ჩაერთო და ვისკის მომდევნო ჭიქა მოსვა
-რა გჭირს შენ .. ძალიან დაგრუზული ხარ- როგორც კი წვაიდნენ ლიკა და ვაკო საცეკვაოდ მაშინვე მივუბრუნდი.
-ნატა დავინახე დღეს ვიღაც კაცთან ერთად კაფეში იჯდა ... ისე უყურებდა ის კაცი მომინდა მივსულიყავი და შუაზე გამეხლიჩა... მერე გავიაზრე რომ დავშორდით ჩემივე მიზეზით და უფლება არ მქონდა
-მერე გაიაზრე ჩემი სიტყვები და გაგახსენდა რომ არ უნდა გაყრილიყავით რადგან გიყვარს და სულ რომ არ იყო მასთან მაინც გეყვარება..
-ხო! მაგრამ აზრი არ აქვს ,მე სულ სამსახურში ვარ ,სულ საფრთხის ქვეშ. ახლა რაც დამაწინაურეს საერთოდ ქალაქშიც არ ვარ ხშირ შემთხვევაში და ვხვდები რომ ვაწამებდი უკვე
-როგორ გინდა აბა ვერ გავიგე ,ორივემ არ უნდა დათმოთ? თუმცა მე რომ გარიგებთ ჭკუას ვითომ მესმოდეს ოჯახური ცხოვრების რამე- ჩავიბურტყუნე ჩემთვის და კოქტეილი მოვსვი“სხვის ომში მხოლოდ სულელი იბრძვის“
-შენ თუ ხარ ეგ სულელი მაშნ დავღუპულვართ საძმაკაცო და ესაა. რაც ვეღარ გხვდებოდი სულ ავურიე. შენ სულ ცივი გონებით მოქმედებ და რჩევასაც ისეთს გვაძლევ. მე კიდე ატი კაცი შეიძლება გამოვავლინო ტყუილში და დავიჭირო მაგრამ ვერ ხვდები როდის რა უნდათ ქალებს
-ოჰ რამხელა სადარდებლის წინაშე ხარ?
-კაი შევეშვათ მაგას, ლიზიკო როგორაა
-კარგად, აბიტურიენტია უკვე და დაიწყო ციებცხელება მისთვის
-ოჰ ანერვიულდებოდი შენც
-ხო ..მარა ჯერ სად ვართ
-შენ ვაფშე არ ნერვიულობდი მახსოვს
-სამაგიეროდ ახლა ვღელავ, ლიზა ზედმეტად მკაცრად აფასებს საკუთარ თავს არასდროს კმაყოფილდება და მეშინია ზედმეტად არ ინერვიულოს
-იოანე ნერვიულობისგან როგორ უნდა დაიცვა გამაგებინე, ცოტა უნდა ინერვიულოს იფიქროს, იტიროს კიდეც ხანდახან
-ვიცი მაგრამ ხომ იცი რა მემართება ლიზი ჩემი სულის ნაწილია მირჩევნია ასმაგად დავიტანჯო ოღონდ ის იყოს სულ ბედნიერი. მის თვალებში სევდა რომ არ დამენახა ყველაფერი გავაკეთე და მივაღწიე კიდეც
-ნამდვილად მიაღწიე ... ლიზისთვის დედაც შენ იყავი ...არ ვიცი შენნაირმა უხეშმა ადამიანმა როგორ შეძლო ეს ... მე ვერ ვიზამდი ...ბევრი ვერ გააკეთებდა
-როდესაც სხვა გამოსავალი არ არის ყველაფერს აკეთებ - აკოს გავხედე და ჭიქა მის ჭიქას მივადე. ერთდროულად გადავუშვით მწველი სასმელი ყელში...
სამსახურზე მიყვებოდა, დაწინაურებას ელოდა და აღარ იქნებოდა შემდეგ სულ სამსახურში,პასუხისმგებლობა უფრო დიდი ექნებოდა მაგრამ ასე გათენება აღარ მოუწევდა ყოველ გამოძახებაზე. ვაკო და ლიკუნა ცეკვავდნენ, ქალბატონს არ დაულევია მაგრამ ყიფოს რა გააჩერებდა. შემდეგ წავიდნენ და ეჭვი მაქვს ყიფო ამაღამ რაღაც საოცარს მოიმოქმედებს და იმის ეჭვიც მაქვს რომ როგორც დაუქორწინებელ ყმაწვილს ისევ მეჯვარეობა მხვდება წილად . მიყვარს ეს საქმე უკვე, თითქმის ყველა ძმაკაცის ერთ-ერთი მეჯვარე მე ვარ ,შესაბამისად ბავშვების ნათლიაც და შესაბამისად ეს ბავშვები ჩემზე გიჯდებიან იმიტომ რომ ჩემი სუსტი წერტილია ბავშვები . საკუთარი თუ არ მეყოლება სამაგიეროდ იმდენი ნათლული მყავს ყველა ერთად მომივლის სიბერესი,ამას რომ ვამბობ ბიჭები დამცინიან რა ბებერი კაცივით ლაპარაკობო .
ბარბაცით გავედით ორივენი შენობიდან, აკო ტაქსში ჩაჯდა არ არღვევს წესებს,მე კი ახლოს ვარ სახლთან ამიტომ მანქანით წასვლა გადავწყვიტე.მგონი მთვრალი უფრო ნელა ვატარებ ვიდრე ფხიზელი ,შესაბამისად პრობლემა არ მექმნება ,ზოგჯერ მიფიქრია მეც რომ მოვხვდე ავარიაში რა მოხდება, იქნებ მინატრია კიდეც დედასთან წასვლა,იმდენად მენატრება ხოლმე ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ მისი სითბო შევიგრძნო,მისი ღიმილი დავინახო,თვალების ბრჭყვიალი როცა მე მხედავდა და სურნელი რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა. სიჩქარისთვის რამდენჯერ მომიმატებია, შემდეგ ისევ ვანელებ სიჩქარეს რადგან მამა მახსენდება ... ლიზი რომელიც ჩემი დაკარგვით სულის ნაწილს დაკარგავს. ვივიწყებ ეგოისტობას ,ვახშობ ჩემში საკუთარ სურვილებს და საღ-სალამათი ვბრუნდები .
სახლში ჩუმად შევდივარ, კიბეები ავიარე და საძინებლისკენ წასულმა ლიზის ოთახისკენ გადავუხვიე, ვერ დავიძინებ თუ არ ვნახე და შევამოწმე ხომ ყველაფერი რიგზე აქვს. ლამის ლანდივით ვიპარები ოთახში და მეღიმება ,ჩემს ბაჭიას სამეცადინო მაგიდასთან ,ტყავის სავარძელში მოკუნტულს სძინავს ხელში კი წიგნი უჭირავს . სულ ასე ემართებოდა,დ აიწყებდა კითხვას და ისე შეჰყვებოდა სად ჩამოეძინებოდა წიგნთან ჩახუტებულს კაცმა არ იცოდა. სულ პატარა იყო კითხვა რომ დაიწყო , ზღაპრების წაკითხვა თვითონ უნდოდა , მეუბნებოდა „წიგნი მომე მა წაგიკითქავ და დაგაძინებ კაი?“ მეც ვაწოდებდი ყველაზე პატარა წიგნს რომლის დაჭერას კომფორტულად შეძლებდა და იწყებდა მარცვალ-მარცვალ კითხვას . ხან ერთად გვეძინებოდა,ხანაც მე ჩამეძინებოდა ,თვითონ ჩამეხუტებოდა და ისე იძნებდა.ხანაც მოვახერხებდი და ფხიზელი გავდიოდი მისი საძინებლიდან. ადრე კი ვიტაცებდი ხელში მარტივად ,მაგრამ ახლა ამხელა ქალია და უნდა შევაფხიზლო,რომ გამოიცვალოს და ნორმალურად დაიძინოს .
-ლიი- ლოყაზე ვკოცნი და ხელს მხარზე ვადებ. მალევე ფხიზლდება-ლი გაიღვიძე და საწოლში დაწექი ბაჭია
-აუუ ისევ ჩამეძინა? სად წახვედი ამდენ ხანს - თვალებს ისრესს და ძვლების ტკაცუნით დგება . წიგნს ხურავს და მეხუტება ,ძინავს ისევ . საწოლამდე მიმყავს და პიჟამას ვაჩეჩებ ხელში
-გამოიცვალე და დაიძნე ბაჭი...ძლი ნებისა - თვალებდახუჭული იხდის ,შუბლზე ვკოცნი და გავდივარ. ტანსაცმელებს იატაკზე ვყრი და ეგრევე ვეშვები თავით საწოლში,ხვალ თავის ტკივილს ვერ მოვიშორებ ვიცი , როცა დაღლილზე ვლოთობ ასე მემართება ისე კი საერთოდ არ მაქვს ცუდი ნაბახუსევი . ბალიშს ხელებს ვხვევ და ქეთას სხეული მიდგება თვალწინ,ჯანდაბას წარმოვიდგენ რომ ქეთას ვეხვევი ამ ფუმფულა ბალიშის ნაცვლად, ამ ერთხელ რა დაშავდება . დებლივით ვიღიმი მგონი და ეს კატასტროფულ შედეგამდე მიმიყვანს,ვიცი მაგრამ ეს მომწონს სწორედ...
მართლა ძალიან მტკივა თავი,ისე რომ თვალების გახელის სურვილიც არ მაქ, სახეს ვმანჭავ მზის სხივებს რომ დავემალო ,მაგრამ აშკარად განგებ გადასწია ვიღაცამ ფარდები ,ასე არ დავტოვებდი,ვერ ვიტან მზე რომ მეჭყიტინება და მაღვძებს .
-სახეს რომ მანჭავ გაიღვიძე ახალგაზრდავ ... სასწრაფო საქმე გვაქვს
-ბაჭია შემეშვი რა გთხოოოვ- ბალიშში ვრგავ თავს , ის კი საბანს მასორებს და ვგრძNობ როგორ მეცემიან ყინვები სათითაოდ ზურგზე. უსიამოვნო სეგრძნება მაგიჯებს სწრაფად ვდგები და რომ უნდა ავჯუჯღუნდე ბაჭიის გამომეტყველებით მხვდება ჩემი და ბორჯომის ბოთლით ხელში,თან წინ აქვს გამოწეული და რო რამე გასაქცევადაც მზადაა - ოხ ბაჭია როგორ დაგაჭირ ერთხელ მაგ ყურებს?- ვართმევ ბოთლს და ბოლომდე რომ ვცლი,ცოტა მიშვებს ტკივილი- რა საქმე გვაქ დღეს?
-მამამ დარეკა ერთი კვირა კიდე მაგვიანდებაო, დამირეკოს იომო რაღაცეები უნდა ვუთხარო, სამსახურში უნდა მივიდეს დღეს რაღაც საბუთებს ვუგზავნი მაილზე და გაამზადოსო ..კიდე ამ საღამოს წვეულებაზე უნდა წავსულიყავი ვიცი რო არაა მოხარული მაგრამ ჩვენი კომპანიის სახელით წავიდესო , ლიზის წაიყვანოსოო- ჩამომისხაპუნა დაზეპირებული გაკვეთილივით და მომემანჭა სახე. როგორ ვერ ვიტან ასეთ წვეულებებს ,სად მაქ მაგის ნერვები.კვირა დღესაც სამსახურში რომ უნდა მივიდე ეგ კიდე არაფერი ,მაგრამ ლიზას რა უნდა იქ
-შენ რა გინდა იქ
-ოჯახები იკრიბებიანო ,ვიღაცის ბიჭი ჩამოდისო იცისო იომ და ისეთი წვეულება იქნება მოეწონება ტყუილად არ დაიმანჭოსო
-აქამდე ვერ მითხარი ეგ? ვინ ჩამოდისო?
-მოიცა გავიხსენო - ტუჩები წინ გამოსწოა და ფიქრი დაიწო- გია..გელა... გოგოტა არა გიგლას ვაჟი ჩამოდისო
-ოჰ ის ნებიერა მობრძანდება? იკადრა საქართველო? მოწყინდა გულავი?- თან სააბაზანოსკენ გავწიე ,თან ვლაპარაკობდი- სორტი მომე რა
-ორი საათია და მამამ სამზე მოგვარებული ჰქონდეს საქმეო დამირეკა ათ საათზე
-რომელია? სორტი რათ მინდა შავი შარვალი მომე - უცებ მივხურე აბაზანის კარი და სწრაფად მოვუშვი წყალი. ისეთი მოუწესრიგებელი ვარ თუ არ გამოვფხიზლდი და დავემსგავსე ადამიანს არაფერი გამოვა. ბატონი დაჩის ჩამოსვლამ გამახარა. მართალია გადარეულია ,სულ ნერვებს მიშლიდა პატარაობიდან ჯიუტი, თავხედი და უზრდელი ბავშვი იყო.თუმცა საოცრად კეთილი და ძმაკაცური,არასდროს არავის დატოვებდა გასაჭირში და რომ დამხობოდა ყველაფერი თავზე ბოლომდე გვერდით დაგიდგებოდა, ეს თვისებები ჯერ კიდევ პატარა ბიჭში აღმოვაჩინე, ახლა კი უკვე დიდი იქნება ,რომ წავიდა 18 იყო გიგლამ გაუშვა ოთხი წლის წინ ,იქნებ იქ მაინც იწსავლო რამეო .
-სად ხარ ამდენ ხანს ...სტუმრები გვყავს და დროზე გამოდი - ლიზას ხმა გავიგე და პერანგის ღილების შეკვრა განვაგრძე. ვინ სტუმრები გვყავს ,კიბეები ჩავირბინე ხელში მობილური მეჭირა და მამას ვურეკავდი
-ვინ სტუმრები ..- მისაღებში გავედი და ქეთა რომ დავინახე გალი რაღაცნაირად შემიქანდა- გამარჯობა
-მე დავურეკე გოგონებს, ვიცი შენ საქმეების გამო ვერ გამომყვები კაბის შესარჩევად, ვინაიდან ისინიც მოდიან ამ წვეულებაზე გარკვეული მიზეზებისდა გამო გადავწყვიტე მათთან ერთად წავიდე,ვინაიდან მანქანის ყიდვა არ დამაღირსეთ ქეთა წაგვიყვანს მე და სალოს და ვინაიდან ფული აღარ მაქ - ჩემს წინ იდგა ლიზა და ერთი ამოსუნთქვით ჩამოაყალიბა სათქმელი და ხელი გამომიწოდა
-შენ ისეთ კაბას იყიდი ამ წამს არ მაქ ფული და პლასტიკური არ გაწყობს?
-წინდას გიყიდი -მართმევს ბარათს და მეკრიჭება . როგორ გამაიმუნდა ეს ბავშვი
-დიდი მადლობა ,არ შეწუხდეთ
-კარგი ...წავედით ჩვენ - სალოს ხელს კიდებს და გასასვლელისკენ მიჰყავს. ქეთა იცინის და ასე მიახლოვდება, მგონი გავითიშე რა არაამქვეყნიურად იცინის , ეს ჩაჩხვლეტილი ლოყა განათებული მწვანე თვალები , დაწვრილებული ქუთუთოები ,სუნთქვა შემეკრა. ლოყაზე მკოცნის და მიდის
-შეხვედრამდე იო
წავიდნენ! რა გააკეთა , ეს გოგო ...ლოყა მეწვის .წავედი მე ათასი საქმე მაქ , ქეთაზე ფიქრისთვის არ მცხელა. სახლიდან გავდივარ და დარეტიანებული მივდივარ კომპანიაში. სახლის კარი ღია დამრჩა, რა მეშველება. არა თუ არ შევისვენე საახალწლოდ მაინც გადავიწვები. საქმეს ვაგვარებ,მამას ვესაუბრები და სახლში ვბრუნდები. საღამოსთვის პერანგებს შორის დაუთოებულს ვარჩევ ,სხვა რა გზა მაქვს და ეზოში გავდივარ.
-სად ხართ?
-კაბას ვეძებთ... აუ მოდი რა გთხოოოოვ
-კაი წამოვალ
-მიკალქალ - იცინის - აუუ ეგ არ ვარგა ქეთ მწვანე იყიდე ,სჯობს - როგორც კი ვიაზრებ რომ ქეთაც არჩევს კაბას. სწრაფად გავრბივარ,ამ მომენტს როგორ გამოვტოვებ .ერთხელ შემთხვევით გადავეყარე სავაჭრო ცენტრში ,მარტო დაბორიალებდა ცხვირჩამშვებული და აშკარად ვერ არჩევდა კაბას,მივეპარე და მუცელზე შევუცურე ხელები .ისე შეეშინდა ძლივს დავამშვიდე,გულში მყავდა ჩახუტებული და მესმოდა მისი გულისცემა, დაჭიმული ჰქონდა მთელი სხეული, ინსტიქტურად ვაკოცე ყელში მისი სურნელით გაბრუებულმა და იმ წამსვე მომსორდა, სულ აწითლებოდა ლოყები და თავდახრილი აწვალებდა თითებს .ისეთი საყვარელი იყო იმ წამს სურვილი მკლავდა მისი ტუჩების დაგემოვნების .არც კი ვიცი თავი როგორ შევიკავე მოკლე მწვანე კაბაში რომ დავინახე, მისი გარეგნობა 16 წლის თინეიჯერს მაგიჟებდა სულ ბავშვი რომ არ ყოფილიყო ალბათ სხვა ტიპის ურთიერთობაც გვექნებოდა ,მაგრამ როგორც კი უხამსი აზრი მიჩნდებოდა იმ წამსვე მახსენდებოდა როგორი პატარა და ბავშვური იყო .
ეჰ ,მოგონებები კარგია .მაგრამ ამხელა სავაჭრო ცენტრში სად ვიპოვო ახლა ისინი . ვინ ამბობდა ვერ იპოვნიო? როგორც კი ავედი მეორე სართულზე მაშინვე გავიგე ჩემი დის კისკისი,რომელსაც სალომეც აჰყვა. ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვიდნენ და დერეფანში ერთმანეთზე ჩამოკიდებულები იცინოდნენ. მგონი სუნთქვაც უჭირდათ, ორი გადარეული... ქეთა მოვძებნე თვალებით და მალევე დავინახე, დინჯად მოაბიჯებდა მათ უკან და იცინოდა
-კაით გეყოთ ახლა ,სირცხვილია ყველა თქვენ გიყურებთ
-ოჰ რა მკაცრია ეს ოხერი- ლიზიკო უფრო აკისკისდდა და ტრიალი დაიწყო -შენს ტანზეა შეკერილი- ვიღაცას მიბაძა,აშკარად გამყიდველს და სიცილის მეორე ტალღა წამოვიდა, აქამდე თუ ტავს იკავებდა ოდნავ მაინც ახლა ქეთაც აკისკისდდა
-აქ რა ხდება ქალბატონებო? წესრიგის დარღვვისთვის უნდა გაგაძევოთ შენობიდან და თუ დროულად არ დატოვებთ ტერიტორიას , მომხმარებელთა შეწუხებისთვის დაგაჯარიმებთ პოლიცია !- ხმა მაქსიმალურად შევიცვალე და შევეცადე სერიოზული გამომეტყველება მქონოდა. სამივე ისე უცებ გასწორდა და დაიბრუნა სერიოზული მიმიკები რომ ახლა მე ავხარხარდი.უკან გამოიხედეს და რომ დამინახეს მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე, სამი ალქაჯი მემუქრებოდა
-იოანე თაბაგარო.......



№1  offline წევრი მოლურჯო

ვერ მოვითმინე
მაინც შემოვბობღდი
ყოჩაღ!
--------------------
მარიამი

 


პირველი ვარ wink ვურაააა wink შემაყავრა ამ ისტორიამ თავი რა love ვაიმე რა კაი ხარ რომ იცოდე რომ არ აგვიანებ wink იო კაი ტიპია love ქეთის მორჯულება გაუჭირდება winked და იმ ორ გადარეულს სალოს და ლიზის რას უპირებ აზრზე არ ვარ crying რამხელა ინტრიგაააა belay გააგრძელე ........... ტკბილო და გემრიელოოოო..... ნაყინი მიყვარს ძალიან აწი ჩემი ნაყინი ხარ love

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმე წასაკითხად ვერ ვიცილიიი საქმიანი გოგო და თვალი გადავავლეე იო რა კაი ვიღაცა რა კამფეტია ველურული რაია კაცო გული მაქ თუ მაგნიტი ვერ ვხდები ყველა როგორ მიყვარს მამენტალნაა აუ ეს ლიზი რა საყვარელი ვიღაც არისსსს ვაფრენ ასეთ გოოგოებზე bully bully სლოც კაი ტიპი ჩანს ჩემო ბარამბინოოო love love რაღაც მეუცნაურა ბიჭის მიერ მოყოლილი მაგრამ კაოვბააააა შენ ხო იცი გიხდება ყველაფერი ჩემო ნარჩიტავ და ყვითელგულა ბევრობა სასტავებიო და ეგეინიო რ თქვი სიხარულისგან დავხტოდი თუ რავი რას ვაკეთებდი არ ვიციიი ჰაერში ვიყავი tongue tongue სასწული ხარ საოცრება ცეზაროოო და ოლივიევ ბევრობაზე მეტო მაიონეზითურთ love love დახრუკულო კარტიოსკავვვ და ამოდღვლეფილო მარწყვო love love ვაიმეეე კიდე ცუდად ვარ ემოცით პიკზე ვარ თუ სადღაც ვარ Fაქტია გუყლს მითბობ სსულს მიტკბობ პირს მიკოკლოზინებ კუჭზე ნაღველზე ელენთა ბრმანაწლავზე არაფერს ვამბობ wink wink ხედავ განახე მეც რო ვფლობ მედიცინას wink wink გიას ბროშკას ვფიცავარ ამას რო ვკითდხულობ შენ თითო ნაწერსაც კი ერთ ასოსაც ან ერთ წინადადებასაც ნიშადური მესაჭიროება გონზე მოსაყვანად ჩემო შომპონიუროოოოო ჩემო გულის ოხრახუშო და სულის ცერეცოვ love love love love როგორც სამეგრელოს ღომი აკვდება ისე აკვდები შენ ამ საიტს ჩემო ბომბონერო აუ წავეთრიე რამდენს ვლაპარაკობბბ უხ რა ეს love love მიყვარხრ მე შენ ჩიტო ჩემი ბისკვიწიიიი ქიშმიში ცომიიი

 


№4  offline მოდერი ჯია

ეს რაღაც ახალი და ძალიან მომწონს ბიჭის პოზიციიდან, რომ წერ!
დედას რომ იხსენებს, რამოდენიმეჯერ ცრემლი მომადგა მართლა...
იხვეწები ნელ-ნელა წერის სტილში და კარგია.
ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ შენ ❤️
მეზღაპრე გოგონა, უსასრულო ფანტაზიით :))))

 


№5 სტუმარი მერიენი

ძალიან საინტერესოა, როცა ისტორიას მამაკაცის პირით ყვები. ყოჩაღ

 


№6  offline მოდერი Nina))

აუ მე ჩემი ქერა მინდოდააააააა recourse ჰმ.. ახლა ისეთი რამ უნდა გააკეთებინო ამ ქეთად რომ შემაყვარო,თორემ რა ვქნა არ მიმდის გული.. ამ ლიზიზე კი ისე მეცინება რომ მეტი აღარ შემიძლია.
მაგარი გოგო ხარ შენ და წარმატებები love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია ძალიაან.. მალე დადე

 


№8  offline წევრი kora

ძალიან საინტერესოდ გამოგდის ბიჭის პოზიციიდან აღწერა, დავინტრიგდი და წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. გამორჩეულად კარგი ხარ მარიამ, შენი ეს მხიარული და პოზიტიური განწყობა გადამდებია, მადლობა რომ ასეთ თბილ, მეგობრულ და სიყვარულით სავსე ზღაპარში გვამოგზაურებ. მათბობს და მაბედნიერებს შენი ფანტაზიის ნიჭი, რომელსაც სულ უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ გააჩნია ❤️
--------------------
kira.G

 


№9 მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ამ სიხარულისთვის რომელსაც თქვენი კომენტარები მანიჭებს, ყველა პრობლემა მიქრება აქ რომ შემოვდივარ და ფანტაზიაც ჩნდება კომენტარების კითვხის სემდეგ.მუზა მოფრინდება და ვიწყებ წერას ასე რომ ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება, გმირებსაც დაიმახსოვრებთ და წყვილებსაც თავად შეადგენთ wink

 


№10  offline წევრი p♥♥h ^^

Aiii, dzvlivs sheneburi istoria daiwye (tfu tfu tvali ar geces :-D) xoda me isev shengverdze var. Da rogor ukeli haerze dasmil wertil mdzimeebs bevrad daixvewe :-*
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№11  offline წევრი Diosa Dela Tristeza

როგორი ტკბილი თავი იყო ნუ❤❤❤როგირ მონწონს ქეთა❤იო და ლიზა, უკვე სხვა თემაა... ვგიჟდები ასეთ მზრუნველ ძამიკოებზე❤❤❤

 


№12 სტუმარი lana

უკვე შემიყვარდა ქეთა love

 


№13 სტუმარი ნიაა

ქეთა არ მომწონს საშინლად :(

 


№14 მოდერი sameone crazy girl

ვრ ვხვდები ქეთა რატო არ მოგწონთ ,შეგიძლიათ მითხრათ მიზეზი? wink wink

 


№15 სტუმარი tamuna

Me dzalian momwons qetas da ioanes wyvili da velodebi movlenebis ganvitarebas<3bevri wyvilic sainteresoa da saertod saintereso motxrobaaaaa

 


№16  offline წევრი (((end)))

მეც ძალიან მომწონს ქეთა love კარგი წყვილია love იო და ქეთა love მალე დაგვიდე შემდეგი თავი love

 


№17  offline წევრი masu

Velodebi axal tavs <3 vimedovneb liza axalchamosultan ikneba :D kargi iko dzalian <3

 


№18 სტუმარი salo

მეც საშინლად არ მომწონს ქეთა,რატო ვერ ვხსნი უბრალოდ იოსთან სხვანაირი გოგო მინდოდა :)

 


№19 მოდერი sameone crazy girl

salo
მეც საშინლად არ მომწონს ქეთა,რატო ვერ ვხსნი უბრალოდ იოსთან სხვანაირი გოგო მინდოდა :)

მეთქი რაღაც კონკრეტული იყო და ვერ ვხვდებოდი .ნუ ახლა ეგ ხასიათის ამბავია ზოგი მოგვწონს ზოგი არა .
ვნახოთ იქნებ და შეგეცვალოთ აზრი. ისე იოანესთვის მე არც ჩემი ტავი მომწონს wink

 


№20  offline წევრი Nikalaevnaa:D

მაგარიაა <3333

 


№21  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ მოოწოონს... ძველი სიყვარულის ისტორია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent