ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(2)
– დეიზი! ანდრო! გაიღვიძეთ მოვედით! – დედას ხმა მაფხიზლებს. მეღვიძება. მთელი გზა მეძინა. ანდროც ნელა წევს თავს ჩემი კალთიდან, იზმორება და გემრიელად ამთქნარებს. დედა მანქანიდან გადადის და ჩვენც გადავდივართ. – ჩემი ველოსიპედი რომ გამოვიღოთ? – კაცთან მივდივარ – თქვენს ნივთებს მოახლე შემოიტანს – ხო მაგრამ ველოსპედს მე შევიყვან – ისევ ვჯიუტობ – როგორც გინდა – კაცი მიღიმის და საბარგულს აღებს. ჩემი ველოსიპედი გადმოაქვ. ახლაღა ვამჩნევ უზარმაზარ სახლს. ღმერთო რამხელაა. ძალიან დიდია, ღია ცისფერი, მართალია ქვის კედელი არტყას მაგრამ სახლი იმდენად მაღალია , მშვენივრად ვხედავ. ძალიან დიდი და უამრავი ლამაზი ფანჯარა და აივანი აქვს. თბილი ქარი ქრის და ზღვის სურნელი ჩემამდე აღწევს, ძალიან სასიამოვნო სურნელი. არამარტო სურნელი, ზღვის ტალღების ხმა კარგად მესმის. დედასთან მივდივარ, ველოსიპედს ხელით მივაგორებ, ანდრო დედას ხელს კიდებს. კაცი რომელმაც ჩვენ აქ მოგვიყვანა დიდ ჭიშკართან მდგარ ორ მცველს რაღაცას უხსნის, ისინი კარს აღებენ და თავით გვანიშნებენ შედითო. კარებში შევდივართ და თვალები მიფართოვდება, ამწვანებული ბაღია, სახლი დაახლოებით 30 მეტრშია, შესასვლელამდე ფართე ბეტონის ბილიკია გაყოლებულუი, კიდეებში ყვავილები აწყვია, ღმერთო ეს ყველაფერი სამოთხეს გავს, ცა მოწმენდილი და ღია ლურჯია, წინ ნელა მივიწევთ. უეცრად კარიდან გამოდის ახალგაზრდა, მაღალი და ძალიან ლამაზი ქალი, წაბლისფერი ლამაზად დავარცხნილი თმით და დახვეწილი გარეგნობით. ის ჩვენსკენ სწრაფად მოიწევს. – ოჰ! მოხვედიიით? – ის გულიანად იღიმილ და გვიახლოვდება – ლიზაა! ძალიან კარგია ასე მალე რომ ჩამოხვედით ძვირფასო! – დედას სახელით მიმართავს და კარგი მეგობარივით ეხვევა. – რიტა! ეკა! სალომე! მათი ბარგი შემოიტანეთ და კოტეჯში დააწყვეთ, ყველაფერი ჩაალაგეთ გარდერობებში და შესაფერის ადგილებზე მოათავსეთ! – სამი ახალგაზრდა გოგო თავს უქნევ ს და ჭიშკრიდან გადიან, ცოტახანში კი ჩვენი ჩემოდნებით ბრუნდებიან. – ეს ალბათში შენი ქალიშვილია დეიზი არაა? – ქალი ჩემთან მოდის და ოდნავ უკან იხევს რათა კარგად დამაკვირდეს – მე ნინო ვარ ძვირფასო! – მიღიმის მე თავს ღიმილით ვუკრავ. – ღმერთო რა სილამაზე ხარ ძვირფასო! რა ფეხები! რა ტანი! რა სხეული! არაჩვეულებრივი სიმაღლე – მის საქციელზე ვიცინი – საოცარი ღიმილი! როგორი გამხდარი, რა ფორმები. – შემდეგ მზერა სახეზე გადმოაქვს – ღმერთო სახის მოყვანილობა და ნაკვთები! თვალები! თმა! ეს რა საოცრება მომიგზავნე ღმერთო! – ქალი კმაყოფილი იცინის – ეს შეღებილია თუ შენი თმაა საყვარელოო? – თვაზე მისვამს თითებს – ჩემია – მოკლედ ვპასუხობ – რა უჩვეულო და ლამაზი ფერია! საოცრება ხარ საყვარელო! ანგელოზი! – ქალი მიღიმის და თან მაკვირდება. – მადლობა! თქვენც ძალიან ლამაზი ხართ! – ვეუბნები – მადლობა ძვირფასო! – ეს ქალი ძალიან გულიანად იღიმის – ღმერთო ეს რა სისიმპათიურეა! – ახლა ჩემს ძმას უწელავს ლოყებს – შენ ანდრია ხარ! ძალიან სიმპათიური ხარ ანდრო! – ანდროსაც დიდი ხნის განმავლობაში ღწერს – მე გამოცდილება მაქვს და იშვითად ვგიჟდები ასე ვინმეზე, ამიტომ ჩემს ქებას არასერიოზულად ნუ მოეკიდებით! – ქალი ჩემსკენ იხედება, ისევ იღიმის. – კარგით ახლა წამოდით! – ქალი ბილიკზე მიგვიძძღვის. სახლამდე სულ ცოტაღაა დარჩენილი როდესაც კარებიდან ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ხნის გოგო და ბიჭი გამოდიან. გოგოს ვაკვირდები. შავი თმა და მწვანე თვალები აქვს. ჩემზე ბევრად სავსე მკერდი აქვს და ჩემზე ხორციანიცაა. სხეულის ლამაზი ფორმები აქვს. ჩემზე ბევრად დახვეწილია. ასევე დახვეწილად აცვია მაგრამ მის მაგივრად მე ვგრძნობ უხერხულად თავს როდესაც ვხედავ რომ ვიწრო, ძალიან მოკლე კაბა, დეკოლტეთი ამოღებული ზედატანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, ეს დიდი გოგოს იერს სძენს. გარუჯული კანი აქვს. მთლიანობაში ძალიან ლამაზია. მასზე ალბათ 3–სმ–თი ვიქნები მაღალი, ფეხსაცმლის სიმაღლეს თუ არ ჩავთვლით. მე 176სმ ვარ. მზერა ბიჭისკენ გადამაქვს. ღმერთო ახლა წავიქცევი, ველოსიპედის საჭეს ძლიერად ვეჭიდები. ეს ბიჭი ისეთი სიმპათიურია... ჩემზე მაღალია, საოცარი ტანი აქვს, გამხდარია და მაისურიდან ნავარჯიშევი, ზომიერად დაკუნთული მუცელი და მკერდი კარგად ეტყობა. ძალიან თეთრი კანი აქვს. მისი სახისკენ გადამაქვს ყურადღება. ისეთი ჩემზე ცოტათი მუქი ლურჯი თვალები აქვს, ძალიან ლამაზი. ლამაზი სწორი ცხვირი და დიდი ვარდისფერი ტუჩები აქვს. ბოლოს ვხვდები რომ დიდხანს ვაშტერდები მათ და თვალს ძლივს ვწყვეტ. ისინი გვიახლოვდებიან,. – დენი! – ქალბატონი ნინო ამ ბიჭს სახელით მიმართავს. ის ჩვენსკენ იხედება, ყველას ავლებს თვალს და მზერას ჩემზე აჩერებს. – აქ მოდი! ქალბატონი ნინო მას ეძახის. – დენი მოდი და მას გოგოც მოყვება – გაიცანით, ეს ჩემი შვილია დენი! – დენი დედას თავის დაკვრით ესალმება– ეს კი მისი შეყვარებულია, ნუცა! – ქალი გოგოზე გვანიშნებს და თითქოს გულში რაღაც მწყდება. მაგრამ რატომ არ ვიცი, რისო იმედი მაქვს. ნუცა თავს მომწონედ წევს მაღლა. – ეს კი ლიზაა, ჩვენი ახალი წევრი – ქალბატონი ნინო დენისკენ იხედება და დედაზე ანიშნებს. – სასიამოვნოა! – დედა უღიმილი – ჩემთვისაც – დენი ოდნავ იღიმის – ეს სისიმპათიურე კი ანდროა! ლიზას 4 წლის შვილი, სესის ტოლია! – ამჯერად ანდროზე მიანიშნებს – გამარჯობა! – დენი ანდროს უღიმის, ისეთი კარგი ღიმილი აქვს... "დეიზი მოკეტე" ჩემს თავს ვლანძღავ – ეს სიმშვენიერე კი დეიზია! ლიზას 17 წლის შვილი! – ქალბატონი ნინო თვალს მიკრავს და ვშტერდები. დენის მზერა ჩემზე გადმოაქვს და დაკვირვებით მათვალიერებს. ვწითლდები. ფეხებიდან მოყოლებული სახემდე ნელა მაკვირდება. ველოსიპედს ისე ვეჭიდები ხელები მითეთრდება. დენის მზერა სახეზე ჩერდება. ყოველ ნაკვთზე მაკვიდება. ეს წუთები ზედნეტად იწელება, ნინო და დედა ერთმანეთში ლაპარაკობენ და ჩვენ აღარ ვახსოვართ. დენის მზერას ვეღარ ვუძლებ, ის მიყურებს, მიყურებს... ისევ მიყურებს, თავს ვერ ვიკავებდა თვალებს მაღლა ვწევ, პირდაპირ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს. ის მზერას არ ცვლის და მაინც მიყურებს. ამდენ ხანს რატომ მიყურებს? ასე რატომ მაშტერდება? – რ თქვი, რა მქვიაოო? – ნუცა იღებს ხმას, დენი ისევ მიყურებს – დეიზი ხოო!... დეიზი რა სახელია! – ნუცა ჩემს სახელს ისე იძახის გეგონება რაღაც საზიზღრობა ვიყო. "ნუციკო ჯობია" – ჩემით ვფიქრობ მაგრამ არ ვიძახი – მეც ასე ვფიქრობ! – ბიჭი მზერას არ მაშორებს. გულისცემა მიჩქარდება არც კი იღიმის. – დეიზი! გვირილა! ალბათ არც კი იცი რომ ინგლისურად გვირილას ნიშნავს! დენი მიყურებს. ღმერთო რა უნდა. წავიდნენ სადაც მიდიოდნენ. – დენიი! – ნუცა გაოცებული არხევს ბიჭს – რას აკეთებ, რანაირად უყურებ? მაეჭვიანებ იციი? – ნუცა დენის მკლავზე ექაჩება. როგორციქნა ის მზერას მარიდებს და მიდიან. – "მაეჭვიანებ იციიი? დეიზი რა სახელია!" – ანდრო დაჯღანვით ბაძავს ნუცას და მე მეცინება ამ დროს კარებიდან ორი გოგო გამოდის. ერთი ჩემხელა იქნება ასაკით, ალბათ სიმაღლითაც ჩემი სიმაღლის, ან ცოტათი მაღალი, შავი თმა და შავი თვალები აქვს, ძალიან ლამაზი გოგოა, ტანიც ძალიან ლამაზი აქვს, ისიც ჩემსავით გამხდარია. მის გვერდით შავთმიანი, თაფლისფერთვალება, ალბათ ანდროს ასაკის გოგონა მოდის. – გამარჯობა! – უფროსი იღიმის, ლამაზი ღიმილი აქვს. – ოჰ ელა! ეს ლიზაა, რომ გიყვებოდი, ესენი კი მისი შვილები, დეიზი და ანდრო არიან! – გოგოებს უღიმის – ძალიან სასიამოვნოა! – იძახის ელა – ეს კი ელაა! ჩემი უფროსი ქალიშვილი – უფროს გოგონაზე იძახის – ეს სესილიაა! – ახლა პატარაზე მიგვითითებს – ძალიან ლამაზი შვილები გყავს ნინო! – დედა გოგოებს უღიმის – მადლობაა! – ელაც იღიმის – ხოო, მაგრამ დენი საერთოდ არ გგავთ, თქვენ შავგრემნები, ის ქერა! – იძახის დედა – ხოო ის რაღაც ფენომენი გამოეყო! – ელა იცინის – შენ დეიზი ხაარ? – სესილი ჩემთან მოდის – ხოო მე დეიზი მქვია! – მისკენ ვიხრები, ერთი ხელით ველოსიპედს ვიჭერ – ძალიან ლამაზი ხარ! – ის მორცხვად მიღიმის – მადლობა! შენც ძალიან, ძალიან, ლამაზი ხარ! – მეც ვუღიმი – ხოო ვიცი! მეგობრები ვიყოოთ? – ხელს მიწოდებს – რათქმაუნდა! – ვეუბნები და თავისუფალ ხელს ვართმევ. ახლა ის ანდროსთან მიდის და მას ეცნობა. – დეიზი, შემოკლებით როგორ მოგმართოოო? – თვალებს სასაცილოდ აწვრილებს ელა – დეის მეძახიან – მშვენიერია! ჩემ სახელს შემოკლება არ უნდა ისედაც მოკლეა! წამოდი მე წაგიყვან კოტეჯში! დედაშენს კი ალბათ დედაჩემი სახლს დაათვალიერებინებს, შენ მანამდე დაისვენე. – მეუბნება და წინ მიდის. მეც მივყვები. – სესი ანდრო წამოიყვანე! – ელა სესილის უყვირის და ბავშვებიც მოდიან სახლს გარს ვუვლით და უკანა ეზოში გავდივართ. პირველად ვხედავ ზღვას... ის ისეთი ლამაზია... მაგრამ ბაბუას თვალებშიც ნანახი მაქვს ზღვა. ის ისეთი სუფთა და ლურჯია... ენით ვერ აღვწერ ძალიან ლამაზია! სახლს გარს ვუვლით, ველოსიპედს იქვე ვაყენებ და უკნიდან, სახლზე მიშენებულ "კოტეჯში" შენდივართ. კოტეჯი ჰქვია და მგონი ჩვენს სახლზე უფრო დიდია. ღია იისფრად შეღებილი კედლებია და თეთრი ავეჯი აწყვია, თეთრი დიდი დივანი ოთახის ცენტრში, მის პირდაპირ კი დიდი ტელევიზორი, ოთახს ზღვის მხარეს დიდი, თეთრფარდებიანი ფანჯარა აქვს. ასეთ სახლში ცხოვრებას ვერც ვიოცნებებდი. – ეს მისაღებია! – მიხსნნის ელა – იქეთ სამზარეულოა. მანიშნებს ოთახის მარჯვნივ გამსვლევ კარებზე, სამზარეულოც ძალიან ლამაზია. – აქეთ დერეფანია როგორც ხედავ. – ელა მთელ სახლს მათვალიერებინებს, დედას და ანდროს ოთახი ძალიან ლამაზია, ანდრო შევიდა თუარა თავის ოთახში მაშინვე დაიძინა. ბოლოს ჩემი ოთახის კარებს ვაღებთ. – ეს კი შენია! – მეუბნება და ოთახში შედის. მართლა ძალიან ლამაზი ოთახია. ზღვისკენ კუთხეში დიდი ფანჯარაა, ამ ფანჯარასთად პატარა, ძალიან საყვარელი ტახტია, ტახტის თავზე რუკა აკრია, რუკის ზემოდან, თაროზე კი ჩემი ნივთები დაუწყვიათ მოახლეებს, საწოლის გვერდით სამუშაო მაგიდა დგას, იმ კედელთან საიდანაც შემოსასვლელი კარებია, დიდი გარდერობი დგას და ასევე სააბაზანოში გასასვლელი კარია. – ეს ჩემიაა?! – გაოცებას ვერ ვმალავ – ხოო აქ ყველაფერი შენია! ეს ოთახი მეც ყველაზე მეტად მომეწონა! – ელა ჩემკენ ბრუნდება – კარგი! ახლა მოთავსდი და დაისვენე! მე წავალ, ხვალ სკოლისთვის მოემზადე! – მეუბნება, იღიმის და გადის გარდერობთან მივდივარ. აქ ყველაფერი ლამაზადაა დალაგებული. პირსახოცს ვიღებ და სააბაზანოში გავდვარ. ცხელი წყალი მსიამოვნებს და დაღლილობა მშორდება. გაოფლილი სხეული და დამტვერილი თმა მისუფთავდება. ოთახში ვბრუნდები. თეთრ მაისურს ვიცვამ და ფუმფულა საწოლში სიამოვნებით ვძვრები. საბანს სიცხისგან არ ვიხურავ და ბალიშზე ჩახუტებულს მეძინება. * * * თვალებს ვახელ. სიბნელეა. დაღამებამდე მეძინა. ბევრს ვწრიალებ მაგრამ, ვერ ვიძინებ და ფეხზე ვდგები. გარდერობთან მივდივარ და ნაცრისფერ, ჩემზე ორჯერ დიდ მაისურს, ჯინსის დახეულ შარვალს და ლურჯ კედებს ვიღებ და ვიცვამ. კარს ფრთხილად ვაღებ და ოთახიდან გავდივარ. დედას და ანდროს ძინავთ. მე კი ძალიან დიდხანს მძინებია. რომ მოვედი 12–ზე ჩამეძინა, ახლა კი ღამის 1 საათია. გარეთ გავდივარ. შედარებით გრილა, მაგრამ მაინც სიცხეა. ზღვის სუნი კი უფრო ძლიერია, ტალღების ხმაც უფრო ძლიერად მესმის, ეს მაკლდა ბაბუას ზღვის თვალებში, მის თვალებში ზღვა იყო მაგრამ მას ხმა არ ჰქონდა, ის უხმო იყო. ველოსიპედი სადაც დავაყენე ისევ იქ მხვდება. ზედ ვაჯდები და ზღვის ნაპირისკენ ვეშვები, შემდეგ კი ველოსიპედს ნაპირებზე მივაქროლებ, მის ბორბლებს წყალი ნახევრამდე სწვდებათ, ძალიან სწრაფად მივქრივარ და ქარის დიდი ნაკადი სახეში ძალიან მსიამოვნებს. ბოლოს ნაპირთან დიდ ქვას ვამჩნევ და ველოიპედს ვაჩერებ. სიცხისგან სახე მიოფლიანდება, ქვასთან მივდივარ და ზედ ვწვები, სახით ცისკენ. ძალიან ლამაზია, განსხვავებული. მუქია და ძალიან ბევრი ვარსკვლავია ირგვლივ. მთვარე უჩვეულოდ დიდი და სავსეა. ის ყველაფერს ანათებს. ვარსკვლავებს ვაკვირდები, ზოგი ძალიან კარგად ჩანს, ზოგიც კი ძნელად შესამჩნევია. იქნებ ბაბუა მართლაც ვარსკვლავებთანაა. მან ხომ მითხრა იქ ვიქნებიო. ალბათ ცაშია. ვარსკვლავებთან ერთად. ან იქნებ ჩემთანაა? იქნებ საერთოდ ის ვარსკვლავია? ამაზე ფიქრს ძალიან შორს მივყყავარ და ბოლოს თავს ვანებებ. ცის ყურება არ მბეზრდება, ცოტახანში კი ვდგები, ველოსიპედს ვაჯდები და ისევ მივუყვები ნაპირებს სახლისკენ. ამ ზღვის ყურება მსიამოვნებს, მისი სუნი ძალიან მომწონს. მთვარე ძალიან ლამაზად აბრწყინებს ტალღებს. თითქოს მისი სხივები ზღვაში იღვრება, თითქოს ზღვა ითრევს და ერთნი ხდებიან, ერთმანეთს ერწყმიან, ეს სანახაობა ძალიან ლამაზია, ულამაზესი. სახლამდე მივდივარ, ველოსიპედიდან გადმოვდივარ და კოტეჯისკენ ხელით მივაგორებ. სიბნელეში ვამჩნევ რომ სახლის პირველისართულის ფანჯრიდან ვიღაც ძვრება, მაგრამ ვერ ვარჩევ ვინაა ის. ცოტახნით შიშის გრძნობა მეუფლება. ეს ვიღაც ფანჯრიდან როგორცკი ხტება ჩემკენ ტრიალდება. ეს დენია. კაპიუშონი ამოუფარებია, სულ შავები აცვია, მხოლოდ მისი თმა და კანი ანათებს მთვარის შუქზე თეთრად. ის მე მიყურებს და ვხვდები რომ მხოლოდ კანი და თმა არ უბრწყინავს. მისი თვალები. ისინიც ბრწყინავს მაგრამ ბნელად. მისი თვალები ღამისფერია, თითქოს ღამის ცას სურათი გადაუღეს და დენის თვალებში მოათავსეს. ასეთი ლურჯი თვალები ახლა მუქი მელნისფერი აქვს, თითქოს შიგ უამრავი ვარსკვლავი ბრწყინავს, გუგის მაგივრად კი სავსე მთვარე აქვს, მისი თვალები არარეალურს ჰგავს, იქნებ მე მეჩვენება? მაგრამ არა, მას ნამდვილად ისეთი თვალები აქვს, როგორიც აღვწერე. მისი თვალები მშორდება და დენი სანპიროსკენ ჩარბის და იქითკენ მიუყვება საიდანაც მე დავბრუნდი. ნეტავ სად მიდის? მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა! ველოსიპედს თავის ადგილას ვაყენებ და სახლში შევდივარ. უკვე დილის 5 საათია. ჩემს ოთახში ჩუმად ვიპარები და ტანსაცმელს ვიხდი, საწოლში ვძვრები და ფანჯარას ვაღებ. მაშინვე ჩემს ოთახში გრილი და სუსტი ქარი, ზღვის სურნელი და ტალღების ხმაური ერთად იჭრება. მთვარე ჩემ ოთახს სუსტად მაგრამ სასიამოვნოდ ჰფენს ვერცხლისფერს. თვალებს ვხუჭავ და ტკბილად მეძინება. * * * – გაიღვიძეეეეეეე! – ვიღაცის ყვირილი, სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ. – გაახილე თვალები! სკოლაში ხომ მოდიხაარ? – ეს ელას ხმაა რომელიც ზემოდან მაზის – რაა? – გაკვირვებული ვუყურებ – ადექიიიიი! უკვე 8 საათია, გაკვეთილები 9 გვწყება! – საწოლზე დაჯდომილი იწყებს ხტუნვას. – კაი ვდგები! – მეცინება და საწოლიდან ვდგები. ელას არ მერიდება ნახევრად შიშველი რომ ვარ, მაინც გოგოა. – ტანსაცმელი გაგიმზადე უკვე, წყალი გადაივლე და ჩაიცვი! – მეუბნება და სავარძელზე მიფენილ ტანსაცმელისკენ მანიშნებს – მადლობა! – ვუღიმი და მის გამზადებულ ყვავილებიან ტოპს, შავ შარვალს, შავ კედებს და ჭაობისფერ პერანგს ვიღებ, შემდეგ კი სააბაზანოში შევდივარ. წყალს ვივლებ და ტანსაცმელს ვიცვამ, თმას ვივარცხნი და ვიწნი. ოთახში რომ ვბრუნდები, ელა ისევ იქ მხვდება, მისი ზურგჩანთა ჩემს საწოლზე გდია, თვითონ კი ანდროს ეთამაშება. – ჩანთა აიღე და წავედით! – მიღიმის ის. მეც ვიკიდებ ჩემს ჩანთას, ელაც იკიდებს და ოთახიდან გავდივართ, ანდროც იღებს თავის ზურგჩანთას და წინა ეზოში გარბის. ამ დროს სესიც გამოდის სახლიდან, მას ჩახუტებით ვესალმები და ეზოდანაც გავდივართ. გზაში სესი და ანდრო ერთად მიდიან, მე და ელა კი ერთად მივაბიჯებთ. ელა 15 წუთი სიარულის შემდეგ ჩერდება. – ესააა! – იძახის და დიდი, ძალიან ლამაზი შენობისკენ მითითებს – ამის უკან ჩვენი უნივერსიტეტია, იქ დენი სწავლობს, ჩემი ძმა. – დენის ხსენებაზე რაღაც მივლივს მთელ ტანში. – აქეთ კი სესის და ანდროს ბაღია! – მეუბნება სკოლის წინ მდგარ ღია ვარდისფერ შენობაზე! – ორივე ძალიან ლამაზია! – ვეუბნები ელას – ხო ლამაზია! – ისიც ათვალიერებს ბაღს, თითქოს აქამდე არც ენახა – მე ბავშვებს შევიყვან შენ აქ დამელოდე – მეუბნება და მეც თავს ვუქნევ, სესი უკვე შერბის შენობაში, ანდროს ვკოცნი. – აბა შენ იცი! – ვუღიმი, ისიც მიღიმის და სესის სირბილით მიჰყვება, ელაც შიგნით შედის. სკოლისკენ ვტრიალდები და ვუყურებ როგორ ჩერდება შესასვლელთან თეთრი ლამბორჯინი. საჭესთან ვინ ზის ვერ ვხედავ. არა ვხედავ! ეს დენია, მის გვერდით ნუცა ზისწ, ის მანქანიდან უკვე გადმოდის, მაგრამ ხელათ ბრუნდება უკან და დენის ტუჩებში კოცნის, შემდეგ კი საბოლოოდ გადმოდის. დენის მანქანა ცოტახნით ადგილზე დგას, მაგრამ, მალევე სწყდება აქაურობას. ნუცა შედის თუარა ეზოში, მაშინვე ყველა მას აშტერდება, გოგოები შურით უყურებენ, ალბათ დენის გამო. ის ხომ არამქვეყნიურად სიმპათიურია. ბიჭებიც მის სხეულს აშტერდებიან, ნუცა თავაწეული მიაბიჯებს შესასვლელისკენ. ამასობაში ელაც გამოდის. – ოჰოო! გათხაპნილი ალქაჯიც მოსულა! ჩემმა ძმამ მოიყვანა არაა? ვერ გავიგე რამ მოაწონა, იმდენ მაკიაჟს ისვამს ბაყაყს ემსგავსება. ბიჭებსაც მოსწონთ. მაგრამ მოიცა! ახლა შენც გამოჩნდები და მას აღარავინ მიაქცევს ყურადღებას! – მეუბნება და თვალს მიკრავს – გოგოებს მისი იმიტომ შურთ რომ ჩემი ძმის შეყვარებულია, ჩემი ძმა აქ ყველას მოსწონს, უნივერსიტეტშიც მოსწონთ მაგრამ აქაურ გოგოებს დენის სურათები მგონი კარადების კარებზე აქვთ მიკრული! – ელას ეცინება, მეც ვიცინი – წამო შევიდეთ! – მეუბნება და ხელს მკიდებს. მეც მივყვები. სკოლაში ვაბიჯებთ თუარა მაშინვე ყველა ჩვენ გვაშტერდება ბუებივით. ბიჭიებს ელაც ისევე მოსწონთ როგორც ნუცა. მაგრამ ახლა ყველა მე მიყურებს. ასეთი მომენტები მძულს. გოგოები ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ბიჭები კი ერთმანეთში ლაპარაკობენ და ჩემკენ იყურებიან. – ყველა შენ გიყურებს! – მიჩურჩულებს ელა, სუნთქვა მიჭირს, ბეტონის კიბეებზე ავდივართ. რამოდენიმე ბიჭის ჩასტვენა მესმის რაც ჩემკენაა მომართული, ეს მაწითლებს, რაზეც ნერვები მეშლება. როგორც იქნა შენობაში შევდივართ. აქაურობა სკოლას კიარა სასახლეს ჰგავს, ყველაფერი დახვეწილია, პატარებიც აქ დახტიან. ელა მეორე სართულზე ადის, მეც მივყვები და ჩვენ კარებს ვაღებთ რომელსაც "XII კლასი N#2" აწერია. სულ როგორც მერხების რაოდენობით ვარკვევ 32 მოსწავნლეა. კლასში გოგოები ზიან და ჭორაობენ. ჩვენი შემოსვლისას ჩუმდებიან და გვაშტერდებიან, ცოტახანში კლასიდან გადიან. – აქ შენი ადგილია! – მეუბნება და ბოლოს წინა როგში, მის გვერდით მდგარ მერხზე მითითებს, მეც ჩანთას მერხზე ვაგდებ და სკამზე ვჯდები. ელა კი მერხზე სკუპდება. – იციი? ამ სკოლას სააგენტო აქვს, ეს სააგენტო დედასია, მას "ANGELS WITH WINGS" ჰქვია. სამი მთავარი წყვილი ჰყავს სახედ. ჩვენებებზე ბიჭი და გოგო გამოდიან ერთად. მე და ჩემი შეყვარებული ერეკლე, ნუცა და საბა (საბა ჩვენი კლასელია) და დენი და ანა ვართ სახეები. ნუცას უნდოდა რომ დენის მეწყვილე ყოფილიყო მაგრამ არ გაუმართლა! – ელა სიამოვნებით იღიმის – ანა კი ჭკუაზე არაა ჩემი ძმის მეწყვილე რომაა! ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ჩვენი სკოლიდან, ან უნივერსიტეტიდან ახალ მოდელებს არჩევენ, 10 ბიჭს და 10 გოგოს, ისინი ცვლიან ძველ მოდელებს. შენ კი მეხუთე წელში მოხვდი ჩვენთან! გაგიმართლა, ალბათ აგარჩევენ! – ელა თვალს მიკრავს – მეე? სისულელეა! – ხელს ვიქნევ – ნახავ სისულელე თუ იქნება! უეჭველი ვიცი რომ წაგიყვანენ! შეენნაირ გოგოს გაუშვებენ ხელიდაან? ამ დროს ზარის ხმა ისმის და ელა სკამზე ჯდება. კლასში მოსწავლეები შემოდიან და ნელ–ნელა ლაგდებიან. – ჰეი! – კლასში შემოსული ნუცა ჩემი მიმართულებით ყვირის – მოახლის ქალბატონო! – მის მეგობრებს სიცილით უყურებს და ჩემკენ მოდის – იქნებ გზა შეგეშალა? სოფლელების სკოლა ოდნავ მოშორებითაა! – ამბობს და ისტერიკულად იწყებს სიცილს, თავის მეგობრებთან ერთად. – თავი დაანებე თორემ ამ ენას ამოგაძრობ და ამითვე დაგაბამ! ინდაურო! – ელა უყვირის შემდეგ კი ჩემკენ იხედება – ყურადღება არ მიაქციო! ყველას ასე ექცევა! – ნუცა გვშორდება – არაფერია! მადლობა ოთახში გამხდარი, ბერეტიანი და ბალადამოსხმული დაბალი ქალი შემოდის, ქართულის მასწავლებელია. ნეტა ასეთ სიცხეში არ სცხელაა? – ჩაახშეთ სარკმელნი! – გაიძახის სერიოზული ხმით და ლამისააა ქათამივით ავკაკანდე სიცილისგან. ფეხზე ორი ბიჭი დგება და ოთახის ფანჯრებს ხურავემ. ერთერთი, მგონი ეს ის საბაა ელამ რომ მითხრა, თვალს მიკრავს, გაოგნებული ვუყურებ. – შენ ალბათ ახლად აყვავებული ხილი ხარ, ჩვენი სკოლის მნათობ სხივების ქვეშეთში არაა? – ქალი ჩემკენ იხედება. მეცინება მაგრამ მალევე ვიკავებ. – დიახ! – ვეუბნები და თავს ვუქნევ – მზის სადარად მშვენიერი ბრძანდებით როგორც თინათინი "ვეფხისსტყაოსანში" – ქალი ისევ მიყურებს "ვეფხისსტყაოსანი" მახსენდება და მეღიმება, ვცდილობ არ გამეცინოს – ჰგმადლობსთ! – ვცდილობ თავის ენაზე ვუთხრა. მოსწავლეების სიცილი მესმის – ვის ჰმასხრობთ! თქვე უგნურნო! – ქალი მოულოდნელად ყვირილს იწყებსდა მოსწავლეებს თვალებს უბრიალებს და დაფასთან დგება, ელა უკვე სკამზე გაწოლილი იცინის – ასე რატომ ლაპარაკობს? – სიცილით ვეკითხები – გაიძახის რომ მე მეთორმეტე საუკუნიდან მოვედი და შოთარუსთაველის ნათლულის, დიშვილის კლასელი ვიყავიო, ამბობს ღმერთმა გამომიშვა 21–ე საუკუნეში რათა თქვენთან ვიქადაგო სამყაროს ჭეშმარიტებაო! – ელას უფრო ეცინება – ალბათ მართლა პანღურუთ ისროლეს იმ საუკუნიდან! – სიცილს მეც ვიწყებ – გამობრძანდით ვაჟიშვილო და გამოჰსახეთ ამ მრავლისმეტყველ დაფაზე რასაც ჩემი ბაგე შთაგაგონებთ! – ამბობს და საბას უყურებს ბიჭი სახეს მობეზრებით მანჭავს. – აუ! – ღრმად ისუნთქავსა და იწყებს – ჩემი მწირი თვალსაწირით, ვგონებ ამას ვერ ჰსჩავიდენ! – ბიჭი ოდნავ იღიმის – ღმერთო! რატომ გამომიშვი ასეთ უგნურ ბრბოსთან! ასე რად გამჰწირე! – ქალი ხელებს ჰაერში იქნევს * * * 4 გაკვეთილის შემდეგ მე და ელა სკოლიდან გამოვდივართ. – როგორც იქნა პარასკევი დამთავრდა! შაბათ–კვირა წინაააა! – ყვირის ხმამაღლა – დღეს კლუბში მივდივართ სამეგობრო! შენც წამოდი გაგაცნობ მათ! – მთავაზობს – არა! მადლობა, დღეს მირჩევნია სახლში ვიყო! – ელას ვუღიმი – კარგი რაა! წამოდი, სახლში ჩემი ძმა მოგვიყვანს! წამოდი რაა! ალქაჯიც იქ იქნება მაგრამ ჩვენ გავერთობით – ელა ამ ყველაფერს ემოციებით მიხსნის. მაგრამ მე რამოდენიმე დღის წინ ბაბუა დავასაფლავე, ახლა კლუბის ხასიათზე არ ვარ. – მაპატიე ელა მაგრამ, ჯერ მირჩევნია აქაურობას შევეგუო, სხვა დროს აუცილებლად წამოვალ! – კარგი ხოო! – ელა ჯერ თითქოს მებუტება მაგრამ მერე იცინის. სახლამდე საუბრით მივდივართ. ანდრო და სესი უკვე მოსულები არიან, ისინი ეზოში თამაშობენ. ელაას ვემშვიდობები და კოტეჯისკნ მივდივარ. კოტეჯში შევდივარ, სამზარეულოდან კოკა–კოლა და შოკოლადების ჯამი გამომაქვს, ჩემს ოთახში ავდივარ და მეცადინეობას ვიწყებ. * * * მეცადინეობას საღამოს ვამთავრებ, უკვე საღამოს 9 საათი ხდება. კოტეჯიდან გავდივარ და დედასთან დასახმარებლად, სახლში შევდივარ. ეს სახლი მართლა ჰგავს სასახლეს. მისაღებ ოთახში ანდროს დივანზე ჩასძინებია. – დეი! ჩემო გოგო სად ხარ აქამდე? – ქალბატონი ნინო მეხვევა – ვმეცადინეობდი! – ხელებს მეც ვხვევ და ვიღიმი – პირველი დღე როგორი იყო სკოლაში? – ოთახში დედა შემოდის – არაუშავდა! – ვუღიმი – დეი ანდრო გააღვიძე და კოტეჯში დააწვინე, მე სხვაში არაფერში მინდა დახმარება. – მეუბნება დედა. ამ დროს ოთახში დენი და ნუცა გამოწყობილები შემოდიან, ელა როგორცჩანს უკვე წავიდა კლუბში. დენი ჩემკენ იხედება, მაგრამ მზერა ხელათვე გადააქვს ნუცაზე. – არა! გასაღვიძებლად ცოდოა! აი დენი აქ არაა? ის მოგეხმარება წაყვანაში! – ქალბატონი ნინო დენისკენ იყურება – არა წაყვანას მეთვითონაც შევძლებ! – მაშინვე ვცდილობ რომ ეს არ მოხდეს – არა, რასაჭიროა, დენი მოგეხმარება! დენი ხო მიეხმაერები? – ახლა დენის ეკითხება – კი! – დენი ჯიბეებიდან ხელებს იყოფს და ანდროსკენ მიდის. – არა საჭირო მართლაა არაა, ის პატარაა, ჩვენც წავიყვანთ – ახლა დედა ეწინააღმდეგება – არა მე წავიყვან – დენი ბოხი ხმით იძახის და ანდროს ხელში იყვანს – კარგი, დეი შენ გაჰყევი – დედა მეუბნება. ოღონდ ეს არა! რადავაშავე! რას მოვიდა მაინც და მაინც ახლა? ან მე რა მინდოდა რო მოვედი? მთელი სხეული მიხურს. დენს მარტო როგორ გავყვე? თავს მაინც ვუქნევ და დენის უკან მივყვები, ნუცა აქ რჩება და დაბღვერილი მიყურებს. უკნიდან კარგად ვაკვირდები დენის სიარულის მანერას, მის კისერს და თავს. უკნიდანაც ძალიან სიმპათიურია. კოტეჯის კარებთან რომ მივდივართ, კარს ვაღებ და პირველი მე შევდივარ, ანდროს ოთახის კარსაც ვაღებ, სინათლეს ვრთავ და კარების გვერდით ვდგები. დენი ანდროს საწოლში ფრთხილად აწვენს. შემდეგ ჩემსკენ ტრიალდება და საწოლის მოაჯირს ერთი ხელით ეყრდნობა. – მამაშენი სადაა? – პირდაპირ თვალებში მიყურებს. ზუსტად ისე როგორც პირველ დღეს და მინდება რომ უბრალოდ გავქრე. როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი ბევრი ლაპარაკის გარეშე. მამაჩემზე არავისთან მილაპარაკია. ღრმად ვისუნთქავ. – მამაჩემი... – უცეფ ვხვდები რომ მას მამაჩემი არ უნდა ვუწოდო – ის კაცი... – თავს დაბლა ვხრი და მოწოლი ცრემლებს ვიკავებ – მოკვდა! – თავს ისევ ვწევ მაღლა ვწევ – მკვდარია! – ვიმეორებ, დენი გამომეტყველებას უცნაურად ცვლის, მისი თვალები ისე ვარსკვლავიანი ღამის ფერი ხდება – მამაჩემიც. ჩემთვისაც "ის კაცი" მკვდარია. მან უბრალოდ მიგვატოვა და მეტი არაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც მოკვდა! – მზერას არ მაშორებს. არ ვიცი რა ვუთხრა – მამაჩემის სიკვდილს ჩემთვის გული არ უტკენია, ეს რომ გავიგე ჩემთვის კარგახნის მკვდრი იყო, იმ დროს უკვე აღარ მიყვარდა! – არ ვიცი ამდენს როგორ ვლაპარაკობ – მადლობა ანდრო რომ მოიყვანე! – ბოლოს ამას ვეუბნები. ის თავს ხრის, შემდეგ კი ოთახიდან უსიტყვოდ გადის. ცოტახანში მეც შუქს ვაქრობ და ოთახიდან გავდივარ. ჩემს ოთახში მივდივარ, ტანსაცმელს ვიხდი, თეთრ მაისურს ვიცვამ და ვიძინებ, ძილშიც დენის ნათქვამზე ვფიქრობ. ვიღვიძებ. სიბნელეა. საათს ვამოწმებ რომელიც 03:10–ს აჩვენებს. ვეღარ ვიძინებ და ფეხზე ვდგები. თეთრ მაისურს ვიხდი და შავ ტოპს, შავ შარვალს, და შავ ბოტასებს ვიცვამ. თმას ვიშლი. გარეთ ჩუმად გავდივარ. ველოსიპედს ვაჯდები და წინა ეზოში მივაგორებ. ჭიშკართან ორი დაცვა დგას. მათ ვაშტერდები. – დეიზი! – ერთერთი მცნობს – ამ შუაღამისას საით? – ვერ ვიძინებ, ვიფიქრე გავისეირნებ მეთქი – დამნაშავე ბავშვივით ვუყურებ – ახლაა? გვიანია – ხოო მაგრამ მე ვერ დავიძინე! – არ ვეშვები – კარგი წადი, მაგრამ მალე დაბრუნდი – კარს მიღებს და მეც გავდივარ. გრილა, ქუჩები თითქმის ცარიელია, სიჩუმეა, ზედმეტად სიჩუმე. მხოლოდ ჩემი ველოსიპედის ბორბლების ხმა მესმის. ყურსასმენებს ვირგებ და მუსიკას ვრთავ. დიდხანს დავქრივარ. ბოლოს კი როცა პედლების ტრიალისგან ფეხები მეღლება, ველოსიპედიდან გადმოვდივარ და ტროტუარზე ხელით მივაგორებ. სახლს რომ ვუახლოვდები, ვხედავ რომ სახლიდან დენი გამოდის. რატომღაც მეშინია. ის ჩემკენ ნელა მოიწევს, თავს ვხრი და სვლას ვანელებ. როდესაც საკმაოდ ახლოს მოდის ჩემს წინ ჩერდება, მეც ვჩერდები და მისკენ შეშინებული ვიხეები. – შუაღამისას სახლიდან რატომ გამოხვედი? – მიბღვერს. თვალები თითქოს უმუქდება. არ ვიცი რა ვუპასუხო, უკვე ვკანკალებ. – აქ რა გინდა? – ხმას უმაღლებს და ჩემთან უფრო ახლოს მოდის – მე... შენც ხომ ასე იქცევი – ძლივს ვპასუხობ და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავს. დენი ჩემკენ ვამპირივით სწრაფად მოდის და მეც ვკრთები, ის ცივ თითებს ყელზე მიჭერს, მეორე ხელს კი წელზე უხეშად მადებს, შიშველ წელზე და ვხურდები, ჩვენს უკან კედელზე მტკინვეულად მაჯახებს, გულისცემის ხმას ვგრძნობ., ზურგი მეწვის. ყელში ხელს უფრო ძლიერად მიჭერს. საშინლად ვხდები, სუნთქვა მიჭირს და თვალები მიბინდდება. მის სურნელს ვგრძნობ, ღამის სუნი აქვს, და კიდევ ტალღების, ძალიან სასიამოვნო. – რომ გეკითხები, უნდა მიპასუხო – მის თვალებს ვუყურებ, ანათებს, ისევ ბნელად ანათებს – ჩემს შუაღამით ნახვაზე ვინმესთან თუ სიტყვას დაძრავ, იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ! – ჩუმად მაგრამ გაბრაზებული მეუბნება. ცოტაც და გონებას დავკარგავ, ყელი მეწვის და ვეღარც ვსუნთქავ, ცრემლები უნებურად მომდის, ერთ მეორე მოყვება... მეორეს მესამე... ტირილს ვიწყებ თუარა დენი მაშინვე მიშვებს ხელს და ძირს ვეცემი. ჯერ გაოგნებული მიყურებს, თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა ახლა კი მიხვდაო, ხელს როგორცკი ვიდებ ყელზე მაშინვე საშინლად მეწვის, ვტირი მაგრამ ხმა მეხლიჩება. ვცდილობ ღრმად ვისუნთქო მაგრამ ტკივილი ამაშიც ხელს მიშლის. დენი გაოგნებული მიყურებს, ჩემკენ ერთ ნაბიჯს დგამს მაგრამ ისევ უკან იხევს და მიდის... -------------------------------- ესეც მეორე ნაწილი. ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.