შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტუჩების სიქალწულე...


5-06-2016, 12:59
ნანახია 2 093

აქ თუკი ვერა მომავალში შევხვდებით მაინც,
მე შენთან ყოფნას ვერ ვუწოდებ შეცდომის კიბეს,
ჰო! ამ კიბიდან აუსვლელად ჩამოვხტი, მაგრამ
მახსოვს... ტუჩების სიქალწულე შემოგაფლითე.

ნეტავ ვინ თქვა, რომ სძულდებათო რადგან ტოვებენ,
ან მიტოვებულს დამტოვებლის სუნთქვა არ ესმის.
ეს სიყვარული განწირული იყო თავიდან,
ვერ შეგიძულებ ჩემო კარგო, გრძნობა დგას გვერდით.

გრძნობებს ვინ ჩივის მე ავიტან ამ სიმარტოვეს,
მაგრამ სიყვარულს სიძულვილით ვერასდროს შევცვლი.
მიყვარხარ მეთქი, ჩუმად გეტყვი არც გაგაგონებ,
რადგან მე ისევ მოყენებულ ტკივილებს ვებრძვი.

და მე ყველაზე ტკბილად შევცდი ვამტკიცებ ღმერთთან,
რომ შენთან ყოფნას ვერ ვუწოდებ შეცდომას მძიმეს.
ისიც მინდოდა წასვლამდე, რომ მალულად მეთქვა
"მე შენ ტუჩების სიქალწულე შემოგაფლითე"...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი ჩუმი პოეტესა

okay
კარგი ლექსია.
რამოდენიმე ფრაზა, გამორჩეულად კარგია

მადლობა საყვარელო <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№2  offline მოდერი Marry Amm

მომეწონა ძალიააან <3

 


№3  offline წევრი ჩუმი პოეტესა

marimayishvili
მომეწონა ძალიააან <3

მადლობა საყვარელო <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent