შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(1)


5-07-2016, 00:48
ავტორი lilu7
ნანახია 2 412

თვალებს ვახელ თუარა თვალებში მოკაშლაშე ვარსკვლავები მხვდება. ხმა ჩახლეჩილი მაქვს, ხველებით ყელს ვიწმენდ. ისევ ვარსკვლავებს ვუყურებ და ფეხზე ვდგები.
ირგვლივ მხოლოდ ხეების შრიალი და სუსტი ქარის ხმა ისმის. მიწის სურნელს ვგრძნობ რომელიც კოშკამდე აღწევს. ხელი ყელთან მიმაქვს და კულონს ვიმოწმებ, რომელზეც ფრთიანი გოგონაა გამოსახული,მას ხელში გამოჭედილი გალაქტიკა უჭირავს.
ეს კულონი ბაბუამ მაჩუქა როდესაც 11–ის გავხდი.მან ამ დროს ლურჯი დიდი ველოსიპედიც მაჩუქა, ის დღემდე ჩემი უსაყვარლესი ნივთია.
ფეხზე ვდგები. ძალა ოდნავ გამოცლილი მაქვს. საათს ვამოწმებ, უკვე ღამის პირველია.
კიბეებს ნელა მივუხვები. თვალები დაბინდული მაქვს, რადგან სასტიკად მეძინება.
სახლის ძველ, ხის გაცრეცილ კარს რაც შემიძლია ჩუმად ვაღებ და სახლში შევდივარ. ჩემი სახლი პატარა და ძველია მაგრამ მოსახერხებელი. ოთხი ვცხოვრობთ, მე, დედა, ჩემი 4 წლის ძმა ანდრია და ბაბუა.
ჩემი ოთახისკენ მივდივარ და შიგ შევდივარ. ტანსაცმელს ვიხდი და თეთრ მაისურს ვიცვამ. ეს მაისური ორჯერ დიდი მაქვს მაგრამ მე თავს კომფორტულად ვგრძნობ როცა მაცვია. ვიწრო საწოლში ვწვები და თვალებს ვხუჭავ, მაშინვე მეძინება.
***
– დეიზი! – ჩემი სახელი მესმის – გაიღვიძე გაგვიანდება! – დედას ხმაა
წვიმის ხმა ჩემს ყურებამდე აღწევს. კედელზე ჩამოკიდებულ საათისკენ ვიყურები. უკვე 10–ის ნახევარია. მაშინვე ფეხზე ვხტები. შავ, მოშვებულ მაისურს, შინდისფერ შარვალს, ჯინსის ქურქს და შავ კედებს ვიცვამ. თმას ვივარცხნი და ქუდს ჯიბეში ვიტენი.

ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(1)

სამზარეულოში გავდივარ. ბაბუ და დედა ხელში ყავით მშვიდად საუბრობენ. მე მათ ლოყაზე კოცნით ვესალმები და მათ შორის მდგარ სკამზე ვჯდები. ჩემთვის განკუთვნილ ჩაის ჭიქას ვიღებ და პირველი ყლუპის გადაყლაპვისთანავე ვთბები.
დედაჩემს ვუყურებ. დედა ძალიან ლამაზია. ვიცი ყველა ბავშვისთვის დედამისია ამქვეყნად ყველაზე ლამაზი მაგრამ დედაჩემი მართლა ძალიან ლამაზია. მას დიდი მწვანე თვალები და ქერა თმა აქვს.

[center]ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(1)



ბაბუას ხელები მაგიდაზე შემოუწყვია. მისი ხელები ძალიან მიყვარს. ლამაზი თითები აქვს მაგრამ უკვე დანაოჭებული და მუშაობისგან გადაქერცლილი. ბაბუას თითებ ძველ წიგნს გავს. ძველი რომაა მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო. ბაბუას ცივი თითები აქვს. ძალიან ცივი. ყინულივით. მისი ხელები სულ ასეთია. მეც მისგან გამომყვა გაყინული თითები.
მახსოვს ბაბუას მინდვრებში ხშირად მივყავდი ხოლმე. მაღალ სიმინდის ღეროებში ვემალებოდი ხოლმე და ის მეძებდა. ბოლოს როცა ვეღარ მპოულობდა უკნიდან ვეპარებოდი და ცერებზე აწეული თვალებზე თითებს ვხვევდი ხოლმე. მას ეცინებოდა. მისი სიცილი ძალიან მიყვარს.
ბაბუას რაღაც არაამქვეყნიურად ლურჯი თვალები აქვს. თითქოს მის თვალებში ზღვა ღელავდეს და ის არასდროს ჩერდებოდეს. ის დიდ ტალღებს და ზვირთებს წწარმოქმნის, რომ ვუყურებდი ყოველთვის მეგონა რომ შიგ შემითრევდა და მეც ყველაფერს ბაბუას თვალებით შევხედავდი, შემითრევდა და უკან ვე3არ დავბრუნდებოდი. მე მეგონა მის ტალღებს შევერწყმებოდი.
– საჭმელი შეჭამე დეიზი, ისედაც ძალიან გამხდარი ხარ! – ფიქრებიდან დედას ხმას გამოვყავარ. მისი ხმა ისეთი უცნაურია, სევდიანი.
მას შემდეგ ესეთი სევდიანია რაც მამა წავიდა. არა ის არაა ჩემი მამა. მაშინ დედა ანდროზე 5 თვის ფეხმძიმე იყო. მე 12 წლის ვიყავი. არ ვიცი რატომ მოიქცა მამაჩემი ასე. მან მიგვატოვა და სხვა ცოლი მოიყვანა. ორი შვილი ეყოლათ, ცოტახანში იქ მოკვდა. მე ამით ული არ მტკენია. რომ გავიგე არ შევწუხებულვარ, რაცარუნდა უჩვეულოდ და გულქვად მოგეჩვენოთ ეს ასე იყო და ვერ შევცვლი. არ მინაღვლია მამაჩემს რადგან ის როცა წავიდა ჩვენგან სწორედ მაშინ მოკვდა ჩემში. ის უკვე 5 წელია ჩემთვის მკვდარია.
– დეიზი! – ისევ დედა – გესმიის რა გითხარი? ხომ კარგად ხარ? – დედა ხელს მხარზე ნელა მისვამს და ოდნავ იღიმის. მას საოცარი ღიმილი აქვს.
– კარგად ვარ! – ვეუბნები და მეც ვუღიმი. – უნდა წავიდე! – ვამბობ და ვდგები, ზურგზე ლურჯ ჩანთას ვიკიდებ და ბაბუასკენ მივდივარ. მაგრად ვეხვევი. არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ მისი ჩახუტებით განცდილ ბედნიერებას ბოლოჯერ ვგრძნობ.
– ჩემო გოგო! შეხვედრამდე – ისე მეუბნება თითქოს სადღაც შორს მივდიოდე. ეს ყველაფერი ცუდ გუნებაზე მაყენებს, თითქოს ამინდიც ხელს მიწყობს ამაში. ბაბუას კიდევერთხელ ვეხვევი.
– რომ მოვალ ერთად დავხატოთ კარგიი? – ბაბუამ ხატვა ძალიან კარგად მასწავლა. მასწავლა როგორ უნდა დამეხატა ცა. მე კარგად ვხატავ. ბაბუ კი ჩემზე უფრო კარგად.
– კარგი! – ბაბუ მიღიმის.
ანდროს ოთახში შევდივარ და ყელში მაგრად ვკოცნი, ის ზმუილს იწყებს. ოთახიდან გამოვდივარ.
დედასაც ვეხვევი და ქუდს ვიხურავ. კარებიდან გავდივარ და ველოსიპედს ვაჯდები. ეზოდან გამყავვს და ტრასაზე მივაქროლებ. სახეში წვიმის წვეთების შეხებას და ქარს ერთდროულად ვგრძნობ და მსიამოვნებს.
მე–12 კლასის პირველი დღე. ისევ ვიგვიანებ. მე–2 კლასის შემდეგ ყოველთვის ვიგვიანებ და ვერ გადავეჩვიე.
ველოსიპედს ეზოში ვაყენებ და სკოლააში შევრბივარ. ჩემი კლასის კარებზე ვაკაკუნებ და ფრთხილად ვაღებ.
– შეიძლებაა? – ქართულის მასწავლებელი მხედავს თუარა სახე მრისხანებით ევსება.
– ოჰ ღმერთო! ეს ვის გადავეყარე! ჩარკვიანი არ შეგიძლია რომ პირველ დღეს მაინც არ დააგვიანო გაკვეთილზეე! – მთელი 18 მოსწავლე ჩემკენ იყურება და ზოგს მასწავლებლის ყვირილზე საშინლად ეცინება.
– ბოდიში – ჩუმად ვიძახი
– ბოდიში არ უშველის მაგ საქმეს. უკვე 17 წლის ხარ და შეიგნე რამე ჩარკვიანი! შემოდი და შენი ადგილი დაიკავე! – მეუბნება გაყინული ხმით. მეც შევდივარ და ბოლო რიგში, კუთხესთან ჩემს ადგილს ვიკავებ.
***
გაკვეთილები გამოდის თუარა, მაშინვე ეზოში ჩავდივარ. ისევ წვიმს. ჩემს ველოსიპედს ვაჯდები და სახლში რაც შემიძლია ჩქარა მივდივარ. არ ვიცი რატომ მაგრამ როგორც არსდროს სახლში ისე მეჩქარება. ვცდილობ ველოსიპედი არანორმალურად ჩქარა ვატარო, გამომდის გრძელი ფეხების წყალობით.
ჩემს სახლს რომ ვუახლოვდები, ვამჩნევ რომ ეზოში ბევრი ხალხია. სხეული მეყინება. რაღაც მოხდა. გული მიგრძნობს საშინელი რაღაც. ხელისგულები მიოფლიანდება. მკლავებსა და ფეხებში ძალა მეცლება. ველოსიფედს სახლის შესასვლელამდე მივაქროლებ და შემდეგ ვხტები.
ყველა მე მიყუებს. ჩუმად ტირიან თითქოს რაღაცის ეშინიათ. საშინლად ვხდები. უეცრად ქალის კივილი მესმის და ძალა ბოლომდე მეცემა. ეს დედას ხმაა. ძირს ვეცემი. ორი ქალი ჩემთან მოდის. მათ სხვებიც მოჰყვებიან და ყველა ირგვლივ ტირილით მეხვევა. რაღაცეებს მეუბნებიან მაგრამ არაფერი მესმის. მხოლოდ ქალის... დედას კივილი ჩამესმის ყურებში, ის მეორდება.
– ბაბუა! – ვკივი და ფეხზე ვხტები. სახლში შევრბივარ და მისაღებ ოთახამდე გზა საშინლად იწელება თითქოს გადაულახავი უდაბნო იყოს. ყველა მე მიყურებს შეშფოთებული. შიშით მიყურებენ.
ოთახში ვვარდები და ვშეშდები. რისიც მეშინოდა ის მოხდა.
ბაბუა საწოლზე გაშეშებული წევს. მთლიანად ნაცრისფერია და თვალები მთლიადად ჩალურჯებული აქვს. ჩანთას იატაკზე ვაგდებ. ვიყინები, მცივა, ვკანკალებ. დედა ასეთი არასდროს მინახავს. ტირის და კივის. ანდრო კუთხეში დგას და საშინლად ტირის. მანაც იცის რაც მოხდა. ბაბუას სძინავს და ყველა გარს ახვევია.... არა... ბაბუას არ სძინავს ის მკვდარია.
ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, გარდა საწოლისა რომელზეც ბაბუა ასვენია. ის მკვდარია. ამის დაჯერება მიჭირს. ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ადამიანების სახეები მახინჯდება, ყველა ერთმანეთს ერწყმის და ყველაფერი ნაცრისფერდება. თვალები ცრემლებით მევსება და ხედვაში ხელს მიშლის. წონასწორობის შეკავება მიჭირს. ვერ ვსუნთქავ.
საწოლს კანკალით და ბარბაცით ვუახლოვდები. მუხლებზე ვეცემი და ბაბუას ახლოდან ვუყურებ.
– გულის შეტევა გაუმეორდა – ვიღაც ქალი მეუბნება. მას არ ვიცნობ. ან ვიცნობ და ახლა ვერ ვიხსენებ ვინაა. ქალი ტირილს იწყებს და მიდის.
ტრილს ვიწყებ. ყვირილი, კივილი და ღრიალი მინდა, მაგრამ ჩუმად ვარ.
– გაიღვიძე – ყურთან ვუჩურჩულებ ბაბუას, მის ხელს ვიღებ. ის ისევ ისეთი ცივია როგრც ადრე. მთლიანად შეცვლილია მისი სხეული მაგრამ იგივე თითები აქვს. მისი ხელები იგივეა, ისევ ისეთი ცივი. – გაახილე თვალები! – ტირილით ვღრიალებ და ბაბუას ვარხევ – შენ ხომ დამპირდი რომ ერთად დავხატავდით! რატომ მომატყუე გაახილე თვალები! – ვღრალებ და თან ჰაერიც აღარ მყოფნის. – რატომ არ გესმის?! ასე არ უნდა წასულიყავი! – ვყვირი მაგრამ ხმა მიწყდება. ცრემლები ჩანჩქერივით მომდის.
ამ დროს უკნიდან ორი ახლაგაზრდა ბიჭი მიახლოვდება და კარისკენ მექაჩებიან.
– არა! გამიშვი! არსად წავალ! – ვყვრი მაგრამ ხმა მიწყდება და ტირილს ვიწყებ. ისინი ოთახიდან მათრევენ, მე ფეხებს ვიქნევ მაგრამ უკვე ჰაერში ვარ. ძირს არ მსვამენ. დერეფანში კი მიშვებენ ხელს. იატაკზე ვეცემი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შიგნიდან ნემსები კანს მიხვრეტენ და გამოდიან. მთელი სხეული მტკივა. ფეხზე ვდგები და ეზოში გავრბივარ, იქ უკვე აღარავინაა, საშინლად წვიმს. სველ ბალახზე მუხლებით ვეცემი და ღრმად სუნთხვას ვიწყებ. ერთი ხელით მიწას ვეყრდნობი, მეორე კი მკერდთან მიმაქვს რადგან სუნთქვა ძალიან მიჭირს.
დაახლოებით 15 – წუთში ვარეგულირებ სუნთხვას და ველოსიპედისკენ მივდივარ, ზედ ვაჯდები და ჩამოწოლილ ნისლში ვუჩინარდები. მინდა იმ ადგილას წავიდე რომელიც არ არსებობს, სადაც თავისუფლებაა.
* * *
სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ბაბუა სახლში გაყინული დამხვდა. მას შემდეგ რაც ბაბუა მოკვდა.
მღვიძავს მაგრამ თვალების გახელა მიჭირს. თავს ძალას ვატან, თვალებს მაინც ვახელ და გადაცრეცილ ჭერს ვუყურებ. დღეს ბაბუა უნდა დავკრძალოთ.
გვერდზე ანდრო მიწევს, რომელიც მთელი ღამე ტოროდა ახლა კი მშვიდად ძინავს და მეხუტება. მისგან თავს ფრთხილად ვითავისუფლებ და სააბაზანოში შევდივარ.
წყლის ქვეშ ვდგები და ცრემლებიც მომდის. არ ვტირი, არ მინდა ვიტირო თორემ გაჩერება გამიჭირდება.
ვიბან და წყალს ვკეტავ. სარკეში ჩემს ანარეკლს ვუყურებ და თან სველ თმას პირსახოცით ვიმშრალებ. იმ თმას ბაბუას რომ ძალიან უყვარდა ჩემში, სწორი თმა წელამდე მწვდება და ვერცხლისფერისკენ გარდამავალი ქერაა, ამიტომ მოსწონდა ბაბუას. ბაბუას ჩემი ცისფერი თვალებიც უყვარდა, ისეთი ცისფერი როგორიც განთიადია, ეს თვითონ მითხრა. თვალებისფერი ყოველთვის მკვეთრად მეტყობოდა და ახლაც მეტყობა რადგან თმასთან შედარებით მუქი წამწამები მაქვს, მუქი და გრძელი. ჩემს ოდნავ აქერცლილ ტუჩებს ვუყურებ, მათ ტუჩებში არავისთვის უკოცნიათ. არასდროს. ჩემს აპრეხილ ცხვირს ვუყურებ რომელიც ამ დღეებში ტირილისგან გაწითლებული მქონდა მაგრამ დღეს აღარ. ბოლოს ჩემს ტანს ვაკვირდები. გრძელი და სწორი ფეხები მაქვს მაგრამ დედა მართალი იყო. ძალიან გავხდი.
ბოლოს მთლიან ანარეკლს ერთად ვავლებ თვალს. ეს ის გოგოა რომელიც ახლა ძლიერი უნდა იყოს და დედას და ძმას დაეხმაროს. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
თმის გაშრობას რომ ვამთავრებ, ვივარცხნი და კოსად ვიკრავ. შავ ვიწრო შარვალს, შავ მაისურს, შავ კაპიუშონს და შავ ბოტასებს ვიცვამ. მთლიანად შავებში ვარ, მხოლოდ ჩემი თმა და კანია თეთრი.
ოთახში ვბრუნდები. ანდროს ღვძავს და ჩაუცვამს კიდეც. მასთან მივდივარ, ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი. ჩემი ძმა ძალიან სიმპათიურია. ისიც გამხდარია და ქერა, მხრებამდე კულულები აქვს, შავი თვალები, აპრეხილი ცხვირი და დიდი ტუჩები.
– დედა სადააა? – მეკითხება ნამძინარევი ხმით
– დედას არ სცალია, ახლა ჩვენც მასთან წავალთ! – ვეუბნები და ფეხსაცმლის თასმებს ვუკრავ
– ბაბუას დავასაფლავეებთ? – ამაზე როგორი პასუხი გავცე არ ვიცი
– ხო დავასაფლავებთ – პირდაპირ ვეუბნები და მას ვუყურებ
– არ შესცივდებაა?
– არა, არ შესცივდება
– რომ დავასაფლავებთ ცაში წავა ხოო?
– ხო ცაში.
– ცაში მარტო იქნებაა?
– არა, ვარსკვლავებთან ერთად.
– ჩვენ მას ვეღარ ვნახაავთ?
– კი!... ოღონდ დიდი ხნის მერე
– დიდი ხნის მერე რა მოხდება?
– ჩვენც წავალთ მასთან
– ვარსკვლავებთაან?
– ხოო ვარსკვლავებთან. ცაში! – თავს ვეღარ ვიკავებ და მარჯვენა თვალიდან ცრემლი მომდის, მაშინვე ვიშორებ – უნდა წავიდეთ! – ვეუბნები და ხელს ვკიდებ. ოთახიდან გავდივართ.
ეზოში ჩავდივარ. ოდნავ ცრის.ბაბუა კუბოში წევს. მის ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა. დედას შავი თავსაფარი აფარია. ანდროს ნაცრისფერ ქუდს ვახურავ, მე კაპიუშონის ქუდს ვიფარებ და შავ სათვალეს ვირგებ თვალები რომ არ გამოვაჩინო.
დედასთან მივდივართ.
– რამდენხამში წავალთ? – დედას ვეკითხები. მას თავი დახრილი აქვს, ცრემლები მოსდის მაგრამ არ ტირის.
– ცოტახანში წავალთ – დედას ადრინდელზე უფრო უცნაური და სევდიანი ხმა აქვს.
ბაბუას კუბოს ვუახლოვდები. მას მშვიდი სახე აქვს, იმდენად მშვიდი რომ მაშინებს, თითქოს არაფერი ანაღვლებსო. ცრემლები მომდის მაგრამ სათვალე მიფარავს.
ბაბუას ვეღარ ვუყურებ და უკან ვიხევ. ანდროსთან და დედასთან მივდივარ. ანდროს ხელს მხარზე ვხვევ. მოწოლილი ცრემლების შეკავებას ვცდილობ. ანდრო ძალიან მშვიდადაა რაც ძალიან მაკვირვებს.
* * *
ვუყურებ როგორ აყრიან ბაბუას კუბოს მიწას. ტირილს ვეღარ ვიკავებ და ვტირი. მისი სხეული მიწაში უნდა დალპეს ისევე როგორც სხვების. მე კი ცოტახანს მემახსოვრება ბაბუა და მერე დავივიწყებ ისევე როგორც სხვები. ეს ფიქრები გულს მიკლავს.
ბაბუა მიწაში, ხოლო ჩემი მოგონებები ჩემს გულში, ერთნაირად მყარად იმარხება. ეს ის ბაბუაა სილურჯეზე რომ მელაპარაკებიდა, ის ბაბუა რომელმაც ყველა ფერი შემაყვარა, ის მე ვარსკვლავებზე და მთვარეზე მელაპარაკებოდა, მან შემაყვარა ღამე დღეზე მეტად. მან მასწავლა ფერებით ხატვა. მან მასწავლა ფიქრი. ის ცაზე მელაპარაკებოდა ახლა კი მიწაში წევს და ზედაც მიწას აყრიან.
ის ცის სილურჯეზე მელაპარაკებოდა. როგორ შეიძლება რომ ცისფერი მხოლოდ ერთ ფერს ერქვას? ცა ხომ მრავალფერია. ის ხან ლურჯია, ხან იისფერი, ხან ვარდისფერი, ღამით კი მუქი მელნისფერი ვარსკვლავებთან და მთვარესთან ერთად. ცისფერი ბევრია. ის ბევრი ფერია ერთად. მაგრამ სადაა თავად ცა? დედამიწას ატმოსფერო აკრავს გარს, იმის იქეთ კი კოსმოსია. ცა სადღაა? ის ყველგანაა! ცა თავად თავისუფლებაა. ამას მას შემდეგ მივხვდი რაც ბაბუამ ცაზე დაკვირვება მასწავლა. ალბათ ისიც მიხვდა ამას. მახსენდება როგორ მაჩუქა ბაბუამ კულონი:
– წამომყვებიი? – მკითხა მან
– სად? – მე ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა
– თავისუფლებაში. – მითხრა და მაშინ პირველად დამრთეს ნება რომ კოშკზე ავსულვიყავი. ეს ისეთი საოცარი შეგრძნება იყო. ენით ვერ აღვწერ. მეგონა რომ ცოტაც და ცას მივწვდებოდი. იმ დღეს მე ცას, ანუ თავისუფლებას მართლაც შევეხე.
ბაბუამ კულონი გამომიწოდა.
– ეს ერთი გოგონაა, მას ხელში მთელი სამყარო, გალაქტიკა უჭირავს, სიღრმავე უჭირავს, სიღრმავე ცაა, ის თავისუფლებაა, როცა ადამიანი ცის, გალაქტიკის სიღრმავეს და თავისუფლებას ბოლომდე ჩაწვდება ეს ყველაფერი მისი ხდება. როგორც ამ გოგოს უჭირავს ეს ყველაფერი ხელში, იმ ადამიანებსაც ესევე უჭირავთ მთელი თავისუფლება და უსაზღვროება. ეს გოგო იციი ვინაა? – ბაბუმ გამიღიმა
– ის მე ვაარ? – ბაბუას საშინლად გახარებულმა შევხედე
– დიახ! ეს გოგონა შენ ხარ! ეს გალაქტიკა შენია! – მითხრა და კულონი გამიკეთა

ეს დღე მახსენდება დატირილს ვუმატებ, ბაბუას კუბო აღარ ჩანს, მთლიანად მიწითაა დაფარული. ის წავიდა. მან თავისი უსაზღვროება და თავისუფლება თან წაიღო.
როცა მიწის დაყრას მორჩნენ, ხალხი ბაბუას ეთხოვებოდა. ეს ყველაფერი კი ყალბი იყო. მათ არ აინტირესებდათ ბაბუა. ისინი უბრალოდ იმისთვის მოვიდნენ რომ თავი კეთილებად გამოეჩინათ. ბაბუასთვის არც კი გადმოვარდნიათ ცრემლი. ისინი სახლებში წავლენ და ჩაის დალევენ. მათ ბაბუა არც ანაღვლებთ. ხალხი იცლება. დედა და ანდრო ჩემთან მოდიან.
– სახლში უნდა წავიდეთ დეი! – დედა ჩემს სახელს შემოკლებით იძახის.
– მე ცოტახანში მოვალ.
– როგორც გინდა! – დედა ნადროს ხელს კიდებს
ისინი მიდიან. მე ბაბუას საფლავთან ვიჩოქები და მის საფლავზე დაყრილ სველ მიწას ვეფერები.
– შენ ერთხელ მითხარი რომ მალე ვარსკვლავებთან ცაში იქნებოდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა შენი ეს სიტყვები, ბაბუ! შენ გრძნობდი რომ უნდა მომკვდარიყავი... გრძნობდი... მაგრამ არ უნდა წასულიყავი! – უკვე ხმას ვუწევ, მაგრამ თავს ვთოკავ და ვჩუმდწები – არ უნდა წასულიყავი... მე შენ აქ მჭირდები! – წვიმის წვეთები სახიდან ცრემლებს მაშორებს. ფეხზე ვდგენი და ჩამომძვრალ კაპიუშონს ვიფარებ, სათვალეს ჯიბეში ვიჩურთავ და სახლისკენ მივდივარ.
სახლის კარებს ვაღებ და სველი შიგ შევდივარ. ფეხსაცმელებს იქვე ვიხდი, სააბაზანოში შევდივარ და წყალს ვივლებ. ნაცრისფერ ტოპს და შავ ვიწრო შარვალს ვიცვამ, თმას ვივარცხნი, ვიწნი და სამზარეულოში წინდების ამარა გავდივარ.


ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(1)


დედა ფანჯარასთან ზის. მისი მზერა ღრუბლებიში იკარგება. დივანზე ფეხმოკეცილი ვჯდები და ისიც ფხიზლდება.
– დეი, რაღაც მინდა გითხრა – ის ჩემსკენ ტრიალდება
– ანდროს ძინაავს?
– კი! – მოკლედ მპასუხობს
– კარგი, გისმენ – ფეხი ძირს ჩამომაქვს და მისკენ ვიწევი
– ხვალ ბათუმში მივდივართ! – მეუბნება სრულიად სერიოზული სახით
– რაა? – გაოცებას ვერ ვმალავ
– დეი იცი რომ ახლა გვიჭირს. ერთი ოჯახი მოვიდა ჩვენთან. ერთ–ერთი შენხელა გოგო იქნებოდა, ერთი ბიჭი იყო, ალბათ ისიც შენხელა, ან უფრო დიდი, ანდროს ხნის გოგონა და ერთი ქალი.მას ნინო ერქვა. ქალბატონმა ნინომ მითხრა რომ ბაბუაშენს მათი ოჯახი იცნობდა, ბაუაშენი მაშინ დაეხმარა მათ როცა ძალიან უჭირდათ, ამიტომ გვითხრეს რომ მათთან წავსულვიყავით ბათუმში ხვალ, იქ ვიმუშავებ და ცოტას მაინც დავზოგავთ ფულს, შენი სწავლისთვისავც ვერ გადავიხდით, რომ არ ვიმუშავო, შენ იქ ისწავლი სადაც ქალბატონი ნინოს შვილები, ანდროს ბაღი კი შენი სკოლის წინ იქნება, ის სკოლაც მათ ეკუთვნით ხომ იცი აქ სამუშაო ვერ ვიპოვე, ისინი კი მდიდრები არიან, ვერ წარმოიდგენ როგორი მდიდრები, სამოდელო სააგენტო აქვს ქალბატონ ნინოს. უზარმაზარი სახლი აქვვთ ბათუმში, უკანა ეზოში კი უკვე ზღვაა, ალბათ ხელფასიც მაღალი იქნება. ქალბატონი ნინო ქმარმა მიატოვა ამიტონ მას თავისი ვაჟი ეხმარება ყველაფერში, ჯერ არაა დიდი შენხელაა მაგრამ მაინც ეხმარება.
– დედა მერე ეს სახლი როგორ მივატოვოთ? ბაბუს საფლავი ხომ აქაა? ასე როგორ მოვიქცეთ? მე აქედან არსად არასდროს წავსულვარ და ახლა როგორ წავიდეთ? ეს თვითონაც გაგიჭირდება დედა – ხმამიკანკალებს
– ვიცი... ვიცი რომ გამიჭირდება მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთე. არც მე მიხარია იქ წასვლა, არ მიხარია იქ მოახლედ მუშაობა მაგრამ შენი აზრით სხვა გზა გვააქვს? არა! სხვა გზა არ არსებობს. დეი დამიჯერე მეც მინდა აქ დარჩენა, მაგრამ დღეს თუ არ გვშია ხვალ დავიხოცებით შიმშილით და სიცივით. იქ კი ჩვენი პატარა კოტეჯი გვექნება მათ უკანა ეზოში. აქ ძალიან გაგვიჭირდება დეი! – დედა ჩემთან მოდის და გვერდით მიჯდება
– რიდის მივდივაარ? – მინდა მითხრას ერთ კვირაში, ან ორ კვირაში, პასუხი ვიცი მაგრამ მინდა სხვა პასუხი გამცეს.
– ხვალ დილით, 8–ზე. მათი მანქანა მოგვაკთხავს. ჩემი და ანდროს ნივთები ჩავალაგე, შენი არ ჩამილაგებია, თვითონ გადაწყვეტ რაც უნდა წაიღო. – თავს ვუქნევ და ოთახიდან გავდივარ, დედაზე ვბრაზობ მაგრამ ის მართალია. ბოტასებს და ჯინსის ქურქს ვიცვან, გარეთ გავდივარ, ველოსიპედს ვაჯდები და გზაში გავდივარ. ცა მოწმენდილია. ველოსიპედს მივაქროლებ და თვალწინ მიდგას ბაბუას ზღვის თვალები . საღამოს 11 საათამდე ველოსიპედით დავქრივარ.
* * *
სახლში ვბრუნდები, ველოსიპედს ეზოში ვაყენებ და მე კოშკზე ავდივარ. ეს ადგილია სადაც მხოლოდ მე და ცა ვართ, მე და თავისუფლება. ეს ის ადგილია სადაც ცა ყოველთვის მისმენს, ის ვარსკვლავები რომლებიც არასდეროს დამავიწყდება. ეს ვარსკვლავები მხოლოდ ამ ცას ეკუთვნის. ეს ის ვარსკვლავებია რომლებიც ძალიან მიყვარს მაგრამ ძალიან მალე... სულ რაღაც 9 – საათში მათ გავშორდები.
* * *
თვალიც არ მომიხუჭავს, გათენებამდე ვუყურებ ცას და განუწყვეტლივ მომდის ცრემლები. თენდება და ვარსკვლავები ნელ–ნელა... ერთმანეთის მიყოლებით ქრება ციდან, ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას გავს, ყველაფერს ვკარგავ ისევე როგორც დღის სინათლე აკარგვინებს ღამეს ვარსკვლავებს, ნელ–ნელა... ერთმანეთის მიყოლებით ქრება ყველა ვარსკვლავი, ისევე როგორც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მნიშვნელოვანი. ამიტომ არ მიყვარს დღე, ის ღამეს ვარსკვლავებს და მთვარეს ართმევს.
დილი 6–საათი რომ სრულდება კოშკიდან ჩავდივარ. სახლში შევდივარ და ჩემი ოთახის კარს ვაღებ. ჩემოდანს ვიღებ გარდერობიდან და შიგ ჩემს ნივთებს ვალაგებ. კულონს კიდევერთხელ ვიმოწმებ ყელზე, ის თავის ადგილზეა, ბაბუსგან მხოლოდ მოგონებები, კულონი და ველოსიპედი დამრჩა. ჩემოდანში ტანსაცმელებს ვალაგებ. ტანსაცმელების ნახევარს ვტოვებ, ვფიქრობ გამოსასვლელი, ზედმეტად გაპრანჭული კაბები აღარაფერში დამჭირდება. მოხერხებულ ტანსაცმელს, იმას რასაც ყოველდღიურად ვიყენებ და ფეხსაცმელებს ერთ ჩემოდანში ვალაგებ რადგან ეს ჩემოდანი უზარმაზარია.
წიგნებს და პატარა ნივთებს ზურგჩანთაში ვილაგებ. შემდეგ კი შავ შორტს,თეშრ ტოპს და თეთრ ბოტასებს ვიცვამ, თმას კი ვივარცხნი. ზურგჩანთას ვიკიდებ, ჩემოდანს ხელს ვავლებ და სამზარეულოში გავდივარ. უკვე 8 საათია.

ჩვენ ლურჯ ცაში ვარსკვლავებთან მივდივართ(1)


სამზარეულოში არავინ მხვდება და ეზოში გავდივარ. ტრასაზე დიდი შავი ჯიპი დგას და დედას ვიღაც კაცი ბარგის ჩალაგებაში ეხმარება.
ჩემი ველოსიპედი გარეთ გამყავს.
– ჩემს ველოსიპედს წავიღეებთ? – დედას ვეკითხები
ანდრო ჩემთან მოდის, მას თავზე ხელს ვუსვამ და ისევ დედას ვუყურებ.
– თუ დაეტევა რატომაც არა! – დედა ცდილობს გაიღიმოს
– უნდა დაეტიოს – ვიძახი ჯიუტად
– დაეტევა, მანქანა დიდია – შავებში გამოწყობილი კაცი მიღიმის.
– კარგია – მას ვუყურებ. ბარგის ალაგებას რომ ამთავრებენ ჩემს ველოსიპედს მაინც ტენიან და საბარგულის კარს ხურავენ. დედა მძღოლს გვერდით უჯდება. ანდრო და მე უკან ვჯდებით. კაციც ჯდება საჭესთან და მანქანაც იძვრის. მე პირველად მივდივარ აქედან შორს. პირველად ვტოვებ ამ ცას.


- - - - - - -- -
ჩემი უსაყვარლესი ახალი და ძველი მკითხველებისთვის <3 ძალიან გამიხარდება თუ მოგეწონებათ. ჩემ ისტორიებში რჩეულად ვთვლი და იმედია არც თქვენ იქნებით უკმაყოფილოები. ძალიან მომენატრეთ ყველა. გელით! love love



№1  offline წევრი turiko

ძალიან მომეწონააა!!! ველოდები შემდეგს!!! love love

 


№2  offline წევრი lilu7

turiko
ძალიან მომეწონააა!!! ველოდები შემდეგს!!! love love

დიდი მადლობა <3 love love

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

როგოოორ მომენატრეეე ტკბილოოო❤❤❤❤ჩემი ლილუუ დაგვიბრუნდაა თან რა სითბო შემოიტანა^^რა კარგი გოგო ხარ შენ!ძაალიან ძაალიან მომეწონა!თითქმის წააგავს სვანეთის ტყის ბნელ ანგელოზს,მაგრამ თან არა :) ძალიაან მომეწონა მართლა და მეც მინდა ასეთი კულონები რა :( დაწყება ისეთი ჰარმონიულია❤❤❤ლამის გავფრინდე :დ თან მეძინება და ისეთ ლამაზ სიზმრებში გადამაფრინე ეხლა შენ მე ❤❤❤❤ველოდები ახალ თავს❤

 


№4  offline წევრი lilu7

gvanciko_gvancunia
როგოოორ მომენატრეეე ტკბილოოო❤❤❤❤ჩემი ლილუუ დაგვიბრუნდაა თან რა სითბო შემოიტანა^^რა კარგი გოგო ხარ შენ!ძაალიან ძაალიან მომეწონა!თითქმის წააგავს სვანეთის ტყის ბნელ ანგელოზს,მაგრამ თან არა :) ძალიაან მომეწონა მართლა და მეც მინდა ასეთი კულონები რა :( დაწყება ისეთი ჰარმონიულია❤❤❤ლამის გავფრინდე :დ თან მეძინება და ისეთ ლამაზ სიზმრებში გადამაფრინე ეხლა შენ მე ❤❤❤❤ველოდები ახალ თავს❤

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3 მეც ძალიან მომენატრეთ ყველა. ძალიან მიხაია თუ მოგწონს<3 კიდევ ძალიან დიდი მადლობა

 


№5  offline წევრი coco girl

suuuul were da were ! ^^
andro yvelaze metad miyvars <3

 


№6  offline წევრი lilu7

coco girl
suuuul were da were ! ^^
andro yvelaze metad miyvars <3

მეც ჩემი :D :D მადლობა

 


№7  offline წევრი mimimimo

თვალებს ვერ ვუჯერებ. wink
როგორ გამიხარდა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ.
მომწონს მე შენი წერის სტილი და ასე გააგრძელე.
რამდენჯერ ამიცრემლიანდა თვალები. no
იმედია არ დაიგვიანებ ხოლმე.

ვჯდებით - არა, ვსხდებით.

წარმატებები! feel

 


№8  offline წევრი lilu7

mimimimo
თვალებს ვერ ვუჯერებ. wink
როგორ გამიხარდა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ.
მომწონს მე შენი წერის სტილი და ასე გააგრძელე.
რამდენჯერ ამიცრემლიანდა თვალები. no
იმედია არ დაიგვიანებ ხოლმე.

ვჯდებით - არა, ვსხდებით.

წარმატებები! feel

ვუი შეცდომისთვის ბოდიში <3 ძალიან დიდი მადლობა, რამოდენიმე თავი დაბჭდილი მაქვს და არ დავაგვიანებ იმედია! <3 გამიხარდა თუ მოგეწონა

 


№9  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს,მომწონს,მომწონს

 


№10 სტუმარი ლეპორელა

ვაუ მართლა მაგარია,ახალ თავს ველი მალე <3

 


№11  offline მოდერი Tako Tako_2

ვაუ მაგარია შემდეგს ველოდები

მომწონს, მომწონს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent