შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეჩვიდმეტე)


6-07-2016, 01:05
ავტორი fireending
ნანახია 2 097

-ჩუ... ალბათ ძინავთ არავინ გავაღვიძოთ. ეუბნებოდა ბექა ნინას.
სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ და ჩუმად შემოპარვას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. ორივე ცოტათი ნასვამი იყო და გაბრუებულები ყველაფერს ედებოდნენ. ნინამ ლარნაკი გადმოაგდო მაგიდიდან და გატყდა. ხმაურზე ლონდას გაეღვიძა. ბექამ და ნინამ მოასწრეს და სარდაფში დაიმალნენ. მხოლოდ მაშინ გამოვიდნენ , როცა ლონდამ ნამსხვრევები გადაყარა და საკუთარ ოთახში დაბრუნდა.ბექამ ნინა ოთახში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა და გამოსვლას აპირებდა, მაგრამ ნინამ ხელი მოკიდა.
-არ წახვიდე.
-ნინა, უნდა დაიძინო. უკვე თითქმის გათენდა.
-ჩემთან დარჩი.
ნინა საწოლზე წამოჯდა და ბექას კოცნა დაუწყო. ძნელი იყო ამ ცდუნებაზე უარის თქმა, მითუმეტეს ნასვამები იყვნენ და ნინაც საკმაოდ ლამაზი, სექსუალური და მიმზიდველი იყო, მაგრამ ბექამ ძლია ცდუნებას, არ უნდოდა გოგონას ამ მდგომარეობით ესარგებლა. ფრთხილად მოკიდა ხელი და საწოლზე დააწვინა, საბანი დააფარა, შუბლზე აკოცა და უცდიდა როდის ჩაიძინებდა. ნინა ძალიან იყო დაღლილი და მალე ჩაეძინა. ბექა ნინას ოთახიდან გამოვიდა. თვითონაც ძალიან ეძინებოდა და როგორც კი თავის ოთახში საწოლზე დაწვა მაშინვე ჩაეძინა.
* * *
ნინას დიდხანს არ უძინია, მალევე გაეღვიძა. ჯერ კიდევ გაბრუებული იყო ცოტათი. საწოლიდან წამოდგა და ფანჯარა გააღო, რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა, სარკესთან რომ ჩაიარა , მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ისევ ის კაბა ეცვა , რომლითაც ბანკეტზე იყო. ირგვლივ მიმოიხედა და საწოლზე ბექას მაჯის საათს მოკრა თვალი მერე ხელზე დაიხედა, უნდოდა იმაში დარწმუნებულიყო, რომ წუხანდელი ამბავი სიზმარი არ იყო . არა ეს სიზმარი არ ყოფილა. ნიშნობის ბეჭედი ისევ უმშვენებდა ხელს. ერთი სული ჰქონდა, რომ ეს ამბავი ყველასთვის ეთქვა . ძალიან ბედნიერი იყო. სასიამოვნო ფიქრებიდან ოთახის კარზე კაკუნის ხმამ გამოარკვია.
-ნინა , გღვიძავს?
-კი ლიიზ შემოდი.
-შენ გელოდებით საუზმეზე ჩამოხვალ?
-კი, კი შხაპს მივიღებ. გვიან მოვედით და კაბით დამძინებია.
-კარგი.
ნინა მოწესრიგდა და ოთახიდან გამოვიდა. სანამ ქვემოთ ჩავიდოდა ბექას ოთახთან უნდა გაევლო. კარს მიუახლოვდა. აინტერესებდა ეღვიძა თუ არა, მაგრამ დაკაკუნება ვერ გაბედა. კარს მოსცილდა და კიბეებზე ჩასვლა დააპირა, სწორედ ამ დროს ბექამ დაუძახა. ნინას მისკენ წავიდა. ერთმანეთს მოეხვივნენ და აკოცეს. საუზმეზეც ერთად ჩავიდნენ. ლიზა და დათო უკვე მაგიდასთან ისხდნენ.ნინა და ბექა მათ მიესალმნენ და ისინიც მაგიდასთან დასხდნენ.
-წუხელი გვიან დაბრუნდით არა?
-კი გამთენიისას.
-კარგი დრო გაატარეთ? ჰკითხა ლიზამ
-კი. დაუვიწყარი
ნინამ ბექას გადახედა.
-ახალი ამბავი გვაქვს მე და ნინას. თქვა ბექამ, ნინას ხელი აიღო და ყველას ბეჭედი აჩვენა.
დათო გაკვირვებული და გახარებული ჩანდა. არ ელოდა ასე სწრაფად თუ მოხდებოდა ყველაფერი. ლიზა ნინასთან მივიდა და მოეხვია.
-ძალიან მიხარია. ორივეს გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ.
-მადლობა ლიზა. მამა ... შენ რას იტყვი მამა?
-არც კი ვიცი რა ვთქვა. არ ველოდი თუ ასე სწრაფად მოხდებოდა ეს ამბავი. ბედნიერებას გისურვებთ.
-როდის გეგმავთ დაქორწინებას?იკითხა ლიზამ
-რაც მალე, მით უკეთესი. უპასუხა ბექამ.
-ძალიანაც ნუ გეჩქარება, რომ ქალიშვილი მომტაცო.
-იცით რას ვფიქრობ? ჯობია ქორწილი ეროვნული გამოცდების შემდეგ დანიშნოთ.
-ლიზა მართალი ხარ. უფრო მშვიდად ვიქნები
-კი, მშვიდად, მერე უნივერსიტეტი გელოდება. "ბოროტულად" ჩაიცინა ბექამ.
-ბოროტი ხარ ბექა.
-გეშლება ნინა, უბოროტესი ვარ.
დილა მხიარულად დაიწყო. ცოტა ხნის წინ მომხდარი ცუდი ამბები ამ სასიამოვნო ახალმა ამბავმა გააქარწყლა. ლიზაც მშვიდად გრძნობდა თავს, ფიქრობდა რომ ასე უკეთესი იყო და ბექაც მალე შეიყვარებდა ნინას. მხოლოდ ლიზამ იცოდა რა ხდებოდა ბექას გულში, მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ეს გრძნობა ბევრ ადამიანს მოუტანდა ზიანს და ბექაც თანდათან უფრო რწმუნდებოდა , რომ ნინაზე დაქორწინება სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც ნინა იყო, ამას ხომ დიდი ხნის ოცნება აუხდა, ოცნება, რომელზეც ფიქრსაც კი ვერ ბედავდა ერთ დროს. ნინა ოთახში შევიდა , საწოლთან ახლოს პატარა მაგიდაზე ფერად ფანქრებს და ფურცლებს მოკრა თვალი, ამან კარგ განწყობაზე დააყენა. ხელებმა თავისით დაიწყო მოძრაობა და ნინამაც ხატვა დაიწყო, ხატვის დროს თითქოს სხვა სამყაროში იმყოფებოდა. მისი ნახატი ზედმიწევნით გადმოსცემდა მის იმჟამინდელ განწყობას. ფერებიც უფრო ბედნიერად გამოიყურებოდნენ , ეს ნახატი მისი ფიქრების ანარეკლი იყო, საოცრად ლურჯი აუღელვებელი ზღვა და ზღვაში ჩამავალი წითლად მოკაშკაშე მზე, საოცრად ანათებდა და სხვადასხვა ელფერს ანიჭებდა სანაპიროს ქვიშას. გაახსენდა ის დღე როდესაც ბექამ პირველად უტხრა სიტყვა მიყვარხარ ახლაც ახსოვს მისი ხელის სითბო, ისევ მისი ხმა ჩაესმის ყურში და სანაპიროზე გამოისახა ხელიხელჩაკიდებული წყვილი. ნახატს უყურებდა და ისევ იმ დღეზე ფიქრობდა.
კარზე დააკაკუნეს.
-შემოდით
-ნიინ შენი ტელეფონი გამომართვი ქვემოტ დაგრჩა და შეტყობინება გაქვს.
-მადლობა ... როგორც ვფიქრობდი , ელესგანაა. გავისეირნოთო. ლიზა წამოხვალ?
-არ ვიცი, ხელს ხომ არ შეგიშლით?
-კარგი რა, ეგ მეორედ აღარ ტქვა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ მეც და გოგონებსაც.
ნინა წამოდგა და ლიზას ჩაეხუტა.
-ნინა, იცი რას ვფიქრობ? ლუკას კაფეში ხომ არ წავიდეთ?
-კარგი აზრია.
-მარიამიც ხომ იქნება?
-კი... მოიცა, მოიცა ... მგონი ტყუილად არ მეკითხები. მოხდა რამე?
-თან კი და თან არა. ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ლუკა სულ მარიამზე მელაპარაკება ბოლო დროს.
-ესეც ახალი ამბავი. ახალი და მშვენიერი. კარგი წყვილი იქნება არა?
-კი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
-კარგი , ელეს მივწერ და გავიდეთ.
-კაიც, მე გამოვიცვლი.
ნინას ოთახის კარი ბექამ შემოაღო
-ნიინ, ჩემი მაჯის საათი ხომ არ გინახავს სადმე?
-უი, ეგ სულ დამავიწყდა, საწოლზე დაგრჩა წუხელ ჩემთან.
-კარგი , მადლობა. მე წავედი, დათოს მივყვები კომპანიაში, ტრენინგის გავლას ვიწყებ.
-ვა მაგარია გილოცავ.
ნინა ბექას მოეხვია და აკოცა. ლიზა ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებდა თვალ-ყურს, თუმცა იმის გაგების შემდეგ, რომ ბექას ნინას საწოლზე საათი დარჩა, უცნაური გრძნობა დაეუფლა. ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა.
* * *
ნინა და ლიზა მარიამთან და ელესთან ერთად ლუკას კაფეში იყვნენ . გოგონები გაოცებულები და გახარებულები იყვნენ ნინას დანიშვნის ამბავი რომ გაიგეს. გამოცდებზე ნერვიულობა სულ გადაავიწყდათ ამ ახალი ამბის გაგების შემდეგ. მარიამიც ცართული იყო ამ მხიარულ ორომტრიალში, თუმცა დროდადრო მისი ტვალები ვირაცას ეძებდნენ. ეს ვიღაცა კი გასული იყო და როგორც იქნა მოვიდა. ლუკა გოგონებს მიესალმა, ნინას დანიშვნა მიულოცა.
-ქორწილს როდის გეგმავთ? ჰკითხა ლუკამ
-გამოცდების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს სავარაუდოდ.
-აუ დრო ძალიან მალე გავა, მე კაბის არჩევა უნდა დავიწყო უკვე . თქვა ელემ
-ელენე მგონი პატარძალზე მეტად ნერვიულობს. სიცილით თქვა მარიამმა.
-მეჯვარეებიც ნერვიულობენ, მარი ისე ჯობია შენც დაიწყო კაბის არჩევა. ორი კაბის. უთხრა ნინამ
-რა ორი?
-არა ისე.
ნინამ და ლიზამ ერთმანეთს გახედეს. ლუკასთან კაფეში საღამომდე იყვნენ და რა ტქმა უნდა მომავალ ქორწილზე ლაპარაკობდნენ. ნინას და ლიზას კი არ გამორჩენიათ ტუ როგორ უყურებდნენ ლუკა და მარიამი ერთმანეთს. ელე კი ისე იყო წვეულებაზე ფიქრით გართული რომ მიუხედავად იმისა რომ ლიზას და ნინაც ანიშნებდნენ რაღაცას, მაინც ვერაფერს მიხვდა.
* * *
გამოცდები ახლოვდებოდა და ასევე ქორწილამდე დარჩენილი დროც მცირდებოდა. ნინა ახლა ორმაგად ნერვიულობდა, მაგრამ ამ ნერვიულობაშიც იყო რაღაც სასიამოვნო.ოთხი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ათასად ეჩვენებოდათ. როგორც იქნა გამოცდებიც დამტავრდა და ერთი სანერვიულო მოაკლდათ გოგონებს. რა თქმა უნდა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ნინა აღარაფერზე ნერვიულობდა, რადგან ბექა სულ მის გვერდით იყო და ამხნევებდა. ბექას ტრენინგიც წარმატებით დასრულდა და ახლა უკვე შეეძლო მუშაობის დაწყება.
აგვისტოს შუა რიცხვებიც დადგა, ქორწილამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ნინაზე და ბექზე არანაკლებ ღელავდა დათო, მისი ერთადერთი ქალიშვილი ხომ სულ მალე დაქორწინდებოდა. დათო თავის ოთახში იჯდა და ნინას პატარაობის ფოტოებს ათვალიერებდა, ლიზა მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა. სიჩუმე დათომ დაარღვია.
-როდის გაიზარდა ამხელა, თითქოს გუშინ იყო სულ პაწაწინას , ხელში აყვანილს ვასეირნებდი. ისეთი პატარა იყო. ახლა კი თხოვდება, ისე სწრაფად გადის დრო...
-ჰო, დრო მართლაც სწრაფად გადის, მაგრამ არ ინერვიულო, ნინა ხომ ჩვენთან იქნება. თხოვდება, მაგრამ ... ლიზას სიტყვა გაუწყდა, მუცელზე ხელი მოიკიდა
-რა მოხდა? ჰკითხა შეშფოთებულმა დათომ
-მოძრაობენ, ვიგრძენი. აი ნახე.
დათომ ხელი მუცელზე მიადო. ეს დაუვიწყარი და ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო. ლიზა უკვე გრძნობდა რომ მასში ახალი, პაწია სიცოცხლეები იზრდებოდნენ. დათომ ლიზა გულში ჩაიკრა, ცრემლიც კი მოერია თვალზე , უკვე მეორედ , პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვების გულის ცემა მოასმენინა ექიმმა.
* * *
აგვისტო თითქმის მიიწურა, ქორწილამდე საათებიღა იყო დარჩენილი. მთელი დღე გოგონებთან ერთად მაღაზიაში გაატარა ნინამ. არც ბექა იყო ნაკლებ დრეში, ლუკასთან ერთად აგვარებდა საქმეებს. საქორწილო დარბაზიც დაჯავშნული ჰქონდათ, მხოლოდ ბოლო დეტალების დასაზუსტებლად მივიდნენ.
მოსაღამოვდა. ბექა იმ ღამით ლუკასთან დარჩა. დათო ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა და გამორთულ ტელევიზორს უყურებდა. ნინა მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.დათომ შვილს ხელი მოხვია და ჩაეხუტა.
-ეს დღეც დადგა, ჩემი პატარა გოგონა უკვე თხოვდება. როდის მოასწარი გაზრდა.
-იცოდე ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, თორემ გადავიფიქრებ გათხოვებას. მამას მაგრად ჩაეხუტა ნინა.
-მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო ნინა.
-ვიქნები, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
დათომ მაგიდიდან ყუთი აიღო, გახსნა და იქიდან ძალიან ლამაზი ყელსაბამი ამოიღო.
-ეს დედაშენს ეკეთა, ჩვენი ქორწილის დღეს. მინდა რომ ის ახლა შენი იყოს, ვიცი, მარიანაც ასე მოისურვებდა.
-რა ლამაზია , მადლობა მაა. ეჰ დედა როგორ მაკლია. ნინას მშვენიერ ლურჯ თავლებს ცრემლი მოსწყდა და ლოყა დაუსველა.
-არ იტირო ჩემო პატარა, დედიკოს არ მოეწონება.
შვილს ცრემლები მოწმინდა და გულში მაგრად ჩაიკრა. ლიზა სასტუმრო ოთახში რომ შემოვიდა დათოსაც და ნინასაც ეძინა. ლიზამ ლონდას პლედი მოატანინა, დააფარა და ორივეს აკოცა. შემდეგ საკუთარ ოთახში დაბრუნდა. ვერ იძინებდა. ლიზას მობილურმა დარეკა. ბექას ნომერი იყო.
-ჰო ბექა
-ლიზა
-გისმენ
-მინდოდა გამეგო, როგორ ხარ.
-მე კარგად ვარ. შენ ?
-არ ვიცი. რა ქვია ამას, რა დავარქვა ამ გრძნობას.მენატრები. საშინლად მენატრები.
-შეწყვიტე გთხოვ. ტკივილს მაყენებ , მეც და საკუთარ თავსაც. ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ
-მაგრამ უშენოდ.
-ნინას ნუ აწყენინებ
-არასდროს ვაწყენინებ.
-კარგი, ახლა უნდა გავთიშო. ბედნიერებას გისურვებ
-არ გათიშო ლიზა.
-რა მოხდა
-შენი ხმის მოსმენა მინდოდა. მაპატიე, ისევ სულელურად ვიქცევი. მაპატიე , მაპატიე რომ ვერ გაგიფრთხილდი.
-დაივიწყე წარსული. წინ ბედნიერი მომავალი გელის ნინასთან.
ლიზამ სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი. ძალიან ღელავდა. ბექას სასოწარკვეთილი ხმა ესმოდა ისევ. ბოლოს თავს ძალა დაატანა და ამაზე ფიქრი შეწყვიტა, გამთენიისას კი ჩაეძინა.
* * *
გოგონები დილიდან შეიკრიბნენ ლიზას სახლში, სადაც ვიზაჟისტები და სტილისტები დაიბარეს. ოთხივე ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ, ნინა კი მოსიარულე მზის სხივი იყო, რომელიც მხოლოდ ბედნიერებას ასხივებს. საოცრად უხდებოდა თეთრი ქათქათა კაბა. ვარცხნილობაში ბოლო შტრიხიც შეიტანეს და ყველაფერი მზად იყო. ბექა გარეთ იდგა. უკვე ღელავდა, როგორც ყოველთვის, პატარძალი იგვიანებს. პირველად ელე, ლიზა და მარიამი გამოვიდნენ, აი ნინაც გამოჩნდა კიბეებზე, ის საოცრად ლამაზი იყო, ბექა თვალებს არ უჯერებდა, რომ პატარა გოგონა, ასეთ მშვენიერ ქალად იქცა და ის ახლა მას დაუმშვენებდა გვერდს. დათო ძალიან ცდილობდა საპატარძლო კაბაში გამოწყობილი შვილის დანახვაზე ცრემლების დამალვას, მაგრამ ვერ გამოუვიდა. ბექამ კარი გააღო და ნინა მანქანაში ჩასვა.
-საოცრად ლამაზი ხარ ნინა
ნინას გაეღიმა და ბექას ხელი ხელზე მოკიდა.
ქორწილმა კარგად ჩაიარა. საუკეთესო წვეულება იყო, ყველანი ძალიან გაერთნენ . წვეულება დასასრულს უახლოვდებოდა, პატარძალს თაიგული უნდა ესროლა. გოგონები მის უკან შეიკრიბნენ. ლიზა კი ნინას წინ დადგა და რაღაც ანიშნა. ნინამ თაიგული ისროლა, წესით მარიამისკენ , თუმცა, სწორედ იმ დროს მარიამი მაგიდისკენ წავიდა, გზად ლუკა შეხვდა და თაიგულიც სწორედ მათ შუაში ჩავარდა.ლუკამ თაიგული მარიამს მიაწოდა . ერთმანეთს შეხედეს.სიტყვაც არ უთქვამთ, მაგრამ აქ უკვე სიტყვები აღარ იყო საჭირო . ბექას და ნინას წასვლის დრო დადგა, უნდა გამოეცვალათ და აეროპორტში წასულიყვნენ . ყველას დაემშვიდობნენ და წავიდნენ.აეროპორტში დათომ და ლიზამ გააცილეს. ნინა ცოტათი აღელვებული იყო, პირველად მიდიოდა უცხო ქვეყანაში მამის გარეშე,თანაც უკვე ქმართან ერთად, ჯერაც ვერ გააცნობიერა, რომ უკვე გათხოვილი იყო. ცხოვრების ახალი და სიურპრიზებით აღსავსე ეტაპი იწყებოდა.ძალიან გაუჭირდა ლიზასთან და მამასთან დამშვიდობება. დათოსაც უჭირდა. პირველად ხდებოდა რომ მთელი თვე უნდა გაეტარებინა ნინას გარეშე, ეს მისთვისაც ახალი ეტაპი იყო, რომელსაც უნდა შეგუებოდა.



№1  offline წევრი natia-natia

ეხა წავიკითხედა ძაან მომეწონა

 


№2  offline წევრი fireending

natia-natia
ეხა წავიკითხედა ძაან მომეწონა

დიდი მადლობა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent