სიყვარულის თერაპია -1-
მთელი სისწრაფით წამოვარდა ქალბატონი სესილია. პირველად ცხოვრებაში სადღაც იგვიანებდა პირველივე სამუშაო დღეს ასეთ მნიშვნელოვან კომპანიაში. დიდი ხნის თხოვნის შემდეგ დათანხმდა ბატონ ნოდარს (მამამისის ახლო მეგობარს) რომ მის კომპანიაში მთავარ მენეჯერად დაეწყო მუშაობა. რამდენიმე წელი სხვა კომპანიაში მუშაობდა უბრალოდ მდივნის პოზიციაზე რაც ძალიან მოსწონდა მისი უფროსიც არ იყო ცუდი კაცი. თუმცა ბატონ ნოდარს უარი ვერ უთხრა თანაც იმაზე მეტს იცოდა ვიდრე ჩვეულებრივმა მდივანმა. ბიზნესის ფაკილტეტი დაასრულა და მაგისტრატურა გაიარა მას შემდეგ კი მდივნად მუშაობდა. საკმარისი ფული ქონდა, თანაც თორნიკეს (სესილიას მამას) შვენიერი შემოსავალი ქონდა მანქანების ბიზნესიდან და არც ისე აკლდა ფული თუმცა მუშაობა მისთვის სასიამოვნო იყო. ცხოვრებაში პირველად ჩაიცვა 5 წუთში და ასევე სწრაფად გაიკეთა მკრთალი მაკიაჟი. საკუთარი თავი დალოცა გუშინ რომ წინასწარ მოუმზადა სამოსი. ყავაც კი ვერ დალია პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა და სამსახურისკენ გიჟივით გააქროლა თავისი მერსედესი. თავის თავს ლანძღავდა მაღვიძარის დაყენება რომ დაავიწყდა. შენობასთან ახლოს გააჩერა და ნელი გრაციოზული ნაბიჯებით შევიდა შიგნით. შესასვლელში მჯდომ სანდომიანი ქერა გოგონას გაუღიმა დ ბატონი ნოდარის კაბინეტი იკითხა. - თქვენ ალბათ ახალი მენეჯერი ხომ ? - კითხა ღიმილით ქერამ და თან ანიშნა უკან გამომყევიო- - როგორც ჩანს. მე სესილი შენ ? - ღიმილითვე შეხედა უკან მობრუნებულმა ქერას - - მე ნუც, აი აქ შედი ბატონი ნოდარი გელოდება - ღიმილით გაუღო კარი სესილიამაც მადლობის ნიშნად გაუღიმა და ყავისფერი კარი ზურგს უკან მიიხურა. მაგიდასთან მჯდარი ახალგაზრდა ბიჭი რომ შენიშნა გაოცდა თუმცა მალევე წამოვიდა მის სანახავად ფანჯარასთან მდგომი ნოდარი. - ჩემი გოგოც მოსულა - გაღიმებულმა მოიქცია მის მკლავებში გოგონა - - ნოდუკ უფრო და უფრო სიმპატიურები - სიცილით დაუკოცნა მამის საყვარელ მეგობარს ლოყები - - შენს თავს კიდე მოიტაცებენ თორნიკეს - ორივეს გაეცინათ თუმცა მალევე მოესმათ ჩახველების ხმა და დასცინოდნენ ერთმანეთს - ხო გაიცანი სესილი ეს ჩემი ვაჟია დამიანე ხაბულიანი, ეს კი თორნიკეს გოგო სესილია - ბიჭი ფეხზე წამოდგა სესილიამაც თვალები ძლივს მიაწვდინა მასზე საკმაოდ მაღალ ბიჭს რომელიც წელში გამართული ამაყი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგოს. სესილიამ დაკვირვებით აათვალიერა ბიჭი რომლის სახეზეც კარგად ასახულიყო ირონიული ღიმილი. ბიჭს სწორი მაკაცური ცხვირი საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები და მუქი მწვანე თვალები ამშვენებდა. ხელი ასევე ირონიული ღიმილით ჩამოართვა. - სესი მე როგორც მხედავ დავბერდი ასე რომ კომპანიას ჩემს ერთადერთ ვაჟს ვაბარებ მე კი დასვენება გადავწყვიტე ასე რომ ის იქნება შენი უფროსი. იმედია წინააღმდეგი არ ხარ. თანაც წინასწარ არ მითქვამს ამის შესახებ - - რა თქმა უნდა არა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - საპასუხოდ გაუცინა ნოდარის და უტიფრად მომღიმარ ადამიანებსაც - - კარგი თუ ყველაფერი გავარკვიეთ ახლა დაგტოვებთ პატარა საქმეები მაქვს. დანარჩენს დამიანე მოგახსენებ. - ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა სესილიას, შვილს მხარზე მშვიდად მოუთათუნა ხელი და სწრაფად დატოვა კაბინეტი. სესილია იქვე მდგარ სავარძელში ჩამოჯდა და მის წინ მდგარ დამიანეს ახედა. - გისმენ - უთხრა და მისი შავი ბურთულები დამიანეს მწვანე სფეროებს შეანათა - - ოუ მისმენს - ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონასკენ დაიხარა და სავარძლის სახელურები ხელებით დაეყრდნო. სესილიას ცხელი სუნთქვაიაფრქვია - რას წარმოვიდგენდი მამაჩემი ასეთ მაგარ ნაშას თუ მომიყვანა მენეჯერის თანამდებობაზე - გოგონას გაწითლებულ სახეზე კი ხმამაღლა გადაიხარხარს. სესილია რაღაცის თქმა აპირებდა თუმცა საჩვენებელი თითი ტუჩზე მიადო გაჩუნების ნიშნად. გოგონამ კი სწრაფად მოიშორა მისი ხელი და წამოდგომა დააპირა თუმცა ბიჭმა გააჩერა და კიდევ ერთხელ გაეცინა. - ვიხუმრე საერთოდ არ გაქვს იუმორის გრძნობა როგორც ჩანს. რამდენი წლის ხარ 100ის ? - სერიოზული სახით შეხედა - - არა 28ის - კბილებში გამოცრა სესილიმ და ფეხზე წამოხტა - ახლა ამიხსნი რა მევალება თუ იდგები მასე იდიოტივით - - რაღაც შენი სიტყვები არ მომწონს - ისევ მიუახლოვდა გოგონას და ძალიან ახლოს დაუდგა. სესილი დააფრთხო ბიჭის ასეთმა სიახლოვემ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - - გატუტუცებულ ბიჭუნას რა უნდა გელაპარაკო - კბილებში გამოცრა სესილიმ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და ასე აეკრო შემოსასვლელ კარებს. ბიჭიც მიუახლოვდა კარები სწრაფად გადაკეტა და ხელები გოგოს თავს ზემოთ შემოაწყო ისე რომ გაოგნებული და გაცოფებული სესილი მათ შორის მოიქცა. ბიჭი ისე ახლოს იყო მასთან რომ მთელი სხეული დაძაბა რაღაც უცხო ენერგია ამოძრავდა მის სხეულში. გოგონას რეაქციით გახალისებულმა ბიჭმა ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და სწრაფად მოშორდა ბაჭიასავით აწურულ გოგონას. სწრაფად დასერიოზულა სახე და ხმაც გაიმკაცრა. ყველაფერი დეტალურად აუხსნა რაც ევალებოდა. გოგო კი გაკვირვებული უყურებდა როგორ იქცა ასე წამებში ცანცარა ბიჭი მკაცრ და საქმიან მამაკაცად. გულში კარგად გალანძღა უტიფარი საუბრის გამო და ფეხზე წამოდგა. - ჩემი კაბინეტი სად იქნება ? - მანაც სერიოზული სახით კითხა მამაკაცს - - ჩემი ოთახის გვერდზე ნუ შუშა ყოფს ჩვენს კაბინეტების თუმცა შესასვლელი სხვადასხვა აქვს. ასე რომ შუშიდან გაკონტროლებ და უსაქმურობა ვერ ავიტან - მკაცრად ჩაილაპარაკა - - უსაქმური სულაც არ ვარ - ბავშვივით ამოილუღლუღა გოგონამ რაზეც დამიანეს გაეღიმა და გულში გადაიხარხარა კიდეც. სულაც არ ეტყობოდა ქალბატონ სესსესილიას დამკანეზე 4 წლით უფროსი რომ იყო. - გასაგებია. უსაქმური რომ იყო მამაჩემი აქ არ მოგიყვანდა. მაგდენს ჩემითაც ვხვდები როგორმე. ახლა კი შეგიძლია წახვიდე ხვალ 10 საათიდან კი შეუდგები სამუშაოს. სესიმ მხოლოდ თავი დაუქნია კარები გახსნა და კაკუნით გავიდა კაბინეტიდან. დამიანე კი კმაყოფილი დაჯდა სავარძელში. ცოტახანი გათიშული იჯდა და სესილის სახე უტრიალებდა წინ. ფიქრები გაიფანტა და ძმაკაცებს დაურეკა საქმე არ მაქვს არანაირი დღეს და სადმე გავიდეთ საღამოს. ქალბატონი სესილი კაბინეტიდან გასული მისაღებში მჯდომ ნუცას თბილად დაემშვიდობა მის საყვარელ მანქანაში მოთავსდა და დაქალის სახლისკენ აიღო გეზი. იქ შესული კი სწრაფად ააფრიალა ხელში ნიკომ (ლილეს ძმამ ) - ჩემი გოგო მოსულა - ლოყები დაუკოცნა ნიკომ და სავარძელზე მოთავსდა სესილი კი კალთაში ჩაისვა. - ოხ ქალბატონი მენეჯერიც მოსულა - ღიმილით შემოვიდა მისაღებში ქალბატონი ლილე და ძმას მეორე ფეხზე ჩამოუჯდა დაქალი კი ჩაიხუტა- - რაო მენეჯერიო ? - გაიკვირვა ნიკომ და ორივე გადასცა მისი ფეხებდან - - ხო ნოდარის კომპანიაში ვარ მენეჯერი - გაიღიმა და დივანის საზურგეს მიეყრდნო- - ვაა ნოდიკო ჯიგარია დამიანე ვაფშე. ახლახანს ჩამოვიდა თქვენ არ იცნობთ. ჩემი ძმაკაცია. - - რატო არ ვიცნობთ მერე ? - იკითხა ლილემ - - ამერიკაში გულაობდა მთელი 6 წელი - და ჩაიხუტა - - მე მაქვს მისი გაცნობის ბედნიერება - გამოცრა კბილებში სესილიმ - - ხოო სესო ? საიდან - გაიკვირვა ბიჭმა - - ნოდრიმ დავბერდიო და ეგ ვაჟბატონი ჩემი უფროსი - ამოილუღლუღა - - ასეთი ტონით რატო სესო ? - თვალები მოჭუტა ნიკომ - - იდიოტია და თავხედი. ორი წლის ბავშვივით რა - - რატო სესო? - ახლა ქალბატონმა ლილემ კითხა - - არ ლაპარაკობს შესაფერისად თუმცა კომპანიის საქმეები კი ესმის ვერ დაუწუნებ - თქვა წუწუნით - საერთოდ რამდენი წლისა ? - იკითხა სხვათაშორის - - 24 ის - თქვა ნიკომ და სესილის წყალი გადაცდა რომელიც ახლახან მოიყუდა გასაგრილებლად - - ლაწირაკი - ჩაისისინა - - დავიცავთ ერთმანეთს როგორც ჩანს. არადა მაგარი ჯიგარია. წამოდით დღეს კლუბში მივდივართ და გაიცნობ და მიხვდები რომ არაა ცუდი როჟა - შესთავაზა ნიკომ - - აუ წავიდეთ რა სესო , თიკაც წავიყვანოთ და გავერთობით. რამდენი ხანია არ ვყოფილვართ კლუბებში. ახალგაზრდობა გავიხსენოთ.- ყელი გაიწელა ლილემ - - ძალიან მეზარება რა - - კაი რა ნუ წუწუნენ გოგო დაბერდი ვიცით ისედაც - წაკბინა ნიკომ საპასუხოდ კი ხელი მხარში ჩაარტყა სესიმ. - - გთხოვ სესო - კატის თვალებით შეხედა ლილემ- - ვერ გიტან - ამოიფრუტუნა სესიმ - კარგი ხო მოვდივარ ოღონდ სახლში მეზარება გასვლა თორნიკეს ვეტყვი შენთან რომ ვრჩები და შენს ტანსაცმელს ჩავიცმევ. მანამდე კიდე მიდი და დატრიალდა გვშია მე და ნიკოს. ხო ნიკო - ხელი გადახვია ძმადნაფიცს მანაც მოხვია ხელები და მის მკლავებში გაიტრუნა - - ვეჭვიანობ იცოდე - თითი სასაცილოდ დაუქნია ძმას და მეგობარს და სამზარეულოში შეფრატუნდ. საღამომდე თავი ჭამით და მერე ფილმებით გაირთვეს. საღამოს კი გოგოები ლილეს ოთახში შევიდნენ და მომზადება დაიწყეს. - ლილეკო რამე შავი ჯინსი მათხოვე დახეული და ტოპი. ტოპიც შავი იყოს რა - გამოსძახა სააბაზანოდან და სანამ ქალბატონი გამოვიდა ლილემაც გაუმზადა ტანსაცმელი - - ჯიგარი ხარ - მიაძახა სააბაზანოსკენ მიმავალ დაქალს სესიმ და გაეცინა როცა ტანსაცმელთან ერთად საცვალიც დაინახა. სწრაფად ჩაიცვა შარვალი და ტოპი ულიფოდ გადაიცვა. სულაც არ ჭირდება ლიფი ისედაც მშვენიერი მკერდი აქვს ორი ზომა ლამაზი ფორმის. თმას იშრობდა ლილე რომ გამოვიდა ლილემაც სწრაფად ჩაიცვა მოკლე მაღალწელიანი ტყავის შორტი და თეთრი თავისუფალი ტოპი. ფეხზე კეტები ამოიცვა და ახლა მან დაიწყო თმის გაშრობა. ორივე რომ მოწესრიგდნენ მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე უბრალოდ ტუჩები გამოიკვეთა სესილიმ წითლად ხოლო ლილემ ბორდოსფერად. ლილემ პატარა კლაჩი აიღო და შიგნით ჩაყარა ყველა ნივთი სესილის ტელეფონიანად. მისაღებში გასულებს თვალი ფეხებიდან თავამდე აათვალიერა ნიკომ და დაუსტვინა - - ვაუ ვისი ნაშები ხართ თქვენ - სიცილით დაკრუგა ორივე გოგო - არა ისე რას იფიქრებს კაცი რომ თქვენ 28 წლის ხართ და მე 24ის - გაეცინა ნიკოს - - მორჩი ლაზღანდარობას ძმაო და წავედით - გაეცინა ლილეს - - ისე არავინ მოგვტაცოს ბიჭი როგორი სიმპატიურია - გაეცინა სესის. ნიკომ სახლი გადაკეტა. ძალიან მალე კლუბში იყვნენ ცოტახანში კი ნაცნობი სახეები ლაშა იოანე და ვაჟბატონი დამიანე შემოუერთდნენ. გოგოები ყველას იცნობდნენ ასე რომ მოკლე მოკითხვებით შემოიფარგლება მხოლოდ დამიანე გააცნო ლილეს ნიკომ. სვავდნენ და ათას თემაზე საუბარობდნენ. ცოტახანში სესის საყვარელი სიმღერა გაისმა ერთი ჭიქა სასმელი გადაკრა და ხალხის ბრბოში წავიდა სხეულის რხევით. ნაზად ინევდა მის გამოყვანილ თეძოებს და კლუბში მყოფ მამაკაცთა ნახევრის მზერა მისკენ იყო მიმართული. სესილი კი მთელი ემოციებით თვალდახუჭული ცეკვავდა და სულ ეკიდე ირგვლივ მყოფი თითოეული ადამიანი. დამიანე ვნება ჩამდგარი თვალებით უყურებდა მოცეკვავე ქალბატონს რომელიც ახლა ბავშვივით გამოიყურებოდა. ნებისმიერ კაცს გააგიჟებდა ქალბატონის ლამაზი თეძოები, სავსე მკერდი ლამაზი მარწყვივით ტუჩები, ნაზი წაბლისფერი წელამდე თმა და მუქი შავი ეშხიანი თვალები. არც დამიანი იყო გამონაკლისი ქალები არასდროს აკლდა თუმცა რაღაც ძალით ექაჩებოდა გოგონა მისკენ რომელსაც სწრაფად დაარქვა ვნება.მეგობრებს თვალი ჩაუკრა და სწრაფად მიუახლოვდა ბავშვივით ლაღად მოცეკვავე ვნებიან ქალბატონს. მის უკან დადგა და მანაც ააყოლა სხეული მუსიკას. როცა იგრძნო ქალბატონმა სხვისი სხეული ასე ახლოს უკან შემობრუნდა მისი შავი თვალები შეხვდა მამაკაცის დაბინდული მწვანე სფეროებს და თითქოს მისი ვნება მასაც გადაედო. დილასვე შეამჩნია რასაკვირველია მამაკაცის ასეთი ვიზუალი რომელიც არცერთ ქალს არ დატოვებდა გულგრილს თუმცა მისმა უტიფარმა და უხეშმა საქციელმა მის პიროვნებას მალევე გდაუსვა ხაზი. თუმცა ახლა კარგად მოკიდებიდა სასმელი ასე რომ არ გააპროტესტა მის წელზე მოხვეული მამაკაცის ხელები პირიქით დავადაც აეკრო მამაკაცს და ხელები კისერზე შემოხვია და ნაზად გააქნია სხეული. ბიჭის მზერა უფრო დაიბინდა. გოგონამ კი ცხოვრებაში პირველად იგრძნო რა იყო ვნება და ცეცხლოვანი მუხტი. მთელ სხეულში აუარებელმა ჟრუანტელმა დაუარა როცა მამაკაცის ტუჩები კისერზე აცოცდა, ტუჩზე კბილები დაიჭირა რომ უცნაური ხმები არ გამოეცა მაშინ როცა მამაკაცმა ვნებიანი ტუჩები ყურს უკან მიაწება. ორივე საშინელი ვნებით აღივსო თუმცა ქალბატონმა მაინც მოახერხა მისი მკლავებიდან თავის დაღწევა და მაშინვე იგრძნო მისი სიშორით გამოწვეული დანაკლისი. იქ მისული კი ლილემ არ გააჩერა და ამჟამად დაქალები ცეკვავდნენ მთელი ენერგიით. თუმცა სესილი ჯერ კიდევ გაბრუებული იყო და სადღაც შორიდან გრძნობდა მწველ მზერას რომელიც კმაყოფილი იჯდა ბიჭებთან და მათ ხუმრობებზე იცინოდა. გვიან წავიდნენ სახლში და ყველა მიკისთან დარჩა დაღლილები ჩაეძინათ დილით კი მაღვიძარის დარეკვისას თავი იწყევლა ქალბატონმა სესილიმ. სწრაფად ჩაიცვა შავი ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი, ფეხზე ლილეს მაღლები ჩაიცვა და თავისი ჩანთა აიღო. ჩანთა მისაღებში დააგდო და სამზარეულოში შევიდა მთქნარებთ. ნალექიანი ყავა დაადგა და მას ელოდებოდა მის წელზე მხურვალე ხელები რომ იგრძნო ამოტრიალებული კი დამიანე დახვდა სპორტული შარვალითა და გაბურძგნული თმებით. სესილიმ ნერწყვი გადაყლაპა ბიჭის სხეულის დათვალიერებისას და მის მკლავებში აფართხალდა. - დამიან - თვალები დაუბრიალა როცა მიხვდა რომ ბიჭი არ ათავისუფლებდა- - რაო სესილია - თვალი ჩაუკრა - - სესილი და არა სესილია. ხელს აღარ გამიშვებ ? - თვალები კიდევ ერთხელ დაუბრიალა და ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა - - ყავა მეც მინდა. ხოდა მასე ნუ აკეთებ - ხმა დაბოხებულმა ჩაილაპარაკა და მოსცილდა სესილის. დამიანე იქვე ჩამოჯდა გოგომ კი ყავა უხმოდ დაუსხა და შემდეგ თავისთვის გაიკეთა. უხმოდ სვავდნენ თუმცა დამიანე თვალს არ აშორებდა სესილის. რაც მისთვის უხერხული იყო. - გეყოფა ჩემი თვალიერება და ჩაიცვი. - ღრენით უთხრა დამიანეს და ფეხზე წამოდგა - თუ სამსახურში არ მიდიხარ შენ ხომ უფროსი ხარ - ენა გამოუყო და მისაღებში გავიდა თუმცა მალევე იგრძნო მკლავზე ხელი - დამელოდე სწრაფად ჩავიცმევ. მანქანა არ მყავს აქ და გამიყან. - გეკითხა იქნებ არ მიმყავდი - თვალები ისევ დაუბრიალა - - უფროს ხომ არ აწყენინებ - თვალი ჩაუკრა და მისაღებიდან გაუჩინარდა სესილია გარეთ გავიდა და მანქანაში მოთავსდა. მალევე გამოვიდა შარვალი კოსტუმში გამოწყობილი ბატონი დამიანე და სესილის მიუსკუპდა გვერდით. სესიმ მანქანა დაქოქა და ნორმალური სიჩქარით წავიდა - - რა კუსავით დადიხარ გოგო რა არის - ვერ მოისვენა მაინც- - ღვედი შეიკარი შენ გირჩევნია და გაჩუმდი თორე ჩაგსვამ დაბლა - ენა გამოუყო და შემდეგ ტუჩზე გადაიტარა. დამიანეს გაეცინა ღვედი მართლაც შეიკრ და ასე უხმოდ მივიდნენ კომპანიამდეც. ნიკოსთან კი საგიჟეთი იყო გაღვიძებულმა ბიჭებმა ლილე დაჩაგრეს და საჭმელი მოამზადებინეს. ლილე წუწუნებდა თუმცა მაინც სიყვარულით უმზადებდა ძმას და მის საყვარელ ადამიანებს საჭმელს. ცოტახანში ჯერ ნიკო წავიდა სამშენებლო კომპანიაში. შემდეგ კი ლაშა საავადმყოფოში. მხოლოდ ლილე და იოანე დარჩნენ სახლში ორივე ისვენებდა. - რა გავაფუჭოთ ლილეჩკა - მის მკლავებში მოქცეული გოგოს საფეთქელთან აკოცა. ლილეს გულო აუჩქარდა და უფრო მეტად აეკრო საყვარელ ადამიანს. ბიჭმაც იგრძნო გოგოს აჩქარებული გულისცემა. ცოტაც ლილეჩკა და ჩემი იქნებიო გაიფიქრა. კიდე. ერთხელ აკოცა გოგონას და მისი სხეულიდან წამოაგდო. - წამოდი გავისეირნოთ მთაწმინდაზე - შესთავაზა ნიკომ. ლილემაც ბედნიეა დაუქნია თავი ბიჭს სწრაფად მოემზადა. ნიკომ თვალებმოჭუტულმა აათვალიერა ქერა მწვანეთვალება გოგო რომელსაც მოკლე თეთრი სარაფანი უმშვენებდა სხეულს. - რა ლამზი ხარ კნაჭა - ხელები მოახვია საყვარელ სხეულს და მთელი სახე დაუკოცნა გოგონა კი გაშტერებული იდგა ფეხზე და რომ არა ის ხელები იქვე დაეცემოდა - - აღარ ვარ ორი წლის რაღა დროს ჩემი კნაჭობაა - გაეცინა ლილეს და მოშორდა ბიჭს თორემ მისი სიახლოვით ზედმეტად იბნეოდა. - სულ ჩემი კნაჭა იქნები ქალბატონო ტრამვატოლოგო - ლოყაზე აკოცა და ზურგზე ხელით უბიძგა გარეთ გასულიყო. მთაწმინდაზე ბედნიერები სეირნობდნენ და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. - ვაა ლილეჩკა - მოესმა ხმა და მაშინვე მოსცილდა იოს მის წინ მისი კურსელი იდგა რომელიც მთელი მონდომებით ჩაეხუტა გოგონას მანაც მოხვია ხელები. ერთმანეთი მოკლედ მოიკითხეს შაკომ ნომერი ჩაიწერა და დაემშვიდობა. ამ ყველაფერს კი დაძაბული ძარღვებდაჭიმულო უყურებდა ბატონი იოანე და ლამის იყო ის ლილეზე თვალები მიშტერებული ბიჭი იქვე ეცემა. თუმცა თავის მოთოკვა მოახერხა. მასთან დაბრუნებულმა ლილემ მაშინვე შენიშნა რომ ბიჭი რაღაც ვერ იყო კარგად - რა ხდება იო კარგად ხარ ? - კითხა და სახე მის ხელებში მოიქცია.იოც შეეცადა თავი ხელში აიყვანა გოგოს ხელები მოხვია და მაგრად ჩაიხუტა. იცოდა რომ შაკოს ყოველთვის უყვარდა ლილე და ახლა გაგიჟებამდე იეჭვიანა. თავისთავზე მოეშალ ნერვები ვერგამომტყდარი გრძნობების გამო. გულში ჩახუტებული გოგოს ყურში ჩაჩურჩულა მიყვარხარო. ლილემაც საგრძნობლად აუჩქარდა გული ბიჭმა უკან გასწია ლილე ისე რომ მის სახესთან საკმაოდ ახლოს იყო ახლა თავად მოიქცია გოგოს სახე ხელებში და ნაზად დაეწაფა ასე სანატრელ და სანუკვარ ტუჩებს. ----- იმედიამოგეწონებათ წინასწარ მაპატიეთ შეცდომებისთვის ველი თქვენს შეფასებას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.